Jump to content
Magdalena

ცნობილი გახდა AMD Ryzen 4000-ის ბაზაზე არსებული პირველი ლეპტოპების ფასები

Recommended Posts

კომპანია AMD-მ წარადგინა Renoir-სერიის ჰიბრიდული პროცესორები დაახლოებით ორი თვის წინ. ჩიპების პრემიერა შედგა სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2020-ზე, თუმცა ბაზარზე ამ დრომდე გამოვიდა მხოლოდ ერთი ლეპტოპი ახალი APU-ით. ვითარება სულ მალე შეიცვლება: წინასწარი მონაცემებით Ryzen 4000-ის ბაზაზე აწყობილი პირველი მზა პროდუქტების გაყიდვა 31 მარტიდან დაიწყება. რესურს Newegg Canada-ზე გამოჩნდა რვა ლეპტოპის ფასი. 

image.png 

მათგან ყველაზე ხელმისაწვდომი გახლავთ მოდელი ASUS TUF Gaming TUF506IH-RS53. მისი ფასი 899 კანადური დოლარია (655 აშშ დოლარი). ლეპტოპს აქვს 6-ბირთვიანი და 12-ნაკადიანი ჩიპი Ryzen 5 4600H სიხშირით 3-4 გჰც, TDP 45 ვტ და გრაფიკით - Radeon Vega 6 (1500 მჰც). გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია NVIDIA GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათით. ლეპტოპის ეკრანი 15.6-დუიმიანია, კადრის განახლების სიხშირე 60 ჰერცს შეადგენს. 

ლეპტოპი ინდექსით RS74 - ღირს 1190 კანადური დოლარი (875 აშშ დოლარი). მასაც აქვს გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GTX 1650 და 15.6-დუიმიანი ეკრანი, თუმცა კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცია. ამ მოდელს აქვს Ryzen 7 4800H ჩიპი - 8-ბირთვიანი, 16-ნაკადიანი პროცესორი სიხშირით 2.9-4.2 გჰც, TDP 45 ვატი და გრაფიკა Radeon Vega 7 (1600 მჰც). 

ამავე პლატფორმის ბაზაზე მუშაობს კიდევ ორი ლეპტოპი: ASUS TUF Gaming TUF506IV-AS76 ვიდეო ბარათით GeForce RTX 2060 Max-Q და ASUS TUF Gaming TUF706IU-AS76 - GeForce GTX 1660 ბარათით. პირველი მათგანის ფასი 1165 აშშ დოლარია, მეორისა კი - 1095 აშშ დოლარი. 

image.png 

ასორტიმენტში აგრეთვე შედის ROG-სერიის სამი მოდელი Ryzen 7 4800HS ჩიპით. ეს პროცესორი წინა მოდელისგან განსხვავდება 35 ვატამდე შემცირებული სითბოს გამოყოფით. სამი მოდელიდან ყველაზე იაფია SUS ROG GA502IU-XS74. მისი ფასი 1165 აშშ დოლარია. მოწყობილობას აქვს GeForce GTX 1660 Ti ვიდეო ბარათი და 15.6-დუიმიანი ეკრანი 144 ჰც კადრის განახლების სიხშირით. 

ROG GA502IV-ES76 მოდელს აქვს ამაჩქარებელი GeForce RTX 2060, კადრის განახლების სიხშირე კი 240 ჰერცია. ეს ლეპტოპი წინა მოდელზე 150 აშშ დოლარით ძვირია. Ryzen 7 4800HS ჩიპის მქონე მესამე მოდელის დასახელებაა ASUS ROG GA401IU-BS76. ეს გახლავთ 14-დუიმიანი მოწყობილობა GeForce GTX 1660 Ti Max-Q გრაფიკით და ღირს 1240 აშშ დოლარი. 

და ბოლოს, Newegg Canada-ს ასორტიმენტში არსებული ყველაზე ძირადღირებული ლეპტოპი გახლავთ ASUS ROG GA401IV-DS91. მას საფუძვლად უდევს ჰიბრიდული პროცესორი Ryzen 9 4900HS, რომლის წარდგენა სხვა ჩიპებთან ერთად არ შემდგარა CES 2020-ზე. ლეპტოპს აქვს GeForce RTX 2060 Max-Q ამაჩქარებელი, დისპლეი 14-დუიმიანია და კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცია. ლეპტოპის ფასია 1820 აშშ დოლარი. ფასები და პარამეტრები თავმოყრილია ცხრილში: 

ლეპტოპი 

პროცესორი 

ვიდეო დაფა 

ეკრანი 

ფასი 

სერია 

მოდელი 

CAD$ 

US$ 

ASUS TUF Gaming 

TUF506IH-RS53 

Ryzen 5 4600H 

GeForce GTX 1650 

15,6", 60 ჰც 

899 

655 

TUF506IH-RS74 

Ryzen 7 4800H 

GeForce GTX 1650 

15,6", 144 ჰც 

1199 

875 

TUF706IU-AS76 

Ryzen 7 4800H 

GeForce GTX 1660 

17,3", 120 ჰც 

1499 

1095 

TUF506IV-AS76 

Ryzen 7 4800H 

GeForce RTX 2060 Max-Q 

15,6", 144 ჰც 

1599 

1165 

ASUS ROG 

GA502IU-XS74 

Ryzen 7 4800HS 

GeForce GTX 1660 Ti 

15,6", 144 ჰც 

1599 

1165 

GA401IU-ES76 

Ryzen 7 4800HS 

GeForce GTX 1660 Ti Max-Q 

14", 120 ჰც 

1699 

1240 

GA502IV-ES76 

Ryzen 7 4800HS 

GeForce RTX 2060 

15,6", 240 ჰც 

1799 

1310 

GA401IV-DS91 

Ryzen 9 4900HS 

GeForce RTX 2060 Max-Q 

14", 120 ჰც 

2499 

1820 

 

 

 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

დღეიდან მობილურ სეგმენტში ახალი მეფე გვყავს Ryzen 9 4900HS

რაც კი ვიდეო რევიუებს ვუყურე, ყველა გაოცებული დატოვა, ნამდვილად არ მოელოდნენ ასეთ ეფექტურობას.

ინტელმა დესკტოპ სეგმენტი დაკარგა, დატა ცენტრები და სერვერული წილიც დაკარგა, ეხლა უკვე მობილური სეგმენტის დაკარგვა დაიწყება...

 

 

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ამდ კორონა😎

თან დაბალი ენერგომოხმარებით 

 

ეს გოს მოსყიდული სექტორი რომ არ ყავდეს უკვე ცუდად ექნებოდა საქმე მაგრამ მაგასაც დაკარგავს. 

 

ახლა ნვიდიას უნდა მიხედოს ნელნელა. ეგეც მოსაჯენია ერთ ადგილზე.

Share this post


Link to post
Share on other sites

საქმე იმაშია რომ ინტელკსაც არაფერი დაუკარგია ისეთი ბევრი ჯერ ბაზრის წილში და არც ნვიდიას მოუღებენ ბოლოს ეგეთი შემართებით, 90% გოსექტორიც და სერვერული სექტორიც ინტელისაა როგორც 80-85 მობილური სექტორის, მარტო სადაც რეალურათ უსწრებს ამდ ინტელს არის მეინსტრიმ და ექსტრიმალური სექტორი, მაგრამ ფასებში იმხელა სხვაობაა რომ მგონი მანდაც უფრო მეტი შემოსავალი რჩება ინტელს მთლიან ჯამში ვიდრე ამდ, სხვაობა მსოფლიო მაშტაბით კი 15-20% არ აღემატება ამდ სასარგებლოთ ბოლო გაყიდვებით, როცა სხვაგან ძალიან დიდი ჩამორჩენა აქვთ ყველგან, ყოველი 10 სუპერკომპიუტერიდან 9 ინტელზეა და დანარჩენი იბპ-ამდ მაგრამ დაჟე იბმ წინაა ამდ-ზე ბაზრის წილით ჯერ-ჯერობით სერვერულ სექტორში, ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით ესეთი სიტუაციაა, ინტელი რასაც აკეთებს 1 კვარტალში ანუ 4 თვეში, მაგდენს ამდ 1 წელშიც ვერ აკეთებს ჯერ-ჯერობით, ეგ რა თქმა უნდა ყველაფერს ეხება მაგრამ აი მაგხელა სხვაობაა ჯამურ აბიომებში ამ ეტაპზე ჯერ კიდევ და ეგ სულ ბოლო სტატისტიკაა ფინანსური და არა რამდენიმე წლის უკანდელი, სხვაობა კი შემცირდა მაგრამ არა იმდენით როგორც ბევრს გონია, მაგისთვის მართლა წლებია საჭირო ინტელს რომ შეუმცირონ ჯამური მოგება, ჯერ კიდევ ძალზე დიდია სხვაობა და მაგიტომ მაგ ორ კორპორაციას შორის როგორც ფინანსებში ასევე დახოდებშიც, ინტელმა ვთვლი რომ მიაღწია თავის პიკს უკვე, მაგაზე ზევით აღარ გაიზრდება სხვაობა დახოდებში, მაგრამ რამდენათ სწრაფათ შემცირდება მოგება მაგას უკვე დრო გვიჩვენებს, ბოლო 2 წლის მანძილზე მოგება არ გაზრდილა ინტელის მაგრამ არც ჩემცირებულა, 2018 18 მილიარდი იყო მგონი და 2019 წელსაც ეგრე დარჩა, რაც შეეხება დეფიციტის პრობლემას ბოლო წლებში რაც ქონდა ინტელს, ეხლახან 25% გაზარდა ინტელმა კოსტა რიკას ქარხნის ხელახლა ამუშავებით გამოშვების აბაროტები + ამდ ავიწროვებს და ალბათ ეგ საკმარისი იქნება თითქმის მთლიანათ დეფიციტის აღმოფქვრის პროცესორების ბაზარზე, რამაც ინტელის პროცესორებსი ფასებზეც პოზიტიურათ უნდა იმოქმედოს, 4900U რაც შეეხება Core i9-10980HK კონკურენტი ჩანს უფრო ეგ 8 ბირთვიანი პროცესორი, რომელიც მალე უნდა დაანონსდეს უკვე, თუ სწორათ მახსოვს აპრილისთვის, 5.3GHZ ბუსტითო ლოლ 2 თრიდზე, ლოლ მართლა მაგდენზე თუ იმუშავა საღო მაგათ დაჟე 80-85 გრადუსზეც კი, ეხუმრებით 5.3GHZ პატარა ყუთში, როცა დიდზეც ვერ ადის ბევრი პროცესორი მაგდენზე, მათ შორის რიზენებიც და შეიძლება ვერც 4000 სერიის ტოპოვი რიზენი ავიდეს მაგდენზე რაზგონზე, რა თქმა უნდა მე უფრო 2 თრიდიან ბუსტს ვგულისხმობ მაქსიმალურს

Share this post


Link to post
Share on other sites

ვაფშე არ მაინტერესებს ეგ სტატისტიკა გიორგი. მე იმას ვხედავ რომ აქ ათიდან 8 კაცი აემდეზე გადადის. 5.3 კიდე 1 და 2 თრიდზე შტეუდმა ჩამოიკიდოს ყურებზე. რას მიკეთებს ეგ 5.3 ? 4.3 რიზენს თუ ვერ ერევა? ეგრე იყო 2 გჰ ატლონები 3 გჰ ინტელებს რომ იხევდა თავის დროზე. 14 ნმ არ ჩამოდიან ტიპები მაღალი ჰერცების გამო. ეგაა კაი?

აგერ 45 ვატიანმა პროციკამ გადაიხია 90 ვატიანი ინთელის ფეჩები.

 

ინთელს 14 ნმ პლასტინკების თვითღირებულება ბევრად უფრო მეტი უჯდებაო ვიდრე 7ნმ აემდეს. სადღაც ეწერა.

Share this post


Link to post
Share on other sites

ერევა ეგ უკვე, ძველი ვერ ერეოდა ეგეც მცირეა მაინც სხვაობა, მობილურებში სხვა რაღაცეებს უყურებენ უფრო თან, რაც შეეხება 14 VS 7ნანომეტრს, მანდ უფრო რთულათაა საქმე ვიდრე შენ გონია და ეგ ზუსტათ ორმაგი სხვაობა არაა, მაქს 10-15% ჯობია ზომით ამდ ვარიანტი ინტელის ბოლო 14 ნანომეტრიან სერიას, სხვაობაც მაგიტომაა მაქს 5% ერთ ჩასტოტაზე 5GHZ კი ვეღარაფერს უშვება უკვე, საქმე იმაშია რომ სადაც აქვს კარგი ეფექტი 5GHZ რიზენი ვერ ავა მაგდენზე ინტელი კი ადის მაღალი ტემპებით მაგრამ ხომ ადის და არ იწვება მაინც, TDP მაგარი სიაფანდი თემაა, მე მინახია დაჟე რომ [email protected] ყველა თრიდებზე 350 ვატამდე ჭამდა რომელიღაცა მძიმე ბენჩის დროს ვატმეტრით დატესტეს თან და არანაირი 7-10-12 ნანომეტრიანი კომბო მაგას არ შველოდა როცა მძიმე ნაგრუზკებზე მიდიოდა და მაღალ ჩასტოტაზე საუბარი გაზრდილი ვოლტაჟით რომ არ დაკრაშულიყო და სტაბილურობა არ დაეკარგა, ამიტომ 10900K 5GHZ ან 5.3 300 ვატს გაცდა ზოგან რა გასაკვირი იქნება, TDP 45-65 ეგ დაბალ ვოლტაჟზე და ჩასტოტაზე გათვლილი დენის მოხმარებაა და არა მაქსიმუმ რამდენს შეჭამს და ეგ ამდ ეხება და ინტელსაც, 125 ვატი არის მარტო სტოკ ვოლტაჟზე გათვლილი მოხმარება მაქს ალბათ 4.6GHZ მეტი არა მგონია 10900-ზე, ან მაგაზე დაბალზეც, ეგ არაა მაქსიმუმი პიკური ნაგრუზკა ან მითუმეტეს რაზგონზე რაც დაჭირდება უკვე 20 თრიდიან ინტელს, რიზენებიც არ ჭამენ მთლათ ცოტას გააჩნია რაში ამუშავებ, რა თქმა უნდა იგრებში მაგდენი ვატები არც ინტელს უნდა და არც ამდ მაღალ სიხშირეებზეც კი, ნუ თამაშსაც გააჩნია, საშვალოთ ვიძახი, ტემპერატურაც ასე 10-12 გრადუსით ნაკლებია მინიმუმ მძიმე ბენჩმარკებზე, ინტელი მარტო ნანომეტრის გამო არ ადისო მაგდენზე, თურმე ჩიპლეტზე რაზგონის პოტენციალი მცირდებაო საკმაოთ და არც დაბალი ნანომეტრი შველისო დიდათ, მონოლითურ პროცესორზე კი უფრო მაღალი რაზგონის პოტენციალი ქონია თუმცა მართლა უფრო მეტი უჯდება ინტელს მასეთი პროცესორების წარმოება და ბირთვების გაორმაგებაც უფრო პრობლემურია, არა მგონია მაგ მხრივ 7-10 ნანომეტრზე გადასვლამ რამე დიდათ შეამციროს მაგ მხრივ და გაზარდოს რეზკათ ბირთვების რაოდენობაც, ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში, აი რაზგონის პოტენციალი კი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, შეიძლება დაეცეს 7 ნანომეტრზე თუნდაც და ვეღარ დარაზგონდენ 5GHZ უკვე და მაქს 4.5GHZ შეძლონ ასლვა ინტელის ტოპოვი პროცესორებმა, მაგას ვერ გავიგებთ ჯერ სანამ არ გადავლენ მაგაზე მაინც, მაგრამ 10000 სერიაზე შეიძლება 5.3GHZ კი დარაზგონდეს უკვე 20 თრიდიანი 10900K კი კარგი ეგზემპლიარი მაინც, 5.3 2 თრიდზე მაგას ისედაც აქვს თან, მაგხელა ჩასტოტა რას უმატებს და სინგლ თრიდის წარმადობას ყველგან სადაც მაგას აქვს ეფექტი და საკმაოთაც 4.5 VS 5.3 შეფარდებაში, მცირე სხვაობა ეგ ნამდვილათ არაა როცა ერთ თრიდში წარმადობაში არც ისეთი დიდია განსხვავება საშვალოთ და ინტელზე თან ოპტიმიზაციაც კარგი აქვს საკმაოთ ყველგან, რაც არ უნდა იყოს ინტელზე PCI-E 4.0 + DDR5 საპორტის დამატება საკმაოთ დაეხმარებათ შემდეგ წლებში რა ნანომეტრზეც არ უნდა გამოუშვან შემდეგი სერიის პროცესორები და ჩიპსეტები, მაგრამ ადრე თუ გვიან ალბათ მაინც გადავლენ 10-ზე თუ არა ეგრევე 7 ნანოზე უკვე, ერთადერთი ინტელს ის უწყობს ხელს რომ მაგდენი თრიდები საერთოდ არ ჭირდება ვინდოუსში რომ კარგათ შეუბეროს უბრალო ტასკებში და ბრაუზინგში და იგრებშიც 8 ბირთვიც ჯერ-ჯერობით ძალიან რედკათ ჭირდება თამაშებს 10-12 ბირთვზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ეგ ეხლა ეგეთივე თემაა როგორც ალბათ 64-128გბ რამი იგრებისთვის რომ იყიდო, აი მაღალი ჩასტოტა კი საკმაოთ უმატებს და ზრდის წარმადობას მცირე თრიდები სადაც სრულებით საკმარისია და ეგ ურიგო სულაც არაა და ზედმეტი, რენდერში კია საჭირო 10 ბირთვი და მეტიც  მაგრამ რამდენ % ჭირდება საერთო მომხარებლებიდან ეგ რენდერი ეგ უკვე სხვა თემაა მსოფლიო მაშტაბით, რაც არ უნდა იყოს ამდ ჯერ კიდევ ძალზე ბევრი სამუშაო რჩება კოპრორაციულ სექტორშიც,სერვერულ სექტორშიც და მობილურებშიც ეხლა იწყებენ აყვავებას მარტო, წლის ბოლოს გავიგებთ უკვე რამდენით შეძლეს ბაზრის წილის დაბრუნება კიდე მთლიან ჯამში ან თუნდაც ცალკეულ სექტორებში + ფინანსური მაჩვენებლებიც საინტერესო იქნება საკმაოთ, ჯამურს ვგულისხმორ რა თქმა უნდა, რა დარჩება ინტელს 18 მილიარდის ფონზე და რა ამდ 4.5-ით უფრო მცირე აბიომით გაზრდიან თუ არა დიდათ ჯამურ ვირუჩკას, იდეაში უნდა გაზარდონ მაგრამ რამდენით ამ კრიზისში რთული სათქმელია, კორონამ ბევრს აურია გეგმები მაინც, ევროპული ქვეყნები და შტატები ამ ეტაპზე მაგარ გაჭირვებაში არიან მაინც და პროცესორებისტვის მგონი ბევრს არც ცალია ან სისტემის გამოსაცვლელათ, ზოგადათ მე როგორც ვიცი გეიმინგში რაც უფრო მაღალ ჩასტოტაზე უბერავს პროცესორი მით უფრო ნაკლები ფრეიმტაიმსი აქვს იგრებში, ანუ ეგ 144 გერციანებზე საკმაოთ ეხმარება ლატენტურობის დასაწევათ და ტუფტა თემა სულაც არაა, მთავარი მანდ ისევ ფასია ვიდრე გაგრილება ან ვატების საშვალო მოხმარება, ბევრ გეიმერს არ ანაღვლებს 14 ნანოზე იქნება პროციკა თუ 7-ზე თუ თავის საქმე 5-ზე გააკეთა 144 გერციანი მონიკის შემთხვევაში გეიმინგში, ისე ერთ რაღაცას ავღნიშნავდი კიდე მობილურ ამდ პროცესორებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე სამწუხაროთ გეიმერული ძლიერი და არა მარტო მობილური კარტები არა აქვს ჯერ ამდ გამოშვებული (ინტეგრირებული ვეგები არ ითვლება საერთოდ) , ანუ პირველ თვეებში სულ მცირე ნახევარი მოგება ისევ ნვიდიას დარჩება გეიმერულ ნოუტბუკის მოდელებზე რახან ძირითადათ სულ ნვიდაის კარტები დევს ამდ პროცესორებით ყველგან, თან კიდე საკითხავია ვის უფრო მეტი დარჩება მოგება ამდ შედარებით უფრო იაფიანი პროცესორებით თუ ნვიდიას უფრო ძვირიანი ვიდეოკარტებით, იმედია ეგრე დიდხანს არ გაგრძელდება თორე მაგ პროცესორების გამოშვებით ნვიდიასაც კარგათ შეუვსებენ ჯიბეებს, ანუ მანდ არა მარტო დესკტოპ სერიაში უჭირს ნვიდიას დაჯაბნა ამდ, მობილურ სექტორშიც სერიოზული დაგვიანება აქვთ ვიდეოკარტებში, დაჟე ვიტყოდი რომ ბევრათ სერიოზულიც, რახან დესკტოპში 5700XT მაინც თუ აქვთ უკვე გამოშვებული, მობილურში საერთოდ არაფერი არაა ჯერ დაანონსებული, როდის გამოვა 7 ნანომეტრიანი მობილური სერია ჯერ-ჯერობით უცნობია, ალბათ წლის მეორე ნახევარში უფრო ან კიდე უფრო გვიან წლის ბოლოსკენაც კი შეიძლება, თუ რამე გავიგე მაგასთან დაკავშირებით დავაგდებ ინფოებს, სამწუხაროთ მანდ ნვიდიას კარტების სრული დომინაციაა ამ ეტაპზე ყველა სექტორში თითქმის, ნვიდიას თან აქვს უფრო ძლიერი სტანდარტული RTX და GTX მოდელებიც 2000-166X სერიიდან როგორც დენის დაზოგვაზე ორიენტირებული 8-10% უფრო სუსტი Max-Q მოდელები, ანუ ორნაირ ვარიანტს უშვებენ ნოუტბუკებისთვის, სტანდარტული უფრო ცხელია, მეორე უფრო გრილი, ზატო ცოტა უფრო ნელიც

Share this post


Link to post
Share on other sites

ინთელსაც მოუწევს ჩიპლეტებზე გადასვლა. სხვა ვარიანტი არი?

 

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგრე თვლიან ზოგიერთი ექსპერტებიც, მაგრამ შეიძლება მაგათ რამე სხვა ქონდეთ ჩაფიქრებული და სხვა გზა აირჩიონ, მანდ მარტო 7 ნანომეტრზე და ქვემოთ გადასვლაზე არაა საუბარი, რომელი ვარიანტი უფრო ეფექტურია ლონგ რანში და გამართლებული მაგას ექნება დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა შემდგომში, რამე მესამეც თუ არსებობს რაც ჩვენ არ ვიცით ჯერ ეგ უკვე არ ვიცი, ინტელის ინჟინრებს უფრო ეცოდინებათ ეგ ამბავი, მაგრამ ეხლა მაინც არავინ არაფერს გაგიმხელს რამე რომც იგეგმებოდეს რეალურათ მაგდაგვარი

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...