Jump to content

Sata

წევრი
  • Posts

    81
  • Joined

  • Last visited

Recent Profile Visitors

The recent visitors block is disabled and is not being shown to other users.

Sata's Achievements

Newbie

Newbie (1/14)

4

Reputation

  1. მაგარი პროცესორი დადეს კაპიკებში ეს 3300x რამდენიმე თვეში ალბათ 80$ ჩამოვა. რა დღეში ჩააგდო i5 9400 6 ბირთვიანი.
  2. ეს იყო მაქსიმუმი რაც ამ ტექპროცესით შეეძლო ინთელს. ახლა უნდა არ უნდა მოუწევს 7ნმ გადასვლა. სიხშირეების აწევა და აწევა. სადაა ახალი პროგრესული არქიტექტურა?
  3. ჰო მეც მაგას ვამბობ. ახალის ყიდვა ვისაც უნდა გეიმინგისთვის რა თქმა უნდა ეგ იყიდოს ურჩევნია. მაგრამ თუ მაგის ნახევარი ფასი ეღირება წინა თაობა ან თუნდაც 8700 მაგ შემთხვევაში ძველს ავიღებდი მე პირადად. რადგან ეგ პროცენტები რეალურ გეიმინგში არაფერს არ მოგცემს .
  4. თამაშს 9700 9900 3600 3700 3800 ყელამდე ყოფნის და კიდე რჩება რესურსი. 5% გულისთვის სოკეტი შეცვალო და ძვირიანი გაგრილება იყიდო არაა მიზანშეწოლილი. დაჟე 8700 თუ ზიხარ მაინც არ ღირს არსად გადასვლა. აემდე ამ წელს გამოუშვებს ზენ 3 და სავარაუდოდ ამათზე სწრაფი იქნება. თან იგივე სოკეტზე და თან უკეთესი ენერგო და სითბო პაკეტით. თან 3600 3700 3800 ფასი განახევრდება ტრადიციულად. მე რომ ვყიდულობდე ახლა 14 ნმ ჩიპს თან ახალ სოკეტზე და 5% მატებისთვის ნამდვილად არ ვიყიდიდი. მე ვფიქრობ ინთელს ამ სერიაზე უარესი ჩავარდნა ექნება. იყიდიან თითო ოროლა ფულიანი გადარეული გეიმერები რომლებსაც კი არ სჭირდებათ უბრალოდ პეროს პონტში სჭირდებათ 5% ყველაზე სწრაფი ჩიპი. ეგაა და ეგ.
  5. რაღაც ახალი ტექნოლოგიაა მოსაფიქრებელი. ახალი მასალები. ახლა ცოტა ხან კეშს მოუმატებენ. ხან რაღაცას დაამატებენ ბრძანებებს და ცოტა შეცვლილ არქიტექტურას და ყოველ ვითომ ახალ სერიაზე ექნებათ ცოტა ზრდა. ეს არაა საკმარისი პროგრესისთვის. საერთო ჯამში გინდა აქედან მოვუაროთ და გინდა იქედან მაინც გასული საუკუნეების 70 წლების ბაზაა ნახევარ გამტარები და ტრანზისტორები.
  6. ხო მაგაში მართალი ხარ. აემდეს 8300 fx კი იყო 8 ბირთვიანი მაგრამ ახლა 6 ბირთვიანი ახლები რომ შეადარო კი არადა დაჟე 4 ბირთვიანები იმათაც კი ვერ აჯობებს თამაშებში. თუმცა სხვა ზადაჩებში მაინც ჯერ კიდე ქაჩავს ეგ 8 ბირთვიანი. ამიტომ ვამბობ ზაპასს. მახსოვს i3 3 სერიიდან მქონდა. მასთან ერთად მქონდა ეგ ეფიქსიც. i3 ჯობნიდა თავიდან იგრებში და მერე წლებთან ერთად i3 საერთოდ მოკვდა. Fx კიდე აგრძელებდა კაი ხანი გაქაჩვას. მერე fx მაზერი დამებრიდა და აღარ განვაახლე. თან ძაან სასწაული ფასებიც აღარაა 16 თრიდი ახლა. მე მართლა ძაან დიდი დაშორებით ვცვლი პროცესორებს. უფრო ხშირად ვცვლი ხოლმე ვიდეო კარტებს ვამატებ ოპერატიულს.
  7. ამისთანა მონიტორს თუ აიღებ 6 ბირთვიანი არ უნდა აიღო. შენი სისტემიდან 6 ბირთვიანზე გადასვლა ბევრს არაფერს მოგცემს და პერსპექტივაში საერთოდ მალე არააქტუალური გახდება. მით უმეტეს ჩვენ ფულიანი ამერიკელები და იაპონელები არ ვართ რომ მალმალე ვცვალოთ. მე პირადად ამის მერე თუ ვიყიდრ 10-12 ბირთვიანზე დაბლა არ ვიყიდი. 6-7 წელი არ ვცვლი ხოლმე მე სისტემას.
  8. აი კიდე ერთხელ დავრწმუნდი რომ ეს კომპანია არის ღორების. ეს თანხა არის სემიჩკის ფული ინთელისთვის. მით უმეტეს თანამშრომლებმა ააგროვესო. ღორები.
  9. არაა სწორი ზბორკა. როდესაც გაქვს იმის ფული რომ 2080 სუპერი იყიდო და მისი შესაბამისი ძვირიანი კვებაც მაშინ რატომ იყიდი ამ სუსტ პროცესორებს? ამ პროცესორის მყიდველი არაა ამ კარტის მყიდველი. ის უფრო იაფიან ვიდეო კარტას იყიდის. ამიტომ ვერ ვხვდები ასეთ ზბორკებს.
  10. სამსახურში ერთ კომპზე შემომრჩა e5450. აი ესაა საუკეთესო ვარიანტი. ახლა სტოკზე მიდგას მაგრამ ბევრი წლის წინ რაზგონზე ვწყვიტავდი. პლატა p45 ჩიფსეტზე იყო ასუსის. ვოლტის მატების გარეშე 3.5 დგებოდა უპრობლემოდ. 3.9 დგებოდა ვოლტის მომატებით და სტაბილურად მუშაობდა. 4 დგებოდს მაგრამ მიქრაშავდა მომენტებში. დიდი მოშნი ქულერი მედგა. 1066 ოპერები. ესენიც 1200 და მეტზე დარაზგონებული. მოკლედ კაი სისტემა იყო. იაფი და მძლავრი. იყო დრო. ახლა საერთოდ აღარ მაინტერესებს უკვე რაზგონები.
  11. ღადაობ? კაიფობენ. ჯერ ინდოელებზე გვეკაიფნენ მერე 740 ზე და მერე ტესტებზე.
  12. ბუნების და ფიზიკის კანონს ვერ შეცვლიან. თან თხელი იყოს თან მსუბუქი თან დიდი ავტონომიურობით თან გრილი და თან მძლავრი ყველაფერი ერთად ვერ გამოდის.
  13. ინთელსაც მოუწევს ჩიპლეტებზე გადასვლა. სხვა ვარიანტი არი?
  14. ნოუთი და სერიოზული გეიმინგი არ მეგობრობენ. 5 წლის წინ დაეწვა ორ ჩემს მეგობარს. არ გაითვალისწინეს ჩემი გაფრთხილება.
  15. ვაფშე არ მაინტერესებს ეგ სტატისტიკა გიორგი. მე იმას ვხედავ რომ აქ ათიდან 8 კაცი აემდეზე გადადის. 5.3 კიდე 1 და 2 თრიდზე შტეუდმა ჩამოიკიდოს ყურებზე. რას მიკეთებს ეგ 5.3 ? 4.3 რიზენს თუ ვერ ერევა? ეგრე იყო 2 გჰ ატლონები 3 გჰ ინტელებს რომ იხევდა თავის დროზე. 14 ნმ არ ჩამოდიან ტიპები მაღალი ჰერცების გამო. ეგაა კაი? აგერ 45 ვატიანმა პროციკამ გადაიხია 90 ვატიანი ინთელის ფეჩები. ინთელს 14 ნმ პლასტინკების თვითღირებულება ბევრად უფრო მეტი უჯდებაო ვიდრე 7ნმ აემდეს. სადღაც ეწერა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.