Magdalena Posted December 12, 2019 Share Posted December 12, 2019 ახალი 16-ბირთვიანი პროცესორი Ryzen 9 3950X იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პირველი მყიდველები პრაქტიკულად ერთმანეთს ებრძოდნენ, თუ ვინ უფრო მალე მოიპოვებდა ახალ პროცესორს. ამ „მონსტრის“ წარმადობა იმდენად შთამეჭდავია, რომ მასთან შედარებით Intel-ის მაღალი წარმადობის პროცესორებიც კი ნელი აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ზემოთხსენებული პროცესორის შეძენა ამჟამად ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა არა Silicon Lottery-სთვის. ამ პროცესორების გაყიდვა უკვე დაიწყო, თანაც ისინი აღჭურვილია საკმაოდ მნიშვნელოვანი ბუსტით. აჩქარების მქონე 16-ბირთვიანი პროცესორი დღესდღეობით არც ისე იაფი ღირს. ამჟამად შემოთავაზებაშია რამდენიმე ვარიანტი, ერთ-ერთ მათგანს ექსპერტები „ოქროს“ პროცესორს უწოდებენ და ამით ხაზს უსვამენ მის ელიტარულობასა და სიჩქარეს. პირველი: 4 გჰც-მდე აჩქარებული მოდელი. ამ პროცესორის შეძენა შესაძლებელია 850 აშშ დოლარად; მეორე: გაცილებით უკეთესი ვარიანტი, რომლის ყველა ბირთვი 4.05 გჰც-ზე მუშაობს. მისი ფასი 900 აშშ დოლარია; მესამე: ვერსია 4.1 გჰც-ით, მისი ფასი 1050 აშშ დოლარია; მეოთხე: ელიტარული „ოქროს“ Ryzen 9 3950X, რომლის თექვსმეტივე ბირთვის ტაქტის სიხშირე 4.15 გიგაჰერცია. ეს შესანიშნავი პროცესორი 1500 აშშ დოლარი ღირს. პროცესორების გაყიდვა უკვე დაიწყო. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32329/zolotoj-ryzen-9-3950x-ot-silicon-lottery-ocenen-v-1500-dollarov 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Kakashi Mgeli Posted December 12, 2019 Share Posted December 12, 2019 უკვე გაიყიდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bloodred Posted December 12, 2019 Share Posted December 12, 2019 რავი ნეტა ვის სჭირდება ეს პროცები კაცო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 12, 2019 Share Posted December 12, 2019 9900KS სპეც ვერსიების არ იყოს 5.2GHZ მაგ საიტზე რომ იყიდებოდა ნეტა სხვაობა ფასში თუ ამოიღეს, ან რა უნდა გაზრდილიყო ისეთი 100-200MHZ დამატებითი რაზგონით, ხახლს აქვს ფული და ზოგი ენტუზიასტი თრეულობს ეგეთ სპეც ვერსიებს კაკრაზ, თუმცა სტანდარტულზე ბევრათ ძლიერი მაინც არ იქნება, მესმის ერთი 500MHZ სხვაობა რომ იყოს რაზგონის პოტნეციალში, თუმცა მაგხელა ნაცენკა არც მაშინ იქნებოდა გამართლებული, გაყიდვით ისიც გაყიდულია, უბრალოთ შეზღუდული რაოდენობით აქვთ მითუმეტეს ეგეთ საიტებზე, მალევე იყიდება ხოლმე როგორც წესი, თან 3900-3950 მაინც შეზღუდული რაოდენობით გამოდიან 3600-3700 განსხვავებით და ეგეთებზე ხშირათ დეფიციტი არის ხოლმე გარკვეული პერიოდი მაინც, ყველას არ ყოფნის პირველი პარტიები, განსაკუთრებით ზოგ რეგიონებში სადაც მაღალია სპროსი ეგეთ პროცესორებზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted December 13, 2019 Share Posted December 13, 2019 როცა დეფიციტია, ოღონდ რამე იყიდოს ხალხმა და... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Sata Posted December 13, 2019 Share Posted December 13, 2019 8 hours ago, Power_VANO said: როცა დეფიციტია, ოღონდ რამე იყიდოს ხალხმა და... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.