Jump to content

ილონ მასკის პროექტი განხორციელდა: გაიხსნა პირველი მიწისქვეშა გვირაბი ლოს-ანჯელესის ქვეშ, იგი განკუთვნილია მხოლოდ ელექტრომობილებისთვის


Recommended Posts

image.png

ილონ მასკის კომპანიამ - The Boring Company-მ აამოქმედა პირველი მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც მეტად განსხვავდება იმ პირვანდელი კონცეპტისგან, რასაც ბიზნესმენი საზოგადოებას სთავაზობდა. 

გვირაბის სატესტო მონაკვეთი 2 კმ სიგრძისაა და ჯერჯერობით მას გამოიყენებენ მხოლოდ უპილოტო მართვის სისტემის მქონე ელექტრომობილებისთვის. იმ პირებს კი, ვისაც არ ჰყავთ მსგავსი ავტომობილები, The Boring Company სთავაზობს სპეციალური მანქანებით მომსახურებას გვირაბში გადაადგილებისთვის. 

ამჟამად გვირაბში სამოძრაოდ დადგენილი მაქსიმალური სიჩქარე 56 კმ/სთ-ია, თუმცა სამომავლოდ დასაშვები სიჩქარე 240 კმ/სთ-მდე გაიზრდება. 

ჟურნალისტებმა, რომლებიც გვირაბის გახსნაზე იმყოფებოდნენ, აღნიშნეს, რომ მგზავრობისას ძლიერი რყევა იგრძნობოდა. თავად ილონ მასკიც ამბობს, რომ გვირაბში არის მნიშვნელოვანი უსწორმასწორობა. 

როგორც ცნობილია, The Boring Company-მ ჩიკაგოში უნდა ააგოს მიწისქვეშა გვირაბების სისტემა  - The Chicago Express Loop, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ო’ჰარას ეროპორტსა და ჩიკაგოს საქმიან ცენტრს. ილონ მასკმა მოიგო ამ სატრანსპორტო კვანძზე ატარებული ტენდერი, რომელშიც კიდევ სამი კომპანია მონაწილეობდა. ტენდერის მიხედვით, ჩქაროსნულ მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემაში იმოძრავებენ მატარებლები, რომლებიც შედგებიან მგზავრებისთვის განკუთვნილი რამოდენიმე ცალკეული ელექტროკაფსულისგან. სატრანსპორტო საშუალებები გვირაბში იმოძრავებენ 240 კმ/სთ. სიჩქარით. ამგვარი სიჩქარე 45-დან 15 წუთამდე შეამცირებს მგზავრობის დროს აეროპორტსა და ჩიკაგოს საქმიან რაიონს შორის. 

  • Like 2
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მაგარია მასკი, თუმცა ბევრი ბნელისთვის მიუღებელი და იმედია არ მოუსწრაფებენ სიცოცხლეს :D 

Link to comment
Share on other sites

5 hours ago, Gogla1990 said:

მაგარია მასკი, თუმცა ბევრი ბნელისთვის მიუღებელი და იმედია არ მოუსწრაფებენ სიცოცხლეს :D 

ზუსტად მაგას ვამბობდით მე და @Harmony Lines ამისწინ..  ნუ, სანამ კულისებში მყოფი დიდი ბებერი ბიძიების ინტერესებთან არ მოვა წინააღმდეგობაში,  ალბათ იქნება, იექსტრავაგანტებს ❤️

თუუ რაღა თქმა უნდა შეთქმულების თეორია რეალურია

 

 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ზუსტად, მასკს აქვს თავისი გეგმა გაწერილი დ ზუსტად ასრულებს ყველაფერი წლების და მიხედვით აქვს გაწერილი, და უამრავ პროექტზე აქვს ხელი მოკიდებული ესეც ერთ-ერთი მათგანია დარწმუნებული ვარ წლების შემდეგ კიდე უფრო მაგრად დაფასდება ამ კაცის ნამუშევრები და ბევრი კომპანიაც წაუპლაგიატებს ალტერნატიულ ვარიანტებს თითოეული პროექტის რომ დარწმუნდებიან რომ მასკი რასაც აკეთებს ყველაფერი მოსახერხებელი და კომფორტულია ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად...

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

დიდი ბიძიების ინტერესებთან კონფლიქტში ყველა თავის პროექტშია, მაგრამ ისე აკეთებს, საჯაროდ, რომ სხვებს ფეხის აწყობა სჭირდებათ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.