Magdalena Posted December 21, 2018 Share Posted December 21, 2018 ილონ მასკის კომპანიამ - The Boring Company-მ აამოქმედა პირველი მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც მეტად განსხვავდება იმ პირვანდელი კონცეპტისგან, რასაც ბიზნესმენი საზოგადოებას სთავაზობდა. გვირაბის სატესტო მონაკვეთი 2 კმ სიგრძისაა და ჯერჯერობით მას გამოიყენებენ მხოლოდ უპილოტო მართვის სისტემის მქონე ელექტრომობილებისთვის. იმ პირებს კი, ვისაც არ ჰყავთ მსგავსი ავტომობილები, The Boring Company სთავაზობს სპეციალური მანქანებით მომსახურებას გვირაბში გადაადგილებისთვის. ამჟამად გვირაბში სამოძრაოდ დადგენილი მაქსიმალური სიჩქარე 56 კმ/სთ-ია, თუმცა სამომავლოდ დასაშვები სიჩქარე 240 კმ/სთ-მდე გაიზრდება. ჟურნალისტებმა, რომლებიც გვირაბის გახსნაზე იმყოფებოდნენ, აღნიშნეს, რომ მგზავრობისას ძლიერი რყევა იგრძნობოდა. თავად ილონ მასკიც ამბობს, რომ გვირაბში არის მნიშვნელოვანი უსწორმასწორობა. როგორც ცნობილია, The Boring Company-მ ჩიკაგოში უნდა ააგოს მიწისქვეშა გვირაბების სისტემა - The Chicago Express Loop, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ო’ჰარას აეროპორტსა და ჩიკაგოს საქმიან ცენტრს. ილონ მასკმა მოიგო ამ სატრანსპორტო კვანძზე ჩატარებული ტენდერი, რომელშიც კიდევ სამი კომპანია მონაწილეობდა. ტენდერის მიხედვით, ჩქაროსნულ მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემაში იმოძრავებენ მატარებლები, რომლებიც შედგებიან მგზავრებისთვის განკუთვნილი რამოდენიმე ცალკეული ელექტროკაფსულისგან. სატრანსპორტო საშუალებები გვირაბში იმოძრავებენ 240 კმ/სთ. სიჩქარით. ამგვარი სიჩქარე 45-დან 15 წუთამდე შეამცირებს მგზავრობის დროს აეროპორტსა და ჩიკაგოს საქმიან რაიონს შორის. https://hightech.fm/2018/12/19/the-boring-company-first 2 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted December 21, 2018 Share Posted December 21, 2018 მაგარია მასკი, თუმცა ბევრი ბნელისთვის მიუღებელი და იმედია არ მოუსწრაფებენ სიცოცხლეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Magdalena Posted December 21, 2018 Author Share Posted December 21, 2018 5 hours ago, Gogla1990 said: მაგარია მასკი, თუმცა ბევრი ბნელისთვის მიუღებელი და იმედია არ მოუსწრაფებენ სიცოცხლეს ზუსტად მაგას ვამბობდით მე და @Harmony Lines ამისწინ.. ნუ, სანამ კულისებში მყოფი დიდი ბებერი ბიძიების ინტერესებთან არ მოვა წინააღმდეგობაში, ალბათ იქნება, იექსტრავაგანტებს თუუ რაღა თქმა უნდა შეთქმულების თეორია რეალურია 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted December 22, 2018 Share Posted December 22, 2018 ზუსტად, მასკს აქვს თავისი გეგმა გაწერილი დ ზუსტად ასრულებს ყველაფერი წლების და მიხედვით აქვს გაწერილი, და უამრავ პროექტზე აქვს ხელი მოკიდებული ესეც ერთ-ერთი მათგანია დარწმუნებული ვარ წლების შემდეგ კიდე უფრო მაგრად დაფასდება ამ კაცის ნამუშევრები და ბევრი კომპანიაც წაუპლაგიატებს ალტერნატიულ ვარიანტებს თითოეული პროექტის რომ დარწმუნდებიან რომ მასკი რასაც აკეთებს ყველაფერი მოსახერხებელი და კომფორტულია ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად... 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted December 23, 2018 Share Posted December 23, 2018 დიდი ბიძიების ინტერესებთან კონფლიქტში ყველა თავის პროექტშია, მაგრამ ისე აკეთებს, საჯაროდ, რომ სხვებს ფეხის აწყობა სჭირდებათ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.