Jump to content

Ubuntu ინსტალაცია USB flash drive და CD/DVD-ის გარეშე


Recommended Posts

ლინუქსის და კონკრეტულად უბუნტუს  შესახებ ამავე კატეგორიაში საკმაოდ ვრცელი და საინტერესო თემები არსებობს, მაგრამ ამ თემის ცალკე შექმნა საჭიროდ ჩავთვალე რამდენიმე მიზეზის გამო:

1) გვინდა ლინუქსის დაყენება, მაგრამ ფიზიკურად არ გვაქვს USB flash drive ან ცარიელი CD/DVD დისკი.

2) გვაქვს USB flash drive ან ცარიელი დისკები, მაგრამ ჩაწერა არ გამოგვდის  ტექნიკური თუ სისტემური მიზეზით

3) გვაქვს USB flash drive ან ცარიელი დისკები, მაგრამ საინსტალაციოს შექმნა არ გვინდა,  გვეზარება ან დისკი თუ ფლეშკა გვენანება ( ეს უკანასკნელი მე პირადად ხშირი გამოყენების შედეგად გამოუსადეგარი გამიხდა )

 

ლინუქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მარტივი დისტრიბუტივის Ubuntu-ს ინსტალაცია არავითარ პრობლემას და განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს რიგითი მომხმარებლისთვის. ასევე მარტივია უბუნტუს დაყენება ჩამტვირთავი მოწყობილობის გარეშე პირდაპირ ვინდოუსიდან.  

ამისთვის გვჭირდება:

ა) პროგრამა UNetbootin   59lpwfA.png

ბ) Ubuntu-ს საინსტალაციო ISO ფაილი

 

გ) დრო, სურვილი და მონდომება

 

მას შემდეგ, რაც გადმოვწერთ ჩვენთვის სასურველი ვერსიის საინსტალაციო ფაილს და  პროგრამა  UNetbootin-ს, რომელიც ზომით საკმაოდ მცირეა, ხოლო გამოყენების მხრივ მარტივი და პრაქტიკული, უბრალოდ  ადმინისტრატორის უფლებით გავუშვებთ ( ინსტალაცია არ სჭირდება )

 

8m3WGEC.png

Distribution-ის ნაცვლად ვირჩევთ Diskimage

ავირჩევთ გადმოწერილ ISO ფაილს

Type-ში USB flash drive -ის ნაცვლად ვირჩევთ Hard Disk

Drive:  ვუთითებთ C დისკს ( სადაც ვინდი აყენია )

და ბოლოს OK.

Unetbootin  საინსტალაციო ISO ფაილს ჩაწერს C დისკზე ( დააყენებს, როგორც ჩვეულებრივ პროგრამას ) რასაც 1 წუთზე მეტი არ სჭირდება ხოლმე ( დრო დამოკიდებულია ISO ფაილის ზომაზე )

როდესაც ჩაწერა დასრულდება გადავტვირთავთ სისტემას და ბუთ მენიუში გვექნება არჩევანის საშუალება Windows 7, 8, 10 -თან ერთად გაჩნდება Unetbootin. არჩევის შემდეგ ვაჭერთ TAB-ს და მენიუდან ვირჩევთ Install Ubuntu

Ulxf2r5.png

 

დანარჩენი ინსტალაციის პროცესი სტანდარტულია და იგივეა, რაც ამ თემაშია აღწერილი

როდესაც უბუნტუს დაყენებას მოვრჩებით და ლინუქსში ძრომიალი მოგვწყინდება ვინდზე ჩატვირთვის შემდეგ უბუნტუს საინტალაციო მარტივად შეგვიძლია წავშალოთ ( შემდეგ გადატვირთვაზე ხელახლა დაყენება რომ არ შემოგვთავაზოს ან ბუთ მენიუში არ გამოგვეჩხიროს თვალში ) დაყენებული პროგრამებიდან, ამისთვის საკმარისია უბრალოდ My Computer ან This PC-ში შევიდეთ, შემდეგ Uninstall or change a program და ჩამონათვალში Unetbootin   ვიპოვოთ შემდეგ კი Uninstall

 

ყურადღება!

 

* აღნიშნული მეთოდი დატესტილი მაქვს მხოლოდ უბუნტუზე, მაგრამ წესით ჩვეულებრივად უნდა იმუშაოს ლინუქს მინტზე, შესაძლოა დებიანზეც და რამდენიმე სხვა დისტროზე. უკლებლივ ყველაზე არ მუშაობს.

* უბუნტუს ინსტალაციის პროცესში C დისკის დაფორმატება არ მიუთითოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული სისტემაც წაგეშლებათ და უბუნტუს საინსტალაციოც.

 

 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

მშვენიერი თემაა, ძალიან ბევრს გამოადგება. მადლობა.

 

ესეც ერთ-ერთი გზა ubuntu-ს დასაყენებლად windows-დან WUBI. Ubuntu-ში მისი მხარდაჭერა შეწყდა თუმცა WUBI-ს პროექტი მაინც არსებობს და ამ ლინკზე იხილავთ თუ როგორ გამოიყენოთ ის ubuntu-ს დასაყენებლად.

https://www.lifewire.com/wubi-linux-installation-program-2201175

კარგია საცდელად, თუმცა WUBI-ს გზით სისტემის დაყენებას და მის ყოველდღიურად გამოყენებას არ გირჩევდით.

Link to comment
Share on other sites

@მათე

მადლობა!

8 hours ago, მათე said:

WUBI-ს გზით სისტემის დაყენებას და მის ყოველდღიურად გამოყენებას არ გირჩევდით.

WUBI მე არ გამომიყენებია, მაგრამ გამიგია ნელიაო, თუმცა ექპერიმენტის სახით ცდა ალბათ ღირს.

ზემოთ აღწერილი მეთოდი კი რამდენჯერმე დამიტესტავს და სრულყოფილად აყენებს სისტემას და არც შემდგომ აქვს პრობლემები.

ერთადერთი ნაკლი ის აქვს, რომ რომელიმე სისტემა უნდა ეყენოს. სულერთია რომელი, რადგან UNetbootin  ვინდზეც მუშაობს, მაკზეც და ლინუქსზეც.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.