Popular Post მათე Posted July 1, 2014 Popular Post Posted July 1, 2014 მოკლედ ამ თემას ვხსნი ubuntu-ს მომხმარებლებისთვის. აქ იქნება სხვადასხვა სკრიპტები, ტუტორიალები, საინტერესო პროგრამები, თემები და ყველაფერი რაც კი ამ OS-ს მომხმარებელს სჭირდება. თემა მუდმივად განახლდება დაემატება ახალ-ახალი ინფორმაცია. კარგი იქნება თუ თქვენგანაც წამოვა რაიმე სახის სიახლეები. თუ რამე კარგი იქნა დაპოსტეთ აქ და მე დავამატებ ხოლმე პირველ პოსტში. რატომ linux? 1 მასზე ვირუსები თითზე ჩამოსათვლელადაა, (შეიძლება ითქვას რომ არაა) რომლებიც შეიძლება ცხოვრების მანძილზე ვერც კი ნახოთ. 2 windows-სგან განსხვავებით linux არასოდეს ნელდება. ჩაწერეთ/წაშალეთ რაც გინდათ არანაერი დეფრაგმენტაცია არ ჭირდება. 5 წლის შემდეგაც კი ის ისეთივე სწრაფი იქნება როგორიც დაყენების დღეს 3 linux აქვს ძალიან დიდი customization-ს შესაძლებლობა. ნებისმიერი რამ შეგიძლიათ მოირგოთ თქვენს გემოზე. აკეთეთ ის რაც გსურთ 4 linux არის გაცილებით სტაბილური ვიდრე windows. ის არ იქრაშება. სწორედ ესაა მიზეზი რატომაც აყენია ის სუპერკომპიუტერების 95%-ზე. 5 open source apps & linux არის უსაფრთხო მოსახმარად. არანაერი კრეკები და ჩაშენებული ვირუსები და spyware-ები. (watch dogs-ს პირველ ვერსიაში ვიღაცა ახვარი რუსი ბიტკოინებს რო აკეთებდა თქვენი კომპით ) 6 აქვს Software Center, საიდანაც დააყენებთ თქვენთვის საჭირო პროგრამებს. (დიახ windows 8-მ აქედან გადაიღო იდეა, მაგრამ ნამდვილად არ გაამართლა windows-ში) 7 linux ძალიან კარგად ახერხებს თქვენი მოწყობილობების იდენტიფიკაციას და არ დაგჭირდებათ გაიაროთ დრაივერების დაყენების ნელი და მტანჯველი გზა ისე როგორც ზოგჯერ windows-ში ხდება 8 linux არის 100% უფასო და open source და თქვენ გაქვთ შეუზღუდავი support. კერძოდ ubuntu-ს მაგალითად ძალიან მაგარი comunity ყავს 9 Google, Facebook, Nasa სერვერები და სუპერკომპუტერებიმთელს მსოფლიოში მუშაობენ სწორედ ამ სისტემაზე, Linux-ზე. მილიონობით ადამიანი და ათასობით კომპანია დაკავებულია linux-ს დეველოპინგით, მათ შორის თქვენი საყვარელი Microsoft აქ თუ რამეს ვერ ნახავთ არ დაიზაროთ და თავად გადახედეთ აქ --- > https://sites.google.com/site/easylinuxtipsproject/Home ესეც ძალიან კაი საიტია --- > http://ubuntuforums.org/ ძალიან მაგარი საიტია. აბსოლუტურად ყველაფერი წერია ubuntu-ზე რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ დამწყებებსაც ად უბრალოდ მოყვარულებსაც ვისაც ადრეც გქონიათ შეხება ubuntu-სთან. თუ გაინტერესებთ კერნელი და ზოგადად linux-ს მუშაობის დეტალები. აგერ საკმაოდ ძვირიანი კურსების კონსპექტები მაქვს. 8 თავი უნდა დავამატო და სრულსაც დავდებ მანამდე კი ეს წაიკითხეთ. საკმაო ინფორმაციას მიიღებთ ამ სისტემებზე.http://allshares.ge/download.php?id=0914343C76 მაშ ასე დავიწყოთ. ინსტალაცია, საჭირო პროგრამები და თემები, საინტერესო და გამოსადეგი სკრიპტები და ტუტორიალები.) თქვენი ასაკრეფი ბრძანებები წითლადაა რომ არ აგერიოთ სხვებში. მოკლედ მაქსიმალურად გამარტივებულად მაქვს ახსნილი. თუ რამეს ვერ გაიგებთ აქ დაწერეთ და დაგეხმარებით როცა შემეძლება. terminal იხსნება ctrl + alt + T ღილაკების კომბინაციით. ან dash-დან win ღილაკს დააწექით გაიხსნება, ჩაწერეთ terminal და ნახავთ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ თორემ ubuntu terminal-ს გარეშე იგივეა რაც კომპი უმონიტოროდ და უმაუსოდ UBUNTU-ს გადმოწერა და ფლეშკაზე ჩაწერა Spoiler გადმოწერეთ აქედან------> http://www.ubuntu.com/download/desktop ubuntu-ს ჩაწერა USB-ზე windwos-დან საჭიროა მინიმუმ 2 GB-იაი USB flash drive იწერთ ამ პროგრამას http://www.pendrivelinux.com/universal-usb-installer-easy-as-1-2-3/ გაუშვებთ და ძალიან მარტივი, ინტუიტიური მენიუ აქვს მონიშნეთ ubuntu-ს რმელ ვერსიას წერთ. დააჭირეთ Browse ღილაკს და აირჩით გადმოწერილი ubuntu-ს image. აირჩიეთ თქვენი flash drive. მონიშნეთ თოლია Format Drive (Erases Content) მეტს არაფერს არ შეეხოთ და დააჭირეთ Create-ს. დაელოდეთ როცა მორჩება Flash drive მზადაა. ძველ კომპიუტერებზე პირდაპირ დაყენებაზე გადადით არაფერი არაა საჭირო. ახალ კომპიუტერებზე UEFI bios-თ ან notebook-ებზე სადაც windows 8 pre-installed არის და UEFI bios-ები მიყევით ამ ინსტრუქციას. გაითვალისწინეთ windows 8 UEFI კომპიუტერებზე ყოველთვის უნდა დააყენოთ 64 bit-იანი ubuntu! Spoiler პიველ რიგში გათიშეთ fast boot ხსნით Control Panel -> Power Options -> Choose what the power buttons do შემდეგ ირჩევთ Change settings that are currently unavailable შეინახეთ Save changes ღილაკით. ამის შემდეგ bios-ში უნდა გამორთოთ Secure boot ეს თავად მონახეთ bios-ში. boot manager-დან windows დააყენეთ boot priority order მენიუში ბოლო ადგილას. installation Spoiler შეუერთეთ თქვენ მიერ მომზადებული Flash Drive კომპიუტერს და დაიბუთეთ flash drive-დან. როდესაც ამ სკრინს ამოაგდებს დააჭირეთ install Ubuntu-ს თუ ინტერნეტთან წვდომა გაქვთ მონიშნეთ ქვედა ორივე თოლია თუ wifi-ც გაქვთ დააკავშირეთ მასთან როდესაც ამ სკრინს ამოაგდებს აირჩიეთ install Ubuntu alongside windows 7/8/8.1 თუ windows აღარ გინდათ მაშინ მეორე ხაზი აირჩიეთ Replace Windows 7/8/8.1 with Ubuntu თუ გსურთ მხოლოდ ubuntu-ს დაყენება ისე რომ დაყოთ დისკები მაშინ აირჩიეთ something else გაიხსნება ეს ფანჯარა სადაც ჩამოთვლილია თქვენი დისკები. რომელიც გინდათ შეინახოს არ მოკიდოთ ხელი. დისკი სადაც აყენებთ Ubuntu-ს ჯერ უნდა წაშალოთ და მერე სასურევლია დაყოთ ასეთნაერად დააჭირეთ + ღილაკს ან ძველ ვერსიებში ADD-ს გაიხსნება ფანჯარა მონიშნეთ logical მერე 500 MB კისრამდე ეყოფა შემდეგ begining აუცილებლად, use as ext4 ფაილური სისტემა და Mount point-ში /boot და ok შემდეგ ჯერზე იგივეს აკეთებთ ოღონდ ზომა მიეცით რამდენი RAM-ც გაქვთ, თუ ბევრი RAM გაქვთ არაა საჭირო დიდი (მე 8000 RAM-ზე 1000 მივეცი მარტო 16-ზე სულ არ უნდა). Use as-ში SWAP მონიშნეთ და ok მერე ქმნით სავარაუდოდ 25000 MB-იანს გეყოფათ ეს ზომა use as ext4 და Mount point-ში / და ok და ბოლოს რაც დარჩება ამ დისკზე იმდენს აძლევთ იგივე ყველაფერი ოღონდ ბოლოს Mount point-ში /home და ok ანუ ასე რა swap გემოვნებით (RAM რამდენიც გაქვთ იმდენი საკმარისი იქნება) / /home მონიშნეთ / და დააჭირეთ install now-ს დაიწყება ინსტალაცია. აირჩიეთ ქალაქი თქვენთვის სასურველი კლავიატურა შეავსეთ. ჩაწერეთ user-ს სახელი, შემდეგ კომპიუტერის სახელი (სასურველია მოკლედ მომავალში terminal-ში რომ მოკლედ ეწეროს ) პაროლი და მონიშნეთ Requier my password to log in. ამას თუ არ მონიშნავთ კომპიუტერი კი ჩაირთვება პირდაპირ მაგრამ პაროლს მაინც მოგთხოვთ მერე რამე ოპერაციის შესრულებისას და გაწვალდებით. ჯობს პირდაპირ შეყვანილი იყოს და ვსო. დაყენდება და ბოლოს ამ სკრინს ამოაგდებს. დაარესტარტეთ და მორჩა ubuntu დაყენებულია საინტერესო და გამოსადეგი სკრიპტები და ტუტორიალები რა არის SSH? უბრალოდ პროგრამა რომლის დახმარებით შეგიძლიათ შეხვიდეთ სხვა კომპიუტერში. მე მაგალითად სამსახურის კომპტან მუდმივი წვდომა მაქვს. ანდროიდის ტელეფონიდანაც კი უნდა იცოდეთ იმ კომპიუტერის გარე IP რომელსაც უკავშირდებით, ასევე user-ს სახელი და პაროლი. თუ კომპიუტერი პირდაპირ ინტერნეტთანაა დაკავშირებული მხოლოდ ამ ინფორმაციით შეხვალთ უპრობლემოდ. თუ router-ს გავლითაა, მაშინ დაგჭირდებათ პორტის გდამისამართება. კერძოდ როუტერის 22 პორტი უნდა გადაამისამართოთ კომპიუტერის 22 პორტთან. SSH 22 პორტზე მუშაობს. ამის შემდეგ ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლიათ იმ კომპიუტერში. ბრძანება გამოიყურება ასე ssh "username"@"ipaddress" თუ იმ კომპიდან გინდათ რაიმე პროგრამის გახსნა ტქვენტან გრაფიკული ინტერფეისით მაშინ ssh -X "username"@"ipaddress" მერე terminal-ში გაუშვიტ პროგრამა და გაიხსნება თქვენთან. თუ ფაილების გადმოწერა ან ჩაწერა გნებავთ იმ კომპიუტერში თქვენი კომპიუტერიდან მაშინ sftp "username"@"ipaddress" ეს ტერმინალიდან და შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფანჯრიდან შეხვიდეთ და პირდაპირ დაინახოთ ფაილები და ფოლდერები. გახსეით თქვენტან რამე ფოლდერი დააჭირეთ ctrl + L-ს და ველში ჩაწერეთ sftp://username@ipaddress ასევე შეგიძლიათ შექმნათ რაიმე ფოლდერი და დააკავშიროთ სხვა კომპიუტერის რომელიმე ფოლდერთან. აქ რასაც ჩააგდებთ ავტომატურად იმ კომპიუტერში დაიკავებს ადგილს ფაქტიურად cloud server რა 1) ssh-თ შესვლა სხვა კომპიუტერზე პაროლის მოთხოვნის გარეშე Spoiler პირველ რიგში თქვენს და იმ მეორე კომპიუტერზეც უნდა ეყენოს ssh ამის გაკეთება შეგიძლიათ ბრძანებით sudo apt-get install ssh ვაგენერირებთ public/private key-ს ssh-keygen -t rsa -b 2048 ეს ველები შეგიძლიათ დატოვოთ ცარიელი შევიყვანთ მისამართს და ფაილის სახელს თუ რამდენიმეს ქმნით შემდეგ ჯერზე შეიძლება სახელი დაემთხვეს და ამიტომ ამ ველში ყოველ ჯერზე სხვა სახელი დაარქვით Enter file in which to save the key (/home/username/.ssh/id_rsa): პირველად პროსტა enter-ს დააჭირეთ სულ. შემდეგ ჯერზე აქ ჩაწერეთ /home/username/.ssh/id_rsa1 შემდეგზე მერე /home/username/.ssh/id_rsa2 და ა.შ აქ სულ enter-ები Enter passphrase (empty for no passphrase): Enter same passphrase again: შემდეგ დაწერს თუ სად შეინახა თქვენი საინდენტიფიკაციო ფაილი და private key Your identification has been saved in /home/username/.ssh/id_rsa. Your public key has been saved in /home/username/.ssh/id_rsa.pub. გადააკოპირეთ ეს ფაილი იმ ჰოსტზე რომელთანაც გსურთ კავშირი პაროლის მოთხოვნის გარეშე ssh-copy-id id@server აქ ყველგან ეს id@server ნიშნავს შემდეგს id-მომხმარებლის სახელი ხოლო server-იმ კომპის გარე ip აქ შეიძლება რაღაცა კითხვა დაგისვათ და ბოლოში ეწერება yes/no დაწერთ yes დააჭირეთ enter-ს და გაგრძელდება და შევა მერე მოითხოვს პაროლს და შეიყვანეთ id@server's password: აქ პაროლი იმ კომპიუტერის რომელსაც უკავშირდებით ეხლა ცადეთ შესვლა ბრძანებით ssh 'id@server' სურვილის არსებობის შემთხვევაში გადაამოწმეთ რომ რაიმე ზედმეტი key-ები არ დაგენერირდა .ssh/authorized_keys შემდეგ დაუკავშირდით ჩვეულებისამებრ ბრძანებით ssh id@server თუ შევიდა პაროლის მოთხოვნის გარეშე ყველაფერი სწორად გაგიკეთებიათ 2) ubuntu terminal-ში უკვე გამოყენებული ბრძანებების იოლად პოვნა. Spoiler აკრიფეთ ბრძანების პირველი ერთი ან რამდენიმე ასო და დააჭირეთ მაღლა ისარს. სკრიპტი ავტომატურად მოძებნის უკვე გამოყენებულ ბრძანებებს, რომლებიც ამ ასოებით იწყება. ამისათვის გახსენით terminal და აკრიფეთ gksudo gedit /etc/inputrc მოგთხოვთ პაროლს შემდეგ ჩამოსქროლეთ სულ დაბლა და $endif ბრძანებამდე ჩაამატეთ ეს ხაზები ზუსტად ისე როგორც აქ წერია "e[A": history-search-backward "e[b": history-search-forward "e[C": forward-char "e[D": backward-char დაასეივეთ. შემდეგ logout და კვლავ login უკვე უნდა მუშაობდეს. 3) ssh tunnel-ს დახმარებით ინტერნეტში სხვა კომპიუტერით გასვლა. ხო ვისაც DSL გაქვთ ან ლოკალი გაქვთ უფრო სწრაფი ვიდრე გლობალი. თუ ისეთ კომპიუტერს დაუკავშირდებით რომელიც თქვენსაზე სწრაფია, შეძლებთ თქვენი გლობალი გაიზარდოს და გახდეს იგივე სისწრაფის რაც ლოკალი გაქვთ. მაგალითად თქვენი ლოკალური სიჩქარეა 900 KB/s და გლობალია 300 KB/s დაუკავშირდით ვიღაცას ვისაც აქვს 3000 KB/s ამ მეთოდით თქვენი გლობალიც გახდება 900 KB/s ასე რომ გაავრცელეთ ხალხო ubuntu Spoiler პირველ რიგში საინტერესოა ის კომპიუტერი საიდანაც გინდათ რომ "წამოიღოთ" ინტერნეტი როგორაა დაკავშირებული ინტერნეტთან. თუ პირდაპირ დაკავშირებულია არაფერს ვეხებით ვაგრძელებთ -- რო იწყება იმ ხაზიდან თუ როუტერის გავლითაა მაშინ იმ როუტერში შევდივართ და 8080 პორტს ვამისამართებთ კომპიუტერის 8080 პორტზე შემდეგ გაგრძელეთ ჩვეულებრივ. --შედიხართ ნებისმიერ ბრაუზერში და ეძებთ network proxy setting-ებს (შეიძლება ცოტა სხვანაერად ერქვას) SOCKS HOST-ში უთითებთ ლოკალურ ip-ს ან თუ გინდათ 127.0.0.1-ს და პორტში 8080-ს შემდეგ უშვებთ ბრძანებას ssh -C2qTnN -D 8080 username@remote_machine.com სადაც "username" არის იმ კომპიუტერის user-ს სახელი რომლის გავლითაც გადიხართ ნეტში და "remote_machine.com" მისი გარე ip შედიხართ იმ browser-ში რომელშიც დააკონფიგურირეთ და ამ საიტზე http://www.whatismyip.com/ ამოწმებთ თქვენს გარე ip-ს რომელიც იქნება იმ remote კომპიუტერის გარე ip ამ დროს ეს ბრაუზერი მოიხმარს იმ სხვისი კომპიუტერის ინტერნეტს და თუ კიდევ გაქვთ რამე სხვა ბრაუზერი ის მოიხმარს თქვენს ინტერნეტს ჩვეულებრივ 4) გაიმარტივეთ ცხოვრება, დიდი ბრძანების სხვა უფრო მოკლე ბრძანებით ჩანაცვლება. Spoiler ანუ სუტყვაზე რაიმე პროგრამის ინსტალაციისას ყოველთვის გიწევთ აკრიფოთ sudo apt-get install "პროგრამის სახელი" შეგიძლიათ sudo apt-get install ჩაანაცვლოთ ნებისმიერი რამით. ვთქვათ ins "პროგრამის სახელი" სადაც ins ნიშნავს "sudo apt-get install"-ს და ასე სხვა ნებისმიერ ბრძანებებზე. ჯერ ვაყენებთ ერთ-ერთ საუკეთესო ტექსტურ რედაქტორს ბრძანებით sudo apt-get install vim შემდეგ ვხსნით terminal-ს გადავდივართ home ფოლდერში (default-ად მანდ იქნება თუ სადმე არ ხართ შესული) და ვქმნით ფაილს ბრძანებით sudo vim .bash_aliases შიგნით ვწერთ სასურველ ბრძანებებს შემდეგი სახით alias ins='sudo apt-get install' ფაილის გახსნის შემდეგ ეგრევე არ წერს უნდა დააჭიროთ ან ღილაკ "i-ს" ან insert-ს აქ ins შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი სხვა რამით და sudo apt-get install სხვა ნებისმიერი ბრძანებით. შემდეგ ვაჭერთ esc-ს და ვკრიფავთ :wq! რათა შეინახოს და გამოვიდეს. შეგიძლიათ ასევე terminal-ს გახსნისას ავტომატურად რამე საქაღალდეში შევიდეს. სიტყვაზე desktop-ზე. ამისათვის .bash_aliases ფაილში დაამატეთ ველი თავში cd Desktop .bash_aliases გასახსნელად ჯერ გადადიხართ ძირითად დირექტორიაში cd ბრძანებით. (defaultad ისედაც მანდ ირთვება terminal) და მერე კრიფავთ იგივეს რასაც შექმნისას vim .bash_aliases (იხმარეთ ხოლმე tab-ზე რამდენჯერმე დაწერა ესეც დაასრულებს ხოლმე თვითონ, ან მსგავს რამეებს გამოყრის და თქვენ აირჩევთ. მაგალითად მანდ რო ქნათ ეს აკრიფოთ vim .bash_a და დააწვეთ tab-ს რამდენჯერმე თვითონ დაასრულებს და დაწერს vim .bash_aliases 5) DVD RW-ს გაღება დაკეტვა კლავიშების კომბინაციით Spoiler შედიხართ system setting-ში მერე keyboard---->shortcuts--->custom shortcuts დააჭირეთ + ღილაკს name-ში ჩაწერეთ რაც გინდათ ის command-ში eject მერე apply და მარჯვენა მხარეს ერთი დააკლიკეთ და მერე ის კომბინაცია რომელიც გინდათ. მე მაგალითად ctrl + E მიყენია მანდ. ასევე ქმნით მეორესაც ოღონდ იმის command-ში წერთ eject -t მერე apply და მარჯვენა მხარეს ისევე აყენებთ კომბინაციას. მე ctrl + D მიყენია მანდ. რო მორჩებით Logout მიეცით მერე login და ცადეთ გაღება დაკეტვა. 6) Conky-ს დაყენება (ესაა windows gadget-ს მსგავსი ლამაზი ინტერფეისის მქონე პროგრამა, რომელიც ანახებს ციფერბლატიან საათს, RAM-ს SWAP-ს, HDD-ს, CPU-ს დატვირთვას და დროს თუ რამდენი ხანია კომპიუტერი ჩართული) Spoiler ვიწერთ ამ ლინკიდან http://allshares.ge/download.php?id=6632CB7384 ამოვაარქივებთ და terminal-დან შევდივართ ამ ამოაარქივებულ ფოლდერში. თუ Desktop-ზეა cd Desktop/automatic/ თუ Download-ებშია cd Downloads/automatic/ და ვუშვებთ ჩემ დაწერილ სკრიპტს ბრძანებით ./mateubuntu ბოლოს წაშლაც შეუძლია automatic ფოლდერის, რომელიც ზედმეტია. შეგეკითხება და y-ს თუ ჩაწერ წაშლის n ან სხვა რამეს თუ ჩაწერ აღარ წაშლის რომც წაშალო და მერე დაგჭირდეს არქივს არ ეხება და ეგ გექნება სულ ნებისმიერ დროს amoaarqiveb isev ხო გასაშვებად terminal-ში უბრალოდ აკრიფეთ conky და როცა გაეშვება terminal-ს ფანჯარა გათიშეთ X-თ. მიეცით close და წამიერად გამოირთვება და ისევ ჩაირთვება concky 7) sudo-ს გამოყენება password-ს შეყვანის გარეშე Spoiler ზოგადად უბუნტუში როცა დააყენებთ თქვენს უზერს არ აქვს root უფლებები. საჭიროების შემთხვევაში terminal-ში ბრძანების წინ წერთ sudo რაც ანიჭებს root უფლებებს, მაგრამ ამის შემდეგ ძალიან ხშირად მოგიწევთ პაროლის შეყვანა, რაც დროთაგანმავლობაში არასასიამოვნო მოგეჩვენებათ და მოგბეზრდებათ. დამწყებები კი შეიძულებენ UBUNTU-ს. ამის თავიდან ასაცილებლად ვაკეთებთ შემდეგს. ვხსნით terminal-ს და ვკრეფთ sudo su შეგვყავს password და ვხდებით root. შემდეგ ვკრეფთ vim /etc/sudoers ვამატებთ სილ ბოლოში "username" ALL=(ALL) NOPASSWD: ALL ვინახავთ. ამისათვის ვაჭერთ esc და მერე :wq! კვლავ ვკრეფთ service sudo restart მერე exit მზადაა. გამორთეთ ტერმინალი და ხელახლა ჩართეთ და გაუშვით სიტყვაზე sudo apt-get update ის თქვენ პაროლს აღარ მოგთხოვთ 8) პაროლის არასწორად შეყვანის შემთხვევაში desktop-ზე იქმნება ფაილი სახელად whowashere და თითოეულ ხაზში იწერება არასწორი პაროლის შეყვანის დრო ჩართვის მერე რო ნახავთ თუ გსურთ წაშალეთ ეს ფაილი. თუ არადა დატოვეთ. Spoiler მოკლედ პირველ რიგში ვუშვებთ ამ ბრძანებას რაც დაგვიყენებს gksu-ს sudo apt-get install gksu შემდეგ გაუშვით ეს ბრძანება gksudo gedit /etc/pam.d/common-auth რო გაიხსნება ფაილი მონახეთ ეს ხაზი auth [success=1 default=ignore] pam_unix.so nullok_secure და აქ 1-იანი გადაასწორეთ 2-იანად. მერე ამ ხაზის ქვემოთ ჩაამატეთ ხაზი auth [default=ignore] pam_exec.so seteuid /usr/local/bin/cda შეინახეთ და გამოდით. ესეც გადმოსაწერი ლინკი --> http://allshares.ge/download.php?id=4CCBB23151 ამის მერე შედიხართ გადმოწერილ პაპკაში და უშვებთ ფაილს სახელად esgaushvi ბრძანება ასეთია შეხვალთ სადაც ეს ფაილი მდებარეობს cd ბრძანებით და გაუშვებთ ბრძანებით ./esgaushvi მომავალში ჩავამატებ სურათის გადაღების ფუნქციასაც ანუ პაროლის არასწორად შეყვანისას შეინახავს დროს და ასევე სურათსაც აგდაიღებს თუკი ვიდეოთვალი გაქვთ (notebook-ებისთვის კაია) 9) შექმენით საკუთარი საინსტალაციო ISO. ეს არის უნიკალური პროგრამა რომლის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სისტემიდან ISO ფაილი, რომელშიც იქნება ყველა ის tweak, theme-ბი და პროგრამები, მოკლედ ყველაფერი რაც გაქვთ სისტემაში. უნიკალურობა კი იმაშია რომ ამ ISO-ს დაყენება შეიძლება ნებისმიერ სისტემაზე არის ასეთი windows-ზე? Spoiler მოკლედ ხსნით terminal-ს და წერთ ბრძანებას sudo add-apt-repository "deb http://www.remastersys.com/ubuntu precise main" მერე გაუშვით ეს ბრძანება sudo apt-get update და ბოლოს ეს sudo apt-get install remastersys ან software center გახსენით და გააკეთეთ შემდეგი გადმოწერეთ key: http://www.remastersys.com/ubuntu/remastersys.gpg.key და შეინახეთ remastersys.gpg.key ფაილად გახსენით software center და edit > software sources > authentication-დან გააკეთეთ import the key და დააიმპორტეთ ის ფაილი მერე მანდვე other software-ში დააჭირეთ add ღილაკს და დაამატეთ ეს ზოლი deb http://www.remastersys.com/ubuntu precise main დახურეთ და გაუშვით ბრძანება terminal-დან: sudo apt-get update გადაწერეთ ამ ფაილებიდან რომელიც გინდათ და ორჯერ დაკლიკვით გაისხნება software center-ში და დააყენეთ install ღილაკით http://sourceforge.net/projects/os4systemimage/files/Remastersys%203.0.4-2/ i386 32 ბიტიანია AMD64 64 ბიტიანი მერე დააჭირეთ windows ნიშანი რო აქვს იმ კლავიშს და აკრიფეთ remastersys და გახსენით ეგ პროგრამა. ერთი თითის დაჭერით backup-ზე შეიქმნება საინსტალაციო ISO /home/remastersys/remastersys ფოლდერში ამოიღეთ custom-backup.ISO სასურველია virtualbox-ში ან vmwareში დატესტოთ და მერე ჩაწერეთ startup disk creator-თ ფლეშკაზე და დააყენეთ ნებისმიერ კომპიუტერზე. (ზოგ UEFI კომპზე შეიძლება არ დაიბუთოს. მოკლედ ამ UEFI-მ ბევრი რამე აურია) თუ ასე მოხდება გაკეთეთ შემდეგი დააფორმატეთ თქვენი hard drive MBR-ში და დააყენეთ UEFI legacy CPM mode-ზე (BIOS-დან), მერე დააყენეთ Ubuntu დაყენდება თქვენი სისტემის ზუსტი ასლი, რითაც თავს აარიდებთ ზედმეტ წვალებას. 10) Ubuntu-ში cluster-ს შექმნა. არის ასეთი პროგრამა MPI რომლის დახმარებით შეიძლება რაიმე დავალების გადანაწილება ძალიან ბევრ პროცესორზე, თუ რათქმაუნდა თავად იმ პროგრამას აქვს ამის მხარდაჭერა. (ჩემ შემთხვევაში ქონდა და i7 3930k-ზე მშვენივრად უშვებდა 12 ნაკადზე) მაგრამ ხო იცით ჩვენ სისწრაფისკენ მივილტვით. ამიტომ ვნახე ეს გამოსავალი. ამით შეიძლება რამდენიმე კომპიუტერის რესურსების გაერთიანება, დანარჩენს კი MPI გააკეთებს Spoiler /etc/hosts----ებში ჩაასწორე ასე სადაც ip-ებს უნდა მიუწერო hostname_ები 127.0.0.1 localhost ip hostname ip hostname ip hostname ეს კეთდება ყველა კომპიუტერში. დააყენე NFS-server ძირითად კომპიუტერზე ბრძანებით sudo apt-get install nfs-server დანარჩენებზე კი კლიენტები sudo apt-get install nfs-client შექმენი საქაღალდე root დირექტორიაში sudo mkdir /mirror ჩაასწორე /etc/exports ფაილი (ბოლოში დაამატე) /mirror *(rw,sync) ან ამ ბრძანებით შეიძლება იგივეს გაკეთება echo "/mirror *(rw,sync)" | sudo tee -a /etc/exports ეხლა დაარესტარტე NFS-server sudo service nfs-kernel-server restart დაამაუნთე mirror საქაღალდე sudo mount ჰოსტნეიმ:/mirror /mirror შეიძლება fstab-ში ჩამატება რომ სხვა კომპიუტერებზე ავტომატურად დაამაუნთოს ეს mirror საქაღალდე ჰოსტნეიმ:/mirror /mirror nfs sudo mount -a შექმენი ახალი user სახელით მაგალითად mpiu მისი home დირექტორია იყოს ეს mirror-ს საქაღალდე ბრძანებით user-ებს ყველა კომპიუტერზე უნდა ჰქონდეთ ერთნაერი uid sudo adduser --home /mirror --uid 1991 mpiu დააყენე OpenSSH-Server ძირითად კომპიუტერზე sudo apt-get install openssh-server შექმენი უპაროლო SSH კავშირი ssh-keygen -t rsa -b 2048 ssh-copy-id id@hostname სადაც id@hostname-ს ავსებ სხვა კომპიუტერების მიხედვით შეიყვან პაროლს და მზადაა უპაროლო SSH კავშირი შეამოწმე! დააყენე GCC კომპილატორი sudo apt-get install build-essential დააყენე სხვა კომპილატორები იქამდე სანამ დააყენებ MPICH ისეთები როგორებიცაა Inter Fortran, SGI compiler, ... დააყენე ყველა კომპიუტერზე MPICH2 შეგიძლია დააყენო OpenMPI ან სხვები sudo apt-get install mpich2 შეამოწმე which mpiexec which mpirun mpiu user-ს home დირექტორიაში შექმენი ფაილი machinefile და შიგნით ჩაწერე user-ს სახელი (hostname) და მისი კომპიუტერის ბირთვების რაოდენობა შემდეგნაერად hostname:4 hostname:2 გასატეტად გამოიყენე #include <stdio.h> #include <mpi.h> int main(int argc, char** argv) { int myrank, nprocs; MPI_Init(&argc, &argv); MPI_Comm_size(MPI_COMM_WORLD, &nprocs); MPI_Comm_rank(MPI_COMM_WORLD, &myrank); printf("Hello from processor %d of %dn", myrank, nprocs); MPI_Finalize(); return 0; } დააკომპილირე ბრძანებით mpicc mpi_hello.c -o mpi_hello და გაუშვი იმდენ ბირთვზე რამდენი იქნება ჯამში კლასტერში mpiexec -n 8 -f machinefile ./mpi_hello თემის ავტორი: matusala 25 Quote
ssss Posted July 19, 2014 Posted July 19, 2014 matusala, ara ise linux-ze imitom ar aris virusebi jandabebi da ragac egetebi rom momxmareblebis 2 procentic ar xmarobs linux-s tore warmoidgine #rm -rf /* amaze magari virusi ra ginda 1 Quote
Shoti Posted July 22, 2014 Posted July 22, 2014 matusala, ara ise linux-ze imitom ar aris virusebi jandabebi da ragac egetebi rom momxmareblebis 2 procentic ar xmarobs linux-s tore warmoidgine #rm -rf /* amaze magari virusi ra ginda არის მალვეარი ლინუქსისთვის,რატომ გგონიათ რომ არ არის. 2014 წელს ლინუქსის მომხმარებალთა რიცხვი 1.74% ვართ, მაგრამ მარტო ამაში არაა საქმე, დაცულია სისტემა, თან ძალიან კარგად, ფაქტიურად მაზოხისტი უნდა იყო მალვეარი რომ აიკიდო. matusala, #rm -rf /* amaze magari virusi ra ginda გაუშვი აბა ეგ ბრძანება არაფერსაც არ იზავს Quote
მათე Posted July 22, 2014 Author Posted July 22, 2014 გაუშვი აბა ეგ ბრძანება არაფერსაც არ იზავს უსაფრთხო ვირუსია, დააკომენტარა და რა უნდა ქნას 2 Quote
ssss Posted July 22, 2014 Posted July 22, 2014 centos 6.5 ze gavushvi da deda ..... sacodav systemas ase rom gatestet tqvenc kaifia Quote
მათე Posted July 22, 2014 Author Posted July 22, 2014 დღეს ის მეცხრე ფუნქცია გამოვიყენე. სახლის კომპში ჩავწერე 15 წუთში დააბექაფა და მივიღე 1.9 GB-იანი ISO ჩავწერე ფლეშკაზე დავაყენე სამსახურის კომპში ჩვეულებრივ როგორც უბუნტუ ყენდება და დაყენდა ზუსტად ჩემი სახლის სისტემა არანაერი ცვლილება არ განიცადა ფაილებიც და ვაფშე ყველაფერი გააყოლა ძაან მაგარი რამეა საკუთარი დისტროა რა. 100% ჩემ გემოზე რო მოვიყვან და დავხვეწავ სისტემას. სკრიპტებს და ფუნქციებს ჩავამატებ და დავაბექაფებ. მექნება და მექნება 2 Quote
ssss Posted July 22, 2014 Posted July 22, 2014 (edited) warn ქართულად არ წერისა და გაოფებისთვის! შემდეგში პოსტინგის შეზღუდვა Edited July 22, 2014 by Shopen Quote
მათე Posted August 6, 2014 Author Posted August 6, 2014 მალე მოვა კაი სკრიპტების გაერთიანება, შეიძლება პროგრამაც ვუწოდოთ აი ეს ფუნქციები მაქვს უკვე. თუ რამე იდეა გაქვთ ეგეც მომწერეთ რო ჩავამატო 3 Quote
GIBSON Posted August 6, 2014 Posted August 6, 2014 +1 იმას რომ მომხმარებლების ნაკლებობის გამოა ვირუსების უქონლობა და უსაფრთხოება. Quote
leonardoo Posted August 8, 2014 Posted August 8, 2014 ველოდებით მათე ერთი სული მაქ როდის მორჩები ჩემს ნოუთში უნდა ვგლიჯო. Quote
მათე Posted August 24, 2014 Author Posted August 24, 2014 თუ გაინტერესებთ კერნელი და ზოგადად linux აგერ საკმაოდ ძვირიანი კურსების კონსპექტები მაქვს. 8 თავი უნდა დავამატო და სრულსაც დავდებ მანამდე კი ეს წაიკითხეთ. საკმაო ინფორმაციას მიიღებთ ამ სისტემებზე.http://allshares.ge/download.php?id=0914343C76 2 Quote
მათე Posted October 10, 2014 Author Posted October 10, 2014 აბა ეს 10 ტუტორიალი cluster-ს შესახებ როგორ მოგეწონათ? თუ რამე პროგრამა ვნახე super pi-ს მსგავსი ოღონდ რამდენიმე ნაკადზე რო შეეძლოს მუშაობა აუცილებლად გავტესტავ ჩემ 2 კომპიუტერიან კლასტერზე. (მომავალში კიდე უნდა გავაკეთო ამჯერად 10-12 პროცესორიანი და აი ეგ უკვე სერიოზული ძალა იქნება 2 Quote
VasKa23 Posted October 11, 2014 Posted October 11, 2014 ეგ კურსები ატვირთე სხვაგან თორემ წაიშლება Quote
#Skinhead Posted October 16, 2014 Posted October 16, 2014 6 აქვს Software Center, საიდანაც დააყენებთ თქვენთვის საჭირო პროგრამებს. (დიახ windows 8-მ აქედან გადაიღო იდეა, მაგრამ ნამდვილად არ გაამართლა windows-ში) 7 linux ძალიან კარგად ახერხებს თქვენი მოწყობილობების იდენტიფიკაციას და არ დაგჭირდებათ გაიაროთ დრაივერების დაყენების ნელი და მტანჯველი გზა ისე როგორც ზოგჯერ windows-ში ხდება ეგ Software Center რამოდენიმე დისტროს აქვს, ზოგადად ლინუქსს არ აქვს და მაგარი წვალებაა პროგრამების დაყენება. და დრაივერების დაყენებას რაც შეეხება ყოველთვის პრობლემა მაქვს ხოლმე დრაივერებზე. Quote
RaZma Posted October 16, 2014 Posted October 16, 2014 საინტერესო თემაა. ვიცოდი რომ ძალიან მოქნილი და უსაფრთხო იყო ლინუქსი, მაგრამ უფრო მეტი გავიგე. რაღაც მაინტერესებს... თუ ვირუსები არ იწერება ლინუქშისთვის გამოდის რომ პროგრამები და დრაივერებიც პრობლემა იქნება... რა ხდება მაგ მხრივ ვინმეს შეუძლია ამიხსნას? Quote
მათე Posted October 23, 2014 Author Posted October 23, 2014 გამოვიდა ახალი ვერსია 14.10 ubuntu-ს 10 წლის აღსანიშნავად შეგიძლიათ აქედან გადმოწეროთ http://www.ubuntu.com/download მისი უპირატესობა, უკვე არსებულებთან ერთად ისაა რომ მასში არის developer tool center რომელიც იოლს ხდის Android apps დაწერას, ასევე აქვს მხარდაჭერა zero-setup printers და 64-bit ARM chips 2 Quote
#Skinhead Posted October 23, 2014 Posted October 23, 2014 software updater-მიწერს, რომ ყველაფერი დააფდეითებულიაო, არადა 10.04 მიყენია. http://www.ubuntu.com/download/desktop/upgrade Quote
მათე Posted November 25, 2014 Author Posted November 25, 2014 აი რატომ მიყვარს Ubuntu. ახალმა ubuntu 14.10-მა აჯობა ბევრგან ახალ OS X yosemite-ს, რაც მთავარია საკუთარ სტადიონზე ანუ macbook air-ზე http://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=osx10_ubuntu1410&num=1 4 Quote
მათე Posted February 27, 2015 Author Posted February 27, 2015 ძალიან მაგარი ამბავი მაქვს. linus torvalds მა გამოაქვეყნა ინფორმაცია ლინუქსის ახალ კერნელზე. 4.0 rc1 რომელშიც უამრავი ფიქსებია. მისი კოდური სახწლია hurr durr i'ma sheep ესეც გადმოსაწერი ლინკი https://www.kernel.org/ დაწვრილებითhttp://www.phoronix.com/scan.php?page=news_item&px=Linux-4.0-rc1-Kernel-Released 3 Quote
მათე Posted March 12, 2015 Author Posted March 12, 2015 აი რა მგელია ლინუქსი ცადეთ აბა ამდენი ხანი windwos ჩართეთ და ვნახოთ რა მოუვა ეს კიდე ძაან ცოტაა, მაგ დროს გადავაყენე სისტემა 14.04-ზე გავმართე, სამსახურის კომპია, ადრე OpenSUSE ეყენა თან ძველი ნაგავი იყო... ეს მეორე კომპია ამაზეც უნდა გადავაყენო 12.04 აყენია ახლა 3 Quote
მათე Posted April 7, 2015 Author Posted April 7, 2015 lol საინტერესო ინფორმაცია მაქვს Anyone with the right penetration testing tools such as Kali Linuxand a little-know-how can now hack a plane. The powerful mobile hacking platform of Kali Linux NetHunter has all the tools to exploit the in-flight hacking security flaw. 3 Quote
3Dman Posted April 11, 2015 Posted April 11, 2015 შემიყვარდა უბუნტუ ისე მოვირგე როგორც მინდოდა ერთი პრობლემა მაქვს ხანდახან ჩართვის დროს მიგდებს რომ სისტემის რომელიგაც პროგრამას პრობლემა აქვს Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.