Barca Posted May 30, 2017 Share Posted May 30, 2017 კომპანია Intel კვლავ განაგრძობს წინსვლას, სულ ცოტა ხნის წინ გამოფენა Computex 2017-ზე კომპანიამ დააანონსა მიკროპროცესორების ახალი X სერია, რომელიც ენთუზიასტებზე იქნება გათვლილი, ეს მოიცავს ახალ არქიტექტურა Kabylake-X და Skylake-X-ს , რომელთან ერთადაც ვიხილავთ სოკეტ LGA 2066-სა და X299 ჩიპსეტის მქონე დედა დაფებს. X299 ჩიპსეტზე თავსებადი იქნება 4, 6, 8, 10, 12, 14, 16 და 18 ბირთვიანი პროცესორები, თუმცა აღსანიშნავია, რომ Kabylake-X 2017 არქიტექტურაზე დაფუძნებული იქნება მხოლოდ 4 ბირთვიანი Core i5 სერიის პროცესორები, რომელთაც შეეძლებათ იმუშაონ 2 არხიან DDR4 2666 MHz ოპერატიული მეხსირების მოდულებთან ერთად, ხოლო Skylake-X 2017 არქიტექტურაზე ვიხილავთ უფრო მაღალი სერიის Core i7 და ახლა უკვე Core i9 სერიის პროცესორებსაც, რომელთა შორისაც იქნება აქამდე არნახული სიმძლავრის მქონე 16 ბირთვიანი მოდელებიც კი, ისინი იმუშავებენ 4 არხიან DDR4 2666 MHz მოდულებთან, თითოეულ მათგანს (გარდა i5-ებისა) ექნება Hyper Threating ტექნოლოგია, რაც როგორც ვიცით ითვალისწინებს თითოეული ბირთვის 2 ნაკადად მუშაობას. ეს პირველ ჯერზე ხელმისაწვდომი პროცესორების სერია ამ ეტაპზე უძლიერესი პროცესორი მცირე ინფორმაცია ახალ ჩიპსეტზე: კომპანია Asus-ის მხრიდან კი წარმოდგენილი იყო X299 დედა დაფების ახალი მოდელები 8 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 30, 2017 Share Posted May 30, 2017 საღოლ ლევან ამ ფასებს რომ ვუყურებ, სურვილი არ მაქვს ინტელზე დარჩენის :დ 8 ბირთვიანი 500$ უნდა ყოფილიყო და მერე კი ბატონო, შეიძლებოდა კიდე 250$ ქუადში, ლოლ წტფ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Mocart Posted May 30, 2017 Share Posted May 30, 2017 54 minutes ago, Fatal Fighter said: ამ ფასებს რომ ვუყურებ, სურვილი არ მაქვს ინტელზე დარჩენის :დ 8 ბირთვიანი 500$ უნდა ყოფილიყო და მერე კი ბატონო, შეიძლებოდა კიდე 250$ ქუადში, ლოლ წტფ გეთანხმები მეგობარო 100%-ით.. ინტელმა ჭკუა ვერ ისწავლა რა.. იმედია ამდ მომავალშიც "მოუყომარებს" ფასი/წარმადობით. ვინც ადგება და ახალ სოკეტზე ი5 იყიდის რ5 1600/ხ ის მაგივრად ის იქნება ბრმა ინტელის სექტის წევრი) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted May 30, 2017 Share Posted May 30, 2017 სპეციალურად შვებიან, რომ გარანტია დააკარგვინონ მომხმარებლებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Save Posted May 30, 2017 Share Posted May 30, 2017 ხოდა სულ კარგად მეყოლოს აწი, გამოვა 2 თაობის Ryzen და მერე კიდევ უფრო დიდი პანჩური მოხვდება ინტელს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GTA Posted May 30, 2017 Share Posted May 30, 2017 ფასები ძალიან ადეკვატურია ჩემი აზრით 600 დოლარი 8 ბირთვიანი ძალიან კაი პროცი იქნება 100 დოლარით მეტია ვიდრე რაიზენი. რაც შეეხება 10 ბირთვიანს მაინც იღორეს რომ 1000 ხიეს მე 800 ველოდი. როგორც კი დაიდება გასაყიდად 7900X და რამპაგ ექსტრიმი დაიძრება საქართველოსკენ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 30, 2017 Share Posted May 30, 2017 12 minutes ago, GTA said: 100 დოლარით მეტია ვიდრე რაიზენი. 330$ ღირს 8 ბირთვიანი რაიზენი 1800X-ის არსებობა დავივიწყოთ საეროდ :დ 330 და 600 უკვე დიდი სხვაობაა, მეეჭვება წარმადობაშიც მაგხელა სხაობა იყოს სიმართლე გითხრა მეც მაინც ინტელისკენ ვიხრებოდი, აფგრეიდის თვალსაზრისით, თუმცა ახლა უკვე მეეჭვება, x399 დავითრევ დიდი ალბათობით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GTA Posted May 30, 2017 Share Posted May 30, 2017 ამ ტესტებს თუ დაუჯერებთ ხომ რავიცი აბა https://www.techpowerup.com/reviews/AMD/Ryzen_7_1800X/10.html, მე პირადად 980X-ზე ვარ 2010 წლიდან X79 დიდად არ მომეწონა 2011 სოკეტი კაი იყო მარა ბირთვების მატება დიდი არაფერი ხოდა ვ3 ხო საერთოდ უაზრობა ფასები ხოდა ამიტომ უცდიდი X299 თან 2კ გადადებული მაქ უკვე ახალი სისტემისთვის, ამიტომ გამოვა კაი აფგრეიდი 7900 X + რამპაგ 6 ექსტრიმი 32გბ რამი გსკილები ან დომინატორები და ეგაა რა როგორც ვატყობ ჯერ ერთი თვე არაფერი იქნება გაყიდვაში მაინც პ.ს. ამდს მადლობა თორე ეს 10 ბირთვიანი ისებ 1700 დოლარი იქნებოდა რაც ძლიერი კონკურენტი ეყოლება ინტელ და ბევრი მით უკეთესი ჩვენთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 30, 2017 Share Posted May 30, 2017 13 minutes ago, GTA said: ამ ტესტებს თუ დაუჯერებთ ხომ რავიცი აბა ნუ გეიმინგში სიხშირე გადამწყვეტია, 7700კ ჩემპიონია უდაოდ მაგაში 8 ბირთვიანის ყიდვა გეიმინგისთვის არც არის საჭირო, მაქსიმუმ ჰექსა 13 minutes ago, GTA said: პ.ს. ამდს მადლობა თორე ეს 10 ბირთვიანი ისებ 1700 დოლარი იქნებოდა +1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted May 30, 2017 Author Share Posted May 30, 2017 ვნახოთ ვნახოთ რა სიახლეები იქნება კიდევ, რეალურად ეს სეგმენტი ვისზეც არის გათვილი ასედაც და ისედაც გაეყიდებათ, ინტელი ამბობს მე-8 თაობაში მატება 15% იქნებაო ისევ აწტყუებენ ურცხვად ხალხს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Save Posted May 30, 2017 Share Posted May 30, 2017 ვაი შენ პატრონს ინტელ, იგივენაირად პასტა ესმევა ამ 1700 დოლარიან პროცესორსაც, არ იქნება მიპაიკებული და ისევ უნდა ახადო სკალპი თუ გინდა რაზგონი... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted May 31, 2017 Share Posted May 31, 2017 ჩემი კომენტარი ინტელის ფასებთან დაკავშირებით ნამდვილად შეიძლება ითქვას "გამოსწორებულია" იმ კუთხით რომ პროცესორებს შორის, გემეტრიული პროგრესიის მსგავსად არ ეზრდებათ ფასები, 2066 სოკეტზე უკვე არითმეტიკული პროგრესიის მიხედვით იზრდება ფასები, ეს უკვე შეღავათია (thanks AMD) თუმცა ღორობის ნიშნები მაინც გამოავლინა 1000 დოლარის ზემოთ პროცესორები პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა რომ არ გაიყიდება, +1000$-ზე მეტი უკვე მკვდარი ზონაა და ეს ინტელშიც კარგად ესმით. დიდი ალბათობით ვინც გადაწყვეტს i9 პროცესორის ყიდვას, აბსოლიტური უმრავლესობა იყიდის ყველაზე იაფიან i9 ვარიანტს ანუ ზუსტად 1000 დოლარიანს. ნუ 18 ბირთვიანი სადღაც კოსმოსშია, გამოდის ხალხისთვის და ფასი აქვს 2000$, როგორია? მაგ პროცესორების მოამვალი ესეთია: მაღაზიაში თაროზე დება და დამლაგებელი მტვერს გადაწმინდავს წლიდან-წლამდე, მერე ახალი თაობა გამოვა და ისე დაასრულებს ეს პროცესორი სიცოცხლეს, მზის სინათლესაც ვერ იხილავს. ნუ გასაგებია Intel-ის მხრიდან ეს უბრალოდ მუსკულების თამაშია და მომხარებლის ტვინში დომინანტობის გაზრდას ემსახურება "აი მე 18 ბირთვი მაქვს და ყველაზე მაგარი ვარ". 1500$ რომ დაედო ეგ იქნებოდა ყველაზე ლოგიკური, 10 ბირთვიანიც ძვირია, სადღაც 800$ უნდა დაედო ლოგიკურად, მაგრამ ინტელის პოლიტიკა უცვლელია ტრადიციულად, არ მიკვირს. მე ის მიკვირს ახალი i3 სადაა? ალბათ ძალიან დაკავებულები იყვნენ და მერე გამოუშვებენ რადგან 150$ დოლარამდე სეგმენტში i3 გადიოდა და ახლა i5 250$-დან იწყება. რა ჰქნას იმ კატეგორიამ ვინც 150$ ან 250$ დოლარამდე ყიდულობდა პროცესორებს? იმედია ინტელი საქართველოსნაირი გაჭირვებული ქვეყნების ტკივილს გულთან ახლოს მიიტანს და არ დაუკარგავს 2 ბირთვიან i3-ს "შეღავათიან" ფასად მორალი ის არის რომ, თუ შექმენი რაიმე კარგი, მაშინ დაე გახადე ხალხისთვის ხელმისაწვდომი, რაც AMD-მ გააკეთა, ამის მერე Intel-ის ბიზნეს პოლიტიკა უბრალოდ უთავმოყვარეობაა და სირცხვილი, ხალხს რანაირად უყურებს, არ მესმის. ერთის მხრივ ინტელი ძლიერია და მეორე მხრივ ღორი - ეს ორი მცნება კი ძალიან შეუთავსებელია ერთმანეთში. სამწუხაროდ ესაა ინტელის იმიჯი ბოლო რამდეიმე წლებში რომელსაც კვლავაც აგრძელებს. AMD მიუხედავად იმისა რომ ღარიბია და ლამის გაკოტრდა 2016 წელს, 2017 წელს 52%-ით გააუმჯობესა IPC, გაუთანაბრდა ბირთვის წარმადობით ინტელს ერთნაირ სიხშირეზე და Ryzen პროცესორი (1800X) ინტელის (i7-6900K) ნახევრის ფასად გამოუშვა! Ryzen 1700 ხომ საერთოდ i7-6900K-ის მესამედი ფასია? და ამ ყველაფრის მერე, დღეს მაინც ვხედავ ინტელისგან i7-7740X 4c/8t პროცესორს 340$ დოლარად! რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამის მერე ან რა სმაილი დავსვა? ადრე ხალხი ამბობდა, ინტელს კონკურენტი არა ჰყავსო და იმიტომაც წველის ხალხსო, ლოგიკურად მართლებიც იყვნენ. ეხლა ხო ყავს კონკურენტი? ხომ გვაქვს Ryzen 1700 8c/16t 320$ დოლარად? i7-7740X 4c/8t რატომ ღირს მაინც 340$? თან როგორც თქვეს არაფერი ახალი არააქვსო, იგივე i7-7700K პროცესორია უბრალოდ სხვა სოკეტზე. P.S. დღევანდელი ამაზონის ფასები. ყველაზე სასაცილო ისაა რომ, ინტელი მილიარდელი კომპანიაა და კაპიკს არ უცვლის ფეხს, როცა AMD-ს პროცესორებზე ფასები დაკლება ლამის ტრადიციადაა ქცეული, ძალიან ხშირად მიანხავს AMD-ს პროცესორებზე კარგი ფასდაკლებები, როცა ინტელის შემთხვევაში მარტო შავ პარასკევზე თუ მოხდება ისიც -10$... Spoiler 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted May 31, 2017 Share Posted May 31, 2017 5 hours ago, lasha1616 said: Intel X299 CPU's NOT soldered! ამის მერე რა უნდა ელაპარაკო ამ კომპანიას. 1000+$-ს იხდი და იღებ ნაგავ თერმოპასტიან პროცესორს, რომელიც ძალიან ცუდი გაგრილების გამო იქნება ცხელი და ვერ უშველის ვერც წყალი და ვერც ყინული. AMD-ს რაც შეეხება, ჯერ ფასებზე ვერ მოახდენდა დიდ გავლენას. ხალხის ნდობა AMD-ს პროცესორებზე ჯერ არაა ისეთ დონეზე როგორზეც იქნება მომავალში თუ რა თქმა უნდა ასე განაგრძეს. კი რაიზენი კარგი გამოვიდა მაგრამ წინა წლების გამო ჯერ ასე ერთი ხელის მოსმით ყველა არ გადავა AMD-ზე. ისე მე პირადად სიამოვნებით ვიქონიებდი რაიზენის APU-ს ლეპტოპში. ამბობენ VEGA-ს IGPU ექნებაო 768 ბირთვით რაც ძალიან მაგარი იქნება ინტეგრირებულის კვალობაზე. წინასწარი ლაპარაკით RX 550 -სა და RX 560-ს შორის იქნებაო. აი ეგეთი თუ გამოდგა ეგრევე უნდა მივაყიდო ჩემი ლეპი და ეგეთი ვიყიდო 4 ბირთვი 8 ნაკადი და ეგ კარტა IGPU. მევასება ინტეგრირებულები ენერგოეფექტურები არიან. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted May 31, 2017 Share Posted May 31, 2017 არ მომხიბლა ახალმა X სერიის პროცესორებმა არც მე რ უნდა ქონდეს ისეთი წარმადობა, რომ 2K ღირდეს? რომელ ენთუზიასტს სჭირდება და რატო ამ ფასიანი პროცესორი? ერთადერთი რეალური გამოყენების სფეროს ვხედავ Workstation-ებში CAD-ზე, რედნერზე და სხვა მსგავს გამოთვლებზე თუ მუშაობენ და შეაბამისი კლასის Xeon-ებზე იაფი თუ ეღირება, მაგრამ ამ დროს კარგავ მაგალითად ECC მემორის მხარდაჭერას, რაც ზოგისთვის მნიშვნელოვანია თამაშებისთვის მართლა 6ბირთვი/12 ნაკადზე მეტი უაზრობაა, Battlefield 1-იც ვერ ტვირთავდა ჩემს პროცესორს 60%-ზე მეტად ყველა ბირთვს (ძირითადად 50 -ის ფარგლებში), მაღალ რეზოლუციაზე (4K და ზევით) ძირითადი დატვიირთვა GPU-ზეა ისედაც და ახლანდელ i5 და i7-ს შორის არაა მნიშვნელოვანი განსხვავება 4K-ს დროს, რაც შეეხება CAD-ს და რენდერს, AMD-ს ფასი/წარმადობა გაცილებით ჯობია ინტელისას, რად მინდა მაქსიმუმ 20%-ით მეტი წარმადობა, თუკი 40-60%-ით მეტი გადავიხადე? თან თვითონ პროცესორების არქიტექტურაში არაფერი იცვლება ფაქტიურად გარდა სოკეტისა და ბირთვების რაოდენობის, KabyLake და SkyLake-ებია იგივე, ჩიპსეტებშია დამატებული ახალი ფუნქციები, რომელთა უმეტესობაც დარწმუნებული ვარ X99 და Z170 ჩიპსეტებშიც შეიძლება დაემატოს (მაგალითად Optane, Hardware RAID NVME დრაივებისვის და ა.შ) მაგრამ არაო ინტელმა, ახალი, ძვირადღირებული დედადაფები და პროცესორები უნდა იყიდოთო, (ან AMD-ზე გადავიდეთო) ყველაზე უაზრო ახალი i5-ებია ისე, ფასიც დიდად არ გაზრდილა პროცესორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ x299 დედა დაფები (ისე x99-ის მერე 199 რატო გამოტოვეს? z270-ზე ზემოთ როა რო იგულისხმებოდეს?) უფრო ძვირი იქნება ვიდრე Z270 (და გასაკუთებით Z170)-ები, თან 4 ბირთვი HT-ს გარეშე.... ერთი კარგი რაც არის ცოტა გაიაფდებება წინა თაობის პროცესორები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 31, 2017 Share Posted May 31, 2017 ფასების ეგრე დარეგულირება უფრო რიზენის დამსახურება იქნება, თან ამდ აპირებს სხვა პროცესორების გამოშვებას მომავალში, მარტო მაგეებზე არ შეჩერდება და ინტელმაც შეასწორა უკვე ფასები, 8 ბირთვიანი ამ ეტაპზე ჯერ ადრეა გეიმგისთვის, განსაკუთრებით თუ ონლაინს არ თამაშობ და სხვერხმძლავრი კარტა არ გიყენია 700$+, ისე ძალიან პატარა სკალირება აქვს 2K-მდე და მაგიტომ, იგივე 7700 საკმაოთ კარგათ წურავს 2K GTX1070, 6 ბირთვიანი უფრო პერსპექტიული ჩანს მაგ მხრივ და იაფიც გამოდის, რაღაც ზაპასიც რჩება ამ ეტაპზე და მომავალშიც უფრო ნაკლებათ გაუჭრიდება ვიდრე ეხლანდელ 4 ბირთვიან 8 თრიდიანებს, 1080Ti რაც შეეხება 4K ამ ეტაპზე მარტო მაგ კარტას შეუძლია ასე თუ ისე კარფ ფპს-ზე თამაში გაწურვით კი 6 ბირთვიანიც გაწურავს მაგ კარტას და 8-ზე ზაპასიც დარჩება საკმაო, ბევრ თამასში კარგათ 8 თრიდზე მეტი მაინც არ მუშაობს ამ ეტაპზე, უბრალოთ 8 რეალურ და 8 ვირტუალურ თრიდებს შორის არის საკმაო სხვაობა მაინც, ისე კი ამ ეტაპზე ამდ 1600 მიმაჩნია მე გეიმინგისთვის ყველაზე ოპტიმალურ ვაირანტათ 2K გაფართოვებისთვის რახან Z270-ზე და მგონი არც Z370-ზე არ აპირებს ინტელი 6 ბირთვიანი პროცესორების გამოშვებას, X399 6 ბირთვიანი კი საკმაოთ ძვირი ჯდება მაინც 400$-მდე მაინც, ნუ მაგ ჩარტში 4GHZ ქონია ტურბობუსტი და 390$ უწერია, თუმცა თვითონ ნორმალური მაზერი 300$ მაინც ჯდება ჰაი ენდი რომც არ აიღო, მანამდე შეიძლება მეორე პაკალენიის რიზენებიც დაანონსოს უკვე ამდ და ეგენი წესით საკმაოთ კარგათ უნდა დაუდგენ უკვე i7-7800K 4GHZ თუ დატესტავ ორივეს, თუმცა 250$-ზე მეტი არა მგონია დაადოს ამდ არც მაგ ახალზე, დაჟე უკვე რაღაც დონეზე რაზგონის თავიც რომ ქონდეთ, ისე კი ზვერი პროცესორი იქნება გეიმინგისთვის ეგ ინტელის 6 ბირთვიანი ონლაინ შუტერებისთვისაც კი და თუ არ აპირებ დიდათ დარაზგონებას 250$ სტანდარტული მაზერიც საკმარისი იქნება X299-ზე, რაც არ უნდა იყოს ისეთი საზიზღარი ფასები აღარ ადევს უკვე 6-8 ბირთვიანებზე, მე რასაც ვუყურებ ჯერ კიდე რამდენიმე წელი არ უნდა დაიჩაგროს თამაშებში 4 ბირთვიანი 8 თრიდიანი პროცესორებიც 2K-ზეც კი GTX1080-ზე უფრო სუსტ კარტებზე (ეხლა ეგეთი სულ ორია GTX 980 Ti და GTX1070 რომლებსაც შეუძლიათ ასე თუ ისე მაღალ ფპს-ზე თამაში მაგ გაფართოვებაზე უკვე გამოსულ იგრებში), არის უკვე გარკვეული სხვაობა 2K მაგ კარტაზეც 8 და 12 თრიდიან პროცესორებს შორის ფპს-ში მაგრამ ისეთი დიდი არა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 31, 2017 Share Posted May 31, 2017 30% უფრო სწრაფი იქნებაო https://www.overclock3d.net/news/cpu_mainboard/intel_promises_a_30_performance_improvement_with_their_8th_generation_of_cpus/1 ჰმმ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted May 31, 2017 Share Posted May 31, 2017 20 hours ago, #Skinhead said: სპეციალურად შვებიან, რომ გარანტია დააკარგვინონ მომხმარებლებს Intel tells Core i7-7700K owners to stop overclocking to avoid high temps Quote We do not recommend running outside the processor specifications, such as by exceeding processor frequency or voltage specifications, or removing of the integrated heat spreader (sometimes called 'de-lidding'). These actions will void the processor warranty. :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 31, 2017 Share Posted May 31, 2017 ეგ საკმაოთ დიდი ნახყომი იქნება ისე თუ ნაღდი აღმოჩნდა, იგივე i7 8 თრიდიანს კიდე 30% თუ მოემატა წარმადობა კიდე უფრო დიდხნას გაქაჩავს თამაშებში მაგ შემთხვევაში, სინგლში მაგაზე დიდი წარმადობა არა მგონია დაჭირდეს კიდე 3 წელი მაინც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 31, 2017 Share Posted May 31, 2017 რახან ცალკე თემა გაიხსნა X299-ზე ყველა გურუ3დ-ის ბოლო ინფოებს დავაგდებ ბარემ ამ თემაში: Computex 2017: Intel Launches X299, Kabylake-X, and Skylake-X http://www.guru3d.com/news-story/computex-2017-intel-launches-x299kabylake-xand-skylake-x.html Computex 2017: ROG Press Conference X299 / X399 And Much More http://www.guru3d.com/news-story/computex-2017-rog-press-conference-x299-x399-and-much-more.html Computex 2017: ASUS ROG Rampage VI Extreme X299 http://www.guru3d.com/news-story/computex-2017-asus-rog-rampage-vi-extreme-x299.html 36 თრიდიანი 18 ბირთვიანი იქნება მონსტრობა ალბათ 2000$ რენდერისთვის, რომ გადაგეწვევა მაზერი მაინც კარგ ფორმაში იქნება ალბათ 5 წლის შემდეგაც მაგდენი თრიდების ხარჯზე უფრო უკეთესებიც რომ გამოუშვას ინტელმა მაგ დროისთვის 50%-ით მძლავრი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Save Posted May 31, 2017 Share Posted May 31, 2017 :@:@:@ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted May 31, 2017 Share Posted May 31, 2017 ისე, შედუღებულ heat spreaderს ნაკლოვანებებიც ქონია, წარმადობა კი კარგი აქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში მეტალი იბზარება ხშირი გახურება/გაგრილების გამო და კარგავს ეფექტურობასო, როცა თერმოპასტა, მიუხედავად არც ისე კარგი წარმადობისა ძალიან სტაბილურია მაგ მხრივო, ნუ ოვექლოქინგში ვერ გაქაჩვს ისე, თორე სტოკზე უფრო დიდხანს იმუშავებსო და ამიტომ უმჯობესიც კია მგონი თერმოპასტა, რადგან მომხმარებლების უმეტესობისთვის სტაბილურობა და ხანგრძლივი სოცოცხლის დრო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოვერქლოქინგი (მითუმეტეს როცა თანამერტოვე ტექნოლოგიებით თითმის წარმადობის თეორიულ ზღვარზე ვართ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Save Posted May 31, 2017 Share Posted May 31, 2017 54 minutes ago, gio_kiborg said: ისე, შედუღებულ heat spreaderს ნაკლოვანებებიც ქონია, წარმადობა კი კარგი აქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში მეტალი იბზარება ხშირი გახურება/გაგრილების გამო და კარგავს ეფექტურობასო, როცა თერმოპასტა, მიუხედავად არც ისე კარგი წარმადობისა ძალიან სტაბილურია მაგ მხრივო, ნუ ოვექლოქინგში ვერ გაქაჩვს ისე, თორე სტოკზე უფრო დიდხანს იმუშავებსო და ამიტომ უმჯობესიც კია მგონი თერმოპასტა, რადგან მომხმარებლების უმეტესობისთვის სტაბილურობა და ხანგრძლივი სოცოცხლის დრო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოვერქლოქინგი (მითუმეტეს როცა თანამერტოვე ტექნოლოგიებით თითმის წარმადობის თეორიულ ზღვარზე ვართ) ეგ იმ შემთხვევაში როცა ჩიპის ზომა მცირეა, მაშინ პასტა ჯობია, მარა დიდი ჩიპის შემთხვევაში არ ხდება ეგ Broadwell-E შედუღებულია და მშვენივრად უბერავს, Ryzen ყველა ჩიპი შედუღებულია და არაფერი გაღორდა ინტელი და ეგაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted June 1, 2017 Share Posted June 1, 2017 9 hours ago, Save said: ეგ იმ შემთხვევაში როცა ჩიპის ზომა მცირეა, მაშინ პასტა ჯობია, მარა დიდი ჩიპის შემთხვევაში არ ხდება ეგ Broadwell-E შედუღებულია და მშვენივრად უბერავს, Ryzen ყველა ჩიპი შედუღებულია და არაფერი გაღორდა ინტელი და ეგაა ხო, მართალი ხარ, ნუ ინტელი რო გაღორდა დიდი ხნის ამბავი არაა ეგ მომენტი გამომრჩა პატარა და დიდი ზომის ჩიპებზე, მარა ზუსტად ვერ ვხდები რატოა ასეთი განსხვავება. იდეაში Broadwell-E-ს მეტალზეც უნდა გაჩნდეს მიკრობზარები შეიძ₾ება მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ მაინც, ალბათ იმდენი ხანი უნდა, რომ პროცესორი ისედაც გადასაგდები იქნება უკვე(სიძველის გამო), ამიტომ არაა მნიშვნელოვანი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted June 1, 2017 Share Posted June 1, 2017 12 hours ago, gio_kiborg said: ისე, შედუღებულ heat spreaderს ნაკლოვანებებიც ქონია, წარმადობა კი კარგი აქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში მეტალი იბზარება ხშირი გახურება/გაგრილების გამო და კარგავს ეფექტურობასო, როცა თერმოპასტა, მიუხედავად არც ისე კარგი წარმადობისა ძალიან სტაბილურია მაგ მხრივო, ნუ ოვექლოქინგში ვერ გაქაჩვს ისე, თორე სტოკზე უფრო დიდხანს იმუშავებსო და ამიტომ უმჯობესიც კია მგონი თერმოპასტა, რადგან მომხმარებლების უმეტესობისთვის სტაბილურობა და ხანგრძლივი სოცოცხლის დრო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოვერქლოქინგი (მითუმეტეს როცა თანამერტოვე ტექნოლოგიებით თითმის წარმადობის თეორიულ ზღვარზე ვართ) ხო მაგრამ თუ ისეთ პროდუქტს აკეთებ რომელიც სარაზგონოა, მაგრამ არ ვარგა სარაზგონოდ რა გამოდის მაშინ? რატომღა აკეთებს K სერიებს როცა თვითონვე გახდევინებს მეტს რაზგონის შესაძლებლობაში და ამავდროულად გეუნება არ დაარაზგონოო ეგ არ ვიცი მაგრამ შედუღებას ამ ახალ თაობებზე ვერ აკეთებენო რადგან დაზიანების შანსი იზრდებაო, ანუ ჩიპები დაებრაკებათ და ამიტომ მარტივად მოაგვარეს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
mail10 Posted June 1, 2017 Share Posted June 1, 2017 რა ლამაზ მაზერებს უშვებენ, აქეთ ამდ გადაირია, ვერ ამირჩევია რომელი ვიყიდო, ყველა მინდა მქონდეს რა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.