Sign in to follow this  
მათე

ODROID XU4

Recommended Posts

გამარჯობათ დღეს წარმოგიდგენთ კიდევ ერთ raspberry pi-ს მსგავს მიკრო კომპიუტერს ODROID XU4. 

51541a909a32.jpg

ის იყენებს ARM-ს big.LITTLE ტექნოლოგიას და heterogeneous multi-processing (HMP) გადაწყვეტილებას.

odroid xu4 არის ახალი თაობის საკმაოდ მძლავრი და ენერგოეფექტური პატარ ფორმფაქტოის კომპიუტერი. აქვს open source მხარდაჭერა და მუშაობს linux-ს სხვადასხვა ვერსიებზე, ასევე andorid-ს 4.4  kitkat და 5.0 lollipop ვერსიებზე. მას გააჩნია eMMC5.0, USB 3.0 და gigabit ethernet ინტერფეისები. ამის გამო ის საოცარ ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეებს აღწევს, რაც საშუალებას გაძლევთ გამოცადოთ კომპიუტერის დონის ბრაუზინგი, ჩატვირთვა/გამორთვა როგორც კომპიუტერის ასევე პროგრამების და 3D gaming-ც კი.

xu4 სრულად თავსებადია წინა მოდელის სოფთან xu3-თან. თუმცა xu4 არის უფრო კომპაქტური და გაცილებით იაფი.

მისი მონაცემებია:

* Samsung Exynos5422 Cortex™-A15 2Ghz and Cortex™-A7 Octa core CPUs
* Mali-T628 MP6(OpenGL ES 3.0/2.0/1.1 and OpenCL 1.1 Full profile)
* 2Gbyte LPDDR3 RAM PoP stacked
* eMMC5.0 HS400 Flash Storage
* 2 x USB 3.0 Host, 1 x USB 2.0 Host
* Gigabit Ethernet port
* HDMI 1.4a for display
* Size : 82 x 58 x 22 mm approx.(including cooling fan)

UBUNTU 15.04 ამ მოდელის წინა მოდელე xu3-ზე. ეს მოდელი კი შედარებით ძლიერია.

SDcard-სა და eMMC მოდულის ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარეები

b6a1bb3bc3f2.jpg

USB 3.0 პორტის პერფორმანსი

f03ea338ff8e.jpg

gigabit ethernet port-ს პერფორმანსი

608b67a1bbde.jpg

ეს შეადრება raspberry pi2-თან და სხვა odroid-ს მიკროკომპიუტერებთან

1666028aa724.jpg

მისი ფასი მხოლოდ 74$-ს შეადგენს და შეგიძიათ შეიძინოთ ოფიციალური საიტიდან. http://www.hardkernel.com/main/products/prdt_info.php?g_code=G143452239825

იქვე ნახავთ სხვადასხვა მოდულებს ამ მინიკომპიუტერისთვის. იხილეთ რამდენიმე მათგანი

c450d0b343b2.jpg

ესეც რამდენიმე პროექტი

Gaming android-ში xu4-ზე

ვირტუალური ჰოლოგრამა

ტაბლეტი xu4-თ

 

  • Upvote 4

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან კარგია.

თუმცა ცოტახნის წინ, კიდე ვიპოვე მსგავსი პროდუქციის მქონე ბრენდი http://www.up-board.org/specifications/

100$ ღირს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინტელის პროცესორი აქვს. მემგონი ვისაც ცოტა ძლიერი ვერსია ჭირდება, Up-Board კარგი ვარიანტია.

 

  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

@lasha1616 Wow ძალიან მაგარია. ისე მაგის პროცესორის სპეციპიკაციებში 2 GB უწერია მაქსიმუმ RAM და ამათ ეწერათ რომ 4 GB-იანი ვარიანტიც აქვთ და როგორ მოახერხეს?

გინდა დაწერე თემა ამ გაყოფილებაში მაგ device-ზე მაგარი რამეა. მართლაც პირველი full pc-ა ასეთ ფორმ ფაქტორში ამ ფასად. მეც ვეძებდი მასეთებს მაგრამ ვერ ვნახე ასეთი პერფორმანსის ამ ფასად.

Share this post


Link to post
Share on other sites
19 minutes ago, მათე said:

@lasha1616 Wow ძალიან მაგარია. ისე მაგის პროცესორის სპეციპიკაციებში 2 GB უწერია მაქსიმუმ RAM და ამათ ეწერათ რომ 4 GB-იანი ვარიანტიც აქვთ და როგორ მოახერხეს?

გინდა დაწერე თემა ამ გაყოფილებაში მაგ device-ზე მაგარი რამეა. მართლაც პირველი full pc-ა ასეთ ფორმ ფაქტორში ამ ფასად. მეც ვეძებდი მასეთებს მაგრამ ვერ ვნახე ასეთი პერფორმანსის ამ ფასად.

სადღაც 1 თვეა რაც ვიპოვნე, მაინტერესებდა ესეთი მიკრო PC მქონოდა რაც შეიძლება ძლიერი...

თითქმის ყველა ესეთ კომპიუტერს, შედარებით სუსტი SoC-ები აქვთ, ერთადერთი ეს ვნახე სრულიად ახალ ინტელის ბაზაზე. დელის პლანშეტი მაქვს Venue 8 ინტელის Soc-ით Intel Atom Z2580, თითქმის სამი წელია და დღემდე კმაყოფილი ვარ მუშაობით. რავი გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ყიდვის დღიდან, ერთხელაც არ დამირესეტებია პლანშეტი, მიხუედავად იმისა რომ უამრავი app მიყენია... ამიტომაც უფრო ვიხრები ინტელის პროცესორებისკენ..

x5-Z8350 გაცილებით ძლიერი ჩანს, ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია მისი გრაფიკის მახასიათებლები Support: DX*11.1/12, Open GL*4.2, Open CL*1.2 OGL, ES3.0, H.264, HEVC(decode), VP8. ასევე უფრო მეტი ტრანზისტორი ექნება თანაც 14-nm-ზეა, ფართობი 17x17 მმ აქვს, როცა ჩემი 32 nm-იანია და 14x14 mm-ზეა. ორივეს ვირტუალიზაციის მხარდაჭერაც გააჩნია. მოკლედ ინტელის პროცესორები ძალიან მომხიბვლავია ამ ეტაპზე... (სრული შედარება)

Desktop PC-ია ფაქტიურად, როგორც იმ ვიდეოში ბოლოს ამბობს. უბრალოდ 100$ თითქოს ცოტათი ძვირია... მაგრამ ამ ეტაპზე მემგონი სხვა ალტერნატივა არ არის... მე პირადად არ შემხვედრია..

ამ კონკრეტულს Soc-ს RAM 2 GB უწერია მაქსიმალური, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს 4 GB როგორ გახადეს, სპეციფიკაშია ესეა  1GB / 2GB / 4GB DDR3L-1600.

UP-CHT01-A10-0432 4GB RAM+32GB eMMC
UP-CHT01-A10-0464 4GB RAM+64GB eMMC

ამ ორი პარტ ნომრიდან ორივეს 4 GB აქვს RAM რაც მემგონი იდეალური ვარიანტია.. აქ არის სრული ტექნიკური შესაძლებლობები Datasheet

ისე Display Port როგორ უყენდება მაგას? ჩემ მონიტორს მაინცადამინც HDMI პორტი არააქვს ...

 

 

 

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Atom x5-8XXX სერიაზე ინტელს კი უწერია 2 გბ რამი სპეცებით, მაგრამ კაი ხანია მწარმოებლებს მისცეს აქსესი და ბიოსში ჩარევით იხსნება 4 გბ ოპერატიულის მხარდაჭერა :)

 

On ‎07‎/‎08‎/‎2016 at 5:16 PM, lasha1616 said:

Desktop PC-ია ფაქტიურად, როგორც იმ ვიდეოში ბოლოს ამბობს. უბრალოდ 100$ თითქოს ცოტათი ძვირია... მაგრამ ამ ეტაპზე მემგონი სხვა ალტერნატივა არ არის... მე პირადად არ შემხვედრია..

კი ეგრეა, გამიტესტავს ეგ პროცები და მშვენივრად ქაჩავენ ყველაფერს. ყოველდღიურობაში სახმარად მშვენიერი კომპებია. N3050-სა და N3700-ს შორისაა პერფორმანსით Atom x5-8XXX სერია.

ვინდი, საოფისე პროგრამები, იუტუბი თავისი ფულლ ჰდ-ებით და ა.შ. უპრობლემოდ ქაჩავს ყველაფერს :)

ფასი კიდევ, 100$ კარგია საკმაოდ 2 გბ ოპერატიული + 32 გბ eMMC მოდელისთვის. მზა კომპია ფაქტიურად. ნუ მანდ, რა თქმა უნდა, მოგება, გადასახადები და ა.შ. ჩასმულია, მაგრამ არსებული ბაზრის გათვალისწინებით ნორმ. ფასია საკმაოდ.

  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this