Popular Post მათე Posted April 24, 2016 Popular Post Share Posted April 24, 2016 დღეს გასწავლით როგორ მოუაროთ, გააძლიეროთ ან აღადგინოთ თქვენი ლეპტოპის ელემენტი. ადრე თუ გვიან ნებისმიერი ელემენტი კვდება. თუმცა თანამედროვე ელემენტები საკმაოდ დიდხანს ძლებენ სანამ ეს მოხდება. როგორც წესი სწორი ხმარების შემთხვევაში ლეპტოპის ელემენტი ძლებს დაახლოებით 2-2.5 წელი სანამ ბოლომდე მოკვდება, თუმცა ამ ხნის მანძილზე მისი ტევადობა მცირდება. თუ გსურთ რომ თვალი ადევნოთ ამ პროცესს ტევადობის გაზომვა ბევრი პროგრამებით შეიძლება. უფრო მალე გაფუჭებას იწვევს არასწორი ხმარება. არის მითები რომ სულ შეერთებული თუ იქნა ბატარეა არ მუშაობს და ამიტომ დიდხანს გაძლებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, არც სულ დატენვა დაჯდომაა სწორი გზა რადგან ამით თქვენ ბატარეის დატენვა დაჯდომის ციკლებს სწრაფადვე ამოწურავთ და ამით მოუსწრაფებთ სიკვდილს. ბოლომდეც არასოდეს არ დასვათ თქვენი ლეპტოპის ბატარეები რადგან ეს საზიანოა ამ ტიპის ბატარეებისთვის. მიუხედავად ამ სკრინისა ოქროს შუალედი თანამედროვე ბატარეებისთვის არის 40-80%. ანუ როცა 80%-ზე ავა უნდა გამორთოთ და 40-ზე რო ჩამოვა ისევ მიაერთოთ დამტენს, თუმცა რათქმაუნდა ეს ძნელი გასაკეთებელია იმის გათვალისწინებით რომ უამრავი ლეპტოპისთვის ეს ნიშნავს მხოლოდ 1 საათს ბატარეის ენერგიაზე. ულტრაბუქები ამ ინტერვალში შეძლებენ 3-4 საათსაც ბატარეაზე მუშაობას, თუმცა ისინი ძვირია. მეორე მტერი არის სიცხე. უნდა ეცადოთ რომ ყოველთვის გრილად იყოს ელემენტი. ზოგი ურჩევს ხოლმე შენახვისას მაცივარში დადებას ეს არ ქნათ, თუმცა შენახვას თუ დააპირებთ შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. ასევე შენახვისთვის ბატარეა დატენეთ ბოლომდე და შემდეგ ამუშავეთ რომ დაჯდეს 70-75%-მდე და ისე შეინახეთ. უბრალოდ 70-75%-ზე დატენვა არ კმარა. შენახვის შემდეგ ელემენტი განაგრძობს ენერგიის კარგვას, ამიტომ თვიდან თვემდე გაიმეორეთ ხოლმე ეს პროცედურა. ამ ყველაფრის მიუხედავად ნებისმიერი ელემენტი მოკვდება. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ახალი ელემენტი ან აღადგინოთ ძველი ისე რომ ახალზე მეტ ხანს გაძლოს თუ როგორ ამის გასაგებად განაგრძეთ კითხვა. კომპიუტერის ძირითადი ნაწილისთვის როგორიცაა პროცესორი მოქმედებს მურის კანონი, თუმცა არა ბატარეაზე. მიუხედავად ამისა წლიდან-წლამდე მაინც იხვეწება მისი დამზადების ტექნოლოგია. დამზადება უფრო იაფი ჯდება ხოლო ელემენტის ტევადობა დაახლოებით 8%-თ იმატებს. მაგალითად 25 წლის წინ 1500 mah-იანი ელემენტის დამზადება 10$ ჯდებოდა ხოლო 2016 წელს 3000 mah-იანი ელემენტის დამზადება 2 $ ჯდება. მაშინ როცა თქვენ შეიძინეთ თქვენი ლეპტოპი მის ბატარეაში განლაგებული cell-ები, პატარა ელემენტები, იყვნენ რაღაც ტევადობის ხოლო როდესაც ლეპტოპის ელემენტი მოკვდა ანუ დაახლოებით 2 წლის შემდეგ იგივე ზომის ელემენტებს უკვე გააჩნიათ უფრო მაღალი ტევადობა. ამას დაუმატეთ ის რომ შესაძლოა თქვენს ლეპტოპში არ იყო გამოყენებული მაქსიმალური სიმძლავრის ელემენტები. შედეგად თქვენ შეგიძლიათ დაახლოებით 1.4-1.5-ჯერ გაზარდოთ თქვენი ელემენტის ტევადობა ახალი, უფრო მძლავრი ელემენტების ჩადებით. ჩემი ლეპტოპის ელემენტში მაგალითად გამოყენებულია 18650 სტანდარტის cell-ები, თქვენ შემთხვევაში შეიძება სხვა იყოს, ამიტომ უნდა ნახოთ რა დევს თქვენს ბატარეში და იმ მოდელის მიხედვით მოძებნოთ შემცვლელი. ჩემ შემთხვევაში ელემენტი არის 6 cell-იანი და აქვს 11.1 v 4400 mah-ტევადობით. ელემენტარული მათემატიკით ვხვდებით რომ cell-ებისგან გაკეთებულია 3-3 მიმდევრობით შეერთებული ორი მოდული და შემდეგ ისინი ერთმანეთთან მიერთებულია პარალელურად. თითოეული ეს cell არის 3.7 ვოლტიანი 2200 mah-იანი. mah-ები მიმდევრობით მიერთებისას არ ჯამდება ხოლო ვოლტები ჯამდება ანუ თითოეულ 3 ელემენტიან მოდულში 3.7 x 3 = 11.1 ხოლო 2200 mah 3 ელემენტზე რჩება 2200 mah. პარალელურად მიერთებისას ვოლტაში არ ჯამდება ხოლო mah-ები ჯამდება. ანუ ზუსტად ვიღებთ 11.1 ვოლტი და 2200 x 2 = 4400 mah. google-ს წყალობით ვიგებთ რომ დღედღეობით 18650 სტანდარტის ელემენტებს გააჩნიათ მაქსიმუმ 3200, 3400 და 3500 mah ტევადობაც კი. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს რომ თუ მე ვიყიდი 6 ასეთ ელემენტს და ჩავაყენებ მათ ჩემი ლეპტოპის ელემენტში, შედეგად მე მივიღებ ფიზიკურად იგივე ზომის ელემენტს თუმცა ტევადობა მექნება 7000 mah. დღეს როცა ჩემი ელემენტი 100% ჯანმრთელია ის მყოფნის 3 სთ. 7000 mah რომელიც ჩემს ელემენტს აღემატება 1.59-ჯერ მეყოფოდა 1.59 x 3 = 4 სთ 46 წთ-ს რაც საკმაოდ დიდი ბუსტია. ასეთი ელემენტების ფასები მერყეობს 13-20 ლარებში. საუკეთესო მწარმოებლებია samsung, panasonic, LG, sony შესძლოა ნახოთ 4000 5000 mah-იანი ელემენტებიც მაგრამ ერიდეთ ასეთებს ისინი ჩინურებია, როგორც წესი გაცილებით მსუბუქია ვიდრე ორიგინალი და გააჩნიათ ტევადობა 400-1000 mah- მდე. საინტერესო საიტი ასეთ ბატარეებზე https://batterybro.com/collections/18650-battery ამ საიტზევე ნახავთ საინტერესო ინფორმაციებს პატენტ მოდელებზე და მიმოხილვას ცნობილ ელემენტებზე. ასევე შედარებას სხვადასხვა მოდელებს შორის. ესეც ჩემი რჩეული LG-ს 3500 mah-იანი მოდელი https://batterybro.com/products/lg-chem-18650-mj1 მას შემდეგ როცა იყიდით ახალ cell-ებს არ იჩაროთ მათი ლაპტოპის ბატარეაში ჩადება სანამ ამ რჩევებს არ გაითვალისწინებთ. ბატარეას აქვს რამდენიმე კონექტორი. + - თერმისტორის, ინფორმაციის, საათის, ჩამრთველის და სათარაიგო თერმისტორის (უსაფრთოებისთვის). როგორც წესი მხოლოდ + და - არის ხოლმე მითითებული. ზოგ ელემენტს აქვს switch რომელიც გამორთულია. ანუ ბატარეის კონექტორებზე ძაბვა არ მოდის. მხოლოდ ამ switch-ს გააქტიურების შემდეგ ხდება კონექტორებზე ძაბვის მოწოდება. თუ ეს არ მუშაობს მაშინ ბატარეას შესაძლოა ჭირდებოდეს აქტივაციის კოდი, რომელიც გასაიდუმლოებულია კომპანიის მიერ. ზოგ ეკემენტს დაცვისთვისაც აქვს მექანიზმი რომელიც რაღაც რაოდენობის ციკლის შემდეგ თიშავს ბატარეას. შეცვლამდე გაითვალისწინეთ რომ ზოგი smart ბატარეის წრედები უნდა იყოს აქტიური cell-ების შეცვლისას წამიერმა ენერგიის კარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფორმაციის დაკარგვა ბატარეაში რის შემდეგაც თქვენ მას ვეღარ გააცოცხლებთ. ეს გავს ოპერაციას გულზე როცა ექიმები სხვა ორგანოებს ამუშავებენ ჩვეულებრივ სანამ ახალ გულს ჩადგამენ. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ სხვა დენის წყარო იგივე ვოლტაჟით რაც ამ წუთასაა ბატარეებში მიაერთეთ 100 Ohm-იანი რეზისტორით წრედს. მოხსენით ეს ძაბვა როცა წრედი ძაბვას ახალი ელემენტებისგან აიღებს. cell-ები უნდა მიაერთოთ მიყოლებით ისე როგორც ახლა არის ბატარეაში. ანუ cell 1 მერე 2 მერე 3 და ა.შ. აწყობის მერე საჭიროა დაკალიბრება flag-ების განახლება. ამისათვის უნდა დატენოთ ელემენტი ბოლომდე და დასვათ ბოლომდე და კვლავ დატენოთ ბოლომდე. (აუცილებლად წაიკითხეთ ბატარეის კალიბრაციის შესახებ BU-603: How to Calibrate a “Smart” Battery). მარტივი მონახაზი: 1 უნდა გამოიყენოთ ერთნაერი ტევადობის cell-ები. არ აურიოთ სხვადასხვა ტევადობები. 2 არასოდეს დატენოთ li-ion ბატარეები სპეციალური დამცავი წრედების გარეშე. ყოველი cell-ს სჭირდება მონიტორინგი რომელსაც სწორედ ეს წრედი აკეთებს. 3 აუცილებლად უნდა მუშაობდეს ტემპერატურის სენსორი რომელიც აგდებს ტენვის დროს ძაბვას თუ ბატარეა ხურდება 4 შეკეთებული ბატარეა დატენეთ ნელა. 5 ყურადღება მიაქციეთ და არ იყიდოთ no name ბრენდის ელემენტები 6 li ion ბატარეები მგრძნობიარეა საპირისპირო პოლარობაზე ამიტომ დააკვირდით და სწორად შეაერთეთ თითოეული cell 7 არავითარ შემთხვევაში არ დატენოთ li ion ბატარეა თუ ის ფიზიკურად დაზიანებულია ან დიდი დრო 1.5 v-ზე ნაკლებზე იყო. 8 დააკვირდით ახალ ბატარეას რამდენად სწრაფად ჯდება. შიდა დაიანების შემთხვევაში შესაძლოა ძალიან სწრაფად დაჯდეს. 11 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted April 24, 2016 Share Posted April 24, 2016 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OpTiMeR Posted April 25, 2016 Share Posted April 25, 2016 http://www.amazon.com/HWG-Replacement-PA5024U-1BRS-PA5023U-1BRS-C855-S5206/dp/B019SRPZYQ/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1461566377&sr=8-1-spons&keywords=laptop+battery&psc=1 description-ში 5200 რო უწერია ანუ 3-3 მიმდევრობით გამოიმუშავებენ 2600 მილიამპერს და პარალელურად იკრიბება გასაგებია დენის კანონებიდან... სწორად ვთქვი? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted April 25, 2016 Author Share Posted April 25, 2016 42 minutes ago, OpTiMeR said: http://www.amazon.com/HWG-Replacement-PA5024U-1BRS-PA5023U-1BRS-C855-S5206/dp/B019SRPZYQ/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1461566377&sr=8-1-spons&keywords=laptop+battery&psc=1 description-ში 5200 რო უწერია ანუ 3-3 მიმდევრობით გამოიმუშავებენ 2600 მილიამპერს და პარალელურად იკრიბება გასაგებია დენის კანონებიდან... სწორად ვთქვი? კი მანდ 6 cell-ია ანუ 3-3 არის მიმდევრობით და ერთმანეთთან პარალელურად და გაძლევს 11.1 ვოლტს. 2600 mah-იანები იქნება მანდ კი. ჩემი ლეპტოპისთვისაც ეგეთივე ზომის ბატარეა როგორიც ეხლა აყენია მაქსიმუმ 5200 mah_იანი იყიდება ხოლო ამ გაიდით რაც ზემოთ დავწერე 7000 mah-იანის გაკეთებაა შესაძლებელი. არის კიდევ უფრო დიდი ტევადობის ოფიციალურად მარა ის უკვე მახინჯობაა მაგარი. გამობერილი აქვს დაბლა და მაგაში 9 cell-ია უკვე ჩემთვის ასეთია. ეგენი 7800 mah-იანებია. ამიტომ საუკეტესო გამოსავალია აწყობა 7000 mah მივიღებ ფორმის შეუცვლელად. თუმცა ეგ ცხრიანი რო აიღო და ის გააძლიერო მანდ 10500 mah-ს ვიღებ რაც 8 საათსაც ეყოფოდა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted April 25, 2016 Share Posted April 25, 2016 oho interesting... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OpTiMeR Posted April 25, 2016 Share Posted April 25, 2016 საინტერესოა სმარტფონების ელემენტებში როგორაა საქმე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted April 25, 2016 Author Share Posted April 25, 2016 15 minutes ago, OpTiMeR said: საინტერესოა სმარტფონების ელემენტებში როგორაა საქმე სმარტფონის ელემენტს რა უნდა უქნა ეგ მთელი ელემენტია ვერც დაშლი და ვერაფერი. ერთი რაც შეგიძლია სხვა სმარტის ბატარეა თუ ეტევა ეგ ჩატენო და ვსო. მაგალითად აქ მაქვს გახსნილი თემა G2-ს 3000 mah-იანი ბატარეა როგორ ჩავდოთ nexus 5-ს 2300 mah-იანის ნაცვლად. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OpTiMeR Posted April 25, 2016 Share Posted April 25, 2016 10 minutes ago, მათე said: სმარტფონის ელემენტს რა უნდა უქნა ეგ მთელი ელემენტია ვერც დაშლი და ვერაფერი. ერთი რაც შეგიძლია სხვა სმარტის ბატარეა თუ ეტევა ეგ ჩატენო და ვსო. მაგალითად აქ მაქვს გახსნილი თემა G2-ს 3000 mah-იანი ბატარეა როგორ ჩავდოთ nexus 5-ს 2300 mah-იანის ნაცვლად. არა მაგას არ ვგულისხმობ. საინტერესოა წლიდან წლამდე როგორ იხვეწება დამზადების ტექნოლოგია და რას აკეთებენ იმისათვის, რომ გაზარდონ წარმადობა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
2jzgte Posted September 10, 2016 Share Posted September 10, 2016 ეს თმეა წავკითხე მომეწონა ნაშრომი მარა მაინც ვერ გავიგეის რომ,ეხლა ჩემ ბატარიას როგორ მოვუარო?მანდ ხო ახლებზე გიწერია ვერ მვხვდი,ან დაკალიბრაცია როგორ გავუკეთო ინგლისური არ ვიცი და იქნებ ქართულად დამეხმარო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Luka_Lucha Posted March 6, 2018 Share Posted March 6, 2018 ხანდახან როცა ჯდება ჩემი ლეპტოპი უცებ თავისით იტენება თითქოს ვთქავთ თუ იყო 20%ზე შეიძლება უცებ 50-60ზე ავარდეს და ეს კარგია თუ ცუდი ვერ გავიგე მაინტერსებს გარდა იმისა რო 40-80 % ის ოქროს შუალედი უნდა დავიცვა კდიე როგორ შეილება ბატარეიის მოვლა რამე პროგრამით უნდა შევამოწმო რამე ხარვეზი ხო არ აქ და მერე უნდა ისევ პროგრამიტ გამოვასწორო? დიკალიბრაცია მოვლის ერთ-ერთი ხერხია თუ რა არის იქნებ უკეთ ამიხნსათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted March 7, 2018 Share Posted March 7, 2018 On 3/6/2018 at 12:30 PM, Luka_Lucha said: ხანდახან როცა ჯდება ჩემი ლეპტოპი უცებ თავისით იტენება თითქოს ვთქავთ თუ იყო 20%ზე შეიძლება უცებ 50-60ზე ავარდეს და ეს კარგია თუ ცუდი ვერ გავიგე მაინტერსებს გარდა იმისა რო 40-80 % ის ოქროს შუალედი უნდა დავიცვა კდიე როგორ შეილება ბატარეიის მოვლა რამე პროგრამით უნდა შევამოწმო რამე ხარვეზი ხო არ აქ და მერე უნდა ისევ პროგრამიტ გამოვასწორო? დიკალიბრაცია მოვლის ერთ-ერთი ხერხია თუ რა არის იქნებ უკეთ ამიხნსათ ცუდია, ელემენტი გაფუჭებულია. დამუხტვასაც უფრო სწრაფად აკეთებს დაზიანებული ელემენტი და სწრაფადვე ჯდება დატვირთვისას, მაგრამ თუ მომეტში მსუბუქ რეჟიმზე მუშაობს ( ვთქვათ ჩართულია, მაგრამ არცერთი პროგრამა არ გაქვს გაშვებული და არც არაფერ მოქმედებას აკეთებ ) იმ მომენტში ფიზიკურად ძაბვა სწრაფად იზრდება და იმიტომაა ( შენ შემთხვევაში ) 20% -დან 50 % -მდე მუხტის მატებას აჩვენებს პროგრამულად. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Luka_Lucha Posted March 7, 2018 Share Posted March 7, 2018 1 hour ago, kakha77777 said: ცუდია, ელემენტი გაფუჭებულია. დამუხტვასაც უფრო სწრაფად აკეთებს დაზიანებული ელემენტი და სწრაფადვე ჯდება დატვირთვისას, მაგრამ თუ მომეტში მსუბუქ რეჟიმზე მუშაობს ( ვთქვათ ჩართულია, მაგრამ არცერთი პროგრამა არ გაქვს გაშვებული და არც არაფერ მოქმედებას აკეთებ ) იმ მომენტში ფიზიკურად ძაბვა სწრაფად იზრდება და იმიტომაა ( შენ შემთხვევაში ) 20% -დან 50 % -მდე მუხტის მატებას აჩვენებს პროგრამულად. სხვათა შორის არც მალე ჯდება და დამუხტვითაც ნორმალურად იტენება, მარა მგონი გამოვცვლი და ხო არ შეგიძლია მითხრა როგორ მოვუარო ბატარეას რო იგივე პრობლემა არ შემექმნას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Smilodon Posted May 9, 2018 Share Posted May 9, 2018 როცა სახლში ვარ მუდამ დამტენზე მაქვს შეერთებული, მაგარი ტანჯვაა ხშირად შეერთება- გამოერთება.ხოლო ღამეც ფილმს რომ ვუყურებ ჩამეძინება და ასე დამტენზე მიერთებული მრჩება დილამდე.ძაან ხომ არ ავაოხრებ ასე ელემენტს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted May 27, 2018 Share Posted May 27, 2018 On 5/9/2018 at 11:32 PM, Smilodon said: როცა სახლში ვარ მუდამ დამტენზე მაქვს შეერთებული, მაგარი ტანჯვაა ხშირად შეერთება- გამოერთება.ხოლო ღამეც ფილმს რომ ვუყურებ ჩამეძინება და ასე დამტენზე მიერთებული მრჩება დილამდე.ძაან ხომ არ ავაოხრებ ასე ელემენტს? არ დატოვო მთელი ღამე დამტენზე, მალე გაფუჭდება ელემენტი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted February 6, 2020 Share Posted February 6, 2020 დავფიქსირდები ... კარგი თემაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted January 26 Share Posted January 26 გავაცოცხლოთ თემა Dell Latitude 5480 მაქვს, იშვითად ვხმარობ, რამოდენიმე თვეა არ ჩართულა, დღეს ჩავრთე და აღმოჩნდა რომ ელემენტი 32%-ზე მეტზე აღარ იტენება არის რამე საშველი თუ გავიდა ელემენტი გაღმა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted February 15 Share Posted February 15 On 1/26/2024 at 3:49 PM, Gogla1990 said: გავაცოცხლოთ თემა Dell Latitude 5480 მაქვს, იშვითად ვხმარობ, რამოდენიმე თვეა არ ჩართულა, დღეს ჩავრთე და აღმოჩნდა რომ ელემენტი 32%-ზე მეტზე აღარ იტენება არის რამე საშველი თუ გავიდა ელემენტი გაღმა? მაგას ქესტუმ გაიუკეთე და დურთე ახალი https://www.ebay.com/itm/304970773613?itmmeta=01HPNXZX6YP7SR6G1F0ZP5TWVP&hash=item4701acb46d%3Ag%3AF9wAAOSwuzNkf-f3&itmprp=enc%3AAQAIAAAA0DZIJFWLNM76E9d7QNeD4zXDOKEsYGekkFxAfXZUkQPvK5JG5shtw%2FQUVpUARLceCva8mmxm4VkVud4%2FOA5p8EfYnjBr67i%2BsJndguNUGFPESvyapmouJQPJt5sXOSsfvdrkPHQmWv0lS7h86xtwxC55mrF7mBOldnm%2FUq6HJBFvNlSQlBXlV50sCS5MuQ5wz617OiJaXt2qqooOmtuX8rerssC9zRHwXFmw%2FLGAfDuBpmqmk51SFSVd83yPReXX%2Bl0vRBGhj3ZAvDQLn7Z6pyQ%3D|tkp%3ABk9SR8zT_721Yw&LH_ItemCondition=3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 15 Share Posted February 15 3 hours ago, david_888 said: მაგას ქესტუმ გაიუკეთე და დურთე ახალი არ ვხმარობ ლეპტოპს თუ სადმე მივლინებაში არ გამიშვეს დიდი ხნით და ახალი ელემენტი რა ჭირად უნდა პ.ს ამოვიღე ხსენებული ელემენტი, 5 წუთით საყინულეში ვდურთე, დავაბრუნე უკან და დაიწყო დატენვა როგორც წესია შემდეგი ჩართვა რომ მოუწევს 1-2 თვეში, სავარაუდოდ იგივე სიტუაცია დამხვდება, მარა მაინც .. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted February 15 Share Posted February 15 30 minutes ago, Gogla1990 said: არ ვხმარობ ლეპტოპს თუ სადმე მივლინებაში არ გამიშვეს დიდი ხნით და ახალი ელემენტი რა ჭირად უნდა პ.ს ამოვიღე ხსენებული ელემენტი, 5 წუთით საყინულეში ვდურთე, დავაბრუნე უკან და დაიწყო დატენვა როგორც წესია შემდეგი ჩართვა რომ მოუწევს 1-2 თვეში, სავარაუდოდ იგივე სიტუაცია დამხვდება, მარა მაინც .. თვეში ერთხელ დაასვი-დატენე 10-%-100% და შესანახად 50-60%-ზე გათიშე ხოლმე არა ნუ თუ გკიდია საერთოდ ეგ ლეპი მაშინ დაიკიდე ზემოხსენებული პროცედურები ))) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.