Popular Post მათე Posted February 17, 2016 Popular Post Share Posted February 17, 2016 მოგესალმებით, დიდი ხანია აქ თემა არ დამიდია მოუცლელობის გამო. დღეს მოგახსენებთ gaming სამყაროსთვის ძალიან კარგი ამბის შესახებ. მოგეხსენებათ დღეს-დღეობით ძირითად gaming პლატფორმად ითვლება windows (PC) არა იმიტომ რომ ხალხი გიჟდება მასზე, არამედ იმიტომ რომ ის API (Directx) რომელიც გამოიყენება თამაშების შესაქმნელად არის მხოლოდ ამ OS-ზე. კიდევ არსებობს OpenGL იმდენად დახვეწილი არაა როგორიც Directx თუმცა ამის მიუხედავად არსებობს რიგი თამაშებისა რომელიც მას იყენებს და მუშაობს windows-სგან განსხვავებულ OS-ზე ესაა linux. დღეისათვის ამ პლატფორმაზე საკმაოდ ბევრი თამაშია შექმნილი, ამ დროისთვის Steam-ზე მათი რიცხვი 1952-ია. მათ შორის დაახლოებით 60-70-მდე თანამედროვე თამაშია ისეთები როგორიცაა Shadow of mordor, Bioshok infinit, CS GO, METRO (ორივე), Grid autosport, Dying light და ა.შ. სამწუხაროდ Directx-ს სხვა პლატფორმებზე არ არსებობის გამო უამრავი gamer იძულებულია თავის კომპიუტერზე დააყენოს windows OS. ფაქტობრივად ეს გართმევს არჩევანის საშუალებას და ამავდროულად კონკურენციის უქონლობის გამო განვითარებაც საკმაოდ შენელებულია. თუმცა ბოლო ხანებში გამოჩნდა სხვა API რომელმაც გამოყენება ჰპოვა რამდენიმე თამაშში. ეს იყო AMD-ს მიერ შექმნილი mantle. ის წარმოადგენს Directx-ს შემცვლელ API-ს რომელიც იდეაში გაცილებით უფრო ახლოსაა რკინასთან (low level) ამის გამო არის ბევრად უფრო ეფექტური და მან ეს დაამტკიცა AMD-ს hardware-ზე ამ თამაშებში (battlefield 4 ამაში თავად მაქვს დატესტილი როცა ვიყიდე BF4 გატეხილ ვერსიებში ვერ ვნახე Mantle-ს support და Thief), როდესაც იძლეოდა გაცილებით უკეთესს peformance-ს DX11-თან შედარებით. მალევე AMD-მ ეს API გაქრო როგორც დამოუკიდებელი პროექტი და მთლიანად უსასყიდლოდ გადასცა და ეხმარებოდა დახვეწაში Khronos Group-ს. მათ კი თავისმხრივ წარადგინეს ახალი API სახელად Vulkan. ის წარმოჩენილია როგორც OpenGL-ს გამგრძელებელი, თუმცა თქვენ უკვე იცით თუ საიდან მოდის ეს API. ის იდეაში არა DX11-ს არამედ DX12-ს კონკურენტია. აქვს უამრავი ახალი ტექნოლოგია რომლებშიც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს async compute (ამის შესახებ იხილეთ ჩემ თემაში VULKAN არის multi-platform მას აქვს windows-ს, linux-ს, android-ს, Tizen OS-ების მხარდაჭერა. რაც იმას ნიშნავს რომ gaming როგორც ასეთი არ იქნება მიბმული ერთ სისტემაზე და მომხმარებელს ექნება გააკეთოს არჩევანი სასურველ OS-ზე თამაშებზე უარის თქმის გარეშე. ასევე ეს ნიშნავს კონკურენციას რაც რათქმაუნდა ჩვენთვის მომხმარებლებისთვის ძალიან კარგია. არავითარი უოპტიმიზაციო თამაშები და დაუსრულებელი თამაშები (ყველას გახსოვთ ბოლო batman ). როგორც ცნობილია Apple-მა უარი თქვა ამ API-ს მის OS-ებში დანერგვაზე, საუბარია OS X-სა და IOS-ზე, თუმცა khronos-ს თქმით ისინი რჩებიან API-ზე მომუშავეთა ჯგუფში. გადავიდეთ თავად API-ზე. ამ დღეებში ცნობილი გახდა რომ VULKAN API 1.0 უკვე აქაა მასთან ერთად გამოჩნდა ვიდეობარათების დრაივერები. შეგიძლიათ გადმოწეროთ. AMD - არის მხოლოდ windows პლატფორმაზე. მალე იქნება linux-ზე რათქმაუნდა open source სახით http://support.amd.com/en-us/kb-articles/Pages/Radeon-Vulkan-Beta.aspx?webSyncID=823623e8-339a-86be-7b39-5ded94310702&sessionGUID=01e2b0e5-b0ba-a9d2-c358-c01bbdeebb0d აქვს ამ ბარათების მხარდაჭერა Nvidia - არის როგორც windows ასევე linux პლატფორმისთვის https://developer.nvidia.com/vulkan-driver აქვს ამ ბარათების მხარდაჭერა Intel - არის linux პლატფორმაზე open source სახით https://01.org/linuxgraphics/blogs/jekstrand/2016/open-source-vulkan-drivers-intel-hardware აქვს შემდეგი ვიდეობარათების მხარდაჭერა Skylake: Yes; Haswell & Broadwell: unknown VULKAN API 1.0-თან ერთად გამოჩნდა benchmark Talos Principle. ეს მისი მრავალნაკადიანი მუშაობის პრინციპი ეფექტურობის მისაღწევად. აქ ჩანს მისი უპირატესობა OpenGL-თან შედარებით ეს კი არის vulkan api-ს feature set-ები development კუთხით khronos-მა უზრუნველყო დეველოპერები დოკუმენტაციითა და საკუთარი ვალიდაციისა და დებაგინგისთვის განკუთვნილი სოფტის source code-თ. ამასობაში იქმნება LunarG, რომელიც ეკუთვნის VALVE-ს ის იქნება Vulkan SDK რომელიც გამოვა windows-სა და linux პლატფორმებე და ექნება სრული პაკეტი მოწყობილობებისა თამაშების შესაქმნელად. და ბოლოს ესეც khronos group თემა მოამზადა - მათე - მ მადლობთ ყურადღებისთვის. 20 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted February 18, 2016 Share Posted February 18, 2016 კარგია, მივესალმები ამ პროექტის განვითარებას. იმედია მალე მოხდება თამაშებთან სრული ინტეგრაცია და საუკუნეები არ მოგვიწევს ლოდინი. პ.ს. Spoiler 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 18, 2016 Share Posted February 18, 2016 ამ ეტაპზე ერთადერთი პს-ზე გამოსული თამაში რაც მაგ ვულკანს ხმარობს The Talos Principle სტიმზე, არაა ისე ცუდი თავსატეხი ადვენტურა, მომავალში კი ვნახოთ აბა რამდენათ აქტუალური იქნება ეგ API ახალ იგრებში, ხო ისე ნვიდიას კარტებზე 600 სერიიდან ქონია მაგის მხარდაჭერა, ფერმის კარტებზე დაემaტება თუ არა უცნობია, მაგაზე არც DX12 მხარდაჭერა აქვს ჯერ და მაგიტომ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
2jzgte Posted February 18, 2016 Share Posted February 18, 2016 ძალიან კარგი კიდევ ერთი ტემა ქართულად აბა ვნახოთ რა იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted February 18, 2016 Share Posted February 18, 2016 გეიმ დეველოპერებს და მემგონი არამარტო მათ, ერთადერთი მულტიპლატფორმული API ექნებათ ამიერიდან რომელიც ძალიან დააჩქარებს თამაშების თუ ნებისმიერი 3D პროგრამის ინტეგრირებას სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებზე. თანაც ეს რამდენადაც ვიცი არ უნდა იყოს ბოლო ვერსია. თანდათან მოახდენენ ახალი ფუნქციების დამატებას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს და განავითარებს თამაშების ინდუსტრიას. კარგია რომ გლობალურად ხდება ამ API-ის სტანდარტიზაციად ქცევა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted February 19, 2016 Author Share Posted February 19, 2016 19 hours ago, lasha1616 said: გეიმ დეველოპერებს და მემგონი არამარტო მათ, ერთადერთი მულტიპლატფორმული API ექნებათ ამიერიდან რომელიც ძალიან დააჩქარებს თამაშების თუ ნებისმიერი 3D პროგრამის ინტეგრირებას სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებზე. თანაც ეს რამდენადაც ვიცი არ უნდა იყოს ბოლო ვერსია. თანდათან მოახდენენ ახალი ფუნქციების დამატებას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს და განავითარებს თამაშების ინდუსტრიას. კარგია რომ გლობალურად ხდება ამ API-ის სტანდარტიზაციად ქცევა. ხო მაგარი იქნება ძალიან, ისე apple პირდაპირ არ უჭერს ამას მხარს მაგრამ თავისი metalVK layer გააკეთეს და მაგის დახმარებით იმუშავებსო ეს API-ც მაგათ OS-ებში. რას არ ჩათხრიან ხოლმე რად უნდოდა ეხლა აეღო და პირდაპირ მიეღო მარა არა როგორ შეიძლება რამე open source მაგათ სისტემაში ყველაფერი მაგათი უნდა იყოს! ფუნქციებს რაც შეეხება როგორც ვნახე vulkan-ს ყველაფერი აქვს რაც dx12-ს ანუ არანაერად სრულად შეუძლია ჩანაცვლება აქ საქმე დრაივერებშია. დასახვეწია მაგრად დრაივერები მოსარგებია და დეველოპერებმაც უნდა დაამუღამონ თავიდან. ისე ბევრად მაგარია დეველოპერებისთვისაც რა. გააკეთებ იგრას და ყველგან იმუშავებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
2jzgte Posted February 19, 2016 Share Posted February 19, 2016 ერთი მათე ბარემ ეს რაარის ვერ მივხვდი 1 hour ago, მათე said: თავისი metalVK layer გააკეთეს და მაგის დახმარებით იმუშავებსო ეს API-ც მაგათ OS-ებში. metalVK layer ეს რამე სოფია თუ რაარის? ეგ მართლა პაკაზუხები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 19, 2016 Share Posted February 19, 2016 ჩანაფიქრი კარგია, მთავარია გაამართლოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted February 20, 2016 Author Share Posted February 20, 2016 On February 19, 2016 at 10:49 AM, 2jzgte said: ერთი მათე ბარემ ეს რაარის ვერ მივხვდი metalVK layer ეს რამე სოფია თუ რაარის? ეგ მართლა პაკაზუხები Vulkan-ს იმპლემენტაციაა რომელიც მუშაობს apple-ს metal framework-ზე რათა გაეშვას -MAC OS X-სა და IOS-ზე დაწვრილებით https://moltengl.com/metalvk/ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
2jzgte Posted February 20, 2016 Share Posted February 20, 2016 10 hours ago, მათე said: Vulkan-ს იმპლემენტაციაა რომელიც მუშაობს apple-ს metal framework-ზე რათა გაეშვას -MAC OS X-სა და IOS-ზე დაწვრილებით https://moltengl.com/metalvk/ spasiba:) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted February 22, 2016 Share Posted February 22, 2016 Epic Games показала техно-демо ProtoStar, созданное с использованием Vulkan API http://www.gametech.ru/news/50236/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
2jzgte Posted February 22, 2016 Share Posted February 22, 2016 აქამდე გალაქსებში რა ტექნოლოგია იყო სანამ S7 ში ჩადებენ API-ის,მაგალითად S5-ში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted February 22, 2016 Share Posted February 22, 2016 9 hours ago, 2jzgte said: აქამდე გალაქსებში რა ტექნოლოგია იყო სანამ S7 ში ჩადებენ API-ის,მაგალითად S5-ში S5-ში Adreno-ს GPU დევს, მაგრამ არის სხვა ფირმის GPU-ებიც https://en.wikipedia.org/wiki/Adreno https://en.wikipedia.org/wiki/Mali_%28GPU%29 https://en.wikipedia.org/wiki/PowerVR#Series_5 როგორც ხედავთ, სულ არის ორი ფირმა რომელსაც აქვს გრაფიკულ-ვექტორული როგორც ორი ასევე სამ განზომილებიანი პროგრამირების ინტერფეისი ე.წ. API. ესენია Microsoft და Khronos ჯგუფი. (ასევე Mantle არ დაგვავიწყდეს) Khronos ჯგუფს ეკუთვნის შემდეგი API-ები: OpenGL, OpenGL ES, OpenCL, OpenVG და ასევე ვულკანი, რომლთა ტექნიკური მხარდაჭერა გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილ GPU-ებს. ასევე ამ GPU-ებს გააჩნიათ Microsoft-ის Direct3D-ის მხარდაჭერა ანუ იგივე DirectX. 3D აპლიაკციები ანდროიდებზე (SoC-ებზე) იქმნება OpenGL ES-ის გამოყენებით, ლინუქსზე OpenGL-ით, ვინდოუსზე კი რათქმაუნდა Direct3D-ით. როდესაც Khronos ჯგუფმა გამოუშვა პირველი API OpenGL იყო 1.1 ვერსია 1997 წელს, ბოლო ვერსია 4.5 კი 2014-ში. ამით დამთავრდა OpenGL-ის 17 წლიანი განვითარება ვიდრე არ გამოვიდა ვულკანი. ვულკანი სწორედ OpenGL-ის შემდეგი თაობაა, რომელიც Mantle-ზეა დაფუძნებული. ვულკანის API ამიტომაც არ არის თავსებადი OpenGL-ზე. შესაბამისად OpenGL სავარაუდოდ სამუდამოდ დარჩება 4.5 ვერსიაზე გაჩერებული და ასპარეზს დაუთმობს სრულიად ახალი ბირთვის მქონე ვულკანს, რომელიც თანდათან კიდევ დაიხვეწება. ესეც პატარა ისტორიული მიმოხილვა, თუ საით მიექანება კომპიუტერული სამყარო. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
2jzgte Posted February 23, 2016 Share Posted February 23, 2016 23 hours ago, lasha1616 said: S5-ში Adreno-ს GPU დევს, მაგრამ არის სხვა ფირმის GPU-ებიც https://en.wikipedia.org/wiki/Adreno https://en.wikipedia.org/wiki/Mali_%28GPU%29 https://en.wikipedia.org/wiki/PowerVR#Series_5 როგორც ხედავთ, სულ არის ორი ფირმა რომელსაც აქვს გრაფიკულ-ვექტორული როგორც ორი ასევე სამ განზომილებიანი პროგრამირების ინტერფეისი ე.წ. API. ესენია Microsoft და Khronos ჯგუფი. (ასევე Mantle არ დაგვავიწყდეს) Khronos ჯგუფს ეკუთვნის შემდეგი API-ები: OpenGL, OpenGL ES, OpenCL, OpenVG და ასევე ვულკანი, რომლთა ტექნიკური მხარდაჭერა გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილ GPU-ებს. ასევე ამ GPU-ებს გააჩნიათ Microsoft-ის Direct3D-ის მხარდაჭერა ანუ იგივე DirectX. 3D აპლიაკციები ანდროიდებზე (SoC-ებზე) იქმნება OpenGL ES-ის გამოყენებით, ლინუქსზე OpenGL-ით, ვინდოუსზე კი რათქმაუნდა Direct3D-ით. როდესაც Khronos ჯგუფმა გამოუშვა პირველი API OpenGL იყო 1.1 ვერსია 1997 წელს, ბოლო ვერსია 4.5 კი 2014-ში. ამით დამთავრდა OpenGL-ის 17 წლიანი განვითარება ვიდრე არ გამოვიდა ვულკანი. ვულკანი სწორედ OpenGL-ის შემდეგი თაობაა, რომელიც Mantle-ზეა დაფუძნებული. ვულკანის API ამიტომაც არ არის თავსებადი OpenGL-ზე. შესაბამისად OpenGL სავარაუდოდ სამუდამოდ დარჩება 4.5 ვერსიაზე გაჩერებული და ასპარეზს დაუთმობს სრულიად ახალი ბირთვის მქონე ვულკანს, რომელიც თანდათან კიდევ დაიხვეწება. ესეც პატარა ისტორიული მიმოხილვა, თუ საით მიექანება კომპიუტერული სამყარო. კარგი იყო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
pepsiko Posted March 10, 2016 Share Posted March 10, 2016 საინტერესო იყო... იმედია გაამართლებსსსსსს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted May 12, 2016 Author Share Posted May 12, 2016 მოდერს ვთხოვ თუ შესაძლებელია ეს თემა გადაიტანოს ამ ადგილას რადგან ასე თუ ისე Vulkan ფაქტობრივად პირდაპირ დაკავშირებულია linux-ზე gaming-თან https://www.overclockers.ge/index.php?/forum/90-linux-gaming/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 12, 2016 Share Posted May 12, 2016 გადაგიტანე, ისე კი ჯერ მარტო ერთი თამაშია მგონი გამოსული პს-ზე ვულკანის მხარდაჭერით და ვნახოთ რამე თუ შეიცვლება კარდინალურათ რამდენიმე წლის შემდეგ, იმედია ეგ საინტერესო აპიც OpenGL ბედს არ გაიზიარებს გეიმინგში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted May 13, 2016 Author Share Posted May 13, 2016 მადლობ. ხო იმედია. ანდროიდში დაამატეს უკვე vulkan api-ს support. OpenGl-ზე საკმაოდ ბევრი თამაში გამოუშვეს ბოლო დროს linux-სთვის და vulkan მაგას კი ჯობია DX12_ს დონისაა და წესით და რიგით უნდა გამოვიდეს ბევრი იგრა მაგაზე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted October 17, 2016 Share Posted October 17, 2016 Sent from my iPhone 7 using Tapatalk Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted November 4, 2016 Share Posted November 4, 2016 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 22, 2017 Share Posted March 22, 2017 Vulkan To Get Broad OS Multi-GPU Support http://www.guru3d.com/news-story/vulkan-to-get-broad-os-multi-gpu-support.html 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 26, 2017 Share Posted March 26, 2017 Futuremark 3DMark v2.3.3663 Released - Adds Vulkan Support + Benchmarks http://www.guru3d.com/news-story/futuremark-3dmark-v2-3-3663-released-adds-vulkan-support.html Quick test: Futuremark 3DMark v2.3.3663 Vulkan API Overhead Benchmarks http://www.guru3d.com/news-story/quick-test-futuremark-3dmark-v2-3-3663-vulkan-api-overhead-benchmarks.html 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted March 31, 2017 Share Posted March 31, 2017 https://www.overclock3d.net/news/software/the_linux_version_of_mad_max_now_supports_vulkan/1 wow 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted June 23, 2017 Share Posted June 23, 2017 Vulkan to be Included into CryEngine http://www.guru3d.com/news-story/vulkan-to-be-included-into-cryengine.html 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 17, 2017 Share Posted August 17, 2017 Ashes of the Singularity v2.4 update brings Vulkan Support http://www.guru3d.com/news-story/ashes-of-the-singularity-v2-4-update-brings-vulkan-support.html ამ ეტაპზე საკმაოთ ცოტა იგრებშია ვულკანის საპორტი დამატებული Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.