Jump to content

Recommended Posts

Posted

ნუ მოგეხსენებათ SSD-ებს აქვთ განსაზღვრული სიცოცხლის ხანგრძლივობა. მოდით აქ დავწეროთ ვის რა შედეგები გვაქვს გასულ დროსა და დახარჯულ გიგაბაიტებში. ასევე დაწერეთ საშუალო. ასეთი სტილით

სულ 97 დღე (on + off)

სულ 11 დღე (on)

სულ ჩაწერილია 2.2 TB

საშუალო 22.7 GB/day

საშუალო ითვლება (ჩაწერილი ინფორმაცია)/(სულ (on + off) - ზე) ასე გამოვა ჩვეულებრივი სამუშაო დღეებზე გადანაწილებული.

სტატისტიკა დაგვეხმარება გავაკეთოთ დასკვნა თუ როგორ ვხმარობთ ჩვენს SSD-ებს.

  • Upvote 1
  • Replies 55
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

Posted

მოიც on + off ხო კიდე, მაგრამ როგორ იგებთ მარტო On დღეებს?

  • Upvote 1
Posted

აი ჩემთან ამდენი დაწვა:

IqA6XHB.jpg

2014 წლის სექტებრის ბოლოდან ვამუშავებდი ფაქტიურათ ყოველდღიურათ, ვინდოუსი ერთი 10-ჯერ მაინც მექნება მაგ პერიოდში გადაყენებული, თამაშებს სსდ-ზე ვხურავ ხოლმე ყოველთვის, პეიჯფაილი,სისტემ რესტორი და ჰიბერნაცია გათიშული მაქვს, დამატებითი ტვიკები არ ჩამიტარებია, მარტო intel RST დრაივერს ვაყენებ ხოლმე, პერფორმანსის დეგრადაცია ჩემ 250გბ 840 ევოზე მაგ დროის განმავლობაში არცერთხელ არ დამიფიქსირებია ვინდოუს 8.1 მოყოლებული, თუმცა რომ ქონდა ვითომ ეგეტი პრობლემა ვიცოდი და კაკრაზ სპეციალურათ ვამოწმებდი ხოლმე ხშირათ ბენჩებში, ხო რაპიდი ჩართული მაქვს რა თქმა უნდა:

2fkG5GX.jpg

არა მარტო შორტ რანში, ლონგ რანშიც  აქვს მაგაზე ეფექტი ძლიერ ნაგრუზკებზე და რამდენიმე პროცენტი კიდე ემატება წარმადობა, მაგ მხრივ ინტელის RST დრაივერებზეც აქვს რამდენიმე პროცენტიანი მატება სტნდარტულ სატა დრაივერთან განსხვავებით რომელიც ვინდოუს 10 მოყვება, ამიტომ ჯამში კარგი 10% პერფორმანსის მატება ამინც გამოდის სულ მცირე და შორტ რანში უფრო მეტიც, გეიმინგში მშვენიერი ლოადინგ ტაიმსები აქვს ისე, უფრო მაგ საქმისთვის ვიყიდე, კიდე საგრძნობლათ დაეცა KIS სრული სკანირების დრო, დაახლოებით 7-8 წუთი ჭირდება მარტო С სისტემური პარტიშენის სრული სკანირებას, როცა HDD ნახევარი საათი სულ მცირე ჭირდებოდა ხოლმე, ეგ უფრო იმათვის დავწერე ვისაც ჯერაც ვერ გადაუწყვეტია საჭიროა თუ არა სსდ სისტემისთვის და რა უპირატესობებს იძლევა უბრალო დიდი მოცულობის HDD შედარებით, ტორენტებისთვის კი ორი ცალი 1TB HDD მაქვს კიდე გამოყოფილი და სრულებით მყოფნის ზაპასით ფილმებისთვის, თამაშების ისო რელიზებს კი HDD მე აღარ ვინახავ იმის შემდეგ რაც სწრაფი ინტერნეტი შემოვიდა რუსთავში, აზრი არა აქვს უკვე და მაგიტომ გადმოწერით კი ყოველთვის შემიძლია ლუბოი თამაში გადმოვიწერო 2-3 საათში მაქსიმუმ

  • Upvote 1
Posted

სულ 1027 ჩართვა-გამორთვა (on + off)

სულ 5650 საათი (235 დღე) ჩართული მუშაობა (on)

სულ ჩაწერილია 8 TB

საშუალო 7,9 GB/day

ორი Samsung 840 EVO 250 GB მაქვს RAID-0-ში მე.

  • Upvote 1
Posted

1 წელია მაქ თუმცა სისტემაზე დაახლოებით 4 თევა რაც მუშაობს იქამდე მარტო ორიჯინის თამაშებისთვის მქონდა

on off 846

total time 4403

data written 2tb

 

SSDLife.png

  • Upvote 1
Posted

Power_VANO, david_888

თქვენ ვერ გამიგეთ. on + off  ჩართვა გამორთვა კი არაა, არის სულ დრო რამდენი ხანია რაც გაქვთ. on ხოა ჩართულის დრო ხოდა on + off არის ჩართულიც და გამორთულიც. საშუალოს კიდევ მასე ვანგარიშობ სულ რამდენიცაა ჩაწერილი ეგ ინფოს მოცულობა გაყოფილი რამდენი ხანიც გაქვს იმდენ დღეზე და გამოდის საშუალო დღეში/გბ ები

 

  • Upvote 1
Posted

ჩემზე ცოტა ამდენი ხნის მოხმარების შემდეგ არამგონია ვინმეს გქონდეთ ჩაწერილი სსდ-ზე )) 2014 წლის ნოემბრის ბოლოს რომ დავაყენე სისტემა იმის მერე აღარ შემიცვლია. ძირითადი პროგრამები თავიდანვე ჩავწერე (3dmax, maya, ue4 და ა.შ) და იმის მერე ფაქტობრივად აღარაფერი დამჭირვებია (დიდ პროგრამებს ვგულისხმობ ზომაში რამდენიმე გბ რომაა) თამაშებს არ ვაყენებს სსდ-ზე, და ქეში და ტემპებიც გადატანილი მაქვს HDD-ზე. მარტო ქრომის ქეშია სსდ-ზე. მოკლედ ასეთი მდგომარეობაა.

d18a177638f6.jpg

პ.ს. მეორე სსდ mx 200 კიდე საერთოდ არ გამომიყენებია, ზაფხულში ვიყიდე და 10მბიც არაა ჩაწერილი, მარტო ტესტები გავატარე და ეგ იყო, დაჟე კაბელი ჩავხსენი რომ ტყუილად არ ყოფილიყო მიერთებული )) 250გბ მაინც შუალედური ზომაა რა. მარტო თამაშებისთვისაც ცოტაა ჩემთვის, მინიმუმ 500გბ-იანი მაინც მინდა რომ თამაშებს ეყოს. სხვა მხრივ რავი რაში უნდა გამოიყენო ვერ ვხდები.

  • Upvote 1
Posted

ჩემი ხნის ყოფილა შენიც დაახლოებით, 2 თვით ახალია სადღაც, ინტერნეტ სისწრაფეც მოქმედებს ისე რამდენს დაწერს, მე ერთი 10-ჯერ მაინც მექნება ვინდოუსი გადაყენებული, რა თქმა უნდა ყველაფერს ხელახლა ვაყენებდი, თამაშებსაც სსდ-ზე ვაყენებ თუმცა მე ერთ თამაშზე მეტს არ ვხურავ ერთრდოულათ და არც არაფერს ვტესტავ ხოლმე სანამ დავხურავდე

  • Upvote 1
Posted

სულ 775 დღე (on + off)

სულ 240 დღე (on)

სულ ჩაწერილი 5.8 TB

საშუალო 7.5 GB/day

100%-თ საღ-სალამათი Samsung 840 Pro 128GB :) 

ეს კი წინამორბედი :) https://forum.ge/?f=54&showtopic=34607183&st=0 

  • Upvote 1
  • 1 year later...
Posted

დაახლოებით 1 წლის შემდეგ ისევ გავატარე დღეს და ჩემთან ესეთი სიტუაციაა

eXJZAtk.png

  • Upvote 2
  • 3 months later...
Posted
On 3/17/2017 at 6:30 PM, George said:

დაახლოებით 1 წლის შემდეგ ისევ გავატარე დღეს და ჩემთან ესეთი სიტუაციაა

eXJZAtk.png

ზემოთ 8 წელი 6 თვე და 3 დღე ეწერა დარჩენილი და 1 წლის მერე 9 წელი  2 თვე და 4 დღე აწერია. რაღაც არ მჯერა მაგ პროგრამის უკვე :D

  • Upvote 1
Posted

ალგორიტმია ეგ, იმის მიხედვით ანგარიშობს თუ რამდენი ხნისაა და რამდენი აქვს დაწერილი, თავიდან უფრო ბევრი დავაწერინე, შემდგომში უფრო ნაკლები და ეგ თემაა კაკრაზ, მაგიტომაც გაიზარდა ეგ პაკაზატელი, სიტყვაზე ეხლა მთლათ თუ ეკონომოურათ დავიწყე ხმარება კიდე უფრო გაიზრდება ეგ დრო, თუ პირიქით სულ რაღაცის ჩაწერაში ვიქნები რეზკათ შემცირდება ეგ პერიოდი

  • Upvote 2
Posted
On 2/11/2016 at 2:01 PM, Gogla1990 said:

სულ 775 დღე (on + off)

სულ 240 დღე (on)

სულ ჩაწერილი 5.8 TB

საშუალო 7.5 GB/day

100%-თ საღ-სალამათი Samsung 840 Pro 128GB :) 

ეს კი წინამორბედი :) https://forum.ge/?f=54&showtopic=34607183&st=0 

კვლავაც 100%-თ საღ-სალამათი Samsung 840 Pro :) 
 

Spoiler

w0re3r.png

nwn7e8.png

 

 

  • Upvote 1
Posted

მემგონი SSD-ების ჰუმანურად მოხმარების კონკურსი რომ იყოს გავიმარჯვებდი )) evo 840 2.5 წელიწადია მაქვს,, crucial mx 200 1.5 წელიწადი.  შედეგები კი ასეთია

crucial mx200

ot3mQn3.jpg

evo 840

0xza9EJ.jpg

  • Upvote 1
Posted

სულ 0 დღე (on + off)

სულ 0 დღე (on)

სულ ჩაწერილი 0 TB

საშუალო 0 GB/day

რავარია ?   :D

  • Upvote 1
  • 2 months later...
Posted

აბა გავიხსენოთ ძველი ტოპიკი. ესეც ამ წამს ამოღებული მონაცემების მიხედვით.

სულ 689 დღე (on + off)
სულ 85 დღე (on)
სულ ჩაწერილია 9.66 TB
საშუალო 14.02 GB/day

macOS როცა მეყენა სერიოზულად მოამატა ჩაწერა, ეტყობა apple-ც კარგად ეჩალიჩება მომხმარებლის კომპებს :D რაც linux-ზე გადავედი და ბევრი SSD-ს ოპტიმიზაციები ჩავუტარე რომ მინიმუმამდე დამეყვანა SSD-ზე ჩაწერის რიცხვი საგრძნობლად შენელდა ჩაწერების ზრდა. შესაბამისად SSD linux-ზე უფრო მეტხანს გამიძლებს ვიდრე macOS-ზე

Posted

აი ჩემი განახლებული სტატისტიკა:

OCA1ZsG.png

ყველაზე ბევრს ვინდოუსის გადაყენების და თამაშების ჩაწერის დროს წერს, სხვა ყველაფერზე საკმაოთ ცოტა იწერება მთლიან ჯამში, დღედაღამე თუ ითამაშე ზოგიერთ თამაშებზეც ბევრი დაიწეროს შეიძლება სსდ-ზე თუ გიყენია, 3-4 საათს თუ თამაშობ მაქსიმუმ დღეში ძალზე ბევრს არ დაწერს, ონლაინ იგრებზე არ ვიცი შეიძლება ცოტა სხვა სიტუაციაა, პერფორმანსის დეგრადაცია ჩემ მოდელზე არ დამიფიქსირებია არცერთხელ, თუმცა ბოლო რევიზიაზე კი გადავფლეშე თავის დროზე Firmware და ერთხელ გრძელი სკანირებაც ჩავუტარე ვითომ პერფორმანსს რომ ასწორებს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ ძალზე დიდხანს არ ვაჩერებ ხოლმე მე მაინც ვინდოუსს (მაქსიმუმ ალბათ 3-4 თვე საშვალოთ) და დიდი ზომის ფაილებიც ფაქტიურათ არ მაქვს დამახსოვრებული მაგ სსდ-ზე, მაგრამ რამდენიც გავატარე ბენჩი იმდენი მაქსიმალურათ მაღალი პერფორმანსი აჩვენა ყველგან, რაპიდ მოდი ყოველთვის ჩართული მქონდა მაგ ორი წლის მანძილზე, როგორც intel RST დრაივერი, AS SDD ბენჩში რაპირის გარეშე ინტელის RST დრაივერით და გათიშული ჰიბერნაციით და ფასტსტარტით 1100 ქულამდე დებს ჩემი ისე და არა 850 როგორც ძველ მიმოხილვებში უწერია ბევრს, როგორც ჩანს პროცესორის ჩასტოტა და რამის ჩასტოტა და ტაიმინგებიც მოქმედებს მაგ ქულაზე რაღაც დონეზე მაინც და რა მაზერზეა გატარებული ტესტი, იგივე 850 პრო 250გბ მგონი 1300 ქულამდე დებს მაგ ბენჩში, 850 ევოც თითქმის მაგდენს, თუმცა არ გამოვრიცხავ ეგრე ჩემ სისტემაზე 1400-ზე ზევითაც დაედო მაგ მოდელებზე, ვინდოუსიც ხომ შეკვეცილი მაქვს მე და ყველაფერი ზედმეტი ამოჭრილია ძირფესვიანათ

  • 5 months later...
Posted
On 2/3/2016 at 6:39 PM, მათე said:

ნუ მოგეხსენებათ SSD-ებს აქვთ განსაზღვრული სიცოცხლის ხანგრძლივობა

და m,2 მეხსიერების შემთხვევაში რა ხდებაა ? მაგათაც აქვთ განსაზღვრული სიცოცხლის ხანგრძლივობაა ?

Posted
Just now, MILANISTA said:

და m,2 მეხსიერების შემთხვევაში რა ხდებაა ? მაგათაც აქვთ განსაზღვრული სიცოცხლის ხანგრძლივობაა ?

ყველა ssd-ს აქვს ხანგრძლივობა.

Posted
7 minutes ago, მათე said:

ყველა ssd-ს აქვს ხანგრძლივობა.

m.2 რა პლიუსი აქვს SSD -სთან შედარებით გარდა სისწრაფისა ?

Posted
Just now, MILANISTA said:

m.2 რა პლიუსი აქვს SSD -სთან შედარებით გარდა სისწრაფისა ?

მეტი არ არაფერი, ნუ ალბათ ფიზიკური ზომა რომ უფრო პატარაა მეტი რა უნდა ქონდეს?

Posted

M.2 იგივე ssd-ა. თუ სატა სტანდარტს აქ რამე უარყოფითი ან დადებითი მეხსიერების ბლოკების კუთხით M.2-საც ექნება. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ორივე SSD-ა განსხვავებული ინტერფეისით. 2.5" ანს თუ sata პორტი ჭირდება დასაკავშირებლად (და კონტროლერი)რომელსაც გარკვეული გამტარობის ზღავარი აქ M.2-ის შემთხვევაში ეს მახასიათებელი გაზრდილია. ეგაა სხვაობა. შიგნით ჩიპები იგივეა რამდენადაც ვიცი.

  • 5 months later...
Posted

-----------------------------------------------------------------------------
Model: CT240BX300SSD1(9)
Serial: 1741E104B57F

მუშაობის დრო 390 სთ 16 დღე

ჩართულია 298 -ჯერ

სულ ჩაწერილია 3005 გბ

ასე თუ გაგრძელდა 99% ჯანსაღია და 8 წელი ვადა.

02.2018 ში მქონდა შეძენის ბედნიერება :)

 

 

Posted

თითქმის ერთი წელი კიდე გავიდა და ისევ დავასკანირებ აბა რას მიჩვენებს:

7t2JZxK.png

მაგრამ საკმაოთ მოვუკელი უკვე ვინდოუსის გადაყენებებს და გეიმინგს, თუმცა მასს ეფექტ 3-ის დახურვას ისევ ჩავუჯდები აქტიურათ ალბათ შემოდგომის მეორე ნახევრიდან, გეიმინგის და ვინდოუსის გადაყენების დროს საკმაოთ ბევრს წერს ხოლმე, დიდ ფაილებს მე არ ვაკაჩავებ მაინც სსდ-ზე და არც რეგულარულათ ვუყურებ უტუბზე ვიდეოებს რახან ყველაფერს ვიწერ რისი ყურებაც მსურს ბიტკომეტით d-e პარტიშენებზე hdd-ზე

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.