Jump to content
მათე

სიახლეები LINUX GAMING-ში

Recommended Posts

4 hours ago, George said:

მაგაზე მარტო ვინდოუს 10 ჰეიტერები თუ დააყენებენ და ვისაც ყელში აქვს ამოსული მიკროსოფტი და მაგის პოლიტიკა

ძირითადად ეს კატეგორია იყენებს კი.  სხვა შემთხვევაში  ჯერჯერობით რამე განსაკუთრებული და  ლოგიკური მიზეზი არ არსებობს გეიმინგისთვის ლინუქსის რომელიმე დისტრო ანაცვალო ვინდს, რომელის თამაშებზე ოპტიმიზაციაც წლებია მიმდინარეობს  და ლინუქსზე კი სამწუხაროდ მხოლოდ ბოლო წლებია, რაც ამ მხრივ ზრუნვა დაიწყეს.   

ლინუქსი, როგორც სათამაშო ოპერაციული სისტემა ჯერ კიდევ მზად არაა ახალბედა მომხმარებლისთვის. თან თამაშის მარტო ჩართვა და რამდენიმე წუთით გაშვება არ კმარა.   ხანგრძლივად თამაშის პროცესში მე პირადად მრავლად მქონდა სხვადასხვა სახის პრობლემები...

და ძირითადი მიზეზი, რის გამოც სრულიად გადმობარგებას ვერ ვახერხებ აფთერბარნერის ან მისი ალტერნატივის არარსებობაა. 

რატომ არაა ალტერნატივა ან ლინუქსის ვერსია ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ მაქვს. აგერ ყოფილა რაღაც მსგავსის შექმნის მცდელობა GLXOSD -ის სახით, მაგრამ მგონი ჩანასახშივე მოკვდა.

 

4 hours ago, მათე said:

რაც ტესტები მინახავს და ჩემითაც გამიტესტია native თამაშები უკეთ მუშაობს ვიდრე windows-ზე. Proton ისე დაიხვეწა რომ საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა უკვე და შეუძლებელი არაა გადასვლა.

დატესტვა მარტო რამდენიმე წუთით თამაში ხომ არაა? ბოლომდე  დაგიხურია რომელიმე? ხანგრძლივად თამაშის პროცესში დაკვირვებიხარ ტემპერატურებს? არავითარი ბაგი და ტექ. პრობლემა არ გქონია?   მე არ ვიძახი, რომ სათამაშოდ ვინდის   ლინუქსით ჩანაცვლება შეუძლებელია, უბრალოდ ამ მომენტისთვის ასეთი არჩევანი რომ გააკეთოს ადამიანმა ან ვინდი და მისი პოლიტიკა უნდა სძულდეს ან ლინუქსი უნდა შეუყვარდეს თავდავიწყებით :დ   ანუ მე როგორც რიგითი გეიმერი და ჩემი კომპიც თამაშის პროცესში ვინდზე უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს. 

 

4 hours ago, მათე said:

MSI afterburner-ს რაც შეეხება პატარა სკრიპტით იზამდი ყველაფერს მაგრამ გეზარება და

რაც ჩამოვთვალე ყველაფერი ეგ ცალ-ცალკე მაქვს განაკეთები და საჭიროების შემთხვევაში კიდევ გავაკეთებ, მაგრამ ხომ აჯობებს ყველაფერი ერთად იყოს თავმოყრილი? ერთად თავმოყრილი კი არცერთ პროგრამაში არ მინახავს, რაც იმას მაფიქრებინებს, რომ ან გამოცდილ მომხმარებლებს ჰკიდიათ ახალბედები და ისინი, ვისაც მსგავსი პროგრამების საჭიროება აქვს ან ჯერ კიდევ ვერ ხერხდება სრულყოფილად ოპტიმიზირებული პროგრამის შექმნა, რომელიც ერთდროულად შეითავსებს როგორც თამაშის შიგნით მონიტორინგის( პროცესორის, ვიდეოკარტის, ოპერატიულის დატვირთვა + ტემპერატურები ), ასევე ქულერების ბრუნის გაწერის და ოვერქლოქინგის ფუნქციებს და ამასთან ერთად საზიზღარი შესახედიც არ იქნება და ინფორმაციასაც სწორს მოგაწვდის.

 

4 hours ago, George said:

Windows 96.12% (Windows 10 64 bit 67.18%, Windows 7 64 bit 24.27%)

OSX 3.06%

Linux 0.81%

ასე ცუდადაა საქმე? : /

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგ ოფიციალური სტატისიკაა და შედის მილიონობით უზერის სისტემები და არა 100000 სისტემა სიტყვაზე, ეგრეა, ინტელ-ნვიდიასაც საკმარისზე დიდი % უკავია, და 6+ ბირთვიანი პროცესორებიც არაა ჯერ ისეთი პოპულარული როგორც 2K-4K გაფართოვების მონიტორები სტიმზე, თუმცა ეგეთი სხვაობა რა თქმა უნდა არაა როგორც os-შია, ამ ეტაპზე უმრავლესობა გეიმერი მაინც 4-8 თრიდიან პროცესორებზე უბერავს და 1080P და არა სიტყვაზე 2K+ და 6-8 ბირთვიანებზე, ოპერატიულიც უფრო 8-16გბ ჯერ ვიდრე 16+, ნელ-ნელა კი გადადიან მაგრამ ჯერ დიდი % არ უკავიათ, ეგ ყველაფერი ფინანსებზე და რეალურ მოთხოვნილებაზეც არის დამოკიდებული + ვინ რას თამაშობს რა თქმა უნდა, ეგ ფაქტორები გასათვალისწინებელია და არ უნდა გაგვიკვირდეს მაგ სტატისტიკის, უბრალოთ ყველამ შეიძლება არ იცოდეს რა იგრებია პოპულარული უფრო ამ ეტაპზე სტიმზე და მაგიტომ გაუკვირდეს ზოგიერთი სტატისტიკური მაჩვენებლების, ისე მაგ 100 მილიონი უზერიდან 70% ალბათ ვინდოუსზეც ძლივს უშვებს იგრებს და რა ლინუქსზეა საუბარი, ეგ ფაქტორიც გასათვალისწინებელია, ტყვილა კი არ უბერავს ძალიან ბევრი გეიმერი კონსოლებზე, მანდ უფრო მარტივათ შეიძლება მაინც თამაშის ჩართვა და იმდენი ხლაფორთი და დაკონფიგურება არ ჭირდება როგორც ვინდოუსზე და მითუმეტეს ლინუქსზე უნდა, მაგრამ სტიმი ბოლო წლებში ძალზე პოპულარული გახდა პირველ რიგში ონლაინ იგრების გამო რომლებსაც ასობით მილიონი გეიმერი უბერავს მთელი მსოფლიოს მაშტაბით ეხლა

Share this post


Link to post
Share on other sites

დიდი სიახლეებია. რამდენიმე თამაშში დაიტესტა linux და windows.

ესეც საკაიფო პროგრამა overlay-ა რომ თამაშებში ანახოს CPU და GPU ტემპერატურა დატვირთვა VRAM და RAM-ს მოხმარება FPS და frametime https://github.com/flightlessmango/MangoHud

11111.gif

ეს World of warcraft ტესტები სადაც linux-მა 20%-თ უკეთესი შედეგები ანახა ვიდრე windows-მა

https://flightlessmango.com/benchmarks/V2_LlSaYNUo

2020-06-01-015147_1600x900_scrot.png

Doom native-დ vulkan-ზეა ამიტომ ამ დრაივერის დახმარებით 6%-თ გადაასწრო performance-ში windows-ს linux-მა.

wine დამოკიდებულია DXVK-ზე რადგან DX 9 10 11 ითარგმნება vulkan-ზე რაც თავისთავად vulkan-ს დრაივერზეა დამოკიდებული, რამდენად კარგი იქნება. ამ ახალმა დრაივერმა სერიოზული მატება მოიტანა vulkan-ს დახვეწის გამო. arch linux-ზეა ეგ ტესტები ჩატარებული

სხვა თამაშებს რაც შეეხება საკმაოდ ახლოსაა უკვე ზოგში უსწრებს კიდეც. DXVK საკმაოდ დახვეწილია. VULKAN მართლა მაგრად გამოიყურება და იმედია მეტი დეველოპერი გამოუშვებს მასზე თამაშებს. DX-ზე ნაკლებად დამოკიდებული იქნება და ხალხიც მაგრად იხეირებს. Linux-ზე უკეთეს performance-ს იძლევა დაჟე DX-დან ნათარგმნი vulkan-ზე და native-დ რო იყოს და დრაივერებსაც რომ კიდევ გააუმჯობესებს nvidia და amd მერე ნახეთ თქვენ. თანაც აქ გაწილებით მეტად შეიძლება სისტემის დატვიკვა. იმდენი რაღაცა შეგიძლია შეცვალო კერნელში.CPU scheduler, fsync patch (valve-ს რომელიც 3-5% აუმჯობესებს) მოკლედ იმდენი რაღაცის გაკეთება შეგიძლია საკაიფო იქნება. linux-ზე gaming-ს აშკარად ნათელი მომავალი აქვს. უკვე შეიძლება თავისუფლად გადასვლა, აგერ დაბლა გადახედეთ რა პერფორმანსი აქვს უკვე თამაშებს. თან steam-ს proton-ს მეტი პაჩები აქვს wine-თან შედარებით, იქ უფრო დახვეწილია და ცალკე არაფრის ჩალიჩი არ უნდა აყენებ steam-ს და პირდაპირ თამაშობ linux-საც და windows-ს თამაშებსაც.

Resident Evil 2 at 93%
https://flightlessmango.com/benchmarks/TijlTJC7KYc
 

Deus Ex: Mankind Divided at 96%
https://flightlessmango.com/benchmarks/mQZd-pA21CY
 

Control at 97%
https://flightlessmango.com/benchmarks/1D82_XEwvpA
 

Rage 2 at 100%
https://flightlessmango.com/benchmarks/4BmZt7v8dpY
 

Assassin's Creed: Odyssey at 84%
https://flightlessmango.com/benchmarks/3dyQUMebYGc
 

A Hat in Time at 148%
https://flightlessmango.com/benchmarks/2YXm3Okfs0M
 

Minecraft at 122%
https://flightlessmango.com/benchmarks/ytgDMgYL0eo

Share this post


Link to post
Share on other sites

გეტყვი რატომ ვერასდროს გახდება გეიმინგი ისეთივე პოპულარული ლინუქსზე როგირიც ვინდოუს 10-შია თუნდაც, მსოფლიო მომხარებლების სულ რამდენიმე % აქვს დაყენებული ეგ სისტემა და მაგიტომ და კომერციული თვალსაზრისით გაცილებით უკან დგას მიკროსოფტის სისტემაზე, აგინე არ აგინე მაგ ბოლოს მაინც ეგრე დარჩება და არაფერი შეიცვლება დიდათ ახლო მომავალში, რეალობა ჯერ-ჯერობით ეგეთია და მაგაზე os მოხმარების ბოლო სტატისტიკაც მიგვითითებს + ყველაფერი შეიძლება ლინუქსზე არც კი გამოვიდეს რასაც პს-ზე უშვებენ ამ ეტაპზე, აი გაცილებით მეტი წილი რომ ეკავოს ლინუქსის სისტემებს მაშინ შეეშინდებოდა მიკროსოფტს ალბათ, ეხლა კი დიდათ არა მგონია ნერვიულობდეს მაგხელა სხვაობა როცაა os ბაზრის წილში, ვულკანი მართლა ვნითარდება მაგრამ DX12 ჯერ ვერ ავიწროვებს დიდათ ვინდოუს 10-ზე იგრებში, არის რამდენიმე თამაში რომელიც კარგათ მუშაობს ვულკანზე და ნვიდიამაც საკმაოთ დახვეწა თავის კარტებში ვულკანის წარმადობა, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი DX11-12 ჯერ კიდევ ეგ კი ასობით პოპულარული თამაშია რომელსაც თამაშობს დღემდე გეიმერი, ანუ აქვს წარმატება მაგ ვულკანს, მაგრამ ისეთი დიდი არა, მანდაც კომერციული მხარის ბრალი მგონია, DX12 უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს და მიკროსოფტიც აფინანსებს ვიდრე ვულკანს ამ ეტაპზე და თამაშების დეველოპერებიც ხშირათ მაგ აპის ირჩევენ ხოლმე, ზოგიერთ თამაშს კი ორივე აქვს და ზოგან ვულკანი ჯობია ზოგან DX12, ყველგან ერთს არა აქვს უპირატესობა ნამდვილათ და არც მანდაა ცოტა ბაგები, ეხლა ultimate dx12 გამოდის კიდე ახალი ფიშკებით, მათ შორის რეი ტრეისინგიც შედის, RTX კი არც ეგეთი ცუდი წამოწყება ყოფილა როგორც ბევრს ეგონა, მაგაზე ბოლო ვიდეოკარტების გაყიდვებიც მიგვითითებენ, ბანალურ მარკეტინგულ ხოდს მაგას ვერ დაარქმევ, რახან 50% ლიდერობს ნვიდია RTX super გაყიდვებით ნავის სერიის წინააღმდეგ, კარტებიც მეტი აქვს გამოშვებული და უკეთესათაც საღდება მთლიან ჯამში უფრო მაღალ ფასათ, ლინუქსზე კი ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო 10% მაინც რომ მოიზიდონ ჯამური გეიმერების მსოფლიო მაშტაბით, ბანალური os ათვისების პრობლემაც იყოს შეიძლება ხშირათ და ყველამ არც კი მოინდომოს 0-ან მაგ os შესწავლა, დაჟე ყველაზე ადვილისაც კი

6 Months With Linux: The Ugly Truth About Gaming Without Windows https://www.forbes.com/sites/jasonevangelho/2019/02/12/6-months-with-linux-the-ugly-truth-about-gaming-without-windows/#58ce6d6837c0 ანუ წარმადობა რომ იხვეწება კარგია, მაგრამ ბევრი სხვა რაღაცის გამო დაფეილდეს შეიძლება სერიოზული გეიმინგი ლინუქსზე, მათ შორის os პოპულარობაა მსოფლიო მაშტაბით, მთავარი დაფეილების მიზეზი მე os სიმარტივე მგონია, არც ისე ცოტა რაღაცა უნდა ისწავლო და დაამუღამო მანდ კარგათ რომ ერკვეოდე უკვე მათ შორის გეიმინგში, ტვიკინგში და სხვა რაღაცეებში, არ ვიძახი რომ ძალიან რთულია და რამე, უბრალოთ ბევრს ბანალურათ ეზარება მაგ ყველაფრის შესწავლა, განსაკუთრებით 0-ან, არ ვიძახი რომ არასდროს არაფერი გამოუვათ, მაგრამ ეხლა ჯერ ძალიან შორს არიან ვინდოუს 10 გეიმინგთან ძალიან ბევრი რაღაცით, მთავარი კი ისევ მომხმარებლის რაოდენობაა, ეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორიც იყოს თუ რატომ ვერ განვითარდება ისეთივე ტემპებით გეიმინგი როგორიც ვინდოუს 10-ზეა ეხლა

Share this post


Link to post
Share on other sites

დამიჯერე microsoft-ს უკვე ძალიან ეშინია linux-ს და სხვადასხვა დიდი კომპანია რომ არის დაინტერესებული მისით. Google და valve ეყოფა მარტო ;) gaming service რომ linux-ს ბაზაზე უშვებს google და valve-მა საერთოდ proton ჩადო steam-ში. პროსტა აყენებ სტიმს და ეგრევე windows-ს თამაშის დაყენება და თამაში შეგიძლია. უკვე 1000-ობითაა ეგეთი თამაშები. ბევრში საკმაოდ 80-90%-შია performance. ეგ იგივეა გრუბად რო თქვა რომ windows-ზე თუ 1060 გაქ ანუ linux-ზე 1050 ti გაქ. მაგრამ ზოგ თამაშში პირიქით გამოდის და 1070 გაქ. ზემოთ დავდე სადაც linux-მა აჯობა საგრძნობლად windows-ს.

არ ხარ  შენ გარკვეული linux-ში და ამიტომ არ გეცოდინება რომ MS-ს უნდა ეხლა dx-ს ჩატენვა linux-ს კერნელში მხოლოდ wsl-სთვის. მაგრამ მაგით ცდილობს dx-ს პოპულარიზაციას და vulkan-ს მოკვლას. EEE დევიზს ვერ ეშვება MS. მაგრამ მასე იოლად არავინ მიცემს მაგის გაკეთების საშუალებას. linux kernel mailing list-ში იყო მაგ გადაწყვეტილებებზე საუბარი. თავისუფლად შეუძლია wsl-ზე vulkan გამოიყენოს GUI-სთვის მაგრამ უფრო რთულ გზას ირჩევენ და თანაც ბოლომდე არ ხსნიან ანუ closed source DX-ს ნაწილების ჩატენვა უნდათ.

vulkan-ს რაც შეეხება უკვე საკმაოდ დახვეწილია და ეგ იმაზეც ეტყობა, რომ რამდენიმე თამაშში ამ wine-ში + DXVK layert-თ უფრო მაგარი შედეგი აქვს ვიდრე windows-ზე native-დ გაშვებულ თამაშს lol. ეგ ძალიან სერიზული მიღწევაა, ვინც ვერ ერკვევა ვერ მიხვდება. ეგ ისევ linux-ს kernel-ს უკეთესი resource management-ს დამსახურებაა და იმის რომ გაცილებით მსუბუქია. ერთი რამე ეშლება ხალხს წარმოდგენებში DXVK ემულატორი არ არის translation layer-ა. emulator-ს დიდი performance დარტყმა აქვს რადგან ახდენს არქიტექტურის ემულაციას. DXVK კი სისტემურ call-ებს გარდაქმნის. dx call-ს vk-ს გასაგებ ენაზე, ეგ გაცილებით უფრო სწრაფია და ეფექტური ვიდრე ემულაცია. ემულატორი ვერასოდეს მოგცემს native-ზე უკეთეს შედეგს.

DX 12 ჯერ არ არის დახვეწილი DX11 უკეთეს შედეგებს დებს, აგერ მაგალითად. ასევე DXVK-ში FPS თითქმის იგივეა და CPUს მოხმარება გაცილებით დაბალია linux-ზე

აგერ doom უკეთ უბერავს linux-ზე ვიდრე windows-ზე

 

Share this post


Link to post
Share on other sites

მერე რა 1-2% უყენია ეგ ლინუქსი მსოფლიოში და ეძახე დაზხვეწილი, უბრალო ელემენტარული რაღაცეების სწავლა არ უნდა ხალხს და შენ ლინუქსზე გადასვლაო, ეგეთი სტატისტიკა ძალიან ბევრ რაღაცაზე მეტყველებს, მიკროსოფტი უბრლაოთ კომერციული პრუდუქტია, ლინუქსი საქმისთვის, მაგას ბევრი ხვდება და მაგიტომაც სერიოზულა ჯერ არ უყურებს მაგ პლატფორმას როგორც გართობის მთავარ წყაროს როგორიც ეხლა ვინდოუს 10-ი გამოდის, მაგი სანამ არ შეიცვლება ეგ პერფორმანსი ბევრს არაფერს გადაწყვიტავს, ისევ ენტუზიასტები თუ გადავლენ მაგაზე, ეგ კი მომხარებლის 5-10% მეტი არა, 5-10% რომ ქონდეთ დაკავებული უკვე რაღა უჭირთ, სადაც 100 მილიონი გეიმერია იქ 2 მილინია ლინუქსზე მარტო ჯერ, ეგაა რეალობა ამ ეტაპზე, ანუ სხვაობა კოლოსალურია, ინტელს და ამდ შორის ფინანსურათ არაა მაგხელა განსხვავება როგორც მაგ სტატისტიკაში, ლინუქსის პოპულარიზაციას ადრეც შეეცადნენ და აქამდე ჯერ არაფერი გამოუვიდათ გართობა-გეიმინგს რაც შეეხება ჩისტა, საქმისთვის იყენებს მომხარებლის დიდი ნაწილი, ჩისტა გეიმინგ პლატფორმათ არც ისე ცოტა, მაგის შეცვლას თუ შეძლებენ მერე აღელვდება უკვე მიკროსოფტი ეხლა ასაღევლებელი არაფერი აქვს, ეგ იმის პონტია ოპერას რომ 2-3% უკავია თუმცა ქრომზე არანაკლებათ სწრაფია და ქრომს ბაზრის ბევრათ უფრო დიდი ნაწილი, ნუ ლიდერია უდავო, აი ეგრეა ლინუქსი და ვინდოუს 10 ეხლა, პირველი რაც არ უნდა პერსპექტიული და დახვეწილი იყოს, მოსკოველი დამწყები ჰაკერები ლინუქსებზე უკვე 2004 იჯდნენ და ლანძღავდენ ჯერ XP და მერე ვისტას, მაგრამ სამწუხაროთ მაგის შემდეგ რამე დიდი პროგრესი პოპულარიზაციის მხივ არ მომხდარა, მაშინაც ათასნაირი ბილდები და ვერსიები იყო ლინუქსის, მაგრამ ვერ მოიკიდა ვერცერთმა მათგანმა სერიოზულათ ფეხი, ეხლა როგორც ჩანს ისევ ცდილობენ ბაზრის წილის გაზრდას, მაგრამ მე რასაც ვუყურებ მცირე ტემპებით იზრდება ბაზრის წილი, ვულკანს აქვს კარგი შანსები მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ მე DX შევიწროვებას, რახან ყველა თამასში ბანალურათ არაა ეგ ვულკანი ჯერ, ზატო დობრათ DX11 იგრებია და არც თუ ისე ცოტა DX12, ეგ ჩისტა ვინდოუსს პლატფორმას რაც შეეხება, მაკინტოშის OS უფრო ბევრს უყენია მსოფლიო მაშთაბით ვიდრე ლუნუქსზე სისტემები, გეიმინგი პს-ზე საკმაოთ პოპულარულია ამ ეტაპზე, ეგეთი პოპულარული მგონი აქამდე არც ყოფილა არასდროს, უკვე კონსოლებსაც კი ავიწროვებს, ეგ პირველ რიგში სწრაფი ონლაინ თამაშების პოპულარიზაციის გამო მოხდა და მერე ხარდის, გეიმერულმა პერიფერიამ,144+ გერციანმა მონიტორებმა, ძლიერმა ვიდეოკარტებმა და პროცესორებმა მაინც თავისი ქნეს, კონსოლს არ შეუძლია ეგეთი რაღაცეების ჩადება და იჩაგრება ბოლო წლებია უკვე მაგის გამო, უფრო ძვირი სიამოვნებაა მთლიან ჯამში, ზატო თამაშები პს-ზე უფრო იაფათ ეძრობა რაც არ ტყდება და აპგრეიდის გაკეთებაც შეიძლება, კონსოლზე კი დიდი ლედ-ტვ თუ იყიდე ეგ ჯდება ცალკე 800-1000 ლარი სულ მცირე ალბათ + ლიცენზიებზე მაყუთი,  ანუ ორი კაპიკი არც ეგაა, არის მოკლეთ პაპიტკები ლინუქსზე გეიმინგის პოპულარიზაციის მაგრამ ჯერ-ჯერობით მარტო სკრომნი წამოწყებებია და უმრავლესობა ჯერ კიდევ ვინდოუს 10-ზეა წამოსკუპული

Share this post


Link to post
Share on other sites

linux-ზე gaming-ს სიახლეებს ეხება თემა და თუ შეიძლება რაღაც თეორიულ სამსჯელო vs თემად ნუ გადააქცევ, მითუმეტეს როცა ვერ ერკვევი linux-ში :)

 

ამასობაში ერ-ერთმა ჯგუფმა linux-ს kernel-ში გააგზავნა ახალი patch რაც windows-ს პროგრამებს საშუალებას მიცემს უკეთესი performance ქონდეთ wine-ში ანუ proton-შიც. https://www.gamingonlinux.com/2020/06/linux-kernel-gets-a-patch-to-help-windows-games-run-in-wine

ლაპარაკია იმაზე რომ ახალი syscall-ების გაგებას ასწავლიან ამ layer-ს რომელიც ჯერ არ არის linux-ში. ასევე ლაპარაკია იმაზე რომ ეს patch დაეხმარება anti-cheat სისტემებსაც.

Share this post


Link to post
Share on other sites

რა აზრი აქვს ვერკვევი თუ ვერა, რაცაა იმას ვწერ, მომიყვანე არგუმენტები რომ ეგრე არაა და დიდი წინსვლაა უკვე და ბევრი გადავიდა ლინუქსზე სათამაშოთ, VS იყოს რა თუ გინდა, თემა გახსნილი პირველ რიგში იმისთვის რომ ხალხმა ნახოს რომ არსებობს ეგეთი პლატფორმა როგორიც ლუნუქსია და რომელზეც შეიძლება გეიმინგიც უკვე, თუმცა ეგ თემა დიდი ხნის წინაც იყო უკვე და იმის შემდეგ რამე დიდი პროგრესი არ ყოფილა, თუ იქნება პირველი მე დამაინტერესებს, ეხლა რასაც ვუყურებ მარტო ლოკალური წამოწყებებია და ბაზრის წილი ისევ უზარმაზარი რჩება მიკროსოფტს, მანდ ისიც ძალიან მოქმედებს რომ ლინუქსი როგორც ეგეთი კრუპნომაშტაბური კომერციული პროექტი არასდროს ყოფილა და არც ეხლაა, ეგ თუ არ შეიცვალა 10% ბაზრის წილიც დაჭერაც საკმაოთ რთული იქნება ახლო მომავალში, ხო ხედავ რამდენი ლანძღავს ვინდოუს 10, მაგრამ ლინუქსზე მარტო ერთეულები გადადიან და ეგ ბევრ რაღაცაზე მეტყველებს, მე შეიძლება ბაიბურში არ ვიყო მაგრამ სტატისტიკა ბევრ რაღაცაზე მიგვითითებს რაც ეხლაა დამყატებული OS ბაზარზე

Share this post


Link to post
Share on other sites

მეც ამას ვიძახი უკვე რომ linux-ზე gaming უკვე საკმაოდ დახვეწილია. რიგ შემთხვევებში უკეთესიც კი ვიდრე იგივე კომპზე windows-ზე. ამას ისიც დაუმატეთ რომ სისტემა 10 თავით ჯობია და ბევრად უფრო სტაბილური და დაცულია. ასევე tweaking-ს გაცილებით მეტი საშუალება გაქვს. kernel-ს დონეზე საკუთარი ხელით შეგიძლია მაქსიმალური performance-სთვის დატვიკო, ან სხვა კერნელი გამოიყენო, რომელიც უკვე დატვიკულია სხვადასხვა მიზნებისთვის. ყველაფერი linux-საა გარდა დესკტოპისა და აშკარად მომავალში ეგეც კი linux-ს აღმოჩნდება.

 

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგ ყველაფერი სამწუხაროთ არაა ჯერ საკმარისი, ინტერესი საკმაოთ მცირეა მაგ სისტემისადმი მსოფლიო მაშტაბით და წლიდან-წელში მაგ მხრივ დიდათ არაფერი იცვლება სტატისტიკას თუ გადავხედავთ მითუმეტეს კარდინალურათ, ამ ეტაპზე ჯერ მაკის os ვერ უსწრებენ, ანუ არაა მასიური კომერციული პროექტი და მაგიტომ, პირველ რიგში მაგიტომაც ჯაბნის ეგრე მწარეთ ბაზრის წილში მიკროსოფტის ვინდოუს 10-ი, ეგ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, მერე უკვე სხვა ყველაფერი, სინელე კი ხშირათ არაა ისეთი აქტუალური როცა სერიოზულ გეიმერულ სისტემებზეა უკვე ლაპარაკი, იქაც საკმაოთ მაღალ ფპს ანვითარებს და მაგიტომ, სხვა რაღაცეებისთვის კი ისედაც უფრო ლინუქსებს იყენებენ, იგივე სერვერებში,რენდერში,ხშირათ მაინინგშიც, მაგრამ რამდენიმე % გარდა მასიურათ ჯერ მაინც არავინ გადადის ამ ეტაპზე, შეიცვლება თუ არა ეგ ტენდენცია მაგას დრო გვიჩვენებს, ანუ უფრო უბრალო სამუშაოებისთვის (ბრაუზინგი,პროგრამები და სხვა რაღაცეები ძალზე დიდი რესურსები რომ არ ჭირდებათ) + აქტიური გეიმინგი ამ ეტაპზე ლინუქსზე ისეთი პოპულარული არაა როგორც იგივე ვინდოუს 10-ზეა, წლებია უკვე ეგრე რჩება ბაზრის წილში სხვაობა და არ მიიწევს დიდი ნაბიჯებით წინ ლინუქსის პოპულარიზაცია მასებში, მასეთ შედარებებს და ლინუქსის უპირატესობებს კი ბევრი აშუქებს და გააშუქებს შემდგომშიც ალბათ, მაგრამ ეგ არ ეხმარება დიდათ ბაზრის წილის გაზრდაში, მაგისთვის მილიარდობით ინვესტიციებია საჭირო და კარგი მარკეტინგი და რეკლამა ვინდოუსის აქტიური შევიწროვება რომ დაიწყონ, რა დისტრო შეძლებს მაგის გაკეთებას მაგას დაჟე მნიშვნელობა არა აქვს, რახან აქამდე სამწუხაროთ ვერცერთმა ვერ შეძლო მაგის გაკეთება

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...