Jump to content
მათე

სიახლეები LINUX GAMING-ში

Recommended Posts

 

გასაგებია მადლობ

14 hours ago, მათე said:

როგორც ხედავ linux-ს კატეგორია ისევე როგორც სხვები დალაგებულია და ყველაფერს აქვს თავისი თემა. ახალი თემა იხსნება ახალი ამბების შესახებ, ინფორმაციით, აღწერით, თუ რამე პროგრამაა ინსტალაციით და ა.შ. უბრალო კითხვების გამო ახალ-ახალ თემას არ ვხსნით, რომ ქაოსს არ დაემსგავსოს ფორუმი. შეგიძლია მსგავსი კითხვები თუ გექნება თემატურად შესაბამის ადგილას დასვა მაგალითად ამ თემაში

სწორედ linux-ს gaming-ს ეხება და თუ ნახავ არის wine 3.0-ს გამოსვლის შესახებაც ინფო დადებული ჩემ მიერ შენი თემის გახსნამდე 2 დღით ადრე :)

ამას იმიტომ გიწერ რომ ამ განყოფილების მოდერატორი ვარ და მევალება შევინარჩუნო წესრიგი.

ამ თემას გავაერთიანებ იმ linux gaming თემასთან.

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Valve სხვადასხვა ოპერაციული სისტემებისთვის Steam Play-ის ამატებს. სავარაუდოდ WINE-ის მსგავსი იქნება, მაგრამ მისგან განსხვავებით დამატებითი კონფიგურაცია არ დასჭირდება. მაკის და ლინუქსის სტიმზე პირდაპირ მიებმება ვინდოუსის თამაშები, რომლებსაც საჭირო ბიბლიოთეკა დაემატება და ავტომატურ რეჟიმში დაინსტალირდება ყველა საჭირო ფაილი.

Share this post


Link to post
Share on other sites

Valve-მა ოფიციალურად დაადასტურა Steam Play-ის გამოსვლა, რომელიც იქნება WINE-ის მოდიფიცირებული ვერსია Proton. Proton განსხვავებით WINE Vanilla-სგან შეიცავს უახლეს პატჩებს და დაფუძნებულია WINE DXVK პროექტზე, რომელიც Valve-ს მიერ არის მხარდაჭერილი.

Proton-ის საშუალებით ლინუქსის და მაკის მომხმარებლები უპრობლემოდ შეძლებენ იმ თამაშების თავიანთ სისტემაში გაშვებას, რომლებიც მხოლოდ Windows სისტემისთვისაა შექმნილი. Proton მოახდენს DirectX 10, 11, 12 თამაშების გადაყვანას Vulkan-ში, ამისთვის გეიმერებს არანაირი სპეციალური კონფიგურაცია არ დასჭირდებათ. როგორც კი მაკის ან ლინუქსის მომხმარებელი ვინდოუსის თამაშის ინსტალაციას დაიწყებს, Proton თავად დააინსტალირებს ყველა საიჭირო ფაილს, რაც თამაშის მათ სისტემაში გასაშვებადააა საჭირო.

ყველაზე საინტერესო ამ მხრივ წარმადობაა. WINE DXVK (DirectX to Vulkan) ბევრ თამაშში კარგ შედეგს იძლევა. Proton კი მოდიფიცირებული ვარიანტია და როგორც უკვე ცნობილი გახდა თამაშებმა DOOM, FINAL FANTASY VI, Into The Breach, NieR: Automata, S.T.A.L.K.E.R.: Shadow of Chernobyl, Star Wars: Battlefront 2 ძალზე კარგი შედეგი აჩვენეს.

Valve-ს დაპირება, რომ Witcher 3 იქნებოდა Steam OS-ზე, შესრულებულია. DXVK ამ თამაშში კარგ შედეგს იძლევა. Proton-ისგან კი უფრო მეტის მოლოდინია.

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ძაან მაგარი ამბავია! ჩავერთე ბეტაში და Race 07-ც დავაყენე და ჩემ ლეპტოპზეც კი რომელსაც intel HD4400 GPU აქვს მაგარი შედეგი ანახა. 720P-ზე 60 FPS გაჭიმული ავტომატურ გრაფიკულ ნასტროიკებზე. Full HD-ზე 35-45 FPS.

ვისაც გინდათ აქ არის ინსტრუქცია როგორ ჩაერთოთ. https://support.steampowered.com/kb_article.php?ref=7021-EIAH-8669

Share this post


Link to post
Share on other sites

Steam beta მაქვს ახლა, მაგრამ ჯერჯერობით Steam Play არ არის. WINE-ით თუ გავუშვებ სტიმს, მაშინ კი შეიძლება Windows-ის თამაშების გაშვებაც, მაგრამ ეს ძველი მეთოდია. ოფიციალური Proton არ დევს ამ ვერსიაში. ველოდები როდის ჩაამატებენ. Left 4 Dead 1 ანუ Valve-ის ერთადერთი თამაში რომელიც ლინუქსზე არ გამოსულა, მაინტერესებს როგორ გაეშვება. L4D2 მაქვს, მაგრამ პირველი უფრო მომწონს. WINE-ით კარგად ეშვებოდა Nvidia 384-მდე, მერე კი ძალზე დაიკლო წარმადობამ.

ეგ Race07 ძველი თამაშია. სტანდარტული WINE-ითაც კარგად ეშვება.

აქ ყოფილა Proton

https://github.com/ValveSoftware/Proton/

Share this post


Link to post
Share on other sites
54 minutes ago, Basiani said:

აქ ყოფილა Proton

https://github.com/ValveSoftware/Proton/

მაგას დაბილდვა უნდა. უწერიათ მანდ როგორც. arch-ზე მომიწევდა ბევრი რამის დაყენება და ამიტომ ოფიციალურ steam-ს ვიყენებ რომელშიც არის proton.

Share this post


Link to post
Share on other sites

ყოფილა ბეტაში, უბრალოდ  Steam Play-ის მონიშნვა აკლდა.

ამ ლეპტოპზე ფედორა დგას და არცერთი თამაში არ გაეშვა. 10 წლის წინანდელი ორბირთვიანი i7 არის ვიდეოს გარეშე. თან LLVM7 არ დგას, მგონი 6 არის ამაზე და შეიძლება ამიტომ არ მათამაშებს. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის, ვინდოუსზე უფრო სწრაფად, დაწკაპებისთანავე ეშვება თამაში, მაგრამ როგორც კი თამაშის მენიუ გამოვა, აგდებს. მხოლოდ GTA III გაეშვა უპრობლემოდ.

Nvidia-ზე ვცდი საღამოს.

Share this post


Link to post
Share on other sites

თამაშების სია კონკრეტულ დისტრიბუტივებზე  Steam Play-ის წარმადობის შესახებ.

https://docs.google.com/spreadsheets/d/1DcZZQ4HL_Ol969UbXJmFG8TzOHNnHoj8Q1f8DIFe8-8/htmlview?sle=true#

Ubuntu და Debian ლიდერობენ. Valve რეკომენდაციას Ubuntu-ს უწევს, თავიანთ Steam OS-ს კი არა.

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites
On 8/24/2018 at 10:03 AM, Basiani said:

Ubuntu და Debian ლიდერობენ. Valve რეკომენდაციას Ubuntu-ს უწევს, თავიანთ Steam OS-ს კი არა.

ძალიან უცნაურია, მაგრამ არაა მასე.

I ადგილი Ubuntu         37.5%       1397 ხმა
II ადგილი Arch linux    16.7%       621 ხმა

მერე mint და manjaro თითქმის ერთადაა. Debian-ზე 4-ჯერ მეტია Arch linux ❤️

201f78c9f6a6.jpg

Share this post


Link to post
Share on other sites

ჯამურში კი პირველი ადგილი ვინდოუსს უჭირავს 96.77%, მეორეზე OSX (მაკინტოში) 2.66%, ლინუქსს კი ამ ეტაპზე მარტო 0.49% უკავია სტიმის 100 მილიონი უზერიდან, თუ რამდენიცაა უკვე დარეგისტრირებული, აგრეთვე უზარმაზარი პერევესით ლიდერობენ ინტელი და ნვიდია ვიდეოკარტებში და პროცესორებში, ოღონდ ჯერ ივლისის მონაცემებია, რომ განახლდება დავდევ აუცილებლათ, თუ სწორათ მახსოვს 4 თვეში ერთხელ ანახლებენ ხოლმე, ხო ვინმეს თუ გონია რომ 6+ პროცესორები და 2K-4K მონიტორები ლიდერობენ უკვე ძალიან ცდება, ეგენიც დიდი ატრივით არიან უკან 4 ბირთვიან პროცესორებთან და 1080P მონიკებთან, სხვაობა ძალზე დიდია ჯერ, ვიდეოკარტებშიც უფრო 1050-1060 კარტები ლიდერობენ, ამდ-შიც 470-580-ზე, 1080-1080Ti და ვეგების % წილი საკმაოთ მცირეა და ეგ სულაც არაა მოულოდნელი იმასაც თუ გავითვალისწინებთ თუ რა ხარდზე და მონიტორებზე თამაშობს ჯერ კიდევ უმრავლესობა სტიმის უზერი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მანდ მაინც ჯამური ხარდის ღირებულებაა, სანამ საკმაოთ არ გაიაფდება 6+ ბირთვიანი პროცესორები და 2K მონიტორები დიდი აბიომებით მაგეებზე არავინ გადავა და მითუმეტეს გაუსწრებს ეხლანდელ 8 თრიდიან i7 და 1080P მონიტორებს, ბაზრის წილში არაა მაგხელა სხვაობა როგორც მანდ, არავის გაუკვირდეს მაგრამ 6+ ბირთვიანი პროცესორი მიზერულ 6% ქონია მარტო სტიმზე ვინდოუსზე, 2K+ მონიტორზეც სადღაც მაგდენი უზერი ზის მარტო, 1920:1080P 63% ამ ეტაპზე, ანუ უმრავლესობა, 4 ბირთვიან პროცესორებზე (ვირტუალური თრიდები არაა მანდ დათვლილი ოღონდ) 56%, ბევრი ჯერაც კი 2 ბირთვიანზე უბერავს ალბათ უფრო კაზუალურ თამაშებს ძირითადათ, 34% რაღაც ძალიან ბევრია მაინც 2 ბირთვიანისთვის როცა უკვე 6-8 ბირთვიანების ყიდვაც შეიძლება და არ გაკოტრდები კაკ მინიმუმ ამდ თუ დაითრევ, ან ინტელის 8000 სერიას 6 ბირთვზე

Share this post


Link to post
Share on other sites
On 8/25/2018 at 5:07 PM, მათე said:

❤️

201f78c9f6a6.jpg

 

 

ეს სტატისტიკა სად დადგინდა?

რათქმაუნდა Ubuntu ლიდერობს, ყველა თამაში Ubuntu-ზეა ოპტიმიზირებული, რადგან ყველა დეველოპერი მასზე აკეთებს აქცენტს.
Arch საერთოდ არ არის მხარდაჭერილი, თვითონვე ამბობენ ამას Steam for Linux only supports Ubuntu LTS.Thus do not turn to Valve for support for issues with Steam on Arch Linux. https://wiki.archlinux.org/index.php/Steam

ასეც არის. Total War-ის სერიები თუ გითამაშია Ubuntu-ს გარდა სხვა დისტრიბუტივზე, თამაშის გაშვებსთანავე წერს Detected unsupported Linux Distro. Arch-ზე გავუშვი ეგ თამაში და ყველა გმირს შუბლზე ასიმეტრიული გლიჩი ჰქონდა, Debian-ზეც იგივე, მარამ უფრო მცირე ზომის. Ubuntu-ზე დრაივერები და ბიბლიოთეკა შესაბამისია თამაშთან,  Arch კი ამ მხრივ არ გამოირჩევა, მასზე ყველაფერი სატესტო ან ბეტაა, შესაბამისად ყველა თამაშისთვის დამატებითი ბიბლიოთეკაა საჭირო, რომ კარგად გაეშვას. მაგალითად Half Life, თამაშში stutter იგრძნობა, Debian-ზე არა. https://aur.archlinux.org/packages/?K=Half-Life&SB=p ეს დავაყენე გუშინ, რომ ნორმალურად გაეშვა. იმიტომ, რომ ეს დისტრიბუტივი არ არის  Valve-ს მიერ მხარდაჭერილი.

რაც ყველაზე მეტად მომწონს, არცერთ დისტრიბუტივს არ აქვს ისეთი Wiki, როგორიც - Arch-ს. ყველაფერია ფაქტობრივად.

 

 

 

 ჩემი "ბენჩმარქები"

Arch Linux, Kernel 4.18xx, Nvidia-390.77_12, Steam beta, Proton-3.7-4_beta

...............

Call of Duty 2 - Singleplayer და Multiplayer ეშვება როგორც DirectX 7 ასევე DirectX 9, მაგრამ Multiplayer-ში სერვერები არ იძებნება (Cinematic-ებში მხოლოდ ხმაა შავი ეკრანით, ძველ WINE-ში არ იყო ასე, თამაშში არანაირი პრობლემა არაა);

Call of Duty 4: Modern Warfare -  Singleplayer ეშვება უპრობლემოდ, წარმადობა იგივე რაც Windows-ში. Multiplayer არ ეშვება, მიზეზი Punkbuster ანტიჩითი, რომელიც არ განახლდა და თამაშის გაშვებისთანავე ანტიჩითის არარსებობას წერს;

Call of Duty: Modern Warfare 2 - Singleplayer არ ეშვება. Multiplayer ეშვება უპრობლემოდ, მაგრამ არ შემიმოწმებია Punkbuster დაცულ სერვერებზე, Private match გავუშვი მხოლოდ;

Call of Duty: Modern Warfare 3 - Singleplayer არ ეშვება. Multiplayer ეშვება უპრობლემოდ, მაგრამ არ შემიმოწმებია Punkbuster დაცულ სერვერებზე, Private match გავუშვი მხოლოდ (იგივე პრობლემა რაც მე-2-ში);

Deus Ex: Game Of The Year Edition - უპრობლემოდ ეშვება როგორც Direc3D ასევე OpenGL რეჟიმში;

GTA III - არანაირი პრობლემა;

GTA: Vice City - არანაირი პრობლემა;

GTA: San Andreas - არანაირი პრობლემა;

Left 4 Dead 1 - ეშვება, მაგრამ როგორც კი რუკა ჩაიტვირთება თამაშიდან აგდებს;

Mini Ninjas - უპრობლემოდ ეშვება;

Mirror's Edge - უპრობლემოდ ეშვება;

 Skydrift - უპრობლემოდ ეშვება;

Tomb Raider 1 - გაშვებისთანავე DOSBox იხსნება, მაგრამ cinematic-ის დამტავრებისთანავე თამაშიდან აგდებს;

Tomb Raider 2, 3, 4, 5, 6, Anniversary, Legend, Underworld - უპრობლემოდ ეშვება.

 

P.S. Valve-ს მიერ მხარდაჭერილი Fallout Shelter არ ეშვება ჩემთან.

Share this post


Link to post
Share on other sites
46 minutes ago, Basiani said:

ეს სტატისტიკა სად დადგინდა?

შენივე დალინკული excel-ს ფაილიდანაა proton-სთვის თამაშების სია როა, რა როგორ ეშვებაო.

Share this post


Link to post
Share on other sites
5 hours ago, მათე said:

შენივე დალინკული excel-ს ფაილიდანაა proton-სთვის თამაშების სია როა, რა როგორ ეშვებაო.

მომხმარებლები არიან, რომლებმაც თავიანთი შედეგები გაასაჯაროვეს. დისტრიბუტივების პროცენტული განაწილებაა მათ შორის, წარმადობა კი არა. დადებითი შეფასება Ubuntu-სა და Debian-ზე უფრო მოდის, ვიდრე Arch-ზე. უმეტესობა თამაშს Arch-ზე unplayable უწერია, მაშინ როცა იგივე თამაში Debian-ზე ეშვება. მაგალითად Fallout 4 არ ეშვება Manjaro-ზე, მაშინ როცა Debian-ზე stable აქვს შეფასება.

"მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა".

P.S. Gentoo დააყენე თუ სერიოზული პროცესორი აქვს კომპს, მაზოხისტური სიამოვნებაა ))))))))))))))

Share this post


Link to post
Share on other sites
31 minutes ago, Basiani said:

მომხმარებლები არიან, რომლებმაც თავიანთი შედეგები გაასაჯაროვეს. დისტრიბუტივების პროცენტული განაწილებაა მათ შორის, წარმადობა კი არა. დადებითი შეფასება Ubuntu-სა და Debian-ზე უფრო მოდის, ვიდრე Arch-ზე. უმეტესობა თამაშს Arch-ზე unplayable უწერია, მაშინ როცა იგივე თამაში Debian-ზე ეშვება. მაგალითად Fallout 4 არ ეშვება Manjaro-ზე, მაშინ როცა Debian-ზე stable აქვს შეფასება.

რა შუაშია ეხლა ეს რაც მე დავწერ იმასთან?

ubuntu და debian ლიდერობენო და ubuntu 1-ა მეორე arch-ა. ეგ დავწერე.

 

Gentoo სისულელეა. arch მირჩევნია ბევრად. მაზოხისტობა რომ მინდოდეს LFS-ს გავაკეთებდი :)

Share this post


Link to post
Share on other sites
On 8/27/2018 at 1:31 PM, მათე said:

რა შუაშია ეხლა ეს რაც მე დავწერ იმასთან?

ubuntu და debian ლიდერობენო და ubuntu 1-ა მეორე arch-ა. ეგ დავწერე.

 

Gentoo სისულელეა. arch მირჩევნია ბევრად. მაზოხისტობა რომ მინდოდეს LFS-ს გავაკეთებდი :)

Ubuntu და Debian ლიდერობს იმით, რომ ძირითადად ყველა თამაშს უშვებენ, Arch კი არა. რამდენი ადამიანი იყენებს Arch-სთქო არ მითქვამს, ლიდერობს ის რომელიც კარგად უშვებს ყველა თამაშს. მომხმარებელთა რაოდენობა არ მიხსენებია და არც მაინტერესებს ვინ რას იყენებს.

არც Gentoo არის სისულელე. ყოველ შემთხვევაში Arch-თან მიმართებაში ნამდვილად არ არის.

შენ ის Arch მოგწონს და მასზე ცუდის გაგონება არ გინდა :დ

Share this post


Link to post
Share on other sites

@Basiani მაგ მხრივ კი ბატონო. უბრალოდ კარგად რომ გამართავ arch-ს ბევრი პრობლემაც არ გექნება. თუ მაინც გექნა დასერჩავ და შეილება fix-ც ნახო. მე მაგალითად 2 თამაში ვცადე უკვე და არცერთზე არ შემქმნია პრობლემა. ეს windows-ს ვერსიაზე ვამბობ რომელიც ჯერ beta-შია გამშვები პროგრამა. ისე კი ჯამში 7 თამაში მაქვს ნაცადი დანარჩენი 5 native linux-საა. CS:GO, CS 1.6, Day of defeat, KSP, insurgency და არცერთზე არ შემქმნია პრობლემა.

Share this post


Link to post
Share on other sites

Valve-ს შესანიშნავი პროექტის proton-სა და Steam play-ს წყალობით უკვე 2600-ზე მეტი windows-ს თამაში მუშაობს linux-ში შესანიშნავად.

https://www.protondb.com/

რათქმაუნდა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი თამაში დაემატება ამ სიას და პროდუქტიც დაიხვეწება , რაც ძალიან ბევრ ადამიანს მიცემს საშუალებას უარი თქვას windows-ზე და გადავიდეს ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც პატივს ცემს მის მომხმარებლის პირად სივრცეს.

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ვულკანის მხარდაჭერა ბევრ გრაფიკულ ბარათს არ აქვს. ენვიდია Fermi ტიპის ბარათებს არ აქვთ ვულკანის მხარდაჭერა. 2018 წლის აპრილიდან ენვიდიამ მათი დრაივერების მხარდაჭერაც შეწყვიტა. მხოლოდ კრიტიკულ განახლებებს ამატებს მარტით დათარიღებულ დრაივერში. ვულკანის გარეშე კი პროტონი დიდი წარმადობით ვერ გამოირჩევა, რადგან სტანდარტული DirectX to OpenGL გაცილებით დაბალი წარმადობისაა DXVK-სთან შედარებით.

Share this post


Link to post
Share on other sites

Linustechtip ამ ბოლო დროს linux-ზე მაგარ ვიდეოებს დებს. მაქ მსუქანა ტიპის დამსახურებაა. იცის ლინუქსი და დანარჩენებიც მიახვედრა რომ დროა linux-ზე დაიწყობ ვიდეოების გადაღება.

ეს ვიდეო ეძღვნება linux-ზე gaming-ს. ამიტომ ვდებ აქ და ვისაც დაგაინტერესებთ უყურეთ. ძალიან მარტივია დღეს gaming linux-ზე.

manjaro-ს გირჩევთ მეც! Steam-ც მოყვება და უახლესი სოფტიც!

 

აქაც გადახედეთ 7430 დარეპორტებული თამაშიდან 4516 მუშაობს. windows-ს თამაშებიდან ძალიან ბევრს platinum rating აქვს მიღებული, მიუხედავად იმისა რომ whitelist-ში არაა. GTA V მაგალითად. რაც ნიშნავს რომ ეგეთი თამაშები მუშაობს ძალიან მაგრად proton-ში.

https://www.protondb.com/

Share this post


Link to post
Share on other sites

Share this post


Link to post
Share on other sites

1 ასეთი შეკითხვა Linux Mint ხო უბუნტუზეა აშენებული და იგივე შედეგს დადებს თამაშების გამოყენებაზე რასაც ჩვეულებრივ უბუნტუ? მე ვფიქრობ უნდა დადოს..
LMDE ვერსიას არ ვგულისხმობ :) 

Share this post


Link to post
Share on other sites

არც მასეთი მარტივია, როგორც ვიდეოში ამბობს ან ლინუქსის მომხმარებლებს და მოყვარულებს მიგვაჩნია... ყოველ შემთხვევაში გარკვეულ ცოდნას საჭიროებს და კონფიგურაციის პროცესი დროს მოითხოვს.

 

გარდა ამისა ჯერ კიდევ არაკომფორტულია და რესურსსაც მეტს საჭიროებს, ვიდრე ვინდოზავრი. 

 

რაც შეეხება დისტრიბუტივებს მეც მანჯაროს ( xfce 4 ით ) ვუწევ რეკომენდაციას

უბუნტუ და იქსუბუნტუც კარგია.

ფედორაზეც მშვენივრად ვთამაშობდი

უბრალოდ როგორც აღვნიშნე რესურსს მეტს მოიხმარს ზოგიერთ თამაშში და პირადად ჩემთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი და დიდი პრობლემა  ლინუქსზე MSI afterburner -ის ან მისი ალტერნატივის არარსებობაა და მეზარება ცალ-ცალკე ოვერქლოქინგზე, მონიტორინგზე ან ფანების ბრუნებზე "ჩალიჩი".   TRIXX-იც კარგი იქნებოდა... 

 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

მანდ მთავარი სხვაობა ჯერაც თამაშების რაოდენობაა, 10 საკმაოთ ნორმალური თამაშიც რომ აკლდეს წლის მანძილზე სიტყვაზე ბევრი არ მოინდომებს მაგის დაყენებას ვინდოუსის მაგივრათ + უკეთესათ თუ არ მუშაობს მაგაზე მარტო ვინდოუს 10 ჰეიტერები თუ დააყენებენ და ვისაც ყელში აქვს ამოსული მიკროსოფტი და მაგის პოლიტიკა

Share this post


Link to post
Share on other sites
5 hours ago, eolsori said:

არც მასეთი მარტივია, როგორც ვიდეოში ამბობს ან ლინუქსის მომხმარებლებს და მოყვარულებს მიგვაჩნია... ყოველ შემთხვევაში გარკვეულ ცოდნას საჭიროებს და კონფიგურაციის პროცესი დროს მოითხოვს.

გარდა ამისა ჯერ კიდევ არაკომფორტულია და რესურსსაც მეტს საჭიროებს, ვიდრე ვინდოზავრი.

რაც შეეხება დისტრიბუტივებს მეც მანჯაროს ( xfce 4 ით ) ვუწევ რეკომენდაციას

უბუნტუ და იქსუბუნტუც კარგია.

ფედორაზეც მშვენივრად ვთამაშობდი

უბრალოდ როგორც აღვნიშნე რესურსს მეტს მოიხმარს ზოგიერთ თამაშში და პირადად ჩემთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი და დიდი პრობლემა  ლინუქსზე MSI afterburner -ის ან მისი ალტერნატივის არარსებობაა და მეზარება ცალ-ცალკე ოვერქლოქინგზე, მონიტორინგზე ან ფანების ბრუნებზე "ჩალიჩი".   TRIXX-იც კარგი იქნებოდა...

რაც ტესტები მინახავს და ჩემითაც გამიტესტია native თამაშები უკეთ მუშაობს ვიდრე windows-ზე. Proton ისე დაიხვეწა რომ საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა უკვე და შეუძლებელი არაა გადასვლა.

MSI afterburner-ს რაც შეეხება პატარა სკრიპტით იზამდი ყველაფერს მაგრამ გეზარება და....

Share this post


Link to post
Share on other sites

ისე სწორია eolsori მანდ გადასასვლელათ გარკვეული ნავიკები გჭირდება და მაგ os ცოდნა, რომლის შესწავლაც ბევრ გეიმერს ეზარება, ამიტომ ისეთი პოპულარული ვერაა ეგ OS როგორც ვინდოუსი და ეგ არა მარტო გეიმინგს ეხება რა თქმა უნდა, პერფორმანსი რომ დაიხვეწა და ზოგან შეიძლება უსწრებს კიდეც ვინდოუსის პერფორმანსს ეგ კარგია მაგრამ ეგ მარტო მედალის ერთი მხარეა, ისე მანდ აბსოლიტურათ იგივენაირი ვიზუალი აქვს თამაშს რაც ვინდოუსში, რაღაცეები ხომ არ აკლია შემთხვევით, DX11-12 როგორც მივხდი არა აქვს არა, რაღაცა სხვას ხმარობს თამაშის მანდ გასაშვებათ, სტიმის სტატისიკას შევხედე და ასეთი სიტუაცია ყოფილა ამ ეტაპზე:

Windows 96.12% (Windows 10 64 bit 67.18%, Windows 7 64 bit 24.27%)

OSX 3.06%

Linux 0.81%

ეგ ისე რომელი OS რამდენათ პოპულარულია სტიმზე ამ ეტაპზე

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...