Basiani

წევრი
  • Content Count

    17
  • Joined

  • Last visited

Community Reputation

2 Neutral

About Basiani

  • Rank
    დამწყები

Profile Information

  • OS
    GNU
  • GPU
    Intel/Nvidia
  • HDD
    1,5 TB

Recent Profile Visitors

48 profile views
  1. ძალზე შორს წახვედით. იმით დაიწყეთ, თავად ეს საიტი რა სახის ინფორმაციას აგროვებს მომხმარებლებისგან.
  2. Basiani

    სიახლეები LINUX GAMING-ში

    ვულკანის მხარდაჭერა ბევრ გრაფიკულ ბარათს არ აქვს. ენვიდია Fermi ტიპის ბარათებს არ აქვთ ვულკანის მხარდაჭერა. 2018 წლის აპრილიდან ენვიდიამ მათი დრაივერების მხარდაჭერაც შეწყვიტა. მხოლოდ კრიტიკულ განახლებებს ამატებს მარტით დათარიღებულ დრაივერში. ვულკანის გარეშე კი პროტონი დიდი წარმადობით ვერ გამოირჩევა, რადგან სტანდარტული DirectX to OpenGL გაცილებით დაბალი წარმადობისაა DXVK-სთან შედარებით.
  3. ჩემს კომპიუტერებზე Arch Linux-სა და Manjaro-ს ვიყენებ. მანჯარო იმიტომ, რომ ოჯახის წევრებმა ისარგებლონ. ვირტუალურ მანქანებს არ ჩამოვთვლი, იქ BSD-ც არის.
  4. თემას მეტისმეტად ამბიციური სათაური აქვს. მზის ბატარეები, როგორც დამატებითი ენერგიის წყარო ყოველთვის იქნება, მაგრამ მთელი ელექტროენეგროსისტემის მასზე გადატანა უბრალოდ ძალზე დიდი უგუნურებაა, რადგან მზის პანელებიდან მიღებული ელექტროენერგია მიზერულია. მზის პანელების საშუალებით დედამიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ძალზე მცირე ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი, რაც განედთან მიმართებაში ძალზე არათანაბრადაა განაწილებული, ძლიერ არის დამოკიდებული ჰავაზე, მეტეოროლოგიურ პირობებზე. საჭიროა უზარმაზარი ტერიტორიის დაფარვა მზის პანელებით, რათა მისი ექვივალენტური ჰიდრო ან თბოელექტროსადგურის ელექტროენერგია გამომუშავდეს. ასევე მნიშვნელოვანია ექსპლუატაციის დრო, რაც ძალზე მცირეა ჰიდრო ან თბოელექტროსადგურებთან მიმართებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური მხარე. მზის პანელები ფუფუნების საგანია და არა საყოველთაო მოხმარებისთვის გათვლილი ტექნოლოგია.
  5. სამყარო ადამიანის გადაშენების შემდეგ.
  6. Basiani

    სიახლეები LINUX GAMING-ში

    Ubuntu და Debian ლიდერობს იმით, რომ ძირითადად ყველა თამაშს უშვებენ, Arch კი არა. რამდენი ადამიანი იყენებს Arch-სთქო არ მითქვამს, ლიდერობს ის რომელიც კარგად უშვებს ყველა თამაშს. მომხმარებელთა რაოდენობა არ მიხსენებია და არც მაინტერესებს ვინ რას იყენებს. არც Gentoo არის სისულელე. ყოველ შემთხვევაში Arch-თან მიმართებაში ნამდვილად არ არის. შენ ის Arch მოგწონს და მასზე ცუდის გაგონება არ გინდა :დ
  7. Basiani

    სიახლეები LINUX GAMING-ში

    მომხმარებლები არიან, რომლებმაც თავიანთი შედეგები გაასაჯაროვეს. დისტრიბუტივების პროცენტული განაწილებაა მათ შორის, წარმადობა კი არა. დადებითი შეფასება Ubuntu-სა და Debian-ზე უფრო მოდის, ვიდრე Arch-ზე. უმეტესობა თამაშს Arch-ზე unplayable უწერია, მაშინ როცა იგივე თამაში Debian-ზე ეშვება. მაგალითად Fallout 4 არ ეშვება Manjaro-ზე, მაშინ როცა Debian-ზე stable აქვს შეფასება. "მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა". P.S. Gentoo დააყენე თუ სერიოზული პროცესორი აქვს კომპს, მაზოხისტური სიამოვნებაა ))))))))))))))
  8. Basiani

    სიახლეები LINUX GAMING-ში

    ეს სტატისტიკა სად დადგინდა? რათქმაუნდა Ubuntu ლიდერობს, ყველა თამაში Ubuntu-ზეა ოპტიმიზირებული, რადგან ყველა დეველოპერი მასზე აკეთებს აქცენტს. Arch საერთოდ არ არის მხარდაჭერილი, თვითონვე ამბობენ ამას Steam for Linux only supports Ubuntu LTS.Thus do not turn to Valve for support for issues with Steam on Arch Linux. https://wiki.archlinux.org/index.php/Steam ასეც არის. Total War-ის სერიები თუ გითამაშია Ubuntu-ს გარდა სხვა დისტრიბუტივზე, თამაშის გაშვებსთანავე წერს Detected unsupported Linux Distro. Arch-ზე გავუშვი ეგ თამაში და ყველა გმირს შუბლზე ასიმეტრიული გლიჩი ჰქონდა, Debian-ზეც იგივე, მარამ უფრო მცირე ზომის. Ubuntu-ზე დრაივერები და ბიბლიოთეკა შესაბამისია თამაშთან, Arch კი ამ მხრივ არ გამოირჩევა, მასზე ყველაფერი სატესტო ან ბეტაა, შესაბამისად ყველა თამაშისთვის დამატებითი ბიბლიოთეკაა საჭირო, რომ კარგად გაეშვას. მაგალითად Half Life, თამაშში stutter იგრძნობა, Debian-ზე არა. https://aur.archlinux.org/packages/?K=Half-Life&SB=p ეს დავაყენე გუშინ, რომ ნორმალურად გაეშვა. იმიტომ, რომ ეს დისტრიბუტივი არ არის Valve-ს მიერ მხარდაჭერილი. რაც ყველაზე მეტად მომწონს, არცერთ დისტრიბუტივს არ აქვს ისეთი Wiki, როგორიც - Arch-ს. ყველაფერია ფაქტობრივად. ჩემი "ბენჩმარქები" Arch Linux, Kernel 4.18xx, Nvidia-390.77_12, Steam beta, Proton-3.7-4_beta ............... Call of Duty 2 - Singleplayer და Multiplayer ეშვება როგორც DirectX 7 ასევე DirectX 9, მაგრამ Multiplayer-ში სერვერები არ იძებნება (Cinematic-ებში მხოლოდ ხმაა შავი ეკრანით, ძველ WINE-ში არ იყო ასე, თამაშში არანაირი პრობლემა არაა); Call of Duty 4: Modern Warfare - Singleplayer ეშვება უპრობლემოდ, წარმადობა იგივე რაც Windows-ში. Multiplayer არ ეშვება, მიზეზი Punkbuster ანტიჩითი, რომელიც არ განახლდა და თამაშის გაშვებისთანავე ანტიჩითის არარსებობას წერს; Call of Duty: Modern Warfare 2 - Singleplayer არ ეშვება. Multiplayer ეშვება უპრობლემოდ, მაგრამ არ შემიმოწმებია Punkbuster დაცულ სერვერებზე, Private match გავუშვი მხოლოდ; Call of Duty: Modern Warfare 3 - Singleplayer არ ეშვება. Multiplayer ეშვება უპრობლემოდ, მაგრამ არ შემიმოწმებია Punkbuster დაცულ სერვერებზე, Private match გავუშვი მხოლოდ (იგივე პრობლემა რაც მე-2-ში); Deus Ex: Game Of The Year Edition - უპრობლემოდ ეშვება როგორც Direc3D ასევე OpenGL რეჟიმში; GTA III - არანაირი პრობლემა; GTA: Vice City - არანაირი პრობლემა; GTA: San Andreas - არანაირი პრობლემა; Left 4 Dead 1 - ეშვება, მაგრამ როგორც კი რუკა ჩაიტვირთება თამაშიდან აგდებს; Mini Ninjas - უპრობლემოდ ეშვება; Mirror's Edge - უპრობლემოდ ეშვება; Skydrift - უპრობლემოდ ეშვება; Tomb Raider 1 - გაშვებისთანავე DOSBox იხსნება, მაგრამ cinematic-ის დამტავრებისთანავე თამაშიდან აგდებს; Tomb Raider 2, 3, 4, 5, 6, Anniversary, Legend, Underworld - უპრობლემოდ ეშვება. P.S. Valve-ს მიერ მხარდაჭერილი Fallout Shelter არ ეშვება ჩემთან.
  9. Basiani

    სიახლეები LINUX GAMING-ში

    თამაშების სია კონკრეტულ დისტრიბუტივებზე Steam Play-ის წარმადობის შესახებ. https://docs.google.com/spreadsheets/d/1DcZZQ4HL_Ol969UbXJmFG8TzOHNnHoj8Q1f8DIFe8-8/htmlview?sle=true# Ubuntu და Debian ლიდერობენ. Valve რეკომენდაციას Ubuntu-ს უწევს, თავიანთ Steam OS-ს კი არა.
  10. Basiani

    სიახლეები LINUX GAMING-ში

    ყოფილა ბეტაში, უბრალოდ Steam Play-ის მონიშნვა აკლდა. ამ ლეპტოპზე ფედორა დგას და არცერთი თამაში არ გაეშვა. 10 წლის წინანდელი ორბირთვიანი i7 არის ვიდეოს გარეშე. თან LLVM7 არ დგას, მგონი 6 არის ამაზე და შეიძლება ამიტომ არ მათამაშებს. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის, ვინდოუსზე უფრო სწრაფად, დაწკაპებისთანავე ეშვება თამაში, მაგრამ როგორც კი თამაშის მენიუ გამოვა, აგდებს. მხოლოდ GTA III გაეშვა უპრობლემოდ. Nvidia-ზე ვცდი საღამოს.
  11. Basiani

    სიახლეები LINUX GAMING-ში

    Steam beta მაქვს ახლა, მაგრამ ჯერჯერობით Steam Play არ არის. WINE-ით თუ გავუშვებ სტიმს, მაშინ კი შეიძლება Windows-ის თამაშების გაშვებაც, მაგრამ ეს ძველი მეთოდია. ოფიციალური Proton არ დევს ამ ვერსიაში. ველოდები როდის ჩაამატებენ. Left 4 Dead 1 ანუ Valve-ის ერთადერთი თამაში რომელიც ლინუქსზე არ გამოსულა, მაინტერესებს როგორ გაეშვება. L4D2 მაქვს, მაგრამ პირველი უფრო მომწონს. WINE-ით კარგად ეშვებოდა Nvidia 384-მდე, მერე კი ძალზე დაიკლო წარმადობამ. ეგ Race07 ძველი თამაშია. სტანდარტული WINE-ითაც კარგად ეშვება. აქ ყოფილა Proton https://github.com/ValveSoftware/Proton/
  12. Windows 10 Enterprise LTSB მაქვს ერთერთ ლეპტოპზე, რომელსაც იშვიათად ვიყენებ. ბევრი ნაგავი მოშორებული აქვს და კიდევ უამრავი რამის რეგისტრიდან გათიშვა შეიძლება. თამაშებში სტაბილურია. არანაირი Gaming Mode არ სჭირდება, პირიქით Xbox DVR საერთოდ გათიშული მაქვს. ერთადერთი მინუსი ის აქვს, რომ მხოლოდ Windows Update-ის და ლეპტოპის მწარმოებლის საიტზე არსებული დრაივერები მიდის. Nvidia-ს საიტიდან ჩამოტვირთული არცერთი არ მიდის, არც ინტელის და საერთოდ მხარდაჭერა არ აქვს სხვა დრაივერებს, მხოლოდ ოფიციალური ან Windows Update-ით მიღებული მიდის.
  13. გეჩვენება. 7-ს ალბათ არ ანახლებდი. წესით თანაბარი უნდა იყოს, მაგრამ 10-ში უამრავი არასასურველი პროცესი მიდის, რომელიც წარმადობას ამცირებს.
  14. Basiani

    სიახლეები LINUX GAMING-ში

    Valve-მა ოფიციალურად დაადასტურა Steam Play-ის გამოსვლა, რომელიც იქნება WINE-ის მოდიფიცირებული ვერსია Proton. Proton განსხვავებით WINE Vanilla-სგან შეიცავს უახლეს პატჩებს და დაფუძნებულია WINE DXVK პროექტზე, რომელიც Valve-ს მიერ არის მხარდაჭერილი. Proton-ის საშუალებით ლინუქსის და მაკის მომხმარებლები უპრობლემოდ შეძლებენ იმ თამაშების თავიანთ სისტემაში გაშვებას, რომლებიც მხოლოდ Windows სისტემისთვისაა შექმნილი. Proton მოახდენს DirectX 10, 11, 12 თამაშების გადაყვანას Vulkan-ში, ამისთვის გეიმერებს არანაირი სპეციალური კონფიგურაცია არ დასჭირდებათ. როგორც კი მაკის ან ლინუქსის მომხმარებელი ვინდოუსის თამაშის ინსტალაციას დაიწყებს, Proton თავად დააინსტალირებს ყველა საიჭირო ფაილს, რაც თამაშის მათ სისტემაში გასაშვებადააა საჭირო. ყველაზე საინტერესო ამ მხრივ წარმადობაა. WINE DXVK (DirectX to Vulkan) ბევრ თამაშში კარგ შედეგს იძლევა. Proton კი მოდიფიცირებული ვარიანტია და როგორც უკვე ცნობილი გახდა თამაშებმა DOOM, FINAL FANTASY VI, Into The Breach, NieR: Automata, S.T.A.L.K.E.R.: Shadow of Chernobyl, Star Wars: Battlefront 2 ძალზე კარგი შედეგი აჩვენეს. Valve-ს დაპირება, რომ Witcher 3 იქნებოდა Steam OS-ზე, შესრულებულია. DXVK ამ თამაშში კარგ შედეგს იძლევა. Proton-ისგან კი უფრო მეტის მოლოდინია.