Popular Post Shopen Posted January 31, 2014 Popular Post Posted January 31, 2014 შეიძლება ყოფილიყო შემთხვევა როდესაც ფაილები გადაგქონდათ usb ფლეშ ბარათზე, ამ დროს ნებით ან უნებლიეთ გამოძვრეთ "ფლეშკა" თავიდან შეერთებისას კი გხვდებათ პატარა სიურპრიზი> usb flash არ იხსნება, ფორუმზეც ბევრჯერ მოუმართავთ ამ პრობლემის შესახებ მაგრამ ძირითადად მხოლოდ ფორმატირების უტილიტების რჩევით შემოვიფარგლებოდით თუ ვერ დააფორმატა შემდეგი რჩევა იყო -> "გადააგდე", დღეს დავწერ მეთოდებს თუ როგორ შეიძლება მისი გაცოცხლება. აქ არ იქნება ახსნილი კონკრეტული გზა აღდგენისთვის, არის ვარიანტები ასევე ეს მცირეოდენი ინსტრუქცია გაგიადვილებთ(იმედია) უკეთ შეძლოთ თქვენით ფლეშკის აღდგენა. ვაგდებთ firmware-ს პროგრამული სეცდომები Usb flash-ებში არც თუ ისე ცოტაა, როდესაც usb პორტში აერთებთ წერს "Insert disc", "Format removable device", "No disk access" და სხვას. ძირითადი მიზეზი ამისი არის მიკროპროგრამის პრობლემა ... . fiirmware("Прошивка") შედგება კონტროლერის მიკროკოდებისგან და ოვერჰიდის ფლეშ-მეხსიერებაზე. მიკროკოდი ჯერ კიდევ კონტროლერის დროს არის ჩაშენებული(უმეტესად ეს არის ტიპიური არც ისე დიდი ნიღაბი ROM-ის) ექსპლუატაციის დროს ის არ იცვლება ხოლო მისი დაპორტირება იშვიათად ხდება,ისიც თუკი ჩიპსაც გადაიტან(მაგრამ ეს უკვე აპარატურულ მხარეს ეკუთვნის). სამაგიეროდ "სისტემური ფართი"(ეს პირველ რიგში არის თრანსლატორი, ასევე მეხსიერების პარამეტრები და სხვადასხვა იდენტიფიკატორები) უფრო ადვილად იწერება. ასევე ხშირად ფლეშ ბარათს კონფლიქტი მოსდის კვებასთან როდესაც ის დაკავებულია რაღაც კონკრეტული ოპერაციით ამ დროს კი ხდება მისი შეჩერება შედეგად თრანსლატორების მუშაობა ირღვევა, ასევე მათი საერთო ადრესირება. არის ასევე სხვა მიზეზიც, მაგალითად ჩავარდნილი უჯრედების რიცხვის გაზრდა. თანამედროვე flash მეხსიერებები MLC/TLC Nand ტიპების უფრო არასაიმედოა ამიტომაც ჩიპებში ურთავენ კონკრეტული ზომის სარეზერვო მეხსიერებას. ხშირად შედარებით უფრო მარტივად არის საქმე როდესაც უბრალოდ იბლოკება ფლეშ ბარათები,როდესაც ჩვენ გვინა ახალი ფაილის ჩაგდება,შექმნა ან თუნდაც დაფორმატება გამოაქვს შემდეგი შეტყობინება: "The disk is write-protected". ხშირად მათი სრულად დაფიქსვა უბრალო windows ბრძანებებით ვერ ხდება(როგორიც არის მაგალითად fc /b) მაგრამ არის შექმნილი ამისათვის სპეციალური პროფესიონალური უტილიტები როგორებიც არის Flashnul(ამ უტილიტს მოკლედ განვიხილავთ),Flash Drive Tester 1.14 , MyDiskTest 2.50 , H2testw 1.4 და Flash Memory Toolkit 2.0 ესენი მარტივი,კომპაქტური,მოსახერხებელი და მრავალფუნქციური პროგრამებია, მათ სჭირდება ყურადღება როდესაც ცდილობთ მაგალთად აღდგენას რათა რაიმე შეცდომა არ დაუშვათ, ასევე ზოგიერთს(მაგალთად Flashnul-ს) სჭირდება დოკუმენტაცია ან ინსტრუქცია რადგანაც მუშაობს ბრძანებებით(console რეჟიმში). ზემოთ აღწერილ პრობლემებს სჭირდებათ რემონტი, რემონტში შედის გასუფთავება შემდეგ კი ტესტირება, ახალი ტრანსლატორის შექმნა და სისტემური ფართის ჩაწერა(ჩვეულებრივ ფიქსირებულ დირექტორიაში). ასეთი ქმედება ხშირად მოიხსენიებენ როგორც "დაბალი დონის ფორმატირებას" ამ დროს მიმდინარეობს აფდეითი. სწორედ ამისთვის ქარხნულ პარამეტრებზე დასაბრუნებლად ხშირად იყენებენ MPTool კლასის უტილიტს, აქ MP ნიშნავს Mass Production ხოლო tool ამ შემთხვევაში იმიტომ რომ შეუძლია ერთდროულად მუშაობა 8 და ასევე 16 usb flash-თან. უტილიტები ხშირად მკაცრად არიან დაყოფილი მოდელებათ და კონტროლერის მოდიფიკაციებად ამიტომაც საჭიროა იმავე ეგზემპლიარის ვერსიის ნახვა, ასევე საჭიროა მან აღიქვას ეს ფლეშ-მეხსიერება, სამწუხაროდ აქ უნივერსალური რეცეპტი არ არის, ფლეშკებში ერთსა და იმავე მოდელზე შესაძლებელია სხვადასხვა კონტროლერის ვერსია და მიკროსქემის ვარიანტი იყოს. ინტერნეტ სივრცეში ასევე არის უკვე ბევრი სხვა უტილიტი მაგალითად აქ http://www.usb-disk.ru/prog.php და აქ http://rdm.kiev.ua/pages/utils/flash/ აქ თავმოყრილია სხვადასხვა ფლეშ ბარათის პროგრამები მათ შორის ოფიციალური ფირმების. ამის შემდეგ ასევე აღსანიშნავია რესურსი > http://www.usbdev.ru/files/ ეს ფაქტიურად Flashboot.ru-ს ალტერნატივაა სადაც ბევრი უტილიტია 35 კონტროლერის მხარდაჭერით. ეხლა კი რამდენიმე რჩევა: პროგრამული რემონტისთვის საჭიროა კონტროლერის ზუსტი მოდელი, ამისათვის მოაძვრეთ კორპუსი და ნახეთ მიკროსქემის მარკა, ხანდახან ეს მეთოდი არ ამართლებს(მონოლითურ ფლეშ ბარათებში მაგალითად) ამიტომაც სჯობს გამოიყენოთ პროგრამული მეთოდები. კონტროლერები შეგიძლიათ ნახოთ აქ VID/PID-ით( პირველი კოდი არის იდენტიფიკატორი მწარმოებლის ხოლო მეორე იდენტიფიკატორი პროდუქტის), ეს კოდები ყველა usb flash-ს მოჰყვება მათი გაგება შეიძლება device manager-ში ან სპეციალური პროგრამებით : USBDeview 2.22, CheckUDisk 5.4, ChipGenius 4.00.0025 RC3 Fix ან Flash Drive Information Extractor 7.5.0.480(ბოლო ორს პირდაპირ გამოაქვს მარკა, კონტროლერის მოდელი firmware ვერსიითურთ ასევე იუწყება სხვა გამოსადეგ ინფორმაციას ფლეშ ბარათის შესახებ). სწორად შეარჩიეთ ოპერაციული სისტემა, ზოგ უტილიტს არ აქვს მხარდაჭერა 64-ბიტიანი სისტემისა და 7/8 Windows-ის(თუ პრობლემა შეგექმნათ შეეცადეთ Compatibility mode-თი გაუშვათ). ხშირად ოპერაციული სისტემა ვერ აღიქვამს USB ფლეშს, შესაბამისად VID/PID გრაფებიც ნულია, ვერც დრაივერს ვერ აინსტალირებთ და ვერც უტილიტის ჩართვას ვერ ახერხებთ, ამ დროს იუწყება "USB Device Not Recognized" შეტყობინებას, ეს პირველ რიგში(ამ შემთხვევაში!) ფლეშ მეხსიერების ბრალია: კონტროლერის მიკროპროგრამა გაშვების დროს ცდილობს ის წაიკითხოს მაგრამ OS-ის მოთხოვნაზე არ რეაგირებს. ამის მოსაგვარებლად საჭიროა დაამოკლოთ 29-ე და 30-ე მიკროსქემიდან გამომავალი რაღაცა და ასე შეაერთეთ USB პორტში, როდესაც მას windows აღიქვამს გახსენით/აუშვით მის მიკროსქემებიდან გამომავალ "ფესვებს"(დიდი ხანი დაჭერა არ უნდა გაცხელდება) შემდეგ უკვე ჩართეთ საჭირო უტილიტი აღსადგენად. დასაფორმატებლად გამოიყენეთ შედმეგუ უტილიტები: SDFormatter 4.0, HP USB Disk Storage Format Tool 2.2.3 და Memory Stick Formatter 2.5 სულ ეს არის, ალბათ გავაგრძელებ შემდეგ თუკი მოთხოვნა და დაინტერესება მოჰყვა ამას ფლეშკების გაცოცხლებაზე თემებს... 31 Quote
alex007 Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 magaaaaaaaaarrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrr Quote
kakha77777 Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 ისე, ფლეშების შესახებ ერთი თემა რომ იყოს აპინული რა უჭირს ? აი ეს თემა მაგალითად. Quote
alex007 Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 ისე, ფლეშების შესახებ ერთი თემა რომ იყოს აპინული რა უჭირს ? აი ეს თემა მაგალითად. +1 Quote
NEIRON Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 გაგრძელებას ველი, ასეთი ჩიპით რაც სურათზეა, ჩემ 512მბ იანს აქვს და წინა თაობებს თუ არ ვცდები მშვენიერი თემაა Quote
urekeli_l Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 აქამდე სად იყავით იქნებ მეშველა ჩემი ფლეშკისთვის კარგი პოსტია Quote
lasha1616 Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 კინგსტონის 4GB თუ 8GB–იანი მიგდია და მასეთი ჩიპი აქვს. თუ არ დამეზარა და ნერვები მეყო, მერე მოვიცლი და დავწერ რა შედეგს გამოიღებს. ეხლა ვნახე ჩემსას ეგეთი ჩიპი ორივე მხარეს აქვს რანაირად გავიგო კონტაქტების ათვლა რომელი მხრიდან იწყება? ან ორივე მხარეს ერთდროულად უნდა დამოკლება? Quote
xosito Posted February 1, 2014 Posted February 1, 2014 PQIს პატარა ფლეშკა მაქვს არვიცი რა მოუვიდა, კომპიუტერსი რომ ვაერთებ ხედავს და დაფორმატებას მთხოვს, მაგრამ დაფორმატების მერე მაინც აღიქვავს ფლეშკა და მეხსიერებას არ აჩვენებს, კვლავ დაფორმატებას ითხოვს დაჟე HD Tach ბენჩიც გაიარა, ხედავთ სქრინს რა ჯანდაბა ეშველება? Quote
Shopen Posted February 2, 2014 Author Posted February 2, 2014 კინგსტონის 4GB თუ 8GB–იანი მიგდია და მასეთი ჩიპი აქვს. თუ არ დამეზარა და ნერვები მეყო, მერე მოვიცლი და დავწერ რა შედეგს გამოიღებს. ეხლა ვნახე ჩემსას ეგეთი ჩიპი ორივე მხარეს აქვს რანაირად გავიგო კონტაქტების ათვლა რომელი მხრიდან იწყება? ან ორივე მხარეს ერთდროულად უნდა დამოკლება? გუგლში ნახე აბა მაგ მოდელზე PQIს პატარა ფლეშკა მაქვს არვიცი რა მოუვიდა, კომპიუტერსი რომ ვაერთებ ხედავს და დაფორმატებას მთხოვს, მაგრამ დაფორმატების მერე მაინც აღიქვავს ფლეშკა და მეხსიერებას არ აჩვენებს, კვლავ დაფორმატებას ითხოვს დაჟე HD Tach ბენჩიც გაიარა, ხედავთ სქრინს რა ჯანდაბა ეშველება? პირველ რიგში გაიგე მისი VID/PID შემდეგ მაგის მიხედვით შესაბამისი უტილიტი გამოიყენე VID/PID-ით გაიგებ კონტროლერს http://flashboot.ru/iflash/ აქ ნახავ საჭირო უტილიტს http://flashboot.ru/files/ 2 Quote
Gogla1990 Posted February 2, 2014 Posted February 2, 2014 მადლობა ავტორს საინტერესო და ერთობ საჭირო თემისთვის წინა თვეს დამიწვეს ერთი საცოდავი ფლეშკა მარა იმას კი არაფერი ეშველებოდა რადგან სუნზევე ეტყობოდა დაბუგული რომ იყო და აღარც მიცდია შველა Quote
alex007 Posted February 3, 2014 Posted February 3, 2014 მადლობა ავტორს საინტერესო და ერთობ საჭირო თემისთვის წინა თვეს დამიწვეს ერთი საცოდავი ფლეშკა მარა იმას კი არაფერი ეშველებოდა რადგან სუნზევე ეტყობოდა დაბუგული რომ იყო და აღარც მიცდია შველა ეგეთები არ კეთდებაა ამით ??? :D :D Quote
Gogla1990 Posted March 12, 2014 Posted March 12, 2014 Shopen, გაუმარჯოს, ხო ხარ მაგრად? ვიცი მაინც შენ უნდა გამცე პასუხი ამიტომ ზოგადად აღარ ვიკითხავ Corsair Flash Voyager 128GB მაქვს, რომელსაც პირველი 3-4 GB გაზარმაცებული აქვს და 2-3 MB/S-თი იწერს, ხსენებული მოცულობის შევსების მერე ადის 20-22MB/s-მდე, ნუ ზარმაცი კაცის ამბავი მოგეხსენება და მარტივი გზა მოვნახე ჩავწერე 5GB-იანი ფაილი, დაფარული გავხადე და აღარ ვაფორმატებ პირველი 3-4GB ისევ მაგ სიჩქარით რომ არ იზოზინოს რამოდენიმე პროგრამით დავაფორმატე, გარკვეულ მოცულობას დაზიანებულსაც აჩვენებდა და ფორმატირების მერე გაქრა, მაგრამ სიწრაფე იგივე დარჩა ხოდა მაინტერესებს თუ შეიძლება ამის გამოსწორება, ან ის 3-4 GB საერთოდ რომ ჩამოეჭრას? კი ვცდიდი მეთვითონვე სხვადასხვა ვარიანტებს მარა მთლად ჩემი არაა ფლეშკა(ნათხოვარია ასე ვთქვათ) და არ მინდა დაუდევრობით შემოვიკლა, ნუ 4-8-16GB რომ იყოს ხო, მარა 128 მეცოდება საექსპერიმენტოდ წინასწარ უღრმესი მადლობა Quote
Shopen Posted March 12, 2014 Author Posted March 12, 2014 სალამი, ვარ რა ნორმ. თავად? ჩამოჭრას რაც შეეხება კი შეიძლება magic partition-ით მაგალითად მაგრამ რამდენად გამართლებული იქნება არ ვიცი, შეიძლება კიდევ ისე დარჩეს როგორც ადრე და არაფერი შეიცვალოს, შეიძლება დაზიანებულია ფლეში და მაგიტო შვრება Flash memomy toolkit-ით დაასკანერე აბა error scan-ზე და ბენჩებიც გაუშვი იქ რას იზამს მაგაზე მართლა არ ღირს ექპერიმენტები და firmware-ს ჩაწერის მცდელობა, გაატარე და დადე სქრინები მე მაქვს ეხლა alcor-ის კონტროლერზე პრობლემა შემდეგია არ ფორმატდება და არ იხსნება მაგას ვეჩალიჩები დრაივერი არ დააინსტალირა და ცოტა არ იყოს ამ უტილიტებით პრაქტიკაში რთულია თუკი ვერ ერკვევი დაყენება, ხვალ ვცდი ამას და დავწერ შედეგს თუ გამომივა აღდგენა. Quote
Gogla1990 Posted March 12, 2014 Posted March 12, 2014 სალამი, ვარ რა ნორმ. თავად? მეც არამიშავს, მადლობა გავატარებ ტესტებს და დავდებ ჩამოჭრას რაც შეეხება კი შეიძლება magic partition-ით მაგალითად მაგრამ რამდენად გამართლებული იქნება არ ვიცი, შეიძლება კიდევ ისე დარჩეს როგორც ადრე და არაფერი შეიცვალოს, მაგ შემთხვევაში ვეღარ დავიბრუნებთ იმ ჩამოჭრილ მეხსიერებას? Quote
Shopen Posted March 12, 2014 Author Posted March 12, 2014 მეც არამიშავს, მადლობა გავატარებ ტესტებს და დავდებ მაგ შემთხვევაში ვეღარ დავიბრუნებთ იმ ჩამოჭრილ მეხსიერებას? არ ვიცი არასდროს მიცდია წესით უნდა დარჩეს გამოუყენებელი(ჩამოჭრილი) ადგილი და სურვილისამებრ უნდა შეიძლებოდეს შეერთება დასატესტად ჩამოაჭერი 1Gb ან უფრო ცოტა და ნახე Quote
Gogla1990 Posted March 12, 2014 Posted March 12, 2014 უმეტეს ბენჩზეც იგივენაირად იქცევა, ანუ თუ ცარიელია 2-3 MB/s-ს აჩვენებს და თუ 3-4 GB-ს შეავსობ მერე სრულ სისწრაფეს აფიქსირებს ერორის ამოგდებას არამგონი აპირებდეს Quote
Gogla1990 Posted March 12, 2014 Posted March 12, 2014 Shopen, დავაყენე და არ შეიცვალა არაფერი ბენჩზე გავუშვი და იმასაც დავდებ Quote
daviti-q Posted March 12, 2014 Posted March 12, 2014 მეზობელმა მომცა 8გბ-იანი ფლეშკა, რომელსაც ხედავდა და ამუშავებდა ოღონდ 4მბ-ად, დავუბრუნე და ვუთხარი გაკრასკე მეთქი და შეიძლებოდა მუშაობა? Quote
მათე Posted March 12, 2014 Posted March 12, 2014 Shopen, გაუმარჯოს, ხო ხარ მაგრად? ვიცი მაინც შენ უნდა გამცე პასუხი ამიტომ ზოგადად აღარ ვიკითხავ Corsair Flash Voyager 128GB მაქვს, რომელსაც პირველი 3-4 GB გაზარმაცებული აქვს და 2-3 MB/S-თი იწერს, ხსენებული მოცულობის შევსების მერე ადის 20-22MB/s-მდე, ნუ ზარმაცი კაცის ამბავი მოგეხსენება და მარტივი გზა მოვნახე ჩავწერე 5GB-იანი ფაილი, დაფარული გავხადე და აღარ ვაფორმატებ პირველი 3-4GB ისევ მაგ სიჩქარით რომ არ იზოზინოს სწრაფად რომ ჩაწერს მერე ეგ სწრაფად ჩაწერილი ინფო იხსნება? სიტყვაზე 16 GB შეავსე და ამის მერე რასაც ჩაწერ იმის გახსნა თუ შეგიძლია? მე მქონდა 256 GB-იანი kingstone-ს ფლეშკა. ყველგან ასე ეწერა, თავიდან 8 GB-ს იწერდა ნელა ჩვეულებრივი ფლეშკა როგორც იწერს და მერე 30-35 MB/s-თ გამიხარდა მარა რამდენჯერმე რომ ვერ გავხსენი ფილმი კი გამიკვირდა მერე შევამოწმე და 8 GB-ს ზემოთ სწარფად ჩაწერილს საერთოდ არ ხსნიდა. პროგრამული ნაჩალიჩარი ფლეშკები ყოფილა და ამაზონზეც იყიდება და ვნახე გაფრთხილება არ იყიდოთო ბრაკებიაო 8 და 16-იანები ყოფილა სინამდვილეში. ნახე აბა ეგეც ეგეღი ხო არაა. 1 Quote
Gogla1990 Posted March 12, 2014 Posted March 12, 2014 matusala, საინტერესოა შიგვე გახსნისა რა მოგახსენო მარა ძმაკაცს გავატანე ამ ფლეშკით 50GB-მდე მოცულობის ფაილები და გადაიტანა თავის კომპში ჩვეულებრივ ხვალ მაგასაც შევამოწმებ მაინც და დავწერ პასუხს აუცილებლად Quote
მათე Posted March 13, 2014 Posted March 13, 2014 ვა დანა რომ მივადე დაინახა ის კოდები VID და PID და აგერ ამანაც გახსნა, მაგრამ რომ არ აფორმატებს? მაიკომპიუტერშიც არ ჩანს, ის რკინა რომ მივადე და მეჭირა დაინახა ასე ზომა არ აწერია და kingstone format tool მიწერს failed to format ვერაფრით ვერ ვაფორმატებ აუ ეს რო გავაკეთო გამისწორდება 2 წლის ნაგდები ფლეშკაა სონი 2-ზე ვთამაშობდი ამით თამაშებს. 1 Quote
Gogla1990 Posted March 13, 2014 Posted March 13, 2014 სწრაფად რომ ჩაწერს მერე ეგ სწრაფად ჩაწერილი ინფო იხსნება? სიტყვაზე 16 GB შეავსე და ამის მერე რასაც ჩაწერ იმის გახსნა თუ შეგიძლია? მე მქონდა 256 GB-იანი kingstone-ს ფლეშკა. ყველგან ასე ეწერა, თავიდან 8 GB-ს იწერდა ნელა ჩვეულებრივი ფლეშკა როგორც იწერს და მერე 30-35 MB/s-თ გამიხარდა მარა რამდენჯერმე რომ ვერ გავხსენი ფილმი კი გამიკვირდა მერე შევამოწმე და 8 GB-ს ზემოთ სწარფად ჩაწერილს საერთოდ არ ხსნიდა. პროგრამული ნაჩალიჩარი ფლეშკები ყოფილა და ამაზონზეც იყიდება და ვნახე გაფრთხილება არ იყიდოთო ბრაკებიაო 8 და 16-იანები ყოფილა სინამდვილეში. ნახე აბა ეგეც ეგეღი ხო არაა. გამართლდა შენი ეჭვი ზოგ ფაილს აზიანებს ზოგს არა, დიდი ზომისებს თითქმის ყველას, ანუ გამოუსადეგარია ამის გამომშვები ქარხანაც Shopen, ამ შემთხვევაში ეშველება რამე? არადა კი აქვს სისწრაფე რას ერჩი Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.