Jump to content

HGST 6TB ჰელიუმის მასალით შექმნილი მყარი დისკი


Barca

Recommended Posts

wdc.gif

 

 

Wester Digital ის შვილობილმა კომპანია NGST  მ იგივე > Hitachi Global Storage Technologies მა წარმოადგინა 

უახლესი Ultrastar სერიის 6TB ტევადობის შიდა მყარი დისკი ( HDD ), რომელიც დამზადებულია ჰელიუმისგან , ანუ მის შიგნით ნაცვლად ჰაერისა მოთავსებულია ჰელიუმი , რაც მყარ დისკს უფრო მსუბუქს , დახვეწილს , ეკონომიურს ხდის ახლანდელ 4TB ტევადობის მქონე მყარ დისკებთან შედარებით .

 

უფრო ზუსტად კი ეს მყარი დისკი მოიხმარს 23 % ით უფრო ნაკლებ ენერგიას დაუტვირთავ რეჟიმში ( 5.3 ვატი ) , ასევე 49 % ით ნაკლებს თითოეული TB სთვის. 3.5 ინჩიანი ფორმ-ფაქტორის გათვალისწინებით ეს მოდელი 50 % ით უფრო მეტ მასალას დაიტევს და მისი თითოეული TB სთვის ის 38 % ით უფრო მსუბუქიც იქნება. ამ მოდელის წონა კი 640 გრამია .

 

 

 

HGST_6TB_HE6HDD_comparison.jpg

 

 

როგორც სურათზე ზედავთ ამ მყარ დისკს აქვს 7 დისკიანი დიზაინი 7200 ბრუნით , თუმცა მისი სისქე იგივეა რაც სტანდარტული 4TB იანი მყარი დისკებისა.

 

აღნიშნული პროდუქცია HGST მ სასერვერო საქმიანობისთვის უკვე შესთავაზა ისეთ კომპანიებს და ორგანიზაციებს როგორიცაა : HP , CERN ,  Huawei Unified Storage , Netflix და სხვა მსხილ მსოფლიო ორგანიზაციებს და ლაბორატორიებს.

 

კომპანიას მომავლისთვის დაგეგმილი აქვს უფრო ფართოდ აწარმოოს ჰელიუმის მყარი დისკები , უახლოეს ხანებში ჩვენ ვიხიალავთ უკვე 2.5 ინჩიანი ფორმ-ფაქტორის მყარ დისკებსაც ნოუთბუქებისათვის ,მეტი ტევადობით და ნაკლები სიმძიმით, რაც მისწრებაა ულტრაბუქების კიდევ უფრო დახვეწვისთვის.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

რაღაც სარეკლამო ტრიუკი უფრო მგონია

ასეთ პატარა მოცულობაში ჰელიუმის და ჰაერის ფიზიკურ თვისებებს შორის განსხვავება დიდი არაა, განსაკუთრებით წონაში

+ მას -არ ექნება "სასუნთქი" (ისე მთელი ჰელიუმი გარეთ გამოვიდოდა)

+ ჰელიუმი უფრო მსუბუქია ვიდრე ჰაერი, ამიტომ დისკების თავაკებს უფრო მეტი ამწევი ძალ დასჭირდებათ დისკის ზედაპირზე "საფრენად" ვიდრე ჰაერში დასჭირდებოდათ (ეს იგივეა HDD ამუშაო 3000მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, გაიშვიათებული წნევის გამო თავაკები დაედება დისკებს და გადაიწვებ მალე) თუ იგივე წნევაზე იქნება (1 ატმოსფერო) მაშინ მითუმეტეს არანაირი განსხვავება არაა....

Link to comment
Share on other sites

ხო მაგრამ ისეც არ იქნება რომ მალე გაფუჭდეს , არ იყოს სტანდარტულ მყარ დისკეზბე გამძლე

 და ამის გამო უკმაყოფილო დარჩეს მომხმარებელი თან ბოლოს და ბოლოს ცერნის ლაბორატორიასაც კი შესთავაზეს და სულ რომ არაფერი იმათ ვერ დააგოიმებენ :D

Link to comment
Share on other sites

თან სიმსუბუქეო, გეგონება ათულობით ლიტრზე იყოს საუბარი :D  :D

აი რაც შეეხება ჰაერის ჩანაცვლებას ჰელიუმით, მგონი რომ ინერტული აირის თვისება უფრო მნიშვნელოვანია და ეგ სიმაღლე და მსგავსი ეფექტი აქ არ იქნება , წნევა იმავე იქნება, აირის თვისება ხომ სხვადასხვაა .

Link to comment
Share on other sites

გაყიდვაში მგონი არის უკვე ეს მყარი დისკები არა? 

 

ნაკლები მოცულობისაც უნდა იყოს მგონი, ამაზონზე წავაწყდი რამოდენიმე დღის წინ და ეხლა რომ ვნახე ეს სიახლე დამაინტერესა.

 

www.amazon.com - ამ ბმულზე რომ არის იგივეა თუ რამე სხვაა? :)

Link to comment
Share on other sites

მე როგორც მახსოვს ჰელიუმი რადგან უფრო მსუბუქია ნაკლებ წინააღმდეგობას  უწევს ფირფიტებს შესაბამისად ძრავი ნაკლებად იტვირთება

 

ასევე ვინჩესტერიც უფრო ნაკლებად გაცხელდებაო და ვინაიდან სასუნთქი არააქვს ალბათ უფრო იზოლირუბეული იქნება გარემოსგან ანუ მტვერის ნაწილაკი ან რაღაც გამორიცხულია რომ მოხვდეს და დააზიანოს რამე

Link to comment
Share on other sites

კი მაგრამ ჰელიუმი თუ იქნება შიგნით, ე.ი. ჰერმეტულად უნდა იყოს დახურული და ჰელიუმის მაგივრად, საერთოდ გამოეტუმბათ ჰაერი არ ჯობდა ?

თითქმის არ ექნებოდა წინააღმდეგობა ფირფიტებს ბრუნვისას.

Link to comment
Share on other sites

segate-ს ხო აქვს 1 დისკზე 1 TB ეხლა რაღაც ახალი ტექნოლოგია აქვთ რომლის დახმარებითაც 1 დისკზე 1.25 TB-ს ატევენ და აქ გამოდის რომ 6 TB 7 დისკზე ანუ დისკზე 1 TB-ც კი არაა (რატომ აკვეხებენ ძალით მეტ დისკებს?) თან მინახავს 2 TB-იანი ვინჩოები 7200 ბრუნიანები როგორ "ბღავიან" და ეს 7 დისკიანი 7200 ბრუნიანი წარმომიდგენია. მოკლედ რაღაც უაზრობაა რა. იმედია seagate-ც გამოუშვებს იმ ახალი ტექნოლოგიით 4 დისკში 5 TB-ს რო ჩატევენ ბევრად უკეთესი იქნება :D მე მაინც seagate მერჩივნა WD-ს და 2-3 მაგალითიც ვიცი WD-მა რო გაუბერა 1-1.5 წელი მუშაობის მერე 

Link to comment
Share on other sites

იეეე, ვინჩოები შემსუბუქდებიან  :bis:

 

:D

Link to comment
Share on other sites

გაყიდვაში მგონი არის უკვე ეს მყარი დისკები არა? 

 

ნაკლები მოცულობისაც უნდა იყოს მგონი, ამაზონზე წავაწყდი რამოდენიმე დღის წინ და ეხლა რომ ვნახე ეს სიახლე დამაინტერესა.

 

www.amazon.com - ამ ბმულზე რომ არის იგივეა თუ რამე სხვაა? :)

 

სერია ესაა მაგრამ ეს მოდელი ჯერ არაა გაყიდვაში , თან ჯერ მხოლოდ 6TB იანი გამოვა 

 

 

 

 

დამიჯერეთ არანერი პრობლემა არ ექნება , ნუ ჩვეულებრივ მომხრებელს ეს არც დასჭირდება რადგან სასერვეროდ არის გათვლილი უფრო , შესაბამისად ჰელიუმის თვისებებიც სასერვერო ოთახისთვის მისწრება იქნება 

Link to comment
Share on other sites

თან სიმსუბუქეო, გეგონება ათულობით ლიტრზე იყოს საუბარი :D  :D

აი რაც შეეხება ჰაერის ჩანაცვლებას ჰელიუმით, მგონი რომ ინერტული აირის თვისება უფრო მნიშვნელოვანია და ეგ სიმაღლე და მსგავსი ეფექტი აქ არ იქნება , წნევა იმავე იქნება, აირის თვისება ხომ სხვადასხვაა .

სადმე გინახავს კოროზიისგან დაზიანებული ვინჩესტერი?

მე მინახავს ჩაჟანგულ გაუბედურებული კომპები ისეთი კოროზიული გარემოში მუშაობდნენ, დედაპლატები იფშვნებოდა ფაქტიურად, მაგრამ ვინჩესტერი მუშაობდა მაინც, ასე რომ ინერტულობა დიდი არაფერია ამ კუთხით

თან სიმსუბუქეო, გეგონება ათულობით ლიტრზე იყოს საუბარი :D  :D

აი რაც შეეხება ჰაერის ჩანაცვლებას ჰელიუმით, მგონი რომ ინერტული აირის თვისება უფრო მნიშვნელოვანია და ეგ სიმაღლე და მსგავსი ეფექტი აქ არ იქნება , წნევა იმავე იქნება, აირის თვისება ხომ სხვადასხვაა .

 

 

მე როგორც მახსოვს ჰელიუმი რადგან უფრო მსუბუქია ნაკლებ წინააღმდეგობას  უწევს ფირფიტებს შესაბამისად ძრავი ნაკლებად იტვირთება

 

ასევე ვინჩესტერიც უფრო ნაკლებად გაცხელდებაო და ვინაიდან სასუნთქი არააქვს ალბათ უფრო იზოლირუბეული იქნება გარემოსგან ანუ მტვერის ნაწილაკი ან რაღაც გამორიცხულია რომ მოხვდეს და დააზიანოს რამე

ნაკლები წინააღმდეგობა კი ექნება ფირფიტებს, მაგრამ ასევე ნაკლები ამწევი ძალა ექნება თავაკებს მაშინ და შესძლოა პირიქით უფრო მალეც გამოვიდეს მწყობრიდან,

დახურული თუ იქნა საერთოდ თერმო მიმოცვლის პრობლემა იქნება, კი მართალია ჰელიუმის თბოგამტარებლობა მეტია ვიდრე ჰაერის, მაგრამ მაინც არა მგონია საკმარისი იყოს დახურულ ძალიან პატარა სივრცეში ვინჩესტერის გასაციებლად თუ სხვა რამე არ არის კიდევ, რაზეც არაფერია რეკლამაში

 

კი მაგრამ ჰელიუმი თუ იქნება შიგნით, ე.ი. ჰერმეტულად უნდა იყოს დახურული და ჰელიუმის მაგივრად, საერთოდ გამოეტუმბათ ჰაერი არ ჯობდა ?

თითქმის არ ექნებოდა წინააღმდეგობა ფირფიტებს ბრუნვისას.

ჰაერი რომ გამოტყუმბო თავაკები ვერ იფრენენ და თერმომიმოცვლაც არ იქნება

 

მოკლედ იმედია ცოტა მეტ ინფორმაციას დადებენ რისთვის და როგორ იყენებენ ჰელიუმს, თორე ისე ვერ ვიფიქრებ რა უპირატესობა შეილება ჰქონდეს

Link to comment
Share on other sites

სადმე გინახავს კოროზიისგან დაზიანებული ვინჩესტერი?

მე მინახავს ჩაჟანგულ გაუბედურებული კომპები ისეთი კოროზიული გარემოში მუშაობდნენ, დედაპლატები იფშვნებოდა ფაქტიურად, 

მაგრამ ვინჩესტერი მუშაობდა მაინც, ასე რომ ინერტულობა დიდი არაფერია ამ კუთხით

 

 

ნაკლები წინააღმდეგობა კი ექნება ფირფიტებს, მაგრამ ასევე ნაკლები ამწევი ძალა ექნება თავაკებს მაშინ და შესძლოა პირიქით უფრო 

მალეც

 გამოვიდეს მწყობრიდან,

დახურული თუ იქნა საერთოდ თერმო მიმოცვლის პრობლემა იქნება, კი მართალია ჰელიუმის თბოგამტარებლობა მეტია ვიდრე ჰაერის, 

მაგრამ მაინც არა მგონია საკმარისი იყოს დახურულ ძალიან პატარა სივრცეში ვინჩესტერის გასაციებლად თუ სხვა რამე არ არის კიდევ, 

რაზეც არაფერია რეკლამაში

 

ჰაერი რომ გამოტყუმბო თავაკები ვერ იფრენენ და თერმომიმოცვლაც არ იქნება

 

მოკლედ იმედია ცოტა მეტ ინფორმაციას დადებენ რისთვის და როგორ იყენებენ ჰელიუმს, თორე ისე ვერ ვიფიქრებ რა უპირატესობა 

შეილება ჰქონდეს

ვერ ვხვდები თავაკების ფრენაში რას გულისხმობ, პროპელერი კი არაა. ეგ არის დაფიქსირებული ერთ ადგილას ეგრე ზემოთ ქვემოთ რომ მოძრაობდეს საკმაოდ მალე დააზიანებდა დისკებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.