Popular Post მიშა Posted November 2, 2010 Popular Post Share Posted November 2, 2010 გამარჯობა ფორუმო . დიდი ხანია ღირებული აღარაფერი დამიწერია. ამჯერად შემოგთავაზებთ ინფორმაციის მყარი მატარებლების ოპტიმიზაციის ხერხებს... მართალია SSD-ები ჯერ-ჯერობით საქართველოში უცხო ხილია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მაინც დაგჭირდებათ ეს თემა... --------------------------------------------------- პირველ რიგში, გავერკვეთ კონტროლერებში, რადგან მყარ მატარებელში საქმის 50 პროცენტი სწორედ კონტროლერებზეა დამოკიდებული (დანარჩენი 50 - ჩიპებზე). დღესდღეობით ბაზარზე რამდენიმე სახის კონტროლერია გავრცელებული. Intel X25-M. კომპანია Intel-ის მიერ წარმოებულ მყარ მატარებლებს ამავა სახელწოდების კონტროლერი აქვთ (ასე ვთვლი, რადგან სხვაგვარი ინფორმაცია ვერსაც ვიპოვე). X25-M ბაზრის "მეინსტრიმ" კატეგორიას იჭერს. დღესდღეობით უკვე იყიდება "მეორე თაობის" X25-ები, რომლებსაც Windows 7-ში "TRIM"-ის მხარდაჭერა აქვთ (TRIM - ბრძანება, რომლის დახმარებითაც OS "გრძნობს", თუ რომელი ბლოკებია გამოყენებისთვის გამოუსადეგარი და მათ "შლის" სისტემიდან). ეს რათქმაუნდა კარგია, მაგრამ სამწუხაროდ Intel-ის მეორე თაობის SSD-ები მხოლოდ 80/160GB ტევადობისაა და შესაბამისად 280/530$ ღირს. Indilinx Barefoot. კონტროლერების ყველაზე დიდი მწარმოებელი ალბათ კომპანია Indilinx-ია. დღესდღეობით იგი სამი მოდელის კონტროლერს ამზადებს. ერთ-ერთი მათგანაი Indilinx Barefoot. ეს ოთხარხიანი კონტროლერია, რომელსაც TRIM ფუნქცია მიკროპროგრამულ (firmware) დონეზე აქვს ჩანერგილი, ანუ რა SSD-საც უნდა ჩაუდგათ Barefoot, ყველას ექნება Trim. გარდა ამისა მიკროპროგრამა მუდმივად უმჯობესდება და მისი განახლება ძლიერ წააგავს დედადაფის BIOS-ის დაფლეშვას. ასე რომ "უცხო" არაფერი გელით. ამ კონტროლერებით ძირითადად OCZ-ს წარმოების მყარი მატარებლებია აღჭურვილი. Indilinx Barefoot ECO - ეს კონტროლერი G.Skill-ის "საკუთრებაა", რადგან მის გარდა დღეისთვის არავინ იყენებს ECO-ს. "ეკოს" და "უეკოოს" შორის სხვაობა ის გახლავთ, რომ "ეკოს" აქვს 40nm-ზე ნაკლები ტექპროცესის მქონე ჩიპების მხარდაჭერა (34nm მაგალითად). ეს ჩიპები დასამზადებლად იაფია, ასე რომ თეორიულად ECO სჯობს Barefoot-ს. Indilinx Jetstream. ინდილინქსის მესამე კონტროლერი სულ მალე ჩაეშვება წარმოებაში და ექნება SATA 6G-ს მხარდაჭერა . მეტი ინფორმაცია არ არის ცნობილი და მგონი არც მეტი ცვლილება იქნება ახალ კონტროლერში. SandForce 1200 / 1500. სენდფორსი კონტროლერების ორ მოდელს უშვებს. 1200 რვაარხიანი გახლავთ, ხოლო 1500 - 16-არხიანი. იგი საოცრად სწრაფია, მაგრამ ძვირიც. ხუმრობა ხომარაა თექვსმეტი არხი... კონტროლერებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ SATA 3G-ს მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ ესეც სავსებით საკმარისია. Marvell. "ყოვლისმომცველი" კომპანია, რომელსაც ფეხი აქვს ჩადგმული "ARM" პროცესორების, ქსელის ადაპტერების, უკაბელო ქსელის მოწყობილობების და სხვა მრავალი ჩიპის წარმოებაში, მყარი მატარებლის კონტროლერებსაც აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის ახალ მოდელს SATA 6G-ს მხარდაჭერა აქვს. სწორედ ამ კონტროლერით არის აღჭურვილი Crucial RealSSD C300. კონტროლერების გაცნობას მოვრჩით, ამიტომ ახლა პროგრამულ მხარეს მივხედოთ. --------------------------------------------------- Intel Rapid Storage Technology ორი თვის წინ Intel-მა გამოუშვა ახალი დრაივერი, რომლის დახმარებითაც TRIM ფუნქციით სარგებლობა საუთბრიჯის გავლითაც შეიძლება და სხვათაშორის, RAID-შიც მოქმედებს ეს TRIM . ახლა მავანი იტყვის "რაღა დროს საუთბრიჯია, ან Intel-ს რა ხელი აქვს სხვა კონტროლერების დრაივერებთანო", მაგრამ თურმე კარგი დროსია საუთბრიჯი და ინტელს სწორედ რომ მიუწვდება ხელი ამ ყველაფერზე. დრაივერს "Rapid Storage Technology 9.6" ჰქვია და თი ვინიცობაა დაგჭირდეთ, მისი გადმოწერა აქედან შეგიძლიათ. ეს დრაივერი იმითიცაა კარგი, რომ ყველა SATA კონტროლერს ერგება. SSD Tweak Utility ეს მარტივი პროგრამაა, რომელიც თავსებადია Windows 2000/XP/Vista/7-ის როგორც 32, ასევე 64-ბიტიან ვერსიებთან. მისი საშუალებით შეგიძლიათ დატვიკოთ: • Windows Indexing Service • System Restore • Windows Defrag • Use Large System Cache • NTFS Memory Usage • Disable 8.3 Filenames • Disable Date Stamping • Disable Boot Tracing • Windows Prefetcher • Windows Vista Superfetch გადმოსაწერო ბმული აქ არის განთავსებული. როგორც ხედავთ, პროგრამას აქვს როგორც ავტოტვიკინგის, ასევე "გაუმჯობესებული ტვიკინგის" შესაძლებლობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ყველაფრის თქვენით გაკეთება მოგიწევთ. ჯერ-ჯერობით "გაუმჯობესებული ტვიკინგის" მენიუ არც ისე სავსეა, მაგრამ დროთა განმავლობაში, პროგრამის ახალ ვერსიებთან ერთად, ისიც შეივსება. მენიუ საშუალებას გაძლევთ ერთი დაწკაპუნებით ჩართოთ ან გამორთოთ ესა თუ ის ფუნქცია. Windows 7 God Mode ეს საკმაოდ საინტერესო რამ გახლავთ. უბრალოდ ქმნით ახალ საქაღალდეს, აკოპირებთ ამ ტექსტს: GodMode.{ED7BA470-8E54-465E-825C-99712043E01C} არქმევთ ახალ საქაღალდეს ამ სახელს და იგი ჩვეულებრივი საქაღალდიდან ფუნქციების მოსაწესრიგებელ ღილაკად იქცევა. ახლავე შეგიძლიათ სცადოთ ჩაწერის ქეშირების ჩართვა სურათზე ნაჩვენებია SSD-ს "properties" მენიუ, რომელიც Device Manager-იდანაა "ამოყვანილი". მასში აღნიშნული სანიშნების ჩართვა აასწრაფებს თქვენს მყარ მატარებელს. ინდექსირების გათიშვა ეს კი ჩვეულებრივი "C", "D" ან "ჭ" დრაივის "properties" მენიუა, სადაც სულ ქვემოთ განთავსებულია ინდექსირების სანიშნი. ჩართული ინდექსირება ძებნას ასწრაფებს, მაგრამ რადგან SSD-ებს ისედაც საკმაოდ სწრაფი წვდომის დრო აქვთ, ინდექსირება შეგიძლიათ გამორთოთ. დეფრაგმენტაციის გათიშვა უბრალო ვინჩესტერებს დეფრაგმენტაცია ფაილების მოსაწესრიგებლად სჭირდებათ, თუმცა SSD-ები ფაილებს ჩაწერისას თავადვე აწესრიგებენ, ასე რომ მათთვის დეფრაგმენტაცია უაზრო და არასასურველიც კია (რადგან ზედმეტი ჩაწერა/წაკითხვის ციკლს ასრულებს). როგორც წესი, Windows 7 თავადვე უთიშავს SSD-ებს დეფრაგმენტაციას, მაგრამ კარგი იქნება, თუკი გადაამოწმებთ ნაღდად გათიშულია თუ არა. სისტემის აღდგენის გათიშვა სისტემის აღდგენის ფუნქციის გათიშვა საშუალებას მოგცემთ აასწრაფოთ ინფორმაციის მატარებელი და გაათავისუფლოთ მასზე ადგილი, მაგრამ ამასთანავე, თუკი სისტემა მოიშლება, ყველა მნიშვნელოვან ფაილს დაკარგავთ (იმედია ასეთ ფაილებს C დისკზე არ შეინახავთ ). სუპერფეჩის გათიშვა სუპერფეჩი, უფრო სწორად, სუპერფეტჩი არის ფუნქცია, რომელიც ხშირად გამოყენებადი ფაილების ქეშირებას ახდენს, რათა მათი სწრაფი გამოძახება შესძლოთ. SSD-ების რეაგირების დროის სიმცირის გამო სუპერფეტჩი შეგიძლიათ გათიშოთ. გათიშვის მენიუ Services-ში შეგიძლიათ ნახოთ (Computer - manage - services - superfetch). პრეფეტჩის გათიშვა პრეფეტჩი არის ფუნქცია, რომელიც პროგრამის ფაილებს RAM-ში ინახავს. Windows 7-ის "სისწრაფე" დიდად არის პრეფეტჩის დამსახურება და ბევრმა მომხმარებელმა ეს ამბავი არც კი იცის. რათქმაუნდა პრეფეტჩი ოპერატიული მეხსიერების გამოყენებას ზრდის. მისი გათიშვა ხდება რეგისტრის (რეესტრის) რედაქტორიდან, ანუ regedit.exe-დან. მისი ჩართვის შემდეგ უნდა მოძებნოთ: HKEY_LOCAL_MACHINE\SYSTEM\CurrentControlSet\Control\Session Manager\Memory Management\PrefetchParameters იპოვოთ "enable prefetcher", დაკლიკოთ მარჯვნივ და აირჩიოთ "modify", შემდეგ კი რიცხვი "3" შეცვალოთ რიცხვ "0"-ით და დააჭიროთ "ok"-ს. იმისათვის, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს, საჭიროა კომპიუტერის გადატვირთვა. --------------------------------------------------- აი, სულ ეს არის, რაზეც მინდოდა თქვენი ყურადღების გამახვილება... გონიერი მომხმარებელი ამ მეთოდებიდან რამდენიმეს არამხოლოდ SSD-ს, არამედ HDD-ს ოპტიმიზაციისთვისაც გამოიყენებს... სხვა საქმეა, რამდენად ააჩქარებს ეს ყველაფერი თქვენს მყარ დისკს... წარმატებას გისურვებთ და გმადლობთ ყურადღებისთვის. P.S. სოსო, აქ თუ შემოიხედავ, სოსპედიაში ამის მიბმაზე ნუ შეწუხდები, დავამატე უკვე :D 10 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
amemishishi Posted January 27, 2012 Share Posted January 27, 2012 საღოლ კაი ნაშრომია:) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
amemishishi Posted January 31, 2012 Share Posted January 31, 2012 Kingston’s HyperX® SSD ეს მინდა ვიყიდო ეხლა მაქვს ეს OCZ OCZ Agility 3 120GB რომელი ჯობია ისე? პირველი ბრენდის პონტში მინდა რა რამებიც იგივე მაქვს და მაგიტო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 31, 2012 Share Posted January 31, 2012 ინტელის აიღე ან crucial ორივე ინტელის კონტროლერზეა OCZ-ს არ აქებენ ბევრია უკმაყოფილო 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
amemishishi Posted January 31, 2012 Share Posted January 31, 2012 ინტელს ისეთი ფასი ადევს .... 510 series 710 series Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 31, 2012 Share Posted January 31, 2012 შენც 300 სერია აიღე http://www.amazon.com/Intel-2-5-Inch-Solid-State-Drive-Brown/dp/B004TFXBMG/ref=sr_1_10?ie=UTF8&qid=1328012177&sr=8-10 http://www.amazon.com/Intel-SATA-2-5-Inch-Solid-State-Drive/dp/B004U8ZHY2/ref=sr_1_7?ie=UTF8&qid=1328012177&sr=8-7 http://www.amazon.com/Crucial-2-5-Inch-Solid-State-CT128M4SSD2/dp/B004W2JKZI/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1328012177&sr=8-2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
amemishishi Posted January 31, 2012 Share Posted January 31, 2012 ეგ ჩემსაზე დაბალია პერფორმანსში რათ მინდა ეგეთი აი nix.ru ამას თუ დავუჯერებთ ოვზ ვერტექს სერიის ჯობია კინგსტონს მაგრამ ჩემსას ამავე საიტის შედეგებით ჯობია ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები ორივე სსდ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted February 1, 2012 Share Posted February 1, 2012 მარტო სექვენტალ წაკითხვა/ჩაწერას ნუ უყურებ, მთავარია რანდომ რიდი და რაიტი. ტესტები ნახე სხვასხვა საიტებზე. + SSD-ებზე დიდი გავლენა აქვს ფირმვეასაც. ორ ფირმვეას შორის უზარმაზარი სხვაობა შეიძლება იყოს წარმადობაში. რჩევით გირჩევდი Crucial M4 აგეღო მარველის კონტროლერებზეა. ინტელიც კარგია, მაგრამ ძვირია გაცილებით, SLC ჩიპების გამო, თუმცა არც MLC-ებია კონკურენტებზე დიდად იაფი :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
amemishishi Posted February 1, 2012 Share Posted February 1, 2012 მარტო სექვენტალ წაკითხვა/ჩაწერას ნუ უყურებ, მთავარია რანდომ რიდი და რაიტი. ტესტები ნახე სხვასხვა საიტებზე. + SSD-ებზე დიდი გავლენა აქვს ფირმვეასაც. ორ ფირმვეას შორის უზარმაზარი სხვაობა შეიძლება იყოს წარმადობაში. რჩევით გირჩევდი Crucial M4 აგეღო მარველის კონტროლერებზეა. ინტელიც კარგია, მაგრამ ძვირია გაცილებით, SLC ჩიპების გამო, თუმცა არც MLC-ებია კონკურენტებზე დიდად იაფი ეს უკვე მაქვს არ გავიცანი სსდ და ეგრე ვიყიდე ეხლა ვეცნობი და გულიდამწყდა რო არამირჩევია კარგი სსდ ამიტო გავხსენი თემა რო 180$ის ფარგლებში კარგი სსდ ვიყიდო და ისევ ცუდი არჩევანი არ გავაკეთო:) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted February 1, 2012 Share Posted February 1, 2012 ისე, არ გირჩევნია, რომ ცოტა დაიცადო და ბარემ ახალი 20 ნმ-ზე დამზადებული SSD იყიდო? იმიტომ რომ agility3 ცუდი ნამდვილად არაა, ახალს იყიდი, მაგრამ ტესტების გარდა შედეგს სავარაუდოდ ვერ იგრძნობ და გამოგივა ჰაერში გასროლილი ფული. შენს ადგილას, დავიტოვებდი აგილითის და დავუცდიდი SSD-ების ახალ თაობას :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
amemishishi Posted February 1, 2012 Share Posted February 1, 2012 ისე, არ გირჩევნია, რომ ცოტა დაიცადო და ბარემ ახალი 20 ნმ-ზე დამზადებული SSD იყიდო? იმიტომ რომ agility3 ცუდი ნამდვილად არაა, ახალს იყიდი, მაგრამ ტესტების გარდა შედეგს სავარაუდოდ ვერ იგრძნობ და გამოგივა ჰაერში გასროლილი ფული. შენს ადგილას, დავიტოვებდი აგილითის და დავუცდიდი SSD-ების ახალ თაობას გაიხარე ყველაზე კარგი რჩევა იყო სამსახურიდან გამომდინარე სიახლეებს ვერ მივსდევ და ნამდვილად არ ვიცოდი თუ 20 ნანომეტრ-ზე გაიჩითებოდა იასნია დაველოდები მიტუმეტეს რო ამ ეტაპზე ფინანსურად მაგარი მოვიკოჭლებ იყოს რა ეს რაც მაქვს დაავადებაში გადამივიდა ეს მუდმივი აფგრეითი და ძალიან ცუდია რა მოკლედ ვიტოვებ ამას სანამ ამაზე 20-30%-ით უკეთესი არ გამოვა:) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted February 1, 2012 Share Posted February 1, 2012 ჰო რა ეგრე სჯობს, ახლა რამე სხვა SSD-ს ყიდვა ტყუილად ფულის ყრაა. რეალობაში სხვაობას ვერ ნახავ და ბენჩმარკებში მაღალი ქულებისთვის ფულს არავინ დააბრუნებს, რასაც ახალ SSD-ში დახარჯავ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
amemishishi Posted February 1, 2012 Share Posted February 1, 2012 ჰო რა ეგრე სჯობს, ახლა რამე სხვა SSD-ს ყიდვა ტყუილად ფულის ყრაა. რეალობაში სხვაობას ვერ ნახავ და ბენჩმარკებში მაღალი ქულებისთვის ფულს არავინ დააბრუნებს, რასაც ახალ SSD-ში დახარჯავ მართალი ხარ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჯიგარო მითუმეტეს რო ფინანსურად არ ვარ ისე რო ბენჩებისთვის და რეკორდებისთვის ზედმეტად დავიხარჯო ზოგჯერ იმას ვეუბნები ჩემ თავს რო მე რა კონფიგიც მაქვს ბევრისთვის საოცნებოა და დააყენე ერთი ადგილი და მორჩი უაზრო ფულის ხარჯვას თკო მერე ისევ ეს ავადმყოფობა შემაწუხებს შევარდები ებაიზე ვიყიდი რაღაცას ჩამოვა და ვხედავ რო სუ ტყუილად გადავყარე ფული მოკლედ მე აქ მოვრჩი პოტებს დაველოდები სანამ X79 ბედი ბოლომდე გაირკვევა და სანამ სსდ ახალი თაობა გამოვა:) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
System32 Posted April 11, 2012 Share Posted April 11, 2012 სსდ რომ რაიდში არის მაშინ მისი მდგომარებოა რა პროგრამით შევამოწმო ხომ ვერ მეტყვით? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 11, 2012 Share Posted April 11, 2012 სსდ რომ რაიდში არის მაშინ მისი მდგომარებოა რა პროგრამით შევამოწმო ხომ ვერ მეტყვით? იგივე პროგრამებით რიცით ჩვეულებრივ ვინჩესტერს ტესტავ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
BRETTELI Posted May 30, 2012 Share Posted May 30, 2012 რა მაინტერესებს მინდა სამუდამოდ დავემშვიდობო ხდდ-ს და D) დისკად ვამუშაო მეორე სსდ და რამდენად გამართლებს აიტანს თუ არა ამდენ ჩაწერას და წაშლას და რა სახის სსდ არის მაგ ვარიანტში გათვლილი და როგორ უნდა დავაკონფიგურო რომ დიდხანს გაძლოს აბა გამოცდილი ხალხის რჩევა არ მაწყენდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted June 1, 2012 Share Posted June 1, 2012 სტანდარტული მოხმარებისას რამდენიმე ათეული წელი ვერ მოკლავ ჩვეულებრივ MLC ტექნოლოგიის SSD-ს, ასე რომ, აირჩიე რომლის ფინანსური საშუაკლებაც გაქვს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Noobito Posted December 14, 2013 Share Posted December 14, 2013 მაგალითად ეს ყველაფერი არ გავაკეთე რა უარყოფუთუ მხარე აქ ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted December 14, 2013 Share Posted December 14, 2013 ოდნავ უფრო ნაკლები სიჩქარით და ეფექტურობით იმუშავებს ვიდრე შეუძლია მამენტ შეგიძლია არც გააკეთო ეს ოპტიმიზაცია ჩაწერის ქეშირების ჩართვაინდექსირების გათიშვადეფრაგმენტაციის გათიშვა ამათი გაკეთება მაინც ღირს ჩემის აზრით სისტემის აღდგენის გათიშვა ეს უფრო სსდ-ს სიცოცხლის ხანგრძლივობის შენარჩუნებისთვის არის კარგი მაგრამ ერთი მინუსი აქვს რომ სისტემამ თუ აურია system restore ფუნქციას რომელსაც მე პირადად ხშირად ვიყენებ ვეღარ გამოიყენებ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted December 14, 2013 Share Posted December 14, 2013 უმეტესობას ვიყენებ მაგ სერვისებიდან მათ შორის სისტემის აღდგენის გათიშვას (HDD-ზეც ვიყენებდი თავის დროზე) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ნიკუშა Posted March 11, 2014 Share Posted March 11, 2014 ssd ვიყიდე და ხრომის ოპერის და ინტერნეტ ექსპოლორერის ქეშები ჰდდ-ზე რო ჩაწეროს და არა სსდ-ზე ეგ როგორ გავაკეთო რაღაცეები ვნახე ინეტრნეტში მარა ვერ გავაკეტე მაინც სსდზე წერს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted May 27, 2014 Share Posted May 27, 2014 ssd ვიყიდე და ხრომის ოპერის და ინტერნეტ ექსპოლორერის ქეშები ჰდდ-ზე რო ჩაწეროს და არა სსდ-ზე ეგ როგორ გავაკეთო რაღაცეები ვნახე ინეტრნეტში მარა ვერ გავაკეტე მაინც სსდზე წერს გააკეთე? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted May 27, 2014 Share Posted May 27, 2014 ssd ვიყიდე და ხრომის ოპერის და ინტერნეტ ექსპოლორერის ქეშები ჰდდ-ზე რო ჩაწეროს და არა სსდ-ზე ეგ როგორ გავაკეთო რაღაცეები ვნახე ინეტრნეტში მარა ვერ გავაკეტე მაინც სსდზე წერს ეგ პირიქით არ უნდა გინდოდეს? მე მაგის გამო RAMDISK-ს ვხმარობდი კაი ხანს. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted May 28, 2014 Share Posted May 28, 2014 ეტყობა უნდა რომ სსდს ცვეთა შეამციროს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 29, 2014 Share Posted May 29, 2014 New Technology Will Quadruple SSD Performance http://www.guru3d.com/news_story/new_technology_will_quadruple_ssd.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.