NEIRON Posted November 1, 2010 Posted November 1, 2010 edit... გამოიყენეთ Novicorp WinToFlash http://wintoflash.com/home/en/ ფაქტიურად მაუსის ორი კლიკით ჩაწერს ფლეშკაზე ვინდოუსს სევენსაც და XP-საც ან თუ არ გეზარებათ წაიკითხეთ ეს სტატია სრულად by ავტორი... windows XP ინსტალაცია ფლეშკიდან ქართულად by Overclockers.ge დღეს განახებთ ილუსტირებულ სახელმძღვანელოს თუ როგორ ჩავწეროთ ფლეშკაზე ვინდოუს XP-ს საინსტალაციო პაკეტი. ამისთვის დაგვჭირდება: 1. კომპიუტერი რომელზეც windows XP არ არის ჩაწერილი (ან ჩაწერილია მაგრამ არ ვიმჩნევთ ) 2. ვინდოუსის საინსტალაციო დისკი (bootable) ან მისი iso ფაილი (ესეც bootable რათქმა უნდა) რომელიც შეგიძლიათ აქ ნახოთ windows xp sp3 3. ფლეშკა 1 ან 2 GB-იანი. მეტი ზომის ფლეშკით არ გამოვა და ფლეშკა უნდა იყოს დაფორმატებული FAT ფაილურ სისტემაში. 4. და რა თქმა უნდა პროგრამა USB multi-boot რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ ლინკიდან 5. ეს ყველაფერი კეთდება ოპერაციული სისტემიდან XP, სევენიდან თუ ცდილობთ არ გამოვა ლინკი მე განახებთ როგორ გავაკეთოთ iso ფაილით თუმცა CD დისკის შემთხვევაშიც იგივა. პირველ რიგში შეაერჭვეთ ფლეშკა იქ სადაც ჯერ არის ! (ვინც ვერ გაიგო უბრალოდ ფლეშკა შეაერთეთ კომპზე) შემდეგ ვინდოუსის iso ფაილს გავხსნით Daemon tools ან რამე მსგავსი პროგრამით და იქ არსებულ ყველა ფაილს მოვნიშნავთ და გადავწერთ დირექტორიაში C: D: E: ან რა ვიცი ჭ: დისკზე თუ ასეთი გვექნება. CD შემთხვევაში ჩავდებთ დისკს დისკჩამწერში და გადავწერთ ფაილებს ასეთი სახელის საქაღალდეში (folder) winxp (ადგილების გამოტოვების გარეშე). როგორც სურათზე ჩანს ყველა ფაილი გადავწერე C:\winxp საქაღალდეში შემდეგ ამოვაარქივებთ ჩამოწერილ USB Multi-Boot 10.0 და გავუშვებთ USB_MultiBoot_10 ფაილს გაეშვება command prompt ფანჯარა და როგორც გვეუბნება press any key to continue ვაწვებით ნებისმიერ ღილაკს ახალ ფანჯარაში უნდა ამოვირჩიოთ პირველი პუნქტი ანუ კლავიატურაზე ავკრიფავთ P სიმბოლოს და ვაწვებით enter-ს ახალ გახსნილ ფანჯარაში ამოვირჩევთ ფლეშკას თუ რამოდენიმე გვაქვს შეერთებული ან როგორც ჩემს შემთხვევაშია ერთი ფლეშკაა G: დისკი და ვავწვებით start-ს ამის შემდეგ რამოდენიმეჯერ ჩაგვეკითხება რომ ფლეშკას ვაფორმატებო ხოდა უარი არ უთხრათ აჭირეთ yes ღილაკს და დაიწყებს ფორმატირებას დაამთავრებს ფომრატირებას ვეუბნებით OK და შემდეგ ფორმატირების ფანჯარას დავხურავთ close ღილაკით. გადაგვიყვანს ისევ command prompt ფანჯარაში და აქ უკვე ვირჩევთ 1 პუნკტს ანუ ავკრიფავთ 1-ს და enter-ს გაჩნდება ახალი სარკმელი რომელშიც მოვძებნით საინსტალაციო პაკეტის შემცველ საქაღალდეს ანუ ჩვენს შემთხვევაში C:\winxp საქაღალდეს (სადაც ვინდოუსის ფაილები გადავწერეთ დისკიდან ან iso ფაილიდან) ავირჩევთ საქაღალდეს winxp და ვაწვებით OK-ს. გაჩნდება ახალი ფანჯარა აქ ვირჩევთ cancel ვარიანტს ისევ გვაბრუნებს "შავ-ბნელ" ფანჯარაში. ამ შემთხვევაში ავკრიფავთ კლავიატურაზე 2-იანს და enter ახალ ფანჯარაში მივუთითებთ ფლეშკას და მერე OK ისევ გვაბრუნებს შავ ფანჯარაში და ამჯერად ვირჩევთ 3-იანს და enter ამოაგდებს ახალ ფანჯარას და ფაილების კოპირებაზე ვეთანხმებით ანუ ვაჭერთ yes და წავა ფლეშკაზე ფაილების ჩაწერა მოკლედ ძალიან დოლგი პროცესია და შეგიძლიათ მანამდე ყავა მიირთვათ, ჩაი, ლუდი... როგორც ყველაფერს ამ ქვეყნად ამ პროცესსაც აქვს დასასრული ამოხტება პატარა ფანჯარა ვაწვებით yes და ეგ არის ფლეშკა მზად არის მისი საშუალებით ვინდოუსის დასაინსტალებლად. ამის შემდეგ უბრალოდ ბიოსში first boot device უნდა მივუთითოთ ფლეშკა (removable drive) ან კომპის ჩართვის შემდეგ ისტერიულად ვაჭერთ კლავიატურაზე F8 ღილაკს, მოკლედ დავბუთავთ ფლეშკიდან და დავაინსტალებთ ვინდოუსს ჩვეულებრივ თუ ვინდოუსის ინსტალაცია არ იცით ტყუილა წაგიკითხავთ ამხელა ტექსტი აქ მაგის შესახებ არაფერი წერია ავტორი სოსო 2 Quote
vakokaxelo Posted December 9, 2010 Posted December 9, 2010 გაუარჯოსსს... ვინდოუს 7 მიყენიაა და ამ პროგრამით რო ვჩალიჩობ ხოო 4GBიანი ფლაშკაც ვცადე და 2იანიც და ვერ აღიქვავს ანუ ვერ ხედავს რაა XPს ჩაწერა მინდა ფლეშკაზე რაა მეორე კომპიუტერზე მინდა გადაყენება და ვერა და ვერ ჩავწერეე რაა...და იქნებ მითხრათ რატომ თუ ვინდოუს 7ვერ აღიქვავს თვითონს ამ პროგრამასს??? ფლაშკა ფატ32ზე დავაფორმატე და უბრალოდ ფატზეც და აზრი არ აქ და რისი ბრალი შეიძლება იყოს???? Quote
OverDozeD Posted February 7, 2011 Posted February 7, 2011 vakokaxelo 7-სთვის არსებობს სოფტი Windows 7 USB/DVD Download Tool >>> http://download.cnet.com/Windows-7-USB-DVD-Download-Tool/3000-18513_4-10972600.html Quote
gio_kiborg Posted February 24, 2011 Posted February 24, 2011 ფლეშკას ვერ ხედავს და რა ვუყო?? 1GBიანია სავარაუდოდ დაზიანებულია ფლეშკა საერთოდ კომპი ვერ ხედავს თუ ეს პროგი? Quote
ოთო Posted February 24, 2011 Posted February 24, 2011 სავარაუდოდ დაზიანებულია ფლეშკა საერთოდ კომპი ვერ ხედავს თუ ეს პროგი? პროგი ვერ ხედავს Quote
gio_kiborg Posted February 24, 2011 Posted February 24, 2011 მაშინ, თვითონ My Computer-იდან დააფორმატე FAT32-ში და ისევ ცადე... Quote
ოთო Posted February 24, 2011 Posted February 24, 2011 მაშინ, თვითონ My Computer-იდან დააფორმატე FAT32-ში და ისევ ცადე... ფატშიც ვცადე და ფატ32შიც, მაინც ვერ დაინახა Quote
gio_kiborg Posted February 24, 2011 Posted February 24, 2011 სხვა ფლეშკა ცადე მაშინ ან Windows 7-ზე თუ აკეთებ Run as Administrator მიეცი პროგს Quote
#Skinhead Posted February 24, 2011 Posted February 24, 2011 (edited) დიდი მადლობა ტუტორიალისთვის, მაგრამ ამდენ ტ#%@რს იყიდე დისკი და ჩაწერე რა :D Edited February 25, 2011 by ჯამბო cenzura daicavi Quote
ოთო Posted February 25, 2011 Posted February 25, 2011 (edited) დიდი მადლობა ტუტორიალისთვის, მაგრამ ამდენ ტყნაურს იყიდე დისკი და ჩაწერე რა ახალ netbookებს CD-ს ჩასადები არ აქვთ :chojinfc: Edited February 25, 2011 by JuMPeR Quote
ბექა Posted February 25, 2011 Posted February 25, 2011 ახალ netbookებს CD-ს ჩასადები არ აქვთ ხო ნეთბუქებს ისე სევენიც კარგად წავა და მგონი სევენის ადვილია ჩაწერა Quote
ოთო Posted February 25, 2011 Posted February 25, 2011 ხო ნეთბუქებს ისე სევენიც კარგად წავა და მგონი სევენის ადვილია ჩაწერა i ები თუ არააქ XP უკეთესად მიდის =)) Quote
newbie Posted March 6, 2011 Posted March 6, 2011 მშვენიერი სტატია ოღონდ მე პრობლემა შემექმნა, როცა დავაფორმატე დისკი გადააკოპირა ფაილები და გადაიტვირთა ხო უნდა გაეგრძელებინა ინსტალაცია მერე, ხოდა მიწერდა რო რაღაც hal.dll ფაილს ვერ პოულობდა, იქნებ დამეხმაროოოთ Quote
ბექა Posted March 9, 2011 Posted March 9, 2011 მიშველეთ რამე Uploaded with ImageShack.us არ ჩანს Quote
L1nux Posted March 9, 2011 Posted March 9, 2011 არ ჩანს მაგას მეც მივხვდი :D ვერცერთი ფლეში ვერ დავანახე D: :D Quote
ბექა Posted March 9, 2011 Posted March 9, 2011 მაგას მეც მივხვდი :D ვერცერთი ფლეში ვერ დავანახე D: სურათი არ ჩანს სურათი :D Quote
L1nux Posted March 9, 2011 Posted March 9, 2011 (edited) სურათი არ ჩანს სურათი :lollol: :lollol: bayayuna-ზე რეგისტრაცია უნდა მაგას აბააა © ბაყაყუნა რეკლამატორი პს.ეს ქართულზე Edited March 9, 2011 by L1nux Quote
Ivenho Posted April 6, 2011 Posted April 6, 2011 windows 7 დან არ ჩალიჩობს? ვერ დავაყენე. მივდივარ 3 ეტაპამდე და მერე ვერა. Quote
Ivenho Posted April 6, 2011 Posted April 6, 2011 ხო კიდე, ვინმემ ხო არ იცით win7ის ჩაწერა fleshze? Quote
gio_kiborg Posted April 6, 2011 Posted April 6, 2011 ხო კიდე, ვინმემ ხო არ იცით win7ის ჩაწერა fleshze? აი თემა ზუსტად მაგ საკითხზე ნახე მეორე პოსტი Quote
deviko Posted April 25, 2011 Posted April 25, 2011 3. ფლეშკა 1 ან 2 GB-იანი. მეტი ზომის ფლეშკით არ გამოვა და ფლეშკა უნდა იყოს დაფორმატებული FAT ფაილურ სისტემაში. როგორ დავაფორმატო არ ვიცი FAT ფაილურ სისტემაში და იქნებ ეგეც დაწეროთ... Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.