მიშა Posted November 1, 2010 Share Posted November 1, 2010 DirectX-ი, ასე ვთქვათ, ყოველი ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველწამს გვესმის "ამ ვიდეოს Dx10-ის მხარდაჭერა აქვს", "იმ თამაშს Dx11-ის მხარდაჭერა ექნება" და ა.შ...მაგრამ დაფიქრებულხართ კი, რა არის ეს DirectX? DirectX-ი პროგრამათა პროგრამირების ინტერფეისის კრებულია (application programming interfaces - API), რომელიც გამოიყენება მულტიმედიასთან ოპერირებისას, განსაკუთრებით კი - თამაშებში და ვიდეოებში Microsoft-ის პლატფორმებზე. DirectX-ის თითოეული კომპონენტის სახელწოდება "Direct"-ით იწყება - Direct3D, DirectDraw, DirectMusic, DirectPlay და ა.შ., ხოლო DirectX უბრალოდ ნიშნავს Direct-ების კრებულს, სადაც ყველა კონკრეტული სახელი X-ითაა შეცვლილი. სხვათაშორის Xbox-ის "X"-იც იმაზე მიუთითებს, რომ მასში DirectX ტექნოლოგია გამოიყენება ცოტა რამ ისტორიიდან 1994 წელს Microsoft-მა გადაწყვიტა გამოეშვა სრულიად ახალი ოპ. სისტემა - Windows 95. რათქმაუნდა ახალი ოპ. სისტემის წარმატება იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, თუ რა პროგრამებთან შეეძლებოდა მას მუშაობა. გაგეცინებათ და იმ დროს MS-DOS-ი თამაშებისთვის საუკეთესო ოპერაციულ სისტემად ითვლებოდა, ამიტომ Windows 95-ისთვის თამაშების გამოშვებას არავინ აპირებდა . ეს იმიტომ, რომ Windows 95 ახალი სტანდარტების მქონე სისტემა გახლდათ, რომელიც არ აძლევდა პროგრამისტს სისტემაში პირდაპირი წვდომის საშუალებას. ამ "ნაკლის" აღმოსაფხვრელად Craig Eisler-მა, Alex St. John-მა და Eric Engstrom-მა შექმნეს პროგრამების კრებული, რომელსაც DirectX ეწოდა. მისი პირველი ვერსია 1995 წლის სექტემბერში გამოვიდა, როგორც ცალკე პროგრამა - "Windows Games SDK" (SDK - Software Development Kit - პროგრამების შექმნის ნაკრები) მაშინ, როდესაც DirectX2.0 უკვე Windows-ის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. 1996 წელს, GDC-ზე (Game Developers Conference) სწორედ Dx2-ზე მოხდა Direct3D და DirectPlay ფუნქციების დემონსტრირება. დაახლოებით ამავე დროს Microsoft-მა წარმოადგინა OpenGL, მაგრამ იმ დროისთვის მას მხოლოდ "ჰაი-ენდ" სისტემებზე შეეძლო მუშაობა, ამიტომ საინჟინრო და CAD პროგრამებისთვის გამოიყენებოდა. DirectX კი OpenGL-ის "მსუბუქი" ვერსია გახლდათ, რომელიც უფრო გამოდგებოდა თამაშების შესაქმნელად და გეიმინგისთვის. დროთა განმავლობაში ტექნიკამ წინ წაიწია და OpenGL-სა და DirectX-ს შორის ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. თუმცა ყველაფერი საკმაოდ მარტივად გადაწყდა - ორივე კომპონენტს თავისი ფუნქცია აღმოაჩნდა. მაგალითად OpenGL-ს უფრო მაღალი ხარისხის გრაფიკის შექმნა შეეძლო, ხოლო DirectX-ს ხმისა და ჯოისტიკის მხარდაჭერა ჰქონდა. ასე რომ ადგილი ორივესთვის მოიძებნა...Победила дружба რელიზები სახელწოდება ვერსიის ნომერი გამოშვების თარიღი შენიშვნები DirectX 1.0- 4.02.0095 30.09.1995- DirectX 2.0- 1996- DirectX 2.0a- 4.03.00.1096 05.06.1996- Windows 95 OSR2 and NT 4.0 DirectX 3.0- 4.04.00.0068 15.09.1996- DirectX 3.0a- 4.04.00.0070 12.1996 - უკანასკნელი Dx Windows NT-სთვის DirectX 3.0b- 4.04.00.0070 12.1996- Windows 95-ის იაპონური ვერსიისთვის DirectX 4.0- არასდროს გამოსულა- DirectX 5.0- 4.05.00.0155 16.07.1997 - Dx-ის ბეტა ვერსია Windows NT 5.0-ისთვის DirectX 5.2- 4.05.01.1998 05.05.1998 - ექსკლუზიურად Windows 98-ისთვის DirectX 6.0- 4.06.00.0318 07.08.1998 - Windows CE-სთვის DirectX 6.1- 4.06.02.0436 03.02.1999- DirectX 6.1a- 4.06.03.0518 05.05.1999 - Windows 98 SE-სთვის DirectX 7.0- 4.07.00.0700 17.02.2000- Windows 2000-სთვის DirectX 7.0a- 4.07.00.0716 08.03.2000- DirectX 7.1- 4.07.01.3000 14.07.2000- Windows Me-სთვის DirectX 8.0- 4.08.00.0400 12.11.2000- DirectX 8.0a- 4.08.00.0400 05.02.2001- უკანასკნელი Dx Windows 95-ის მხარდაჭერით DirectX 8.1- 4.08.01.0810 25.10.2001 - Windows XP, Windows Server 2003 და Xbox-ისთვის DirectX 8.1a- 4.08.01.0901 2002 - შეიცავდა ახალ Direct3D-ს (D3d8.dll) DirectX 8.1b- 4.08.01.0901 25.05.2002 - DirectShow-ს fix Windows 2000-სთვის (Quartz.dll) DirectX 8.2- 4.08.02.0134 2002- იგივე DirectX 8.1b, მაგრამ DirectPlay 8.2-ით DirectX 9.0- 4.09.00.0900 19.12.2002- DirectX 9.0a- 4.09.00.0901 26.03.2003- DirectX 9.0b- 4.09.00.0902 13.08.2003- გამოვიდა ჩემს დაბადების დღეზე DirectX 9.0c - 4.09.00.0903 ?- Dx-ის SP2 Windows XP-სთვის DirectX 9.0c- 4.09.00.0904 04.08.2004 - DirectX 9.0c- 4.09.00.0904 06.08.2004 - WinXP SP2, Win Server 2003 R2 და Xbox 360 DirectX 10 - 6.00.6000.16386 30.11.2006 - სპეციალურად Vista-სთვის DirectX 10- 6.00.6001.18000 04.02.2008- სპეციალურად Vista-სთვის. შეიცავს Direct3D 10.1-ს DirectX 11- 6.01.7600.16385 22.07.2009- Vista SP2, Server 2008 SP2, Windows 7 შენიშვნები: 1. ცოტა დაღრეცილად გამომივიდა და არაუშავს ხო? 2. DirectX4 და DirectX5 თითქმის პარალელურად იქმნებოდა. საბოლოოდ Dx4-ს Dx5-ზე ნაკლები ფუნქცია აღმოაჩნდა და ამიტომ აღარ გამოუშვიათ. ლოგო DirectX-ის ლოგო სინამდვილეში "რადიაციული საფრთხის" ნიშნის სახეცვლილებას წარმოადგენს ეს იმიტომ, რომ DirectX-ის შექმნის პროექტს "Project Manhattan" ერქვა (ამავე სახელწოდებით არის ცნობილი აშშ-ს ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა). Dx-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა, Alex St. John-მა თავის დროზე განაცხადა, რომ "როგორც ამერიკულმა ატომურმა ბომბებმა გაავლო მუსრი იაპონელებს მეორე მსოფლიო ომში, ისევე უნდა გაავლოს მუსრი DirectX-მა და Xbox-მა იაპონურ კონსოლებსო" და მისცა DirectX-ს "რადიაქტიური" ლოგო. "რადიაქტიურ საფრთხესთან" მსგავსება DirectX 1.0–6.0-ის ლოგოზე ჩანს DirectX 9-ის ლოგო უკვე ნაკლებად ჰგავს რამე რადიაქტიურს (ფერს თუ არ ჩავთვლით) DirectX11 კი ასე გამოიყურება კომპონენტები DirectDraw - გამოიყენება 2D, ანუ რასტრული გამოსახულების შესაქმნელად. Direct3D - გამოიყენება 3D გამოსახულების შესაქმნელად. DXGI - ადაპტერების და მონიტორების კონტროლერი. Direct2D - ისევე, როგორც DirectDraw, გამოიყენება 2D გამოსახულებისთვის. DirectWrite - პასუხისმგებელია შრიფტებზე. DirectCompute - აკონტროლებს GPU-ს. DirectInput - აკონტროლებს კლავიატურას, მაუსს, ჯოისტიკს და ა.შ. DirectPlay - აკონტროლებს ქსელურ თამაშებს. DirectSound - ხმის კონტროლერი. DirectSound3D - სამგანზომილებიანი აკუსტიკის კონტროლერი. DirectMusic - მუსიკის კონტროლერი. DirectX Media - ვებ ანიმაციისთვის. DirectX Diagnostics (DxDiag) - DirectX-ის დიაგნოსტიკის პროგრამა. DirectSetup - DirectX-ის დასაყენებელი პროგრამა. DirectX 10 ეს ვერსია ცალკე განხილვის ღირსია, ასე რომ ცოტა ჩავუღრმავდეთ . ეს პროგრამის რადიკალურად შეცვლილი ვერსიაა, რომელიც მხოლოდ Windows Vista და Windows 7-ისთვისაა განკუთვნილი. რათქმაუნდა არსებობს "თვითნაკეთი" DirectX10 Windows XP-სთვის, მაგრამ ისინი არასტაბილური და არასაიმედო პროგრამებია, ამიტომ მათი დაყენებისგან თავი შეიკავეთ. Dx10-ში შეამცირეს მეორეხარისხოვანი კომპონენტების ფუნქცია და ისინი მხოლოდ სხვადასხვა პროგრამებთან თავსებადობისთვის დატოვეს. ზოგი კომპონენტი კი უცვლელად დატოვეს, რათა Dx9-ის მქონე თამაშებიც გაეშვა. მაგალითად Direct3D 9 და Direct3D 9Ex. ამასთან ერთად შეიქმნა ახალი კომპონენტები - Direct3D 10, რომელსაც Shader Model 4-ის მხარდაჭერა აქვს და Direct3D 10.1, რომელსაც Shader Model 4.1-ის მხარდაჭერა აქვს... რათქმაუნდა ATI-ს ვიდეოდაფებისთვის . DirectX 11 ეს Dx-ის უახლესი მოდელია. იგი რამდენიმე ახალ ფუნქციას შეიცავს, რომლებიც რადიკალურად ცვლიან თამაშების ხარისხს. ესენია: Tesselation - ზრდის 3D სცენაში მრავალკუთხედების რაოდენობას, რაც აუმჯობესებს ფიგურის ხარისხს. Multithreaded rendering - მრავალარხიანი რენდერინგი. იმისთვის, რომ ერთი 3D სცენის შემადგენელი ნაწილები პროცესორის სხვადასხვა არხმა (thread) "დაინაწილოს". Compute shaders - ახდენს შეიდინგის ანგარიშს სტრიმ პროცესინგისთვის (ჩინურია რა ). HDO (High Definition Occlusion) - უფრო რეალისტურს ხდის გამოსახულებას (gio_kiborg). აი, ეს არის "იდუმალებით მოცული" DirectX. ვინმემ რომ გკითხოთ "რა არის ეს DirectX-ი ამისთანაო", პასუხს მაინც გასცემთ დაბოლოს, ეს არის DirectX-ის გადმოსაწერი მუდმივად განახლებადი ლინკი: რომელიც gio_kiborg-მა მომაწოდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. P.S. რომელიმე მოდერატორმა იქნებ "რელიზების" ნაწილს გადახედოთ, ვერსია, სერიული ნომერი და შენიშვნები მიტყუპებულია ერთმანეთზე და ვერ ვაცალკევებ :user: 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
DaViDieL Posted February 6, 2011 Share Posted February 6, 2011 11 ვერსის KB-ები არ გაქვთ რო მომცეთ? ადრე მქონდა და დავკარგე ვისტას 10 რო ავიყვანო 11-ზე ეგ მინდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 6, 2011 Author Share Posted February 6, 2011 11 ვერსის KB-ები არ გაქვთ რო მომცეთ? ადრე მქონდა და დავკარგე ვისტას 10 რო ავიყვანო 11-ზე ეგ მინდა ვისტას 11 უყენდება აპდეითის შემდეგ. ეს ერთი. მერე მეორეც, GT210-ს არანაირად არ ჭირდება Dx11. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
DaViDieL Posted February 6, 2011 Share Posted February 6, 2011 ვისტას 11 უყენდება აპდეითის შემდეგ. ეს ერთი. მერე მეორეც, GT210-ს არანაირად არ ჭირდება Dx11. არანაირი აპდეითების გაკეთება არ შემილაი ( 20კბ/ს როცა გაქ სიჩქარე აპდეიტების არსებობასაც ივიწყებ) და მერეო რა გტ210? ენ210 მაქ მე თუ ვიდეო კარტაზეა საუბარი ხოდა მაგიტოა რო ვითხოვე თორე კაი ინტერნეტი რო მქონდეს და შემელოს აპდატების კეთება ნამდვილად არ დავწერდი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 6, 2011 Author Share Posted February 6, 2011 არანაირი აპდეითების გაკეთება არ შემილაი ( 20კბ/ს როცა გაქ სიჩქარე აპდეიტების არსებობასაც ივიწყებ) და მერეო რა გტ210? ენ210 მაქ მე თუ ვიდეო კარტაზეა საუბარი ხოდა მაგიტოა რო ვითხოვე თორე კაი ინტერნეტი რო მქონდეს და შემელოს აპდატების კეთება ნამდვილად არ დავწერდი. "EN" იმიტომ უწერია, რომ ASUS-ის წარმოებისაა (ხომ გამოვიცანი? ) თორემ ისე არის Nvidia GT210. და DirectX11-ის მხარდაჭერა არ აქვს მაგ ვიდეოდაფას. აქვთ მხოლოდ GTX400 და GTX500 სერიის ვიდეოებს ენვიდიაზე და Radeon HD 5000 და HD 6000 სერიას AMD-ATI-ს ვიდეოებში. ვერ გამოიყენებ ელემენტარულად DirectX11-ს და გექნება ტყუილად... ისე Vista-ზე რატომ ხარ? Windows 7-ს აქვს ჩაშენებული DirectX11 :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
DaViDieL Posted February 6, 2011 Share Posted February 6, 2011 "EN" იმიტომ უწერია, რომ ASUS-ის წარმოებისაა (ხომ გამოვიცანი? ) თორემ ისე არის Nvidia GT210. და DirectX11-ის მხარდაჭერა არ აქვს მაგ ვიდეოდაფას. აქვთ მხოლოდ GTX400 და GTX500 სერიის ვიდეოებს ენვიდიაზე და Radeon HD 5000 და HD 6000 სერიას AMD-ATI-ს ვიდეოებში. ვერ გამოიყენებ ელემენტარულად DirectX11-ს და გექნება ტყუილად... ისე Vista-ზე რატომ ხარ? Windows 7-ს აქვს ჩაშენებული DirectX11 მდა ეგ არ ვიცოდი ( ერთი მერე კარგად გადავიკითხო რა ეწერება ნვიდიას საიტზე ) ხოდა რაც შეეხება 7-ს მოკლედ გეტყვი სად მაქ მაგის თავი რო კიდე ერთ ოს გადმოვწერო 20კბ/ს სიჩქარით ( ხო წარმოგიდგენია რამდენი დრო უნდა? ხოდა სუ აღარ გენდომება კაცს აღარც 7 და არც დხ11 ) :xelitavi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 6, 2011 Author Share Posted February 6, 2011 ერთი მერე კარგად გადავიკითხო რა ეწერება ნვიდიას საიტზე DirectX Support უნახე, ან DirectX Version. ან 10.0 ექნება მაგ ვიდეოს, ან 10.1. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted February 6, 2011 Share Posted February 6, 2011 არა აქვს 10.1-იც მე-3 სერიიდან აქვს 10.1 GT300 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted February 6, 2011 Author Share Posted February 6, 2011 არა აქვს 10.1-იც მე-3 სერიიდან აქვს 10.1 GT300 არა გიო, ჰქონია, 210, 220 და 240. ეგენი ხომ 2xx-ის "ბოლო გაფართხალება" იყო... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted February 6, 2011 Share Posted February 6, 2011 ხო, შეიძლება, ეგენი გვიან გამოუშვეს....თუმცა, წარმადობით ვერ არიან მაინცდამაინც, ყველას ჯობნის ჩემი ბებერი GT9600, მაგრამ 10.1-ის საფორთი პლიუსია მაინც :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
DaViDieL Posted February 6, 2011 Share Posted February 6, 2011 10იც მეყოფა თემა ოფფდება ჰარდ-ზე გადადის ( მოდერ რო ვიყო ვარნს მოგცემდით ყველას ) :spiteful: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
DaViDieL Posted February 8, 2011 Share Posted February 8, 2011 ramdenad realuria xp-ze dx10-is dakeneba? gamigia ro aketeben eget rameebs mara musahobs? an rogor kendeba? ( is ar minda marto ro gaxsna dxdiag da iq ikos gamochimuli directx 10-io imena ro IMUSHAOS ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted February 9, 2011 Share Posted February 9, 2011 ramdenad realuria xp-ze dx10-is dakeneba? gamigia ro aketeben eget rameebs mara musahobs? an rogor kendeba? ( is ar minda marto ro gaxsna dxdiag da iq ikos gamochimuli directx 10-io imena ro IMUSHAOS ) არარეალურია მსგავსი პროგრამები მხოლოდ სისტემის არასტაბილურ მუშაობას იწვევს გადახედე მაინც თუ გინდა: http://www.techmixer.com/download-directx-10-for-windows-xp/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 9, 2011 Share Posted February 9, 2011 არ მუშაობსო რეალურათ ვინც დატესტა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
DaViDieL Posted February 9, 2011 Share Posted February 9, 2011 არარეალურია მსგავსი პროგრამები მხოლოდ სისტემის არასტაბილურ მუშაობას იწვევს გადახედე მაინც თუ გინდა: http://www.techmixer...for-windows-xp/ არ მუშაობსო რეალურათ ვინც დატესტა გასაგებია და მაშინ აქვე დავსვავ ერთ კითხვასაც ( იმედია გაოფება არ გამოვა რადგან მე დხ–ს ამბავი მგონაი) კაროჩე world of warcraft-s ვიდეო პარამეტრები ხპ–ზე (ანუ დხ9 ზე ) 60ჰერცზე მაღლა ვერ აგყავს რა გაფართოებაც არ უნდა დააყენო და ხელით მიწევს ხოლმე კონფიგ ფაიელბში ჰერცების ჩაწერა და ვისტაზე ( ანუ დხ 10–ზე და ადრე 11–იც მეყენა იმაზეც) ჰერცები შეგილია სტანდარტულად რის საშვალებასაც გაძლევს მონიტორი იმდენი დააყენო და ეგ გამსოწორებადია? ანუ ხპ–ზე რო შეგელოს სტანდარტული პარამეტრების მენიუდან ამ შემთხვევაში ვოვ–ის ჰერცების მართვა და არ იყოს გაჭედილი 60–ზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 9, 2011 Share Posted February 9, 2011 ეგ საერთოდ არაა კავშირში DX-თან, გერცები გააჩნია რა მონიტორი გაქვს იმის მიხედვით რეგულირდება იგრებშიც და ისეც, ასე რომ ვერაფერს ვერ მოუმატებ თუ სტანდარტული LCD გაქვს, რამდენის პადერჟკაც აქვს იმდენი ექნება ყოველთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
DaViDieL Posted February 9, 2011 Share Posted February 9, 2011 ეგ საერთოდ არაა კავშირში DX-თან, გერცები გააჩნია რა მონიტორი გაქვს იმის მიხედვით რეგულირდება იგრებშიც და ისეც, ასე რომ ვერაფერს ვერ მოუმატებ თუ სტანდარტული LCD გაქვს, რამდენის პადერჟკაც აქვს იმდენი ექნება ყოველთვის ბოდიშ და მემგონი კარგად არ წაგიკითხია რა დავწერე – ერთ ოსზე აქ 60ზე მაღლა აწევის საშვალება და მეორეზე არა თამაშს მონიტორი არაფერ შუაშია ის კარგად ვიცი რო იმაზე მეტს თუ დააყენებ რაც მონიტორს შეულია უბრალდო არ ჩაირთვება მარა თამაში უბრალოდ არ გაწევინებს არც მაღლა და არც დაბლა ხპ–ზე ანუ დხ 9ზე და ვისტაზე ანუ დხ 10–ზე გაქ პარამეტრები ღია რო აწიო მაღლა ( მონიტორის დესკტოპ პარამეტრები არაფერ შუაშია ამნდ არ აქ აზრი რა მიყენია ჩვეულებრივად ვცვლი ჰერცებს) გაფართოებას რო ვაყენებ 1152-864 მაქსიმალურ 75ს მაძლებს ეკრანზე მარა თამაში არ მაძლევვს 60ზე მეტს ხპ–ზე და ვისტაზე 75–ს ჩვეულებრივად ვაყენებ, ანუ იმიტო დავწერე რო ხპ–ზე 9 არი დხ და ვისტაზე 10 და მაგიტო მგონია მე დხ–ს ამბავი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 9, 2011 Share Posted February 9, 2011 არა მაინც არასწორათ მსჯელობ, ყველგან DX9-ში უბერავს და მაგიტომ ვორკარფტში და რახან სევენში არ გაწევინებს ეგ DX11-თან საერთოდ არაა კავშირში რადგანაც საერთოდ არ იყენებს ეგ იგრა DX11-ს, უბრალოთ არ ქონია სრულყოფილი საპორტი სევენზე მაგ თამაშს და დრაივერები ვერ აღიქვამენ სწორათ რეზოლუციას, მოკლეთ მურტლათ ვაოფებთ ეხლა, თუ რაიმე პრობლემა გაწუხებს შექმენლი თემა თამაშების დახმარების რაზდელში და ვინმეს თუ რამე სმენია მაგის შესახებ იქ გაგცემს პასუხს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Opteron Posted July 28, 2013 Share Posted July 28, 2013 მიყენია direct X 11, როგორ ჩამოვიდე 9 ზე??? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted July 28, 2013 Share Posted July 28, 2013 თამაშის ჩართვა თუ გინდა 9ით -dx9 მიაწერე shortcut -ში და ვსიო. ან 11 წაშალე და 9 დააყენე თუ გინდა რომ მარტო 9 იყო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Opteron Posted July 28, 2013 Share Posted July 28, 2013 RUN.-dx9.EXE ასეთ სტილში? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted July 28, 2013 Share Posted July 28, 2013 არა C:UsersAdminDesktopappsConvert.exe -dx9 ესეთ სტილში RUN.-dx9.EXE ამან საერთოდ რა უნდა ქნას? როგორ წარმოგედგინა თუ RUN-ში უშვებ წინ წერიტილი რაში უნდა? ან dx9.exe რომ გახსნა (არაფერი არ გაიხსნება მაგრამ ამინც) რა უნდა უყო მერე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted July 29, 2013 Share Posted July 29, 2013 მიყენია direct X 11, როგორ ჩამოვიდე 9 ზე??? ვერ "ჩამოხვალ" 9-ზე თუმცა DX9-სთან სრულიად თავსებადია DX11, უფრო სწორად DX9-ც გიყენია და კომპისა და პროგრამის კომფიგურაციის მიხედვით იყენებ შესაბამის ვერსიას, მაგ თუ არ გაქვს ვიდეოკარტა DX11-ის მხარდაჭერით, DX11-ს ვერ გამოიყენებ რომც იყოს სისტემაში მაინც, ხოლო თუ თამაში არის DX9-ზე ავტომატურად გამოიყენებ DX9-ს არის თამაშები, რომლებსაც აქვთ DX9 და DX11-ის მხარდაჭერა, თუ გინდა რომ DX9-ზე ითამაშო, თამაშის სეთინგებიდან შეიძლება როგორც წესი ჩართვა/გამორთვა 11-ის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.