Jump to content

DirectX


Recommended Posts

ecd21831527f.jpg

DirectX-ი, ასე ვთქვათ, ყოველი ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველწამს გვესმის "ამ ვიდეოს Dx10-ის მხარდაჭერა აქვს", "იმ თამაშს Dx11-ის მხარდაჭერა ექნება" და ა.შ...მაგრამ დაფიქრებულხართ კი, რა არის ეს DirectX?

DirectX-ი პროგრამათა პროგრამირების ინტერფეისის კრებულია (application programming interfaces - API), რომელიც გამოიყენება მულტიმედიასთან ოპერირებისას, განსაკუთრებით კი - თამაშებში და ვიდეოებში Microsoft-ის პლატფორმებზე. DirectX-ის თითოეული კომპონენტის სახელწოდება "Direct"-ით იწყება - Direct3D, DirectDraw, DirectMusic, DirectPlay და ა.შ., ხოლო DirectX უბრალოდ ნიშნავს Direct-ების კრებულს, სადაც ყველა კონკრეტული სახელი X-ითაა შეცვლილი. სხვათაშორის Xbox-ის "X"-იც იმაზე მიუთითებს, რომ მასში DirectX ტექნოლოგია გამოიყენება :programisti:

ცოტა რამ ისტორიიდან

1994 წელს Microsoft-მა გადაწყვიტა გამოეშვა სრულიად ახალი ოპ. სისტემა - Windows 95. რათქმაუნდა ახალი ოპ. სისტემის წარმატება იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, თუ რა პროგრამებთან შეეძლებოდა მას მუშაობა. გაგეცინებათ და იმ დროს MS-DOS-ი თამაშებისთვის საუკეთესო ოპერაციულ სისტემად ითვლებოდა, ამიტომ Windows 95-ისთვის თამაშების გამოშვებას არავინ აპირებდა :givi: . ეს იმიტომ, რომ Windows 95 ახალი სტანდარტების მქონე სისტემა გახლდათ, რომელიც არ აძლევდა პროგრამისტს სისტემაში პირდაპირი წვდომის საშუალებას. ამ "ნაკლის" აღმოსაფხვრელად Craig Eisler-მა, Alex St. John-მა და Eric Engstrom-მა შექმნეს პროგრამების კრებული, რომელსაც DirectX ეწოდა. მისი პირველი ვერსია 1995 წლის სექტემბერში გამოვიდა, როგორც ცალკე პროგრამა - "Windows Games SDK" (SDK - Software Development Kit - პროგრამების შექმნის ნაკრები) მაშინ, როდესაც DirectX2.0 უკვე Windows-ის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. 1996 წელს, GDC-ზე (Game Developers Conference) სწორედ Dx2-ზე მოხდა Direct3D და DirectPlay ფუნქციების დემონსტრირება.

დაახლოებით ამავე დროს Microsoft-მა წარმოადგინა OpenGL, მაგრამ იმ დროისთვის მას მხოლოდ "ჰაი-ენდ" სისტემებზე შეეძლო მუშაობა, ამიტომ საინჟინრო და CAD პროგრამებისთვის გამოიყენებოდა. DirectX კი OpenGL-ის "მსუბუქი" ვერსია გახლდათ, რომელიც უფრო გამოდგებოდა თამაშების შესაქმნელად და გეიმინგისთვის. დროთა განმავლობაში ტექნიკამ წინ წაიწია და OpenGL-სა და DirectX-ს შორის ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. თუმცა ყველაფერი საკმაოდ მარტივად გადაწყდა - ორივე კომპონენტს თავისი ფუნქცია აღმოაჩნდა. მაგალითად OpenGL-ს უფრო მაღალი ხარისხის გრაფიკის შექმნა შეეძლო, ხოლო DirectX-ს ხმისა და ჯოისტიკის მხარდაჭერა ჰქონდა. ასე რომ ადგილი ორივესთვის მოიძებნა...Победила дружба :givi:

რელიზები

სახელწოდება ვერსიის ნომერი გამოშვების თარიღი შენიშვნები

DirectX 1.0- 4.02.0095 30.09.1995-

DirectX 2.0- 1996-

DirectX 2.0a- 4.03.00.1096 05.06.1996- Windows 95 OSR2 and NT 4.0

DirectX 3.0- 4.04.00.0068 15.09.1996-

DirectX 3.0a- 4.04.00.0070 12.1996 - უკანასკნელი Dx Windows NT-სთვის

DirectX 3.0b- 4.04.00.0070 12.1996- Windows 95-ის იაპონური ვერსიისთვის :crazy:

DirectX 4.0- არასდროს გამოსულა-

DirectX 5.0- 4.05.00.0155 16.07.1997 - Dx-ის ბეტა ვერსია Windows NT 5.0-ისთვის

DirectX 5.2- 4.05.01.1998 05.05.1998 - ექსკლუზიურად Windows 98-ისთვის

DirectX 6.0- 4.06.00.0318 07.08.1998 - Windows CE-სთვის

DirectX 6.1- 4.06.02.0436 03.02.1999-

DirectX 6.1a- 4.06.03.0518 05.05.1999 - Windows 98 SE-სთვის

DirectX 7.0- 4.07.00.0700 17.02.2000- Windows 2000-სთვის

DirectX 7.0a- 4.07.00.0716 08.03.2000-

DirectX 7.1- 4.07.01.3000 14.07.2000- Windows Me-სთვის

DirectX 8.0- 4.08.00.0400 12.11.2000-

DirectX 8.0a- 4.08.00.0400 05.02.2001- უკანასკნელი Dx Windows 95-ის მხარდაჭერით :chojinfc:

DirectX 8.1- 4.08.01.0810 25.10.2001 - Windows XP, Windows Server 2003 და Xbox-ისთვის

DirectX 8.1a- 4.08.01.0901 2002 - შეიცავდა ახალ Direct3D-ს (D3d8.dll)

DirectX 8.1b- 4.08.01.0901 25.05.2002 - DirectShow-ს fix Windows 2000-სთვის (Quartz.dll)

DirectX 8.2- 4.08.02.0134 2002- იგივე DirectX 8.1b, მაგრამ DirectPlay 8.2-ით

DirectX 9.0- 4.09.00.0900 19.12.2002-

DirectX 9.0a- 4.09.00.0901 26.03.2003-

DirectX 9.0b- 4.09.00.0902 13.08.2003- გამოვიდა ჩემს დაბადების დღეზე :givi:

DirectX 9.0c - 4.09.00.0903 ?- Dx-ის SP2 Windows XP-სთვის

DirectX 9.0c- 4.09.00.0904 04.08.2004 -

DirectX 9.0c- 4.09.00.0904 06.08.2004 - WinXP SP2, Win Server 2003 R2 და Xbox 360

DirectX 10 - 6.00.6000.16386 30.11.2006 - სპეციალურად Vista-სთვის :keh:

DirectX 10- 6.00.6001.18000 04.02.2008- სპეციალურად Vista-სთვის. შეიცავს Direct3D 10.1-ს

DirectX 11- 6.01.7600.16385 22.07.2009- Vista SP2, Server 2008 SP2, Windows 7

შენიშვნები:

1. ცოტა დაღრეცილად გამომივიდა და არაუშავს ხო? :rolleyes:

2. DirectX4 და DirectX5 თითქმის პარალელურად იქმნებოდა. საბოლოოდ Dx4-ს Dx5-ზე ნაკლები ფუნქცია აღმოაჩნდა და ამიტომ აღარ გამოუშვიათ.

ლოგო

DirectX-ის ლოგო სინამდვილეში "რადიაციული საფრთხის" ნიშნის სახეცვლილებას წარმოადგენს

2d8c72fb326f.jpg

ეს იმიტომ, რომ DirectX-ის შექმნის პროექტს "Project Manhattan" ერქვა (ამავე სახელწოდებით არის ცნობილი აშშ-ს ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა). Dx-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა, Alex St. John-მა თავის დროზე განაცხადა, რომ "როგორც ამერიკულმა ატომურმა ბომბებმა გაავლო მუსრი იაპონელებს მეორე მსოფლიო ომში, ისევე უნდა გაავლოს მუსრი DirectX-მა და Xbox-მა იაპონურ კონსოლებსო" :vikingi: და მისცა DirectX-ს "რადიაქტიური" ლოგო.

"რადიაქტიურ საფრთხესთან" მსგავსება DirectX 1.0–6.0-ის ლოგოზე ჩანს

c1d66ef3b70c.png

DirectX 9-ის ლოგო უკვე ნაკლებად ჰგავს რამე რადიაქტიურს (ფერს თუ არ ჩავთვლით)

d6a1efa8e9ff.png

DirectX11 კი ასე გამოიყურება

39843b1d1689.jpg

კომპონენტები

DirectDraw - გამოიყენება 2D, ანუ რასტრული გამოსახულების შესაქმნელად.

Direct3D - გამოიყენება 3D გამოსახულების შესაქმნელად.

DXGI - ადაპტერების და მონიტორების კონტროლერი.

Direct2D - ისევე, როგორც DirectDraw, გამოიყენება 2D გამოსახულებისთვის.

DirectWrite - პასუხისმგებელია შრიფტებზე.

DirectCompute - აკონტროლებს GPU-ს.

DirectInput - აკონტროლებს კლავიატურას, მაუსს, ჯოისტიკს და ა.შ.

DirectPlay - აკონტროლებს ქსელურ თამაშებს.

DirectSound - ხმის კონტროლერი.

DirectSound3D - სამგანზომილებიანი აკუსტიკის კონტროლერი.

DirectMusic - მუსიკის კონტროლერი.

DirectX Media - ვებ ანიმაციისთვის.

DirectX Diagnostics (DxDiag) - DirectX-ის დიაგნოსტიკის პროგრამა.

DirectSetup - DirectX-ის დასაყენებელი პროგრამა.

DirectX 10

ეს ვერსია ცალკე განხილვის ღირსია, ასე რომ ცოტა ჩავუღრმავდეთ :rolleyes: . ეს პროგრამის რადიკალურად შეცვლილი ვერსიაა, რომელიც მხოლოდ Windows Vista და Windows 7-ისთვისაა განკუთვნილი. რათქმაუნდა არსებობს "თვითნაკეთი" DirectX10 Windows XP-სთვის, მაგრამ ისინი არასტაბილური და არასაიმედო პროგრამებია, ამიტომ მათი დაყენებისგან თავი შეიკავეთ. Dx10-ში შეამცირეს მეორეხარისხოვანი კომპონენტების ფუნქცია და ისინი მხოლოდ სხვადასხვა პროგრამებთან თავსებადობისთვის დატოვეს. ზოგი კომპონენტი კი უცვლელად დატოვეს, რათა Dx9-ის მქონე თამაშებიც გაეშვა. მაგალითად Direct3D 9 და Direct3D 9Ex. ამასთან ერთად შეიქმნა ახალი კომპონენტები - Direct3D 10, რომელსაც Shader Model 4-ის მხარდაჭერა აქვს და Direct3D 10.1, რომელსაც Shader Model 4.1-ის მხარდაჭერა აქვს... რათქმაუნდა ATI-ს ვიდეოდაფებისთვის :givi: .

DirectX 11

ეს Dx-ის უახლესი მოდელია. იგი რამდენიმე ახალ ფუნქციას შეიცავს, რომლებიც რადიკალურად ცვლიან თამაშების ხარისხს. ესენია:

Tesselation - ზრდის 3D სცენაში მრავალკუთხედების რაოდენობას, რაც აუმჯობესებს ფიგურის ხარისხს.

Multithreaded rendering - მრავალარხიანი რენდერინგი. იმისთვის, რომ ერთი 3D სცენის შემადგენელი ნაწილები პროცესორის სხვადასხვა არხმა (thread) "დაინაწილოს".

Compute shaders - ახდენს შეიდინგის ანგარიშს სტრიმ პროცესინგისთვის (ჩინურია რა :xelitavi: ).

HDO (High Definition Occlusion) - უფრო რეალისტურს ხდის გამოსახულებას (gio_kiborg).

აი, ეს არის "იდუმალებით მოცული" DirectX. ვინმემ რომ გკითხოთ "რა არის ეს DirectX-ი ამისთანაო", პასუხს მაინც გასცემთ :givi:

დაბოლოს, ეს არის DirectX-ის გადმოსაწერი მუდმივად განახლებადი ლინკი: gfwzl218ayg70nasjp.png რომელიც gio_kiborg-მა მომაწოდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

P.S. რომელიმე მოდერატორმა იქნებ "რელიზების" ნაწილს გადახედოთ, ვერსია, სერიული ნომერი და შენიშვნები მიტყუპებულია ერთმანეთზე და ვერ ვაცალკევებ :user:

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

11 ვერსის KB-ები არ გაქვთ რო მომცეთ?

ადრე მქონდა და დავკარგე :user:

ვისტას 10 რო ავიყვანო 11-ზე ეგ მინდა

Link to comment
Share on other sites

11 ვერსის KB-ები არ გაქვთ რო მომცეთ?

ადრე მქონდა და დავკარგე :user:

ვისტას 10 რო ავიყვანო 11-ზე ეგ მინდა

ვისტას 11 უყენდება აპდეითის შემდეგ. ეს ერთი.

მერე მეორეც, GT210-ს არანაირად არ ჭირდება Dx11.

Link to comment
Share on other sites

ვისტას 11 უყენდება აპდეითის შემდეგ. ეს ერთი.

მერე მეორეც, GT210-ს არანაირად არ ჭირდება Dx11.

არანაირი აპდეითების გაკეთება არ შემილაი ( 20კბ/ს როცა გაქ სიჩქარე აპდეიტების არსებობასაც ივიწყებ)

და მერეო რა გტ210?

ენ210 მაქ მე თუ ვიდეო კარტაზეა საუბარი

ხოდა მაგიტოა რო ვითხოვე თორე კაი ინტერნეტი რო მქონდეს და შემელოს აპდატების კეთება ნამდვილად არ დავწერდი.

Link to comment
Share on other sites

არანაირი აპდეითების გაკეთება არ შემილაი ( 20კბ/ს როცა გაქ სიჩქარე აპდეიტების არსებობასაც ივიწყებ)

და მერეო რა გტ210?

ენ210 მაქ მე თუ ვიდეო კარტაზეა საუბარი

ხოდა მაგიტოა რო ვითხოვე თორე კაი ინტერნეტი რო მქონდეს და შემელოს აპდატების კეთება ნამდვილად არ დავწერდი.

"EN" იმიტომ უწერია, რომ ASUS-ის წარმოებისაა (ხომ გამოვიცანი? :D) თორემ ისე არის Nvidia GT210. და DirectX11-ის მხარდაჭერა არ აქვს მაგ ვიდეოდაფას. აქვთ მხოლოდ GTX400 და GTX500 სერიის ვიდეოებს ენვიდიაზე და Radeon HD 5000 და HD 6000 სერიას AMD-ATI-ს ვიდეოებში.

ვერ გამოიყენებ ელემენტარულად DirectX11-ს და გექნება ტყუილად...

ისე Vista-ზე რატომ ხარ? Windows 7-ს აქვს ჩაშენებული DirectX11 :)

Link to comment
Share on other sites

"EN" იმიტომ უწერია, რომ ASUS-ის წარმოებისაა (ხომ გამოვიცანი? :D) თორემ ისე არის Nvidia GT210. და DirectX11-ის მხარდაჭერა არ აქვს მაგ ვიდეოდაფას. აქვთ მხოლოდ GTX400 და GTX500 სერიის ვიდეოებს ენვიდიაზე და Radeon HD 5000 და HD 6000 სერიას AMD-ATI-ს ვიდეოებში.

ვერ გამოიყენებ ელემენტარულად DirectX11-ს და გექნება ტყუილად...

ისე Vista-ზე რატომ ხარ? Windows 7-ს აქვს ჩაშენებული DirectX11 :)

მდა ეგ არ ვიცოდი ( ერთი მერე კარგად გადავიკითხო რა ეწერება ნვიდიას საიტზე )

ხოდა რაც შეეხება 7-ს მოკლედ გეტყვი სად მაქ მაგის თავი რო კიდე ერთ ოს გადმოვწერო 20კბ/ს სიჩქარით ( ხო წარმოგიდგენია რამდენი დრო უნდა? ხოდა სუ აღარ გენდომება კაცს აღარც 7 და არც დხ11 :D )

:xelitavi:

Link to comment
Share on other sites

ერთი მერე კარგად გადავიკითხო რა ეწერება ნვიდიას საიტზე

DirectX Support უნახე, ან DirectX Version. ან 10.0 ექნება მაგ ვიდეოს, ან 10.1.

Link to comment
Share on other sites

არა აქვს 10.1-იც

მე-3 სერიიდან აქვს 10.1 GT300

Link to comment
Share on other sites

ხო, შეიძლება, ეგენი გვიან გამოუშვეს....თუმცა, წარმადობით ვერ არიან მაინცდამაინც, ყველას ჯობნის ჩემი ბებერი GT9600, მაგრამ 10.1-ის საფორთი პლიუსია მაინც :)

Link to comment
Share on other sites

10იც მეყოფა :crash:

:keh:

:cry:

:vis:

თემა ოფფდება ჰარდ-ზე გადადის ( მოდერ რო ვიყო ვარნს მოგცემდით ყველას )

:spiteful:

Link to comment
Share on other sites

ramdenad realuria xp-ze dx10-is dakeneba?

gamigia ro aketeben eget rameebs mara musahobs?

an rogor kendeba?

( is ar minda marto ro gaxsna dxdiag da iq ikos gamochimuli directx 10-io imena ro IMUSHAOS )

Link to comment
Share on other sites

ramdenad realuria xp-ze dx10-is dakeneba?

gamigia ro aketeben eget rameebs mara musahobs?

an rogor kendeba?

( is ar minda marto ro gaxsna dxdiag da iq ikos gamochimuli directx 10-io imena ro IMUSHAOS )

არარეალურია

მსგავსი პროგრამები მხოლოდ სისტემის არასტაბილურ მუშაობას იწვევს

გადახედე მაინც თუ გინდა:

http://www.techmixer.com/download-directx-10-for-windows-xp/

Link to comment
Share on other sites

არ მუშაობსო რეალურათ ვინც დატესტა

Link to comment
Share on other sites

არარეალურია

მსგავსი პროგრამები მხოლოდ სისტემის არასტაბილურ მუშაობას იწვევს

გადახედე მაინც თუ გინდა:

http://www.techmixer...for-windows-xp/

არ მუშაობსო რეალურათ ვინც დატესტა

გასაგებია

და მაშინ აქვე დავსვავ ერთ კითხვასაც ( იმედია გაოფება არ გამოვა რადგან მე დხ–ს ამბავი მგონაი)

კაროჩე world of warcraft-s ვიდეო პარამეტრები ხპ–ზე (ანუ დხ9 ზე ) 60ჰერცზე მაღლა ვერ აგყავს რა გაფართოებაც არ უნდა დააყენო და ხელით მიწევს ხოლმე კონფიგ ფაიელბში ჰერცების ჩაწერა და ვისტაზე ( ანუ დხ 10–ზე და ადრე 11–იც მეყენა იმაზეც) ჰერცები შეგილია სტანდარტულად რის საშვალებასაც გაძლევს მონიტორი იმდენი დააყენო

და ეგ გამსოწორებადია? ანუ ხპ–ზე რო შეგელოს სტანდარტული პარამეტრების მენიუდან ამ შემთხვევაში ვოვ–ის ჰერცების მართვა და არ იყოს გაჭედილი 60–ზე

Link to comment
Share on other sites

ეგ საერთოდ არაა კავშირში DX-თან, გერცები გააჩნია რა მონიტორი გაქვს იმის მიხედვით რეგულირდება იგრებშიც და ისეც, ასე რომ ვერაფერს ვერ მოუმატებ თუ სტანდარტული LCD გაქვს, რამდენის პადერჟკაც აქვს იმდენი ექნება ყოველთვის

Link to comment
Share on other sites

ეგ საერთოდ არაა კავშირში DX-თან, გერცები გააჩნია რა მონიტორი გაქვს იმის მიხედვით რეგულირდება იგრებშიც და ისეც, ასე რომ ვერაფერს ვერ მოუმატებ თუ სტანდარტული LCD გაქვს, რამდენის პადერჟკაც აქვს იმდენი ექნება ყოველთვის

ბოდიშ და მემგონი კარგად არ წაგიკითხია რა დავწერე – ერთ ოსზე აქ 60ზე მაღლა აწევის საშვალება და მეორეზე არა თამაშს

მონიტორი არაფერ შუაშია ის კარგად ვიცი რო იმაზე მეტს თუ დააყენებ რაც მონიტორს შეულია უბრალდო არ ჩაირთვება

მარა თამაში უბრალოდ არ გაწევინებს არც მაღლა და არც დაბლა ხპ–ზე ანუ დხ 9ზე და ვისტაზე ანუ დხ 10–ზე გაქ პარამეტრები ღია რო აწიო მაღლა ( მონიტორის დესკტოპ პარამეტრები არაფერ შუაშია ამნდ არ აქ აზრი რა მიყენია ჩვეულებრივად ვცვლი ჰერცებს)

გაფართოებას რო ვაყენებ 1152-864 მაქსიმალურ 75ს მაძლებს ეკრანზე მარა თამაში არ მაძლევვს 60ზე მეტს ხპ–ზე და ვისტაზე 75–ს ჩვეულებრივად ვაყენებ,

ანუ იმიტო დავწერე რო ხპ–ზე 9 არი დხ და ვისტაზე 10 და მაგიტო მგონია მე დხ–ს ამბავი.

Link to comment
Share on other sites

არა მაინც არასწორათ მსჯელობ, ყველგან DX9-ში უბერავს და მაგიტომ ვორკარფტში და რახან სევენში არ გაწევინებს ეგ DX11-თან საერთოდ არაა კავშირში რადგანაც საერთოდ არ იყენებს ეგ იგრა DX11-ს, უბრალოთ არ ქონია სრულყოფილი საპორტი სევენზე მაგ თამაშს და დრაივერები ვერ აღიქვამენ სწორათ რეზოლუციას, მოკლეთ მურტლათ ვაოფებთ ეხლა, თუ რაიმე პრობლემა გაწუხებს შექმენლი თემა თამაშების დახმარების რაზდელში და ვინმეს თუ რამე სმენია მაგის შესახებ იქ გაგცემს პასუხს

Link to comment
Share on other sites

  • 2 years later...

თამაშის ჩართვა თუ გინდა 9ით -dx9 მიაწერე shortcut -ში და ვსიო. ან 11 წაშალე და 9 დააყენე თუ გინდა რომ მარტო 9 იყო

Link to comment
Share on other sites

არა

 

C:UsersAdminDesktopappsConvert.exe -dx9

 

ესეთ სტილში



RUN.-dx9.EXE

 

ამან საერთოდ რა უნდა ქნას? როგორ წარმოგედგინა თუ RUN-ში უშვებ წინ წერიტილი რაში უნდა? ან dx9.exe რომ გახსნა (არაფერი არ გაიხსნება მაგრამ ამინც) რა უნდა უყო მერე

Link to comment
Share on other sites

მიყენია direct X 11, როგორ ჩამოვიდე 9 ზე???

 ვერ "ჩამოხვალ" 9-ზე

თუმცა DX9-სთან სრულიად თავსებადია DX11, უფრო სწორად DX9-ც გიყენია და კომპისა და პროგრამის კომფიგურაციის მიხედვით იყენებ შესაბამის ვერსიას,

მაგ თუ არ გაქვს ვიდეოკარტა DX11-ის მხარდაჭერით, DX11-ს ვერ გამოიყენებ რომც იყოს სისტემაში მაინც,

ხოლო თუ თამაში არის DX9-ზე ავტომატურად გამოიყენებ DX9-ს

 

არის თამაშები, რომლებსაც აქვთ DX9 და DX11-ის მხარდაჭერა, თუ გინდა რომ DX9-ზე ითამაშო, თამაშის სეთინგებიდან შეიძლება როგორც წესი ჩართვა/გამორთვა 11-ის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.