Guest Posted April 26, 2012 Posted April 26, 2012 ვინდოუსის დაყენების შემდეგ რაც დრო გადის ნელ-ნელა შეიძლება შენელდეს მისი ჩატვირთვა რაც გამოწვეული არის ხოლმე ახალი პროგრამების, დრაივერების დაყენებით და ა.შ... ეს სრულიად ნორმალურია, თუმცა თუ ძალიან გაიზარდა დრო ვინდოუსის ჩატვირთვისა და ეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენთვის, ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ იგი Event viewer-ის საშუალებით, რომელიც მოყვება სტანდარტულად ვინდოუსს და უნდა ითქვას, რომ ვინდოუს 7-ის Event viewer საკმაოდ აღემატება თავისი შესაძლებლობებით ვინდოუს XP-ის Event viewer-ს. ამ სტატიში გაჩვენებთ, თუ როგორ გავიგოთ რამდენ დროს ანდომებს ვინდოუსი ჩატვირთვას და რომელ პროცესს მიაქვს დიდი დრო. დავიწყოთ... პირველ რიგში გავხსნათ Event viewer. ამისათვის უბრალოდ შევდივართ Control Panel, შემდეგ Administrative Tools და ვირჩევთ Event viewer-ს. ვქმნით საკუთარ ხედს (Custom view) Event view-ში, მარჯვენა მხარეს, ქმედებების სვეტში ვქმნით საკუთარ ხედს (Custom view), როგორც პირველ სურათშია მოცემული. გაიხსენება დიალოგის ფანჯარა. მასში ვუთითებთ შემდეგ მონაცემებს: Logged-ს ხელს არ ვახლებთ და როგორც არის დატოვებული Any time-ზე ისე ვტოვებთ. Event level-ში ვნიშნავთ ყველაფერს. შემდეგ ვნიშნავთ (სტანდარტულად მონიშნული არის ხოლმე) By log-ს და მის გვერდზე მყოფ პარამეტრს (Event logs) ვაძლევთ ახალ მონიშვნებს, კერძოდ კი ჩამოვშლით ჩამოსაშლელ ხეს და ვირჩევთ ამ მისამართს - Applications and Services Logs | Microsoft | Windows | Diagnostics-Performance, რომელშიც იქნება მონიშნული Operational. იხილეთ სურათი 2. ჯერ არ ვხურავთ დიალოგის ფანჯარას. ქვემოთ, Includes/Excludes Event IDs-ის ველში ვწერთ ციფრ 100-ს და მხოლოდ ამის შემდეგ ვაძლევთ ok-ს, რითაც იხურება დიალოგის ფანჯარა. იხლიეთ სურათი 3. ამის შემდეგ გაიხსნება კიდევ ერთი პატარა ფანჯარა სადაც ვუთითებთ სახელს ჩვენი ახალი ხედისთვის. დავარქვათ მას Boot time. იხილეთ სურათი 4. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ უნდა გავაკეთოთ კიდევ ერთი ხედი სადაც გავივლით იგივე საფეხურებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ Includes/Excludes Event IDs ველში ციფრ 100-ის ნაცვლად ჩავწერთ 101-110 და სახელად ამ ხედს დავარქმევთ Boot Degradation-ს. ჩატვირთვის დროის გაგება რომ გავიგოთ ჩვენი ვინდოუს 7-ის ჩატვირთვების ზუსტი დროები ავრჩიოთ Event viewer-ში ჩვენს მიერ ახლახანს შექმნილი Boot time ხედი და დავალაგოთ Date and Time სვეტის მიხედვით. ამ ფანჯარაში ჩანს ვინდოუსის ყოველი ჩატვირთვის მოვლენა მას შემდეგ რაც ვინდოუსი დააყენეთ. მოცემულ ფანჯარაში თითოეულ event-ს გააჩნია დეტალური ახსნა. შევხედოთ სურათ 5-ს. როგორც ვხედავთ სურათში, არჩეული მაქვს ჩემი პირველი ვინდოუსის ჩატვირთვის event 25 აპრილს 2012-ში, სადაც მიჩვენებს, რომ ჩატვირთვის დროს დაჭირდა 52524 მილიწამი, ანუ 52 წამი. როგორც უკვე ითქვა, Boot time custom view-ს საშუალებით გავიგებთ თუ რამდენი დრო დაჭირდა ვინდოუსს ჩასატვირთავად. რათქმაუნდა იქნება იშვიათად შედარებით დიდი დრო ხოლმე, როცა მაგალითად ვიდოუსი დააყენებს განახლებებს ან ჩვენ დავაყენებთ დრაივერებს ან სხვადახვა პროგრამებს. ეს ნორმალურია. ეხლა გადავიდეთ Details ტაბში. აქ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ჩატვირთვის თითოეული პროცესის ძალიან დეტალური მონაცემები. ამ მონაცემებიდან ჩატვირთვის დროის დახარჯვის მიზეზის გასაგებად ჩვენ მხოლოდ 3 მონაცემზე გავამახვილებთ ყურადღებას. ესენია: MainPathBootTime, BootPostBootTime და თვითონ BootTime. იხილეთ სურათი 6. MainPathBootTime MainPathBootTime წარმოადგენს დროის მანძილს, რომელიც იწყება როცა ვინდოუსის ანიმაციური ლოგო გამოდის ეკრანზე და როცა მთავრდება დესკტოპის გამოჩენისას. BootPostBootTime BootPostBootTime წარმოადგენს დროის მანძილს, რომელიც იწყება დესკტოპის გამოჩენისას და მთავრდება იქ სადაც უკვე შეგიძლიათ სისტემის გამოყენება. BootTime BootTime კი რათქმაუნდა არის დრო რაც General ტაბშია ნაჩვენები (Boot Duration). მისი ციფრი წარმოადგენს MainPathBootTime-ისა და BootPostBootTime-ის ჯამს. რაც აქამდე არ ვთქვი არის ის, რომ Microsoft გვიჩვენებს, რომ რეალური ჩატვირთვის დრო არის 10 წამით ნაკლები ვიდრე ჩაწერილი BootTime. მიზეზი ამისა კი ისა არის, რომ სისტემა ანდომებს 10 წამს, რომ მიაღწიოს 80%-ს idle რეჟიმისთვის, სადაც BootPostBootTime იზომება. Boot Degradation - ის განხილვა რომ გავიგოთ თუ რა იწვევს ვინდოუსის ჩატვირთვის შენელებას, გადავიდეთ მეორე ჩვენების ხედზე რაც შევქმენით (Boot Degradation custom view). დავალაგოთ event-ები ID-ების მიხედვით. თითოელი Event ID წარმოადგენს განსხვავებულ ტიპს, რომელიც იწვევს ჩატვირთვის დროის დეგრადაციას. რადგანაც შიგნით გვაქვს ათნაირი ტიპის ID (რომელიც მივუთითეთ Includes/Excludes Event IDs-ის ველში როცა ვქმნიდით ამ ჩვენების ხედს), ეს იმას არ ნიშნავს, რომ ათივე ტიპის ID გვექნება შიგნით. შეიძლება რომელიმე საერთოდ არ იყოს. აქ გავამახვილებ იმ ID-ბზე ყურადღებას, რომელიც ჩემთან ჩანს და ავხსნი შესაძლო პრობლების აღმოფხრვას. Event ID 101 ეს ID გვამცნობს იმას, რომ აპლიკაციას უფრო მეტი დრო დაჭირდა ჩასატვირთად ვიდრე ჩვეულებისამებრ. ხშირად ეს არის ხოლმე შედეგი რაიმე განახლების, მაგალითად სურათ 7-ში ჩანს, რომ ჩემს ანტივირუსს - avast-ს უფრო მეტი დრო დაჭირდა (მას დაჭირდა 10 წამი ჩასატვირთავად, და ეს არის 4 წამით უფრო მეტი [დეგარდაციის დრო] ვიდრე ჩვეულებისამებრ) ჩასატვირთვად. ესეთი რამ იშვიათად თუ ხდება ფრიად ნორმალურია, მაგრამ თუ ეს მოვლენა ხშირია, მაშინ ჯობს მონახოთ სხვა ვერსია აპლიკაციისა ან იგი ჩაანაცვლოთ სხვა რაიმე ალტერნატიული პროგრამით. Event ID 102 Event ID 102 გვატყობინებს, რომ დრაივერს დაჭირდა უფრო დიდი დრო ინიციალიზაციისთვის. ესეც შესაძლოა გამოიწვიოს ახალმა განახლებამ. თუ ესეთი რამ ხშირად ხდება განსაზღვრულ დრაივერზე, მაშინ ჯობია გამოვცვალოთ დრაივერი სხვა ვერსიით. Event ID 103 Event ID 103 განსაზღვრავს სერვისის დეგრადაციის დროს. სერვისებს შეუძლია ხანდახან უფრო დიდი დრო წაიღონ ჩატვირთვაზე, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი. თუ ეს ესე ხდება, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისების ხელსაწყო რათა შეეცადოთ შეცვალოთ ჩატვირთვის ტიპი ავტომატურიდან Delayed-ზე ან Manual-ზე. Event ID 109 ეს event გვამცნობს, რომ მოწყობილობას დაჭირდა მეტი დრო ჩასატვირთავად ვიდრე ჩვეულებისამებრ. როგორც ვხედავთ, ვინდოუს 7-ის Event viewer საკმაოდ გამოსადეგარი და მძლავრი ხელსაწყოა. სტატია მოამზადა ჯაბა ჩუთლაშვილმა Quote
Guest Posted April 27, 2012 Posted April 27, 2012 მადლობთ დამავიწყდა სტატიის ბოლოს მიმეწერა ერთი წინადადება და ადმინისტრაციას ვთხოვ ქვემოთ მიაწეროს: "სტატია მოამზადა ჯაბა ჩუთლაშვილმა". Quote
gio_kiborg Posted April 28, 2012 Posted April 28, 2012 მადლობთ დამავიწყდა სტატიის ბოლოს მიმეწერა ერთი წინადადება და ადმინისტრაციას ვთხოვ ქვემოთ მიაწეროს: "სტატია მოამზადა ჯაბა ჩუთლაშვილმა". Done კარგი ინსტრუქციაა კაკრაზ მაინტერესებს, ერთი მხეცი კომპია, 8GB RAM-ით, Xenon-ის 4 ბირთვიანი პროცით, Quadro ვიდეოკარტით, 80+ კვებით და პროგრამები ჭედავს (სპეციფიური პროგებია) ნელა ირთვება, მუშაობისას ეკიდება დავადგენ რისი ბრალია.... Quote
fashisti Posted April 28, 2012 Posted April 28, 2012 მოკლედ ჩემთან Event viewer-ის გახსნისას აგდებს ამ ერორს mmc could not create the snap in რა არ ვცადე მაგრამ რავიცი არაფერმა უშველა ხოდა რამე პროგრამა ხომ არაა იგივე ფუნქციას რომ ასრულებდეს? Quote
მიშა Posted April 28, 2012 Posted April 28, 2012 უწინ გაგონილი მქონდა ივენთ ვიუერის შესახებ, მაგრამ მერე ვეღარ მივაგენი, სახელი დამავიწყდა და... დიდი მადლობა! :thumbsup: Quote
gio_kiborg Posted April 28, 2012 Posted April 28, 2012 მოკლედ ჩემთან Event viewer-ის გახსნისას აგდებს ამ ერორს mmc could not create the snap in რა არ ვცადე მაგრამ რავიცი არაფერმა უშველა ხოდა რამე პროგრამა ხომ არაა იგივე ფუნქციას რომ ასრულებდეს? რომელი ვერსია გიყენია Windows-ის? ზოგს mmc-დან უნდა რაღაც snap in-ის გაკეთება ჯერ მგონი რომ გახსნას ამას გადახედე: http://www.techsupportforum.com/forums/f217/mmc-problem-event-viewer-snap-in-161607.html Quote
{Dz}{St}{He} Posted April 29, 2012 Posted April 29, 2012 ძალიან დამაინტერესა ამ თემამ, მადლობა ავტორს, მაგრამ ეს ყველაფერი რო გავაკეთე ერთი კითხვა გამიჩნდა, შენს კომპიუტერში Number of events არი მხოლოდ 8, და ჩემთან 334 , მგონი კარგი ნამდვილად არ უნდა იყოს, რამეს ხომ ვერ მირჩევთ ... მადლობა წინასწარ.. Quote
Guest Posted April 29, 2012 Posted April 29, 2012 ძალიან დამაინტერესა ამ თემამ, მადლობა ავტორს, მაგრამ ეს ყველაფერი რო გავაკეთე ერთი კითხვა გამიჩნდა, შენს კომპიუტერში Number of events არი მხოლოდ 8, და ჩემთან 334 , მგონი კარგი ნამდვილად არ უნდა იყოს, რამეს ხომ ვერ მირჩევთ ... მადლობა წინასწარ.. 8 იმიტომ არის რომ ახალი დაყენებული მქონდა ვინდოუსი. სრულიად ნორმალურია მაგდენი რომ გაქვს :) Quote
Tombstone Posted December 26, 2012 Posted December 26, 2012 და რანაირად გავიგო რომელი რა აპლიკაციაა? სად წერია? Quote
kapan_gio Posted February 2, 2013 Posted February 2, 2013 103 ივენთია სულ ნაირ ნაირები რა სახის არ გინდა რო იყოს :D Quote
zaqrinio Posted May 17, 2014 Posted May 17, 2014 ჩავეწერები მოგვიანებით გადავიკითხავ კარგი თემაა Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.