Jump to content

Mass Effect (2008)


Recommended Posts

fa34ea637866.png
დასახელება: Mass Effect
გამოშვების თარიღი: 2008წ
ჟანრი: RPG/Ation/3rd Person
შემქმნელი: BioWare
გამომცემელი: EA
გახმოვანება: ENG/RUS
სუბტიტრები: ENG/RUS
კრეკი: მოყვება


http://www.youtube.com/watch?v=DOGkiHZeu6A

შინაარსი
საკულტო ტრილოგიის პირველი ნაწილი:
2148 წელს მარსზე აღმოაჩინეს უცხოპლანეტური ცივილიზაციის-პროთეანელების ნაშთები და მათი ტექნოლოგიები- მასის ეფექტის ფიზიკა და ნულოვანი ელემენტი (Mass Effect, Element Zero), რამაც საშუალება მისცა კაცობრიობას გიგანტური ნახტომი გაეკეთებინა ტექნოლოგიების სფეროში, მათ აღმოაჩინეს მას-რელეები, რომლებსაც შეეძლოთ ობიექტების გადატანა გალაქტიკის ერთი წერტილიდან მეორეში მყისიერად ობიექტის მასაზე მანიპულაციის გზით.
კაცობრიობამ აღმოაჩინა, რომ მარტო არაა გალაქტიკაში და არსებობენ სხვა მაღალგანვითარებული ცივილიზაციები, გალაქტიკური ცივილიზაციის გულს წარმოადგენს ციტადელი: გიგანტური კოსმოსური სადგური, რომელიც არის გალაქტიკური ცივილიზაციის დიპლომატიური და პოლიტიკური ცენტრი.
მოვლენები ვითარდება ამ აღმოჩენიდან 35 წლის შემდეგ 2185 წელს, როდესაც თამაშის გმირი კომანდორი შეპარდი ხომალდი "ნორმანდიით" მიემგზავრება ადამიანების კოლონია ედენ-პრაიმზე იქ აღმოჩენილი პროთეანელების შუქურის (Beacon) უსაფრთხო ადგილზე ტრანსპორტირებისთვის.
პლანეტაზე ჩასვლისას აღმოჩნდება, რომ კოლონიას უტევენ გეტები- ხელოვნური ინტელექტის მქონე სინთეტიკების რასა ტურიანელი უმაღლესი აგენტი-სპექტრის სარენ არტემიუსის მეთაურეობით.
როდესაც შეპარდი აღმოაჩენს შუქურას, ის აღბეჭდავს მის გონებაში ხილვას, სადაც უძველესი სუპერგანვითარებული მანქანების- რიპერების (Reapers) რასა ანადგურებს პროთეანელებს.
როგორც ირკვევა, სარენს სურს გალაქტიკაში დააბრუნოს რიპერები და გაანადგუროს ორგანული სიცოცხლე
შეპარდმა ხელი უნდა შეუშალოს სარენის განზრახვის შესრულებას და გადაარჩინოს გალაქტიკა რიპერებისგან
ამისთვის მას მოუწევს შეკრიბოს გუნდი, რომელშიც ადამიანების გარდა არიან სხვა რასების წარმომადგენლებიც და იმოგზაუროს გალაქტიკაში სარენის კვალდაკვალ.

შეგიძლიათ აირჩიოთ გმირისთვის 6 კლასი (სხვადასხვა საბრძოლო, ტექნიკური და ბიოტიკური შესაძლებლობებით), ასევე სქესი, გარეგნობა, და წარმომავლობა

თამაშს აქვს შესანიშნავი გახმოვანება (სხვათა შორის რუსულ ენაზეც) და მუსიკა

თამაშის დახურვის შემდეგ, შეგიძლიათ თქვენი სეივით გააგრძელოთ მეორე (და შემდეგ მესამე) ნაწილი


გამოსულია ორი დამატება:
Bring Down The Sky: ბატარიანელი ტერორისტები ხელში ჩაიგდებენ ასტეროიდის მართვის სისტემას და მიმართავენ მას დედამიწელების კოლონია Terra Nova-სკენ, პლანეტასთან ასტეროიდის შეჯახება გამოიწვევს მილიონობით ადამიანის დაღუპვას, შეპარდმა და მისმა გუნდმა კი ეს არ უნდა დაუშვან
Pinnacle Station: ეს არის ერთგვარი ტრენაჟორი ვირტუალურ რეალობაში, სადაც ჩვენი გმირი გადის გამოცდებს სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა მტერთან ბრძოლაში, ყველა შეჯიბრში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ (რაც საკმაოდ ძნელია) სხვადასხვა აითემებთან და XP-ს დაგროვებასთან ერთად იხსნება დამატებითი მისია, მისი გავლის შემდეგ კი შეპარდი ღებულობს სახლს ახლომდებარე პლანეტაზე, საიდანაც შეუძლია განახორციელოს იშვიათი იარაღის და აპგრეიდების შესყიდვები
შენიშვნა: ამ დამატების რუსული ვერსია არ გამოსულა, თუმცა არის შესაძლებლობა რუსულ ვერსიაზე დაყენების

მინიმალური მოთხოვნები:

OS: XP/Vista/Seven
CPU: 2.4Ghz Intel/2.0Ghz AMD
RAM: 1Gb
Video: Geforce 6800/ATI 1300XT (GeForce8500 მინიმალურს ქვემოთაა)
HDD: 12gb თავისუფალი ადგილი
Sound: DX 9 თავსებადი
რეკომენდირებული მოთხოვნები:
OS: XP/Vista/Seven
CPU: 2.6Ghz Intel/2.4Ghz AMD (სასურველია მინიმუმ ორბირთვიანი)
RAM: 2Gb
Video: Geforce 7900/ATI X1800XL (სასურველია GeForce 8 სერია ან უკეთესი)
HDD: 12gb თავისუფალი ადგილი
Sound: 5.1 აუდიო სისტემა
გადმოსაწერი ბმულები:

Mass Effect Proper/Reloaded ENG
Mass Effect 1.02+2DLC ENG
Mass Effect. Золотое издание RUS(მოყვება Bring Down The Sky)
Mass Effect 1C [rus subtitles]
DLC-Bring Down The Sky ENG
DLC Pinnacle Station ENG
DLC Pack Skidraw+CRACK
DLC Pack Skidraw link 2
Pinnacle Station for RUS
Bring Down The Sky RUS
Mass Effect Collector's Edition [Rus/Eng][gol.ge]
Mass Effect: Gold Edition[simsim.ge]



პატჩები: (გირჩევთ აუცილებლათ განაახლოთ თამაში 1.02 ვერსიამდე)

Official Patches Website
1.01 ENG
1.01a ENG
1.02 ENG/ Золотое издание v1.02 RUS / 1.02 RUS
ფეროსზე ლიფტის გაჭედვის გასწორება
მხოლოდ კრეკები



რუსიფიკატორები:

გახმოვანების რუსიფიკატორი
სუბტიტრების რუსიფიკატორი



გრაფიკის Tweaking Guide
(AA-ს ჩართვაზე ნუ იწვალებთ, FPS-ს ძალიან აგდებს, ხოლო ეფექტი დიდ არაფერი აქვს)
64 ბიტიან Windows 7-ზე შესაძლოა დასჭირდეს XP-ს Compatibility-ს მითითება (Masseffect.exe-ს და masseffectconfig.exe-ს)

 

High resolution Texture Pack

შეცვლილია უამრავი პერსონაჟის, აბჯრის და ტანსაცმლის ტექსტურა, ასევე ჩრდილები და განათება გაუმჯობესებულია, არ საჭიროებს TexMod-ს, იცვლება პირდაპირ თამაშის ფაილები, მინიმალური RAM 2,5gb, მინიმალური Vram 775mb




წიგნები Mass Effect-ის სამყაროზე (PDF, რუსულ ენაზე)

არქივშია ოთხივე წიგნი:


01-Revelation
02-Ascension
03-Retribution
04-Deception

ასახავენ მოვლენებს თამაშებამდე და მათ შორის (შესაბამისად სერიისა)
DOWNLOAD



გავხსენი ამ თამაშზეც თემა, ME3-ისთვის აქტუალურია წინა სერიების გადათამაშება (ან ვინც ME3-ს ისე თამაშობს, რომ ჯერ წინები არ დაუხურია, ვურჩევ ჯერ აქედან დაიწყოს)
ამიტომ ამ თემაში დავწეროთ ME1-თან დაკავშირებით და არა ME3-ის თემაში

თან არ ეკადრება ფორუმზე არ გვქონდა თემა ME1-ზე :D

Edited by gio_kiborg
HighRes Texture Mod დაემატა
  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

ეს მგონი ერთადერთი თამაშია რომელიც მეორეჯერ მაქვს დახურული მეორე ნაწილის სეივების გამო

Link to comment
Share on other sites

ხო მართალი ხარ, უნდა გახსნილიყო პირველი ნაწილის თემაც :D ვფიქრობდი მაგაზე მაგრამ ესე კარგათ მე ვერ გავაკეთებდი და მაგიტომ აღარ გავხსენი :D

ეხლა ვთამაშობ პირველ ნაწილს მეორეთ, ადრე მაქვს დახურული ზერელეთ.

Link to comment
Share on other sites

შეფარდს იმხელა ტუჩები აქვს ასე მგონია ბოტოქსს იკეთებს :D :D :D

Link to comment
Share on other sites

მაიცა რა სეივები? ამის სეივები უნდა შევინახო რო მეორე ვითამაშო? :D გამარკვიეთ რა :დ

Link to comment
Share on other sites

ამის სეივები გადადის მეორეზე, მეორესი მესამეზე, შენზე დამოკიდებული პირველი ნაწილიდან ბოლომდე როგორ წარმართავ თამაშს, ერთმანეთზე მჭიდროთაა დაკავშირებული.

Link to comment
Share on other sites

მაიცა რა სეივები? ამის სეივები უნდა შევინახო რო მეორე ვითამაშო? :D გამარკვიეთ რა :დ

აუცილებელი არაა რა თქმა უნდა წინას სეივები შემდეგის სათამაშოდ, თუმცა რადგან თამაშში ინტერაქტიური შინაარსი აქვს (ანუ სცენარი ვითარდება შენი გადაწყვეტილებების მიხედვით) თუკი სეივებს გადაიტან მეორეში (და მერე მეორედან მესამეში) ეს იქნება შენი კონკრეტული ისტორიის გაგრძელება, შემდეგ სერიებზე გავლენას ახდენს წინა ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებები, + გარკვეული ბონუსებიც გეძლევა სეივის დაიმპორტებისას

ან ვთქვათ, თუკი შექმენი გმირის გარეგნობა შენი გემოვნებით, მეორეში(და მერე მესამეში) არ მოგიწევს თავიდან აწყობა სახის

Link to comment
Share on other sites

აუცილებლად დავიწყებ ამის თამაშს. პროსტა ეხლა დრო არ მქონდა რო გადმომეწერა.

იმედია საინტერესო იქნება.

Link to comment
Share on other sites

ვინ გავუშვა :xelitavi: მგონი ერთერთი კვდება ეხლა :( ეშლი მაგარი ტვინს დუდღნავს ხოლმე ისე.

519721f49760.jpg

Link to comment
Share on other sites

მე სულ კაიდანს ვწირავდი, ახლა ეშლი უნდა გავწირო,

P.S: კაპიტანი კირაჰე თუ გინდა გადარჩეს, მასთან ის თანაგუნდელი უნდა გაუშვა ვის გადარჩენასაც აპირებ, მეორე ბომბზე წავა და იქ დაიბრიდება

Link to comment
Share on other sites

ისევ ეშლის გადავარჩენ, მართალია ტვინს ბურღავს მაგრამ მიანც გოგოა და ბისექსუალი მაინც არაა :D თან ღმერთის წამს.

Link to comment
Share on other sites

საწყალი, შემეცოდა :cry:

a1b3ef49e263.jpg

Link to comment
Share on other sites

საწყალი, შემეცოდა :cry:

მე მაქვს კარგი ტექნოლოგია მაგისთვის შემუშავებული, ვინც გინდა რომ მოკვდეს, იმას უშვებ კირაჰესთან. შემდეგ იმისკენ მიდიხარ და ბომბზე ვინცაა ის რომ გეუბნება "მიშველეო", ისევ მასთან ბრუნდები. შესაბამისად კირაჰესთან ვინცაა წასული ის როგორ კვდება ეგ არ ჩანს.

P.S. კირაჰეს გადასარჩენად სულაც არაა აუცილებელი მასთან წასულ თიმ მემბერს გაეკიდო საშველად - 4 პატარა ამოცანა უნდა შეასრულო მხოლოდ. ესენია: 1. გეთების კომუნიკაციის მოშლა, 2. გეთების გადამცემის განადგურება, 3. გეთების დრონების საწვავის დეპოს აფეთქება, 4. ბაზაზე შესვლისას სიგნალიზაცია ჩაირთვებაო რომ გეუბნებიან, შენ თავზე უნდა აიღო მთელი ცეცხლი. შედეგი - მკვდარი ეშლი (რომელიც კირაჰესთან გავუშვი) და ცოცხალი კირაჰე :)

Link to comment
Share on other sites

ეგ ოთხივე შევასრულე, სეივი შენახული მაქვს სადაც უნდა ამოვირჩიო მაგ ორიდან ერთერთი, შემიძლია ეხლა კაიდენი გადავარჩინო, მაგრამ კირაჰე სად ჩანს რომ ცოცხალია?

Link to comment
Share on other sites

მე მაქვს კარგი ტექნოლოგია მაგისთვის შემუშავებული, ვინც გინდა რომ მოკვდეს, იმას უშვებ კირაჰესთან. შემდეგ იმისკენ მიდიხარ და ბომბზე ვინცაა ის რომ გეუბნება "მიშველეო", ისევ მასთან ბრუნდები. შესაბამისად კირაჰესთან ვინცაა წასული ის როგორ კვდება ეგ არ ჩანს.

P.S. კირაჰეს გადასარჩენად სულაც არაა აუცილებელი მასთან წასულ თიმ მემბერს გაეკიდო საშველად - 4 პატარა ამოცანა უნდა შეასრულო მხოლოდ. ესენია: 1. გეთების კომუნიკაციის მოშლა, 2. გეთების გადამცემის განადგურება, 3. გეთების დრონების საწვავის დეპოს აფეთქება, 4. ბაზაზე შესვლისას სიგნალიზაცია ჩაირთვებაო რომ გეუბნებიან, შენ თავზე უნდა აიღო მთელი ცეცხლი. შედეგი - მკვდარი ეშლი (რომელიც კირაჰესთან გავუშვი) და ცოცხალი კირაჰე :)

საინტერესოა! მარა თანაგუნდელის დაღუპვის სცენა ამაღელვებელია და არ ღირს გამოტოვება....

თუმცა, შეიძლება ახლა ეშლი კირაჰესთან გავუშვა და მივეხმარო მერე კაიდანს

Link to comment
Share on other sites

ეგ ოთხივე შევასრულე, სეივი შენახული მაქვს სადაც უნდა ამოვირჩიო მაგ ორიდან ერთერთი, შემიძლია ეხლა კაიდენი გადავარჩინო, მაგრამ კირაჰე სად ჩანს რომ ცოცხალია?

ხომალდის ქვედა სართულზე რომ ჩახვალ, სადაც ვრექსი დგას ხოლმე, მანდვე იქნებიან სალარიელი სპეცნაზელები და იმათთან უნდა იყოს, თუ ცოცხალია.

საინტერესოა! მარა თანაგუნდელის დაღუპვის სცენა ამაღელვებელია და არ ღირს გამოტოვება....

თუმცა, შეიძლება ახლა ეშლი კირაჰესთან გავუშვა და მივეხმარო მერე კაიდანს

სწორედ ამაღელვებლობის გამო არ მინდა ხოლმე მაგის ნახვა :(

Link to comment
Share on other sites

გადავარჩენ ეხლა კაიდენს და ვნახავ აბა რა მოხდება. ისე ეს ეშლი მიანც კაცს გავს, მაგის დედაც, გავწირავ :D

Link to comment
Share on other sites

მე ეშლი გავწირე რატომღაც, კაიდანი მერე გაიჩითა მეორე ნაწილში სეივები რომ გადავიტანე, სერიალებიდან ეს თამაში ყველაზე მეტათ ვავილონ 5 მაგონებს დიალოგებით და პერსონაჟებით, აქვს რაღაც საერთო, თამაშებიდან მარტო კოტორის სერიაა ამდაგვარი

Link to comment
Share on other sites

ხო შეიძლება აქ უბრალოთ ბევრს არა აქვს ეგ სერიალი ნანახი, მე ბლომათ ვუყურე თავის დროზე რუსულ ტელეკანალზე რომ გაიდოდა ასე 10-15 წლის უკან და მართლა ბევრი საერთოა, უფრო სწორათ იქიდან გადმოიტანეს ამ თამასში ბევრი რამე, სტარ ვორსის გავლენა ნაკლებათ ვიგრძენი, ტიპაჟებით ძალიან გავს ვავილონ 5-ის პერსონაჟებს მასს ეფექტის პერსონაჟები და უცხოპლანეტელები, ის ციტადელიც ვავილონ 5-ის კოპიაა და მაგ სტანციასაც დაესხნენ მერე მახსოვს თავს და ერთი ამბავი იყო, ეგ ძველი რასაც არის იმ სერიალში

Link to comment
Share on other sites

არადა რაღაც არ დამევასა ეგ სერიალი, ალბათ მოძველებლი სპეცეფექტების გამო (თან HD ხარიხშიც არსადაა)

Link to comment
Share on other sites

კი საკმაოთ ძველი სერიალია, 1994-98 წლებში გადიოდა სადღაც მგონი, http://rutracker.org/forum/search.php?f=85&nm=babylon+5 5 სეზონი იყო სულ და DVD-შია მაქსიმუმ

Link to comment
Share on other sites

ეშლიმ მომიკლა http://masseffect.wikia.com/wiki/Urdnot_Wrex ეს არადა მინდოდა რო გადარჩენილიყო

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.