Jump to content

Solaris OS


Recommended Posts

 

 

 

გამარჯობათ ფორუმელებო!

 

 

 

89055b7cada0.png

 

Solaris- წარმოადგენს

Unix ოპერაციულ სისტემას,რომელიც შეიმუშავა Sun Microsystems-მა.Oracle Solaris,როგორც დღესდღეობითაა ცნობილი ,ეკუთვნის კორპორაცია Oracle-ს,რომელმაც შეისყიდა იგი 2010 წლის იანვარს.

Solaris-ცნობილია თავისი მასშტაბურობით

SPARC სისტემებში,აგრეთვე სხვა ინოვაციური ფუნქციების შექმნით,როგორიცაა DTrace და ZFS.

Solaris -ი იყენებს საერთო კოდთა ბაზას და აქვს მხარდაჭერა

x86-64 (SPARC и i86pc )არქიტექტურის.

Solaris-ს აქვს კარგი მუშაობის რეპუტაცია symmetric multiprocessing -ში,ანუ ბევრ პროცესორთა მხარდაჭერა.იგი არის ოპერაციული სისტემა ჩაკეტილი კოდით,დიდი ნაწილი კი კოდის ღიაა და გამოქვეყნებულია.

Solaris 9 ვერსიიდან დაწყებული Sun Microsystems გვთავაზობს გადმოსატვირთად არაკომერციულ ვერსიას Solaris ლიცენზიით

CDDL.კომერციული ვერსიისგან იგი განსხვავდება Sun Microsystems-ის ტექნიკური მხარდაჭერით არარსებობით ,დაპატენტებულ პროგრამათა არქონით.

2005 წლის ივნისს Sun Microsystems-მა მიიღო გადაწყვეტილება ჩაკეტილი კოდის ნაწილობრივ „გახსნაზე“ Solaris 10-ში და განახორციელა პროექტი

OpenSolaris.მომდევნო ვერსიის (Solaris 11)შემუშავება (სახელწოდებით Nevada) მიმდინარეობს OpenSolaris Community-თან თანამშრომლობით. დღესდღეობით Sun Microsystems-მა პრაქტიკულად დაასრულა კოდის გახსნა Solaris 10-ში. Solaris Sun Microsystems-მა შეიმუშავა მთელი რიგი პროგრამული უზრუნველყოფის Solaris-ისათვის, OpenSolaris პროექტის ჩარჩოებში.

2010 წლის აპრილიდან კომპანიის ახალმა მფლობელმა,

Oracle Corporation,შეცვალა Solaris 10-ის ლიცენზიური ხელშეკრულება.(კომერციული მოხმარებისთვის 90 დღიანი მოხმარების საშვალება).

არქიტექტურის მხარდაჭერა:

Sun

Fujitsu SPARC64

32 და 64 ბიტიანი პროცესორების არქიტექტურა

AMD, Intel და VIA x86

მიკროპროცესორების მხარდაჭერა

Itanium (Intel) დაგეგმილი იყო,მაგრამ განუხორციელებელი დარჩა.იყო მცდელობა Solaris-ის პორტირების PowerPC არქიტექტურაზე. 1996წელს გამოუშვეს 32 ბიტიანი ვერსია 2.5.1 (Solaris PowerPC Edition) PreP პლატფორმისთვის,მაგრამ შემდგომ უარი განაცხადა.ამ ვერსიამ მიიღო სახელწოდება Sirius. 2007წლის ნოემბერში, Sun და Sine Nomine Associates IBM -მა მოახდინა „დასაგემოვნებელი“ ვერსიის დემონსტრაცია OpenSolaris for System z,მომუშავე mainframe, IBM System z( z/VM-ის ქვეშ). 2008 წლის 19 ნემბერს IBM-მა „შეირგო“ Sirius System z IFL პროცესრებში.

Solaris 10 Sun Microsystems-ში რეალიზებული იქნა ბინარული თავსებადობა( binary compatibility)

Linux-თან,რამაც საშვალება მისცა Linux-ის პროგრამების Solaris-ის ქვეშ x86 არქიტექტურაზე გაშვების(BrandZ ზონაში).იგეგმება ბინარული თავსებადობა FreeBSD-სთანაც.Solaris SPARC-შე ეს ფუნქციონალურობა მიუღწეველია.

2009 წლიდან არსებული Solaris ოფიციალურად მხარს უჭერს სისტემებს არქიტექტურით

x86 და AMD64 .მწარმოებელთა სია:

Ø IBM

Ø INTEL

Ø HEWLETT-PACKARD

Ø DELL

Ø FUJITSU SIEMENS COMPUTERS

Ø CORE MICRO SYSTEMS

Ø EGENARA

Solaris-ის პირველ ვერსიებში გამოიყენებოდა

GUI OpenWindows. Solaris 2.6 ვერსიიდან დაწყებული, იგი ჩაანაცვლა CDE-მ,ხოლო ვერსია Solaris 10-ში ჩართულია Java Desktop System,რომელიც ბაზირებულია GNOME-ზე. ბოლო რელიზებში Solaris Express არაა ჩართული CDE.

თავდაპირველად Solaris-ში გამოიყენებოდა ფაილური სისტემა UFS.2004 წელს Sun Microsystems-მა შეიმუშავა ფაილური სისტემა ZFS,რომელიც ჩაურთეს Solaris 10-ში,6/06 (2006 წლის ივნისი)რელიზიდან დაწყებული.

Solaris 10 მხარს უჭერს 14 ფაილურ სისტემას

ვერსიები:

6da17c1543cb.png

5dd902a0aa39.png

be6f5cccee18.png

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ოპერაციული სისტემა როგორც დაინსტალირებით,ასევე მის გარეშეც.

შიდა გარემო კი ასე გამოიყურება:

7d084600b84d.png

db1fd03426fc.png

 

ოფიციალური საიტი:

http://www.oracle.com/index.html

გადმოსაწერი ლინკი http://www.oracle.com/technetwork/server-storage/solaris11/downloads/install-2245079.html

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

მაგარი სტრანნი ოსია გაგებული კი მქონდა მაგრამ არასდროს დამიყენებია. ისე ამაზე თამაშები დაყენდება და ჩვეულებრივი პროგრამები? ვინდოუსივით თუ იხმარს კაცი?

Link to comment
Share on other sites

linuqsis distrosavitaa ra :)

ogond ara open aramed closed source

ნუ ნუბურად ასახსნელად გამოდგება :D

ღია სორსით არის ოპენსოლარის

თამაშებისთვის არ არის ეს ოპერაციული. ამას რომ კომპზე, უფრო სწორად სერვერზე, დააყენებ მერე აღარც უნდა გამორთო :)

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო იუნიქსია ჩემი აზრით

Link to comment
Share on other sites

სოლარისი არასოდეს მოიზრებოდა ლინუქსის დისტროდ, უბრალოდ GNOME გარსს იყენებს აბსოლუტურად ცალკემდგომი OS-ია.

საღოლ NEIRON მაგარი სტატიაა :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

რა მაინტერესებს აი XP და სხვა ვინდოუსები ხომ არის რომელიღაც პროგრამული ენით დაწერილი მაგ:CC+ და ბევრი სხვა.

ეს რაზეა დაწერილი ? ? ?

შეიძლება რომ ნიდი ჯავაზე იყოს დაწერილი ?

Link to comment
Share on other sites

linuqsis distrosavitaa ra :)

ogond ara open aramed closed source

open solaris არის სამაგიეროდ open source მარა სავარაუდოდ ორაკლი დახურავს მალე როგორც open office ს უპირებენ

Link to comment
Share on other sites

java არის უნივერსალური ენა რომელიც მხოლოდ თავის გარემოში მუშაობს

ჯავას გარემო თუ არ გიყენია ისე არ მუშაობს

სამაგიეროდ პლუსი ისაა რომ ყველა სისტემაყე ცალკე თარგმნა არ გჭირდება კოდის

იდეაში თავიდან უნდოდათ რომ ყოფილიყო მედიუმი რაც ნებისმიერ კოდს გახდიდა ნებისმიერი სისტემისთვის მისაწვდომს

ეს გახდიდა ნებისმიერ სოფტს მუშას ასევე ნებისმიერ სისტემაყე

მაგრამ იმის შIშIთ რომ ეს მედიუმი რომელიმე სისტემას სხვებზე მეტად მიეჩვეოდა შეაშინა სხვადასხვა დიდი სახელები და გვაქვს დღევანდელი პროგრამული სამყარო

სადაც ყველა მანქანას მის ენაყე უნდა უთარგმნო კოდი

ჯავა კი იდეალური ინტეგრატორია

დაუყენებ გარემოს და წერე რაც გინდა

ერთხელ დააკომპილირებ და ყველა მანქანაზე ირბენს სადაც ჯავას გარემო აყენია

რეალურად ამ გარემოს მიაქვს წარმადობის ნაწილი და ამიტომ ჯავაყე სერიოზული წონის და გრუყის მქონე სოფტი არ იწერება

ეს თუმცა ახლანდელი 6 ბირთიანი მონსტრების ხელში წარსული პრობლემაა

Link to comment
Share on other sites

რა მაინტერესებს აი XP და სხვა ვინდოუსები ხომ არის რომელიღაც პროგრამული ენით დაწერილი მაგ:CC+ და ბევრი სხვა.

ეს რაზეა დაწერილი ? ? ?

შეიძლება რომ ნიდი ჯავაზე იყოს დაწერილი ?

C ენაზეა იუნიქსი დაწერილი რამდენადაც მე ვიცი

პ.ს. ვინდოუსი მარტო ჯავაზა გამორიცხულია

ნუ ბიოსში უნდა შეტენო ენვაირომენტის ფაილები ალბათ რაც იმჰო სისულელეა

Link to comment
Share on other sites

java არის უნივერსალური ენა რომელიც მხოლოდ თავის გარემოში მუშაობს

ჯავას გარემო თუ არ გიყენია ისე არ მუშაობს

სამაგიეროდ პლუსი ისაა რომ ყველა სისტემაყე ცალკე თარგმნა არ გჭირდება კოდის

იდეაში თავიდან უნდოდათ რომ ყოფილიყო მედიუმი რაც ნებისმიერ კოდს გახდიდა ნებისმიერი სისტემისთვის მისაწვდომს

ეს გახდიდა ნებისმიერ სოფტს მუშას ასევე ნებისმიერ სისტემაყე

მაგრამ იმის შIშIთ რომ ეს მედიუმი რომელიმე სისტემას სხვებზე მეტად მიეჩვეოდა შეაშინა სხვადასხვა დიდი სახელები და გვაქვს დღევანდელი პროგრამული სამყარო

სადაც ყველა მანქანას მის ენაყე უნდა უთარგმნო კოდი

ჯავა კი იდეალური ინტეგრატორია

დაუყენებ გარემოს და წერე რაც გინდა

ერთხელ დააკომპილირებ და ყველა მანქანაზე ირბენს სადაც ჯავას გარემო აყენია

რეალურად ამ გარემოს მიაქვს წარმადობის ნაწილი და ამიტომ ჯავაყე სერიოზული წონის და გრუყის მქონე სოფტი არ იწერება

ეს თუმცა ახლანდელი 6 ბირთიანი მონსტრების ხელში წარსული პრობლემაა

Saying that Java is good because it works on all platforms is like saying anal sex is good because it works on all genders :D:D

C ენაზეა იუნიქსი დაწერილი რამდენადაც მე ვიცი

ეგრეა ჯავაზე არ წერენ საერთოდ ოპერაციულ სისტემებს და ისეთ რამეებს რასაც უშვალოდ აქვს კონტაქტი ჰარდთან მაგისთვის არის c c ++ და ასამბლერი რომელსაც ბაინარისთან 1:1 ზე აქვს კავშირი

Link to comment
Share on other sites

ჰაჰაააა ლოლ :D

იმჰო დამწყებისთვის იდეალურია მე მგონი

პროგრამირებას რომ ვიწყებდე ჯავათი დავიწყებდი

Link to comment
Share on other sites

ჰაჰაააა ლოლ :D

იმჰო დამწყებისთვის იდეალურია მე მგონი

პროგრამირებას რომ ვიწყებდე ჯავათი დავიწყებდი

პითონი უფრო მისაღებია დამწყებისთვის მარტივი სინტაქსის გამო :)

Link to comment
Share on other sites

xo iago martali xar

magram mtlad Unix araa amitom damatebuli fintikrushkebis gamo nuburad closed source linux sheizleba ecodos :)

ar mgonia amas vinme desktopad xmarobdes :D

arcaa mere distro :) ubralod mtlad sufta unix ic araa

ოოოო, ეხლა ოოოო....

რაის სუფთა იუნიქსი არაა და რაის ქლოსედ ლინუქსი, არ გადამრიო ახლა :) ტანსაცმლიანად გავგიჟდები :D სად იყო ლინუქსი, სოლარისი რომ აღიარეს.

არარა უნდა დამაწერინოთ პროფესიონალური სტატია, უკვე ჩემი პურის შოვნის წყაროს შეეხეთ და ვერ ვიქნები ჩუმად :D

დესკტოპად მე ვხმარობდი ოპენსოლარისს, "ორიგინალი" სოლარისი ცოტა მოუხეშავი მონსტრივით არის დესკტოპისთვის, სანამ ცოლს მოვიყვანდი და მაიკროსფტის ოფისი დაგვჭირდებოდა ოჯახში.

ახლა ძალიან გვიანია და მეძინება, ცოტა გამომაფხიზლა ზურას პოსტებმა მაგრამ სერიოზული რევიუსთვის არ მაქვს ენერგია.

ჩემზე იყოს... :D

Link to comment
Share on other sites

მდაჰ უკვე დაუხურავთ open სოლარის ეს ორაკლი ყველაფერს ხურავს და ყიდის ბლინ. linux ი არის მხოლოდ კერნელი ოპერაციული სისტემის და არა მთლაიანად ოპერაციული სისტემა მთლიანად ოპერაციულ სისტემას ქვია gnu/linux. gnu ს სასტავი წერდა ოპერაციულ სისტემას თავისი ტექსტური ედიტორებით კომპილერით და ა.შ პარალელურად ლინუს ტორვალდსი წერდა კერნელს ხოდა გნუმ რომ გაიგო მოარგეს და გახდა ერთი ოპერაციული სისტემა რომელშიც ყველაფერი იყო გნუსი გარდა კერნელისა მაგრამ რატომღაც ლინუქსს ეძახის ყველა.

Link to comment
Share on other sites

orakli axla mgoni germaiashi edaveba romeligac firmas databeizis strukturis moparvaze

radioshi acxadebdnen da ver gavige dalagebulad romeli firma iko

iago shen dacere rame kargi da siamovnebit cavikitxav

shen rom solarisze ijeki me savaraudod sabavshvo bagshi davrbodi :D

Link to comment
Share on other sites

ნელი სისტემაა, მგონი ვიღაც ჭკვიანმა ჯავაზე დაწერა :D

Sun Microsistems-ის დაწერილია და რა თქმა უნდა ჯავაზეა დაწერილი,

მაგრამ JAVA პლათფორმისგან განსხვავებით აქ Native Java გარემოა და სისწრაფის პრობლემა არ უნდა იყოს წესით

Link to comment
Share on other sites

ნელი სისტემაა, მგონი ვიღაც ჭკვიანმა ჯავაზე დაწერა :D

"ნელი სისტემა" სოლარისზე ცოტა სასაცილოდ ჟღერს :D

ეგ სისტემა დაფუძნებულია მარადიული მუშაობისთვის და სერვერების გასამართად, ასე რომ ჩვეულებრივი დესკტოპად დაყენება რიგითი უზერისთვის გამოვა კამაზით ტაქსაობის ტოლფასი :D

Link to comment
Share on other sites

"ნელი სისტემა" სოლარისზე ცოტა სასაცილოდ ჟღერს :D

ეგ სისტემა დაფუძნებულია მარადიული მუშაობისთვის და სერვერების გასამართად, ასე რომ ჩვეულებრივი დესკტოპად დაყენება რიგითი უზერისთვის გამოვა კამაზით ტაქსაობის ტოლფასი :D

ეგო მეუბნება მაგ სისტემას მსოფლიოში ყოველი მემილიონე კაცი იყენებს. . .

არ მომწონს. მაგას ჯობია რომელიმე ლინუქსის დისტრო გამოიყენო, სასერვეროდ თუნდაც redhat

Link to comment
Share on other sites

"ნელი სისტემა" სოლარისზე ცოტა სასაცილოდ ჟღერს :D

ეგ სისტემა დაფუძნებულია მარადიული მუშაობისთვის და სერვერების გასამართად, ასე რომ ჩვეულებრივი დესკტოპად დაყენება რიგითი უზერისთვის გამოვა კამაზით ტაქსაობის ტოლფასი :D

eg forumgeze ar dacero tore romelime uzeri mova mag azrze da axal ideas biznesad gaxsnis :D

mere daiketeba da mtavrobam gamakotrao itkvis :xelitavi:

Link to comment
Share on other sites

  • 5 months later...

Oracle თუ არასწორ ადილას დავსვი კითხვა გთხოვთ მაპატიოთ და გადაიტანოთ სათანადო ადგილას.... მაგრამ ორაკლზე აქ წავაწყდი და დავწერე კითხვაც... მოკლედ ბაზის ადმინისტრირების ამბავში მინდა Oracle სწავლა და ვინმეს თუ შეუძლია რომ დამეხმაროს და მიმართულება მომცეს.. რა როგორ და ზუსტად რაში და როგორ გამოიყენება და ასე შემდეგ?

P.S.

ეხლა ვმუშაობ და ვარ ბაზის ოპერატორი დიდი ბაზაა მაგრამ კეთდება ექსელში თავის საქმეს კი აკეთებს მაგრამ როგორც ვხედავ ყველა Oracle_ს ითხოვს :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...