Jump to content

ინტერაქტიული მაგიდის კონცეპტი iDesk


Recommended Posts

ინტერაქტიული სისტემა Microsoft Surface თავის კლასში ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია, თუმცა ამ მომენტისათვის სოფტვერის გიგანტი ერთადერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ამ დონის სისტემას უშვებს ბაზარზე. ძირითადი კონკურენტები მსგავსი პროდუქტებით ვერ იამაყებენ. ამიტომ, დიზაინერმა ადამ ბენტონმა (Adam Benton) სცადა წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მსგავსი სისტემა Apple-ის ვერსიით.

idesk_brown_final_hi.jpg

სისტემა iDesk — სრული ზომის სამუშაო მაგიდაა, რომლის ზედაპირი უზარმაზარი სენსორული დისპლეია. მოწყობილობა ინტერფეისების მთლიან არსენალს უჭერს მხარს, რომელთა წყალობითაც Apple-ის ნებისმიერ საფირმო კომპიუტერთან, მობილურ მოწყობილობასთან და პერიფერიასთან მყისიერი სინქრონიზაცია ხდება. თუმცა, უკანასკნელთა აუცილებლობა შეიძლება არც წარმოიშვას, რადგანაც ნებისმიერ მომენტში პირდაპირ მაგიდაზე შეიძლება დაიხატოს კლავიატურა და თაგვი, სისტემის დანარჩენი ზედაპირიც, არსებითად დიდ ტაჩპადს წარმოადგენს.

idesk_blue__final_hi.jpg

სისტემის მმართველი პროგრამული პლატფორმა მხარს უჭერს Apple-ის ყველა საფირმო სერვისს, მომხმარებელი პირდაპირ მაგიდაზე ქმნის და ფურცლავს შეტყობინებებს, ნიშნულებს, ათვალიერებს კალენდარზე მონიშნულ მოვლენებს, მუშაობს სოციალური ქსელების კლიენტებთან, აქვეყნებს სტატუსებს და კითხულობს ახალ ამბებს მეგობრებთან დაკავშირებით. შეიძლება ნებისმიერ დროს გაიხსნას რაიმე რგოლი YouTube-ზე, ფოტოების ალბომი ფოტოჰოსტინგიდან ან გაიგზავნოს წერილი ელექტრონული ფოსტით. და ბოლოს, თუ კი ილუსტრაციებიდან ვიმსჯელებთ, აქ დამცავი დაფარვაცაა გათვალისწინებული, რისი წყალობითაც მაგიდაზე ცხელი ყავის ჭიქის უშიშრად დადგმაც შეიძლება.

სულ ეს იყო ინფორმაცია iDesk-ის შესახებ.მისი გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ფასი ჯერჯერობით არაა ცნობილი.

http://www.youtube.com/watch?v=Db-1Mw2X5I4

www.maclife.com

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

ეფლის ვერსიით. რა ეღირება? მილიონი? ორი მილიონი? :facepalm:

ნაკაწრებისგნ დაცული იქნება?

მაგრამ უფრო გონივრული იქნებოდა მეკითხა: "გამოვა საერთოდ"?

Link to comment
Share on other sites

აუ როდის იქნება ეგეთი რამ ხელმისაწვდომი რომ იქნება ჩვეუელბრივი მოკვდავებისთვის

Link to comment
Share on other sites

ეფლის ვერსიით. რა ეღირება? მილიონი? ორი მილიონი? :facepalm:

ნაკაწრებისგნ დაცული იქნება?

მაგრამ უფრო გონივრული იქნებოდა მეკითხა: "გამოვა საერთოდ"?

მიშა ფასი და გამოსვლის ტარიღი ჯერჯერობით უცნობია.თუ რამე სიახლე იქნება ჩავამატებ 1-ელ პოსტში.

ისე რაც შეეხება მის გამძლეობას,დაიკაწრება თუ არა ამაზე ინფორმაცია იქნება ალბად მოგვიანებით.

ისე პოსტში აღნიშნულია, რომ ცხელი ყავის ფინჯანი რომ დაიიდგას ზედ უზლებსო და თუ ამას უძლებს არამფონია რაიმე ნაკაწრი გაუჩნდეს ან თუ გაუჩნება დააზიანოს ყოველშემთხვევაში :ugly_confused2:

Link to comment
Share on other sites

იდაყვებით რომ დავაწვე? :hmm:

ხო ახლა მალე ზედ დაჯდომასაც მოინდომებ :D

Link to comment
Share on other sites

იდაყვებით რომ დავაწვე? :hmm:

iსაბანი და iბალიში გადმოწერე ბარემ და წამოწექი :gigi:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

რა საკაიფოა.

მადლობთ ნიუსისთვის.

ისე იქნება და ნათურა უნდა შევცვალო,რომ დავდგე და გაფუჭდეს,გამოცვლიან?

Link to comment
Share on other sites

რა საკაიფოა.

მადლობთ ნიუსისთვის.

ისე იქნება და ნათურა უნდა შევცვალო,რომ დავდგე და გაფუჭდეს,გამოცვლიან?

ნათურა შეიძლება გამოცვალონ :gigi:

Link to comment
Share on other sites

კარგია მარა , ეესენი თუ განვიტარდა მერე ხო თამაშები აღარ იქნება ? :D ამაზე რამე როგორ უნდა ითამაშო ?

სად მაუსი რო გიზის ხელში და სად სენსორის მაგიდა :D

Link to comment
Share on other sites

კარგია მარა , ეესენი თუ განვიტარდა მერე ხო თამაშები აღარ იქნება ? :D ამაზე რამე როგორ უნდა ითამაშო ?

სად მაუსი რო გიზის ხელში და სად სენსორის მაგიდა :D

:blink:

iBoard-ს არ აპირებენ ? :givi:

Link to comment
Share on other sites

ამ ტექნოლოგიის ძირითადი აქცენტი "სამუშაო კაბინეტია" და არა ჯოისტიკობა, თუმცა არც ეს გაუჭირდება, დროის ამბავია, თორემ ადრე თუ გვიან, სათამაშო ინსტრუმენტებიდან მაუსიც გავა პენსიაში (თუ "მესამემ" არ შეუშალა ხელი, მერე ვიღას ეხსომება კომპიუტერი და თამაშები?! :cry:)

Link to comment
Share on other sites

კარგია მარა , ეესენი თუ განვიტარდა მერე ხო თამაშები აღარ იქნება ? :D ამაზე რამე როგორ უნდა ითამაშო ?

სად მაუსი რო გიზის ხელში და სად სენსორის მაგიდა :D

ეგ არაფერი, ეფლი და თამაშები მთლად ხმატკბილად არ არიან ერთმანეთთან ;)

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.