Jump to content

ნოუთბუქი MSI GT780DX


Recommended Posts

კომპანია MSI-მ ოფიციალურად წარმოადგინა სათამაშო ნოუთბუქი GT780DX. მის კომპლექტაციაში შესულია ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Core i7 და 3 გბ GDDR5 მეხსიერების მქონე, ვიდეობარათი NVIDIA GeForce GTX 570M. დაინტერესებას აგრეთვე იწვევს განათების ხუთ რეჟიმიანი კლავიატურა SteelSeries და ხმის ქვესისტემა Dynaudio - ტექნოლოგია THX TruStudio Pro-ს მხარდაჭერით, რომელიც მოიცავს წყვილ დინამიკსა და საბვუფერს. გარდა ამისა, მოდელი ითვალისწინებს 32 გბ-მდე DDR3 ოპერატიული მეხსიერებას, ორ-ორ 500 ან 750 გბ მოცულობის მყარ დისკს (ოპციონალურად შესაძლებელია ერთ-ერთი მათგანის შეცვლა Intel-ის 120 გბ-იან SSD-თი), Blu-ray/DVD Super Multi ოპტიკურ წამყვანს. ის არ არის აღჭურვილი Gigabit Ethernet, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 3.0+HS ადაპტერებით.

90ce9bf798beb20e53c91e79b9f0af19.jpg

820d8884a5f1f954571c8de457bfbaf4.jpg

961907434e4f8bea47413d4b4a808193.jpg

17,3 დუიმიან დისპლეი გაფართოება შეადგენს 1920 х 1080 პიქსელს. ადგილზეა D-Sub და HDMI, ორი USB 3.0, სამი USB 2.0, ერთი eSATA გასასვლელი, ბარათების წამკითხველი და ვებ-კამერა - მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებელობით 720p/30 ფორმატში. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 9-სექციანი ელემენტი 7800 mAh ტევადობით. მწარმოებელი აღნიშნავს ტექნოლოგია TDE (Turbo Drive Engine)-სა და Cooler Boost-საც, რომელთა საშუალებითაც უმჯობესდება ნოუთბუქის წარმადობის დონე დაძაბულ სათამაშო სიტუაციებში - ღილაკზე ერთი დაჭერით. Ctrl და Alt-ის ზომა გაზრდილია, რომ ზუსტად მოხდეს მათი პოვნა საპასუხისმგებლო მომენტში, ხოლო კლავიში Win გადატანილ იქნა მარჯვნივ.

პროდუქტის ზომები გახლავთ 428 x 288 x 55 მმ, მასა კი - 3,9 კგ. ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

ეს ძალიან მაგარი გეიმერული სერიაა ნოუთბუქების , კარგი იქნებოდა ცოტა მსუბუქი ყოფილიყო თუმცა 17 იანი მონიტორი აქვს და წონაც სტადარტია პრინციპში

ისე ჰარდითაც და ვიზუალურადაც ნამდვილად სკამაოდ კარგი რამეა :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

არა ამის GTX 570M არაა ისეთივე ძლიერი როგორც დესკტოპ სეგმენტის 570 ,ნოუთბუქების GTX 570M დაახლოებით დესკტოპ კომპების GTX 550 Ti მდე თუ მივა ,დაჟე უფრო დაბალი დონისაა

Link to comment
Share on other sites

ზუსტათ ჩემი კარტის სიძლიერისაა მგონი პროცესორს უფრო ბევრი შეუძლია ჩემ ეხლანდელზე, მაგრამ რა თქმა უნდა მაინც მოშნათ ჩამოუარდება დეკსტოპ ანალოგებს

Link to comment
Share on other sites

ის არ არის აღჭურვილი Gigabit Ethernet, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 3.0+HS ადაპტერებით.

ეს ხო არ შეგეშალა? :D

Link to comment
Share on other sites

აი GTX 570M ის რევიუ > http://www.notebookcheck.net/NVIDIA-GeForce-GTX-570M.56635.0.html

High ზე ყველაგფერს გაუშვებს მაგრამ Ultra ზე გაუჭირდება ზოგი თამაში

Link to comment
Share on other sites

FULL-HD-ზე ხაი ტესელაციაზე DX11-ზე თითქმის ყველა თამაშის გაშვება გაუჭირდება დაჟე DIRT3-ზე ასე 20-25ფპს-ი თუ ენქება მასქსიმუმ თუ სტოკ სიხშირეებზე გაუშვებ კარტას და პროცესორს

Link to comment
Share on other sites

ნოუთბუქის კვალობაზე მაგარი ჰარდი აქ რას ერჩი, მაგრამ ამას დარწმუნებული ვარ რაღაც ძალიან დიდ ფასს დაადებენ.

Link to comment
Share on other sites

ნამდვილად   მაგარი   ლეპტოპია !...    და   ბევრად  ჯობია  ბევრ   ტრაბახა   ბრენდის   ანალოგებს !

და არც ისე კატასტროფული ფასი ადევს ! MSI G Series GT780DX 1549 $ მგონი არ არის კატასტროფული ფასი ...

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

2011 წლის ნოუტბუკების იტოგები და რა გველის მომავალში http://www.3dnews.ru/editorial/622080/ საინტერესო სტატიაა ვისაც ნოუტბუკები ევასება

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

MSI GT780DX gaming laptop at 4.16GHz http://guru3d.com/news/msi-gt780dx-gaming-laptop-at-416ghz/

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

MSI notebook with Super RAID achieves 900MB/s http://guru3d.com/news/msi-notebook-with-super-raid-achieves-900mbs/

Link to comment
Share on other sites

ვიზუალი ძალიან კარგი აქვს ბევრ ცნობილი ფირმის ნოუთს გადაჯოკრავს.

არა ჰარდიც მშვენიერი აქვს... thumbsup.gif

მაგრად მომწონს ეგ ლეპტოპი !

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.