Jump to content

«აქტივირებადი კომპიუტერი»


Recommended Posts

ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა წარმოადგინა სისტემა, რომელიც კომპიუტერულ ინდუსტრიაში გადატრიალებად შეიძლება ჩაითვალოს. მწარმოებლები ახალ სისტემას «Invoked Computing»-ს უწოდებენ, რაც შეიძლება ასე გადმოვთარგმნოთ «აქტივირებადი კომპიუტერი» ან «კომპიუტერი მოთხოვნით». იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივი ყოველდღიური საგნები კომპიუტერად ან საკომუნიკაციო მოწყობილობად ვაქციოთ.

yiutyiuyuy.jpg

invoked-computing.jpg

ryyttt.jpg

სისტემა მუდმივად აკვირდება შენობაში მყოფ მომხმარებელს და მისი მოქმედებების ინტერპრეტირებას ახდენს. ასე მაგალითად, თუ კი მცირე საგანს ავიღებთ და ყურთან მივიტანთ, მანქანა მიხვდება, რომ ადამიანს ტელეფონი სჭირდება. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე გაჯეტების იდეოლოგიას, სმარტფონებს უკვე აქვთ ყველა ძირითადი ფუნქცია და მათი გამოყენება შეიძლება, თუ კი ვისწავლით. აქ კი ადამიანის ნაცვლად კომპიუტერი სწავლობს.

Screen%20shot%202011-11-22%20at%202.25.40%20PM.png

4827_peach_invoked_computing.jpg

უფრო თვალსაჩინოდ ეს წარმოდგენილი იყო პიცის ყუთის მაგალითზე. ყუთის გახსნა ძალიან ჰგავს ნოუთბუქის გახსნას, ამ მოძრაობის დანახვისას, სისტემა ყუთის ზედა ნაწილზე ნოუთბუქის ეკრანის გამოსახულების პროეცირებას ახდენს, ხოლო ძირზე ვირტუალური კლავიატურა ჩნდება. ანალოგიურად ჩვეულებრივი ბანანისგან შეიძლება მობილური ტელეფონი გააკეთოთ. როდესაც ადამიანს იგი ყურთა მიაქვს, სისტემა ტელეფონის ფუნქციების აქტივაციას ახდენს. მეტიც, პარამეტრული დინამიკების ნაკრები ხმოვან რხევებს წვრილ კონად კრებს და გიჩნდებათ შეგრძნება, რომ ხმა ნამდვილად ბანანისგან გამოდის.

www.physorg.com

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

ჩემი აზრით ზედმეტია უკვე ეს ყველაფერი :SNEMOTICON13:

შეიძლება ტექნოლოგიური თვალსაზრისით წინსვლაა და მისასალმებელია,

მაგრამ როგორც წესი ტექნოლოგიური სიახლეები იოლად იკიდებენ ფეხს საზოგადოებრივ

ცხოვრებაში, და ასეთი "სიახლე" არამგონია ჯანსაღი და მისასალმებელი იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის :SNEMOTICON13:

ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა

აა ვსო იასნა

  • Upvote 1
  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

გამოდის, რომ კომპი პიცის ყუთმა უნდა შეცვალოს და მობი ბანანმა, რამხელა სეურაცყოფაა მათ გამომგნებლებზე :SNEMOTICON13:

  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

ზოგი გამოგონებები #$%ობისკენ მიდის

კიდევ იყო ხილის ლაზერული საფცქვნელიც შექმნეს იაპონელებმა

მადლობთ ნიუსისთვის!

Link to comment
Share on other sites

საინტერესოა :)

მაგრამ ბანანის ჭამა თუ მინდა და ვაიმეო ყვირილი დაიწყო :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

საინტერესოა :)

მაგრამ ბანანის ჭამა თუ მინდა და ვაიმეო ყვირილი დაიწყო :D

:lollol:

Link to comment
Share on other sites

არანაირი გამოგონება ცუდი და ზედმეტი არაა... ვინმეს თუ გამოადგება გამოიყენებს ვისაც არ მოეწონება არ გამოიყენებს... პრობლემას ვერ ვხედავ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ring ring ring banana phone არა? :xelitavi:

საინტერესოა საცა ეგ პროექტორი აყენია იმ ოთახში sexy time რო აიწიოს რას იზავს, ტრაკებზე ორგაზმომეტრის ეკრანი გამოუვა ორივეს?

Link to comment
Share on other sites

ნუ, იაპონელები ისედაც ამბიციური ერია და ამ სულისკევეთებას ტექნოლოგიებშიც იყენებენ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეს გამოგონება საყოფაცხოვრებოდ უეჭველი დაინერგება, ძირითადად გამოგონებები ემსახურება რაიმე ახლის აღმოჩენას და აუცილებელი არ არის ეს უკანასკნელი მთლიანად "შეირგო", შეიძლება რაღაც ნაწილი ამოიღო და ის მოიხმარო, მაგალითად: კომპიუტერს ასწავლო შენს მოქმედებებზე ადეკვატური რეაქციები (მართალია ზედმეტად მიმაჩნია, მაგრამ მაინც... რატომ ავიღო ბანანი იმისთვის, რომ კომპი მივახვედრო ტელეფონის გააქტიურებაში, პირდაპირ ხმოვანი ბრძანებით შეიძლება და უფრო მარტივიც იქნება), მაგრამ მთავარია აღმოჩენა, დანარჩენს დრო და სიტუაცია გიჩვენებს.

არც პროცესორი გამოუგონიათ i7-სთვის, ეგ შექმნეს 50-იან წლებში, რომ ავიამზიდებიდან და სხვა ბომბდამშენი გემებიდან ტრაექტორიები გამოეთვალათ, რას იფიქრებდნენ, რომ 50 წლის შემდეგ კაცობრიობისთვის N1 გამოგონებად იქცეოდა?! (ისევე, როგორც საყოველთაოდ აღიარებული, კაცობრობის N1 გამოგონება-ბორბალი) ამიტომ, ყოველთვის მივესალმები გამოგონებებს (რა თქმა უნდა, ატომურ ბომბს და მომაკვდინებელ სათამაშოებს არ ვგულისხმობ)

+1 თემის ავტორს, მიყვარს ასეთი ნიუსები :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.