Jump to content

Firefox 7, Chrome 14, Internet Explorer 9 და Opera 11.51-ის ტესტები სიჩქარეზე


Recommended Posts

2006-დან ოპერა და მხოლოდ ოპერა ... ძაან მივეჩვიე და სიმართლე რომ გითხრათ სულ მკიდია ეგ ტესტი (სხვა ბრაუზერზე მაინც არ გადავალ) :)

Link to comment
Share on other sites

მეც ოპერას ვუბერავ ოღონდ მე მეხუთე ოპერიდან მოყოლებული მაგ ბრაუზერზე ვზივარ უკვე, ანუ სადღაც 2004-იდან

Link to comment
Share on other sites

თქვენი არ ვიცი მარა ოპერამ იმდენი ქნა თავი მაინც წამაშლევინა უნინსტალით :) რო ვრთავდი ოპერას not responding ეგრევე ზემოთ კუთხეში და იდგა ჯორივით რამოდენიმე წუთი მერე საერთოდ ვერ ვთიშავდი ხოლმე ოპერას დაჟე ტასკ მენეგერიდანაც ვერ ვთიშავდი პროცესს იმენნა გამამწამა მაგ შობელ ძაღლმა არა და მეც მომწონდა ხო და ეხლა FF დავაყენე და არანაირი პრობლემა არა აქ!

Link to comment
Share on other sites

ხო ეხლა ახალ 12 ალფა ვერსიაში როცა აღარ ირთვება თავისით და ტასკ მენეჯერში რჩება პროცესის სახით force start ღილაკი აქვს და ირთვება ხოლმე ეგრევე და ტასკიდან გათიშვა აღარ ჭირდება

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

ახლა მიყენია 64 ბიტიანი windows და IE9 და opera x64 ვერსიები და IE9 აშკარად ბევრად უფრო მალე ეშვება ვიდრე opera. მართალია ჯერ alfa სტადიაშია მაგრამ არა მგონია სრული იმდენად აჩქარდეს რომ IE9-ს გაასწროს ჩართვაში. ქრომი მეყენა დაახლოებით 1 თვე მაგრამ ვერ მივეჩვიე და ამ წუთას წავშალე

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

პირადად მე ქრომიც მიყენია ოპერაც IE და მართლი გითხრათ ყველაზე მაგრად მომწონს ქრუმი მარა როცა გადმოსაწერი მაქ რამე ეგრევე ოპერას მივმართავ :)) ასე რომ ყველაზე სწრაფია მე ასე მგონია გოოგლე ქრუმი..

Link to comment
Share on other sites

პირადად მე ქრომიც მიყენია ოპერაც IE და მართლი გითხრათ ყველაზე მაგრად მომწონს ქრუმი მარა როცა გადმოსაწერი მაქ რამე ეგრევე ოპერას მივმართავ :)) ასე რომ ყველაზე სწრაფია მე ასე მგონია გოოგლე ქრუმი..

ზუსტად ეგრე ვშვრები მეც

79c6b_chrome-king-6179733.jpg

Link to comment
Share on other sites

გუგლ ქრომე რულზზზზზზზზზზზზზზზზზ

Link to comment
Share on other sites

აი რავიცი ყელაფერი მეყენა და მიყენია საფარის გარდა და ჩემთვის ოპერა N1 მაინც :)

Link to comment
Share on other sites

ჩემთვისაც რაღაც მეთორმეტე ვერსიის ბოლო ბეტა ბილდი მოვიდა გონზე მემგონი, მაგრა უბერავს ჩემთან, ეხლა გავასუფთავე temp ფოლდერები და ვაფშე დაფრინავს, მაგარი ტორმუზი იყო წინა ბილდებზე

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

უკვე მერამდენე წელია ფირეფოქსი ჩემი განუყრელი ბროუზერია

რაც მჭირდება ყველაფერი აქვს, ფლაგინებს რომ თავი დავანებოთ

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

0800-browser-speed-tests-2011-whitson1.j

ინტერნეტ ბრაუზერების ახალი ვერსიები გამოდიან და გამოდიან. მომხმარებელს რამდენიმე არჩევანი აქვს და შეუძლია საკუთარ გემოვნებაზე მორგებული ბრაუზერი გამოიყენოს. თუმცა არის ხალხი, რომელიც არამხოლოდ ზერელე გადახედვით კმაყოფილდება და ცდილობს ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოს, რომელი ბრაუზერია ყველაზე უკეთესი.

თუკი არ გავითვალისწინებთ სუბიექტურ ფაქტორებს, მაშინ ერთ-ერთ კრიტერიუმად ბრაუზერის სისწრაფე, მოხმარებული რესურსები და პროცესების ოპტიმიზაციის უნარი უნდა ავიღოთ. საიტ Lifehacker-ის სპეციალისტებიც სწორედ ამ მონაცემების შემოწმებას შეუდგნენ. ტესტები ჩატარდა Windows-ის 4 ბრაუზერზე – Firefox, Chrome, Internet explorer და Opera. მოდი ვნახოთ რა შედეგებით დასრულდა ეს ტესტირება…

ტესტების მიზანი იყო ბრაუზერების ოთხი კრიტერიუმით შედარება – ჩართვის დრო, ოპერატიული მეხსიერების მოხმარება, ტაბების ჩატვირთვის დრო, ჯავასკრიპტის პარამეტრები. შედეგებმა ზოგიერთი შეიძლება გააოცოს კიდეც. მეთოდი, რომელიც ამ ტესტების დროს იქნა გამოყენებული, ემყარება ძალიან მძიმე ჯავასკრიპტებისა და CSS კოდების გაშვებისას ჩატარებულ ბენჩმარკებს, ანუ უჩვეულო არაფერია. ავტორების თქმით, ეს ტესტები Firefox 7-ის გამოსვლას, რომელიც სექტემბრის ბოლოს გამოვიდა, სპეციალურად დაამთხვიეს. ახლა კი თავად ტესტების შედეგებზე გადავიდეთ.

ტესტი #1, ჩართვის დრო. გამარჯვებული – Opera

ამ ტესტში ოპერამ ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა შეჯიბრების დანარჩენი მონაწილეები. მასთან არც ისე შორს არის ფაირფოქსი, რომელსაც კუდში მოსდევს ქრომი. როგორც მოსალოდნელი იყო, მაიკროსოფტის ინტერნეტ ექსპლორერი დანარჩენებს ძალიან ჩამორჩა და 11 წამით ბოლო ადგილი დაიკავა. ასე რომ ამ დარგში ოპერა აბსოლუტური ჩემპიონია.

coldstart1.png

ტესტი # 2, ტაბების ჩატვირთვის დრო. გამარჯვებული – Opera

მოცემული იყო ჩასატვირთი ცხრა ტაბი – Google, Hulu, Microsoft და თავად ბრაუზერების საკუთარი საიტები. ოპერამ აქაც იყოჩაღა და დავალებას თავი სულ რაღაც სამ წამში გაართვა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინტერნეტ ექსპლორერი სულ ორიოდე წამით ჩამორჩა მას, რაც შეეხება ქრომსა და ფაირფოქსს, მათ მოცემული ცხრა ტაბის ჩასატვირთად ბევრად მეტი დრო დასჭირდათ – ფაირფოქსს 2.5-ჯერ მეტი, გუგლის ქრომს კი სამჯერ მეტი დრო.

tabloading.png

ტესტი #3, ჯავასკრიპტი. გამარჯვებული – Chrome

ამ ტესტში ქრომმა უპირობოდ ჩამოიტოვა დანარჩენი ბრაუზერები, რომლებიც ქრომისგან მოშორებით, მაგრამ ერთმანეთისგან არც თუ ისე შორეულ პოზიციებზე განლაგდნენ. ბრაუზერების ჯავასკრიპტზე ტესტი Dromameo-ს საშუალებით ჩატარდა. თუმცა სხვა ტესტებიც, ალბათ, იგივე შედეგს აჩვენებდა.

javascriptperformance1.png

ტესტი #4, DOM/CSS. გამარჯვებული – Opera

ტესტებში, რომელიც CSS კოდის დამუშავებისთვის ტარდებოდა, კვლავ ოპერა გახდა უპირობო გამარჯვებული. მან შორს ჩამოიტოვა ფაირფოქსი, ინტერნეტ ექსპლორერის შედეგი კი საერთოდ სამარცხვინო აღმოჩნდა. რაც შეეხება გუგლის ქრომს, ამ ტესტებისთვის განკუთვნილი კოდით იგი საერთოდ დაიქრეშა, რის გამოც თავიდან საერთოდ დისკვალიფიცირებული იქნა.

თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ქრომის ერთ-ერთი ფუნქცია ამ ტესტებთან კონფლიქტში მოდიოდა, რაც ზემოხსენებულ შეცდომას იწვევდა. თუმცა ქრეშ-რეპორტის გამორთვის შემდეგ ქრომმა მაინც მოახერხა ტესტის გავლა. მართალია არც თუ ისე შთამბეჭდავი შედეგით მაგრამ, როგორც იტყვიან, სულ არაფერს ჯობს.

domcssperformance.png

ტესტი #5, მეხსიერების მოხმარება. გამარჯვებულები – Opera და Firefox

ოპერა ყოველთვის ცნობილი იყო მეხსიერების მცირე მოხმარებით. ეს ამ ტესტებშიც დადასტურდა. თუმცა ეს სამართლიანია მხოლოდ ბრაუზერებისთვის, ტაბების გარეშე. როგორც კი ზემოთხსენებული ცხრა ტაბის გახსნაზე მიდგა საქმე, თვით ტესტერების გასაოცრადაც კი ფაირფოქსმა იყოჩაღა და მეხსიერების უკეთ გამოყენება მოახერხა, ვიდრე ეს ოპერამ შეძლო.

აქვე უნდა აღინიშნოს ამ ტესტების დროს დაფიქსირებული ერთი საინტერესო მოვლენა. მაშინ, როდესაც ოპერას, ქრომისა და ინტერნეტ ექსპლორერის მეხსიერების მოხმარების მაჩვენებლები მაშინვე დაფიქსირდა, ფაირფოქსმა მეტად უცნაური შედეგები აჩვენა. თავიდან მან ძალიან დიდი ოდენობის მეხსიერება გამოიყენა და მხოლოდ რაღაც დროის გასვლის შემდეგ გაუთანაბრდა ეს მაჩვენებელი საბოლოო შედეგს. მომხმარებლებისთვის ეს მოვლენა შეიძლება გამოიხატოს ფაირფოქსის ჩართვისას ერთ ან ორწუთიან დაყოვნებაში, ე.წ. “გაჭედვაში”, თუმცა დიდი დროის განმავლობაში გრაფიკში მოყვანილი შედეგები სწორია.

memorynoex.png

ტესტი #6, მეხსიერების გამოყენება ხუთი გაფართოების გაშვებისას. გამარჯვებულები – Opera და Firefox

რამდენიმე გაფართოების გაშვებისას ბრაუზერებმა მცირედი განსხვავება აჩვენეს (იმ გამონაკლისით, რომ ინტერნეტ ექსპლორერი საერთოდ გამოეთიშა ასპარეზობას, გაფართოებების არარსებობის გამო). ტაბების არარსებობის შემთხვევაში ოპერამ კვლავ პირველი ადგილი დაიკავა, ცხრა ტაბის შემთხვევაში კი, მართალია მცირე დროის შემდეგ, მაგრამ მაინც ფაირფოქსი გავიდა წინ.

შეჯამება:

მართალია ეს ჩატარებული ტესტები არასაკმარისია იმის გამოსავლენად, რომელი ბრაუზერია მართლაც ყველაზე უკეთესი, მაგრამ როდესაც საქმე მუშაობის ეფექტურობას ეხება, მსგავსი ტესტები სავსებით ლეგიტიმურია. შედეგების მიხედვით მოხდა ქულების განაწილება ყველა მონაწილეზე, შემდეგ კი მათი საშუალებით ფარდობითი ეფექტურობის დადგენა. ეს არის თითოეული ბრაუზერის მიერ დაგროვებული ქულის განაყოფი იმ მაქსიმალურ ქულაზე, რაც შეიძლებოდა თითოეულ მათგანს აეღო (გადაყვანილი პროცენტებში). მაშ ასე, ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

Opera 11.51: 83%

Firefox 7: 76%

Internet Explorer 9: 50%%

Chrome 14: 43%

როგორც ყოველთვის, ოპერა სისწრაფის ჩემპიონია. ფაირფოქსმა, რომელიც დიდი სისწრაფით არასოდეს გამოირჩეოდა, მეშვიდე ვერსიის გამოსვლასთან ერთად მეორე ადგილზე აინაცვლა, ქრომმა კიდარწმუნებით დაიკავა ბოლო ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ დავალებას ჯავასკრიპტთან თავი ყველაზე კარგად გაართვა. როგორი იქნება ბრაუზერების შემდეგი ვერსიები, ამას მომავალი გვაჩვენებს.

წყარო:Lifehacker

ქართული თარგმანი

P.S

ჩემი პირველი პოსტია ამდაგვარი სახის და მომიტევეთ თუ რამე არასწორად დავდევი sad.gif((

ყოჩაღ კარგი თემაა... :)

2006-დან ოპერა და მხოლოდ ოპერა ... ძაან მივეჩვიე და სიმართლე რომ გითხრათ სულ მკიდია ეგ ტესტი (სხვა ბრაუზერზე მაინც არ გადავალ) smile.gif

მაგარია.. :D

Link to comment
Share on other sites

ყოჩაღ კარგი თემაა... :)

მაგარია.. :D

ეგ თემა აღარ გამოდგება. ნამეტანი ძველია. :)

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.