Jump to content

Firefox 7, Chrome 14, Internet Explorer 9 და Opera 11.51-ის ტესტები სიჩქარეზე


Recommended Posts

0800-browser-speed-tests-2011-whitson1.jpg

ინტერნეტ ბრაუზერების ახალი ვერსიები გამოდიან და გამოდიან. მომხმარებელს რამდენიმე არჩევანი აქვს და შეუძლია საკუთარ გემოვნებაზე მორგებული ბრაუზერი გამოიყენოს. თუმცა არის ხალხი, რომელიც არამხოლოდ ზერელე გადახედვით კმაყოფილდება და ცდილობს ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოს, რომელი ბრაუზერია ყველაზე უკეთესი.

თუკი არ გავითვალისწინებთ სუბიექტურ ფაქტორებს, მაშინ ერთ-ერთ კრიტერიუმად ბრაუზერის სისწრაფე, მოხმარებული რესურსები და პროცესების ოპტიმიზაციის უნარი უნდა ავიღოთ. საიტ Lifehacker-ის სპეციალისტებიც სწორედ ამ მონაცემების შემოწმებას შეუდგნენ. ტესტები ჩატარდა Windows-ის 4 ბრაუზერზე – Firefox, Chrome, Internet explorer და Opera. მოდი ვნახოთ რა შედეგებით დასრულდა ეს ტესტირება…

ტესტების მიზანი იყო ბრაუზერების ოთხი კრიტერიუმით შედარება – ჩართვის დრო, ოპერატიული მეხსიერების მოხმარება, ტაბების ჩატვირთვის დრო, ჯავასკრიპტის პარამეტრები. შედეგებმა ზოგიერთი შეიძლება გააოცოს კიდეც. მეთოდი, რომელიც ამ ტესტების დროს იქნა გამოყენებული, ემყარება ძალიან მძიმე ჯავასკრიპტებისა და CSS კოდების გაშვებისას ჩატარებულ ბენჩმარკებს, ანუ უჩვეულო არაფერია. ავტორების თქმით, ეს ტესტები Firefox 7-ის გამოსვლას, რომელიც სექტემბრის ბოლოს გამოვიდა, სპეციალურად დაამთხვიეს. ახლა კი თავად ტესტების შედეგებზე გადავიდეთ.

ტესტი #1, ჩართვის დრო. გამარჯვებული – Opera

ამ ტესტში ოპერამ ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა შეჯიბრების დანარჩენი მონაწილეები. მასთან არც ისე შორს არის ფაირფოქსი, რომელსაც კუდში მოსდევს ქრომი. როგორც მოსალოდნელი იყო, მაიკროსოფტის ინტერნეტ ექსპლორერი დანარჩენებს ძალიან ჩამორჩა და 11 წამით ბოლო ადგილი დაიკავა. ასე რომ ამ დარგში ოპერა აბსოლუტური ჩემპიონია.

coldstart1.png

ტესტი # 2, ტაბების ჩატვირთვის დრო. გამარჯვებული – Opera

მოცემული იყო ჩასატვირთი ცხრა ტაბი – Google, Hulu, Microsoft და თავად ბრაუზერების საკუთარი საიტები. ოპერამ აქაც იყოჩაღა და დავალებას თავი სულ რაღაც სამ წამში გაართვა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინტერნეტ ექსპლორერი სულ ორიოდე წამით ჩამორჩა მას, რაც შეეხება ქრომსა და ფაირფოქსს, მათ მოცემული ცხრა ტაბის ჩასატვირთად ბევრად მეტი დრო დასჭირდათ – ფაირფოქსს 2.5-ჯერ მეტი, გუგლის ქრომს კი სამჯერ მეტი დრო.

tabloading.png

ტესტი #3, ჯავასკრიპტი. გამარჯვებული – Chrome

ამ ტესტში ქრომმა უპირობოდ ჩამოიტოვა დანარჩენი ბრაუზერები, რომლებიც ქრომისგან მოშორებით, მაგრამ ერთმანეთისგან არც თუ ისე შორეულ პოზიციებზე განლაგდნენ. ბრაუზერების ჯავასკრიპტზე ტესტი Dromameo-ს საშუალებით ჩატარდა. თუმცა სხვა ტესტებიც, ალბათ, იგივე შედეგს აჩვენებდა.

javascriptperformance1.png

ტესტი #4, DOM/CSS. გამარჯვებული – Opera

ტესტებში, რომელიც CSS კოდის დამუშავებისთვის ტარდებოდა, კვლავ ოპერა გახდა უპირობო გამარჯვებული. მან შორს ჩამოიტოვა ფაირფოქსი, ინტერნეტ ექსპლორერის შედეგი კი საერთოდ სამარცხვინო აღმოჩნდა. რაც შეეხება გუგლის ქრომს, ამ ტესტებისთვის განკუთვნილი კოდით იგი საერთოდ დაიქრეშა, რის გამოც თავიდან საერთოდ დისკვალიფიცირებული იქნა.

თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ქრომის ერთ-ერთი ფუნქცია ამ ტესტებთან კონფლიქტში მოდიოდა, რაც ზემოხსენებულ შეცდომას იწვევდა. თუმცა ქრეშ-რეპორტის გამორთვის შემდეგ ქრომმა მაინც მოახერხა ტესტის გავლა. მართალია არც თუ ისე შთამბეჭდავი შედეგით მაგრამ, როგორც იტყვიან, სულ არაფერს ჯობს.

domcssperformance.png

ტესტი #5, მეხსიერების მოხმარება. გამარჯვებულები – Opera და Firefox

ოპერა ყოველთვის ცნობილი იყო მეხსიერების მცირე მოხმარებით. ეს ამ ტესტებშიც დადასტურდა. თუმცა ეს სამართლიანია მხოლოდ ბრაუზერებისთვის, ტაბების გარეშე. როგორც კი ზემოთხსენებული ცხრა ტაბის გახსნაზე მიდგა საქმე, თვით ტესტერების გასაოცრადაც კი ფაირფოქსმა იყოჩაღა და მეხსიერების უკეთ გამოყენება მოახერხა, ვიდრე ეს ოპერამ შეძლო.

აქვე უნდა აღინიშნოს ამ ტესტების დროს დაფიქსირებული ერთი საინტერესო მოვლენა. მაშინ, როდესაც ოპერას, ქრომისა და ინტერნეტ ექსპლორერის მეხსიერების მოხმარების მაჩვენებლები მაშინვე დაფიქსირდა, ფაირფოქსმა მეტად უცნაური შედეგები აჩვენა. თავიდან მან ძალიან დიდი ოდენობის მეხსიერება გამოიყენა და მხოლოდ რაღაც დროის გასვლის შემდეგ გაუთანაბრდა ეს მაჩვენებელი საბოლოო შედეგს. მომხმარებლებისთვის ეს მოვლენა შეიძლება გამოიხატოს ფაირფოქსის ჩართვისას ერთ ან ორწუთიან დაყოვნებაში, ე.წ. “გაჭედვაში”, თუმცა დიდი დროის განმავლობაში გრაფიკში მოყვანილი შედეგები სწორია.

memorynoex.png

ტესტი #6, მეხსიერების გამოყენება ხუთი გაფართოების გაშვებისას. გამარჯვებულები – Opera და Firefox

რამდენიმე გაფართოების გაშვებისას ბრაუზერებმა მცირედი განსხვავება აჩვენეს (იმ გამონაკლისით, რომ ინტერნეტ ექსპლორერი საერთოდ გამოეთიშა ასპარეზობას, გაფართოებების არარსებობის გამო). ტაბების არარსებობის შემთხვევაში ოპერამ კვლავ პირველი ადგილი დაიკავა, ცხრა ტაბის შემთხვევაში კი, მართალია მცირე დროის შემდეგ, მაგრამ მაინც ფაირფოქსი გავიდა წინ.

შეჯამება:

მართალია ეს ჩატარებული ტესტები არასაკმარისია იმის გამოსავლენად, რომელი ბრაუზერია მართლაც ყველაზე უკეთესი, მაგრამ როდესაც საქმე მუშაობის ეფექტურობას ეხება, მსგავსი ტესტები სავსებით ლეგიტიმურია. შედეგების მიხედვით მოხდა ქულების განაწილება ყველა მონაწილეზე, შემდეგ კი მათი საშუალებით ფარდობითი ეფექტურობის დადგენა. ეს არის თითოეული ბრაუზერის მიერ დაგროვებული ქულის განაყოფი იმ მაქსიმალურ ქულაზე, რაც შეიძლებოდა თითოეულ მათგანს აეღო (გადაყვანილი პროცენტებში). მაშ ასე, ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

Opera 11.51: 83%

Firefox 7: 76%

Internet Explorer 9: 50%%

Chrome 14: 43%

როგორც ყოველთვის, ოპერა სისწრაფის ჩემპიონია. ფაირფოქსმა, რომელიც დიდი სისწრაფით არასოდეს გამოირჩეოდა, მეშვიდე ვერსიის გამოსვლასთან ერთად მეორე ადგილზე აინაცვლა, ქრომმა კიდარწმუნებით დაიკავა ბოლო ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ დავალებას ჯავასკრიპტთან თავი ყველაზე კარგად გაართვა. როგორი იქნება ბრაუზერების შემდეგი ვერსიები, ამას მომავალი გვაჩვენებს.

წყარო:Lifehacker

ქართული თარგმანი

P.S

ჩემი პირველი პოსტია ამდაგვარი სახის და მომიტევეთ თუ რამე არასწორად დავდევი :(((

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

კი სწორადაა გახსნილი, და აქაც შენ დადე თუ მოგვპარეს, თუ შენ მოიპარე ? :Dhttp://ucnauri.com/2011/firefox-7-chrome-14-internet-explorer-9-%e1%83%93%e1%83%90-opera-11-51-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a9%e1%83%a5 მაინტერესებს

Link to comment
Share on other sites

ეხლა ანვითარებენ GPU აქსელერაციას კაკრაზ 12 ვერსიის ოპერაში და მერე კიდევ უფრო სწრაფი იქნება, აშკარა მატება აქვს ზოგ საიტებზე მაგით ჩემთან ვიდრე ძველ ვერსიაში ქონდა პროცესორით

Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგია ყველაფერი

განყოფილებაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ სად წავიღო

და დანარჩენი ძალიან მომწონს :thumbsup:

კი სწორადაა გახსნილი, და აქაც შენ დადე თუ მოგვპარეს, თუ შენ მოიპარე ? :Dhttp://ucnauri.com/2011/firefox-7-chrome-14-internet-explorer-9-%e1%83%93%e1%83%90-opera-11-51-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a9%e1%83%a5 მაინტერესებს

ხო ეგ უკვე აღარ მომწონს :)

Link to comment
Share on other sites

წყარო მივუტიე ტუ ხედავტ და გამრცჰენია ეგეც რომ მიმეწერა და დაამატეთ საინტერესო ტესტი იყო და....

Link to comment
Share on other sites

რა ოპერა და რა ინტერნეტ ექსპლორერი ვაფშე რა ფაირფოქსი ფუ ლამერობა ქრომი ყველაზე მაგარია :ugly_wink: :ugly_wink: :ugly_wink: :ugly_wink: გამოფხიზლდით :D

Link to comment
Share on other sites

არადა მაგარი სირობაა, ერთხელ მეყენა და მაგას ისეც FF მირჩევნია, თუმცა მაგის დიზაინს ვერ ვამუღამებ

Link to comment
Share on other sites

ნუ მინიმუმ ქოლდ სტარტის ტესტი არასწორია მანდ :)

შეგიძლიათ ყველამ თქვენ-თქვენ კომპებში გადაამოწმოთ IE9 უფრო სწრაფად ეშვება თუ Opera ;)

Link to comment
Share on other sites

ჩემთან ოპერა ოღონდ 12 ალფა ვერსია GPU აქსელერაციით, დიდი სხვაობა არ ყოფილა მაგრამ მაინც, ყველა პლაგინს თუ გაუთიშავ მაშინ IE9 სწრაფათ ეშვება, პლაგინები ატორმუზებენ

Link to comment
Share on other sites

მე ქრომე მეყენა და ოპერა დავაყენე :D ამ ტესტის ნახვის შემდეგ

Link to comment
Share on other sites

მე ქრომი მეყენა და არაფერიც არ გადავაყენე

და FF ვხმარობ დიდი ხანია და ძალიან მომწონს მაგრამ მაგრა გრუზავს კომპს და ქრომი ვარჩიე მაგიტომ

Link to comment
Share on other sites

ისე Safari რატომ არ შევიდა ტესტებში?

მე მაგრად მომწონს :) საიტებზე საბოდიალოდ მშვენიერია და ძაან სწრაფი.

ინტერფეისიც მაგრად მომწონს. პროსტა ერთი ეგაა რო ბევრს ჭამს

Link to comment
Share on other sites

http://go.ge/2011/11/16/firefox-7-chrome-14-internet-explorer-9-da-opera-11-51-is-testebi-sichqareze/

ეგეც შენი დაწერილია ?

იმიტომ გეკითხები რომ უკვე უამარავ საიტზე დაიდო ეგ ტესტები და ყველგან უცხოური საიტის წყაროა მითითებული მაგრამ ყვეალს რომ არ აქვს იქიდან ნათარგმნი ეგ ვიცით

ტესტს რაც შეეხება მიუხედავად იმისა რომ ოპერა კარგია მომხმარებლებზე არ აისახება იმდენად

Link to comment
Share on other sites

არადა არაა კარგი :D (ჩემი გადმოსახედიდან)

რაღაც მეჩვენება რო მაინც შედარებით ზანტად ხსნის გვერდებს ქრომთან შედარებით...

ქრომი იმენა ერთდროულად ტვირთავს ფეიჯს და ოპერა ცალცალკე უნდება თითქოს..

რავიცი მე მაგის გამო არ ვიყენებ

ხანხადან როცა რაღაც წვრილმანების გადმოწერა მჭირდება მაგას იდეალურად ართმევს თავს :)

Link to comment
Share on other sites

არადა არაა კარგი :D (ჩემი გადმოსახედიდან)

რაღაც მეჩვენება რო მაინც შედარებით ზანტად ხსნის გვერდებს ქრომთან შედარებით...

ქრომი იმენა ერთდროულად ტვირთავს ფეიჯს და ოპერა ცალცალკე უნდება თითქოს..

რავიცი მე მაგის გამო არ ვიყენებ

ხანხადან როცა რაღაც წვრილმანების გადმოწერა მჭირდება მაგას იდეალურად ართმევს თავს :)

ხო ნამდვილად მასეა ,ქრომი უფრო სწრაფია მიუხედავად იმისა რომ ტესტებში არაა ასე

Link to comment
Share on other sites

მეც მგონი მეხუთე ოპერიდან ბრაუზერი არ შემიცვლია და არც ვაპირებ შეცვლას, მითუმეტეს ეხლა როცა ასე გაძლიერდა ოპერა და პერფორმანსიც მოემატა, ქრომიც არაერთხელ მეყენა და FF მაგრამ დიდათ არცერთი არ მომწონებია, ალბათ მართლა შეჩვევის და დამუღამების ბრალია

Link to comment
Share on other sites

ხრომი ყველას ჯობია ჩემი აზრით, მერე მოდის ოპერა, მელაკუდა და სხვა დანარჩენი

  • Upvote 1
  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

ხრომი ყველას ჯობია ჩემი აზრით, მერე მოდის ოპერა, მელაკუდა და სხვა დანარჩენი

+1

მაგრამ მაინც ოპერას ვიწერ ეხლა 11.52

Link to comment
Share on other sites

მე მელაკუდაზე ვარ ეხლა

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.