Popular Post Inferno Posted October 17, 2011 Popular Post Share Posted October 17, 2011 ამ რევიუში მინდა მიმოვიხილო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გაგრილების ბრენდის კერძოდ კი ARCTIC COOLING-ის მოდელი Accelero XTREME Plus II. რამდენად საკვირველიც არ უნდა იყოს ამ მართლაც "მონსტრს" უნდა დავუპირისპირო ყველასთვის ასე არასასურველი "სტოკ" ანუ რეფერენსული გაგრილება. როგორც ხშირ შემთხვევაში ახლაც ეს "მონსტრული" წარმოდგენა გადაჭარბებული აღმოჩნდა და ფაზების გაგრილებაზე მივიღეთ საკმაოდ მაღალი ტემპერატურები რაც საბოლოოდ სავალალო შედეგით დასრულდებოდა შესაბამისი ზომები რომ არ მიმეღო. ახლა კი მივყვეთ თანამიმდევრულად. ვიდეო დაფის გაგრილების შეძენა გადავწყვიტე ამ ზაფხულს, ვინაიდან რევიუების მხრივ არ ვართ მაინცდმაინც განებივრებულები ჩათვალეთ ეს 100$ ამ საქმისთვის გადავდე თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი რათა ბოლომდე მიმეყვანა საქმე. როგორც ხშირ შემთხვევაში ახლაც ეს საქმე არ გამოვიდა ჩვენი ფორუმელი ზურას გარეშე ვინაიდან ზემოთ აღნიშნული ქულერი აღმოვაჩინე Amazon.De-ზე და სასწრაფოდ ვაყიდინე ზურას და კიდევ ერთი სასიამოვნო დამთხვევა იყო ისევ ჩვენი თანაფორუმელი სოსო-ს ყოფნა გერმანიაში და ასე აღმოჩნდა ქულერი ჩემ ხელში. პირველ რიგში წარმოგიდგენთ სურათებს თუ როგორ ხდებოდა ახალი გაგრილების სისტემის აწყობა: ტესტირება დავიწყოთ სტოკ ქულერით. ტესტირებისას გამოვიყენე მხოლოდ 1 პროგრამა და ეს იყო FurMark ვინაიდან ამ შემთხვევაში თამაშებით ტესტირება არაფრის მომცემი არ იყო. სწორედ ამ ძლევამოსილ ბენჩ იარაღს უნდა გამოევლინა რეალურად რისი თავ (ტრაკი) ქონდა ახალ ქულერს. ყველამ ვიცით ახალი ვიდეო კარტების სენი. ესაა მომენტი როცა ვიდეო დაფის ბიოსი გვიან "წვავს" რომ სცხელა ვიდეო დაფას და ხშირად ფენის ბრუნს უმატებს როცა GPU არის 80-90 გრადუსზე და Phase-ბი უფრო მეტზეც რისი გამოისობითაც ერთხელაც ჩვენი ვიდეო ამოაფრქვევს არტეფაქტებს. ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს რამდენიმე მშვენიერი პროგრამა, ესენია: MSI Afterburner და EVGA Precision. ამ შემთხვევაში გამოვიყენე MSI Afterburner. ყველაზე მინიმალური ფენის ბრუნვათა რაოდენობა პროცენტულად ჩვენ შემთხვევაში არის 25% ანუ 1668 ბრუნი წუთში: შემდეგი იყო 40% ანუ 2887 ბრუნი წუთში: ბოლოს კი უკვე სრული დატვირთვით 100% ანუ 4787 ბრუნი წუთში: როგორც ხედავთ შედეგები სავალალოა დაწყებული ტემპერატურით 25%-იან ან თუნდაც 40%-100%-იან ფენის დროს. აღარაფერს ვამბობ ხმაურზე რასაც ნახავდით კიდეც ზემოთ. მადლობა სტივს გადავიდეთ მთავრზე ჩვენ "სიამაყე" Accelero XTREME Plus II-ზე რომელმაც უნდა გაყინოს ჩვენი ვიდეო დაფა როგორც ამას მწარმოებელი გვპირდება . ტესტირება აქაც იგივე პრინციპითაა 25-40-100 პროცენტიანი ფენის ბრუნვა შესაბამისი ტემპერატურა და ხმაური დონე. დავიწყოთ 25%-იანი ფენის ბრუნით: შემდეგ მოდის ფენი 40%-იანი ბრუნით: ბოლოს კი რაღათქმაუნდა 100%-იანი ფენი: შედეგები არის მართლაც შესანიშნავი, ყველა ვარიანტში დაჯაბნა ARCTIC COOLING-მა სტოკ გაგრილება, დედა უტირა. სხვას ელოდა ვინმე რამეს? მაგრამ არის ერთი მაგრამ ესაა Thermalright VRM - R4. გსმენიათ Thermalright VRM - R4 შესახებ? ვიმედოვნებ კი ვინაიდან მაშინ ეს ფორუმი და ეს რევიუც წყალშია გადასაყრელი . Thermalright VRM - R4-ს აქ ჩარევის მიზეზია საშინელი ტემპერატურა ფაზებზე. ვერნაირი კრიტიკას ვერ უძლებს ARCTIC COOLING ამ შემთხვევაში უბრალოდ საქს! ანბოქსინგის დროს პირველ რიგში რაც თვალში მომხვდა ესაა ინსტრუქცია სადაც არსადაა ნახსენები ATI/AMD -ს დაფებზე როგორ უნდა ავაყწოთ ქულერი რაც არცისე იოლი საქმეა. ისე გამოდის ATI/AMD -ს სუფორთი ARCTIC COOLING-მა BTW ჩადო.თავად განსაჯეთ ამ სურათის შემდეგ რა ტემპერატურებია ფაზებზე Accelero XTREME Plus II-ზე: მოკლედ მეგობრებო ARCTIC COOLING-ი ჯასთ გაბანძდა! ამის შემდეგ ამოვიღე ვიდეო დაფა და ზუსტად 3 კვირის განმავლობაში მედო თაროზე დაშლილ მდგომარეობაში სანამ ჩამოვიდოდა Thermalright VRM - R4. ეს კი უკვე VRM - R4 თავისი სადა, მაგრამ "დერსკი" ვიდით: როგორც ხვდებით მეგობრებო ზემოთ გატარებული ტესტები Accelero XTREME Plus II-ზე არის უკვე Thermalright VRM - R4-თი ფაზებზე ვინაიდან სხვანაირად არ ღირდა ტესტირება. აქ შეგიძლიათ ნახოთ ტემპერატურები Accelero XTREME Plus II-ზე Thermalright გაგრილების გარეშე: Accelero XTREME-მი Thermalright-ის ფაზების გაგრილების გარეშე: ეს კი 5850 თავისი ქარხნული სტოკ გაგრილებით: დასკვნა: Accelero XTREME Plus II არის ნამდვილად კარგი ქულერი და მეტი არაფერი! მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფენი არის შექმნილი ნაჩქარევად ყოველგვარი ტესტირების გარეშე. არაფერს დავამატებ თუ ვიტყვი რომ უბრალოდ 4 დირკაა დამატებული სამაგრზე და ეგაა მაგათი ATI/AMD -ს სუფორთი, რომელიმე რადიატორი ისედაც წავა ფაზებზე და ოპერატიულის ჩიპებზეო ალბათ თქვეს ქარხნაში. მეორეს მხრივ მოწოდების სიმაღლეზეა Thermalright. ფენის გარეშეც კი თითქმის გაანახავერა ტემპერატურები ფაზებზე. თუმცა მოდით დავითვალოთ თანხები და დრო. 100$ Accelero XTREME Plus II შიფინგის და წონის გადასახადის გარეშე, დაუგეგმავი ~30$ Thermalright VRM - R4-ში და სამი კვირა ლოდინი ამერიკიდან ჩამოსატანად. დამეთანხმებით ნამდვილად ცუდი პერსპექტივაა და არ გირჩევთ მსგავს გაუგებრობაში მოხვდეთ. იმედია ეს მიმოხილვა დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ხარისხი სილამაზეში რომ არაა მე პირადად ახლა მივხვდი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში რათქმაუნდა ) By sikvdila /ზვიად ხარატიშვილი/ მხოლოდ overclockers.ge-სათვის! 10 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted October 17, 2011 Share Posted October 17, 2011 კარგი რევიუ ჩანს! აუცილებლად წავიკითხავ ხვალ. დღეს გვიანია :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
BANET@ Posted October 17, 2011 Share Posted October 17, 2011 ვა საღოლ რა, რამდენი გიჩალიჩია, წვალებად ღირდა :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted October 17, 2011 Share Posted October 17, 2011 :thumbsup: რაღას გეტყვის აწი ზურა ვიდეოკარტა სტოკ სიხშირეებზე გეყენა თუ OC-ed? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted October 17, 2011 Author Share Posted October 17, 2011 რაღას გეტყვის აწი ზურა ვიდეოკარტა სტოკ სიხშირეებზე გეყენა თუ OC-ed? სტოკზე. ამას არც ქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავრი იყო რა სიხშირეზეც სტიკ ქულერი გაივილდა იგივე ყოფილიყო Accelero-ზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted October 18, 2011 Share Posted October 18, 2011 ანუ აქცელეროს რომ ყიდულობ VRM ქულერიც უნდა იგულისხმო ციფრულ ფაზებზე ეგრე გამოდის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted October 18, 2011 Author Share Posted October 18, 2011 ანუ აქცელეროს რომ ყიდულობ VRM ქულერიც უნდა იგულისხმო ციფრულ ფაზებზე ეგრე გამოდის ეგრე გამოდის, სხვა შემთხვევაში ცოდვაა ვიდეო რა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted October 18, 2011 Share Posted October 18, 2011 ციფრული ფაზები ყოველთვის ცოდოა. ყოჩაღ ზვიად :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted October 18, 2011 Share Posted October 18, 2011 ძალიან მაგარია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted October 18, 2011 Share Posted October 18, 2011 ყოჩაღ ზვიად ! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted October 18, 2011 Share Posted October 18, 2011 zalian magaria zviad:)am shedegebs velodi tumca fazebis kuleris gareshe dacvavdi kartas kargia ro daicade bolomde momavalshi albat fazebis kuleri standarti gaxdeba videokartaze jer marto isbrd girs rom grili faza ertiorad axangrzlivebs videokartis sicocxles faza kvelaze mgrznobiare certiliaა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ray_ban Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 ++++++++ მაგარია უბრალოდ ეგაა ძალიან ბევრი გეხარჯება ფული Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted October 19, 2011 Author Share Posted October 19, 2011 კი ფაზების გაგრილება მართლაც ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ვაბშე უნდა ითქვას, რომ ფურმარკი უაზროდ დიდ გრუზს აყენებს ვიდეოს. ასეთ გრუზს ბარე ორი თამაში ვერ მიაყენებს ვიდეოს. თუმცა თუ თქვენ ფაზების პრობლემას ფურმარკის ფონზე გადაჭრით ჩათვალკეთ ერთ-ერთი ყველაზე გრილი კარტა გექნებათ ფორუმზე :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.