Jump to content

Bulldozer-ების ოფიციალური დებიუტი

Recommended Posts

თავდაპირველად, კომპანია AMD პლატფორმა Scorpius-ის წარდგენას ივნისის თვეში აპირებდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ახალი პროცესორების დებიუტი უნდა გადადებულიყო. თავდაპირველად ამ თარიღმა გადაიწია 60-დან 100-დღემდე და ახალ ამბებში არაერთხელ აღინიშნებოდა 19 სექტემბერი, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა: შემოდგომის პირველ თვეს, მან განაცხადა ამ პროდუქტების ნათესავ, სერვერულ Interlagos-ების გაყიდვების დაწყების შესახებ, რომლებიც თავის მხრივ, ხელმისაწვდომნი გახდებიან არაუადრეს IV კვარტლისა, ხოლო სამაგიდო Zambezi CPU-ების ანონსი კი გადადებულ იქნა 12 ოქტომბრამდე.

თითქმის ერთი თვის წინ, AMD-მ მოახდინა აღნიშნული ნაწარმების აჩქარების პოტენციალის დემონსტრირება - თხევადი ჰელიუმისა და აბსოლუტურ ნულთან ახლო ტემპერატურების გამოყენებით. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ FX სერიის თითოეული პროცესორი აღჭურვილია თავუსუფალი მამრავლით, რასაც კომპანია თვლის თავისი პროდუქტების ერთ-ერთ უპირობო უპირატესობად - Intel-ის LGA 1155 გადაწყვეტილებებთან შედარებით.

მაშ ასე, დღეს, AMD-მ წარმოადგინა Socket AM3+-ზე დამზადებული პირველი CPU-ები.

7b09e7200ca93c1b6c41f00bda20d6ae.gif

Bulldozer პროცესორებისა და მათი არქიტექტურის შესახებ დაწვრილებით მიმოხილვას, ცალკე შემოგთავაზებთ და ამიტომ, ამ საკითხს მოცემულ თემაში არ ჩავუღრმავდები და მხოლოდ ზედაპირულად ჩამოვთვლი იმ ძირითად მომენტებს, რომლებზეც კომპანია ყურადღებას ამახვილებს. 8 Core-ის მქონე, Zambezi პროცესორი შედგება 4 ცალ ორბირთვიანი მოდულისგან, ხოლო 315 მმ2 ფართობის კრისტალზე მოხერხდა დაახლოებით 2 მლრდ ტრანზისტორის განთავსება. თუმცა, თითოეული ბირთვზე მოდის პირველი დონის მონაცემთა კეში, 128 კბ ოდენობით, ხოლო III საფეხურის აღნიშნული მახასიათებლის ტევადობა, რომელიც გადაეცემა CPU-ს ყველა Core-ს, შეადგენს 8 მბ-ს. პროდუქტებს აგრეთვე გააჩნიათ ორი 72-ბიტიანი მეხსიერების არხის მხარდაჭერა, რომლებსაც შეუძლიათ DDR3-1866 ტიპის მოდულებთან მუშაობა. ხოლო HyperTransport-ის 16-იანი ხაზების გათვალისწინებული რაოდენობა კი ოთხს უტოლდება.

FX-ების ასორტიმენტი და მათი მონაცემები ჩვენთვის უკვე ცნობილია. FX-B4150 განკუთვნილია მსხვილ OEM-შეკვეთებისთვის და მისი გამოშვება იმდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ მასზე მოთხოვნილება იქნება. დანარჩენი მოდელები, სავარაუდოდ გამოჩნდებიან წლის ბოლომდე, მაგრამ დღეს, ოფიციალურად მათგან მხოლოდ ოთხი წარადგინეს.

69e4a988f497.jpg

Turbo Core ტექნოლოგიის მუშაობის თავისებურებებსაც ადრე უკვე გავეცანით. ახალ პროდუქტებს უნარი აქვთ, რომ გაზარდონ ყველა მოქმედი ბირთვის სიხშირე - 100-დან 300 მჰზ-მდე, ხოლო Core-ების ნახევრის არააქტიურობის შემთხვევაში, მათმა ამ მაჩვენებლებმა შესაძლებელია მოიმატოს 200, 600 ან 900 მჰზ-ით.

307529cb8fed.jpg

სასიამოვნო სიურპრიზი გახდა სერიის ორი უმცროსი CPU-ს ღირებულება: 6-ბირთვიანი FX-6100 ($165) 4-იანი FX-4100 ($115). მეორე მათგანის ფასი, აქამდე არ ვრცელდებოდა, ხოლო პირველისას კი, დაახლოებით 175$-ის ფარგლებში ვარაუდობდნენ.

9838c3572d78.jpg

8 ბირთვიან FX პროცესორების ცნობა, შესაძლებელი იქნება შავი ფონის მქონე ყუთით, ხოლო 6-იანებისა კი - თეთრი ფერის გაფორმებით. საკითხს, მათ სხვადასხვა ტიპის გაგრილების სისტემებით კომპლექტაციის შესახებ, კვლავ დავუბრუნდებით, ისევე, როგორც თავსებადობის თემას - განსხვავებულ მწარმოებლებისა და თაობების სისტემურ დაფებთან.

  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

http://www.anandtech.com/show/4955/the-bulldozer-review-amd-fx8150-tested

http://benchmarkreviews.com/index.php?option=com_content&task=view&id=831&Itemid=63

http://www.guru3d.com/article/amd-fx-8150-processor-review/

http://www.hardwarecanucks.com/forum/hardware-canucks-reviews/47155-amd-bulldozer-fx-8150-processor-review.html

http://www.hardwareheaven.com/reviews/1285/pg1/amd-fx-8150-black-edition-8-core-processor-vs-core-i7-2600k-review-introduction.html

http://www.hitechlegion.com/reviews/processors/13752

http://hothardware.com/Reviews/AMD-FX8150-8Core-Processor-Review-Bulldozer-Has-Landed/

http://lanoc.org/review/input-devices/5368-xfx-warpad

http://www.legitreviews.com/article/1741/1/

http://www.lostcircuits.com/mambo//index.php?option=com_content&task=view&id=102&Itemid=42

http://www.madshrimps.be/articles/article/1000220

http://www.neoseeker.com/Articles/Hardware/Reviews/amd_fx-8150/

http://www.overclock3d.net/reviews/cpu_mainboard/amd_fx8150_cpu_review/1

http://www.overclockersclub.com/reviews/amd_fx8150/

http://www.overclockers.com/amd-fx-8150-bulldozer-processor-review/?utm_source=pr

http://www.planet3dnow.de/vbulletin/showthread.php?p=4506309#post4506309

http://www.pureoverclock.com/article1376.html

http://www.rage3d.com/reviews/cpu/amd_fx_8150/

http://techreport.com/articles.x/21813

http://www.techspot.com/review/452-amd-bulldozer-fx-cpus/

http://www.techwarelabs.com/amd-fx-8150-bulldozer-8-core-cpu/

http://www.tweaktown.com/articles/4348/amd_fx_8150_am3_3_6ghz_bulldozer_cpu_review/index.html

http://www.vortez.net/review.php?id=426

http://www.techpowerup.com/vr-zone.com/articles/amd-fx-8150-cpu-overclocking-review-a-bulldozer-for-gamers-/13694-2.html

როგორც ailamo თქვა: ვინც კარგ ხასიათზე ხართ ეს review-ები არ წაიკითხოთ.

განსაკუთრებით AMD-ს მოყვარულებმა. :chojinfc::sleep:

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

მოკლედ რომ ვთქვათ საერთო ჯამში ყველა ბირთვი და ყველა ნაკადი რომ დავტვირთოთ აი ასეთ შედეგს ვიღებთ

41695.png

ხოლო თითო ნაკადიან ბენჩში კი ესაა

41694.png

იმის გათვალისწინებით რომ მრავალ ნაკადიან ბენჩშში ბულდოზერის ტოპ მოდელი ოდნავ ჯობია 1100T-ს ხოლო რეალურ ცხოვრებაში რვავე ბირთვი დაიტვირთება გაცილებით უფრო იშვიათად ვიდრე ვთქვათ 4 ან 6 ბირთვი მაშინ ვასკვნით რომ წარმადბოსი კუთხით ჯობია ვიყიდოთ 1100T ვიდრე FX-8150... ასევე რა თქმა უნდა ჯობია ვიყიდოთ 1100T ვიდრე ვთქვათ FX-8120 ან FX-6100...

ანუ ახალი თაობა იგივე ფასში გაცილებით უფრო სუსტია ვიდრე წინა თაობა... 1100T $190 ხოლო FX 6100 $190

მოკლედ უცბათ ისეთი გრძნობა დამეუფლა რომ AMD-მ წინა თაობაზე ფასები უნდა გაზარდოს :D ისე ზოგადად კი AMD უფრო სუსტი იყო ვიდრე ინტელი თუმცა დაბალი ფასით უგებდა მას ყოველთვის... დღეს AMD უფრო სუსტიცაა და უფრო ძვირიცაა ვიდრე ინტელის პროცესორები

Link to comment
Share on other sites

ეეჰ... epic fail გამოვიდა :(

რა არის ეს, სირცხვილია მართლა :(

Link to comment
Share on other sites

რატო ჩაიჯვეს ასე? არ იცოდნენ რას აკეთებდნენ? თუ გამო(&**^ მუშაობენ AMD-შI?

სენდიზე ააწყე ისევ ახალი კონფიგი :)

ძალიან სამწუხაროა ასეთი ამბავი

რაც ვიდეოკარტებში გამოსდის AMDს, რევერსული სიტუაცია პროცესორებში

Link to comment
Share on other sites

ეხლა თქვით აბა ფასი/პერფორმანსი ამდ ჯობიაო,მაგ 8150-ს 2500K-ს ფასი ადევს,და 2500K ჯობია და მირჩევნია

Link to comment
Share on other sites

ეხლა თქვით აბა ფასი/პერფორმანსი ამდ ჯობიაო,მაგ 8150-ს 2500K-ს ფასი ადევს,და 2500K ჯობია და მირჩევნია

ფენომების ფასებს თუ გავითვალისწინებთ არც იყო ფასი/წარმადობით საუკეთესო, სენდის გამოსვლამდეც კი :)

Link to comment
Share on other sites

სამწუხაროა.

თან ძალიან,მეგონა ამდ ბოლოსდაბოლოს გაუწევდა ინტელ-ს კონკურენციას

არა რა უნდა გამოჩნდეს ვინმე "ახალი" ვინც "ახალ" პროცესორებს გამოუშვებს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

სენდიზე ააწყე ისევ ახალი კონფიგი :)

ძალიან სამწუხაროა ასეთი ამბავი

რაც ვიდეოკარტებში გამოსდის AMDს, რევერსული სიტუაცია პროცესორებში

ხო რათქმაუნდა. მარა არამგონია ჯერჯერობით კიდე ვიფიქრო ახალ კონფიგზე.

ბულდოზერის მუღამი მქონდა :( ჩამისვარა ყველაფერში.

Link to comment
Share on other sites

ეგეც თქვენი "ბარემ ბულდოზერს დაელოდე და იმაზე ააწყვე "

მიშას გასაგონად :D

Link to comment
Share on other sites

აუ რა "ლე სახელებს არქვემს ამდ პროცესორებს :SNEMOTICON13:

Link to comment
Share on other sites

ხო, ეგ გეგმა ალბათ სიტუაციის გამოსასწორებლად გამოაქვეყნა AMD-მ. მისი მიხედვით, პროცესორების წარმადობა ყოველწლიურად 10-15%-ით გაიზრდება და თუ დავაჯამებთ, 'ექსკავატორებს' 30-50%-ით მეტი პერფორმანსი ექნებათ, ვიდრე ახალგამომცხვარ CPU-ებს.

ინფორმაციულ წყაროს აზრით, Bulldozer-ების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არქიტექტურა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მომხმარებლამდე. შემუშავებებზე დახარჯული ოთხი წლით, კომპანია აღმოჩნდა არც თუ სახარბიელო სიტუაციაში, როდესაც პროდუქტი უკვე 'მოძველებული' გამოდგა - უკვე მის გამოსვლის მომენტშივე.

საკმარისია თუ არა ეს 10-15% მატება წელიწადში - Intel-ის დასაწევად, რომლის უპირატესობაც ზოგიერთ ტესტში 50%-მდე აღწევს. აქედან გამომდინარე, AMD-სთვის ალბათ ისიც უმჯობესი იქნება, რომ ბაზარზე შეინარჩუნოს კონკურენიის დონე, იმისთვის, რომ რეალურმა მაჩვენებლებმა გადააჭარბონ დაგეგმილს.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კომპანია ASRock-მა გამოაქვეყნა AMD FX პროცესორების მხარდაჭერის მქონე სისტემური დაფების ჩამონათვალი. მასში შესულია 19 პროდუქტი, მათი ჩიპსეტები და BIOS-ის აუცილებელი ვერსიები ამ CPU-ებთან კორექტულად სამუშაოდ. გარდა ამისა, იქვე მოცემულია ოთხი წლის წინანდელი NVIDIA GeForce 7025-იც.

d8f989c9c9acd5bdba110090b560a529.png

---------------------------------------------------------------------------------------

თავის მხრივ, კომპანია MSI-მაც წარმოადგინა იმ დაფების სია, რომლებიც ითვალისწინებენ AM3+ (B2 სტეპინგი) სოკეტთან მუშაობას. ამ მოდელების ცნობა, შესაძლებელი იქნება ყუთზე განთავსებული წარწერით. ხოლო იმ მომხმარებლებს, რომლებიც უკვე ფლობენ აღნიშნულ ნაწარმებს, შეეძლებათ თავისით მოახდინონ ახალ პროცესორების მხარდაჭერის მიღება - BIOS-ის მითითებულ ვერსიამდე განახლებით.

15664102ed8f39bfb4cecab3eab41817.jpg

31fc079d15a5de790e4086a0a77e778a.png

ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ახალი თაობის გრაფიკული ინტერფეისი ClickBIOS II - მაუსით მართვის საშუალებით. კომპლექტში თანდართულია უტილიტების ნაკრები - დრაივერებისა და BIOS-ის აპდეიტისთვის, ისევე, როგორც სისტემის რეზერვული კოპირებისთვის.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ხო, ეგ გეგმა ალბათ სიტუაციის გამოსასწორებლად გამოაქვეყნა AMD-მ. მისი მიხედვით, პროცესორების წარმადობა ყოველწლიურად 10-15%-ით გაიზრდება და თუ დავაჯამებთ, 'ექსკავატორებს' 30-50%-ით მეტი პერფორმანსი ექნებათ, ვიდრე ახალგამომცხვარ CPU-ებს.

ინფორმაციულ წყაროს აზრით, Bulldozer-ების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არქიტექტურა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მომხმარებლამდე. შემუშავებებზე დახარჯული ოთხი წლით, კომპანია აღმოჩნდა არც თუ სახარბიელო სიტუაციაში, როდესაც პროდუქტი უკვე 'მოძველებული' გამოდგა - უკვე მის გამოსვლის მომენტშივე.

საკმარისია თუ არა ეს 10-15% მატება წელიწადში - Intel-ის დასაწევად, რომლის უპირატესობაც ზოგიერთ ტესტში 50%-მდე აღწევს. აქედან გამომდინარე, AMD-სთვის ალბათ ისიც უმჯობესი იქნება, რომ ბაზარზე შეინარჩუნოს კონკურენიის დონე, იმისთვის, რომ რეალურმა მაჩვენებლებმა გადააჭარბონ დაგეგმილს.

ნუ ფაქტია რომ არ იქნება ეგ მაჩვენებელი საკმარისი. მაგაზე მეტს ინტელი დებს ხოლმე ყველა ახალ თაობასა და ახალი ტექნოპროცესების ხარჯზე.

Link to comment
Share on other sites

ხო, ეგ გეგმა ალბათ სიტუაციის გამოსასწორებლად გამოაქვეყნა AMD-მ. მისი მიხედვით, პროცესორების წარმადობა ყოველწლიურად 10-15%-ით გაიზრდება და თუ დავაჯამებთ, 'ექსკავატორებს' 30-50%-ით მეტი პერფორმანსი ექნებათ, ვიდრე ახალგამომცხვარ CPU-ებს.

ინფორმაციულ წყაროს აზრით, Bulldozer-ების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არქიტექტურა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მომხმარებლამდე. შემუშავებებზე დახარჯული ოთხი წლით, კომპანია აღმოჩნდა არც თუ სახარბიელო სიტუაციაში, როდესაც პროდუქტი უკვე 'მოძველებული' გამოდგა - უკვე მის გამოსვლის მომენტშივე.

საკმარისია თუ არა ეს 10-15% მატება წელიწადში - Intel-ის დასაწევად, რომლის უპირატესობაც ზოგიერთ ტესტში 50%-მდე აღწევს. აქედან გამომდინარე, AMD-სთვის ალბათ ისიც უმჯობესი იქნება, რომ ბაზარზე შეინარჩუნოს კონკურენიის დონე, იმისთვის, რომ რეალურმა მაჩვენებლებმა გადააჭარბონ დაგეგმილს.

რამდენადაც მახსოვს ინტელი თეორიულად 30 ხოლო პრაქტიკულად 20 პროცენტით აუმჯობესებს ყოველი ახალი თაობის წარმადობას...

ანუ AMD 10 პროცენტით გაზრდის? ეგ კატასტროფა იქნება მანდ დაწევაზე აღარაა საუბარი ნეტა საერთოდ პროცესორების წარმოების შეწყვეტა არ მოუწიოს თუ მართლა მხოლოდ 10 პროცენთით გააძლიერებს...

ისე რაც არ უნდა მოხდეს AMD ინტელს ვეღარ დაეწევა სანამ ნანომეტრების კედელს არ დაეჯახება ინტელი

პ.ს. მშვენიერი სახელებია მე მომწონს :D ყოველ შემთხვევაში გაცილებით უფრო ადვილი დასამახსოვრებელია + ინგლისურსაც ვსწავლობთ რას ერჩით? :thumbsup:

მთლად ნანომეტრებშიც არაა საქმე, ახლა 32 ნმ-ზე გამოუშვა AMD-მ ბულდოზერი ხომ? არის პროგრესი წარმადობაში? თითქმის არა. არადა 2 მილიარდი ტრანზისტორი ჩატენეს ტოპ. მოდელში :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო, 8-ბირთვიანებშია მხოლოდ მაგდენი. მაგალითად Core i7-2600K-ც იგივე ტექ-პროცესზეა დაფუძნებული, 4 ფიზიკური Core და 995 მლნ ტრანზისტორი აქვს, მაგრამ 216 მმ2-ზეა განლაგებული. FX-8150 მას საშუალოდ 13%-ით ჩამორჩება. რა არის ასეთი დებიუტის მიზეზი?

ვებ-გვერდ Insideris-ზე გამოქვეყნდა ცნობა AMD-ს ყოფილი ინჟინერის მტკიცებით, რომ პროცესორების წარმოების პროცესში, პროექტირების მრავალი ეტაპის ავტომატიზაციამ გამოიწვია გარკვეული ხარჯები - CPU-ების ბირთვები გამოდიან 20%-ით დიდი ზომის, მაგრამ ამდენივე პროცენტით ნაკლებად წარმადოვანნი, ვიდრე მაშინ, როდესაც საბოლოო დამუშავება 'ხელით' ხდება. შესაბამისად, 'ტრანზისტორული ბიუჯეტი' არც ისე ოპტიმალურად იხარჯება, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტის დამზადების დრო მცირდება. წყაროს ინფორმაციით, ამგვარი მიდგომა გახდა ერთ-ერთი მიზეზი ასეთი პერფორმანსისა, რომელიც 'ფურცელზე' საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურებოდა. კრისტალის ფართობის ზრდა კი ზიანს აყენებს წარმოების ეკონომიკას, რადგან თითოეული CPU-ს თვითღირებულება ამით იზრდება.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

კაით რა ხალხო რა კაით რა ატი ამდსი არაა ფასით ჩამორჩება რამით ნვიდია არაფრით

დაბალს ადებენ ნაგავს ყიდიან და აბა 500 დოლარს ხომ არ დაადებენ 8 ბირთვიანი 2500 კ რომ ვერ მოერევა რომელიც უფრო იაფი ღირს

მომხმარებლისტვის ძალიან ცუდია ეს კონკურენცია ინტელი კაკ ვსიგდა თავზე გადაისხავს

კიდე კაი გპუ სექტორში ნორმალურად მიყვებიან და ნვიდია აიძულებენ 500 ბაქს არ გადასცდეს ტოპ 1 გპუში ეს მაინც არის კარგი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.