Popular Post X-treme user Posted August 26, 2011 Popular Post Posted August 26, 2011 JEDEC Solid State Technology Association-ი, მსოფლიო ლიდერი მიკროელექტრონიკის სტანდარტების ინდუსტრიაში, დღეს დააანონსა DDR4-ის (Double Data Rate 4) მთავარი ატრიბუტების შესახებ. პუბლიკაცია დაგეგმილია მომავალი წლის შუა პერიოდში და JEDEC DDR4-ში წარმოდგენილი იქნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება წარმადობაში შემცირებული კვების მოხმარებით - წინა თაობის ტექნოლოგიებთან შედარებით. DDR4-ის შემუშავება მიმდინარეობს მთელ რიგ ინოვაციური თავისებურებების საშუალებით, რომლებიც შექმნილია მაღალი სისწრაფისა და ვრცელი გამოყენებადობის დაშვებისთვის - სხვადასხვა აპლიკაციებში, მათ შორის სერვერებში, ლეპტოპებში, დესქტოპ კომპიუტერებში და ფართო მოხმარების პროდუქტებში. მისი სიჩქარე, ვოლტაჟი და არქიტექტურა განისაზღვრება გადაადგილების გამარტივებისა და სტანდარტის ათვისების შემსუბუქების მიზნით. DDR4 voltage როადმაპით წამოაყენეს წინადადება, რომ მოხდებოდა VDDQ-ს დონის შენარჩუნება მუდმივ 1.2 ვ-ზე და მომავალში შესაძლებლობა იქნებოდა მისი შემცირება - VDD მარაგის ვოლტაჟში. DDR4 აგვარიდებს ტექნოლოგიის მოძველებას - I/O voltage-ის სტაბილურად დარჩენის გზით. მონაცემების სიხშირეები ცალკეულ პინებზე, დროთა განმავლობაში, 1.6 გიგა ტრანსფერ/წამიდან გაიზრდება მაქსიმალურ 3.2-მდე. იქიდან გამომდინარე, რომ DDR3-ის შემთხვევაში გადაჭარბებული იყო მისი მოსალოდნელი ზღვარი 1.6 GT/s, გამორიცხული სულაც არ არის, რომ DDR4-სთვის მომავალში განცხადებული იქნება წარმადობის უფრო მაღალი დონეები. პერფორმანსის სხვა თავისებურებები, რომლებიც დაგეგმილია სტანდარტში ჩართვისთვის, არის DQ სალტეზე განთავსებული პსევდო გახსნილი არხის ინტერფეისი, geardown რეჟიმი 2667 მჰზ-იან მონაცემთა სიხშირისთვის და უფრო მეტიც, bank group არქიტექტურა VrefDQ-თი და გაუმჯობესებული გამომცდელი რეჟიმებით. DDR4 მეხსიერების მოწყობილობებს საშუალება ექნებათ, რომ ჰქონდეთ განსხვავებული აქტივაცია, წაკითხვის, ჩაწერის ან დავალებების განახლება თითოეულ უნიკალურ bank group-ში. კონცეპტი გააუმჯობესებს მთლიანობაში მეხსიერების ეფექტურობასა და გამტარიანობას, განსაკუთრებით მის მცირე ნაწილაკების გამოყენების დროს. შემუშავების პროცესის დამატებითი თავისებურებები კი ასეთია: მონაცემთა სამი სიგანე: x4, x8 და x16ახალი JEDEC POD12 ინტერფეისის სტანდარტი DDR4 (1.2V)-სთვისსხვადასხვაგვარი გაფრთხილება სიხშირესა და სტრობებისთვისახალი დამთავრების სქემა - DDR-ის წინა ვერსიებთან შედარებით: DDR4-ში, DQ სალტეს გადააქვს დასრულება VDDQ-სკენ, რომელიც რჩება სტაბილური, მიუხედავად VDD ვოლტაჟის დროთა განმავლობაში შემცირებისანომინალური და დინამიური ODT: ODT პროტოკოლის და ახალ Park Mode-ის გაუმჯობესებები იძლევა ნომინალური დასრულებისა და დინამიური ჩაწერის ტერმინაციას, ODT პინის მოძრაობაში მოყვანის გარეშეBurst length of 8 and burst chop of 4მონაცემთა დაფარვაDBI: კვების მოხმარების შემცირებისთვის და მონაცემთა სიგნალის მთლიანობის გაუმჯობესებისთვის. ეს თავისებურება ატყობინებს DRAM-ს, შენახულ იქნას ზუსტი თუ გადაბრუნებული დატა. ახალი CRC მონაცემთა სალტისთვის: ტრანსფერებისთვის შეცდომების აღმოჩენის შესაძლებლობის ჩართვა - განსაკუთრებით ხელსაყრელი ჩაწერის დავალებებსა და non-ECC აპლიკაციებში.ახალი CA შესაბამისობა command/address სალტისთვის: command and address ტრანსფერების შემოწმება დამაკავშირებელ რგოლის გავლით, იაფი მეთოდის უზრუნველყოფის გზით, ყველა დავალებისთვის.DLL off რეჟიმის მხარდაჭერა 13 Quote
მიშა Posted August 26, 2011 Posted August 26, 2011 ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ ამის აზრს. DDR3-ს იყენებენ ბოლომდე, რომ DDR4 ჩაუშვან წარმოებაში? მარკეტინგულ სვლად მიმაჩნია ისევ. Quote
სოსო Posted August 26, 2011 Posted August 26, 2011 მონაცემთა სამი სიგანე: x4, x8 და x16 ვერ გავიგე თუმცა კიდე ბევრი რამე ვერ გავიგე მაგრამ მაინც :D Quote
westsider Posted August 26, 2011 Posted August 26, 2011 ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ ამის აზრს. DDR3-ს იყენებენ ბოლომდე, რომ DDR4 ჩაუშვან წარმოებაში? მარკეტინგულ სვლად მიმაჩნია ისევ. სენდი ითხოვს 2000+ ს და აივი სავარაუდოდ 2133ს გამოწურავს ბოლომდე შემდგომი ტაობა უკვე 2400+ მოითხოვს და მაგას დდრ3 ებიც დებენ უპრობლემოდ 3-4 წელი დდრ4 ზღაპარია 1 Quote
fashisti Posted August 27, 2011 Posted August 27, 2011 სენდი ითხოვს 2000+ ს და აივი სავარაუდოდ 2133ს გამოწურავს ბოლომდე 3-4 წელი დდრ4 ზღაპარია გააჩნია კონკრეტულად რაში გულისხმობ მაგას ანუ ბენჩებში როგორაა საქმე არვიცი თუმცა თამაშებში მაგ სიხშირეებზე სხვაობა უკვე აღარაა პრინციპში FPS-ზე ოპერატიულის სიხშირე უმნიშვნელოდ მოქმედებს Quote
LEON Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 შარშან ამ დროს ვწერდი DDR4-ზე მგონი. იტოგში კატასტროფული სიხშირეები ექნება რა. მაგრამ ჯერ ადრეა ზურამ როგორც თქვა Quote
სოსო Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 შარშან ამ დროს ვწერდი DDR4-ზე მგონი. იტოგში კატასტროფული სიხშირეები ექნება რა. მაგრამ ჯერ ადრეა ზურამ როგორც თქვა მეეჭვება კატასდტროფულად გაიზარდოს სიხშირეები ოპერების სიხშირე უკვე საკმაოდ მიუახლოვდა თავის ზღვარს საერთოდ 3000mhz რომ დადოს ეგეც მეეჭვება Quote
fashisti Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 ოპერის სიხშირეები რომ იზრდება მაგას კი მივეჩვიეთ მაგრამ ზღვარს მართლა უახლოვდებიან უკვე 2014 წელს იგეგმება DDR4-ების გამოსვლა რამდენადაც ვიცი Quote
Gadget Posted September 6, 2011 Posted September 6, 2011 ოპერის სიხშირეები რომ იზრდება მაგას კი მივეჩვიეთ მაგრამ ზღვარს მართლა უახლოვდებიან უკვე 2014 წელს იგეგმება DDR4-ების გამოსვლა რამდენადაც ვიცი ერთ–ერთ ბრიტანულ ფორუმზე ვნახე (წყარო აღარ მახსოვს) რომ DDR4 2012 ში უკვე "გამოცხობილი" იქნებოდა 2013–ში გაყიდვაში უნდა ჩასულიყო და 2014–ში მეინსტრიმი იქნებოდა ბაზარზე Quote
BANET@ Posted September 6, 2011 Posted September 6, 2011 ვა ამხელა სიჩქარე სერვერებს უფრო გამოადგებათ :xeli: 1 1 Quote
LEON Posted September 7, 2011 Posted September 7, 2011 ვა ამხელა სიჩქარე სერვერებს უფრო გამოადგებათ არამგონია. სერვერებისთვის ძირითადად მოცულობა უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა იდეაში მაღალი სიხშირეც თავისას აკეთებს Quote
სოსო Posted September 7, 2011 Posted September 7, 2011 არამგონია. სერვერებისთვის ძირითადად მოცულობა უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა იდეაში მაღალი სიხშირეც თავისას აკეთებს სერვერზე არაფერში გჭირდება მაღალი ტაქტური სიხშირე სერვერისთვის თუ გინდა მეტი GB უნდა აიღო თუნდაც დაბალ სიხშირეზე 2000MHz სიხშირეზე 8GB-ის აღებას 1333 სიხშირეზე 16GB ჯობია სერვერისთვის Quote
fashisti Posted September 8, 2011 Posted September 8, 2011 ერთ–ერთ ბრიტანულ ფორუმზე ვნახე (წყარო აღარ მახსოვს) რომ DDR4 2012 ში უკვე "გამოცხობილი" იქნებოდა 2013–ში გაყიდვაში უნდა ჩასულიყო და 2014–ში მეინსტრიმი იქნებოდა ბაზარზე ხო მართალი ხარ გაყიდვაში უკვე 2013 წელს უნდა გამოჩნდეს (ნუ ეგ იმ შემთხვევაში 2012 წელს თუ გადავაგორებთ რა თქმა უნდა ) Quote
Vako™ Posted September 10, 2011 Posted September 10, 2011 ჯერ DDR2-ზე ვარ რადროს DDR4-ია კაცო დამაცადეთ DDR3-ზე გადასვლა :givi: 1 Quote
X-treme user Posted September 19, 2011 Author Posted September 19, 2011 ორგანიზაცია DDR PHY Interface (DFI) Technical Group-მა გამოაქვეყნა DFI 3.0 სპეციფიკაციის წინასწარი ვარიანტი. ეს სამრეწველო სტანდარტის უახლესი ვერსიაა, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთქმედების პროტოკოლს - DDR მეხსიერების კონტროლერსა და ფიზიკური დონის ინტერფეისს შორის. ის იძლევა ახალ DDR4-ის მხარდაჭერის მქონე, მიკროსქემების პროექტირების საშუალებას. DFI-ს წინა ვერსიებზე დაყრდნობით, ახალი სპეციფიკაცია ადგენს მექანიზმებს DDR4 მეხსიერების მოწყობილობებთან შეთანხმებაზე, რომლებიც ითვალისწინებენ 3,2 გბიტ/წმ-მდე სიჩქარეს - ერთ გასასვლელზე გათვლით. შეგახსენებთ, რომ ეს 50%-ით აღემატება მიმდინარე DDR3 სტანდარტის შესაძლებლობებს. შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს DFI Technical Group-ის ისეთმა წევრებმა, როგორებიც არიან ARM, Cadence Design Systems, Intel, LSI, Samsung Electronics, ST-Ericsson და Synopsys. IXBT 2 Quote
George Posted December 21, 2011 Posted December 21, 2011 3D Stacking to be applied to DDR4 http://guru3d.com/news/3d-stacking-to-be-applied-to-ddr4/ 2 Quote
George Posted February 25, 2012 Posted February 25, 2012 DDR4 RAM Demonstrated at ISSCC, available in 2013 http://guru3d.com/news/ddr4-ram-demonstrated-at-isscc-available-in-2013/ 2 Quote
X-treme user Posted April 14, 2012 Author Posted April 14, 2012 აქამდე მიიჩნეოდა, რომ DDR4 ტიპის მეხსიერების მხარდაჭერის მქონე პროცესორები გახდებოდნენ Haswell სერიის სერვერული გადაწყვეტილებები და მისი დანერგვის დაწყების შესახებ საუბარი 2014 წლამდე არ მოგვიწევდა. თუმცა, Samsung და SK Hynix-ს ეს ნიმუშები უკვე გააჩნიათ და მათ შეუძლიათ Intel-ისა და სტანდარტიზაციის ორგანოების სტიმულირება - ამ სპეციფიკაციების დასამტკიცებლად. შექმნილ სიტუაციაში, DDR3-დან DDR4-ზე გადასვლა შესაძლოა მოხდეს უფრო მოკლე დროში, ვიდრე ეს იყო DDR2-დან DDR3-ის დროს, რაც გრძელდებოდა 3 წლის განმავლობაში. JEDEC აპირებს მახასიათებლების გამოქვეყნებას - 2012-ის შუა პერიოდში. ამ მეხსიერებამ უნდა უზრუნველყოს შედარებით დიდი სისწრაფე - ენერგომოხმარების უფრო დაბალი დონით. მისი მაღალი ღირებულება კი, კომპენსირებულ იქნება დადებითი თავისებურებებით - ზემოაღნიშნული სეგმენტის მომხმარებლებისათვის. Overclockers.ru 1 Quote
westsider Posted April 15, 2012 Posted April 15, 2012 დდრ3 1600 ზე ზემოთ რეალურად ვერაფერი ვერ იყენებს სიხშირეს დდრ4 არაა საჭირო ჯერ და ალბათ ასე 3-4 წელი არც იქნება Quote
geomaster1 Posted January 11, 2013 Posted January 11, 2013 Crucial shows off DDR4 memory - http://www.guru3d.co...dr4_memory.html დღეს დაიდო ეს სიახლე. CES 2013–ზე ყოფილა DDR3 თან შედარებით გაორმაგებული იქნებაო სიხშირეები. იგივე ინფო რუსულად http://www.overclockers.ua/news/hardware/2013-01-11/110623/ 4 Quote
geomaster1 Posted May 19, 2013 Posted May 19, 2013 Память DDR4 расползается по разработчикам - http://www.overclockers.ru/hardnews/54026/Pamyat_DDR4_raspolzaetsya_po_razrabotchikam.html წარმოებაში ეშვებაო მგონი, სხვა ვერაფერი ვერ გავიგე Quote
სოსო Posted May 29, 2013 Posted May 29, 2013 Память DDR4 расползается по разработчикам - http://www.overclockers.ru/hardnews/54026/Pamyat_DDR4_raspolzaetsya_po_razrabotchikam.html წარმოებაში ეშვებაო მგონი, სხვა ვერაფერი ვერ გავიგე საცდელი ვერსიები დაუგზავნეს მწარმოებლებს რომ გაეცნონ DDR4 და შემდგომში წარმოებაში გაუშვან თან მხოლოდ სერვერულ ოპერატიულებზეა საუბარი 1 Quote
fashisti Posted May 29, 2013 Posted May 29, 2013 საცდელი ვერსიები დაუგზავნეს მწარმოებლებს რომ გაეცნონ DDR4 და შემდგომში წარმოებაში გაუშვან თან მხოლოდ სერვერულ ოპერატიულებზეა საუბარი არადა 3დ ოპერატიულები მოდისო გაცილებით დიდი წარმადობითო და რავიცი რა... ალბათ დდრ5-ის მაგივრად გამოვა 3დ Quote
geomaster1 Posted June 10, 2013 Posted June 10, 2013 Adata-ს 2133 МГц–იანი მოდული DDR4-ზე - http://www.overclockers.ua/news/hardware/2013-06-10/111455/ 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.