Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15097
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by მათე

  1. FreeBSD მაგარი სისტემაა networking-ში ძალიან ძლიერია, დაჟე linux-საც კი ჯობია მაგ საქმეში. თუმცა linux-ზე უფრო შეზღუდულია software და hardware support-ში. ვცადე ადრე და დესკტოპად რთულია მაგის გამოყენება. საკმაოდ დალაგებული კი არის. მკაცრი წესები აქვთ დეველოპერებს. ამასობაში intel-ს და პრინციპში AMD-საც სერვერებში ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ARM-ზე. https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=ampere-altramax-benchmarks&num=1 Ampere's Altra Max M128-30 128 ბირთვიანი მხეცია 8x 72-bit DDR4-3200 channels ECC, Symbol-based ECC, and DDR4 RAS features Up to 16 DIMMs and 4 TB/socket Up to 128 lanes of PCIe Gen4 per CPU 128 ბირთვი 3 GHZ-ზე მუშაობს 250 W-ში და Ampere's Altra Q80-33 80 ბირთვიანია 3.3 GHZ-ზე (ეს 80-იანი $4050 ღირს) 128-იანი არამგონია 6500-ზე მეტი ღირდეს. ზემოთ ლინკში ნახავთ შედარებას intel Xeon Platinum 8380 40/80 Ice Lake-სა (8100$ ღირს ბოლო ფასებით) და AMD EPYC 7763 64/128 Milan-სთან ($7890 ღირს) intel-ს 2 xeon-ს 80/160-ზე გამოდის core/thread რამდენიმე ტესტში 1-მა 128 ბირთვიანმა ARM-მა აჯობა. AMD-საც ჯობნის ფასი წარმადობით 2-2-ც რომ შევადაროთ 13-14-დ მოვა 256 ბირთვი ARM და AMD-საც და intel-საც 15-16k უნდა შესაბამისად 128/256 და 80/160 core/thread-ებს. ეს raw performance-ში და perf per/watt-ში რომ შევადაროთ AMD-ც და intel-ც უკან იქნება ARM-ზე. ახალი ARM-ს ampere-ს პროცესორები ARMv9-ზე იქნებაო და AMD/intel X86-ზეა არქიტექტურა გაჭედილი. მომავალი ARM-ს რომაა მაგას წყალი არ გაუვა RISC V-მ თუ არ მოასწრო დაღვინება (არამგონია ასე სწრაფად განვითარდეს) თუმცა აწმყოშიც კი საკმაოდ ძლიერი პროცესორები აქვს სერვერბშიც და დესკტოპებში ხომ საერთოდ M1-მა გადატრიალება მოახდინა. სულმოუთქმელად ველოდები ARM-ზე სხვა მწარმოებლებისგან თუნდაც იგივე წარმადობის ან ოდნავ ნაკლებიც ლეპტოპებს. სიხარულით გადავალ მაგაზე ეხლანდელ პროცესორს რაც ლეპტოპში მაქვს კი აჯობებს ეხლანდელი snap 888-ც კი
  2. Free guy დაიდო როგორც იქნა კარგ ხარისხში https://kinozal-me.appspot.com/details.php?sid=GFAe9Z2J&id=1866252
  3. დაიხვეწება, გაიაფდება და მერე ხომ გაიყიდება ისევე როგორც ეხლა ჩვეულებრივი სმარტები იყიდება. თანაც იქნებ მოიფიქრონ ნელ-ნელა უფრო საინტერესო მოდელები. აი ადრე რომ იყო ყველა ფირმა თავისას რომ უშვებდა, ძალიან საინტერესო იდეებს და არასტანდარტულ ტელეფონებს. ანდროიდის მერე გაუფერულდა ყველაფერი. აი მონაცემების გარდა რა განსხვავებაა 10 წლის წინანდელ სმარტებსა და ეხლანდელებს შორის? არც არაფერი ზომა, წონა და პერფორმანსი მოიმატა. ფორმა და გამოყენება იგივეა ზუსტად. ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ აი ნოკია, სონიერიკსონი, სამსუნგი, მოტოროლა ნაირ ნაირ ტელეფონებს რომ უშვებდნენ ეგრე აღარაა აგერ უკვე 10 წელზე მეტია. დასაკეცები იმ დონეზე უნდა დაიხვეწოს რომ დიდი ზომის ეკრანი ქონდეს ფიზიკურად მცირე ზომაში. საბოლოოდ პლანშეტს 100% ჩაანაცვლებს და იდეაში სამომავლოდ ტელეფონებმა უნდა ჩაანაცვლონ ლეპტოპები მაინც თუ კომპიუტერებიც არა. სიმძლავრეში ფაქტია რომ მაგრად ვითარდება, ეგ რჩება რომ როგორმე დიდი ზომის ეკრანი ჩაეტიოს მცირეში და დალშე OS-ები კი გამოჩნდება რომ დეველოპმენტი და ყველაფერი შეიძლებოდეს სმარტფონებზე.
  4. არა 3 წლიანი support აქვს pixel-ებს. Pixel 3 მაგალითად ეხლა ეგ მაქვს 9-თ გამოვიდა მიიღო 10, 11 და ეხლა 12-საც მიიღებს. 4 ვერსია უწევთ ხოლმე. მანამდე nexus-ებს 2 წლიანი support ქონდა, თუმცა ოქტომბერში გამოდის pixel 6 სადაც უკვე google-ს SOC-ა ნაწილობრივ მაინც და ამბობენ გახანგრძლივდებაო software support-ო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ iphone გამოდის წელიწადში 3 მოდელი ადრე 2 გამოდიოდა, ზოგჯერ ხომ 1-ც იყო? SOC ყველას ერთი აქ იმ თაობაში. სოფტი მათია + ჰარდი მათია და update იოლია. Android კი იცი linux-ს კერნელს იყენებს და ასობით სხვა კომპანიების ჰარდი დევს მაგ ტელეფონებში. ეს კომპანიები SOC-თ დაწყებული უშვებენ დრაივერს ერთი kernel-ს ვერსიაზე და ის რჩება ხოლმე მაგ დივაისს ბოლომდე. ამიტომ update-ები ძალიან ძნელია ასე. ეს კომპანიები არ უშვებენ ახალ დრაივერებს, იმიტომ რომ მერე ახალ ჰარდს გაყიდვა უნდა. x86 მაგ მხრივ უკეთესია და კაკრას nexus player იყო ინტელის პროცესორზე ანდროიდ 5-ზე გამოვიდა და მიიღო 6, 7 და 8-ც. ეს ოფიციალურად. მაგის გამოსვლისას ეს მაგარი იყო. pixel-მდე მოხდა ეგ. თუმცა android open source project-ც ხომ არის და ამ გზით ფაქტობრივად უკვდავი ხდება ზოგი დივაისი, custom rom-ების წყალობით. აი მე მაგალითად საახლობლოში რამდენიმეს ვუყიდე nexus 5-ები მზესუმზირასავით დაიყარა ebay-ზე ერთი მომენტი და კი დავარიგე ვისაც არ ქონდა ტელეფონი და ყველას android 11 უყენიათ, update-ბი მოსდით ყოველკვირას წარმოიდგინე მობილური 2013 წელს გამოვიდა. ისე ეგენი მაგარი მობილურებია უკაბელო დამტენები და NFC-ები აქვთ და ძალიან დიდი software support. ძალიან ბევრი OS მუშაობს android-ს გარდა მაგ ტელეფონზე. სუფთა linux-ც კი სულ ბოლო 5+ linux kernel-ებზე. ცოტა donation-ც გავაკეთე ამიტომ, სინდისმა შემაწუხა. ხალხი ამდენს შრომობს და ხომ უნდათ წახალისება. ამიტომ მიყვარს open source soft იქნება თუ hard.
  5. ძალიან კარგი. ეგება მეტი მომხმარებელი გადმოვიდეს ნათელ მხარეზე
  6. @user24 setting-ებიდან გათიშე აი აქ. მე ეგ chrome ფოლდერი დავიკიდე. სტოკზეც კარგ ვიდზეა უკვე და backup-ც უფრო გამარტივდა.
  7. ეგ შიდა ip-ა. გარედან თუ გინდა პორტის გახსნა სტატიკური ip უნდა გქონდეს. ეხლა სილკზე არ ვიცი მაგრამ მაგთის NAT-რებულები აქვს და ვერ გახსნი მასე პორტს. უნდა დარეკო თუ არ ვცდები სტატიკური ip უკვე ფასიანია. რისთვის გინდა?
  8. აჰა ე.ი. MBR-თ აყენებდი UEFI-ზე. ამიტომ გეკითხებოდი ზემოთ რა როგორ გააკეთე მეთქი ამას გადახედე ნახავ როგორც დააყენო grub UEFI-სთვის https://wiki.archlinux.org/title/GRUB
  9. ასე ზეპირად ამბობ სწორედ მაქვს ყველაფერიო და რით დაგეხმარო აბა? დადე partition-ები როგორ გაქ, grub როგორ გიყენია, კონფიგი დადე, ლოგები დადე, ერორი რა დაგიწერა ან გიწერს როცა არ იტვირთება, journal-ში რას წერს. Grub-დან rescue mode იტვირთება? ფაქტია რომ არასწორად გაქვს რაღაცა დაკონფიგურირებული და ხომ უნდა ვნახოთ რა. მარჩიელობით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ
  10. როგორ დააყენე MBR/UEFI? partition-ები როგორ გაქ? grub როგორ დააყენე? ერორიც დაგვიდე რას გიწერს. ინფორმაცია მოგვაწოდე მთლად ყავაზე რომ არ მოგვიწიოს მკითხაობა.
  11. pagefile-ს hdd/ssd-ზე ქონა უაზრობაა, კომპრესირებულ ram-ში გადაიტანე და გაცილებით უკეთ იმუშავებს კომპიუტერი სულ რომ გამოტენო ram მაინც. დიდი ხანია linux-სა და android-ში (ZRAM ქვია მანდ) ასევე ios-შიც იყენებენ ram compression-ს. https://www.makeuseof.com/tag/ram-compression-improves-memory-responsiveness-windows-10/ წინა გვერდზე დავდე რამდენად მაგრად მუშაობს linux-ზე 16.5 GB RAM usage მქონდა 8GB ram-თ storage-ზე pagefile/swap-თ ამას ვერ იზამ გასძვრება სახე და ჩემი კომპი მაინც მშვენივრად მუშაობდა. windows-ში დეფოლად დენიკინის დროინდელ მეთოდს იყენებენ storage-ზე pagefile-ს რაღადროსია აუწყეთ ფეხი ტექნოლოგიებს. SSD/HDD-ზე ჩაწერა/წაკითხვაც შემცირდება I/O და სისწრაფეც მოიმატებს RAM და კომპრესიაც გაცილებით სწრაფია ვიდრე ნებისმიერი SSD
  12. https://www.simplified.guide/linux/disk-recover-partition-table testdisk უნდა აღადგინო ჯერ partition-ები აუცილებლად და შემდეგ ამ partition-ებიდან უკვე ფაილები. ეს ვინჩესტერი რათქმაუნდა უნდა ამოიღო კომპიდან და იმ კომპს მიუერთო საიდანაც მოახდენ მონაცეების აღდგენას.
  13. ძაან დიდი ტესტირება ჩატარდა OS-ებში Arch Linux, Clear Linux & Ubuntu Against Windows 10/11 On Intel Rocket Lake https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=windows11-linux-11900k&num=8 როგორც ყოველთვის windows-მა ბოლო ადგილი დაიკავა. საინტერესო ისაა რომ 10-მა აჯობა 11-ს. აქ ერთი მნიშნველოვანი ფაქტორია ის რომ დეფოლტ linux-ს ვერსიებია ეს. arch-ზე მაგალითად X86_64_V3-ს პაკეტები რომ გამოიყენო ანუ ახალ პროცესორებში რა შესაძლებლობებიცაა ეგენი და kernel შეცვალო 10-15% მატებას დებს ეგრევე წარმადობაში. windows-ზე ვერაფერსაც ვერ იზამ მსგავსს რომ სისტემა ააჩქარო.
  14. ამ ფოტოებში ნამდვილი გამარჯვებული 5700G-ა. GT 1030-ს GDD5 ვერსიასაც კი საკმაოდ აღემატება. ეგ ძველი არქიტექტურის iGPU-ა. ამ გრაფიკის მიხედვით ვფიქრობ რომ ახალ პროცესორებში სადაც RDNA2 iGPU იქნება + DDR5 RAM გაცილებით მაღალი bandwith-თა და დახვეწილი CPU-ს არქიტექტურით GTX 1050-საც დაეწევიან და შესაძლოა გადაუსწრონ კიდეც. ინტეგრირებული ბარათის კვალობაზე ეგ 2022-შიც კი მაინც კარგი შედეგი იქნება. მთავარია მალე გააკეთონ ეს, შემდეგ სერიაშივე. ულტრაბუქებისთვისაა ეგ განსაკუთრებით კარგი. ანუ ვინმეს თუ მუშაობასთან ერთად თამაშიც უნდა შეძლებს AMD-ს დახმარებით ამას. პროცესორებზე საუბარი ზედმეტია 4800u 5800u ამათი კონკურენტი ულტრაბუქებში ფაქტობრივად არ აქვს ინტელს. მინიმუმ 2 წელია ულტრაბუქებში ჩამოიტოვა უკან amd-მ intel.
  15. შენს სკრინში შენი პროცესორის დაბლა წერია 7700k 1230 ქულა უწერია და მაგიტომ გამიკვირდა. მანდ ხომ სტოკ სიხშირეებზე უწერიათ პროცესორებს ქულები? techpowerup-ზე ვნახე 5.2-ზე 1380 ქულა უდევს 7700k-ს არ მგონია 4.9-5.0-ზე 1230-ს დებდეს და 5.2-ზე 1380-ს https://www.techpowerup.com/forums/threads/post-your-cinebench-r23-score.213237/ ეს ბენჩი ალბათ კარგად ვერ ტესტავს ყველაფერს.
  16. მოიცა კაცო შენიც და გიოს პროცესორიც single core-თ იგივეა რაც 7700k?
  17. არაა ეს gaming ამომავალი წერტილი, კაკრას apple-საც კომპიუტერის მომხმარებლების უმეტესობასავით კიდია ეს gaming და შენ კიდევ იგივეს ლაპარაკობ gaming gaming-ო შენ ერთი რომ ხარ ერთზე 3 არაგეიმერი აქტიური კომპიუტერის მომხმარებელი მოდის. ასე რომ 500 მილიონი თუ ბევრია 1500 მილიონი უფრო ბევრი არაა? არც აქამდე აინტერესებდა apple-ს gaming მაგრამ კი ყიდიდა პერაშკებივით თან overpriced macbook-ებს. chromebook-ებზეც ხომ დავწერე, არც ეგენი ვარგა სათამაშოდ და macbook-ებზე მეტი ეგენი გაიყიდა. აგერ ნახავ arm-ს ლეპტოპების პოპულარიზაციას როგორც კი m1-ს დონის soc დაიდება. apple-მა თავად სასწაული ფასი დაადო მის მაქბუქებს. მაგ M1 air-ს 900$-დ ყიდულობს ხალხი, მაგაზე უკეთესი მაგ ფასად რა უნდა იყიდოს იმ მილიარდნახევარმა ადამიანმა ვისაც კიდია gaming? ვერც ვერაფერი. ეგ კარტების დეფიციტი თუ კიდევ გაგრძელდა კიდე უფრო უკეთესი, arm-ს იდეალური დრო ექნება რომ ჩაჯდეს intel-ს და amd-ს წილებში. უპირატესობას ფაქტობრივად ეგრევე მოიპოვებს ლეპტოპებში, როგორც მობილურებში და პლანშეტებში მოხდა. intel-ც უშვებდა მობილურ პროცესორებს, მაგრამ ჩაისვარა, იმიტომ რომ x86 ზოგადად ნაგავია მასეთ ენერგოეფექტურ მოწყობილობებში სადაც გაგრილებაც არაა ძლიერი. arm კიდე მშვენივრად გრძნობს თავს მასეთ დივაისებში. ამიტომ არის მაგაზე ლეპტოპები ასეთი გრილი, ქულერებიც კი არ უნდა ზოგს და ელემენტიც ამიტომ ძლებს გაცილებით დიდხანს. lol მაგ მაკბუქს ამ სიმძლავრესთან ერთად 25 საათი battery life აქვს. სასაცილოა ხოლმე ბენჩები რო ტარდება ინტელი რომ კვდება მაგ M1-ებს 50-60+ % ები აქვთ კიდე ბატარეა დარჩენილი. arm-ს განვითარება კიდე ავტომატურად ნიშნავს linux-ს გავრცელებასაც, რადგან windows arm-ზე საერთოდ ნაგავია და ვერ მუშაობს. ნახავთ აგერ 2023-სთვის თემას თუ არ დაჭირდა გადაკეთება ზემოთ რომ დავწერე ისე
  18. ცოტაა მეთქი სად ვთქვი? მე ვთქვი რომ უმეტესობა კომპიუტერების user-ებს მაგრად კიდია gaming თქო და მართალიც ვარ, რადგან ბოლოს რომ გადავამოწმე 3/4 სამჯერ მეტი იყო 1/4-ზე
  19. @Georgeმერე მე რა ვთქვი? კომპიუტერების მომხმარებლების უმეტესობას კიდია gaming. ნახევარი მილიარდი PC gamer-აო ამბობ. Microsoft-ს თქმით 1.5 მილიარდი აქტიური windows-ს მომხმარებელია მსოფლიოში. სრული მომხმარებლების 15%-მდე მარტო mac os-ზეა. ამას გარდა linux-ზეც ძალიან ბევრია. მაგალითად ამ კოვიდის პერიოდში მსოფლიოში იმაზე მეტი chromebook-ები გაიყიდა ვიდრე macbook-ები ლამის გაორმაგდა chromebook-ების გაყიდვები. სამსახურებში რამდენი იყენებს pc-ს? ჯამში 2 მილიარდს სცდება ეგ რიცხვი აქტიურ კომპიუტერების მომხმარებლებში ვინცაა. ხოდა ამათ მეოთხედს თუ აინტერესებს მარტო gaming არ გამოდის რომ უმეტესობას კიდია? მე თვითონაც გავაცნობიერე რომ დროის ფუჭი კარგვაა და გაცილებით კარგი რაღაცების სწავლა და კეთება შეიძლება ვიდრე წლების მანძილზე ყოველდღე კომპთან ჯდომა და ვიღაცის მიერ წინასწარგანსაზღვრული და დაპროგრამებული გზის გავლა ამა თუ იმ თამაშში
  20. AMD vs INTEL vs ARM-დ გადაიქცევა მალე ეს თემა აგერ nvidia-მ ანახა RTX ბარათი mediatek-ს ARM პროცესორთან ერთად Wolfenstein: Youngblood-ში რაც მთავარია arch linux-ზე. arm+linux-ზე უკვე დეველოპერებს გაუხსნეს წვდომა აქ გამოყენებულ nvidia sdk-ებზე. მაგარი შარი გაეჩითებათ მალე intel-საც და amd-საც, როგორც კი M1-ს დონის ან მასზე უკეთესი arm-ს პროცესორი გაეძრობა. მე პირადად ეგეთი დონის ლეპტოპზე ეგრევე გადავალ, რადგან ელემენტი 2-ჯერ მეტხანს გაძლებს და გაცილებით გრილიც იქნება, თანაც linux-ზე ვარ ისედაც და arm-ზე ყველაზე კარგად linux მუშაობს. თამაშები როგორც ჩანს იქნება, თუმცა მეც და კომპიუტერის მომხმარებლების უმეტესობას კიდია თამაშები.
  21. მაგაზე დავდე ზუსტად ჩემი პოსტი მაღლა. კომპრესირებულ RAM-ში უნდა გქონდეს paging აწყობილი. ჩემს 8 GB RAM-ზე მასე 16.5 GB-მდე დავგრუზე კომპი ანუ ram-ს იყენებდა სრულად + პროცესორს კომპრესიისთვის. მასე ssd-ს ან hdd-ს აღარ იყენებს swap/paging-სთვის და cpu თუ გიწყობს ხელს საკმაოდ სწრაფია. დღევანდელ პროცესორებს იმაზე გაცილებით სწრაფად შეუძლიათ კომპრესია/დეკომპრესია ვიდრე ssd ან hdd-ებზე ჩაწერა წაკითხვა განსაკუთრებით random data-სი. ამიტომ swap storage-ზე სისულელეა როდესაც კომპრესირებულ ram-ში შეგიძლია გქონდეს. ეს 11-ს ალტერნატივა
  22. arm-ს ბაძავენ. ეგ ტექნოლოგია უკვე წლებია arm-ზეა, მაგრამ x86 სულ რომ შუაზე გაიხეს ენერგოეფექტურობაში ახლოსაც ვერ მივლენ arm-თან. რა იქნება ვნახოთ. არც arm-ს მწარმოებლები სხედან გულხელდაკრეფილნი. apple-მა ყველას დაანახა რომ arm-თ თავისუფლად შეუძლია x86-ს top პროცესორების დამარცხება. single thread-ში კოლოსალური სხვაობაა M1-სა და x86-ს ნებისმიერ პროცესორს შორის.
  23. ისე ვისაც 8 ან ნაკლები გაქვთ RAM და არ გყოფნით RAM compression გამოიყენეთ აუცილებლად. linux-ში (ასევე ანდროიდშიც) ZRAM, ZSWAP კაი ხანია არის. მეც ვიყენებ ZRAM-ს და RAM როდესაც ივსება საკმაოდ მადგება მაგ მომენტებში, არანაერი ფრიზები ან პროგრამის მოკვლა სისტემის მიერ. zstd კომპრესიის ალგორითმით მშვენივრად უმკლავდება. აგერ სკრინი სპეციალურად ყველაფერი ჩავრთე რაც კი მქონდა. screen recording-ც გავუშვი 299 tab ბრაუზერში, ოფისები და მოკლედ ყველაფერი და ხედავთ 8 RAM-ზე 9.25 GB-ს swap იყენებს რათქმაუნდა zram-დან და ჯამში კომპი მაინც უპრობლემოდ მუშაობს. ეს i5 5300u საკმაოდ სუსტი ლეპტოპის პროცესორია. რაც ვნახე windows 10-ში დაუმატებიათ მსგავსი რამ. რამდენად დეტალურად შეგიძლია კონფიგურაცია არ ვიცი, linux-ში ყველაფერს აკონტროლებ, თუმცა აუცილებლად გამოიყენეთ თუკი RAM 8 ან უფრო ნაკლები გაქვთ. რაც მთავარია linux-ში swap-ს აშორებს დისკს და სრულად გადააქვს RAM-ში. windows-ში არ ვიცი როგორ მუშაობს და შეგიძლია თუ არა page file-ს სრულად კომპრესირებულ RAM-ში გადატანა.
  24. მე დიდად არ მადარდებს linux-ს ან windows-ს რამდენი აქვს market share. უბრალოდ ის მახარებს რომ გაცილებით უკეთ იყენებს ჩემს hardware-ს, უკეთ მუშაობს და გაცილებით უფრო responsive-ა ვიდრე windows. თუ მიწევს ხოლმე windows-ს გამოყენება, ეგრევე ვატყობ რა ზანტია და დისკომფორტს განვიცდი ხოლმე. ვისაც windows-ს მეტი არ უნახავს ის რათქმაუნდა ვერ მიხვდება ამას. ეგ ისეა 60 hz-სა და 144 hz-ს შორის როა სხვაობა. ცა და დედამიწა, მაგრამ ვისაც 60 hz-ზე მეტი არ უნახავს აზრიც არ აქ ახსნას. ერთიდაიგივე hardware-ზე 20% სხვაობა სასწაულია უბრალოდ მაგდენს 24/7 overclock-თაც კი ვერ მიაღწევ ვერცერთ პროცესორზე. სწორედ ამიტომ ვურჩევ ხოლმე ხალხს linux-ს გამოყენებას. სუსტ hardware-ზეც რომ ჯობია ეს ერთ-ერთი მიზეზია.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.