Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15097
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by მათე

  1. @Georgeშენივე დალინკულ ტესტიროვკას ეწინააღმდეგები ეხლა :))) სადაც აშკარად ჩანს რომ 5800x-თ და 5900-თაც სისტემები 250 W-საც არ იყენებენ მთლიანად.
  2. @George არ წაგიკითხავს შენივე დადებული წყარო ასე რომ შენ რასაც ამტკიცებ არის მცდარი და ჩემი დადებული შედეგები თანხვედრაშია შენს დადებულ ტესტებთან. 230 W მანდ უწერია 5900x-ს სისტემიანად We show energy consumption based on the entire PC (motherboard / processor / graphics card / memory / SSD). This number depends and will vary per motherboard (added ICs / controllers / wifi / Bluetooth) and PSU (efficiency). Keep in mind that we measure the ENTIRE PC, not just the processor's power consumption. დავდე ეგერ შედარება მარტო CPU-ების და შეგიძლია გადახედო სისულელეა, არაფერი 300 w-ს არ მოიხმარს. შენ დადებულშიც კი 230 W უნდოდა მულტიზე 5900x-ს მთელ სისტემას! აგერაა, AMD-ს და intel-ს TOP მოდელები დატესტეს. https://www.anandtech.com/show/16343/intel-core-i710700-vs-core-i710700k-review-is-65w-comet-lake-an-option/23 მე რაც დავდე მანდ CPU-ების მოხმარება წერია მარტო. ასე რომ ნუ გიკვირს შენ დადებულ ტესტებში 5800x-ს 219W და 5900x-ს 230W უწერია. სავსებით რეალურია 140-143 W-ებს მოიხმარენ ჩემ დადებულ ტესტებში ეგ პროცესორები მარტო. დანარჩენს დანარჩენი კომპონენტები. მაზერი, რამები, storage და თუ რამე სხვა კომპონენტი უყენია. შენივე დადებულ ლინკზეც ჩანს სადაც 12 ბირთვიან AMD-ს სისტემას უწერია 230 W მოხმარება ხოლო 10 ბირთვიან 10900k-ს ლამის 300W lol. გაცილებით ენერგოეფექტურია AMD-ს ჩიპები ინტელისაზე. AMD-ს ჩიპები ნათვამ TDP-სთან ძალიან ახლოსაა სულ რამდენიმე %-თ მეტს მოიხმარენ ენერგიას როცა ინტელის ჩიპები 2-ჯერ და 3-ჯერ მეტს მოიხმარენ. როგორც დავწერე ვისაც ესმის სულ არ უნდა უკვირდეს ამხელა სიხშირეზე და ამხელა ტექპროცესზე რომ მაგდენი დენი ჭირდება. იმიტომაც მიხვდნენ რომ ნამეტანი ჩამორჩნენ და TSMC-ს დახვეწილი ტექპროცესის გამოყენება უნდათ. ეგ ჯერ კიდევ საკითხავია სხვა კომპანიები რამდენად მიცემენ მაგის უფლებას. apple-ს და სხვა კომპანიებს გაცილებით მეტი ფული აქვთ ვიდრე იგივე intel-ს და თუ შეკვეთებზე ტაციაობა იქნა, არამგონია ინტელს დაუთმონ.
  3. lol ახალი დუხოვკა გამოუშვეს. @GeorgeAs we learn the CPU had a voltage of 1.401 during the test, but the leaker claims that this is a wrong reading. According to AIDA64, it should say 1.325V. ანუ 1.325 V იყო ვოლტაჟიო და არა 1.401. ენერგომოხმარებაც რათქმაუნდა ტყუილია TDP 250 W-ს მოიხმარდა. ინტელის TDP-ს რაც შეეხება არის ძალიან დიდი ტყუილი! https://www.anandtech.com/show/16343/intel-core-i710700-vs-core-i710700k-review-is-65w-comet-lake-an-option/ ანუ იგივე 12 ბირთვიანი 5900X 105 W TDP-იანი მოიხმარდა პიკზე 142.21 W-ს და i9 10850K 125 W TDP-იანი მოიხმარდა 265.13 W-ს პიკზე. AMD გაცილებით ენერგოეფექტური და გრილია ვიდრე ინტელები და ეგ დატესტეს კაკრას ამ ბოლო ლინკზე. ეს კიდე ზოგიერთები რომ ამბობდით cpu არ დაუკვეთიაო და 20% შეუკვეთა მარტოო. დანებდა საბოლოოდ ინტელი და 2022-სთვის ყველაზე დიდი დაკვეთა გაუკეთა TSMC-ს 3 nm CPU-ებზე TSMC will make Intel CPUs on 3nm in 2022, largest order of 3nm process
  4. არც არაფერს. სისულელეა მსგავსი პროგრამები. რეალურად თუ გინდა ქსელი უფრო სანდო გახადო გაცილებით უკეთეს შედეგს მოგცემს ნორმალური როუტერი რომ დააყენო და კარგად დააკონფიგო.
  5. linux mint-ზე გაცილებით მსუბუქი და სწრაფი დისტრიბუტივებიც არსებობს, მანდაც აქვთ ეს აღნიშნული. მე პირადად ჩემი სისტემის მერე windows 10-ზე რომ დავჯდები თუ გინდა ნასას სერვერზე იდგეს მაინც მაგარი ნელია თვითონ სისტემა. აჭერ და იგრძნობა დაყოვნება. თუნდაც ეგ სტარტ მენიუ, სასაცილოა რასაც აკეთებენ მაგ სტატიაშიც აქვთ აღნიშნული ეგ. HDD-ზე რომ 10 ვერ მუშაობს ეგეც ყველამ კარგად იცის და ტონა RAM რომ უნდა ეგეც. ჩემი რომ ჩართავ 140-150 MB RAM-ს იყენებს და latency დატესტილი მაქ და ლამის 2-3 ჯერ სწრაფია windows თან შედარებით. აი 30 fps-დან 90 fps gaming-ზე რომ გადახვალ ეგეთი შეგრძნება აქვს როცა მთელი სისტემა სწრაფდება და მოქმედებები დაუყოვნებლივ სრულდება. მაგ დონეზე windows-ს ms აღარ დახვეწავს და კოდი დახურულია, მაგ latency-ს არაფრის მითიშვ მოთიშვა არ უშველის, ეგეთია და ვსო. მართლაც უკვე 5 წელია bug-ების მეტი news არ ისმის. game mode დაამატეს და ყველა ამოჭრაზე ჩალიჩობს, კორტანაა და ეგეც გათიშული, დეფენდერია და მაგასაც თიშავს ხალხი, რაც კი რამე დაამატეს ყველა თიშავს და ჭრის ანუ ნაგვის მეტი არაფერი ისეთი არ დამატებულა მაგ სისტემაში რადგან ხალხი ასე ჭრა კერვითაა მაგ სისტემაზე დაკავებული აქაც სულ მაგას წერთ ხოლმე ეს გავთიშე, ის ამოვჭერი, ის მივბლოკეო. მაგიტომ ვუყენებ და ვურჩევ ხოლმე ეგეთ კომპებზე ოჯახში linux დააყენონ. ბევრთან მაქვს დაყენებული წლებია უკვე 3-4 იქნება ზოგზე (ისაა ყველაზე მაგარი რომ მაგ დროის მანძილზე შეეძლოთ სულ არ გამოერთოთ კომპიუტერი და მაინც კარგად იმუშავებდა) რომ ის პირველი დაყენებული linux მუშაობს დღესაც ისევ ისე როგორც ადრე. უბრალოდ დააფდეითებ და ეგაა 10-ვით სახე არ ეხევა და მისით არ ცვლის სეთინგებს და არ აყენებს უაზროდ პროგრამებს. აქ არ მგონია მაგდენი წლის windows-ს ინსტალაცია გქონდეთ ბევრს, ალბათ ხშირად გიწევთ ხოლმე გადაყენება.
  6. ინტელის ჩამორჩენა უბრალოდ ტეხავს, გაძვირდება კარგი პროცესორები. ფაქტია TSMC-მ ჩახია მთელი თავისი მილიარდებით და R&D-თ და ყველაფრით ინტელი. სხვა მხრივ ამხელა მეხუთედ პროცესორებს არ დაუკვეთავდა პირველივე შეკვეთაზე, თუ თავისი ექნებოდა, მაგრამ ეს 14 nm-ები უკვე დუხოვკებადაა ქცეული და ენერგიასაც კაკრას დუხოვკებივით მოიხმარენ მაგის 14 nm-ს tsmc-ს 10 შეესაბამება ინტელის 7-ს TSMC-ს 5 ხოდა TSMC-ს უკვე აქვს 5nm-იანი პროცესორები დამზადებული და მშვენივრად გრძნობს თავს. intel 14 nm+++++++++++++++++++++ ებიდან ძლივს ჩამოვიდა 10-ზე მაგათი 7nm კაი 5 წელი კიდევ არ იქნება, როცა დღეს TSMC უკვე 5-ზეა და შემდეგი სამიზნე 3 nm-ა 2023-სთვის, რომელიც ამ სიჩქარით რასაც ეგენი აწვებიან ინტელს 2023-სთვის დატოვებდა ქვის ხანაში 3 nm VS 10nm, მაგიტომაც დანებდა ინტელი და პირდაპირ მაგათ დაუკვეთა ეგრევე მეხუთედი პროცესორებისა. მომავალში კიდევ უფრო მეტსაც დაუკვეთავს. ეხლა ფულების გატყორცნა მოუწევს ინტელს მაგ აბიომებზე რომ შეძლოს TSMC-მ მომარაგება, ყველა მაგათ უკვეთავს apple, amd, nvidia და intel-ც უკვე, ფაქტობრივად ყველა ვინც კომპიუტერებშია. სერვერების წილების განხილვა და ზოგადად კომპანიის წილებზე ლაპარაკი სისულელეა მითუმეტეს ტექნოლოგიურ საიტზე, მაგ სექტორში სიახლეები წლების მერე შედის და ეხლა რომ ინტელია უმეტესად ეგ საერთოდ არაფერს ნიშნავს, დესკტოპი ასახავს ყველაზე უკეთ რეალურ მდგომარეობას ტექნოლოგიური თვალსაზრისით და AMD-მ უკვე ინტელს გადაასწრო კიდეც. წილებს არცერთი reviewer youtube-რი არ განიხილავს, ვის რაში ადარდებს კომპში i9 რო უყენია ან ryzen 9 მის შემქმნელ კომპანიას რამდენი მილიონი შესდის სერვერებიდან, არ მკიდია მთავარია კარგი პროდუქტი დადონ და სულ არ ქონდეს სერვერების წილი ეხლა ლეპტოპებში უკვე TOP gaming ვერსიებიც ექნებათ და მობილურ სეგმენტსაც წაიღებენ ნელ-ნელა. მაღალი დონის gaming laptop-ები AMD-ზეც გამოდის უკვე. ARM-ს კიდე რაც შეეხება, უკვე ჰუავეისაც გამოუშვია დესკტოპები 24 ბირთვიანი პროცესორებით. მაგათ ძალიან დიდი პლიუსი აქვთ ის რომ ძალიან გრილებია და ენერგოეფექტურები. ულტრათხელი ნოუთბუქებისთვის მისწრებაა და ხალხს სწორედ ეგეთი ლეპტოპები მოწონს სატარებლად. რამდენიმე წელი უნდა და ვფიქრობ მაგ სეგმენტს სულ წაიღებენ, apple M1 ს რომ ადარებენ ხოლმე ინტელის 5 GHZ_იან ლეპტოპის top მოდელს ბევრ რამეში ჯობს კიდეც და ბატარეა ხომ საერთოდ. ინტელი რომ 0-ზეა და ითიშება მაგათ კიდევ 60-65% აქვთ ხოლმე დარჩენილი. იმხელა ნახტომები აქვს ARM-ს ყოველწელს რომ ალბათ 2-3 წელი და უკვე წამოვა სხვებისგანაც საკაიფო ლეპტოპები კარგი performance-თ. უკვე არის surface-ც და სხვები, მაგრამ ჯერ სუსტებია, აი m1-მა კი ყველას დაანახა რომ სრულებით შესაძლებელია x86-ს მარტივად დამარცხება.
  7. ნუ ესეც სტანდარტულად bug update-ში თორემ ამაზე ბანძი სისტემა კაცობრიობას არ შეუქმნია მილიონი წლის მანძილზე და სულ რომ ძალით ეცადოს მაინც ვერ შექმნის Windows 10 bug corrupts your hard drive on seeing this file's icon https://www.bleepingcomputer.com/news/security/windows-10-bug-corrupts-your-hard-drive-on-seeing-this-files-icon/
  8. ეგეთი ჭორების მიხედვით 10nm რამდენიმე წლის წინ უნდა დაეთოთ, მაგრამ სერიოზულად ჩაისვარა ინტელმა და ეგ მეხუთედის TSMC-ზე გადაბარებამაც დაადასტურა. ჩამორჩა ინტელი და აწი მაგას ვეღარაფერი ვერ უშველის ჯადოქრობის მეტი. 5nm-ზე უკვე აქვს ჩიპები დამზადებული TSMC-ს და ინტელის 7 nm-ები ჯერ კიდევ ღრუბლებში დაცურავენ ასე რომ ამ სერიოზულ ჩამორჩენას მარტო ამ გზით თუ გადარჩებოდნენ. მანდ მთელ აბიომებზე არც მგონია TSMC დათანხმებოდა, რადგან შეკვეთები ისედაც ბლომად აქვთ ბევრად მდიდარი კომპანიისგან apple-სგან და ასევე ბევრად დიდი ხნის თანამშრომლის AMD-სგან, ასე რომ მაგათთვის პრიორიტეტში intel ისედაც არ იქნებოდა. სხვა მხრივ კი intel-ს ტექპროცესის უპირატესოსებები რაზეც ბევრი ინტელის fanboy მიუთითებდა აღმოჩნდა სისულელე, რადგან მაგდენის თავი საცოდავ ინტელს აღარ გააჩნია. რეებს აღარ ეცადნენ, აქეთ ბენჩამარკებსაც კი შეუტიეს ეგენი არ უნდა გაატაროთო მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩაიკუკეს თუნდაც 10nm-თი რადგან TSMC-მ უკვე ჩახია ინტელი და მოუწევთ ან დანებება და გადასვლა TSMC-ც ტექპრიცესზე, ან ჩამორჩენა და 10nm-იანი ბანძი და ძველი არქიტექტურის პროცესორების გამოშვება. მე კი მაგარი მკიდია AMD და intel რას იზამენ ARM-ს ვბალელშიკობ უკვე, თუმცა intel-ს ფანებს გაუტყდებოდათ ალბათ
  9. ვერ გაქაჩა ინტელმა და საბოლოოდ მაინც დანებდა TSMC to Kick off Mass Production of Intel CPUs in 2H21 as Intel Shifts its CPU Manufacturing Strategies, Says TrendForce TSMC-ს 5nm ინტელის 10 nm-სას ბევრად ასწრებს, სწორედ ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, თორემ amd-ს უკვე სერიოზულად ჩამორჩა მაგ მხრივ.
  10. Intel მუშაობს iGPU-ს patch-ების გამორთვის შესაძლებლობაზე. ეს იმ vulnerability-ებს ეხება haswell-ს iGPU-ებს სახე რომ გააძრო 52% performance რომ დარჩა და ფაქტობრივად ivy bridge-ს iGPU-ს დონეზე რომ ჩამოწია სიმძლავრით. https://www.phoronix.com/scan.php?page=news_item&px=Intel-i915-mitigations-off-Opt CPU-ს სისუსტეების გამორთვაც შესაძლებელია საბედნიეროდ ნუ linux-ში mitigations=off კერნელის პარამეტრით ირთვება მარტივად. იმ ადგილებში სადაც ეგ სისუსტეები იქნა აღმოჩენილი ჩატარებულია დეტალური კვლევა და haswell-დან მოყოლებული 9 თაობის ჩათვლით ძალიან დიდია performance დანაკარგი, ეს პარამეტრი კი დაცვებს თიშავს, თუმცა რათქმაუნდა უსაფრთხოების დაქვეითება ხდება. მანდ რამდენიმე საშიშია საკმაოდ, რადგან მაგ სისუსტეების exploit javascript-დანაც შესაძლებელია, ეს კი ნიშნავს, რომ საიტზე უბრალოდ შესვლაც კი საკმარისი იქნება მათ გამოსაყენებლად, ბოროტმოქმედების მიერ. სასურველია თუ მაინც გინდათ გამორთოთ დაცვები სათითაოდ ქნათ ეს და javascript-თ მარტივად exploit-რებადი სისუსტეების patch-ები დატოვოთ ჩართულ მდგომარეობაში. ხო მანდ დაცვებში იდეაში HT-ს გამორთვაც იგულისხმება, ბევრ რომ გონია დაცვები ბოლომდე მაქ ჩართულიო და მიკროკოდიც დააფდეითებულიო HT ჩართული თუ აქვს მაინც არაა ბოლომდე დაცული, საჭიროა HT-ს გამორთვა ამისთვის.
  11. ამის გამო იყო ლეპტოპებში AMD-ზე ვიდეობარათები ლიმიტირებული და high end-ებს რომ ვერ აყენებდნენ. ეხლა ეგ პრობლემაც მოგვარდა და ლეპტოპებშიც დაიწყებს ამოქაჩვას AMD, როგორც დესკტოპებში რომ გადაასწრო უკვე ინტელს და დატოვა ინტელის fanboy-ები გაღიმებული :D
  12. ჩინური კიდე ხო მაგრამ რუსული ნაღდად არ გვაწყობს, ისედაც მაგათ ხელშია მთელი ქართული ინტერნეტსივრცე და მოსახლეობის კომპიუტერები ეს 2008-შიც ნათლად გამოჩნდა. პირიქით უნდა ვიშორებდეთ მაგათ კრეკებს და გატეხილ სოფტს, ასევე mail.ru-ებს და ა.შ. ყველაფერს. ეგღა გვაკლია ეხლა hardware backdoor-ებიანი მაგათი წარმოების ტექნიკაზე გადავიდეთ. Sailfish OS არის ასეთი მობილური ოპერაციული სისტემა linux-ზე დაფუძნებული, რომელიც ძალიან დახვეწილია, მითუმეტეს ანდროიდის პროგრამებს თავისუფლად უშვებს, მაგრამ რაც რუსებმა დაიწყეს ფათური მაგაში დავანებე თავი, close source ნაწილები აქ და მირჩევნია არ მეყენოს, არადა ქართული კლავიატურა გავაკეთე მაგ სისტემისთვის არ ქონდა და რამდენიმე სხვა პროგრამაც დავწერე და რეპოზიტორიც მქონდა რომ მაგ სისტემის მომხმარებელს დაეყენებინა, მთლიანად სისტემის გადმოქართულებაზეც ვმუშაობდი, მაგრამ გამიქრა ინტერესი საერთოდ მაგ მიზეზით. ალტერნატივაც გამოჩნდა მითუმეტეს სუფთა ლინუქსის სახით მობილურებზე postmarket OS. ისე კი სანამ ჩინურები და რუსულები წამოვა მანამდე ARM-ზე გადავა ყველა. ეხლახანს ჰუავეიმაც დადო დესკტოპები რამდენიმე ARM-ზე საკმაოდ ძლიერები. ლეპტოპებში ARM დაუმარცხებელი იქნება apple M1-ს რასაც ვუყურებ მაგის შემხედვარე ვამბობ. AMD-ს ეგ წლები უფრო მაყუთის მოსაგროვებლად და სასერვეროებში წილის გასაზრდელად დაჭირდება, თორემ თვითონ პროცესორებით IPC-თ უკვე უფრო წინაა ვიდრე intel ანუ თვითონ არქიტექურა intel-ზე გაცილებით დახვეწილი და სწრაფია.
  13. მობილურ სეგმენტში შედარებით გვიან აისახება. დესკტოპებში ძალიან მარტივია upgrade ფაქტობრივად დედაპლატას და პროცესორს გამოცვლი და ვსო, მეტი არაფერი უნდა და ლეპტოპი ახალი უნდა იყიდო CPU რომ შეცვალო, თანაც ბევრს წლები ერთიდაიგივე ლეპტოპი აქვს ხოლმე. ბიზნესებიც კაი ხანი იტოვებენ და ხშირად ლეპტოპებს ყიდულობენ ხოლმე უფრო ბიზნესკლასისას thinkpad-ებს და dell-ებს. ნელ-ნელა ლეპტოპებში წამოვა ჯერ AMD-ს ლიდერობა და სერვერული სეგმენტი ყველაზე გვიან ასახავს AMD-ს წინსვლას. მანდ კიდევ უფრო უარესადაა და უფრო დიდი დრო უნდა cpu-ს შეცვლას. ნუ რეალობა ისეთია რომ დღეს amd ინტელს უსწრებს მაგრამ ზოგ ინტელის ფანს რაც დაელაპარაკები. სერვერშიო 98% აქო და amd-ზე მეტ ფულს აკეთებსო დაწერენ და ამიტომ ინტელი ჯობიაო ანუ მეტ ფულს თუ აკეთებს ამიტომ ჯობია
  14. სასაცილო უფრო იმის მტკიცებაა, რომ ეგ ტესტები რასაც წერ თან ბენჩებს ისეთ ""სტაბილურ" სისტემაზე აღწერ რომ მეტი არ შეიძლება, ვიღაცის ნაჩალიჩარი ზბორკაო, ეს ამოვჭერიო ის მივჭერიო. სხვაობას performance-ში და ცდომილებებს მარტო ეგ გარემოებები მოგცემს. მაგ დაცვების შემქმნელები mailing list-ებში წერენ იმას რომ ძველ სერიებზე სერიოზული დანაკარგი აქვს. მანდ პროცესორების გარდა ძველი სერიის iGPU-ებსაც აეხათ სახე ისე რომ იცოდე, განსაკუთრებით კაკრას haswell-ს iGPU-ს რომელმაც პერფორმანსის 42% დაკარგა და წინა თაობის iGPU-ს დონეზე დარჩა https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=intel-gen7-hit&num=1 When taking the geometric mean of all graphics tests ran, the Core i7 3770K was 18% lower from this lone mitigation while the Core i7 4790K fell by 42%! The mitigated i7-4790K HD Graphics 4600 performance basically put the performance in line with the pre-mitigated i7-3770K graphics performance. Haswell (or at least the Core i7 4790K) appears to get hit particularly hard, more so than the Core i7 3770K. KVM: Mitigation: VMX disabled -> https://lkml.org/lkml/2019/11/12/1129 Full generic retpoline, IBPB: conditional, IBRS_FW, STIBP: conditional, RSB filling -> https://lkml.org/lkml/2018/1/4/615 კიდევ ათობით ეგეთი მიმოწერა და განხილვებია, ვისაც დააინტერესებს შეუძლია თავად მოძებნოს lkml-ზე, მანდ intel-ს redhat-ს, google-ს და სხვა დიდი კომპანიების თანამშრომლები მუშაობენ, ვინც ხელფასზეა linux-ს kernel-ზე, ასევე 1000-ობით ენთუზიასტი, თუმცა კოდის review რათქმაუნდა ხდება სანამ დაიმერჯება master-ზე. ასე რომ შენი "არგუმენტები" ბრაუზინგი კარგად მუშაობსო და თვალით ვერაფერს ვამჩნევო სასაცილოდ არ ეყოფათ მაგათ. მე გავათავე ამაზე წერა, თუმცა მე არც დამიწყია, უბრალოდ პროფესიონალების მიერ ჩატარებული ბენჩები დავდე და შესაბამისი აღწერაც სადაც ნათელია საკმაოდ დიდი პერფორმანს დანაკარგი ინტელის 4 სერიიდან მოყოლებული 9-მდე. თუ საპირისპიროს მტკიცება გინდა გითხარი ეგერ დეველოპერებს მიწერე და ჩემზე გაცილებით კომპეტენტურები არიან, მათი დაწერილია ეგ დაცვები და აგიხსნიან და გაგარკვევენ მაგ საკითხებში, მანამდე კი არ მგონია მაგაზე დისკუსია სწორი იყოს.
  15. რა დავწერე და შენ რას წერ. არ მესმის კონკრეტული ზოგი mitigation თორემ რამდენიმე მათგანის დოკუმენტაცია დეტალურად მაქ წაკითხული და დეველოპერების მიმოწერაც ნანახი ვინც ეგ დაცვა დაწერა. არ მგონია შენ მაგ დაცვებით დაინტერესებულიყავი... დავიწყოთ იმით რომ ძირეულად არასტაბილურ სისტემას იყენებ და თან ანახლებ ხოლმე, რასაც კიდევ უფრო მეტი არასტაბილურობა შემოაქ. რა KIS,რა დეფენდერი, რის update 1809 1903 თუ მოლხერის ზბორკა და nlite და game mode. არ არის ეგ ის გარემო სადაც მსგავსი დაკვირვებების განხორციელება შეიძლება. ამ ხალხმა სტაბილური გარემო გააკეთა linux-ზე და ის კონკრეტული CPU-ს ნაწილი დატესტა რაზეც ეგ კონკრეტული mitigation-ები მოქმედებენ, სათითაოდ ჩამოთვალეს თანაც. მე კი უბრალოდ მათი გატარებული ტესტები დავდე. საერთოდ რა აზრი ქონდა შენგან ამ დისკუსიის დაწყებას, თუ გინდა მოგცემ მაგ დეველოპერების მეილებს და შენით მიწერე რომ აზრზე არ ხართ თქვენთქო აგერ მე თვალით ვერაფერს ვამჩნევ და საერთოდ არ აქვს დანაკარგითქო. მერე თუ დაგბლოკეს მე არ დამაბრალო
  16. @George მე რაში მანაღვლებს შენ გჭირდება თუ არა, ან იმათ, როცა მაგ ტესტის გაკეთება გადაწყვიტეს? ფაქტი სახეზეა და რომ იცოდე მანდ შენზე და ჩემზე ბევრად უფრო მცოდნე სასტავი ზის და მაგ ტესტებს ატარებს, თავადაც იღებენ ხოლმე დეველოპმენტში მონაწილეობას და სრულიად შესაძლებელია, რომელიმე მათგანი რომელიმე ფიქსზეც კი მუშაობდა და ძირეულად ესმის პრობლემა რას ეხება და რა პერფორმანსი იკარგება, შენსავით თვალით კი არ აფასებენ მაგას მე რა ბეჩებიც ჩავატარე მაგ ბენჩების გადმოწერა მაგ საიტიდან შესაძლებელია mitigations=off სულ ყველაფერს რომ თავი დაანებო კომპის ჩართვაზეც კი ეტყობა რომ აჩქარებს. 6.9 წამი უნდა ხოლმე როგორც წესი ჩემთან, ხოლო დაცვებ გამორთულზე 6.2 წამში ეტევა. 0.7 წამი კიდევ მაგ დროებში საკმაო სხვაობაა მარტო ჩართვაზეც კი ეტყობა. სახის ახევა ქვია მაგდენ ბენჩებში performance-ს 75% რომ დარჩა ეგეც HT ჩართულზე. ბოლომდე რომ ჩართო ყველა დაცვა და HT გათიშო რადგან HT-შია ერთ-ერთი სისუსტე და სხვანაერად არ იფიქსება დაგრჩება 65-70% მაქსიმუმ მაგ შენი 4770-ს სრული პერფორმანსის. სად რას იყენებ, რომელ CPU-ს ნაწილზე როგორ მოქმედებს 1000 რამეა მანდ, ერთმა ბენჩმა შეიძლება არ გამოავლინოს დანაკარგი, მეორემ კი. სწორედ მაგის გათვლითაა ეგ ტესტები გაკეთებული, მაქსიმალურად დაგანახეს რომ აი ამდენი performance იკარგება ამ დაცვების გამო. რომ გესმოდეს რას შვება ეგ mitigation-ები მიხვდებოდი რომ performance-ს დანაკარგის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია მათი მუშაობა. მეც არ მესმის ყველა მათგანი, თუმცა ზოგიერთის რაც დამაინტერესა დოკუმენტაცია წაკითხული მაქვს და LKML-ზე თვალყურს ვადევნებდი დეველოპერების განხილვას როცა ამ mitigation-ებზე მუშაობდნენ, რომ linux-ს kernel-ში ჩაედოთ, მათ შორის თვითონ linux-ს კერნელის შემქმნელის წერილებსაც, ასე რომ მაპატიე, მაგრამ linux-ს kernel-ს შემქმნელის და დეველოპერების უფრო მჯერა ვიდრე შენი
  17. CPU-ს vulnerability-ების აღმოჩენიდან 3 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=3-years-specmelt&num=1 როგორც მოსალოდნელი იყო სახეს ახევს ძველ 4,5,6,7,8,9 სერიების intel-ებს. From the tests run for this article, the Core i7 7700K and 8700K were seeing around 75% the performance of the unmitigated (mitigations=off) ანუ 25%-ს კარგავს 7700k-ც და 8700k-ც მაგ fix-ებით. ასევეა 9900k-ც. აქ HT-ს გამორთვა არ იგულისხმება, თორემ ეგ რომ გამორთო და 4/4 ბირთვი/ნაკადზე დასვა ფაქტობრივად ორიგინალი performance-ს ნახევარიღა დაგრჩება. ბოლო 10 სერიის ინტელი ორიგინალის 95% პერფორმანსს იჭერს და AMD 90%-ს. რასაც ბენჩებში და ტესტებში ხედავთ ეგ mitigated პერფორმანსია და როგორც ჩანს ახალ სერიებში ყველას ისედაც მოწონს. აი ჰასველიდან მოყოლებული 9 სერიის ჩათვლით კიდევ სახე ეხევათ ინტელებს lol
  18. გაღვიძებაც მარტივია ნებისმიერ ტელეფონზე, უბრალოდ სადაც სპეციალური hardware არ აქვს ელემენტს დახარჯავს, რადგან digitizer უნდა იყოს აქტიური. ბევრ სხვა ტელეფონსაც აქვს ორიგინალ სისტემაზეც, მათ შორის ჩემ pixel-საც და ზოგადად როგორც ზემოთ დავწერე ნებისმიერ ტელეფონზე შეგიძლიათ მაგ ფუნქციის დამატება. საკმაოდ ბევრ custom rom-შია ეგ ფუნქცია ჩადებული.
  19. Running ChkDsk on Windows 10 20H2 may damage the file system and cause Blue Screens https://www.ghacks.net/2020/12/19/running-chkdsk-on-windows-10-20h2-may-damage-the-file-system-and-cause-blue-screens/?amp ძაან ბანძები არიან. არ მესმის ამხელა კომპანიამ ერთ სისტემას როგორ ვერ უნდა მიხედო. ყოველ განახლებაზე უაზრო ბაგებით შეიძლება გამოტენო სისტემა?
  20. პირდაპირ კალი ლინუქსით დაწყება არამგონია კარგი იყოს. მანდ თან default-დ root უზერით ხარ ხომ? ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვნახე kali. მას მერე აღარ მყენებია debian-ს ოჯახიდან სისტემა. linux mint-თ დაიწყე შესწავლა. პენტესტინგში გაქვს გამოცდილება თუ linux-ს და პენტესტინგის შესწავლას ერთდროულად იწყებ? მიყევი რიგ-რიგობით. ინფორმაცია ნეტში საკმაოდაა. linux-ს რაც შეეხება https://wiki.archlinux.org/ აქ ყველაფერი წერია, უბრალოდ arch based-ა manjaro-ა იდეაში ეგეთი მარტივი, მაგრამ აქვს რაღაც მინუსები. youtube-ზე უნდა ნახო ძირითადად beginer-ებისთვის საკმაოდ ბევრი ვიდეოა linux-თან დაკავშირებით. თუ ინფორმაციის მოძიება იცი ნეტში არ გაგიჭირდება ფუნქციონალის შესწავლა. reddit-ც საკმაოდ დიდი წყაროა ინფორმაციის და ლამის ყველა დისტროს აქვს მისი subreddit მანდაც დარეგისტრირდი გამოგადგება. askubuntu-ზეც ბევრ რამეს ნახავ. ნელ-ნელა უნდა მიყვე ყველაფერს ერთდროულად ნუ დაუწყებ ჩალიჩს, ჯერ ლინუქსი დაამუღამე terminal-თან კომფორტულად გახდი და მერე გადადი პენტესტინგზე.
  21. @Dachiეს თემა linux gaming-ს ეხება და არ გააოფო! დახმარების განყოფილებაში გახსენი თემა -> https://www.overclockers.ge/index.php?/forum/87-დახმარება/ https://www.gamingonlinux.com/2020/12/direct3d-12-to-vulkan-translation-layer-vkd3d-proton-version-21-is-out VKD3D ჩაუშენებიათ proton-ში. vulkan-ს layer-ია. მაგაზე ერთი ტიპი მუშაობდა მარტო და სერიოზული შედეგები დადო. მერე valve-მა გადაწყვიტა რომ დაეფინანსებინა ეგ ტიპი და ეხლა ფაქტობრივად valve-ს დაფინანსებით მუშაობს უკვე. მასეთი რესურსებით ეგ ტიპი კიდევ უფრო კარგ შედეგებს დადებს. 90%-ზე იყო ორიგინალი performance-ს როცა დაფინანსება დაიწყეს, მანამდე ფაქტობრივად მისი ძალებით მივიდა. linux gaming-ს ძალიან წაადგება მისი ნამუშევარი.
  22. თამაში რამდენიმე დღეა გამოვიდა და day 1 support ქონდა უკვე linux-ზე. საკმაოდ კარგ პერფორმანსსაც იძლევა. ეგ სხვაობა კიდევ შემცირდება 5.10 kernel-ში ახალი system call-ები ემატება. ძალიან შთამბეჭდავია 2 layer-ში გადის ფაქტობრივად და მაინც ასეთ კარგ შედეგს დებს ამ დრონის თამაში windows-სთან შედარებით. კომპიუტერის მონაცემები: Benchmark Info: Resolution 1920x1080 Linux Driver: mesa-tkg-git 21.0.0_devel.132121.9d22c438cba-1 Windows Driver: 20.12.1 Windows Version 1909 (OS Build 18363.836) Proton 5.13-4 System: Cpu: i7 8700k @ 4.7Ghz Memory: 16GB G.Skill Trident Z 3200 Mhz Graphics Card: Vega 56 Motherboard: Asus Rog Strix Z370-E Gaming Operating System: Arch Linux 5.9.13-98-tkg-cfs
  23. აი ამას ვამბობდი. ეგ M1 x86-ებს ჩაანაცვლებს მეთქი. ინტელის i9-ებს ჯობია ბევრგან და რა გასაკვირი ეგ იყო, მაგრამ ბევრს გონია რატომღაც რომ arm ჩამორჩება x86-ს, არადა იმდენი hardware accelerator აქ რომ ბევრ საქმეში უკვე უკან ჩამოიტოვა. GPU ძალიან ეხმარება მაგ M1-ს. ინტელზე გაცილებით ძლიერი GPU აქვს. 15%-დან 2 კვირაზე ნაკლებ დროში 27.1%-მდე ასულა market share იაპონიაში დესკტოპებში apple. M1 Mac mini overtakes entire Japanese desktop market in less than 2 weeks https://appleterm.com/2020/11/30/m1-mac-mini-desktop-market-share-japan/
  24. ეს არის ძალიან კარგი ვერსია 10-ს ვისაც გინდათ gaming იქნება თუ ისე https://www.ntlite.com/community/index.php?threads/windows-10-ltsc-1809-optimize-gaming-poweruser-runtime-profile-retaining-maximum-compatibility-for-x64-uefi-systems.771/ ntlite-ს ფორუმია. LTSC 1809 ვერსიის preset-ა და მარტივად ჩააიმპორტეთ და დააპატარავეთ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.