Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3635
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by MaKaSaRa

  1. მე არ ვაპირებ ყიდვას. 4-ს დავჯერდები სეზონების ცვლილებისას შევდივარ რომ ვილსპინები დავაგროვო და მანქანები გავხსნა. ისე სთიმის ვერსიას არანაირი პრობლემა არ აქვს ჩემთან. მაღალ გრაფიკაზე დენიკინის დროინდელი სისტემაც მათამაშებს სოფელში 72 ფპს-ზე ჩაკეტილი. და ძირითადად სისტემაზე მითუმეტეს არაფერი პრობლემა არაა. 180 ლარი ამაში კი არა COD Vangard ჯდება 145 ლარი სადღაც და მაგაშ მენანება როცა COD ჩემი ძირითადი თამაშია ყოველწელს.
  2. არც ვაპირებ დავაყენო. ისე რა სამზევეთია მაიკროსოფთში. ხელის შევლება და დატვიკვა კარგად რო იმუშაოს რატო უნდა ჭირდებოდეს არ მესმის. მომხმარებელი ვარ და ერთი წკაპით მინდა დაყენდეს ყველაფერი და იმუშაოს ხოშიანად. ყველას ხო არ აქვს მაგ ჩალიჩის გამოცდილება და ნერვები.
  3. ვიზუალით არაა ორიგინალი. მე დამეწვა ერთი 360-ის კონტროლერი და ძალიან დამწყდა გული მინდოდა ახალი xbox one-ის კონტროლერის ყიდვა მაგრამ სოფლის კომპზე არ მაქვს მექანიკური კლავიატურა და მაგან გადაწონა პრიორიტეტის ლისტში.
  4. მოვსინჯე მეც. სოფელში ძველ სისტემაზე. rx 580 8GB და ჩემთანაც გაძვრა სული. ლოუზე დააყენა ავტომატურად. თუმცა მედიუმზე რომ ავწიე 60-iის ფარგლებში არის მაგრამ ეგ ცოტაა. freesync მონიტორზე ვთამაშობ და ძაან ცუდი აღარაა. თვითონ თამაშს რაც შეეხება COD-ის გულშემატკივარი ვარ მე და არაფერი COD-ის ამას არ აქვს(კიდევ კარგი). ნეგატიური შეფასებები აქვს როგორც ვიცი ზოგადად. რუსული რევიუები ვნახე. ფასი კი მოთხარეს გემრიელი. COD-ს არ ვყიდულობ ამის გამო რომ სადღაც 145 ლარი ჯდება. არასდროს ეგრე ძვირი არ ღირებულა და ახლა რამ გაამწარათ არ ვიცი. ამას მითუმეტეს არ ვიყიდი სანამ შაურმის ფასი არ დაედება(2-3 წელიწადში ). გრაფიკაც რომ ვთქვა რაიმე ახალიათქო არაა. მოკლედ ეს BF-ის გულშემატკივრებმა იდარდონ
  5. ვერ დაგეთანხმები ვერანაირად. საიდ მისიები სწორედ მაგარი აქვს. კონტრაქტებია პრიმიტიული. ბოლო 5 წლის საუკეთესო თამაშია ჩემთვის. მანამდე witcher 3 რომელიც ყველა დროის საუკეთესო ტამაშია
  6. far cry-ის სერია არასდროს მომწონდა. არასდროს გამივლია გულში მეყიდა შეტეხვით კი შეუტეხავთ. ბოლოს მესამე ფარქრაი დავხურე. იროკეზი ვარცხნილობით რომ იყო ვირაც ის. პირველი ნაწილი მომწონდა. იდეაც სხვა იყო იქ. მერე და მერე აურიეს. მეორე ნაწილში ტაქსისტი იყავი ოფიციალურად თუმცა ტექნიკურად ნორმალური თამაში იყო. მოკლედ გავჰკარი ამ თამას. ალბათ Ubic ასე ფიქრობს ჩემნაირებზე თორე მზეობების შემოტენვას ხო არ ეცდებოდნენ ყოვე წელს
  7. აი ჰევ ნოუ აიდეა მაინც Origin-ს უკავშირდება თურმე და იქედან ეშვება. ცხადია არ გაეშვებოდა. ისე ძაღლი და ღორი თამაშობს ქართველებიც კი და გამოდის ყველას პრედზაკაზი აქვს მიცემული. არ ყოფილა გაჭირვება ამ ქვეყანაში. მართალს ამბობ ოცნება
  8. ამათი სიტყვების თამაშის დედავატირე. ღია ბეტა დაიწყო ვითომ და 8-მდე არააო ახლა მოთხარეს. წინასწარი შეკვეთა ვინც მისცა და EA-ის აქსის ვინც ფლობს ისინი 2 დღეა თამაშობენ თუ მეტი უკვე. გადმოვწერე და არ მიშვებს. ახლა გავიგე რომ 8-ში იქნებაო ახლა Steam-დან ვიწერ და ვნახოთ
  9. გენიალური წიგნია და სერიალიც თუ მაღალი ხარისხის გამოუვიდათ მშვენიალური იქნება. ჩავუჯექი ახლა და ვნახოთ. Foundation
  10. კი პირველად დავრჩი მაგრამ არაერი ხეირი. მერე გადმოვედი ისევ წინა სეივზე და ნუ სხვადასხვა დასასრულები ვცადე მაგრამ დიდად არცერთი მომეწონა. მოკლედ დასასრული არ მისწორდება ამ თამაშის. ახლაც ჩაწერილი მაქვს და ზოგჯერ შევბოდიალდებიხოლმე. ვიზოგავ
  11. ორივეჯერ ოჯახთან გავუშვი. სხვა აზრი არც მომსვლია
  12. მე მაქვს მაგთი სოფელში უკვე 2 წელიწადია. რეგიონალური პაკეტი რაღაც. 34 ლარს ვიხდი ახლა. ერთი დამატებითი ტელევიზიის პაკეტი მაქვს, 20მბ ინტერნეტი და კიდე 4 ლარიანი რაღაც "ჩემები" ერთმანეთში სალაპარაკოდ. აქციას გასდის 2 წლის მერე ახლა ნოემბრის ბოლოს ვადა და 54 ლარი გახდება. ალბათ ქართულ არხებს დავიტოვებ მხოლოდ და ვნახოთ რამდენს დავზოგავ. ინტერნეტს რაც შეეხება წყვეტა არ აქვს(არ შემიმჩნევია). გათიშვით კიდე თუ სადმე უბანსი მანქანამ გამოსდო ოპტიკას და გაგლიჯა მხოლოდ მაშინ ითიშება. ეგეთი რამე 2 წლის მანძილზე 2-3ჯერ მოხდა. მერამდენე ქვექსელია კაცმა არ იცის და პორტებს ვერ ვხსნი და ვერ ვსარგებლობ. არც მაგთიში მყავს ვინმე რომ იქნებ ჩემ ქსელამდე რომელიმე ერთი პორტი გამიღონ რომ მერე დავამისამართო სხვები. ხოდა ვარ მოკლედ ასე უაზრობაში. ინტერნეტია მაგრამ ვერ ვსარგებლობ სრულყოფილად. სილქის ოპტიკა კიდე ჯერ არ მოსულა აქამდე თორე მაგასაც მოვსინჯავდი
  13. მე სიამოვნებით გადავალ როცა ისევე გამარტივდება და ერთი კლიკით ჩაირთვება თამაში როგორც windows-შია. win 11-იც კი მაიკროსოფტმა ლინუქს მიაახლოვა ვიზუალით მაინც და რაღაც ფუნქციები კომანდლაინიდან თავისთანაც გაუშვა. ასე რომ რომ ენძვრით და იდეების ნაკლებობა აქვთ მაგას ხვდებიან. რამდენიხანია ერთიდაიგივე პლასტინკას ატრიალებენ. ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა რომ ლინუქსში საკმაოდ კარგად ვერკვევი მეც კი არ დავაყენებ ძირითად OS-ად. თუმცა ვგულშემატკივრობ და გადასვლაც არ გამიჭირდება. ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ და პირატული ქონთენთი ასე ფართოდ არ იყოს გავრცელებული ლინუქსი ბევრად წინ იქნებოდა ჩვენტან. მსოფლიოში კიდე მაგის ლიცენზიის ყიდვის პრობლემა არ აქვს ხალხს 5-6 წელიწადში ერთხელ იყიდიან უპრობლემოდ ახალ ვინდოზავრს ასე რომ სიმარტივეა მათთვის უფრო განმსაზღვრელი ფაქტორი და აშკარა უპირატესობა თუ არ დაინახეს არ გადავლენ. მოკლედ მე გავარტყი windows-ს მაგრამ იძულებული ვარ მაინც ამ გარსში დავრჩე..
  14. ეს რა პროცესორებია აქამდე რო არ მსმენია? სერვერებშია ხო მხოლოდ? და გათმოთვლითი სიმძლავრე სერვერულ ოპერაციებზეაქვს ხოშიანი თუ სამომხმარებლო დონის ინსტრუქციებსაც ამუშავებს? მოკლედ crysis-ს გაქაჩავს?
  15. ჩემთვის იპოვეთ 10 განსხვავებაა. რა აზრი აქვს? მაინც არ აქვს ამ თამაშს აქცენტი გრაფიკაზე და რატო გვტენიან? თუ უფასოდ დაგვირიგებენ?? არც ამის რემასტერდ ვერსიის აზრი მესმის და არც life is strange-ის.
  16. მე მერსედესის გულშემატკივარი ვარ და რაც F1-ის ყურება დავიწყე იმის მერე ეგრეა. ფერარი შუმახერის დროს გუგუნებდა უფრო ადრე არ ვიცი სიმართლე რომ ვთქვა. მაგარი ხმა ქონდა მაშინდელ ძრავებს. საბურავის ჩადგმები მიდიოდა ხშირად და ექშენი იყო. ამ ძრავებმა როგორღაც შეამცირეს დინამიკა, მოდუნებული ვუყურებ. ტაქტიკური ბრძოლებიც უფრო ხშირია ვიდრე ადრე. რედ ბულს ვერ ვიტან იმის მერე რაც რამდენიმე წლის უკან ცალკარას იგებდახოლმე. ვერსტეფანი პერსპექტიული ტიპია და არდანახვა შეუძლებელია. რისკიანიცაა და უხდება ეგ ამ სპორტს. ჰამილტონიც რომ მიდის გამიტყდა.. მაგის კარტინგის მანქანებით რბოლები რომ მაქვს ნანახი წვიმაში მხეცივითაა. ისე ეს სპორტი სუფთა პრესტიჟის ამბავია თუ არა ისე რა მოგება მოაქვს? არც არაფერი. ძალიან ძვირიანია და მაგხელა შემოსავალს არამგონია ტოვებდეს წლიურად გუნდებისთვის. ახალ ბოლიდებზე არაფერი ვიცი. გადავხედავ მერე აბა. ბეტმენის მანქანას კი ამსგავსებენ ყოველწლიურად
  17. არც ჩემთან მაგრამ emoney-დან ვრიცხავხოლმე ანგარიშზე და იქედან ვყიდულობ.
  18. რუსულ სთიმზე 855 რუბლი ღირს ultimate ვერსია და 11,74უსდ გამოდის რა. და სტანდარტი 7,44USD. ვისაც ყიდვა უნდა კარგი დროა 2 შაურმის ფასია
  19. ბოლო დროს ხო არ გაწმინდე ან რამე და კარგად არ ზის სლოტში. კვება ხო კარგადაა მიერთებული. დრაივერი DDU-თი წაშალე და ისე დააყენე ახლიდან. ან კარტას ერხევა მაგრამ ცუდზე ბოლოს
  20. გაურკვეველი წარმოშობის კონტროლერი რო არ მუშაობდეს ახალ სისტემაზე რა გასაკვირია. არ ღირს წვალებად ჩემი აზრით
  21. მეც ეგრე ვფიქრობ რომ უაზროდ ძვირია მაგრამ იმასაც ვთვლი რომ ჩემი მოთხოვნების შესაბამისად(ვიზუალი და ტექნიკური მხარე) საუკეთესოა. არ მიყვარს ეს სამსუნგები და 900გბ ოპერატიულები და 200 ბიღთვი თითქოს უფრო მეტს აკეთებს რამეს. რაც ყველაზე მთავარია ისეთი OS აქვს iphone-ს რომ შედარებით სუსტ ჰარდზეც მხეცივით მუშაობს და რად მინდა უფრო მაღალი პარამეტრების სხვა ფირმის სმარტფონი არ მესმის. ნუ ფასი როგორც ავღნიშნე სხვა თემაა და ამიტომაც ვარ დღემდე 2016 წლის iPhone Se-ზე რომელიც დღემდე მშვენივრად მემსახურება. ბატარეა ჩემი მიზეზით გაფუჭდა სოფელში სანამ ინტერნეტს შემოიყვანდნენ საათობით მქონდა კომპში გაზიარებული სმარტიდან ინტერნეტი და დედა ეტირა თუმცა 2016 წლიდან დღემდე 80%-ზე აქვს ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბატარეის სიცოცხლე. ვფიქრობ მომავალ წელს მაინც დავაფგრეიდდები 13 Mini-ზე მაგრამ ფასები მართლა არაადეკვატურია და ცოტა გული მეთანაღრება. ხო კიდე იმის თქმა მინდა რომ ჩემ ძველ მოდელზე ახალი OS-ის განახლებაც ჩვეულებრივ მოდის დრემდე და არანაირი შეფერხება არ შემინიშნავს. მოკლედ მე მომწონს ეს სმარტი მაგრამ მთლად თვალებზე გადაკრული ბინდით არ ვარ აიდა საუკეთესოათქო. უბრალოდ ჩემთვის იდეალურია და არც მომავალში ვაპირებ სხვა ბრენდზე გადასვლას მითუმეტეს რომ მინიმალური მოთხოვნები მაქვს სმარტის მიმართ. ლამაზი დიზაინი, ოპტიმიზაცია რომ არ ლაგავდეს და რესტარტები არ მჭირდებოდეს. მოსახერხებელი UI და ინტერნეტი იმდენად რომ ტაქსს ვიძახებდე საუბრით და სმს-ბით რომ 2 დღე მაინც მიძლებდეს ბატარეა. ამ ყველაფერს აქამდე გამოსული ნებისმიერი მოდელი 12-დან ზევით აკმაყოფილებს. 2016 წლის SE -დან ზევით 12-მდე დიზაინი საშინლად არ მომწონდა და 12-დან ძლივს იდეალურს მიუახლოეს. ჰო კიდე ტაფა სმარტები არ მომწონს. ინტერნეტში მთელი დღე ჯდომა და სოციალური ქსელების სქროლვა მაინც არ მიწევს. არ ვსარგებლობ ეგეთი რარაცეებით ასე რომ ძალიან უნდა მოიდნომონ რომ არ მომეწონოს iPhone ერთადერთი მინუსი ჩემთვის ფასია და როგორც ჩანს დღემდე ყველაზე დიდი მინუსი თორე აქამდე შევცვლიდი ახალი მოდელით.
  22. Lucifer_ის ფინალური სეზონი ჩავამთავრე. ერთერთი საუკეთესო სერიალია ჩემთვის(ზოგიერთი სეზონის გამოკლებით) რაც კი ოდესმე მინახავს. IMDB-ზეც 8.2
  23. თავიდან რაღაც მისიები გაბაგული იყო და თავიდან დავიწყე ერთხელ რომ დავხურე მაგის მერე. ახლა უფრო გულიანად მივყვები მაგრამ სოფელში ვთამაშობ ძველ კომპზე და მესამედ კიდე ვგეგმავ დავხურო ოღონდ მერე მაქსიმუმ გრაფიკაზე. სიმართლე ისაა რომ გრაფიკა და მაღალი პარამეტრები ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი გახდა ჩემთვის იმდენად საინტერესო და ატმოსფერული თამაშია. მე ძალიან მომწონს
  24. ახლა ჩავრთე და რაღაც განახლებას აკეთებს კიდე. ნეტა ცოტა გამოსწორდეს სხვებისთვისაც თორე ჩემთვის ბოლო წლების საუკეთესო თამაშია რაც მითამაშია
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.