Jump to content

Leaderboard

  1. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      5

    • Posts

      5887


  2. Harmony Lines

    Harmony Lines

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      9602


  3. david_888

    david_888

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      17006


  4. მათე

    მათე

    მოდერატორი


    • Points

      4749

    • Posts

      15097


Popular Content

Showing content with the highest reputation on 11/12/18 in all areas

  1. ცნობილი გახდა, რომ 2019 წლიდან NVIDIA გადადის 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. მცირე ხნის წინ კომპანია AMD-მ წარადგინა 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე წარმოებული EPYC Zen 2 პროცესორები და Vega სერიის ვიდეო ბარათები. შედეგად, AMD აღმოჩნდა დისკრეტული GPU-ების მსოფლიოში პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელმაც პირველმა გამოიყენა 7 ნანომეტრიანი წარმოების ტექნოლოგია. DigiTimes-ის ინფორმაციით, NVIDIA 7nm TSMC ტექნოლოგიის გამოყენებას მომავალი წლისთვის აპირებს, რის შედეგადაც იგი კონკურენციას გაუწევს AMD-ს. ხსენებული ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებით გაიზრდება Turing სერიის ბარათების წარმადობა/ეფექტურობა - მათი ძირითადი გრაფიკული არქიტექტურის ცვლილების გარეშეც კი. რაღა თქმა უნდა, NVIDIA-ს გეგმები მოულოდნელობას არ წარმოადგენს - საუკეთესო, წამყვანი გრაფიკული პროცესორები საუკეთესო ლითოგრაფიას საჭიროებენ. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/21987/nvidia-perehodit-na-7nm
    3 points
  2. Microsoft-ი მომხმარებლებს სთავაზობს Xbox One X კონსოლს ყველაზე დაბალ ფასად Black Friday-სთვის, კონსოლი 100 $-ით ნაკლებ ფასად გაიყიდება აღნიშნულ პერიოდში. შემოთავაზება ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სავაჭრო მაღაზიებში, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ფასდაკლება განსაზღვრულია მხოლოდ 18-დან 26 ნოემბრამდე პერიოდში. 100 $ დააკლდება აგრეთვე Xbox One S Minecraft კომპლექტს, 70 დოლარი - სხვა კომპლექტებს, რომელიც შეიცავენ Forza Horizon 4 თამაშს. Microsoft-ი ასევე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებლებს Xbox One-ის თამაშებზე: 50 %-ით ნაკლები ეღირება Forza Motorsport 7 და Sea of Thieves, 35 %-ით ნაკლები კი სხვა ტიტულოვანი თამაშები. ეს შემოთავაზება ხელმისაწვდომი იქნება 22-დან 30 ნოემბრამდე. თამაშებზე შემოთავაზებები დიდია, თუმცა მათგან უმეტესობა Microsoft Xbox Game Pass-ის გამომწერებისთვისაა განკუთვნილი. 10 ნოემბრიდან 3 იანვრამდე Xbox Game Pass-ის პირველი თვის საფასური მხოლოდ 1 დოლარი იქნება. მისი სტანდარტული ფასი თვეში 9,99 დოლარია. ყოველთვიური გამოწერით მომხმარებლები მიიღებენ წვდომას 100-ზე მეტ თამაშზე. https://www.theverge.com/2018/11/10/18083294/xbox-one-x-black-friday-deal-microsoft
    1 point
  3. თანამედროვე მაღალბიუჯეტიანი თამაშები სულ უფრო მეტ სანახ სივრცეს საჭიროებს. Microsoft-ი და Sony მომხმარებელს სთავაზობენ კონსოლებს 500 გიგაბაიტი ან 1 ტერაბაიტი მოცულობის მქონე დრაივით, თუმცა შესაძლოა, არც ეს იყოს საკმარისი თამაშების მთელი ბიბლიოთეკის შენახვისთვის. რაღა თქმა უნდა, არსებობს დამატებითი მეხსიერების ვარიანტები როგორც Xbox One-ის, ასევე PlayStation 4-სთვის, თუმცა ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა კონსოლებს ჰქონდეთ მაქსიმალური მოცულობის მქონე შიდა დრაივი. Sony-მ დააანონსა PS4 Pro-ს ახალი ვერსია, რაც მიზანმიმართულია სწორედ ხსენებული პრობლემის გადაჭრისკენ. PlayStation-ის იაპონური ქვეგანყოფილების თანახმად, მალე ვიხილავთ PS4 Pro-ს ახალ ვარიანტს 2 ტერაბაიტიანი მყარი დისკით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოდის PS4 Pro 2 ტბ მეხსიერებით - მცირე ხნის წინ Sony-მ შეზღუდული ტირაჟით გამოუშვა საიუბილეო კონსოლი 2-ტერაბაიტიანი HDD-ით: ამით კომპანიამ აღნიშნა 500 მილიონი PlayStation-ის გაყიდვა. ამჟამინდელ შემთხვევაში კი საუბარია PS4 Pro-ს ჩვეულებრივ, საყოველთაო ვერსიაზე, რაც ნამდვილად სასიხარულოა. PlayStation-ის ბლოგზე კომპანია Sony-მ განაცხადა, რომ ახალი 2 ტერაბაიტიანი PlayStation 4 Pro-ს გაყიდვები იაპონიაში დაიწყება 2018 წლის 21 ნოემბრიდან. ახალი კონსოლის ღირებულება დაახლოებით 400 აშშ დოლარი იქნება (44 980 იენი). აღსანიშნავია, რომ ეს ფასი სრულებით შეესაბამება სტანდარტული 1-ტერაბაიტიანი PlayStation 4 Pro-ს ფასს. როდისთვის გახდება ახალი კონსოლი ხელმისაწვდომი იაპონიის ფარგლებს გარეთ ჯერჯერობით უცნობია. მისი შეძენა მეტად მიმზიდველი იქნებოდა წინასაშობაო გაყიდვებზე ყველასთვის, ვისაც სურს შეიძინოს თავისი პირველი PS4. https://3dnews.ru/977716
    1 point
  4. რა ჩააწყე ეგეთი ყველა ფორუმზე მოდერი რო ხარ? კურსები გაიარე ?
    1 point
  5. stan lee დაბრედილა https://www.hollywoodreporter.com/news/stan-lee-marvel-comics-legend-721450 https://www.imdb.com/name/nm0498278/
    0 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.