Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 09/20/14 in all areas

  1. დღეს წარმოგიდგენთ NVIDIA-ს ახალი თაობის ვიდეობარათს GTX 980-ს ASUS-ს უძლიერეს ვერსიას, რომელიც ასე გამოიყურება ეს ვიდეობარათი დაფუძნებულია GM 204 ჩიპზე. მას აქვს 2048 CUDA core-ები, 64 Raster Operating Units (ROPs), 128 Texture Mapping Units (TMUs), 4 GB GDDR5 ტიპის მეხსიერება 224.4 GB/s გამტარობით. ჩიპს გააჩნია 16 Streaming Multiprocessors “Maxwell” (SMM) მისი სიხშირეებია base clock -> 1178MHz boost clock -> 1279MHz. მას აქვს DirectX 12 API-ს მხარდაჭერა და OPenGL 4.4-ს მხარდაჭერაც. აქვს ASUS-ს 3 წლიანი გარანტია. მასში არის 5.2 მილიარდი ტრანზისტორი, ხოლო თავად ჩიპის ფართობი შეადგენს 398 mm2-ს ეს ვიდეობარათი რა გასაკვირიც არ უნდა იყოს მოითხოვს მხოლოდ და მხოლოდ 165 w-ს ანუ კარგ 500 W-იანზე თავისუფლად იმუშავებს. მას მხოლოდ 2 ცალი 6 pin-იანი შესაერთებელი სჭირდება. შეიძლება ითქვას რომ MAXWELL არის სასწაული OVERCLOCKER ASUS-ს ვიდეოს შედეგები არ მაქვს მაგრამ განახებთ Gigabyte-ს 980 windforce-ს შდეგებს, რომელიც ასე გამოიყრება ეს უკვე ხუმრობა არაა 1547 MHZ boost-ზე ჰაერზე რაც 980-ს სტოკ boost-დან 331 MHZ-თ მაღლაა. + მეხსიერებაც 1000 MHZ-თ დარაზგონებულია და დგას 8 GHZ-ზე გვაქვს soft-ს მხრივაც წინსვლა. მას ექნება ახალი თაობის ფიზიკის მხარდაჭერა და ასევე ახალი თაობის aliasing-ს მხარდაჭერა (MFAA) რომელიც ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე არსებული MSAA და დაახლოებით MFAA2x >= MSAA 4x ესეც MFAA-ს დემონსტრაცია მას ასევე აქვს ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერა Dynamic Super Resolution (DSR) ეს გავს Downsampling-ს (ამის შესახებ დაწვრილებით აქ მიწერია ---> ). ანუ თქვენ თუ გაქვთ 1080p მონიტორი შეგიძლიათ ითამაშოთ 4k გაფართოებაზე და გამოსახულება ბევრად უფრო კარგი იქნება. AA-ც არ დაგჭირდებათ (პირადად მაქვს ნაცადი მსგავსი რამ გემახსოვრებათ თემაც მქონდა გახსნილი) ფაქტიურად 4k gaming ხარისხი 1080p მონიტორზეც კი ეს DSR-ს დემონსტრაცია აქვს კიდევ ერთი ახალი ტექნოლოგია Voxel Global Illumination (VXGI) ეს არის NVidia GameWorks-ს ნაწილი (GameWorks-ზე დეტალურად აქ მიწერია ) რომელიც გამოიყენება დინამიური ნათების ეფექტების შესაქმნელად. ესეც მისი დემონსტრაცია მას აქვს NVIDIA surround-ს მხარდაჭერა მაქსიმუმ 4 მონიტორით. განლაგება ასეთია NVidia-ს მიხედვით ვიდეობარათების სიმძლავრე ძალიან საინტერესო შედარება GTX 980 vs GTX 780 Ti vs R9 290X CRYSIS 3-ში ტესტები გატარებულია i7 3770K-ზე 1080p გაფართოებაზე როგორც ხედავთ ჯამში 980 ჯობია ამ ორივე ბარათს. ამ ტესტში 980-მა 290x-ს 14%-თ ხოლო 780 ti-ს 5%-თ აჯობა. შედარებისთვის ეს ბარათი GTX 680-ს ჯობს 61%-თ და მოიხმარს იგივე ენერგიას და არის იგივე memory bus-ზე 256 bit ესეც ბენჩები იგივე ვიდეოებზე სხვადასხვა თამაშებში. კერძოდ: Battlefield 4 CRYSIS 3 Metro LL Tomb Raider 2013 Bioshock Infinite შედეგები ეს კი იგივე ბენჩები 1440p გაფართოებაზე შედეგები გვაქვს 4 way SLI-ს გაკეთების შესაძლებლობაც ეხლა კი წარმოგიდგენთ GTX 980 3 WAY SLI-ს 4K გაფართოებაზე. ტესტები ჩატარდა i7 5960x-ზე რომელიც მუშაობდა 4.6 GHZ-ზე. აღსანიშნავია რომ მოცემული ვიდეობარათებიდან თითოეული მოიხმარდა idle-ზე 13 w-თ ხოლო დატვირთვაზე 97 w-თ ნაკლებ ენერგიას GTX 780 Ti-სთან შედარებით. უფრო დაწვრილებითი ტესტები ----> http://www.guru3d.com/articles_pages/gigabyte_geforce_gtx_980_g1_gaming_review,12.html ესეც მაგარი შედეგი ესეც ბენჩმარკი ამ მხეცუნაც ფასი იქნება 549$ Amazon-ზე უკვე დევს გასაყიდად http://www.amazon.com/Gigabyte-GeForce-Overclocked-Graphics-GV-N980D5-4GD-B/dp/B00NH2D2M6/ref=sr_1_13?ie=UTF8&qid=1411115140&sr=8-13&keywords=nvidia+gtx+980 მოკლედ ეს ვიდეო რაც ვნახე 780 ti-ზე ძლიერია და ძალიან მაგრად რაზგონდება. გაითვალისწინეთ რომ ახალი არქიტექტურაა და დრაივერები რო გამოვა performance კიდე უფრო გაიზრდება NVIDIA მაგაში მაგარია და ჩემ 660-ზეც დავრწმუნდი. მოკლედ MAXWELL-მა ნამდვილად გაამართლა. და ეს ყველაფერი არაა GTX 980 Ti კიდევ წინაა... მადლობთ ყურადღებისთვის თემა მოამზადა matusala-მ
    3 points
  2. ვეღარ მოასწრებენ ისეთი ფასი აქვს 970ს :დ აქამდე უნდა ეფიქრათ :დ
    3 points
  3. ძველი საბერძნეთის შემადგენლობაში შედიოდა რეგიონი ,,ლაკონია''. (აქედან მოდის სიტყვა ლაკონური) ლაკონიაში მცხოვრები ხალხი სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდა, ამ რეგიონში შედიოდა სპარტაც. კლასიკური მაგალითი სპარტელების ლაკონურობისა გახლავთ პასუხი წერილზე მაკედონიის მეფის ფილიპ II–ისა, რომელსაც სურდა ქალაქის აღება: “მოგიწოდებთ ახლავე დაგვნებდეთ, რადგან ,,თუ'' ჩემი ჯარი დაპყრობს ქალაქს , ჩვენ გავანადგურებთ მოსავალს, დავაწიოკებთ მოსახლეობას და დავანგრევთ ქალაქს!” სპარტელები საპასუხო წერილში ერთი სიტყვით შემოიფარგლენ: “თუ”
    2 points
  4. 1. GPU -ს და საერთოდ ვიდეოს არქიტექტურა ( Rops/TMUs), GPU -ს სიხშირე. 2. Pixel Fillrate ( პიქსელების რაოდენობა, რომლის დახატვაც შეუძლია ვიდეოს წამში, იზომება: მილიარდი პიქსელი წამში GPixel/s ) 3. Texture Fillrate ( ტექსტურების რაოდენობა, რამდენის გამზადებაც შეუძლია ვიდეოს წამში, იზომება ერთეულით: მილიარდი ტექსტურა წამში GTexel/s ) 4. Bandwidth ( VRAM -ს გამტარობა, იზომება: გბ/წამში, GB/s ) 5. Bus Width ( GPU -ს და VRAM -ს შორის გამტარობა, იზომება: ბაიტებში. Byte ) 6. Memory Size იგივე ( VRAM ) ( ვიდეოს ოპერატიულის მახსოვრობა, იზომება: გიგაბაიტებში. GB )
    2 points
  5. ფიქრობენ კიდევ დაიწევს წინა სერიების ფასებიო და მაგიტომ იშორენებ 970 რომ დაითრიონ რომელიც მართლა კარგი გამოუვიდათ ფასთან მიმართებაში ახლა 780-ს რო გაყიდი და თანხის დამატებით 970-ზე გადახვალ არამგონია სწორი ნაბიჯი იყოს, ან 780ტი გაყიდო და 980 იყიდო საერთოდ გაუმართლებელი ნამდვილად 850-900 ლარს ვინ გადაიხდის 780-ში როცა 970 უფრო იაფადაა
    2 points
  6. მოგესალმებით, დღეს განვიხილავ ASUS-ის უახლეს X99 ჩიპსეტზე დაფუძნებულ 2011-v3 სოკეტის high-end დედაპლატას ASUS X99-DELUXE. რომელიც აღჭურვილია SLI/Crossfire, AC WiFi, Sata 3 კონექტორებით, უახლესი M.2 პორტით, Overclocking შესაძლებლობებით, Cool audio გამოსასვლელით და რაღათქმაუნდა PCI-E სლოტებით... რაც შეეხება მის დიზაინს ის მაქსიმალურად შეცვლილია დიზაინერების მიერ, 1150, 2011, 1155 სოკეტების DELUXE მოდელის დიზაინისგან, მისი ფერი შეიცვალა თეთრით, რაც ბევრად უფრო მიმზიდველს და დახვეწილს ხდის აღნიშნულ მოდელს... აღნიშნული დედაპლატისტვის თავსებადია Haswell E სერიის 2011-v3 სოკეტის პროცესორები, რომელიც 2014 წლის სექტემბერში გამოვიდა ბაზარზე და დღეს-დღეობით არსებული ყველა სხვა თაობაზე მძლავრია, აღნიშნულ თაობაში ყველაზე მძლავრი პროცესორია Intel Core i7-5960X, ასევე საკმაოდ გაუმჯობესდა მემორი კონტროლერი, და დაიწყო ახალი ერა, მეხსირება DDR3-ს მაგივრად ამ პროცესორებს DDR4 მახსოვრობის კონტროლერი უყენიათ რომელიც დაახოებით 35%-40%-ით სწრაფია DDR3 მახსოვრობის კონტროლერზე, აღნიშნულ დედაპლატას Quad channel აქვს DDR4 ოპერატიულისტვის და მისი მინიმალური სიხშირე იწყება 2133MHz-დან და ადის 3200MHz-ზე რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია... მაქსიმალური რაოდენობა 64GB, ძირითადად ამ ხაზში გამოკვეთილია 3 მოდელი, რომლებიც წარმოდგენილია 2 6 ბირთვიანი და 1 8 ბირთვიანი მოდელით, ასევე 12 ბირტვიანი პროცესორების ხაზიტაც რომლებიც სერვერული ხაზის პროცესორებად ითვლება და ცნობილია Xeon სახელწოდებით... კონკრეტულად რაც შეეხება DELUXE- დედაპლატას, მას აქვს 3 გაუმჯობესებული 3 802.11 a / b / g / n / AC WIFI მიმღები, დამატებულია M2 SSD და M2 SATA Express პორტები, ამ მოდელს ასევე აქვს 5 ოპტიმიზაციის რეჟიმი, რომელიც ალბათ ყველასთვის ცნობილია ჯერ კიდევ UEFI ბიოსების დამკვიდრების შემდეგ, ეს რეჟიმი აერთიანებს TPU, EPU, DIGI + Power Control, დამატებული პლიუს ფანების კონტროლი სურვილისამებრ და ასევე Xpert3 და Turbo პროგრამები სპეციალურად ენთუზიასტებისთვის და ოვერქლოქერებისთვის, LGA2011-v3 OC socket.Haswell-E ად ითვლება ამ სოკეტის პროცესორებს საკმაოდ კარგი აჩქარების პერსპექტივა აქვს და ეს განპირობებულია, მასში ჩაშენებული კარგი მახსოვრობის კონტროლერით რაც გვეხმარება პროცესორი მაღალ სიხშირეზე დავასტაბილუროთ, 2011 სოკეტში იყო დამატებით პინები რომლებიც გამოუყენებელი რჩებოდა, ანუ ფაქტიურად სამაგრის ფუნქციას იტავსებდნნენ და asus-ს აქვს მხარდაჭერა გამოიყენოს ეს დამატებითი პინები პროცესორებს მეტი ძაბვა მიაწოდონ უკეტესი მემორი კონტროლერიც საშვალებას გავძლევს LN2 ექსტრემ ოვერქლოქინგის ჩასატარებლად, Hyper M.2 X 4 პორტი დაემატა ასევე აღნიშნულ დედაპლატას რაც 32GB/s გაზრდის სისწრაფეს... DELUXE-სს უყენია პრემიუმ კლასის იაპონური კონდენსატორები, რაც მის ხარისხს უსვამს ხაზს... ეს ის ბორდია რაზეც ის ყველაფერი წერია რაც ზემოთ გესაუბრეთ უფრო თვალნათლივ რომ დაინახოთ: სხვაობა ჩვეულებრივ Sata 3-სა და Sata Express პორტს შორის: რაც შეეხება 3D ბენჩებს ამ დედაპლატით: (პროცესორი i7-5960X) ესეც ჩემი ფავორიტი ბენჩი Vantage..^^ მატებას როგორც ხედავთ ძალიან დიდია, მთელი 11K... asus X99 DELUXE კომპლექტაცია: Crystal sound 2, აღნიშნული დედაპლატა აღჭურვილია მაქსიმალური პროგრამული უზრუნველყოფით ხმის სარეგულირებლად, პროგრამაში ჩაშენებული ეკვალაიზერითურთ, ასევე დიზაინი შექმნილია სპეციალურად გეიმერებისთვის, (დიდი გეიმერი არ ვარ მაგრამ ვერ დავმალავ იმ ფაქტს რომ ძალიან მოვიხიბლე მეც) და ბოლოს მეგორბებო შესანიშნავი 3-ული: X99 WS, X99 Deluxe და X99 Rampage V Extreme... თქვენთვის გაისარჯა ვანო იგივე NvidiaFan, გისურვებთ წარმატებებს და უკეთესზე უკეთეს ჰარდს...
    2 points
  7. 2 points
  8. მენანება ფული თორე ვიყიდიდი. მარა ონლაინს მირჩევნია დაკრეკილი გადმოვწერო, ორი ჯოისტიკი ვიყიდო 360-ის pc-ზე რო მუშაობს ამაზონიდან და უფრო კაი პონტი იქნება მეგობრებში თამაში.
    2 points
  9. Grichika, შენი თემები და პოსტები უნდა დავაკაბადონოთ და წიგნად გამოვცეთ
    2 points
  10. ეხლა ვნახე რაღაც ალგორითმით კუმშავს თურმე ინფორმაციას და უფრო ეფექტური გამტარობა აქვს მაქსველს სადღაც 20-25% არისო საშუალოდ
    2 points
  11. გაუმარჯოს სასტავს. მოკლედ ეს კარტა კარგა ხანია უკვე მაქვს და ვერაფრით ვერ მოვიცალე, რომ დაბენჩა. მოკლედ გამოვნახე დრო და დავიწყე. რამდენი ტესტი დაგროვილა საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა შემდეგი მიზეზების გამო. პირველი მიზეზი ის იყო, რომ ოპერების 2000ს ზევით დაბალ ტაიმინგებზე ვერ ვასტაბილურებდი. მერე გადავწყვიტე რო ამომეღო 3 ცალი და ვუალა გაეშვა ნორმალურ სიხშირეზე და ტაიმინგებზე. მეორე მიზეზი იყო ის, რომ ვინდოუს სევენზე ყველა ბენჩი პირველი ვიდეო ტესტის მერე ეკიდებოდა და ეკრანი შავდებოდა. ვინდოუსი არ იფრეზებოდა უბრალოდ ბენჩი ეკიდებოდა და ჩერდებოდა ტესტი. არც დრაივერის ერორს აგდებდა არაფერს, უბრალოდ ჩერდებოდა. 3სხვადასხვა ვინდი ვცადე მაგრამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. მერე ძველი დრაივერებიც ვცადე დაჟე დინოზავრის დროინდელი დრაივერიც დავაყენე მარამ მაინც არ ქნა. რა მექნა სხვა გზა არ იყოო და დავაყენე ისევ 8 და ყველა ბენჩი გაეშვა საკაიფოდ. ვიცი, რომ რანკინგში არ მიიღება ჩვენთან მაგრამ ჰვ ბოტზე დავდებ მაინც იქნება და მიიღონ იქ მაინც. აქ იყოს მაინც შედარებისთვის ეს თემა. მინდა ავღნიშნო, რომ რაზგონის დასტაბილურებაზე საერთოდ არ მიწვალია წყლის გაგრილება მართლა ძალიან მაგარი რამეა. ვიდეო ძალიან კარგად დარაზგონდა და შედეგებს ქვემოთ ნახავთ. რაც შეეხება ტემპერატურებს > პროცესორი 1.6ვ _ 4.8გჰც. ვიდეოს ბუსტი კი 1350ზე ავიდა. პროცესორის პირველი ბირთვის მაქსიმალური ტემპერატურა რაც მახსოვს იყო 70გრადუსი და ვიდეოსი 48-50გრადუსი. უხარისხო ფოტოებისთვის ბოდიშს ვიხდი მერე გადავუღებ აპარატით. VANTAGE Unigene B, DX9 ICE STORM CLOUD GATE FIRE STRIKE FIRE STRIKE EXTREAM 3D Mark 11 E 3D MARK 11 P 3D MARK 11 X
    1 point
  12. ქალაქ ბერლინში მიმდინარე ტექნოლოგიურ კონფერენცია IFA 2014 ზე კომპანია Sony ც წარდგა და წარმოადგინა Xperia სერიის სმარტფონების რამდენიმე ახალი მოდელი მათ შორის ახალი ფლაგმანი Z3 , მისი მინი ვერსია Z3 Compact და ბიუჯეტური E3 , ასევე პლანშეტი Z3 Tablet Compact , Smartwatch 3 და სხვადასხვა აქსესუარები. როგორც მოსალოდნელი იყო ახალი ფლაგმანი Xperia Z3 დიდად არ გასხვავდება წინა მოდელის Z2 ისგან , იგი დაიხვეწა დიზაინის მხრივ და კამერით , დანარჩენი მახსაიათბლებით კი პრაქტიკულად იგივე დარჩა. მისი მონაცემები ასე გამოიყურება: წყალ და მტვერგამძლე 5.2 ინჩიანი IPS LCD Full HD 1080P ეკრანი (~424 ppi) 16/32 GB შიდა მეხსიერება + Micro SD ბარათით 128GB მეხსიერება 3GB ოპერატიული მეხსიერება Qualcomm MSM8974AC Snapdragon 801 ჩიპსეტი როგორც Z2 ში , რის შესაბამისადაც Z3 ს აქვს 4 ბირთვიანი 2.5GHz Krait 400 პროცესორი და Adreno 330 გრაფიკული ჩიპი გაუმჯობესებული სენსორის მქონე (1/2.3 + ISO 12800) 20.7 MP იანი (5248 х 3936) უკანა კამერა Led Flash ით და 4K 2160P ვიდეო გადაღებით და წინა 1080P 2.2MP კამერა ,რომლითაც წყლის ქვეშაც კი გადაიღებთ გასაოცარ სურათებს Z3 ის ბატარეის მოცულობა 3100 mah არის რაც ცოტათი ნაჯლებია Z2 ისაზე ( 3200 mah ) თუმცა როგორც პრეზენტაციაზე ითქვა სმარტფონს შეეძლება 2 დღემდე იმუშაობს აქტიურ რეჟიმში , წინა მოდელისგან განსხვავებით სმარფონის სისქე უფრო პატარაა და ის შეადგენს 7.3 მმ. ს წონა კი იგივე 152 გრამია , ასევე აღსანიშნავია მისი უფრო თხელი კანტები გვერდებზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ სტადარტულ ერთსიმიან მოდელთან ერთად გამოვა Z3 Dual Sim ვერსიაც. https://www.youtube.com/watch?v=x9aDM9XIcu4#t=93 რაც შეეხება მის უმცროს მოდელს Z3 Compact ს , ბუნებრივია ის იფრო პატარაა , თუმცა მას იგივე კამერა და შესაძლებლობები გააჩნია რაც Z3 ს , ასევე აღსანიშნავია რომ Z2 თან ერთად მისი მინი ვერსია არ გამოსულა. მაშ ასე ამ სმარტფონს აქვს : 4.6 ინჩიანი IPS LCD 720P ეკრანი (~319 ppi) 16GB შიდა მეხსიერება + Micro SD ით 64GB 2GB ოპერატიული მეხსიერება იგივე ჩიპსეტი რაც Z3 ს > Qualcomm MSM8974AC Snapdragon 801 ასევე იგივე კამერა რაც უფროს მოდელს მისი ბატატრეის ტევადობაა 2600 mah , წონა 139 გრამი , სისქე კი 8.6 მმ. როგორც უკვე აღვნიშნე სმარტფონებთან ერთად სონიმ ახალი წყალგამძლე პლანშეტიც დააანონსა Z3 Tablet Compact რომელსაც შესანიშნავი დიზაინი და შესაძლებლობები აქვს , მას გააჩნია: 8 ინჩიანი IPS LCD 1080P ეკრანი ( 1200x1920) 16GB მეხსიერება + Micro SD 64GB 3GB ოპერატიული მეხსიერება ეს პლანშეტი დაფუძნებულია Qualcomm MSM8974AC Snapdragon 801 ჩიპსეტზე მას აქვს 8.1 MP იანი 1080P უკანა და და წინა 2.2MP იანი კამერები. მისი ბატარეის მოცულობა 4500 mah არის , წონა 260 გრამი , სისქე კი 6.4 მმ. ზემოთ წამოდგენილია Z სერიის ყველა მოდელი შეიძლება გამოყენებული იქნას PS4 სათამაშო კონსოლთან ერთად , კერძოდ ისინი მაგრდება კონტროლერზე და გამოსახულება გადმოდის მათზე. რაც შეეხება ბიუჯეტურ Xperia E3 ს , მისი მონაცემები ასეთია: 4.5 ინჩიანი IPS LCD ეკრანი გაფართოებით 480x854 4GB შიდა მეხსიერება + Micro SD 32GB 1GB ოპერატიული მეხსიერება 4 ბირთვიანი 1.2 GHz სიხშირის მქონე პროცესორი და Adreno 305 გრაფიკული ჩიპი 5MP 1080P უკანა კამერა და წინა VGA 2330 mah ბატარეა , მისი წონა შეადგენს 143 გრამს , სისქე კი 8.5 მმ. ს რაც შეეხება აქსესუარებს , IFA 2014 ზე სონიმ წარდგინა ხალი თაობის Smart საათები რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა საქმიანობაში მათ შორის ფიტნესში , ისინი გახლავთ წყალგამძლე როგორც სხვა მოწყობილობები. Smartwatch 3 SmartBand Talk ბიუჯეტური Xperia E ს გარდა ყველა ამ მოწყობილობას გააჩნია IP rating 65/68 სერთიფიკატი რაც წყალ და მტვერგამძლეობის მაჩვენებელია.
    1 point
  13. დღეს ვნახავთ თუ როგორ დავაინსტალიროთ ფლეშ ფლეიერ კიტკეტში. როგორც იცით Google-მ 4.1.2 ვერსიიდან მოყოლებული გადაწყვიტა გადასულიყო HTML5-ზე და უარი ეთქვა Flash Player-ისთვის რამაც დისკომფორტი შეგვიქმნა მომხმარებლებს, აქ განვიხილავთ ერთ ერთი ყველაზე მარტივ და მოსახერხებელ გზას თუ როგორ დავაინტალიროთ. ამისათვის უნდა ჩავწეროთ ჯერ Dolphin web browser(ეხლა დავტესტე და ძალიან კარგი ბრაუზერია ლამაზი ინტერფეისით და სისწრაფით) შემდეგ Dolphin Jetpack-ს ბოლოს კი Flash Player-ს(Android 4.0+ / Android 2.x ' 3.x ვერსიისთვის) ვაყენებთ სამივე App-ს რიგ-რიგობით ამის შემდეგ შევდივართ Settings-ში შედმეგ Web Contect-ში იქ კი Flash Player > Always ON როგორც სურათზეა სულ ეს არის შეგიძლიათ დატესტოთ, მე უკვე დავტესტე და ძალიან მოსახერხებელია და სრულყოფილია იხილეთ სქრინები
    1 point
  14. რა უიღბლო ვარ ბლიად https://www.youtube.com/watch?v=7y5ICG_ayUw
    1 point
  15. იმიტომ რომ როცა ვყიდულობ თუმდაც ვიდეო კარტას და ვიხდი 500 $ ჩემთვის მთავარია ხარისხი საიმედოობა და აქ უკვე დიზაინი მეორე ხარისხოვანი რჩება. ასე ვთქვათ ნაცადი გამომდგარი და საიმედო ბრენდი ჩემთვის ისევ EVGA, MSI, ASUS, GIGABYTE რჩება. აი დიზაინის მიხედვით მე ამ 4 ბრენდიდან გავაკეთებდი არჩევანს და არა Inno3D დან და Palit ის ბრენდის ვიდეო კარტებიდან რომელიც სხვათაშორის ერთერთმა ჩამოიტანა PALIT ის ბარათი და არ გამოადგა...
    1 point
  16. ეჰ ჩემმა ნათლიამ კიდე ვერცხლის ჯვარი და ყელსაბამი მაჩუქა რო ვიბანავე გადნა
    1 point
  17. თუ იმ ლოგიკით მივყვებით თუ როგორი ფასთა სხვაობა იყო 700 სერიაში კონკრეტულად 770სა და 760 შორის 250 დოლარზე ნაკლები უნდა ვივარაუდოთ 960 რადგან 770 რო გამოვიდა 400 დოლარი იყო და 760 260 დოლარი
    1 point
  18. მაგარი შედეგია 7970 რაზგონში რომ გავარღვიეთ 10K + მივიღეთ მხოლოდ
    1 point
  19. უმაგრესია UPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPPP
    1 point
  20. საღოლ კაი იყო!! :D :D
    1 point
  21. რა დღეშია ხალხი როგორ იშორებენ 7xx სერიას რა ეჩქარებათ ნეტავ.
    1 point
  22. Upcoming content for rFactor 2 http://rfactor.net/web/2014/09/20/upcoming-content-for-rfactor-2/
    1 point
  23. Project CARS on STEAM http://store.steampowered.com/app/234630/
    1 point
  24. პასკალი იქნება და 50%-იანი მატება იქნება პერფორმანსში სუფთა...
    1 point
  25. ახალი გარემოებების გათვალისწინებით ვინდოუს 8 შედეგები მიიღება კვლავ შედეგების დამატებაზე მომწერეთ პირადში
    1 point
  26. კაი დროს კითხულობ ბებერი მოდღნეს და კარები გამოუხურესო ეგ ამბავია რა
    1 point
  27. razmaმ როგორც დაწერა ისე უნდა მოიქცე.მაგ პროცესის ვიზუალურად რეალიზაება და ცოტა გაამრტივებაც შეიძლება http://www.techrepublic.com/blog/tablets-in-the-enterprise/let-wifi-finder-help-you-locate-wireless-connections/
    1 point
  28. ამეებს ვყიდულობ რა :დ
    1 point
  29. ახლა x-მამაკაცებიც და ეგაა არაფერი სხვაობა არაა ჩვენებაში, უბრალოდ რემუქსიდან ზედმეტი ვიდეო რგოლები, დამატებებია ამოღებული
    1 point
  30. ჰაი ამ პაპკის ბრალია. ქართული ასოების ბრალია ანუ სხვაგან გადაიტანე ეგ საინსტალაციო ან : 1. ანტივირუსმა ჩაყლაპა რაღაც მნიშვნელოვანი ფაილი. ნახე ლოგებში. 2. საინსტალაციოა დაზიანებული (იმენა "კაპიტანი" ვარ) 3. NetFrameqwork აკლია სისტემას(თუ 8.1-ს მოყვება ეგ ისედაც) 4. ხზ
    1 point
  31. G1ORG1 , არ იქნება მაგ კარტაზე შედეგი გიო, მაგას აქვს საკმარისი გამტარობა ისედაც
    1 point
  32. 8:22 გოგომ მაგრად გააპარტახა
    1 point
  33. გამოქვეყნდა DYING LIGHT-ის წინასწარი სისტემური მოთხოვნები Techland-მა გამოაქვეყნა Dying Light-ის წინასწარი სისტემური მოთხოვნილებები. ჩართვისთვის გეიმერებს დასჭირდებათ მინიმუმ ორბირთვიანი პროცესორი, 4GB ოპერატიული მეხსიერება და 512MB-იანი ვიდეოკარტა. მინიმალური სისტემური მოთხოვნები: ►ოპ. სისტემა: Windows Vista (SP2), Windows 7 (SP1) ან Windows 8 ►პროცესორი: Intel Core 2 Duo ან AMD Athlon 64 X2 3 GHz, Intel Core i5 2.4 GHz ►ოპერატიული მეხსიერება: 4GB ►ვიდეო კარტა: DirectX 10-ის მხარდაჭერით 512MB ►ადგილი მყარ დისკზე:20GB *ეს მხოლოდ წინასწარი სისტემური მოთხოვნებია, დეტალები ოდნავ შეიცვალოს დროთა განმავლობაში, რადგან თამაში ჯერ კიდევ შექმნის სტადიაშია. რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები: ►ოპ. სისტემა:64-ბიტიანი Windows 7 (SP1) ან Windows 8 ►პროცესორი: ოთხბირთვიანი პროცესორი 3GHz სიხშირით ►ოპერატიული მეხსიერება: 8GB ►ვიდეო კარტა:Radeon 7900 Series ან GeForce GTX 670 2GB მეხსიერებით ►ადგილი მყარ დისკზე:20GB შემქმნელებმა განაცხადეს, რომ თამაშზე მუშაობის პროცესორი წარმატებით მიმდინარეობს. თავდაპირველად გუნდმა გადაწყვიტა გადაედო თამაშის რელიზი 2014 წლიდან 2015 წლამდე. თებერვლის ნაცვლად კი გამოვა თამაში იანვრის ბოლოს. Dying Light-ის რელიზი შედგება PC, Xbox One, PlayStation 4, PlayStation 3 და Xbox 360 27 იანვარს.
    1 point
  34. გამოქვეყნდა RESIDENT EVIL: REVELATIONS 2-ის გაფართოვებული ტიზერი კომპანია Capcom-მა გამოაქვეყნა Resident Evil: Revelations 2-ის ახალი, გაფართოვებული ტიზერის ვიდეო. რგოლში ნაჩვენებია თამაშის "კონცეპტუალური ტიზერის" კადრების დამატებითი წუთი. შემქმნელების სიტყვების მიხედვით ტიზერს თან ახლავს უამრავი მინიშნებები თამაშში განვითარებადი მოვლენების შესახებ. თავიდან შემქმნელები შიშობდნენ, რომ რგოლმა შეიძლება მიანიშნოს სერიის ფანები ბევრ რამეზე, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს ყველა მინიშნების თავის ადგილზე დატოვება. გამომცემელმა Tokyo Game Show 2014-ზე მიიტანა თამაშის სადემონსტრაციო ვერსია, რომლის მოსინჯვაც შეეძლოთ სტუმრებს. მოთამაშეები ითამაშებენ კლერ რედფილდით, კლერი იმყოფება მიტოვებულ იზოლატორში, რომელიც სავსეა ზომბებით და მდებარეობს შორეულ კუნძულზე. Resident Evil: Revelations 2-ის რელიზი დაგეგმილია 2015 წელს. თამაში გამოვა PC, Xbox 360, Xbox One, PlayStation 3 და PlayStation 4.
    1 point
  35. არ ვყიდულობ და მაინც+:დ 2 ვერ ვყიდულობ :დდ სამწუხაროდ
    1 point
  36. მადლობა ყველას +სთვის და გამოხმაურებისთვის, პრინციპში ერტადერთი ეს მოდელია რომელიც ყველაზე მეტად მომწონს დედაპლატების დიზაინებიდან, ნუ მეც დელუქსის დედაპლატა მაქვს 1155-ზე და Z68 DELUXE მაქვს და ლურჯი ფერის არის და საკმაოდ მომწონს ჩემი დედაპლატის ფერებიც, თან ლურჯი ვენჯეინსები მაქვს და მაგრად ჯდება ერთმანეთთან ფერებით, მაგრამ აი თეთრმა ფერმა საერთოდ დამშოკა, თან დიზაინითაც რაღაცით ავენტადორს ვამსგავსებ, პრეზენტაციაზე რომ წარადგინეს ზუსტად იმ ფერებშია თეთრი შავებში მაგრად მომწონს ეგ მანქანა და ეგეთი ქულია ეს დედაპლატაც... ტან ამ დედაპლატაზე რომ თეთრი ან შავი ვენჯეისნები ან დომინატორები დადგება რა იქნება წარმომიდგენია...
    1 point
  37. მადლობა გიოო :* ოხოხო ცხელცხელი FIFA15... აბა ვის უნდა პატარა ტურნირი ჩავატაროთ და OC ზე ვინც თამაშობს FIFA15 ს გამარჯვებული გამოვავლინოთ : )))
    1 point
  38. მოვიდა განახლების და სრულყოფის დროც ჩემი შემდეგი upgrade ეს ლოჯიტექ Z623 გახლავთ
    1 point
  39. ეკრანი: 4.7 inch Full-HD Touch LCD ზომები: 135.4 x 68.0 x 21.1 (ობიექტივის გარეშე 15.2) მილიმეტრი პროცესორი: Qualcomm Snapdragon S801 quad-core processor, Qualcomm® MSM8974AB 2.3GHz Quad-core ბატარეა: 2600 მილიამპერიანი წინა კამერა: 1.1 მეგაპიქსელიანი მეხსიერება: 2 გიგაბაიტი ოპერატიული, 16 გიგაბაიტი შესანახი და მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 128 გიგაბაიტით სხვა მახასიათებლები: LTE, WCDMA, GSM, Wifi, NFC ოპერაციული სისტემა: Android™ 4.4 (KitKat კამერა 20.1 მეგაპიქსელიანი 1 ინჩიანი მაღალ სენსიტიური MOS სენსორი , 3.4 მიკრონ პიქსელი F2.8 / 28mm LEICA DC ELMARIT ლინზა VENUS პროცესორი ფოტო და ვიდეო დამუშავებისთვის ISO 100-25,600 4K ფოტო და ვიდეო გადაღება A/S/M Mode
    1 point
  40. გამარჯობათ, ერთ წლიანი შესვენების მერე ტესტირებების მხრივ ისევ დავბრუნდი ახალი ტესტებით და ბენჩმარკებით. სისტემა რომელზეც იქნა დატესტილი ვიდეო კარტები : CPU : i5 3470 (ვიცი რომ არარის იდეალური პროცესორი და უკეთესზე უკეთესი შედეგები დაიდებოდა მაგრამ რაც არის ეს არის და თავს ზევით ძალა არარის ) RAM : 8GB 2166MhZ PSU : 1300W Evga G2 ვიდეო კარტები რომლებმაც მიიღეს ტესტირებებში მონაწილეობა : 1) MSI GTX 760 HAWK - OC ვერსია +105Mhz ბირთვზე 2) Gigabyte GTX 670 Windforce2 - OC ვერსია +65Mhz ბირთვზე 3) Sapphire R9 280X Vapor-X - OC ვერსია + 70Mhz ბირთვზე და + 200Mhz მემორიზე. 4) Gigabyte R9 290 Windforce3 - მართალია არასტანდარტული Windforce3-ის ქულერი აქვს მაგრამ არ არის ქარხნულ რაზგონზე დგას სტოკ 947mhz-ზე და ეს ფაქტი გასათვალისწინებელია. ბენჩმარკებით დავიწყოთ : 1) 3Dmark 2013 Fire Strike 2) Heaven Benchmark - მაქსიმალური ნასტროიკები 4X AA 3) 3Dmark Vantage (ფორუმის საყვარელი ბენჩი, ამის გარეშე როგორ ჩაივლიდა ?! ) გადავიდეთ თამაშებზე ^^ 1) Metro 2033 Ultimate ნასტროიკები 4X AA 2) Far Cry DX11 4X AA (DX9 მოუდთან არ აგერიოთ ეს ოფციები ძალიან მაგრად გრუზავს კარტებს რაშიც FPS-ებიდან გამომდინარეც დარწმუნდებით) 3) Hitman Absolution Ultimate 4X AA 4) Tomb Raider Ultimate ჩემი კომენტარი ამ ყველაფერზე : GTX 670 იმაზე ძლიერია ვიდრე ხალხს გონია, R9 290 მონსტრი და "სხვა" ლიგის წარმომადგენელია, R9 280X უძლიერესი ვეშია ფასი/ხარისხით ქართულ რეალობაში და არამარტო ხოლო GTX 760... რადავწერო GTX 760ზე :spy: GTX 760 მართალია აგებს 670თან მაგრამ აგებს უმნიშვნელოდ და მიუხედავად 670თან წაგებისა მაინც საკმაოდ მძლავრი და კარგი კარტაა. პ.ს უფრო მეტ თამასში დატესტვაც შეიძლებოდა მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს და მეტი ვეღარ გავქაჩე. პ.პ.ს გმადლობთ ყურადღებისთვის.
    1 point
  41. ძალიანაც ნუ გამკიცხავთ ჯამში 15-20 საათი დამჭირდა, სასტიკად საჩქარო რენდერებია
    1 point
  42. ფინელმა ენთუზიასტმა The Stilt-მა დაამყარა პროცესორის სიხშირის ახალი რეკორდი: 8722.8MHz !!!!!! http://hwbot.org/submission/2615355_the_stilt_cpu_frequency_fx_8370_8722.78_mhz ბოლოს-და-ბოლოს დაემხო ლეგენდარული AndreYang-ის 2 წლის წინანდელი ფანტასტიკური შედეგი: http://hwbot.org/submission/2294034_andreyang_cpu_frequency_fx_8150_8709_mhz/
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.