Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 07/18/14 in all areas

  1. მოგესალმებით თანაოვერქლოქერებო ვფიქრობ ცოტაოდენ საინტერესო თემას გთავაზობთ, და თუ ეს ესე გამოდგა ხო კაი და შეეტყობა თუ არა და თქვენც კარგად და მეც მოკლედ ბიჭებო და გოგონებო დღეს უსაქმურობის და აუტანელი სიცხის ჟამს გადავწყვიტე ჩემი პროცესორისთვის მაინც მეშველა და ხელთ ბრიტვა მოვიმარჯვე (არ იფიქროთ ვენები გადაიჭრაო მოკლედ ავაძრე სკალპი ამ საცოდავს როგორც ხედავთ არანაირი დეტალი ან კონტაქტი არ აქვს კრისტალის გარშემო, ასე რომ კონკრეტულად ამ მოდელზე როგორც აღმოჩნდა უფრო უსაფრთხო ყოფილა ხსენებული ამბავი. გავასუფთავე გამხმარი პასტისაგან და ხუფის დამჭერი რეზინ-სილიკონისაგან აქ კი ვიწყებ საკმაოდ შრომატევად საქმეს, ხუფის ზედაპირის "გაშკურკვას" მის გასასწორებლად და რადიატორთან უკეთესი კონტაქტისთვის და მივიღე ასეთი სახე (არაა ეს ბოლომდე დამუშავებული, არ მქონდა წმინდა ზუმფარა იმ მომენტში) გავწმინდე კარგად(აციტონი და ნაჭერი გამოვიყენე) და წავუსვი თერმოპასტა Arctic Silver Ceramique 2 ცეცხლგამძლე სილიკონი და კაი ცხოვრება სად იყო ხოდა ვულკანიზაციაში გერმეტიკა თუ რაღაც ვნახე და ხუფი იმით დავსვი თავის ადგილას იგივენაირად გავაპრიალე ქულერის ის ზედაპირი რაც პროცს ეხება და ავაწყვე უმტკივნეულოდ დიდი სურვილი მქონდა ძიძიგურის სიტყვები გამემეორებინა : "შედეგი გვაქვს უზარმაზაარი!" მარა ვერ გამოვიდა ეგ ამბავი და ქუთაისელი ბავშვი გამახსენდა, მამა რომ ეკითხება ბაღიდან გამოსულს: გაჭამეს რამე? ბავშვმა კი უპასუხა: "ჩემიი ღლე" შედეგი ჯერჯერობით არაა სახარბიელო, დავაცდი ერთი დაჯდეს პასტა და დავწერ რა გამოვიდა საბოლოოდ პ.ს თემა თუ შეუსაბამო განყოფილებაშია მოდერატორს ვთხოვ გადაამისამართოს
    8 points
  2. ხალხო თუ ვინმეს გაქვთ მეტალი უწილადეთ ერთი წვეთი რა
    2 points
  3. მოდიის 880 http://ultimate.nvidia.eu/en-gb
    2 points
  4. ერთი დონისაა და რომელიც უფრო იაფი დაგიჯდება ის უნდა იყიდო
    2 points
  5. ვისაც გინდათ უფასოდ redeem code დაწერეთ და მოგცემთ PM
    2 points
  6. საოცარი ლომის და მაიმუნის ისტორია http://bigpicture.ru/?p=532006
    2 points
  7. ■ Ubisoft-ის მთავარმა სცენარისტმა, მარკ ტომპსონმა, გაუზიარა გეიმერებს საკუთარი მოსაზრებები თამაშის მთავარ ბოროტმოქმედის შესახებ: „პაგან მინი: ის გიჟია, ექსცენტრიული და ნამდვილი ფარშევანგი. ყველა დაინტრიგდა მისი ვარდისფერი კოსტუმით. ასეთი უცნაური ჩაცმულობა შედეგია პაგან მინის საკუთარ მამასთან საკმაოდ რთული ურთიერთობებისა. მამამისი საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი ადამიანი იყო. მას ყოველთვის გარკვეულწილად სრცხვენოდა საკუთარი შვილის, ამიტომაც პაგან მინი ყოველთვის იცვამდა ისე, რომ ამით შური ეძია და გაებრაზებინა მამა. შესაბამისად, გასაკვირიც არაა, რომ დღეს პაგანი ვარდისფერი კოსტუმებით დადის, ის ყველას უჩვენებს ამით, რომ მისთვის ყველაფერია დასაშვები.“ ■ ასევე ცნობილი გახდა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: Far Cry 4-ში არ იქნება ევერესტი. ბევრ გეიმერს იმედები ჰქონდა, რომ შეძლებდნენ ყველაზე მაღალი მწვერვალის დაპყრობას, თუმცა მათი მოლოდინები არ გამართლდა. დეველოპერებმა ასეთი გადაწყვეტილება ახსნეს იმით, რომ მათ სურდათ წარმოეჩინათ ნეპალი, არა როგორც ყველასათვის ნაცნობი ტურისტული ადგილი, არამედ წინა პლანზე გამოეტანათ ნეპალის ნაკლებად შესწავლილი და შორეული კუთხეები. რეალური ლოკაციების გამოყენებას, შემქნელებმა არჩიეს თავისით გამოეგონათ კირატის მრავალფეროვანი სამყარო.
    2 points
  8. გარეცხე ნუ ქულერი მოხსენი და ისე 478 სოკეტზე ბიძაჩემმა სისტემა დამიგდო გასაწმენდიაო, დამეზარა იმდენი მტვერი ქონდა, ჩავანგე "ტაშტში" და მივუშვი წყალი სარეცხის ფხვნილი და ჩოტკი, მრეცხავი ვარდო ჩავუტარე და ახლაც მშვენივრად უბერავს
    2 points
  9. ახლა რა ხდება... ეს არის ლექციების კურსი რომელსაც მე გავდივარ ამჟამად უნივერსიტეტში და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, უმორჩილესად გთხოვთ წაიკითხოთ და პოსტები თემასთან დაკავშირებით გააკეთოთ და არა მხოლოდ "საღოლ ჯამბო" და ა.შ თუნდაც იმიტომ რომ ეს ჩემი კი არ ჩემი ლექტორის დაწერილია შესავალი გასული ბოლო სამი საუკუნიდან ყოველი დომინირდება გარკვეული ტექნოლოგიით. Mმე-18 საუკუნე იყო მექანიკური სისტემების ერა, რომელსაც თან მოყვა ინდუსტრიული რევოლუცია. მე-19 საუკუნე კი ცნობილია, როგორც ორთქლის მანქანის ერა. Mმე-20 საუკუნის წამყვან ტექნოლოგიად კი იქცა ინფორმაციის დაგროვება, დამუშავება და გავრცელება. ამასთანავე სხვა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაინერგვა მსოფლიოში გავრცელებული სატელეფონო ქსელები, გამოგონებულ იქნა რადიო და ტელევიზია და პირველად შეიქმნა კომპიუტერული ინდუსტრია, რომელმაც ფართო გავრცელება ჰპოვა. შეიქმნა და გაშვებულ იქნა საკომუნიკაციო თანამგზავრები (communication satellites). ადამიანთა საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში გამოთვლითი ტექნიკის ფართოდ დანერგვამ აქტუალური გახადა სხვადასხვა ტიპის კომპიუტერებს შორის კავშირის პრობლემა. ამ პრობლემის გადაჭრა უშუალოდაა დაკავშირებულია კომპიუტერული ქსელების შექმნასთან. კომპიუტერები არ უნდა იყვნენ იზოლირებულნი, არამედ უნდა შეეძლოთ ისარგებლონ ერთმანეთის მონაცემებითა და პროგრამებით. ქსელური ურთიერთქმედების კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით, თეორიული სამუშაოები პირველი კომპიუტერების გამოჩენისთანავე დაიწყო, მაგრამ პრაქტიკულად შედეგების მიღება მხოლოდ გასული საუკუნის 60_იანი წლების ბოლოს მოხერხდა, როდესაც გლობალური ქსელებისა და პაკეტური კომუნიკაციის ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელი გახდა ე.წ. სუპერკომპიუტერების ანუ მეინფრეიმების კლასის კომპიუტერების ურთიერთდაკავშირება, რამაც მათი ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაზარდა. 1969 წელს აშშ_ის თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვითი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების სუპერკომპიუტერების ერთ საერთო ქსელში გაერთიანების იდეის განხორციელება დაიწყო. ქსელის სახელწოდება გახლდათ ARPANET და სწორედ ეს გახდა პირველი და ყველაზე გავრცელებული გლოვალური ქსელის - ინტერნეტის შექმნის საფუძველი. 1974 წელს კომპანია IBM_მა განაცხადა სუპერკომპიუტერებისთვის ქსელური არქიტექტურის შექმნის შესახებ, რომელსაც სისტემური ქსელური არქიტექტურა ანუ SNA (Systems Network Architecture) ეწოდა. ამავდროულად, ევროპაში, სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ, აქტიურად მიმდინარეობდა ე.წ. X.25 ქსელების შექმნის და სტანდარტიზების სამუშაოები. ამგვარად, მომხმარებლის წინაშე პირველად მონაცემთა გადაცემის გლობალური ქსელები წარდგნენ, რომლებიც დიდ ტერიტორიებზე განლაგებულ კომპიუტერებს აერთიანებდნენ. პირველი გლობალური ქსელების შექმნის მთავარი მიღწევა, იმ დროისთვის, ფართოდ გავრცელებული არხების კომუტაციის პრინციპებზე უარის თქმა გახლდათ, რომლის გამოყენებაც, ათწლეულების მანძილზე, წარმატებით ხორციელდებოდა სატელეფონო ქსელებში. ექსპერიმენტებმა და მათემატიკურმა მოდელირებამ აჩვენა, რომ პულსირებადი ხასიათის მქონე კომპიუტერული ტრაფიკის გადაცემა გაცილებით უფრო ეფექტურად ხორციელდება ისეთი ქსელების საშუალებით, რომლებშიც პაკეტური კომუტაციის პრინციპი გამოიყენება. ამ დროს მონაცემები მცირე ზომის ნაწილებად, ანუ პაკეტებად იყოფა, ყოველ პაკეტში საბოლოო დანიშნულების კვანძის მისამართია გაწერილი და ამის შედეგად, ისინი დამოუკიდებლად გადაადგილდებიან ქსელში დანიშნულების ადგილისკენ. იმის გამო, რომ მაღალხარისხიანი კავშირის ხაზების დიდ მანძილებზე მონტაჟი მნიშვნელოვან ხარჯებთან იყო დაკავშირებული, წლების განმავლობაში, გლობალური კომპიუტერული ქსელებისთვის გამოიყენებოდა არსებული სატელეფონო ხაზები. ასეთ არხებში მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 10-15 კბ/წმ_ს არ აღემატებოდა და ამიტომ ასეთი გლობალური ქსელების მომსახურებები, ძირითადად, მცირე ზომის ფაილებისა და ელ. ფოსტის გაცვლით შემოიფარგლებოდა. გარდა მონაცემთა გადაცემის დაბალი სიჩქარისა, ასეთ ქსელებს კიდევ სხვა ნაკლიც ჰქონდათ, კერძოდ, გადაცემული სიგნალების მნიშვნელოვანი დამახინჯება. გლობალური კომპიუტერული ქსელების ტექნოლოგიის გავითარება ბევრადაა დამოკიდებული სატელეფონო ქსელის პროგრესზე. 60_იანი წლების ბოლოსთვის სატელეფონო ქსელებში სულ უფრო მომრავლდა ხმის ციფრულ ფორმატში გადაცემის ტექნოლოგიის გამოყენების მაგალითები, რის გამო შემუშავებული იქნება პლეზიოქრონული ციფრული იერარქიაH (ხმის და მონაცემთა გადაცემის ციფრული მეთოდი, დაფუძნებული არხის დროითი დაყოფის პრინციპზე და სიგნალის იმპულსურ-კოდური მოდულაციის საშუალებით წარმოდგენის ტექნოლოგიაზე.), რომელიც მონაცემთა გადაცემას 140 მგბ/წმ_მდე სიჩქარით უზრუნველყოფდა. მოგვიანებით, 80_იანი წლების მიწურულს, გამოჩნდა სინქრონული ციფრული იერარქიის ტექნოლოგია SDH (Synchronous Digital Hierarchy) (განეკუთვნება, ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხების მეშვეობით, მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგიებს, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მოცულობის ციფრული სიგნალის გადაცემას.), რომელმაც პრაქტიკულად მთლიანად ჩაანაცვლა წინამორბედი პლეზიოქრონული ციფრული იერარქია და ციფრული არხების სიჩქარული დიაპაზონი 10გბ/წმ_მდე გააფართოვა. დღეს მონაცემთა გადაცემის გლობალური ქსელები, მრავალფეროვნებითა და მომსახურების ხარისხით ლოკალურ ქსელებს გაუტოლდნენ, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით უფრო გვიან გამოჩნდნენ, დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდნენ მოწინავე პოზიციებს. ლექცია 1. Lლოკალური ქსელის განსაზღვრა და მათი ტოპოლოგია 1.1.Lლოკალური ქსელების (LAN) განსაზღვრა მეთოდებისა და საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება კომპიუტერებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების გასაერთიანებლად, წარმოადგენს კომპიუტერულ ქსელს. გეოგრაფიული განაწილების თვალსაზრისით არსებობს ლოკალური (LAN) და გლობალური (WAN) ქსელები. ქსელში ჩართულ თითოეულ მანქანას გააჩნია თავისი მისამართი და სახელი. ლოკალური კომპიუტერული ქსელი არის სატელეფონო ქსელის უნიკალური ანალოგი. ტერმინი “ლოკალური ქსელი”-ს (LAN, Local Area Network) ქვეშ იგულისხმება მცირე ანუ ლოკალური ზომის ქსელი, რომლიც აერთიანებს ახლო მანძილზე მყოფ კომპიუტერებს. თუმცა ეს განსაზღვრება არ მართლდება თანამედროვე ლოკალური ქსელების შემთხვევაში, რადგანაც ზოგიერთი ლოკალური ქსელები აერთიანებენ რამოდენიმე ათეულ კომპიუტერს. მოკლედ, როგორც წესი, ლოკალური ქსელი აერთიანებს კომპიუტერების რიცხვს დაწყებული ორიდან რამოდენიმე ათეულამდე. მაგრამ თანამედროვე ლოკლაური ქსელების შესაძლებლობები გაცილებით მეტია: აბონენტების რიცხვი ხშირ შემთხვევაში აღწევს ათასს. ლოკალური ქსელები გამოირჩევა კონფიგურაციის უბრალოებითა და მონაცემთა გადაცემის დიდი სიჩქარით. ფუნქციონირებს შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. მეტწილად ლოკალურ ქსელებს გამოიყენებენ ციფრული ინფორმაციის გადაცემისას, თუმცა ზოგიერთი მეთოდი გავრცელებულია სიტყვიერი, ტექსტური და ვიდეოინფორმაციის გადაცემისთვის. ლოკალური ქსელების გამოყენება დაიწყეს 70-იანი წლებიდან. მისი მახასიათებლებია: • ქსელის სიგრძე; • გამოყენებული მოწყობილობები; • ინფორმაციის მონაცემთა სიჩქარე; • ქსელის ტოპოლოგია; • ფიზიკური გარემო, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის გადაცემისათვის; • გამოყენებული ოქმები (პროტოკოლები) ; ლოკალური ქსელის სიგრძე შეიძლება იყოს რამდენიმე მეტრიდან რამდენიმე (დაახლოებით 10 ან მეტი) კილომეტრამდე. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეიძლება იყოს რამდენიმე მილიონი ბიტი წამში. გადაცემის გარემოდ შეიძლება გამოყენეული იქნეს როგორც კოაქსიალური კაბელი, ასევე არაეკრანირებული ხვეული წყვილი ტელეფონის მავთული (UTP), ეკრანირებული ხვეული წყვილი ტელეფონის მავთული (STP), ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი (Fiber-Optic Cable), ელექტრომაგნიტური ტალღა. Mმაშასადამე, ლოკალური ქსელის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ნებისმიერი სხვა სახის ქსელებისაგან – ეს ქსელში ინფორმაციის გადაცემის მაღალი სიჩქარეა. G გარდა ამისა, პრინციპიალურად აუცილებელია გადაცემის შეცდომების სიმცირე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით. რადგანაც ინფორმაციის სწრაფ გადაცემას აზრი არა აქვს თუ ის დამახინჯებულია, საჭირო იქნება მისი ხელახალი გადაცემა. ამიტომაც ლოკალური ქსელები იყენებენ მაღალი ხარისხის კავშირის არხებს, რომლებიც გამოირჩევიან დაბრკოლებებისადმი მდგრადობით. ასევე ლოკალური ქსელის მნიშვნელოვანი მახასიათებელია დიდი დატვირთვით მუშაობა, ანუ გაცვლის მაღალი ინტენსივობა (ანუ როგორც ამბობენ დიდი ტრაფიკით). თუ ქსელში გამოყენებული ინფორმაციის გაცვლის მართვის მექანიზმი ნაკლებად ეფექტურია, მაშინ კომპიუტერებს მოუწევთ ხანგრძლივად ცდა თავისი რიგისა ინფორმაცის გადაცემაზე. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია გადაიცემა ძალიან მაღალი სიჩქარით და შეცდომების გარეშე, მომხმარებლისთვის ქსელის ასეთი დაყოვნება მიუღებელია. მას არ აინტერესებს ამ დაყოვნების გამოწვევი მიზეზი. ინფორმაციის გაცვლის მართვის მექანიზმის წარმატებული მუშაობა გარანტირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა წინასწარ განსაზღვრულია თუ რამდენი კომპიუტერი (ანუ, როგორც ამბობენ, აბონენტი, კვანძი) უნდა იყოს მიერთებული ქსელთან. დაბოლოს, ქსელი შეიძლება ვუწოდოთ მონაცემთა გადაცემის ისეთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს რამოდენიმე ათეული კომპიუტერის გაერთიანებას და არამც და არამც ორისა, როგორც სტანდარტული პორტების კავშირის შემთხვევაში. Aამრიგად, ლოკალური ქსელის განმასხვავებელი ნიშნებია: • ინფორმაციის გადაცემის მაღალი სიჩქარე, მაღალი გამტარუნარიანობა. მისაღები სიჩქარე – არაუნაკლესს 10 მბ/წმ. • მონაცემთა გადაცემის შეცდომების მცირე რაოდენობა (ანუ, რაც იგივეა მაღალი ხარისხის კავშირის არხები). • მონაცემთა გადაცემის შეცდომების დასაშვები ალბათობა უნდა შეადგენდეს 10-8 – 10-12. • ეფექტური, მაღალი სისწრაფის გაცვლის მართვის მექანიზმი ქსელში. • ქსელში შესაერთბეელი კომპიუტერების წინასწარ განსაზღვრული რიცხვი. ამ განსაზღვრებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს გლობალური ქსელების განსხვავება ლოკალურისაგან, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა მოიცავენ აბონენტების განუსაზღვრელ რიცხვს. გარდა ამისა, ისინი არ იყენებენ მარალი ხარისხის კავშირის არხებს და გადაცემის სიჩქარეც საკმაოდ დაბალია. ხოლო სწრაფი გაცვლის მართვის მექანიზმის გარანტია შეუძლებელია. გლობალურ ქსელებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა არა კავშირის ხარისხს, არამედ მის არსებობას. Aარანაკლები ყურადღება ეთმობა კომპიუტერული ქსელების კიდევ ერთ კლასს – საქალაქო ანუ რეგიონალურ ქსელებს (MAN, Metropolitan Area Network), რომლებიც თავიანთი მახასიათებლების მიხედვით უახლოვდებიან გლობალურ ქსელებს, თუმცა ხანდახან მუშაობის პრონციპით კი ლოკალაურ ქსელებს. მაგ. კავშირის მაღალხარისხიანი არხები და გადაცემის მაღალი სიჩქარე. პრინციპში საქალაქო ქსელი შეიძლება წარმოადგენდეს ლოკალურ ქსელს. Lლოკალურ ქსელში შეიძლება გადაიცეს სხვადასხვა ტიპის ციფრული ინფორმაცია: მონაცემები, გამოსახულებები, სატელეფონო საუბრები, ელექტრონული წერილები და სხვა. თუმცაღა გამოსახულებების გადაცემის ამოცანა, განსაკუთრებით ფერადი დინამიური გამოსახულებებისა, მოითხოვს ქსელის სწრაფქმედებას. ძალიან ხშირად ლოკალური ქსელები გამოიყენება ისეთი რესურსების გასანაწილებლად (ერთდროულად გამოსაყენებლად), როგორიცაა დისკური სივრცე, პრინტერები და გასვლა გლობალურ ქსელში, მაგრამ ეს მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმ შესაძლებლობებისა, რომლებსაც წარმოადგენენ ლოკალური ქსელების საშუალებები. მაგ. ისინი იძლევიან მონაცემთა გაცვლის საშუალებას სხვადასხვა ტიპის კომპიუტერებს შორის. ქსელის სრულფასოვანი აბონენტები (კვანძები) შეიძლება იყოს სხვა მოწყობილობებიც, როგორიცაა: პრინტერები, პლოტერები და სკანერები. ლოკალური ქსელები აგრეთვე საშუალებას იძლევიან ორგანიზებულ იქნას პარალელური გამოთვლების სისტემა ყველა კომპიუტერზე ერთდროულად, რაც უფრო აჩქარებს რთული მატემატიკური ამოცანების ამოხსნას. მათი მეშვეობით შეიძლება ტექნოლოგიური სისტემის ან გამოსაკვლევი მოწყობილობის მუშაობის მართვა რამოდენიმე კომპიუტერიდან ერთდროულად. Mმაგრამ ქსელებს გააჩნიათ აგრეთვე არსებითი ნაკლოვანებები, რომლებიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს: • ქსელი მოითხოვს დამატებით, ხანდახან საკმაოდ მნიშვნელოვან მატერიალურ დანახარჯებს ქსელურ მოწყობილობებზე, პროგრამულ უზრუნვეყოფაზე, კაბელების გაყვანაზე, პერსონალის მომზადებაზე. • ქსელი მოითხოვს ქსელის კვალიფიციურ ადმინისტრატორს, რომელიც გააკონტროლებს ქსელის მუშაობას, შეასრულებს მის მოდერნიზაციას, მართავს რესურსებისადმი წვდომას, აღმოფხვრის გაუმართაობებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის დაცვას და რეზერვულ კოპირებას. Dდიდი ქსელებისათვის კი საჭირო იქნება ადმინისტრატორების მთელი ბრიგადა. • ლოკალური ქსელი ზღუდავს ქსელში ჩართული კომპიუტერის გადაადგილებას, რადგანც ამ დროს საჭირო იქნება შემაერთებელი კაბელების გადაწყობა. • ლოკალური ქსელი წარმოადგენს უმშვენიერეს გარემოს კომპიუტერული ვირუსების გასავრცელებლად, ამიტომაც მათგან დაცვის საკითხებს საჭიროა დიდი ყურადღემა დაეთმოს. რადგან ამ შემთხვევაში საკმარისია ერთი კომპიუტერის ინფიცირება, რომ დაინფიცირდეს ყველა სხვა კომპიუტერებიც. • ლოკალური ქსელი ზრდის ინფორმაციის არასანქცინირებული წვდომის საშიშროებას, მისი მოპარვის ან განადგურების მიზნით. ინფორმაციის დაცვა მოითხოვს ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების მტელ რიგ კომპლექსს. Qქსელის მნიშვნელოვანი ცნებებია: • აბონენტი • სერვერი • კლიენტი Aაბონენტი (კვანძი, ჰოსტი, სადგური) – ეს მოწყობილობაა, რომლიც ჩართულია ქსელში და აქტიურად მონაწილეობს ინფორმაციის გაცვლაში. ხშირ შემთხვევებში აბონენტი (კვანძი) შეიძლება იყოს კომპიუტერი, აგრეთვე ქსელური პრინტერი და სხვა პერიფერიული მოწყობილობები, რომლებიც პირდაპირ არიან შეერთებული ქსელთან. სერვერი ეწოდება ქსელის აბონენტს (კვანძს), რომელიც თავის რესურსებს სთავაზობს სხვა აბონენტს, ხოლო თვითონ კი არ იყენებს მათ რესურსებს. მაშასადამე ის ემსახურება ქსელს. სერვერი ქსელში შეიძლება იყოს რამოდენიმე და არ არის აუცილებელი სრვერი იყოს ყველაზე მძლავრი კომპიუტერი. გამოყოფილი (დედიცატედ) სერვერი – ეს სერვრია, რომელიც დაკავებულია მხოლოდ ქსელური ამოცანებით. ხოლო თუ სერვერი გამოყოფილი არ არის მას შეუძლია შეასრულოს სხვა ამოცანებიც. სერვერის სფეციფიური ტიპია ქსელური პრინტერი. Kკლიენტი ეწოდება ქსელის აბონენტს, რომელიც იყენებს ქსელის რესურსებს, ხოლო თავისას არ სთავაზობს, ანუ ქსელი ემსახურება მას, ის კი იყენებს მას. კომპიუტერი-კლიენტი ასე უწოდებენ მუშა სადგურს. პრინციპში ყოველი კომპიუტერი შეიძლება იყოს, როგორც კლიენტი, ასევე სერვერი. სერვერის და კლიენტის ქვეშ იგულისმება არა თვით კომპიუტერები, არამედ მათზე მომუშავე პროგრამული დანართები. Dდანართი, რომელიც გასცემს თავის რესურსებს ქსელში, წარმოადგენს სერვერს, ხოლო რომელიც მხოლოდ იყენებს ამ რესურსებს – კლიენტს. L1.2. ლოკლალური ქსელის ტოპოლოგია ლოკალური ქსელის ტოპოლოგიის (აგების, კონფიგურაციის, სტრუქტურის) ქვეშ იგულისხმება კომპიუტერების ფიზიკური განლაგება ურთიერთ შორის და მათი შეერთების მეთოდი კავშირის ხაზებით. ცნება ტოპოლოგია მიეკუთვნება, უპირველეს ყოვლისა, ლოკალურ ქსელებს, სადაც კავშირების სტრუქტურის განსაზღვრა სირთულეს არ წარმოადგენს. გლობალურ ქსელბში კი კავშირების სტრუქტურა დაფარულია მომხმარებლებისგან და არ არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ყოველი კავშირის სეანსი იწარმოება საკუთარი გზით. ტოპოლოგია განსაზღვრავს მოთხოვნილებებს აპარატურისადმი, გამოყენებული კაბელის ტიპისადმი, გაცვლის მართვის მეთოდებისადმი, მუშაობის საიმედოობისა და ქსელის გაფართოების შესაძლებლობებისადმი. არსებობს ქსელის სამი ძირითადი ტოპოლოგია: • სალტის • ვარსკვლავის • წრის სალტის (ბუს) ტოპოლოგიის შემთხვევაში კომპიუტერები პარალელურადაა მიერთებული ერთადერთ კავშირის არხთან. ინფორმაცია თითოეული მათგანიდან ერთდროულად გადაეცემა სხვა დანარჩენებს. ვარსკვლავის (star) ტოპოლოგია – ცენტრალურ კომპიუტერს უერთდება ყველა დანარჩენი პერიფერიული კომპიუტერები, ამასთანავე თითოეული მათგანი იყენებს ცალკეულ კავშირის ხაზს. ინფორმაცია პერიფერიული კომპიუტერიდან გადაეცემა მხოლოდ ცენტრალურს, ხოლო ცენტრალურიდან ერთს ან რამოდენიმე პერიფერიულს. წრის (ring) – კომპიუტერები თანამიმდევრობით ერთდებიან წრეში. Mმონაცემთა გადაცემა წრეში ხდება მხოლოდ ერთი მიმართულებით. ყოველი კომპიუტერი ინფორმაციას გადასცემს მხოლოდ ერთ კომპიუტერს მის შემდგომს ხოლო ღებულობს ინფორმაციას წინ მდგომისაგან. პრაქტიკაში გამოიყენება სხვა ტიპის ტოპოლოგიებიც, მაგრამ ქსელების უმრავლესობისა ორიენტირებულია ამ სამ ძირიტად ტოპოლოგიაზე. შეიძლება გამოვყოთ შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებენ ქსელის ფიზიკურ მუშაობისუნარიანობაზე და უშუალოდ არიან დამოკიდებული ტოპოლოგიის ცნებასთან: • ქსელში ჩართული კომპიუტერების (აბონენტების) გამართულობა. ზოგიერთ შემთხვევებში აბონენტის გატეხვას შეუძლია მთელი ქსელის ბლოკირება გამოიწვიოს. ზოგჯერ კი აბონენტის გაუმართაობა არ მოქმედებს ქსელის მუშაობაზე მთლიანად, ხელს არ უშლის დანარჩენ აბონენტებს გაცვალონ ინფორმაცია. • ქსელში ჩართული ქსელური მოწყობილობების ანუ ტექნიკური საშუალებების (ადაპტერების, ტრანსივერების, კონცენტრატორების და ა.შ.) გამართულობა. ერთ-ერთი აბონენტის ქსელური მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლამ შეიძლება იმოქმედოს მთელ ქსელზე ან შეიძლება დაირღვეს გაცვლის პროცედურა მხოლოდ ერთ აბონენტთან. • ქსელის კაბელის გამართულობა. Qქსელის კაბელის დაზიანებისას (მაგ. მექანიკური ზემოქმედებების შედეგად) შეიძლება დაირღვეს ინფორმაციის გაცვლის პროცესი მთელ ქსელში ან რომელიმე ნაწილში. ელექტრული კაბალებისთვის კი კრიტიკულია მოკლე ჩართვა თვით კაბელში. • შეზღუდული კაბელის სიგრძე, დაკავშირებული მასში გავრცელებული სიგნალის მილევით. როგორც ცნობილია, ნებისმიერ გარემოში გავრცელებისას სიგნალი სუსტდება (მიილევა). Dდა რაც მეტ მანძილს გადის სიგნალი მით უფრო მეტად მიილევა (ნახ. 1.4.). ამისათვის აუცილებელია კაბელის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს მის ზღვრულ სიდიდეს, რომლის გაზრდისას სიგნალის მილევის სიდიდე მიუღებელია (რადგანაც ამ შემთხვევაში მიმღები აბონენტი ვერ აღიქვამს დასუსტებულ სიგნალს). 1.2.1. სალტის ტოპოლოგია სალტის ტოპოლოგია (ბუს ტოპოლოგყ) გვთავაზობს კომპიუტერების ქსელური აპარატურის იდენტურობას, აგრეთვე აბონენტების თანასწორობას ქსელში წვდომისას. სალტის ტოპოლოგიის შემთხვევაში კომპიუტერები ინფორმაციას გადასცემენ ერთმანეთის მონაცვლეობით, რადგანაც კავშირის ხაზი ამ შემთხვევაშია ერთადერთია. თუ რამოდენიმე კომპიუტერი გადასცემს ინფორმაციას ერთდროულად, ის განიცდის დამახინჯებას გადაფარვის შედეგად (კონფლიქტს, კოლიზიას). სალტის ტოპოლოგიის შემთხვევაში ინფორმაცია გადაეცემა ნახევრადდუპლექსურ (half duplex) რეჟიმში (ანუ ორივე მიმართულებით, მაგრამ თანმიმდევრობით და არა ერთდროულად). სალტის ტოპოლოგიაში არ არსებობს მკვეთრად გამოყოფილი ცენტრალური აბონენტი, რომლის მეშვეობით გადაეცემა მთელი ინფორმაცია, რაც ზრდის მის საიმედოობას. (რადგანაც ცენტრის მტყუნების შემთხვევაში ფუნქციონირებას წყვეტს მთელი სისტემა). სალტის ტოპოლოგიის შემთხვევაში ახალი აბონენტების დამატება საკმაოდ მარტივია, რაც ქსელის მუშაობის დროსაც შეიძლება. უმეტეს სემთხვევაში სალტის ტოპოლოგია იყენებს კაბელების ნაკლებ რიცხვს, ვიდრე სხვა ტოპოლოგიები. რამდენადაც ცენტრალური აბონენტი არ არსებობს, შესაძლო კონფლიქტების აღმოფხვრა უწევს ყოველი აბონენტის ქსელურ მოწყობილობას. Aაქედან გამომდინარე, სალტის ტოპოლოგიის შემთხვევაში გამოიყენება უფრო რთული ქსელური მოწყობილობა. მაგრამ ამ ტოპოლოგიის ფართოდ გამოყენების გამო (უპირველეს ყოვლისა პოპულარული ქსელის Ethernet-ის მიერ) ქსელური აპარატურის ღირებულება არ არის მაღალი. მთავარი უპირატესობა სალტის ტოპოლოგიისა მდგომარეობს იმაში, რომ ქსელის ნებისმიერი კომპიუტერის მტყუნების დროს მწყობრში მყოფ მანქანებს შეუძლიათ გააგრძელონ ინფორმაციის გაცვლა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ კაბელის გაწყვეტისას ვღებულობთ ორ მუშა სალტეს (ნახ.1.5.). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრული სიგნალების გავრცელების თავისებურებების გამო გრძელ კავშირის ხაზებში აუცილებელია სალტის ბოლოებზე სპეციალური შეთანხმებადი მოწყობილობების მიერთება, როგორც ნაჩვენებია ნახ.11.2.1.1. –ზე მართკუთხედის სახით. ტერმინატორების მიერთების გარეშე სიგნალი აირეკლება ხაზის ბოლოს და განიცდის ისეთ დამახინჯებას, რომლის დროსაც ქსელთან კავშირი შეუძლებებლია. Kკაბელის გაწყვეტისა თუ დაზიანების შემთხვევაში ირღვევა კავშირის არხის თანხმობადობა და ინფორმაციის გაცვლა წყდება იმ კომპიუტერებს შორის, რომლებიც გამართულად მუშაობენ და ჩართულნი დარჩნენ ქსელში. Qნებისმიერი აბონენტის ქსელური აპარატურის მწყობრიდან გამოსვლამ სალტის ტოპოლოგიის შემთხვევაში შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს მთელი ქსელი. ამასთანავე ასეთი მტყუნების ლოკალიზება ძალიან რთულია, რადგანაც ყველა აბონენტი ჩართულია პარალელურად და იმის გაგება თუ რომელი გამოვიდა მწყობრიდან შეუძლებებლია. სალტის ტოპოლოგიის შემთხვევაში საინფორმაციო სიგნალები ქსელში გავლისას სუსტდება და მათი აღდგენა შეუძლებელია, რაც ზღუდავს კავშირის ხაზის სიგრძეს. რომლის დროსაც ყოველი აბონენტი იღებს სხვადასხვა დონის სიგნალებს იმაზე დამოკიდებულებით თუ რა მანძილზე იმყოფება გადამცემი აბონენტიდან. რის გამოც ქსელის აპარატურის მიმღებ კვანძებს წაეყენება დამატებითი მოთხოვნები. თუ მივიღებთ, რომ კაბელში სიგნალი სუსტდება მისაღებ ზღვრულ დონემდე Lზღ, მაშინ სალტეს მთლიანი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს Lზღ სიდიდეს. Aამ თვალსაზრისით სალტე უზრუნველყოფს ნაკლებ სიგრძეს ვიდრე სხვა საბაზო ტოპოლოგიები. Qქსელის სიგრძის გასაზრდელად სალტის ტოპოლოგიის შემთხვევაში ხშირად გამოიყენება რამოდენიმე სეგმენტი (ქსელის ნაწილები, ყოველი მათგანი რომელთაგან წარმოადგენს სალტეს), რომლებიც შეერთებულნი არიან ერთმანეთთან სიგნალების სპეციალური გამაძლიერებლებისა და აღმდგენების – რეპიტერებისა და გამმეორებლების საშუალებით (ნახ. 1.2.1..2.-ზე მოცემულია ორი სეგმენტის შეერთება, ამ შემთხვევაში ზღვრული სიგრძე იზრდება 2Lზღ-მდე. რადგანაც ყოველი სეგმენტი შეიძლება იყოს Lზღ სიგრძის). Mმაგრამ ქსელის სიგრძის ასეთი გაზრდა უსასრულოდ შეუძლებელია. შეზღუდვები სიგრძეზე დაკავშირებულია სიგნალების გავრცელების სიჩქარესთან. 1.2.2. ვარსკვლავის ტოპოლოგია ვარსკვლავი – ერთადერთი ტოპოლოგიაა ნათლად გამოყოფილი ცენტრით, რომელსაც უერთდება სხვა დანარჩენი აბონენტები. ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობს მხოლოდ ცენტრალური კომპიუტერის მეშვეობით, რომელზეც მოდის დიდი დატვირთვა, ამიტომ ის მუშაობს მხოლოდ როგოც ქსელი. ცენტრალური კომპიუტერის ქსელური აპარატურა შესაბამისად უფრო რთულია ვიდრე პერიფერიულებისა. ამ შემთხვევაში ცენტრალური კომპიუტერი ყველაზე მძლავრია, რადგანაც მას ენიჭება გაცვლის მართვის ყველა ფუნქცია. ქსელში შეუძლებელია რამე კონფლიქტი, რადგანაც მართვა მთლიანად ცენტრალიზებულია. ამ ტოპოლოგიის მდგრადობაზე თუ ვიმსჯელებთ, პერიფერიული კომპიუტერების ან მათი ქსელური მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა არანაირად არ რეაგირებს ქსელის მუშაობაზე, მაგრამ ცენტრალური კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლა წყვეტს ქსელის ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება ცენტრალური კომპიუტერის და მისი ქსელური მოწყობილობის საიმედდობის ასამაღლებლად. კაბელის გაწყვეტა ან მისი მოკლე ჩართვა ვარსკვლავის ტოპოლოგიის შემთხვევაში არღვევს გაცვლის პროცესს მხოლოდ ერთ კომპიუტერთან, ხოლო დანარჩენები ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას. სალტისაგან განსხვავებით ვარსკვლავის ტოპოლოგიაში კავშირის ხაზში მდებარეობს მხოლოდ ორი აბონენტი: ცენტრალური და პერიფერიული. უფრო ხშირ შემთხვევებში მათ შესაერთებლად გამოიყენება ორი კავშირის ხაზი, ყოველი რომელთაგან გადასცემს ინფორმაციას მხოლოდ ერთი მიმართულებით, ანუ ყოველი კავშირის ხაზს აქვს ერთი მიმღები და ერთი გადამცემი. გადაცემის ამ სახეობას ეწოდება წერტილი-წერტილი. ყოველივე ეს ამარტივებს ქსელურ აპარატურას სალტის ტოპოლოგიასთან შედარებით და არ არის საჭირო დამატებით გარე ტერმინატორების მიერთება. კავშირის არხში სიგნალის მილევის პრობლემაც ვარსკვლავის ტოპოლოგიის შემთხვევაშიც ადვილად გვარდება, ვიდრე სალტის ტოპოლოგიის შემთხვევაში, რადგანც ყოველი მიმღები ღებულობს ერთი და იგივე დონის სიგნალს. ქსელის ზღვრული სიგრძე ამ შემთხვევაში ორჯერ მეტია (ანუ 2 Lზღ-ის ტოლია), რადგანაც ყოველი კაბელის სიგრძე, შემაერთებელი პერიფერიული მოწყობილობისა ცენტრალურთან ტოლია Lზღ-ის. ვარსკვლავის ტოპოლოგიის სერიოზული ნაკლოვანებაა აბონენტების მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა. ჩვეულებრივ ცენტრალური აბონენტი ემსახურება 8-16 პერიფერიულ აბონენტს. Aამ საზღვრებში ახალი აბონენტების ჩართვა ქსელში ძალიან მარტივია, მაგრამ ამ ფარგლებს გარეთ უკვე შეუძლებელია. ვარსკვლავის ტოპოლოგიაში დასაშვებია ერთი პერიფერიული მოწყობილობის ნაცვლად ცენტრალურის შეერთება (რის შედეგადაც მიირება რამოდენიმე ვარსკვლავის ერთმანეთთან შეერთებული ტოპოლოგია). ნახ.1.2.2-ზე გამოსახულს ეწოდება აქტიური ანუ ჭეშმარიტი ვარსკვლავი. არსებობს აგრეთვე ტოპოლოგია ე.წ. პასიური ვარსკვლავის, რომელიც მხოლოდ გარეგნულად გავს ვარსკვლავს (ნახ. 1.2.2.1.) რომელიც მამჟამდ უფრო გავრცელებულია ვიდრე აქტიური ვარსკვლავი. ის გამოიყენება საკმაოდ პოპულარულ ქსელში როგორიცაა Ethernet. მოცემული ტოპოლოგიის შემთხვევაში ცენტრში მოთავსებულია არა კომპიუტერი, არამედ სპეციალური მოწყობილობა – ჰაბი (ჰუბ), რომელიც ასრულებს იგივე ფუნქციას რასაც რეპიტერი, ანუ აღადგენს მოსულ სიგნალებს და აგზავნის სხვა კავშირის არხებში. შეიძლება გამოიყოს შუალედური ტოპოლოგია აქტიურ და პასიურ ვარსკვლავს შორის. Aამ შემთხვევაში კონცენტრატორი გარდაქმნის შემომავალ სიგნალებს და მართავს გაცვლის პროცესს, მაგრამ თვითონ ამ პროცესში არ მონაწილეობს. ვარსკვლავის დიდი დამსახურებაა (როგორც აქტიურის, ასევე პასიურის) ყველა შეერთების წერტილი თავმოყრილია ერთ ადგილას. რაც აადვილებს ქსელის მუშაობის კონტროლს, გაუმართაობების აღმოფხვრას ამა თუ იმ აბონენტის კავშირის გაწყვეტით ცენტრთან (რაც შეუძლებელია სალტის ტოპოლოგიის შემთხვევაში), აგრეთვე გააჩნია იმის საშუალება შეზღუდოს უცხო პირის შემოღწევა ქსელის რესურსებში. პერიფერიულ აბონენტთან შეიძლება მიერთებულ იყოს ან ერთი (რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია გადაეცემა ორივე მიმართულებით) ან ორი კაბელი (თითოეული კაბელი გადასცემს ერთი მიმართულებით ორი შემხვედრი მიმართულებიდან), უკანასკნელმა უფრო ფართო გამოყენება ჰპოვა. ვარსკვლავის ყველა ტოპოლოგიის (როგორც აქტიურის ასევე პასიურის) საერთო ნაკლოვანებაა უფრო დიდი რაოდენობის კაბელის გამოყენება, ვიდრე სხვა ტოპოლოგიებში. რაც არსებითად აისახება ქსელის ღირებულებაზე და მნიშვნელოვნად ართულებს კაბელის გაყვანას. 1.2.3. წრის ტოპოლოგია წრე – ეს ტოპოლოგიაა, რომელშიც ყოველი კომპიუტერი უერთდება დანარჩენ ორს კავშირის ხაზებით: ერთისგან იღებს ინფორმაციას, მეორეს კი გადასცემს. ყოველი კავშირის ხაზში ერთი მიმღებია და ერთი გადამცემი (კავშირი წერტილი-წერტილი). ამ შემთხვევაში არ არის საჭირო გარე ტერმინატორების გამოყენება. წრის მნიშვნელოვანი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი კომპიუტერი ახდენს მასთან შემომავალი სიგნალის რეტრანსლირებას (აღდგენას, გაძლიერებას) ანუ გამოდის რეპიტერის როლში. სიგნალის მილევა არ არის მნიშვნელოვანი მთელ წრეში, არამედ მხოლოდ წრის მეზობელ კომპიუტერებს შორის. თუ კაბელის ზღვრული სიგრძე, განსაზღვრული მილევის მიერ, Lზღ –ის ტოლია, მაშინ წრის ჯამური სიგრძე შეადგენს NLზღ –ს, სადაც N – კომპიუტერების რიცხვია წრეში. ქსელის მთლიანი სიგრძე კი შეადგენს NLზღ/2, რადგანაც წრე ორმაგდება. პრაქტიკაში წრიული ქსელების სიგრძე აღწევს ათეულობით კილომეტრს (მაგ. FDDI ქსელში). Aამ თვალსაზრისით წრის ტოპოლოგია არსებითად არემატება სხვა ტოპოლოგიებს. მკვეთრად გამოყოფილი აბონენტი წრის ტოპოლოგიაში არ არის, ყველა კომპიუტერი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. თუმცა ძალიან ხშირად წრეში გამოიყოფა სპეციალური აბონენტი, რომელიც მართავს გაცვლის პროცესს და აკონტროლებს. ასეთი აბონენტის არსებობა კი ამცირებს ქსელის საიმედოობას, რადგანაც მისი მწყობრიდან გამოსვლა იწვევს მთელი გაცვლის პროცესის პარალიზებას. Mმკაცრად რომ ვთქვათ წრეში კომპიუტერები არ არიან სრულიად თანაბარუფლებიანები (სალტის ტოპოლოგიისაგან განსხვავებით). რადგანაც ერთერთი კომპიუტერებიდან ინფორმაციას იღებს კომპიუტერისგან, რომელიც გადასცემს ინფორმაციას მოცემულ მომენტში, უფრო ადრე, ხოლო სხვები უფრო გვიან. Aამ თავისებურების გამო მუშავდება გაცვლის მართვის მეთოდები, რომლებიც სპეციალურად არიან გათვლილნი წრის ტოპოლოგიისთვის. Aამ მეთოდების მიხედვით ინფორმაციის გადაცემის უფლება ეძლევა მიმდევრობით შემდგომ კომპიუტერს. ახალი აბონენტის ჩართვა ხდება ძალიან მარტივად, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა ქსელის მუშაობის შეწყვეტა შეერტების მომენტში. ისევე, როგორც სალტის შემთხვევაში აბონენტების რიცხვი ამ შემთხვევაშიც შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი (ათასი და მეტი). წრის ტოპოლოგია გამოირჩევა მაღალი მდგრადობით გადატვირთვებისადმი, უზრუნველყოფს გამართულ მუშაობას ინფორმაციის დიდ ნაკადებთან, რადგანაც სალტისგან განსხვავებით მასში არ არის კონფლიქტები და არ არსებობს ცენტრალური აბონენტი (ვარსკვლავისებრისგან განსხვავებით), რომლესაც შეიძლება გადიტვირთოს დიდი ნაკადის შემთხვევაში. წრეში სიგნალი მიმდევრობით გაივლის კომპიუტერის ყველა ქსელს და ამიტომ ერთერთი მათგანის (ან მისი ქსელური აპარატურის) მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ირღვევა ქსელის მუშაობა მთლიანობაში. ეს წრიული ტოპოლოგიის არსებითი ნაკლოვანებაა. Aასევე კაბელის გაწყვეტა ან მისი მოკლე ჩართვა აფერხებს ქსელის მუშაობას. ამ განხილილული სამი ტოპოლოგიიდან წრის ტოპოლოგია ყველაზე მეტად რეაგირებს კაბელის დაზიანებაზე და ამიტომაც მასში გაჰყავთ პარალელური კავშირის ხაზები, ერთერთი რომელთაგან სარეზერვოა. იშვიათ შემთხვევებში წრის ტოპოლოგია იგება ორ პარალელურ წრიულ კავშირის არხებზე, რომლებიც გადასცემენ ინფორმაციას საწინააღმდეგო მიმართულებით (ნახ.1.2.3.1) ასეთი გადაწყვეტილების მიზანია ქსელში ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის გაზრდა ( იდეაში – ორჯერ). ერთი კაბელის დაზიანების შემთხვევაში ქსელს შეუძლია მუშაობა გაარძელოს მეორე კაბელით (თუმცა ამ შემთხვევაში ზღვრული სიჩქარე მცირდება). 1.2.4.ხისებრი ტოპოლოგია გარდა სამი საბაზო ტოპოლოგიებისა საკმაოდ ხშირად გამოიყენება ხისებრი ქსელური ტოპოლოგია (tree), რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც რამოდენიმე ვარსკვლავის კომბინაცია. როგორც ვარსკვლავის შემთხვევაში ხე შეიძლება იყოს, როგორც აქტიური ანუ ჭეშმარიტი (ნახ. 1.2.4.1) და პასიური (ნახ.1.2.4.2). აქტიური ხის შემთხვევაში რამოდენიმე კავშირის არხის შეერთების ცენტრებში განლაგებულია ცენტრალური კომპიუტერები, ხოლო პასიურის შემთხვევაში კი ჰაბები (Hub). საკმაოდ ხშირად გამოიყენება კომბინირებული ტოპოლოგიები მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ვარსკვლავურ-სალტისებრი (star-bus) (ნახ. 1.2.4.3) და ვარსკვლავურ-წრიული (star-ring) (ნახ. 1.2.4.4). ვარსკვლავურ-წრიული (star-bus) ტოპოლოგიაში გამოიყენება სალტისა და პასიური ვარსკვლავის ტოპოლოგიების კომბინაცია. ფაქტიურად იქმნება ფაქტიური სალტის ტოპოლოგია, რომელშიც ჩართულია ქსელის ყველა კომპიუტერი. მოცემულ ტოპოლოგიაში გამოიყენება აგრეთვე ჰაბები, რომლებიც მიერთებულია ერთმანეთთან და ქმნიან ე.წ. მაგისტრალურ, საყრდენ სალტეს. ყოველ კონცენტრატორს უერთდება ცალკეული კომპიუტერები ან სალტური სეგმენტები. შედეგად ვღებულობთ ვარსკვლავურ-სალტურ ხეს. Aამრიგად, მომხმარებელს შეუძლია თავისუფლად მოახდინოს სალტური და ვარსკვლავური ტოპოლოგიების კომბინირება, აგრეთვე ადვლად შეცვალოს ქსელში ჩართული კომპიუტერების რიცხვი. ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით ტოპოლოგია კლასიკური სალტის ტოპოლოგიის ტოლფასია. ვარსკვლავურ-წრიული (star-ring) ტოპოლოგიის შემთხვევაში წრეში ერთიანდებიან არა კომპიუტერები, არამედ სპეციალური ჰაბები (ნახ.1.2.4.4–ზე გამოსახულია მართკუთხედების სახით), რომლებსაც თავის მხრივ უერთდება კომპიუტერები ვარსკვლავისებური ორმაგი კავშირის ხაზების მეშვეობით. სინამდვილეში კომპიუტერები ერთვებიან დახურულ წრეში, რადგანაც ჰაბებში კავშირის ხაზები ქმნიან დახურულ წრეს (როგორც ნაჩვენებია ნახ. 1.2.4.4ზე). მოცემული ტოპოლოგია საშუალებას იძლევა კომბინირებულ იქნას ვარსკვლავური და სალტისებრი ტოპოლოგიები. მაგ, ჰაბები საშუალება იძლევა ერთ ადგილზე მოექცეს ქსელის კაბელების ჩართვის ყველა წერტილი. ინფორმაციის გავრცელების მიხედვით მოცემული ტოპოლოგია ტილფასია კლასიკური წრის. UUUუნდა აღინიშნოს ბადური ტოპოლოგია (mesh topology), რომლის დროსაც კომპიუტერები ერთმანეთს უერთდება არა ერთი, არამედ რამდენიმე კავშირის ხაზით (ნახ. 1.2.4.5.) სრული ბადური ტოპოლოგიის შემთხვევაში ყოველი კომპიუტერი პირდაპირ კავშირშია დანარჩენებთან. Aამ შემთხვევაში კომპიუტერების რიცხვის გაზრდის შემთხვევაში იზრდება კავშირის ხაზებიც. Gგარდა ამისა, ნებისმიერი ცვლილება კონფიგურაციაში მოითხოვს ცვლილებების შეტანას ყვალე კომპიუტერის ქსელურ აპარატურაში., ამიტომაც სრულმა ბადურმა ტოპოლოგიამ ვერ ჰპოვა ფართო გავრცელება. Nნაწილობრივი ბადური ტოპოლოგიის შემთხვევაში კი პირდაპირი კავშირი არსებობს მხოლოდ ყველაზე აქტიურ კომპიუტერებთან, რომლებიც გადასცემენ ინფორმაციის მაქსიმალურ მოცულობას. დანარჩენი კომპიუტერები ერთდებიან შუალედური კვანძების მეშვეობით. Bბადური ტოპოლოგია საშუალებას იძლევა აირჩეს მარშრუტი ინფორმაციის გადასაცემად აბონენტიდან აბონენტამდე გაუმართავი უბნების ავლით. ერთის მხრივ, ეს ზრდის ქსელის საიმედოობას, მაგრამ მეორეს მხრივ ითხოვს ქსელური აპარატურის გართულებას, რომელიც ირჩევს მარშრუტს. 1.2.5. ტოპოლოგიის ცნების მრავალმნიშვნელოვნება…… ქსელის ტოპოლოგია მიუთითებს არა მხოლოდ კომპიუტერების ფიზიკური განლაგებაზე, არამედ რაც უფრო მნიშვნელოვანია მათ შორის კავშირის ხასიათზე, ინფორმაციის, სიგნალების გადაცემის თავისებურებებზე. სახელდობრ კავშირის ხასიათი განსაზღვრავს ქსელის მდგრადუნარიანობის ხარისხს, ქსელური აპარატურის სირთულეს, გაცვლის უფრო შესაფერ მეთოდს, გადაცემის საშულაებების (კავშირის არხების) შესაძლებებლ ტიპებს, ქსელის დასაშვებ სიგრძეს და ა.შ. ქსელის ტოპოლოგიის ქვეშ იგულისხმება სრულიად სხვადასხვა ცნებები, რომლებიც ეხება ქსელური არქიტექტურის სხვადასხვა დონეებს: • ფიზიკური ტოპოლოგია (კომპიუტერების გეოგრაფიული განლაგებისა და კაბელების სქემა). ამ შემთხვევაში პასიური ვარსკვლავი არ განსხვავდება აქტიურისაგან და ამიტომაც მას უწოდებენ უბრალოდ ვასკვლავურს. • ლოგიკური ტოპოლოგია (კავშირების სტრუქტურა, სიგნალების გავრცელების ხასითი ქსელში). • გაცვლის მართვის ტოპოლოგია (ქსელის მოცვის პრინციპი და თანმიმდევრობა ცალკეულ კომპიუტერებს შორის). • საინფორმაციო ტოპოლოგია (ქსელში გადაცემული საინფორმაციო ნაკადების მიმართულება
    1 point
  10. გამარჯობათ! დაახლოებით თვე ნახევარი მქონდა ბატარიის პრობლემა Google Play services-ს გამო. ბატარიის ნახევარს მხოლოდ ეს სერვისი იყენებდა. ბევრი უშედეგო ძებნის შემდეგ გადავწყვიტე განახლება წამეშალა და წავშალე კიდეც პრობლემაც მოგვარდა დაახლოებით 2 დღე ბატარიას ვაკვირდებოდი Wi-Fi არ ჩამირთვია რომ განახლება არ გაეკეთებინა. პრობლემა მოგვარდა და შემდეგ ჩვეულებრივ გავაგრძელე სმარტფონის ხმარება და რა თქმა უნდა განახლებაც გაიკეთა ამ სერვისმა მაგრამ ბატარიის პრობლემა კი არა საერთოდ აღარ ჩანს ბატარიის სტატისტიკაში ეს პრობლემა ყველა ანდროიდ მოწყობილობაზე მქონდა და პირდაპირ Reset მაგიტომ არ გამიკეთებია. ჯერ განახლებას ველოდებოდი იქნებ დაფიქსონ მეთქი... მოკლედ თუ ეს პრობლემა გაქვთ ძალიან მარტივია მოგვარება უბრალოდ წაუშალეთ განახლება (ამ დროს Data-ც იშლება რაც აუცილებელია) და შემდეგ ახლიდან გაუკეთეთ https://play.google.com/store/apps/details?id=com.google.android.gms ჩემი ბატარიის შედეგი: Galaxy Nexus - Stock Battery 1750 mAh
    1 point
  11. ფეისბუქზე ვნახე და გადმოვაკოპირე, დაგაინტერესოთ იქნებ
    1 point
  12. გადავარჩინე 15 ევრო ნაგავში გაცვლას იუჰუუუუუუუ
    1 point
  13. რა? ნოქთუაზე თქვი ხმაურობსო? :D მაჩვენე ვიდეო ან რამე რო ვნახო სად ხმაურობს მე თვითონ მაქვს noctua nh-d14 და ხმას არ იღებს მაგის ქულერები და 4.3ghz-ზე დავსვი პროცი 1.24 ვოლტზე და 57-59-61-62 გრადუსები იყო მაქს ფრიტს ბენჩში და 40 წუთიანი ვაჩდოგის თამაშისას ამ გვალვაში
    1 point
  14. კიი და დაითრიე ბარემ 2133-ზე დააყენებ და ტაიმინგებსაც დაიკლებს ცოტას, თან იქნებ გაგიმართლოს და 2400-ზეც გაქაჩოს შენმა პროც-მაზერმა
    1 point
  15. ეგ კორსაირები მართლაც მკვლელ ვიდზე დგანან მარა მომენტ რო დაიკიდო ვიდი არა?
    1 point
  16. Gogla1990, ვენტეიჯის დ...ც , თამაშებში უფრო მეტი მატება 8.1ზე აქვს
    1 point
  17. არა საწყენად არც მიმიღია მათე, რა სისულელეა, რა გითხრა აბა სმაილებს არ ვიყენებ ხშირად ზოგადად რავი...
    1 point
  18. მე არაფერი მაკლდება კაცო თუ გინდა უკეთესი ქონდეს AMD-ს, მარა ზატო NVIDIA-ს აკლდება ამიტომ ყველაფერს აკეთებს რო აჯობოს. ჯერ-ჯერობით კარგადაც გამოსდის. ბევრი + აქვს და გაყიდვების ბაზარზეც აისახება ეგ ამბავი. რაც არ უნდა თვალები დახუჭოთ NVIDIA-ს ტექნოლოგიებზე ფაქტი ფაქტად რჩება. მომავალში ვნახოთ Nvidia gameworks + DX 12 რა იქნება. პირიქით მე პირადად AMD-ს MANTLE-ს ვუჭერ მხარს დიდად. მსურს რომ ეგ API linux-ზე იყოს. ეგ რო მოხდეს ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება. მაგრამ აქ მეორე პრობლემაა. linux-ზე AMD-ს კიდე უფრო ცუდად აქვს საქმე აქ ჯერ კიდევ 4xxx სერიაში რო იყო ისეთი დრაივერებია. 760 აქაურ ბენჩებში 280x-ს ჯობნის. ამიტომ მინდა Mantle linux-ზე მიხედავდა აქაურობასაც და თამაშები linux-ზე ესაა ჩემი ოცნება. windwos-ზე დაბრუნება არ მინდა. ჯერ სურვილიც კი არ გამჩენია რაიმეს თამაშის საქმით ვარ დაკავებული. ვნახოთ მომავალში როგორ იქნება.
    1 point
  19. matusala, ნუ როგორც დავწერე მე თვალში არ მომხვედრია რამე სასწაული განსხვავება და youtube-ზე რაც დევს ვიდეობი შედარების ზოგი პირიქით გამაღიზიანებლიცაა ჩემთვის იმდენად არარეალური და არაბუნებრივი ეფექტებია დამატებული მაგ ფიზიკაში, მაგალითად ერთი 20 სანტიმეტრიანი კაფელის ფილიდან ათი ტომარა ნაფშხვენი რო იყრება ყველა მიმართულებით
    1 point
  20. მარტო 5-მდე იცი თვლა? აგერაა ფიზიკა რასაც აქ თამაშები http://www.geforce.com/hardware/technology/physx/games ხო და ეს ფიზიკა არც კი შეადაროთ CPU ან იმ რაღაცას რასაც AMD-ს ფიზიკას ეძახით. (ეგ ისევეა როგორც უცხოპლანეტელები არც იცით არსებობს თუ არა )
    1 point
  21. ზოგ თამაშში ერთი სჯობნის ზოგშიც მეორე, ასე რომ ვერ იტყვი გამოკვეთილად რომელიმეზე ჯობიაო "THINKER ახალს ყიდულობ თუ მეორადს? თუ მეორადს უდავოდ 280X და თუ ახალს მანდ შეგიძლია არჩევანის გაკეთება
    1 point
  22. ფორუმზე კაი სისტემას ააწყობ, ეს სისტემა თუ არ გაყიდულა არ გამაზო http://forum.ge/?f=54&showtopic=34669969
    1 point
  23. აწყობილი სისტემა ძალიან ძვირი დაგიჯდება, განბაჟება + ჩამოტანა ნაწილების ყიდვა ჯობია ბევრად(უმეტესობაზე განბაჟებას აცდები) საერთოდ ჯობია ზოგი ნაწილი, მაგალითად ვიდეო კარტა(და არა მარტო ვიდეო კარტა) აქ იყიდო, იმიტომ რომ ფორუმზე ბევრი მაგარი ვარიანტია ფასის მიხედვით, ისეთი რომ იბეის აუქციონზეც ძნელია მასეთი ფასით შოვნა თან გატესტავ ყიდვამდე და დარწმუნებული იქნები რომ ბრაკი არ არის
    1 point
  24. BL@CKKN1GHT - 12002 - PowerColor R9 290X PCS @ (1320/1580)/i7 4930K 3.9GHz @ 3900MHz | Photo 8.1 არის შედეგი დადებული, ნაჩალიჩარი არაფერია, გინდ მიიღეთ გინდ არა, თვალსაჩინოებისთვის მაინც იყოს
    1 point
  25. ეგ მაშინ როცა BCLK-თი არაზგონებ პროცს, ანუ არაზგონებ პლატას და ამასთანავე მთელ სისტემას სტრესში ამყოფებ ხოლო როცა მამრავლით წევ არაფერი განსხვავებაა კ ვერსია იქნება თუ ჭ ვერსია
    1 point
  26. გამოეშვათ ჰაი ენდ სმარტფონი სუფთა ანდროიდით და კარგად გაეყიდებოდათ
    1 point
  27. ეგეთი რაზგონი არ მინდა შეიძლება რაღაცა მიაწვას თეორიაში, ანუ არაა რეკომენდირებული ეგრე დარაზგონება მაგ ტიპის პროცესორებზე, მაგ ყველაფრით ინტელი კლავს უბრალოთ ოვერკლოკინგის პოტენციალს, ალბათ ეგრე უფრო აწყობს უფრო ძვირიანი პროცესორებიც რომ კარგათ გაიყიდოს და მაგიტომ, თუმცა 3.9GHZ რომ უჭირდეს რეალურათ იგრებში კიდე შეიძლებოდა რამეზე შემოდავება, ცოტას კი ღორობენ მაგრამ ეგ AMD ბრალიცაა დასტოინ კონკურენციას რომ ვერ უწევენ, როგორც ჩანს მაინც საკმაოთ ეფექტურია 8 თრიდი რახან მარტო მაგაში ფაქტიურათ 100$ აკეთებენ ნაცენკას ფასში, ამიტომ მეც 8 თრიდიანს დავითრევ, 4771 ეხლა 420 ლარი ადევს, 3770 410 ახლებს, და 4770K კი 510 ლარი მაიმარკეტზე, კიდე დაეცემა ნოემბრამდე იმედია ფასები
    1 point
  28. გამოვიდა კინოთეატრებში ჩვენთან Dawn of the Planet of the Apes რეიტინგები: http://www.imdb.com/title/tt2103281/?ref_=nv_sr_1 IGN-ს შეფასება: http://www.ign.com/articles/2014/07/01/dawn-of-the-planet-of-the-apes-review Metacritic: http://www.metacritic.com/movie/dawn-of-the-planet-of-the-apes Rottentomatoes: http://www.rottentomatoes.com/m/dawn_of_the_planet_of_the_apes/ http://www.denofgeek.com/movies/dawn-of-the-planet-of-the-apes/31120/dawn-of-the-planet-of-the-apes-review ინტერვიუ გარი ოლდმანმანტან: პირველ რიგში მე რეჯიშორს შევხვდი, საკმაოდ საინტერესო პროექტთან გვქონდა საქმე, მან მიტხა რომ პირველ რიგში უნდოდა ისეთი ფილმი გადაეღო სადაც ადამიანის ფაქტორი იქნებოდა წინა ფლანგზე, მის გრძნობებზე, ემოციებზე და ფიქრებზე ყოფილიყო ყურადრება გამახვილებული, ჩემს პერსონაჟს ისტორია შევუქმენი, ვინა რის ის, ვინ იყო წარსულში, საკუტარ ტავს ის გმირად მიიჩნევს და სამყაროს გადარჩენა უნდა, მან ოჯახი დაკარგა, ბუნებრივია მტელს ამყაროს არ ვგულისხმობ, იმ ადგილებს ვგულისხმობ სადაც გადარჩენილები ცხოვრობენ, ეს ადამინები (გადარჩენილები) იმედით ცხოვრობენ, უნდათ ცხოვრება თავიდან დაიწყონ, ახალი სამყარო შექმნან, მაგრამ შეზღუდული რესურსები აქვთ... წლის ფილმთან გავქვს საქმე ხალხო, ეს ნაწილი წინა ნაწილზე ბევრად უფრო ძლიერი გამოვიდა, როგორც ჩანს, ამ კვირაში აუცილებლად წავალ...
    1 point
  29. მე-4 სიმღერა ძალიან მაგრააა დაქოვერებული მაგრამ ორიგინალი სხვა განზომილებაა God bless ozzy <3
    1 point
  30. რომელიც მოგეწონება ვზუალურად ის იყიდე 5ვე ნაგავია
    1 point
  31. რა მაგარი იამაჰები ყოლია პატრულს, მანქანიდან გადავუღე სანაპიროზე
    1 point
  32. არ მინდოდა ჩარევა მაგრამ არაა ლამაზი ეს ყველაფერი კი გასაგებია დაუშვა ადამიანმა შეცდომა და ვერ გააკეთა რაღაც სწორად ,მაგრამ ეს არ ნიშანვს ,რომ ყველამ თავზე უნდა გადაუაროს და ცუდი თქვას , ნაცვლად იმისა ,რომ დაეხმაროთ მხოლოდ აკრიტიკებთ , დაბადებიდან არ გვაქვს ასეთი რაღაცების ცოდნის უნარი და შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს გამოცდილსაც და გამოუცდელსაც თანადგომა ყველაზე კარგი თვისებაა და არა სხვისი კრიტიკა...
    1 point
  33. დაბლა არა, გვერძე გაიყვანე და გალახე
    1 point
  34. როგორ გავთიშო ეგ G ან კიდე დაბლა როგორ ჩამოვიყვანო?
    1 point
  35. კომპანია Bohemia Interactive–მა ზომბო–შუთერის, DayZ–ის დეველოპერების დღიური გამოაქვეყნა, რომელიც დაიბადა, როგორც Arma II–ის მოდიფიკაცი. მოცემულ ვიდეო-რგოლში მწარმოებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი, დინ ჰოლი (Dean „Rocket“ Hall) და მეტ ლაიტფუტი (Matt Lightfoot) განახლებული ძრავის უპირატესობებზე გვიყვებიან, რომელიც რეალისტურად ამუშავებს კანს, სათამაშო სამყაროს ახალ ლოკაციებს და ა.შ. პროექტის რელიზის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია: პლატფორმა - PC.
    1 point
  36. პირიქით ღილაკი ნახე კარგად ,შეიძლება გააფუჭა,მაზერიდან ჩახსენი ეგ ღილაკი და ისე ცადე ჩართვა
    1 point
  37. კომპანია Bethesda Softworks-მა დაანონსა The Evil Within-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი. როგორც ჩანს თამაშის გამოსვლა 2 თვით გადადეს და ამჯერად The Evil Within-ი გამოვა 2014 წლის 21 ოქტომბერს. "სინძი მიკამიმ და მისმა გუნდმა Tango Gameworks-მა ჩვენ გვთხოვეს დამატებითი დრო, რომ დააბალანსონ და განაახლონ თამაში. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ გეიმპლეის ხარისხიანობაში და გამოვუშვათ ღირსეული ჰორორი", - აღნიშნა Bethesda-ს მწარმოებელმა. The Evil Within-ის გამოვა PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე, Xbox 360-ზე და PC-ზე.
    1 point
  38. ბითსის საუკეთესო მოდელი უნდა ღირდეს წესიტ 100 დოლარი და ეგ იქნებოდა სამართლიანი ფასი კარგი ჟღერადობა აქვს უდავოდ მაგრამ რა დონისაცაა ,მაგაზე უკეთესებს 150 დოლარად იყიდის კაცი ბაიერის 770 პრო ნებისმიერ ბითსს ჩაისვამს უბეში
    1 point
  39. გადავწყვიტე ექპერიმენტი ჩამეტარებინა და ჩემი 3570 კ გავწირე ხუფი ავხადე უბრალო საკანცელარიო დანით ძაან ადვილად აიხადა და გავასუფთავე ეგეც ძაან მარტივად ფრჩხილით აძვრა გერმეტიკა გამოვიყენე თერმოპასტა mx-4 შედეგმაც არ დააყოვნა შეცვლამდე ამ ტესტებში 80 გრადუსამდე ადიოდა დღეს ერთმა კაი კაცმა ფორუმ.გე დან თხევადი მეტალი მიწილადა და შედეგმა ძაან განმაცვიფრა
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.