Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 06/06/14 in all areas

  1. კომპანია Capcom-მა ოფიციალურად დაანონსა Dead Rising 3-ის რელიზი PC-ზე. ახალ პლათფორმაზე თამაში გამოვა უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში. შემქმნელების სიტყვების მიხედვით, PC-ზე თამაში გამოვა "სრულიად ოფტიმიზირებული ფართო ეკრანებისთვის, პერსონაჟების განახლებული ტექსტურებით, გარემოთი და თამაშის ობიექტებით". თამაშში ასევე იქნება Steam-ის სერვისების მხარდაჭერა. РС ვერსიაში მართვა იქნება კლავიატურით და თაგვით, მაგრამ გეიმპადების მოყვარულების შეეძლებათ სქემების გადართვა. Xbox One-ზე გამოსულმა ექსკლუზივმა გამომცემელს მოუტანა 1,2 მილიონი გაყიდული ასლი.
    6 points
  2. კონფერენციების დაწყების თარიღები @E3Countdown პირდაპირის ლინკები: @Twitch @GameTrailers @GameSpot @IGN ოფიციალური საიტი - @E3Expo რა თამაშების ჩვენებას/ანონსს ელით?
    3 points
  3. ამ თემაში დავწერ Android-ის 4.4 ვერსიის (კოდური სახელით Kitkat) გავრცელებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტას. თუკი თქვენც გაქვთ ინფორმაცია, დაწერეთ და ჩავამატებ პრობლემა უნდა იყოს მაშტაბური ხასიათის და არა ერთ კონკრეტულ მოდელზე ან ROM-ზე პრობლემა 1: წარწერა Dialer-ში შევამჩნიე 2 დღის წინ პირველად, უცხო ნომრები თუ რეკავენ (ნომრები, რომლებიც არ გყავს კონტაქტებში) ნომრის ნაცვლად ეწერება (დეტალებში კი შეიძლება რა ნომერია მერე ნახვა) როგორც აღმოჩნდა, ეს გუგლის და ამერიკული კარიერების ახალი სერვისია, რომლებიც თუკი ნომერი არ გყავთ კონტაქტებში, თავიანთ ბაზაში ეძებს და გიწერთ სახელს (ან ორგანიზაციას) ვისაც ეკუთვნის ეს ნომერი, ეს სიახლე ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ში მუშაობს (რამდენად მისაღებია იმისთვის ვინც რეკავს რა გითხრათ, მაგრამ ვისაც ურეკავენ, იმისთვის კარგია ) და რატომღაც კიდევ ბევრგან გააქტიურდა განსაკუთრებით CM/PA და სხვა Custom ROM-ებში და ალბატ Nexus-ებშიც (ბევრ სხვადასხვა მოდელის ტელეფონებში) გასათიშად, უდა შეხვიდეთ Dialer-ის სეთინგებში (დააჭირეთ ტელეფონის ყურმილს, მერე მენიუს ღილაკს, ან წერტილებს ფანჯრის კიდეში და მერე Settings) და გათიშეთ Phone number lookup-ის სამივე ოპცია: შესაძლოა იმ წუთში არ გაითიშოს, აცადეთ ცოტა ხანი, დაარესტარტეთ სამომავლოდ ალბათ Lookup პროვაიდერები დაემატება და შეიძლება ჩვენთანაც იმუშაოს, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩემი კარიერი ჩემგან დაუკითხავად გადასცემს ჩემს სახელს ვისაც ვურეკავ სულაც არ მხიბლავს, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ანონიმური ზარების მოყვარული კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ Google რაღაც რარაც სერვისებს ააქტიურებს ჩვენს მობილურებსი ჩვენგანვე დაუკითხავად პრობლემა 2: APN-ის შესახებ toast შეტყობინება ესეც ორი დღის წინ შევამჩნიე, მობილური ინტერნეტის ჩართვისას, (მიუხედავად იმისა მუშაობს თუ არა და WiFi დაკავშირებულია თუ არა) დროდადრო გამოაქვს ე.წ Toast შეტყობინება (პატარა პოპ-აფი ეკრანის ქვედა კიდესთან) no apn specified on device ამის გასასწორებლად, საჭიროა შეხვიდეთ დევაისის Setting-ებში, Wireless and Networks განყოფილების, More... პუნქტში, შემდეგ Mobile Networks და Access Point Names-ში აქ დააჭირეთ მენიუს ღილაკს (ან სამ ვერტიკალურად განლაგებულ წერტილს) და Reset To default-ს ეს წაშლის APN-ის ყველა ჩანაწერს! ასე რომ ამოიწერეთ ან დაასკრინშოტეთ ჯერ რომ მერე ხელით შეიყვანოთ, ან კიდევ უბრალოდ ოპერატორს გამოაგზავნიეთ (თუმცა ოპერატორი არ აგზავნის Custom ROM-ებზე) 3. არ მუშაობს Google Now არ ვიცი ეს ჩემი ტელეფონის ბრალია თუ ზოგადად ასეა, მაგრამ იგივე ROM-ზე მშვენივრად მუშაობდა, ახლა გაითიშა, წერს, რომ მის სამუშაოდ საჭიროა Location Reporting-ის ჩართვა, რომელიც სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ ) არაა მხარდაჭერილი საქართველოში, (Google-ს რასიზმის კიდვ ერთი მაგალითი, რატომ მომწონს ეს სისტემა ასე ვეღარ გამიგია) ამიტომ დავემშვიდობე Google Now-საც, ჯერ–ჯერობით ეს პრობლემა არ გადამიჭრია თემის გაოფება დაისჯება ვორნით აღწერეთ თქვენთვის ცნობილი ზოგადი ხასიათის პრობლემა და მისი გადაჭრის გზა და ჩავამატებ პოსტის ლინკს მოკლე სათაურით ამ პოსტში
    2 points
  4. ASUS Republic of Gamers (ROG) გადაწყვიტა გამოუშვას ახალი ხაზი გეიმერებისთვის სადაც შესული იქნება ექსტრემ შესაძლებლობების მქონე პროდუქტი, სადაც შესული იქნება G20 მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპები,GR8 გეიმინგ კონსოლები და ულტრა გრილი GX500 გეიმინგ ნოუთბუქები. აგრეთვე ROG-მა აჩვენა ახალი Maximus VII Formula Z97 ჩიპსეტზე, Maximus VII Impact mini-ITX, და ROG-ის პირველი AMD FM2+ gaming დედადაფები, აგრეთვე შეზღუდული გამოცემით Ares III როგორც მსოფლიოს უსწრაფესი გრაფიკული ადაპტერი, რომელიც იკვებება ორი ცალი Radeon Hawaii XT GPU-ებით გაგრილება კი რათქმაუნდა საუკეთესო EK წ%$&# ბლოკებით ხდება კომენტარი ROG's Computex 2014 პრეზენტაციიდან, ASUS Chairman Jonney Shih-მა განაცხადა "პერფორმანსი ეს არის ის რისთვისაც ჩვენ ვცოცხლობთ და ვსუნთქავთ, ჩვენი დიზანის ესთეტიკა ეს არის აღვძრათ გრძნობა სიამაყის. ჩვენ ჩვენი პროდუქტით ვცდილობთ თქვენი ოცნებები და წარმოასხვები გადავაქციოთ რეალობათ, ორი ელემენტის სინქრონში ესაა სილამაზე და სიძლიერე ჩვენი უდიდესი გამოცდილებიდან სათამაშო ინდუსტრიაში გვინდა რომ, სრულიად დავანგრიოთ ზღვარი, რომელიც ზღუდავს თამაშის პროცესს ნებისმიერ სივრცეში" პრეზენტაციაზე მიწვეული იყო აგრეთვე, ინტელის ვიცე პრეზიდენტი . პრეზენტაციაზე განცხადებულ იქნა ასუსის წარმომადგენლებისგან რომ ისინი აღიარებენ ინტელს, როგორც საუკეთესო მეცნიერულ აღმომჩენებს გეიმინგ სივრცეში და ასუსი მოხარულია რომ, მიეცა საშუალება თავიანთი პროდუქტით ინტელის მეოთხე თაობის პროცესორებთან ერთად აღავსებს ენთუზიაზმით მოთამაშეებს. შექმნილი ჩემპიონები დაყრდნობილი ძალასა და პორტატულობაზე ROG G20 gaming desktop ROG -ის დიზაინერების მიერ შექმნილმა G20 მცირე ფორმ ფაქტორის გეიმინგ დესკტოპმა უკვე მიიღო ოქროს ჯილდო computex 2014 ზე. G20 არის უნიკალური კომპაქტური კეისი რომელსაც არააქვს ხილული გამწოვი ხვრელები, მაგრამ მას აქვს თერმული კორპუსი რომლებშიდაც იმალება მცირე ჰაერის გვირაბები რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას კეისში, კეისის ასეთი დიზაინი 25 dB -ით ამცირებს კეისიდან წამოსულ ხმაურს. ინტელის მეოთხე თაობის i7 ებთან და NVIDIA ს 780ებთან ერთად G20 გთავაზობთ HD-gaming პერპორმანსს ROG GR8 console gaming PC core i7 პროცესორთან და NVIDIA GeForce GTX 750Ti გრაფიკულ ადაპტერთან ერთად ROG gr8 პაკეტებს აქვთ PC -ის ძალა ზომებში არის ძალიან კომპაქტური და თამაშის დროს სიამოვნებას მოგანიჭებთ SupremeFX აუდიო, no-lag Intel Gigabit Ethernet ქსელი და 4K/UHD ჩვენება. აგრეთვე აქვს Miracast მხარდაჭერა და რაც მთავარია gr8 სრულიად თავსებადია Steam OS -თან ROG GX500 gaming notebook GX500 არის ROG-ის ახალი ურტრა თხელი და ულტრა გრილი ნოუთბუქი, რომელიც არის 19მმ სისქის, წონა შეადგენს 2,2 კგ, ეკრანის ზომა 15,6" GX500 -ის სპეციპიკაცია შემდეგია ბოლო თაობის core i7 პროცესორი NVIDIA GeForce GTX 860m გრაფიკული ადაპტარი 4K/UHD (ultra-high-definition) 3840 x 2160 პიქსელი. დისპლეიში გამოყენებულია VisualMaster ტექნოლოგია რომელიც უზრუნველყოფს თითქმის 100%-ით რეალურ ფერთა გამას ეს პირველი ნოუთბუქია რომელშიდაც ეს ტექნოლოგიაა გამოყენებული, რაც თამაშს არაჩვეულებრივ შარმს ძენს ROG Maximus VII Formula gaming motherboard Maximus VII Formula არის ROG-ის Z97 ჩიპსეტის ფპაგმანი ATX gaming დედადაფა. ახალი CrossChill Copper დიზაინით სრულიად სპილენძის გაგრილებით რაც გასაოცრად სწრაფად აქრობს სითბოს. Maximus VII Formula მოიცავს ROG-ის SupremeFX Formula 2014 ტექნოლოგიის აუდიო სისტემას რომელიც სპობს საუნდ კარტის არსებობას.Maximus VII Formula აქვს წინასწარ დამონტაჟებული mPCIe Combo III + 802.11ac / Bluetooth 4.0,და უახლესი wireless ტექნოლოგია mini PCI Express (mPCIe) და M.2 (10Gbit/s PCIe x2 and 6Gb/s SATA) სლოტები ROG KeyBot და FanExpert 3-ი. ROG Ares III water-cooled gaming graphics card ROG -მა წარადგინა Ares III როგორც მსოფლიოს უსწრაფესი სათამაშო გარაფიკული ადაპტერი რომელშიდაც მოთავსებულია ორი Radeon Hawaii XT GPU-ები და წ%$&# გაგილება უზრუნველყოფს 25 % ით უფრო გრილ კარტას ვიდრე რეფერენს R9 295X2. აქვს 8 GB-იანი სუპერ სწრაფიt GDDR5 მეხსიერება. გაგრილება ხდება EK წ%$&# ბლოკებით, ამჟამად გამოშვებულია შეზღუდული ტირაჟით მხოლოდ 500 ცალი Ares III
    2 points
  5. სანამ iOS 8-ში Aplle დაუშვებს Third Party კლავიატურების ინსტალაციას, მანამდე საჭიროა შემოვლითი გზით გავააქტიუროთ ქართული კლავიატურა i დევაისებში მეთოდი მუშაობს iOS 5-დან და შემდგომი ვერსიის iOS-ებში, ყველა iPhone/iPad/iPod-ზე არაა საჭირო ჯეილბრეიქი და სხვა პოტენციურად საშიში მანიპულაციები, ყველაფერი რასაც აკეთებთფაქტიურად არ ეწინააღმდეგება Apple-ს თუ რესელერის საგარანტიო პირობებს, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის გამოყენებაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, ისევე ამ ინსტრუქციით ხელმძღვანელობის შედეგად გამოწვეულ დაზიანებებზე. ასე რომ ვისაც სიძნელეები არ გაშნებთ, დავიწყოთ: 1. გაააქტიურეთ თქვენს iPhone-ში ნებისმიერი სხვა კლავიატურა, რომელსაც არ გამოიყენებთ (გარდა დეფაულტი ინგლისურისა) და შეამოწმეთ რომ მუშაობს (მაგალითად რუსული ენა) მხოლოდ ქართული კლავიატურის დამატება არ მუშაობს! ქართულით უნდა შეიცვალოს რომელიმე არსებული (არასაჭირო) კლავიატურა. 2. კომპიუტერზე (MAC თუ PC) უნდა ეყენოს iTunes, თუკი არ აყენია, გადმოწერეთ და დააყენეთ ოფიციალური საიტიდან 3. შეაერთეთ თქვენი iPhone/iPad/iPod კომპიუტერზე და გააკეთეთ ლოკალური ბექაფი (დარეზერვება), ბექაფის შემდეგ გამორთეთ iTunes. დარეზერვების პროცესი ძალიან მარტივია, შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო Youtube-ზე (ყურადღება!!! თუკი ამ პროცედურას აკეთებთ "სხვა" კომპიუტერზე, არ გააკეთოთ სინქრონიზაცია, რომ არ წაგეშალოთ, ან სხვა კომპში არ აღმოჩნდეს თქვენი სურათები/მუსიკები და სხვა ინფორმაცია) 4. გადმოწერეთ და დააყენეთ პროგრამა iBackupBot კომპიუტერში (არის როგორც MAC, ისე PC ვერსია) მიმდინარე ვერსიაა 5.1.5 და ინსტრუქციაც ამ ვერსიის მიხედვითაა გაკეთებული, პროგრამა საცდელი ვერსიაა, თუმცა მისი ფუნქციონალობა ჩვენი მიზნებისთვის სრულიად საკმარისია 5.1.5 ვერსიების (MAC და PC) გადოწერა შეგიძლიათ აქედან 5. გახსენით iBackupBot, მარჯვენა მხარეს გამოჩნდება ბექაფი, (თუკი ბექაფი რამდენიმეა, მოძებნეთ ბოლოს გაკეთებული ბექაფი, დევაისის სახელისა და თარიღის მიხედვით) 6. მარცხენა მხარეს ავირჩიოთ საჭირო ბექაფი, კლავიატურის გასააქტიურებლად გვჭირდება .GlobalPreferences.plist ფაილის რედაქტირება, ამისთვის შეგვიძლია ფაილის სახელი ჩავწეროთ საძიებო ველში (იხ. სურათი ზემოთ) და დავაწვეთ Enter-ს, გამოვა 2 ფაილი ამ სახელით, ჩვენ გვჭირდება ის, რომელიც უფრო დიდია ზომაში და მეტ ჩანაწერს შეიცავს, ან ხელით მივიდეთ ფაილის ადგილმდებარეობაზე: მარცხენა ნაწილში ავირჩიოთ შემდეგი ფოლდერები: System Files/HomeDomain/Libray/Preferences და შემდეგ, მარჯვენა ნაწილში მოვძებნოთ ფაილი .GlobalPreferences.plist 7. გავხსნათ ზემოთ აღნიშნული ფაილი (ორჯერ დაწკაპუნებით-გამოსულ შეტყობინებაში, რომელიც გვთხოვს რეგისტრაციას, დავაჭიროთ Cancel-ს გაიხსნება ფაილი, სადაც უნდა მოვნახოთ ჩანაწერი: <key>AppleKeyboards</key> <array> და მის ქვემოთ მინიმუმ ორი ე.წ <string>**********</string> ჩანაწერი (ფიფქების * ნაცვლად, იქნება კლავიატურის შესაბამისი ტექსტი ) აქედან პირველია დეფაულტ (ძირითადად ინგლისური) კლავიატურის ჩანაწერი, დანარჩენი კი სხვა კლავიატურები, რომლებიც Setting-ებიდან დაამატეთ. 8. ამათგან ერთ-ერთ სტრინგს (კლავიატურას) რომელიც დასაწყისში დავამატეთ, ვცვლით ქართული კლავიატურის სტრინგზე: <string>ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic</string> დაცული უნდა იყოს სინტაქსი! ანუ ზუსტად არსებული არასაჭირო კლავიატურის ჩანაწერის ნაცვლად უნდა დააკოპიროთ ქართული კლავიატურის ჩანაწერი! შესაძლებელია მხოლოდ <string> </string>-ებს შორის არსებული ტექსტის შეცვლა: ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic საბოლოოდ, ფაილს დაახლოებით ასეთი სახე უნდა ჰქონდეს: 9. ფაილს ვხურავთ და შეკითხვაზე შევინახოთ თუ არა ცვლილებები, ვაჭერთ Yes-ს (გადასამოწმებლად, ისევ გავხსნათ ფაილი და ვნახოთ წერია თუ არა სწორად ქართული კლავიატურა) 10. დავხუროთ პროგრამა, გავხნათ iTunes და ცოტა ხნის წინ შენახულ ბექაფს გაუკეთეთ Restore (აღდგენა), დეტალებისთვის ნახეთ ვიდეო Youtube-ზე თუკი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კლავიატურაში უნდა შეიძლებოდეს სტანდარტულ ქართულ QWERTY კლავიატურაზე გადართვა. Factory Reset-ის ან Software Update-ს შემდეგ ამ პროცედურის გამეორება თავიდან მოგიწევთ სულ ეს იყო, შე ვე ცადე დეტალურად აღმეწერა ყველა საფეხური თუ რას ვაკეთებთ და რატომ იმედია გამოგადგებათ
    2 points
  6. მაგარია https://www.youtube.com/watch?v=LwvTzcs_U84
    2 points
  7. გადახედეთ აბა link ჯერ სადღაც 80%-ია, მენიუც გაკეთდება და რამდენიმე გვერდი კიდევ. ჯერ არის ტექსფოთიდან მარტივი სტრუქტურა აღებული, რა გინდათ რომ იყოს კიდევ და როგორ ჩამოწერეთ ყველაფერი. ანუ რაც ჩვენ გვჭირდება მინუსები, რა არ მოგწონთ რა ამოვიღო რა დავამატო დაწერეთ, ყველანაირი კრიტიკა მიიღება თუ არ მოგწონთ და ეს რაარისო გაიფიქრეთ არც ეგარაა პრობლემა, მივაშლი ეგრევე
    2 points
  8. მრავალმომხმარებლიანი რეჟიმის ტრეილერი: no bullet/x-ray cam :/ max payne 3-ს ჰქონდა მრავალმომხმარებლიან რეჟიმში შენელებული კადრი
    2 points
  9. E3-ის თამაშების განრიგი zaqrinio-ს მიერ (ზოგიერთი დაუანონსებელი თამაში სიიდან შეიძლება არ იყოს სწორი და დაფუძნებულია ჭორებზე და სპეკლუაციებზე):
    2 points
  10. იმ კინოს გამო უყენია ბევრს სეფიროზი ან მოსწონს ქლაუდი თამაში არ აქვს უმრავლეოსბას ნათამაშები არადა უნაგვესი კინოა
    2 points
  11. 24 თებერვალს გამოვა. ჩასწორდა საკვანძო სიტყვები @VG247 შთამბეჭდავი ტრეილერი იყო, rpg-ს თამაშს რომ დაგაწყებინებს ისეთი : D ყოჩაღ პოლონელებს
    2 points
  12. კომპანია Bandai Namco-მ დაანონსა დამატებების კომპლექტი Dark Souls 2-სთვის. შემქმნელები გამოუშვებენ დამატებების სამ ეპიზოდს სახელწოდებით Lost Crowns Trilogy. "The Crown of the Sunken King გაგზავნის მოთამაშეებს მეფე ვენდრიკის გვირგვინისთვის. ახალი ლოკაციებთან ერთად Dark Souls II-ს მოთამაშეებს წარუდგენენ პირამიდებს, მიწისქვეშა გამოქვაბულებს და აქამდე უნახავ არსებებს. ამბობენ, რომ უძველესი გვირგვინი დამარხულია ღრმად, მაგრამ ცნობილია ერთი - მას არ დატოვებენ დაცვის გარეშე", - ნათქვამია ოფიციალურ აღწერაში. ტრილოგიის პირველი ეპიზოდი გამოვა სახელწოდებით The Crown of the Sunken King 22 ივლისს და მასში იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული მიწისქვეშეთი, რაც კი ოდესმე შეუქმნია From Software-ის გუნდს. 26 აგვისტოს გამოვა The Crown of the Old Iron King ახალი ლოკაციით ცეცხლით სავსე კოშკში და 24 სექტემბერს გამოვა The Crown of the Ivory King უძველესი საკურთხევლით და ყინვებით. ყოველ ლოკაციაში მოთამაშეებს მოუწევთ მეფის ერთი გვირგვინის პოვნა. დამატება გამოვა ერთდროულად PC-ზე, PlayStation 3-ზე და Xbox 360-ზე.
    2 points
  13. მაღაზიაში საქონელი რომ გაყიდო არ არის საჭირო კარგად იცოდე რას ყიდი მთავარია იცოდე როგორ გაყიდო შენ რომ მიხვალ ცოდნით რომ იცი 80+ კვების ბლოკი უკეთესია და კოდეგონი არ ვარგა მაღაზიას კოდეგონის გაყიდვაც სჭირდება და ურჩევნია 1333 სიხშირიანი დაბალ პროფილიანი ოპერები გაუყიდო (ქულერს ხელს არ შეუშლის და იგივეა წარმადობით ტექსტით) ვიდრე დაარწმუნო ყველა რომ 2133 სიხშირიანი G.skill-ები ძალიან მაგარი ოპერებია მაგრამ გაყიდვაში არ გაქვთ low და mid end ყველაზე კარგად და სწრაფად გაყიდვადი საქონელია და უმეტესობა ბედნიერი იქნება თუ "4GB"-იან GT220-ს მიყიდი იმიტომ რომ ყველა თამაშს გაუქაჩავს და 1GB-იან 660-ში ფული არ "გადაყარა"
    2 points
  14. მაგარი ტრეილერი იყო ტრიშმა გააფუჭა მოაცილეთ
    2 points
  15. მოგესალმებით, გუშინ დავდეთ ჩვენი თამაში Pixel Hunter steam-ის GreenLight-ზე, სადაც ბედ-იღბალს წყვეტს ხმის მიცემა და ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ დადებითი შეფასება დაგვიწეროთ, წინასწარ დიდი მადლობა ყველას http://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=266934753 P.S. გაშვების შემთხვევაში ვისაც სურვილი ექნება უფასოდ დავურიგებთ redeem code-ებს
    1 point
  16. თამაშის შესახებ მცირედი ინფორმაცია დეველოპერის გვერდიდან: გამარჯობათ ! ჩემი სახელი და გვარია Alex Leighton-ი და მე ვარ თამაშების დეველოპერი Toronto-დან. აქ დავწერ ყველაფერს Bikepark-ის თამაშთან დაკავშირებით. Bikepark: ეს არის Rider-ის თამაში და აგრეთვე პროექტი, რომელზეც დეველოპერი მუშაობს 1 წელიწადზე მეტია. მას ხშირად უწევს არჩევანის გაკეთება სკოლასა და კომერციულ საქმეს შორის უკვე წლები გავიდა და არანაირი BMX-ის მსგავსი თამაში არ გამოსულა, ამიტომ Alex-მა გადაწყვიტა თავად გაეკეთებინა ისეთი თამაში, როგორიც მას სურდა. Bikepark არის საკმაოდ ბევრი შეცდომა (buggy), რადგან ის იმყოფება განვითარების alpha სტადიაში. თუმცა თქვენ რათქმაუნდა შეგიძლიათ გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გადმოწეროთ თამაშის ადრეული ვერსია ! ჯერ-ჯერობით Bikepark მხოლოდ Windows-ისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ დეველოპერი მომავალში გეგმავს თამაშის Mac და Linux-ის პლატფორმებისთვის გამოშვებას. ითამაშეთ თამაში, გააზიარეთ თქვენს მეგობრებთან და თუ გინდათ დაპოსტეთ შთაბეჭდილებები ფორუმზე. თამაშის გადმოსაწერი ლინკი: https://www.dropbox.com/sh/cymo6e03u3tgqpc/zj-aG5pFCs ოფიციალური გვერდი: http://www.bikeparkgame.com თამაშის თემა: Bikepark - A BMX/MTB Game and Park Builder - WIP სადაც თავად დეველოპერი პოსტავს სურათები: ვიდეოები:
    1 point
  17. წინა თემების ლინკები ადამიანის კუნთოვანი სისტემის აგებულება: გინდათ იყოთ ასეთი? ან ასეთი? ან თუნდაც ასეთი? მაშინ ხშირად შემოიხედეთ აქ და დაგეხმარებით შედეგის მიღწევაში ცილებით მდიდარი პროდუქციის ჩამონათვალი რომელიც აუცილებელია კუნთების განვითარებისათვის: შემცველობა 100 გრამზე ნიანგის ხორცი=========33-37გ სოიო================26-30გ ლობიო==============19-24გ საქონლის ხორცი=======24-29გ(სხვადასხვა ნაწილების მიხედვით) მიწის თხილი========= 20-30გრ თევზი============== 10-25გრ ყველი===============7-25 გრ(მკვეთრად ცვალებადი სახეობების მიხედვით) ღორის ხორცი==========4-22გ(მკვეთრად ცვალებადი ნაწილების მიხედვით) ქათმის ხორცი=========22-28გ კვერცხი(1ცალი)========8გ ხაჭო(უცხიმო)=========15-17გ იოგურტი(უცხიმო)======5-6გ უცხიმო რძე=========== 2.5-3 გრ პური ================4-12 გრ ნახშირწ###ბით მდიდარი პროდუქცია ვარჯიშის წინ ენერგიის მარაგის შესავსებად: შემცველობა 100 გრამზე თაფლი=========75-84გრ შოკოლადის ბურთულები(start, nesquik)=======78გრ შოკოლადი=======15-75გრ(ცვალებადი სახეობის მიხედვით, შეამოწმეთ შეფუთვაზე) მაკარონი========50-75გრ წიწიბურა========30-65გრ(ცვალებადი სახეობის მიხედვით) ჰერკულესის ფაფა===35-45გრ კარტოფილი=======20-25გრ ხილის წვენები=====13-20გრ ბანანი===========22-30გრ მარტივი, პირველადი რჩევები დამწყებთათვის: ეცადეთ ივარჯიშოთ დღის პირველ ნახევარში, საკვები მიიღოთ დღეში მინიმუმ 4-ჯერ(სასურველია 5-6 ჯერ), ვარჯიშებს შორის ინტერვალი 48 საათი უნდა იყოს, იძინეთ მინიმუმ 8 საათი. თუ ვარჯიშის წინა 3 საათის განმავლობაში საკვები არ გაქვთ მიღებული ის ვარჯიში წყალშია ჩაყრილი, ეცადეთ ვარჯიშის დასრულებისთანავე ჭამოთ(მაქსიმუმ ნახევარ საათში). თუ გამოცდილება და საჭირო ცოდნა არ გაქვთ არავითარ შემთხვევაში არ ივარჯიშოთ მწვრთნელის გარეშე რადგან ამ შემთხვევაში აუცილებლად დაუშვებთ ბევრ შეცდომებს და ტრავმებს რომ თავი დავანებოთ შედეგსაც ვერ მიაღწევთ. დანარჩენი საკითხები თემაში განვიხილოთ. ----ალ. ყაზბეგის 14ბ, ჯანმრთელობის ცენტრის მეხუთე სართული, ცალკე გამოყოფილი აერობიკის ნაწილით გოგოებისათვის, ფასი 70 ლარი ----ალ. ყაზბეგის დასაწყისში ტაშკენტის გადაკვეთაზე, პოპულის ქვეში, საცურაო აუზთან ერთად, ცალკე დარბაზის ფასი 70 ლარი ----უნივერსიტეტის ქუჩა(იპოდრომიდან მაღლივისაკენ ასასვლელი) ,,სკა"-ს დარბაზი, შენობაშია ასევე საცურაო აუზიც, ცალკე დარბაზის ფასი 30 ლარი ----უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, ახალ გახსნილი დარბაზი, ჯავახიშვილის ყველა სტუდენტისათვის უფასოა ----ჭავჭავაძის გამზ. 49ბ, ვაკის საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი, ფასი 200 ლარის ფარგლებში სხვადასხვა პაკეტებით ----ჭავჭავაძი გამზ. 78 პრაიმ ფიტნესი, 120 ლარის ფარგლებში სხვადასხვა პაკეტებით თუ არ ვცდები ---გლდანი 1მ/რ ხიზანიშვილის ქ. პრაიმ ფიტნესი, სავარაუდოდ იგივე ფასებით რაც ვაკეში ----პეკინის გამზ 5, დილატო ფიტნეს კლუბი, ფასი 160-დან 250 ლარამდე დღეების რაოდენობის მიხედვით ----დინამოს სტადიონზე(შიგნით), მოქმედი ბოდიბილდინგის დარბაზი, არც ისე კარგ მდგომარეობაში, ფასი 30 ლარი ----ვ. ბაგრატიონის 5, ფიტნეს კლუბი, სხვა არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ფასი 60 ლარი ----შერატონ მეტეხი პალასის დარბაზი, ფასი 300 ლარის ფარგლებში პაკეტების მიხედვით ––––31–ე ქარხანასთან სამჭიდის დარბაზი, ფასი 20 ლარი ––––თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, არც ისე კარგ მდგომარეობაში მყოფი დარბაზი, ფასი უცნობია ––––ვარკეთილი, ზემო პლატო, II მრ. 11 კორპ. ალიანს ჯგუფი ფიტნესი, ფასი 50-90 ლარი დღეების მიხედვით პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ქვემოთ მოცემული ლიტერატურა არაა ჩემი დაწერილი, უბრალოდ უცხოური საიტიდან ვთარგმნი. თუ რაიმე პრეტენზია გექნებათ შინაარსთან დაკავშირებით წიხლით ნუ შმდგებით, მაგრამ არამგონია ვინმე უკმაყოფილიო დარჩეს, მეც ვიყენებ ამ რჩევებს და შედეგიც საკმაოდ კარგი მაქვს. აქ იქნება ყველაფერი მათთვის ვისაც უნდა კუნთის მასის მომატება, ცხიმის დაწვა, ფორმის შენარჩუნება, ჯამრთელად ცხოვრებ და სხვა რაღაც-რაღაცეებიც ვინაიდან ლიტერატურა ძალიან ბევრია და ერთიანად ვერ დავწერ ვინმე მოდერი თუ გამოიჩენ გულისხმირებას და სისტემატურად შეძლებს პირველ პოსტში ჩაამატოს რაღაც-რაღაცეები ვთხოვ მომართოს PM-ში. გთხოვთ არ შეუერთოთ BODYBULIDNG-ს მეორე თეამს ბოდიბილდინგის ფილისოფია მიიღეთ სიამოვნება მთელი "მგზავრობის" განმავლობაში: ბოდიბლიდნგი არ არის მხოლოდ შედეგი, ის არის იმის შესახებ თუ რამდენად გსიამოვნება თვითონ პროცესი. ნუ იქნებით შედეგზე იმდენად კონცენტრირებულები რომ ვერ ისიამოვნოთ პროცესით. ბოდიბილდინგი არ არის დასასრული, ეს არის საშვალება რომლის გამოყენებითაც თქვენ ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ხდით არ დახარჯოთ ფული: ყველაფერი რაც საჭიროა შესანიშავ ფორმაში ჩასადგომად არის კარგად მოვლილი ნახმარი წონების კომპლექტი, სახლში დამზადებული ტურნიკი და კარგი სარბენი ბოტასები. არ დახარჯოთ თქვენი ფული დანამატებზე, მოდურ მანქანებზე და ძვირფას ბიულეტენებზე. ჯამრთელობა: ბოდიბილდინგი ჯამრთელობაზეა. დიდი მხრები, დაკუნთული ხელები და გამომშრალი მუცელი მხოლოდ გვერდითი ეფექტია და არა მთავარი მიზანი. კონცენტრირება მოახდინეთ ჯამრთელობაზე და გივყარდეთ სპორტი და სხეულის აგებულება თავისით მოვა. მოტივაცია: გრძელ-ვადიანი წამრატება ბოდიბილდინგში საჭიროებს შესაბამის მოტივაციას. შინგანი მოტივაცია საუკეთესოა: თუ შენი მოტივაციაა რომ იგრძნო თავი უკეთესად და გქონდეს მეტი ენერგია შენ პირველივე დღესვე დარბაზში მიაღწევ შეანიშნავ შედეგს და პოზიტიური განმტკიცება შედეგს დღითი-დღე გაგუმჯობესბეთ. იფიქრეთ სკეპტიკურად: მოიძიეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, მაგრამ იყავით სკეპტიკურები. იკითხეთ წიგნები, ამოწმეთ ფორუმები და რაც მთავარია დასვით კითხვები! არაფერს არ დაუჯეროთ რაც გესმით, 5%-ს რასაც კითხულობთ და მხოლოდ 50%-ს რასაც ხედავთ. სწავლა მოაცავს ახალი რაღაცეები სწავლას და გამოცდას რათა გაიგოთ რომელი ხერხია თქვენთვის უკეთესი, არ ენდოთ არაფერს ბრმად თუ მასზე არ არის ჩატარებული გამოკვლევები, არ დაწერილა ნაშრომბი და არ ახალვს შესაბამისი მტკიცებულება. გახსოვდეთ არც ისე დიდი ხნის წინათ ნორმალურ კვებად ითვლებოდა "3 დაბალანსებული კვება დღეში" (დღეს-დღეობით საუკეთესოდ 6-ჯერ კვება ითვლება) უამრავი წითელი ხორცით, ყველით და ერბოთი. განსაკუთრებით სკეპტიკურად იყავით განწყობილები ბოდიბილდინგის ჟურნალების მიმართ რადგან ისნი იმისთვის შეიქმენა რომ დანამატები გაყიდონ. იყავი მაგალითი: საუკთესო გზა დააინტერესოთ სხვა ფიტნესში და ბოდიბილდინგში არის იყო მაგალითი. იყავით კეთილადგანწყობილი სპროტისადმი, წონების აწევიადმი და თქვენი კვებისადმი მაგრამ არ დაიწყოთ ქადაგება - ეს ყველაფერს აფუჭებს. ხალხი ისედაც დაინახავს პოსიტიურ ცვლილებებს შენს ცხოვრებაში, არაა მათი თქმა საჭირო. გადაეცით: როცა გახდებით ბებერი ბოდიბილდერი, გადაეცით თქვენი ცოდნა. გაუწიეთ წინააღმდეგობა იმ დიდ-ბიუჯეტიან კომპაინას რომელიც ამტკიცებს რომ მშვენიერი აღნაგობა არის რაღაც რაც ძვირფას შეფუთვაში უნდა იყიდო. შეიფარეთ ვინმე და აჩვენეთ მას გზა. ბევრი ახალგზარდა არასწორედ ვარჯიშისგან იღებს სერიზულ ტრამვებს და აქვთ ძალიან დაბალი თვითშეფასება, ყველაფერი რაც მათ ჭირდებათ არის პატარა სწავლება რომ იპოვონ სიამოვნება სპორტში მოცულობაში გაზრდა და კუნთის მომატება არსებობს ასობით პროდუქტი, ბიულეტენი და წიგნი რომელიც გპირდებათ გაგიმხილონ საიდუმლო თუ როგორ უნდა მოიმატო კუნთური მასა სწრაფად და მაქ ყველას უნდა ფული. მე (მე რა, ამის დამწერი) ამ საიდუმლოს უფასოდ გაგიმხელ - აწიე წონები და ჭამე სწორედ. წონის მომატება მარტივია მაგრამ ძალიან დიდ შრომს საჭიროებს. მოგივანებით აგიხსნი როგორ უნდა აწიო წონა და როგორ უნდა ჭამო მაგრამ მოდი ჯერ მოსალოდნელ შედეგზე ვისაუბროთ. რა გჭირდებათ რომ იყიდოთ? ნახმარი ჰანტელები, თქვენა კუნთმა არ იცის ახალს წევთ თუ ნახმარს, ფერ გადასულს თუ გაპრიალებულს. თუ ნახმარს ვერ იპოვით ახალი იყიდეთ მაგრამ ბევრს ნუ გადაიხდით. ტურნიკის გაკეთება ყველაზე მარტივია, საჭიროა უბრალო მყარი რკინის მილი. მოცემული ვიდეო გაჩვენებთ რომ მარტო ჭამით კუნთის მომატება შეუძლებელია. 10 წუთიანი ვიდეო იმის შესახებ თუ რა ვჭამოთ და როგორ მოვიმატოთ წონა. (დაახლოებით იგივე რასაც ქვემოთ დავწერ) ინტერნეტში არის უამრავი ინფორმაცია წონის მომატებაზე და ხალხს აქვს მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ რომ შეიძლება უცებ მოიმატონ დიდი რაოდენობით კუნთი. მოდით ჯერ ვილაპარაკოთ teenager-ებზე, 16-22 ასაკის ხალხზე, teenager-ები სხვებთან შედარებით სწრაფად იზრდბიან და შესაბამისად წონაშიც მალე იმატებენ. თუ თქვენ გესმით რომ ვარჯიშით teenager-მა 1 წელიწადში 10 კილო კუნთი მოიმატა, იგი ვარჯიშის გარეშე 7-8 კილოს ისედაც მოიმატებდა, მხოლოდ 2-3 კილოა ვარჯიშიდ მიღწეული შედეგი. ასე რომ რა არის რეალური მოსალოდნელი შედეგი რომელიც ვარჯიშით შეიძლება მივიღოთ? თუ კვირაში 5 დღე, დღესი 1 საათი ვარჯიშობ და კარგად ჭამ წელიწადში ~2,5 კილო კუნთს მოიმატებ, ხოლო თუ გაგიმართლა და გენეტიკურად გაჯიდებული ხარ შეიძლება 5 კილომდე მოიმატო. წელიწადში 2,5 კილო ალბათ მიმზიდველად არ ისმის მაგრამ გადაიღეთ სურათი რამდენიმე წლის მერე და შეადარეთ როგორი იყავით ვარჯიშამდე და როგორი შემდეგ. 25 კილო კუნთი ცუდი შესახედავი არ უნდა იყოს არა?? მოდით ეხლა ვისაუბროთ როგორ მოვიმატოთ წონაში. როგორც ზემოთ ვთქვით ამისთვის საჭიროა წონების აწევა და სწორი კვება. ჯერ ვისაუბროთ ვარჯიშზე. უნდა აწიო წონები რომ გახდე უფრო ძლიერი და გაგეზარდოს კუნთები (მარტივია ხო? ). მასა მოყვება სიძლიერეს, ვერ გახდები ძლიერი წონაში მომატების გარეშე. [მოგვიანებით დავდებ ვარჯიშის განრიგს დამწყებებისთვის, საშვალო, შუალედრური და დაწნაურებული ბოდიბილდერებისთვის] წონაში მომატება შეიძლება წონების აწევით ეხლაც და მერეც. გახსოვთ რომ ვთქვი უნდა ელოდოთ ~2,5 კილო (თუ გაგიმართლათ 5 კილომდე) კუნთის მომატებას?? ეს მხოლოდ "ძლიერი შრომის ნაწილია" - კვირაში 5 დღე ინსტენიური ვარჯიში. დარბაზში დგომა და ჭორაობა შედეგს არ მოიტანს, წონასთან დგომა კუნთს არ გაზრდის. საჭიროა ინტენსიური ვარჯიში. გინდ დაიჯერეთ გინდ არა წონების აწევა ადვილი ნაწილია, სწორი კვება ბევრად უფრო ძნელია. N1 მიზეზი რატომაც ბოდიბილდერებს აქვს საცოდავი შედეგი არის არა იმიტომ რომ ისინი ცუდათ ვარჯიშობენ არამედ იმიტომ რომ არასწორედ ჭამენ. კუნთს ჭირდება 5 დღე რათა ბოლომდე აღდეს ვარჯიშიდან და ამ დროის განამვლობაში ორგანიზმში მუდმივად უნდა იყოს საჭირო რაოდენობის პროტეინები. ადამიანის ორგანიზმი ვერ იგოვრებს პროტიენბს აიტომ საჭიროა მათი სისტემატიური მიღება რათა ორგანიზმს ყოველთვის ქონდეს საჭირო რაოდენობა რათა აღადგინოს კუნთი, დღეს 6 დაბალნსებული კვება სავსებით საკმარისია ამისთვის. არავის უთქვამს ბოდიბილდინგი ადვილიაო. თუ დღესი 6 ნორმალური საკვების მიღებას ვერ ახერხებთ მაშინ თქვენთივს საუკეთესო ვარიანტია პროტეინის ფხვნილი გაზავებული რძესთან, მაგრამ გახსოვდეთ ნამდვილი საკვები ყოველთვის ბვერად უკეთესია. კვების განყოფლებაში [რომელიც მალე დამეტება] კარგადაა აღწერილი მაგრამ ვისაც მეტი უნდა შეუძლია წაიკითხოს დიიიდი სტატია აქ. პირველი რამ რაც უნდა იცოდეთ კვების შესახებ არის რიცხვები. 1 კილოგრამზე დაახლოებით 2 გრამი პროტეინია საჭირო. ანუ 90 კილოგრამიანმა დღესი 180 გრამი პროტეინი უნდა მიიღოს. რაც შეეხება კალორებს მათ დასათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი კალკულატორი კალორიების კალკულატორი. ამაზე მეტის ჭამა კუნთებს უფრო მალე არ გაზრდის, მხოლოდ გაგასუქებთ. ეს არის ძლაინ მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მოცემულზე მეტის ჭამა არც კუნთების გაგიზრდით არც ძალას მოგმატებთ - მხოლოდ გაგასუქებთ. თუ იღებთ საჭირო რაოდნების პროტიენბს საჭირო გრაფიკით მაშინ თქვენ კუნთებს ყოველთვის ექნებათ საჭირო რადენობა პროტიენბი რათა ადღდგნენ. მოდით ვნახოთ რა მოხდება თუ არ დაიცავთ დიეტას და შეჭამთ "ნაგავს". 70 კილოგრამინს ჭირდება დღეში 6ჯერ მიღება 23 გრამი პროტიენის. ვთქვათ იგი მიირთმევს ყოველ ჭამაზე ბიგ მაკს რომელიც 24 გრამ პროტიენს შეიცავს. იგი საკმარის პროტინებს მიიღებს დაკუნთებიც გაეზრდება მაგრამ გახსოვთ რა გითხარით კალორიებზე?? მან თითო ჭამაზე უნდა მიიღოს 350 კალორია, ხოლო ბიგ მაკი 590 კალორიაა რაც თითქმის 200%-ით მეტია, რაც იმას ნიშნავს რომ იგი 1-2 კილოგრამ ცხიმს მოიმატებს კვირაში ან 5-6 კილოგრამს თვეში. ქვემოთაა მოცემული ხშირი შეცდომები რომელბსაც ბოდიბილდერები უშვებენ. • ისინი იღებენ საკმარის პროტენებს მაგრამ ბევრად მეტ კალორიას ვიდრე საჭიროა • ისინი იღებენ საკმარის კალორიებს მაგრამ ვერ იღებენ საკმარის პროტეინებს • ისნი კალორებსაც და პროტიონებსაც ნორმაში იღებენ მაგრამ არ აბალანსებენ ამას 6 კვებაზე ამიტომ მათი კუნთები საცოდავად იზრდება არ დაუშვა რომ ესენი შენ დაგემრათოს. თუ კვირაში 5 დღე ვარჯიშობ ყურადღება მიაქციე რომ ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთირება ქონდეს. თუ გაქვს გაქვს დრო და მონდომება შეგიძლია ერთდორულად მოიმატო კუნთი და დაწვა ცხიმი მაგრამ ეს ძალიან ძნელია და ძალიან ძლიერ ნებისყოფას მოითხოვს. პროტეინების რაოდენბა იგივე რჩება მაგრამ იღებ ნაკლებ კალორიებს. ქვეთაა მოცემული ცხრილი ვისაც უნდა კუნთის მომატება და ამავდროულად ცხიმის დაწვა. თუ ამ ცრილს მიყვებით კვირაში 0.5 კილო უნდა დაიკლოთ დაახლებით. მოიმატე კუნთი და დაწვი ცხიმი (0.5 კგ/კვირა) ამჟამინდელი წონა კალორები პროტეინები 280lbs (127kg) 610cals x 6 meals = 3700 cals 46g x 6 meals= 280g protein 260 lbs (118kg) 560 cals x 6 meals = 3400 cals 43g x 6 meals= 260g protein 240 lbs (109kg) 510 cals x 6 meals = 3100 cals 40g x 6 meals= 240g protein 220 lbs (100kg) 460 cals x 6 meals = 2800 cals 36g x 6 meals= 220g protein 200 lbs (91kg) 410 cals x 6 meals = 2500 cals 33g x 6 meals= 200g protein 180 lbs (81kg) 360 cals x 6 meals = 2200 cals 30g x 6 meals= 180g protein 160 lbs (72kg) 310 cals x 6 meals = 1900 cals 26g x 6 meals= 160g protein 140 lbs (63kg) 265 cals x 6 meals = 1600 cals 23g x 6 meals= 140g protein რომ მიიღოთ ეს რადოენბა კალორები და პროტენები საჭმელი უცხიმო უნდა იყოს. შეუძლებელია იყოიდო რამე საჭირო მაღაზაიში ან fast food რესტორანში, ყველაფერი შენით უნდა მოამზადო. ასე რომ დაიმხასოვრეთ 2 რამ რაც საჭიროა კუნთის მოსამატებლად 1) უნდა აწიო წონები, ხშირად, ინტენსიურად და კონცენტრირებულმა 2) უნდა ჭამო ცოტ-ცოტა 6ჯერ დღესი, თითოეული კარგი დოზა პროტეინებით მაქსიმალური შედეგის მისაღებად უნდა ეძებოთ ბევრი და ისწავლოთ. აქ მხოლოდ 1 კაცის შეხედულებაა მოცემული. კი, უამრავი გამოსადეგარი ინფორმაციაა მაგრამ არ გაჩერდეთ აქ. By jumper კუნთოვანი ქსოვილის რამოდენიმე სახეობა არსებობს, მაგრამ ძირითად 2-ს გამოყოფენ: სწრაფ კუნთოვან ქსოვილებს (ეს ორად იყოფა) და ნელ კუნთოვან ქსოვილებს სწრაფი ქსოვილები თეთრი ფერის და წითელი ფერისაა, ხოლო ნელი ქსოვილები კლასიკური წითელი შეფერილობის ძალიან სწრაფი ქსოვილები (თეთრი ფერის რომელიცაა) მუშაობენ მაშინ, როცა კუნთი ძალიან სწრაფ გაშლა მოხრას საჭიროებს, მაგალითად სპრინტის დროს, ან ტაშით აჯიმანიების დროს (ანუ ყველა explosive მოძრაობისას, ჩვეულებრივ ამ ქსოვილების აქტიურობა 20 წამზე ნაკლებ ხანს გრძელდება) ჩვეულებრივი სწრაფი ქსოვილები წითელი შეფერილობისაა და კლასიკური ვარჯიშის დროს გამოიყენება, ანუ 3X10 გამერებების დროს, როცა საშუალო სიჩქარით ხდება შტანგის აწევ-დაწევა, ან სხვა მოძრაობების საშუალო სიჩქარით გაკეთება (შესვენება მისვლებს შორის, 1-1.30 წუთი), დატვირთვის ხანგრძლივობა 20-30 წამი ხოლო ნელი ქსოვილები მაშIნ იწყებენ მუშაობას ყველაზე ეფექტურად, როცა კუნთი არასრულ გაშლას და არასრულ მოხრას აკეთებს, ოღონდ მაგ დიაპაზონში მოძრაობა, ძალიან ნელა ხდება, თან ჩვეულებრივი სავარჯიშო წონის 30-40 პროცენტით, მაგალითად თუ დაწოლილზე 100 კილოგრამიანი შტანგით ვარჯიშობთ, ამ ქსოვილების ასამუშავებლად 30-40 კილოგრამით ვარჯიში მოგიწევთ, 4-5 წამიანი ჩამოტანა და 4-5 წამიანი აზიდვა, ოღონდ ისე, რომ შტანგა ბოლომდე არ ჩამოდის და არც ბოლომდე შლით ხელს, რადგან დატვირთვა არ დაიკარგოს, ასეთი ვარჯიშის დროს, კუნთი დაძაბული უნდა იყოს 40-70 წამი, შეძლებისდაგვარად. მისვლებს შორის 5-10 წუთიანი შესვენება, შესაძლებელია 2 მისვლის 30 წამიანი შუალედით გაკეთება და შემდეგ 5 წუთი დასვენება, შემდეგ ისევ 2 მისვლა 40-70 წამიანი მუშაობით. ასერომ, საუკეთესო ეფექტისთვის, ორივე - სწრაფი და ნელი სახეობის კუნთოვანი ქსოვილის ამუშავება მოგიწევთ ვარჯიშის დროს, ყოველთვის გააკეთეთ ჯერ სწრაფი კუნთოვანი ქსოვილების ვარჯიშები, შემდეგ ნელები თუ მკერდი და ბიცეფსი გაქვთ, ჯერ ორივე კუნთის სწრაფები აკეთეთ, შემდეგ ნელები, ისე არ ქნათ რომ ჯერ მკერდის სწრაფი-ნელი და მერე ბიცეფსის სწრაფი-ნელი გააკეთოთ შესაძლებელია ასევე ცალკე დღეებში, სხვადასხვა სახის ქსოვილების ვარჯიში მაგალითი I კვირა1 - სწრაფი ტიპის კუნთოვანი ქსოვილები - explosive სახის მოძრაობების კეთება, ანუ შტანგის სამუშაო წონის მაქსიმალური სიჩქარით აწევა და შვეულებრივი სიჩქარით დაშვება, 6-8 გამეორება, მაქსიმალური სავარჯიშო წონა, კუნთის გათიშვამდე (ანუ ბოლო გამეორებაზე სახეს რომ იტყნავ და მაინც რომ არ მიდის და უკვე სხვა რომ უნდა მოგეშველოს აწევაში) კვირა2 - ნელი ტიპის კუნთოვანი ქსოვილები - სამუშაო წონის 30-50%, 30-50 წამიანი მისვლები (როგორც ზემოთ მქონდა აღწერილი ისეთ სტილში), კუნთის გათიშვამდე კვირა3 - აღდგენა, მაქსიმალური სამუშაო წონის 50% 8-12 გამეორება, კლასიკურ სტილში მაგალითი II კვირა1 - სწრაფი+ნელი ქსოვილები კვირა2 - აღდგენა სკქ-ების და ნკქ-ების ერთ დღეს გაკეთების მაგალითი სწრაფი კ.ქ. -ჟიმი 45 გრადუსზე (ზედა მკერდისთვის) 6-10 (თუგინდათ პირამიდულად გააკეთეთ, მაგრამ ძალიან ბევრი ექსპერიმენტი გამოვა პირველ დღეს ) 1 წუთიანი შესვენება სწრაფი კ,ქ -ჟიმი ჰორიზონტალზე 6-10 1 წუთიანი შესვენება სწრაფი კ,ქ -ჟიმი დახრილზე (ქვედა მკერდისთვის) 6-10 1 წუთიანი შესვენება ნელი კ.ქ -რაზვოდკა (დაწოლილზე გირების გაშლილი ხელებით განიდან შუაზე ამოტანა) 3 მისვლა არცისე მძიმე განტელებით 30-50 წამიანი დატვირთვით და 20-30 წამიანი შესვენებებით, შემდეგ ვარჯიშამდე 5 წუთიანი შესვენება ნელი კ,ქ -რაიმე ნებისმიერი სხვა მკერდის ვარჯიში დაბალი წონებით, (მაგალითად რაზვოდკა დახრილზე) 3 მისვლა არცისე მძიმე განტელებით 30-50 წამიანი დატვირთვით და 20-30 წამიანი შესვენებებით, შემდეგ ციკლამდე 5 წუთიანი შესვენებით რაიმე ჯადოსნური სისტემა არ არსებობს, ერთ-ერთი ვარიანტი დავწერე, თუ უკმაყოფილო დარჩით მაგ ყველაფრის გაკეთების შემდეგ, კიდევ დაუმატეთ მისვლა, ან დრო გაზარდეთ ბოლო მისვლების. ნელი კუნთოვანი ქსოვილების გავარჯიშება სახლშიც შესაძლებელია, რამე მსუბუქი გირებით, ან მაგალითად აჯიმანიების ნელ სტილში შესრულებით (ბოლომდე გაშლის და მოხრის გარეშე)
    1 point
  18. Enemy Front-ის გამოსვლის თარიღი ცნობილი გახდა, თამაში ამ წლის 6 ოქტომბერს გამოვა. Enemy Front-ის მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარდება სადაც ამერიკელი ჯარისკაცის როლის მორგება მოგიწევთ, თამაშში მოთამაშეს ექნება არჩევანის თავისუფლება მოაწყოთ საბოტაჟი თუ stealth-ის ელემენტების გამოყენებით თვიდან მოიშოროს ნაცისტები, თამაში გადაგვიყვანს ისეთ ადგილებში როგორიცაა ვარშვა, გერმანია, საფრანგეთი და ნორვეგია. Enemy Front-ზე 150 კაციანი პოლონური სტუდია მუშაობს სახელად City Interactive. ზუსტად ამ სტუდიამ შექმნა თამაში Sniper Ghost warrior. 6 ოქტომბერს თამაში ხელმისაწვდომი იქნება PC, xbox360 , PS3 პლატფორმებისთვის. თამაში მზადდება Cryengine 3-ის ძრავაზე.
    1 point
  19. იყიდება HD SAPHIRE DUAL X 7950 3GB 384BIT. მდგომარეობა გავხსენი გავტესტე ყველანაირად მოყვება აბსოლიტურად სუყველაფერიი. ესეიგი მცირე ინფო ამ კარტის შესახებ ეს არის უძლიერესი ვერსია საუკეთესო საუკეთესოთა შორის გინდა გაგრილება გინდა წარმადობა და ასე შემდეგ, ულამაზესი დიზაინი საფირე არის ამდ რადეონის კარტების მწარმოებელი რომელიც ერთ ერთი საუკეთესო ფირმა, აბსოლიტურად უპერსპექტივო თავის ფასში არ ყავს ბადალი რამდენადაც მე ვყიდი, კონკურენტია და დაჟე ჯობია GTX 670 და GTX 760, ზოგ თამაში ეს აჯობებს ზოგში ეს. ესეიგი ეხლა რა მოყვება ამ ცხოველ კარტებს მაქვს 2 ცალი... 1.დისკი მანუალი და ასე შემდეგ 2.ყუთი თავისივე ცელოფნები რაშიც კარტა დევს თავისივე მუყაოს ყუთები და ასე შემდეგ 3. DVI, VGA, HDMI TO mini HDMI, 4.Crossfire Bridge 5.HDMI CABELE- რომელიც არის უმაღლესი ხარისხის მარტო ეს ღირს 15 დოლარი 6.6X2 პინიანი გადამყავნი 2 ცალი. სრული კომპლქტაციააა... ფასი OVERCLOCKERS.GE ამაზე იქნებააა 300 ლარი თუ ძაან ნაცნობია ამ საიტიდან კდიევ დავუკლებ ესეც ტესტები და ასე შემდეგ... ტელეფონი 577 67 44 22 ლევანი აუცილებლად აქედან თუ დამირეკავთ მითხარით რომ ოცედან ვაროოო. http://forum.ge/?f=54&showtopic=34659040 ესეც ორიგინალი სურათები 2 ივე კარტის....
    1 point
  20. Computex 2014 -ზე წარდგენილ იქნა ASRock 9 სერიის დედადაფები ამ პროდუქტით ის ამ წელს გამოწვევას იღებს Asus, Gigabyte და MSI -სგან ASRock -ი აპირებს წლევანდელ ბაზარზე შეუშვას სამი სეგმენტის დედადაფები ესენია: Fatal1ty OC და mainstream სერია, Z97 ჩიპსეტზე hi-end სეგმენტისთვის და აგრეთვე H97 ჩიპსეტის დაფებს დაბალი სეგმენტისთვის ASRock-ს აქვს 5 მოდელი გეიმინგ სერიაში, 2 პროდუქტის ხაზი OC სერიაში რომელიც მოიცავს E-ATX Z97 OC Formula და micro-ATX Z97M OC Formula, აგრეთვე აქვს 13 მოდელი mainstream ხაზში რომელიც აგრეთვე Z97 -ზეა. ეს უკანასკნელი შეიქმნა ინტელის პენტიუმების წარმოების 20 წლის თავთან დაკავშირებით
    1 point
  21. ეს არის ძალიან პატარა აპლიკაცია რომელიც ავტომატურად ხსნის iMovies.GE-ს. ესეც პატარა ინსტრუქცია თუ რა დაგჭირდებათ ფილმების ჩასართავად. ლინკები ამ ფაილების გადმოსაწერად: Flash Player: http://helpx.adobe.com/flash-player/kb/archived-flash-player-versions.html#main_Archived_versions (მოძებნეთ შესაბამისი ვერსია) Lucky Patcher: http://www.papktop.com/tag/lucky-patcher (სასურველია ინსტალაციის შემდეგ გაუკეთოთ განახლება) Flash Player-ის გატეხილი ვერსია: http://bin.ge/dl/125534/Adobe-Flash-Player-11-1-v-11-1-115-81-b-111115081-crk-Custom-Patch.apk.html (ეს მეთოდი არ დამიტესტავს და ვინმე თუ ცდით დაწერეთ შედეგი) Download: http://www.appsgeyser.com/getwidget/iMovies.GE/
    1 point
  22. Intel-ის პრეზიდენტმა Renee James-მა ოფიციალურად დააანონსა ახალი Devil's Canion და Anniversary Edition პროცესორები. ეს პროცესორები განკუთვნილია Z97 ჩიპსეტის მაზერებისთვის. ეს ახალი პროცესორები განკუთვნილია ოვერქლოქინგისთვის. ამ პროცესორების ტესტების პასუხები უახლოეს პერიოდებში დაიდება ინტერნეტ სივრცეში ზუსტი დრო უცნობია, პროცესორები უნდა გამოსულიყო თვის ბოლოს მაგრამ შეზღუდული დროის გამო ეს არ მოხერხდა და ამიტომ ზუსტი დრო უცნობია კოდური სახელით Devil's Canyon პროცესორები გამოუშვებს Haswell ის არქიტექტურით ''K'' სერიის 2 სახის პროცესორებს i7-ს და i5-ს. ორივე სახის პროცესორები არის 4 ბირთვიან პლატფორმაზე და i7 -ს აქვს Hyperthreading ტექნოლოგიის მხარდაჭერა ანუ პროცესორები წარმოდგენილია 4 რეალური და 8 წარმოსახვითი ბირთვით. ენერგო მოხმარება წარმოუდგენლად დაბალია როგორც ჩვევიათ ინტელს და პროცესორი მოიხმარს 85-88w-ს. მემორი მხარდაჭერა ექნება ორარხიანი DDR3-1600. i7-4770K იქნება პირველი პროცესორი რომელსაც სიხშირე ექნება 4,0 GHz (ასეთი სიხშირეები წინამორბედ პროცესორებში ბხოლოდ turbo boost ჩართვით მიიღწეოდა) ხოლო თუ ჩართული იქნება turbo boost მაშინ სიხშირეები 4,4-4,3 იქნება, ხოლო i5 პროცესორში მის წინამორბედებთან შედარებით არც ისე დიდი სხვაობაა სიხშირეებში. ზემოთ ნახსენები პროცესორები იქნებიან განკუთვნილი მხოლოდ Z97 დედიკოებზე ნუ შეიძლება Z87 ზეც(მხოლოდ საუკეთესო დედიკოები) ამ პროცესორების მუშაობა მაგრამ ენერგო მოხმარება გაიზრდება და აუცილებელი მოთხოვნაა ბიოსის გადაფლეშვა ბოლო ვერსიაზე პროცესორების გამოსვლამდე ინტელი ამაყად აცხადებს თუ რა მასალით იქნება მისი ახალი პროცესორები და რა დადებითი თვიდება ექნება ამ უკანასკნელებს. ახალ პროცესორებში მთავარ ცვლილებათ შეიძლება ჩაითვალოს ის მასალა რითაც ისინია დამზადებული ამას უწოდეს შემდეგი თაობის პოლიმერი ის დაფუძნებულია სილიკონის მონომერზე და კარბონის პოლიმერზე რაც ხელს უწყობს ტემპერატურის გაცვლას და გრილ ჰაერს პროცესორი უფრო მალე მიიღებს რაც ოვერქლოქინგისას მინიმუმ 200 MHz იან წარმადობას იძლევა წინამორბედებთან შედარებით, ეს ტექნოლოგია დიდი პლიუსია აგრეთვე ისეთი ოვერქლოქერებისთვისაც რომლებიც ნოლზე ან საერთოდ მინუს ტემპერატურებზე ცდილობენ კომპიუტერის ოვერქლოქინგს რადგან ხდება ტემპერატურის სწრაფი გაცვლა და დასტაბულირება მარტივია უფრო. აგრეთვე გამოშვებულ იქნა ახალი pentium პროცესორი Anniversary Edition რომელიც წარმოდგენილია ღია მამრავლით 3.2 GHz ბაზური სიხშირეებით და 3mb ქეშით ახალ პროცესორს ექნება მეხსიერების DDR3-1333 მხარდაჭერა და მისი ფასი იქნება 72$ რაც ძალიან იაფია და ხელმისაწვდომი ასეთი დაბალი ფასით ინტელი აპირებს მოიზიდოს ხალხი და უბიძგოს მათ ოვერქლოქინგისკენ ეს ახალი პროცესორები ორიენტირებულია რომ რაც შეიძლება დაბალი ძაბვებით შეიძლებოდეს საუკეთესო შედეგის მიღება აგრეთვე ინტელმა იზრუნა ტემპერატურის კარგ გაცვლახე გაგრილების სისტემასა და პროცესორს შორის აქმდე არსებული Haswell -ის პროცესორებში turbo-ს ჩართვით შესაძლებელი იყო მხოლოდ 3,9 მდე სიხშირეების აწევა ხოლო ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ეს გაიზარდა 4,4 მდე რაც ძსალიან დიდი პლიუსია დღესდღეობით აგრეთვე დარელიზდა CPU-Z screen shot-ი Computex 2014 -ზე მყოფებმა აგრეთვე გადაწყვიტეს უკვე დაიწყონ გეგმის შედგენა თუ როგორ და რა საშუალებებით დატესტავენ ამ ახალ პროცესორებს რათა სრულად გამოწურონ ეს უკანასკნელები და აჩვენონ მისი სრული ტესტის შედეგები
    1 point
  23. Shopen, მაქსიმუმ რომ გავწელო იქით შაბათ კვირას გავუშვებთ. ცოტა დროც არ მიწყობს ხელს და თავისუფალ დროს &#036;#^#(|დები მაქსიმალურად სწრაფად გავაკეთო. გაიტანე, მაგრამ ჯერ დაუსრულებელის შთაბეჭდილებას ტოვებს მაინც
    1 point
  24. PCI Express 4.0 რომელიც 2015-2016 წლისთვის გამოვაო ენერგოეფექტურობაზე იქნებაო გაკეთებული აქცენტი http://www.overclockers.ru/hardnews/61371/V_sledujuschej_versii_PCI_Express_akcent_delaetsya_na_energoeffektivnost.html მაგის მხარდაჭერა ალბათ უკვე DX12 მესამე პაკალენიის კარტებს ექნებათ, 2016 წლისთვის რასაც გამოუშვებენ
    1 point
  25. 1 point
  26. ეგ მაგარი გამოუვიდათ, სხვებიც კარგი აქვთ უკვე ყველა ალბომს მოვუსმინე ძლიერი დრაივი აქვს ჯგუფს https://www.youtube.com/watch?v=e1F6qf8y1GQ https://www.youtube.com/watch?v=wiTLpPQLhd0 https://www.youtube.com/watch?v=R3ouX_mM23o
    1 point
  27. იფფ რა გემრიელი ნაკრებია, იმდენიხანია არაფერი მითამაშია რომ ვიყიდო ესეც უქმად მეგდება თორემ იდეალური ფასია...
    1 point
  28. ინტერნეტში გავრცელდა საინტერესო ინფორმაცია Intel Skylake პროცესორების შესახებ, პროცესორები დარელიზდება 2015 წელს და Skylake პროცესორებს ექნებათ როგორც DDR3 ისე DDR4 მეხსიერების კონტროლერების მხარდაჭერა. პროცესორები შერწყმული იქნება ჩიპსეტების მე-100-ე სერიასთან, აგრეთვე ეს პროცესორები თავსებადი იქნება უახლეს LGA 1151 სოკეტთან Z170 ჩიპსეტზე ახალი Skylake პროცესორები ისევე როგორც Broadwell, იქნება დამზადებული 14 ნმ ტექნოლოგიით, მას ექნება გაუმჯობესებული გრაფიკული კონტროლელები და აგრეთვე დაბალი ენერგო მოხმარება აგრეთვე აღინიშნა რომ ახალი პროცესორები მიიღებენ 4 ტიპის უკაბელო კომუნიკაციის მხარდაჭერას ახალი Skylake პროცესორები ბაზარზე გამოვა 2015 წლის მეორე ნახევრისთვის Broadwell პროცესორების პარალელურად
    1 point
  29. რაიყო რეაქტიური ინტერნეტი გააქქ???
    1 point
  30. ამის ხმას უსმინეთ პროსტა რა ცხოვრებაა ამის დედაც ვეღარ გაიგებ ვინ გოგოა დავინ ბიჭი
    1 point
  31. რეალურად თუ სერიოზული მუშაობა გინდა, მუხლებზე დადებული ლეპტოპითაც ვერ იმუშავებ ნაყოფიერად, მყარ ზედაპირზე და კარგად დამჯდარი კი Type Cover-იც ისეთივე ეფექტური იქნება როგორც კლავიატურა + როგორც ჩვეულებრივ ლეპტოპს დახრის კუთხის რეგულირება ამასაც შეუძლია + დაემატება თაჩსკრინის მოხერხებულობა, რაც მუშაობის პროდუქტიულობას გაზრდის (მართალია ზოგადად ბევრი აპლიკაცია არაა ოპტიმიზირებული თაჩსკრინზე, მაგრამ უკვე იწყებენ აქტიურად, მაგალითად ადობემ გამოუსვა უკვე, თუმცა ოპტიმიზაცია თუ არა გარკვეულ ასპექტებსი დაგეხმარება მაინც ჩვეულებრივ ეკრანთან შედარებით) + პატარა ზომებში ძალიან დიდი სიმძლავრეა ჩადებული, i5/i7 პროცესორი ასეთ თხელ დევაისში ძალიან შტამბეჭდავია თან ავტონომიური მუშაობის ასეთი ხანგრძლივობა.... დიდი სიამოვნებით გადავაგდებ ჩემს HP-ს ProBooks ამიც სანაცვლოდ თავის დროზე მეტალის კორპუსმა მომხიბლა, ახლა მხრებს მაწყვიტავს ჩანთით დიდხანს ტარება თუ მომიწია არაა გამორიცხული Type Cover-ის მსგავსი უფრო მყარი კლავიატურები გამოუშვან ThirdParty მწარმოებლებმა (მაგალითად როგორიც მოსახსნელი კლავიატურები ტრანსორმერის ტიპის ნოუთბუქებშია და მაშინ უკვე საერთოდ დაიკარგება განსხვავება ულტრაბუქსა და Surface 3-ს შორის მაგ კუთხით ერთადერთი "შეზღუდვა" რასაც ახლა ვხედავ (ლეპტოპის ჩანაცვლების მხრივ) არის მხოლოდ ერთი USB პირტი, თუმცა USB ჰაბით ეგეც ადვილად გადაჭრადია
    1 point
  32. 0 points
  33. რას მერჩით ჰა? დამიწერე არამადლობა და დამაბრუნე 666-ზე
    0 points
  34. ისევ ესპანეთმა თუ მოიგო ვლივავთ კოლექტიურად
    -1 points
  35. სახეს აძრობდა უფროს ძმას, რომელიც ნუბ საიბოტი ხდება პირველის გარდა ყველა ნაწილში ვითიც ვთამაშობთ უმცროსი ძმაა და ის აქეთ აძრობს სახეს რაიდენი ფერმერს ჰგავს საერთოდ
    -1 points
  36. ანიმე მაგარია, თამაში არა ძალაინ მაგარობა იქნება ვიჩერი, rpgებში მამა დედა და ბაბო თამაშია.
    -1 points
  37. prince of darkness
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.