Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 01/15/13 in Posts

  1. აბა ფოტოგრაფებო, აქ გავარგძელოთ, წინა თემა ავიდა 100 გვერდზე. ესეც ლინკი
    9 points
  2. მოგესალმებით, დღეს გეტყვით თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ვინდოუს 7-ში სტატ ღილაკი და როგორ ჩავანცვლოთ სტანდარტულ ღილაკს, მაგალითად როგორც მე მაქვს ამისათვის ვიწერთ ერთ მარტივ პროგრამას- Windows 7 Start Button Changer რომელსაც აქვს ძალიან მარტივი ინტერფეისი აქვს 2 ფუნქცია პირველი სტარტ ღილაკის შეცვლა და მეორე ბექაპი რის შედეგადაც ჩანაცვლდება ის სტანდარტული ღილაკით. იმისთვის რო ჩავანცვლოდ საჭიროა "სკინები" (გადმოწერა) შემდეგ ვაჭერთ select&Change Start Button-ს ვირჩევთ რომელიც გვინდა და ვაჭერთ OK-ს. ესეც ზოგიერთი სკინი თუ გსურთ იხილოთ უფრო ბევრი სკინი მოინახულეთ ეს საიტი. ხოლო თუ გსურთ თქვენ თვითონ შექმნათ საკუთარი ღილაკის სკინი გადმოიწერეთ windows 7 start button creator, სულ ეს იყო იმედია გამოგადგებათ.
    3 points
  3. აღარ გპასუხობ. დავიღალე
    3 points
  4. პირველი ფოტოა. დიდ რეზოლუციაზე იყო დავაპატარავე და შეიძლება ხარისხი დაეკარგა
    3 points
  5. იმ ქალს მხარზე ბანჯგვლები აქ, ეგაა ფოტოს მუღამი ხო ?
    3 points
  6. აბა რა მართალი ხარ !! გეთანხმები რომ მაღაზის არაყს ჭაჭა ჯობია! აბა რა!! გადავკეტავთ კუპის კარებს :დ
    3 points
  7. ძილბურანღვიძილში იყო კარგი კინო ჩანს http://geotorrents.c...080p-s-72639.ts
    2 points
  8. ბიჭო, კაი "აზაბოჩენივით" რავა სულ მაგაზე უნდა ლაპარაკობდე? ჯანდაბას, გავიმეტებ შენთვის 30 ლარს და მაგარ ქალებში წაგიყვან, 1 ვიცი - მეხაჭაპურე ციალა, ნუ, ხინკალს ვერა, მაგრამ მინეტს და ხაჭაპურს აკეთებს (თან ორივეს ერთად), თითებს ჩაიკვნეტ :D
    2 points
  9. თუ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია პირველ პოსტში ჩაამატეთ. Live for Speed ( LFS ) ეს არის რეისის სიმულატორი ( racing simulator ), რომელიც დაამზადა სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა. მისი წევრები არიან : Scawen Roberts ( ფიზიკა - ენჯინი ), Eric Bailey ( ტრასები და მანქანები ) და Victor van Vlaardingen ( მუსიკა, ვებსაიტი, რეალიზაცია ). Scawen Roberts, Eric Bailey - ორივე წარმოშობით - დიდი ბრიტანეთი ( ინგლისი ) და Victor van Vlaardingen ( ნიდერლანდია). მათი ძირითადი მიზანია, რომ მოთამაშემ შეიძინოს რეალური სარბოლო გამოცდილება ონლაინ რეჟიმში, ( multiplayer ) რაც მომავალში მას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს ( single player - ის ) რეისებში ყველა ავტომობილის წინააღმდეგ. მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათი ( საკუთარი ) საუკეთესო ტრასის დრო ( იგივე hotlap ), რომელიც შემდეგ შეიძლება აიტვირთოს ( დაფიქსირდეს ) lfsworld.net - ზე hotlap - ის რეჟიმში. გარდა ამისა მოთამაშეებს შეეძლებათ მიიღონ მართვის მომზადების გაკვეთილები ‘training’ რეჟიმში. LFS მთლიანად გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით. თამაში შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააყენოთ უფასოდ ოფიციალური საიტიდან, ( lfs.net ) მაგრამ unlocking ყველა მახასიათებლის გახსნა ( მანქანების და ტრასების ) მოითხოვს ლიცენზიის შეძენას. ლიცენზიის შეძენის გარეშე, ის ფუნქციონირებს ისე, როგორც შეზღუდული დემო ვერსია ( feature - limited demo ). demo ლიცენზიით მხოლოდ ერთი ტრასის და სამი მანქანის გამოყენებაა შესაძლებელი. მანქანები : – XRG, XFG, FBM. ტრასა – Blacwood GP. Releases ( რეალიზები ) თამაში განკუთვნილია და დაყოფილია სამ ნაწილად: S1 ლიცენზია ( Stage 1 ), S2 ლიცენზია და S3 ლიცენზია, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მუშაობის პროცესშია ( უკვე 3 წელიწადია ). ყოველ შემდგომ ( მომავალ ) ეტაპზე ჩვენ ვხვდებით გაუმჯობესებებს ისეთ სფეროში, როგორიცაა ფიზიკის მოდელი, გრაფიკა და ხმა. ტექნიკური ცვლილებების ყოველი ახალი ეტაპი ხელმისაწვდომი ხდება თამაშის წინა ეტაპებისთვისაც. ეტაპებს შორის ძირითადი განსხვავება მიმდინარეობს ახალი დამატებითი მანქანების და ტრასების მეშვეობით, ამასვე მოყვება მაქსიმალური მოთამაშეების რიცხვის დაკავშირება სერვერთან. მთლიანი კომერციული სამუშაო LFS S2 - ის ( alpha ვერსა ), დასრულდა 2005 წლის, 24 ივნისს. უკანასკნელი patch - ი კი გამოვიდა 17 ივნისს, 2011 წელს. S2 ლიცენზიის მფლობელისათვის ( S2 - ი ლიცენზიის გარდა ) თავისუფლად ხელმისაწვდომია S1 და demo ლიცენზიის სერვერები. Simulation ( სიმულაცია ) ამ ყველაფერთან ერთად, თამაშს გააჩნია კარგი ფიზიკის მქონე ძრავა ( Physics engine ) რომელიც აღჭურვილია : – საბურავების სიმულაციის, შეჩერების, აეროდინამკის, ტრანსმისიის – რამოდენიმე გადაცემათა კოლოფის ტიპის, კონუსის გადახურების, მანქანის დაზიანეისა და ძრავის გაფუჭების სისტემით. საბურავების მოდელი აღჭურვილია ; დინამიური მართვით, ბორბლების ნაკვალევის დატოვებით და დეფორმირების მიღებით. Gameplay ( სათამაშო სიუჟეტი ) LFS - ის მახასიათებლები მხარს უჭერენ : საჭეებს ( Steering Wheels ), მაუსებს, კლავიატურებს, ჯოისტიკებს და Game pad – ( ხელის კონტროლერს ვიდეო თამაშებისათვის ). რეისი ან უნდა დასრულდეს, რამოდენიმე წრის შემდეგ, ან უნდა გაგრძელდეს გარკვეული დრო, რომელიც დამოკიდებულია რბოლის ხანგრძლივობაზე. თამაშში არსებობს მანქანაში საწვავის ჩასხმა და საბურავების გამოცვლა გარაჟებში და შუა რეისის დროს ( pit stops ) ბოქსებში შესვლა და ცვლილების განხორციელება. გარაჟის შესახვევში ( Pit lane ) დაშვებილია სიჩქარე 80 km/h ( 50 mph ) ფარგლებში. ლიმიტის გადაცილებისას ძალაში შევა ჯარიმების მსგავსი ქულები, რომელიც ასევე ჩანს რეალურ ავტოსპორტში, შეჩერება და წასვლა, ანდა საჯარიმო ქულების მიღება. სტარტზე პოზიციას გვიჩვენებს წინა რეისის დამთავრების შემდეგ თქვენი ადგილი, ან კვალიფიკაციის შედეგების ადრეული მოხსნა. სასწავლო რეჟიმის მოვალეობაა დაეხმაროს მძღოლებს საკუთარი თავის შეცნობაში. ასევე გაკვეთილები ეხმარება დამწყებ რეისერებს მართვის ცოდნის გაღრმავებაში და თითოეული მანქანის მართვის მახასიათებლების გაეცნობაში. გაკვეთილები მოიცავენ საგნებს, როგორებიცაა : მოხვევის, მანევრირება და მუხრუჭის კონტროლი. რეისერმა, რომ ჩააბაროს ( გაიაროს ) ეს გამოცდა, ამისთვის საჭიროა დაასრულოს მოცემული გაკვეთილი გარკვეული დროის ფარგლებში, დასახული მიზნების სწორედ გაკეთებით. გაკვეთილები დაწყობილია, როგორც კომპლექტები. თითოეული მანქანის თანმიმდევრობა – ნელიდან სწრაფამდე. თითოეული გაკვეთილი უნდა დასრულდეს სწორად, რომ შემდეგ გადახვიდეთ მომდევნოებზე, თუმცა მათი დასრულების შემდეგ, არ არის აუცილებელი გაიხსნას მანქანები, ისინი ისე რჩება, როგორც ეს იყო თამაშის დასაწყისში. Cars ( მანქანები ) S2 - ი ლიცენზიის ( release ) დასრულებული ვერსია, გთავაზობთ სულ 21 სხვადასხვა კლასის ავტომობილს. ისინი მერყეობს დამწყები მოთამაშისთვის უფრო შესაფერის მოდელებზე, რომლებიც მოითხოვენ უფრო მეტ მართვის გამოცდილებას, ვიდერე მისი წინამორბედები. არსებობს უფრო ძლიერი სპექტრის ავტომობილები, დაწყებული 100 hp ( ცხენისძალიდან ) და დამთავრებული 700 hp - მდე. თამაშში არის გამოგონილი სპორტული ავტომობილები, GT DTM - ის მსგავსი რეისის მანქანები და ასევე გამოყენებული ყოფილი JGTC - სერიის რეალური სამგზავრო მანქანები. მიუხედავად იმისა, რომ LFS - ის სარჩევი ( მანქანების არჩევანი ) ძირითადად მოიცავს გამოგონილ ავტომობილებს, მათ ასევე ჰყავთ ხუთი რეალური ოფიციალურად ლიცენზირებული ავტომობილები. BMW Sauber F1.06 Formula BMW Formula SAE Sports car Volkswagen Scirocco Tracks ( ტრასები ) LFS გააჩნია შვიდი სხვადასხვა სახის გამოგონილი ტრასის ტერიტორია, მათ შორის ერთი დაფუძნებულია აღმოსავლეთ ცენტრალურ ლონდონის საფუძველზე. სემდეგი მათგანი იამაიკურ გარემოში ( Jamaican surroundings ). კიდევ ერთი ტრასა კი კიოტოსთან ახლოს ( Kyoto, Japan ). თითოეულ მათგანს გააჩნია სხვადასხვა კონფიგურაციები და თითოეულ მათგანზე აგრეთვე შესაძლებელია უკუღმა სიარულის ( drive in reversed ) დაყენება ( დაკონფიგურება ). მთლიანობაში კი არსებობს 54 სახის კონფიგურაციები და მათ შორის სამი ( rallycross ) ტიპის ტრასები. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლაით შექმნან საკუთარი უბრალო სქემები ( layouts ), კონუსების და სხვა ობიექტების ( autocross editor ) რედაქტორის გამოყენებით. ორი ( ცარიელი ) ავტოსადგომის არსებობა თამაშისთვის სასარგებლოა, რადგან მოთამაშემ შექმნას ამგვარი სქემები. Intel Racing Tour and V1 Championship LFS გამოყენებული იყო Intel Racing ტურში, რომლის შეჯიბრი მოეწყო გერმანიაში, 2007 წელს. ახალმა BMW Z4 აიღო გამარჯვების მთავარი პრიზი. მადლობა Intel Racing Tour- ს,რადგან ამის შემდეგ BMW Sauber F1 - ი დაინერგა თამაშში. LFS აგრეთვე არის დაკავშირებული V1 ჩემპიონატთან, რომელიც დაიწყო 2008 წელს და ნაჩვენები იქნა დიდი ბრიტანეთის ( the United KingdomTV ) ტელევიზიაში. V1 ჩემპიონატის კონკურსი მოწყობილი იყო ე. წ. V1 Championship Limited, რომლის მიზანიც იყო აღმოეჩინა : დიდი ბრიტანეთის რეისის ნიჭიერი მძღოლი ( racing driver talent ). LFS გამოყენებული იქნება, როგორც მძღოლის შერჩევის ნაწილი, სანამ ისინი ტესტირებას გაივლიდნენ რეალურ მანქანებზე. თუ მათ წარმატებით გაიარეს ( V1 Championship ), გამორჩეული კანდიდანტი მიიღებს ადგილს სარბოლო გუნდში და სრულად უნდა აიღოს კარიერის ვალდებულება motorsport - ში. მადლობა ამ თანამშრომლობისთვის V1 ჩემპიონატს, ამის შემდეგ LFS - მა შეიძინა Formula BMW ( მანქანის ) გამოყენების ლიცენზია და დაეხმარა მანქანის მოდელირებაში ( მანქანის თამაშში გადასატანდ ). შესაძლებელია თამაშს დაემატოს ტრასა Rockingham Motor Speedway, V1 ჩემპიონატთან დაკავშირების საშუალებით და ეს ტრასა გამოცხადდება S3 - ი ლიცენზიის ნაწილად. Rockingham Motor Speedway Leipzig Games Convention 2008 and VW Scirocco ( Leipzig თამაშები VW Scirocco - ს კონვენცია 2008 წელს ) LFS გამოყენებული იქნა urtle Entertainment და Volkswagen - ის მიერ, რათა ეჩვენებინათ ახალი Scirocco ამ თამაშში Leipzig Games Convention 2008 წელს. კონკურსი გასამართად იყენებს LFS და პრიზად აწესებს ნამდვილ Scirocco - ს მანქანას. Scirocco - ს დასრულება Live For Speed - ში იყო დაგეგმილი 2008 წლის 19 დეკემბერამდე. თუმცა მისი დასრულება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, მოულოდნელი შეცდომების გამო. ხოლო მათ მიერ გამოშვებული უკანასკნელი ფაჩი და თავად Scirocco, აიძულებენ LFS - ის გუნდს, რომ გადამუშავების სისტემა შეჩერდეს. LFSWorld LFS - ს აერთიანებს LFSWorld.net - ი, რომელიცაა ამომწურავი სტატისტიკური ( statistics ) მონაცემების საიტი და მონაცემთა ბაზა online რეჟიმში skin - ების მხარდაჭერით. თითოეული მრბოლელის ონლაინ რეისის სტატისტიკა თავმოყრილია საიტზე და რათქმაუნდა მათ შორის თქვენი პირადი ერთი წრის საუკეთესო შედეგიც. სადაც შედის : – დრო, წრეების რიცხვი, მანძილის გავლა და ასევე დათვლილია და ნაჩვენებია, თქვენი საწვავის ხარჯის ჯამი. მომხმარებლებს, შეუძლიათ ნახონ სხვა რეისერების სტატისტიკური მონაცემები და აგრეთვე ჩამოტვირთონ მათი საუკეთესო დროები. ის აგრეთვე მოიცავს მონაცემთა ბაზის საზოგადოებრივი ჩამოყალიბების გუნდს. გარდა ამისა, არის ოფიციალური მსოფლიო რეკორდი ( official world record lap ) წრის და დროის ცხრილი, სადაც რეისერებს შეგეძლებათ ატვირტოთ თქვენი საუკეთესო დროები იგივე ( hotlaps ), რომელიც მოიცავს თითოეულ მანქანას და ტრასას. მომხმარებელს ასევე შეუძლია ატვირთოს ჩვეულებრვი მანქანების skin - ები საიტზე, საიდანაც ისინი შემდეგ ავტომატურად გადმოიწერება, თუ ეს თამაშის დასჭირდება სხვა მოთამაშეებისათვის. Reviews and awards ( მიმოხილვები და ჯილდოები ) PC Gameworld’s 2003 წელის მიმოხილვა Walter Hurdle - ის მიერ Live for Speed S1 გამოიწვია 89 % შეფასების გაცება და განაცხადა, რომ : LFS - ი არის ძალიან ძლიერი სიმულატორი, რომელიც გთავაზობთ გართობასა და მაღალი დონის რეალიზმს ( “A very strong simulation that offers fun and a high level of realism” ). Justin Kranzl – მან კომპიუტერული ჟურნალში ( APC magazine ) S1 დასრულებას უწოდა : საუკეთესო PC რეისის სიმულატორი, რაც კი ოდესმე გამოსულა ( “the best PC racing simulator ever” ). Pelit magazine’s 2004 წლის მიმოხილვა LFS’ S1 - ის გავრცელება. Mika Äärilä შეაფასა 92 / 100 და თქვა: ( “Saloon cars and meticulous simulation. Absolute cream of the crop” ). Bytesector.com’s 2005 წლის მიმოხილვა S2 დასრულება ; განაცხადა, რომ : ( “Nothing short of going to a track actually compares to the experience. Live for Speed is, by far, the most intense and demanding game I’ve ever played” ). 2005 წელს AutoSimSport - ის ჟურნალმა LFS გადასცა მათი საუკეთესო სიმულატორის ( “Best simulation” ) ჯილდო და Blackhole Motorsports საიტმა მკითხველებს ხმის მიცემის უფლება მისცეს, რადგან LFS მიეღო შემდეგი ჯილოდები. BHM “Game of the year” award BHM “Best multiplayer” award BHM “Best physics” award Game Screens - თამაშის სქრინები : Game Videos - ვიდეოები : http://www.youtube.com/watch?v=9Scy5TsLBEU&feature=player_embedded ალბათ ყველამ იცით, რომ ავტო სიმულატორები საკამოდ იშვიათად გამოდის, რადგან მსგავსი ტიპის თამაშები საკმაოდ რთული გასაკეთებელია. ისეთი თამაშის შექმნა როგორიც არის LFS საჭიროებს : ჯოჯეხეთურად დიდ დროს, თავდაუზოგავ შრომას და საკმაოდ დიდ ფინანსებს, რაც სიმულატორების შემქმნელებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ. სწორედ ამიტომ მოთამაშებს გვიწევს დიდხანს ლოდინი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი ამად ღირს ბევრს არ ვისაუბრებ და გეტყვით, რომ 45 დღის წინ გამოვიდა თამაშის ბოლო ვერსია. ეს არის Live For Speed 0.6E რომელიც გამოვიადა 2012 წლის, 30 ნოემბერს. სწორედ ამ ვერსიის დაყენებას გასწავლით და მოკლედ გაგაცნობთ თამაშის ძირითად მახასიათებლებს. ინფორმაცია თამაშზე : დასახელება : Live For Speed 0.6E Original ( Full Version ) გამოსვლის წელი : 2012 ( 30 ნოემბერი ) ჟანრი : Racing / Simulator შემქმნელი : LFS Studio გამომცემელი : sti228 ენა : ინგლისური პლატფორმა : PC გამშვები : მოყვება მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები : ოპერაციული სისტემა : Windows XP, Vista, Windows 7 პროცესორი : Pentium 4 ოპერატიული სისტემა : 256/512 მბ ვიდეო დაფა : 64/128 მბ თავისუფალი ადგილი მყარ დიკზე : 500 მბ თამაშის შესახებ : 2012 წლის 29 ნოემბერს დეველოპერებმა გამოუშვეს Live for Speed-ის ახალი ვერსია 0.6E, სადაც შესულია მრავალი განახლება და გაუმჯობესება. ახალი საბურავების ფიზიკის მოდელი, ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ასე რომ ეს ვერსია ისე, როგორც მისი ყველა წინამორბედი, იყენებს ძველ საბურავების ფიზიკას. თუმცა სხვა ვერსიებისგან განსხვავებით თქვენ აქ ნახავთ, multiplayer - ის სრულიად ახალ სისტემას. დეველოპერების თქმით თამაშის წინა ვერსიებში ხშირად იყო შეფერხებები და ბაგები დაკავებულ სერვერებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სისტემა მუშაობს სრულიად განსხვავებული გზით. Live For Speed-ი უზრუნველყოფს მოთამაშეებს რამოდენიმე საინტერესო ფუნქციით, ხოლო მწარმოებლები კი ამ ვერსიაზე არ გაჩერდებიან და კვლავ გააგრძელებენ თამაშზე მუშაობას. დამატებითი ინფორმაცია : არქივში თამაშთან ერთად მოთავსებულია unlocker-ი და Ip Patch-ი. მათი საშუალებით გახსნით თამაშში მოცემულ ყველა ტრასას და მანქანას. გადმოწერეთ და დააყენეთ თამაში. ამოაარქივეთ ( unlocker და Ip Patch ) და შემდეგ ყველა ფაილი ( unlocker.exe და unlocker.dll, Ip Patch.exe ) გადაიტანეთ Live For Speed - ის მთავარ ფოლდერში. ჩართეთ unlocker.exe, ჩაირთვება თამაში. შევდივართ სულ ქვემოთ Unlock Live For Speed და Username - ში და Password - ში შეგვყავს სასურველი ინფორმაცია ( პაროლი 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს ). როდესაც ყველა ველს შეავსებთ დააჭერთ "Unlock", შესაბამისად უნდა დაიწეროს "Welcome To Live For Speed S2" ( თუ არ ამოაგდო პროცედურას თავიდან იწყებთ ). როდესაც ამ ყველაფერს მორჩებით, შეგიძლიათ გამორთოთ თამაში და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ამისთვის ვაჭერთ Patch.exe და შემდეგ "Starts". რამოდენიმე წამის შემდეგ დაიწერება "Patching Done", როდესაც ეს წარწერა გამოჩნდება, დახურეთ პროგრამა Exit - ის საშუალებით. თამაშის ზოგიერთი ახალი განახლება - ახალი პაკეტი, რომელიც ამცირებს სერვერზე დატვირთვას - ახალი დაცვა ჰაკერებისგან და cheat - ების აღმოჩენის ფუნქცია - marshall - ების მქასიმუმი რაოდენობა გაიზარდა 96 - დან 120 - მდე - autocross ობიექტების რაოდენობა გაიზარდა 800 - დან 900 - მდე - SHIFT + N : sound on / off ეხლა უკვე მუშაობს multiplayer - შიც - კიდევ ბევრი სხვა ტიპის ფიქსაცია და გაუმჯობესება თამაშის გადმოსაწერი ლინკი : Live For Speed 0.6E Original (Full Version) როგორ უნდა ითამაშოთ LFS სერვერზე ნახეთ აქ : Как начать играть и подключиться серверу ? руководство по настройке თამაშზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ნახეთ ქვემოთ მოცემული ლიკები : LFS Manual Wiki Live for Speed S2 Russian FAQ ხშირად დასმული შეკითხვები : როგორ ჩავრთოთ Live For Speed 64 bit Windows - ზე ? ip patch - ით რომელი სერვერებია ამჟამად ჩართული ? terraracingpro Server Ip : 94.245.155.26 Port : 63392 ვერსია : 0.6E »R21« Server Ip : 95.174.214.74 Port : 63395 ვერსია : 0.6B როგორ ვითამაშო Live For Speed 0.6E Pereulok - ის სერვერებზე ? ზუსტად ისე როგორც 0.6B ვერსიას თამაშობდით : LFS 0.6B Pereulok საიდან გადმოვწერო სეთაფები ? Setup Field setupgrid Car Setups საიდან გადმოვწერო ძრავის ხმები ? Live For Speed Engine Sounds Engine Sound Sharing საიდან გადმოვწერო მანქანის სკინები ( Skins ) ? bean0 life4pixel LFS Car Skins საიდან გადმოვწერო ტრასის სქემბი ( Layouts ) ? layouts.500servers.net Autocross Layouts საიდან გადმოვწერო მანქანები ( Mods ) ? lfsmods driftmods - გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია ! "Lucas-mods downloadgamemods მოდები უნდა გადაიტანოთ თამაშის მთავარ ფოლდერში : C:LFSdatadds და C:LFSdataveh. ზოგჯერ სხვა ფოლდერებიც მოყვება და შესაბამის დასახელების საქაღალდეში გადაიტანთ იმასაც. სკინები უნდა გადაიტანოთ : C:LFSdataskins სეთაფები უნდა გადაიტანოთ : C:LFSdatasetups ძრავის ხმები : C:LFSdataengine სქემები : C:LFSdatalayout Tweak - ების გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან : lfs-tweak უშუალოდ თამაშთან დაკავშირებული კითხვები ძალიან გთხოვთ შეხვიდეთ თამაშის მთავარ ფოლდერში : C:LFS 0.6Edocs და გახსნათ ფაილი Keys.pdf ! ასევე მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ ეს ლინკები : Keyboard commands and shortcuts Keys კამერას ვერ შევცვლი ? სიტყვაზე გარეთა ხედიდან რომ ვუყურებ და მივდივარ კამერას არ ატრიალებს. როგორ შევცვალო, ისე რომ კამერამ იბრუნოს ? მძღოლის ხელები როგორ გამოვაჩინო ? მაუსის ისარი ჩანს თამაშის დროს და ვერაფრით ვაქრობ. რა ვუყო ? Shift + Z თამაშის დროს სერცერზე შესვლის დროს მიწერს Host is a different version. რა ვქნა ? ამ შემთხვევაში სერვერი დაჰოსტილია თამაშის სხვა ვერსიაზე. თქვენ ვერ შეძლებთ შესვლას LFS Z28 ვერსიით 0.6B და 0.6E - ს სერვერებზე და პირიქით ! ამისათვის საჭიროა დააყენოთ თამაშის ის ვერსია, რომლითაც სერვერია ჩართული ! ძრავის ხმის შეცვლა ( ან გაკეთება ) მინდა რა გავაკეთო ? თამაშის დროს კლავიატურაზე დააჭირეთ კომბინაციას Shift + A და შეცვალეთ მანქანის ხმა სურვილისამებრ. სერვერზე შესვლისას ( 10 - 15 წამის შემდეგ ) JOOS CAR error მიწერს და სერვერიდან მაგდებს. რატომ ? ეს იმიტომ, რომ თქვენ საერგებლობთ თამაშის 0.6B ან 0.6E ვერსიით და გიყენიათ მანქანები ( Mods ), რომლებიც არ მუშაობს თამაშის ამ ვერსიებზე. გაითვალისწინეთ, რომ მოდები, რომლებიც მუშაობს 0.6B ვერსიაზე ონლაინში, ასევე უპრობლემოდ მუშაობს 0.6E - ზეც ! შეიძლება კიდევ ბევრი ინფორმაციის დაწერა, თამაშზე, მაგრამ არ გავაგრძელებ. ეს სავსებით საკმარისია. სხვა დანარჩენისთვის Google არსებობს.
    2 points
  10. დღეიდან კონსოლებზე უკვე გაყიდვაშია ეს თამაში ველოდებით 25-ში PC პლატფორმაზე მაღალი დონის თამაში გამოუვიდათ ახალ დეველოპერებს ძალიან დამაინტრიგებელი და საინტერესო სთორილაინით,ლამაზი ვიზუალით და შესანიშნავი გეიმფლეი & კომბატ სისტემით ესეც Launch Trailer Old Dante Easter Egg Funny As Hell :D :D
    2 points
  11. მე მაგხელა მსხვერპლზე ვერ წავიდოდი, ბავშვობიდან ვერ ვიტან პალტოებს და პლაშებს და ისედაც, მარტო პალტო კი არა, თბილად ვერ ვიცვამ, ხალხის რომ არ მერიდებოდეს, მხოლოდ საროჩკითაც სიამოვნებით ვივლიდი... 1 ვარიანტია კიდე, ვინმე ბიჭს ჩავაცვათ ქალის ფორმა, ბუშტებში ჩავასხათ არაყი და გავუკეთოთ მკერდი, თან თუ კარგი ჯიშიანი იქნება, 5 ლიტრს უეჭველი შევიტანთ (პა ხოდუ, დიდი ტრაკის ვარიანტიც მოსულა, ოღონდ თუ დაავიწყდა და სადმე ჩამოჯდა, მაგარი დაე....ვა).
    2 points
  12. პოლიციელი ვარო კი უთხრა , მაგრამ პოლიციელს არამგონია მასე დაეხოცინებინა ხალხი, ორი კაცი მოაკვლევინა, მანიაკი იყო რა და კაიფობდა ამის გულმავიწყობით ბოლოს კი გაუჩვრიტა თავი, მე ის ვერ გავიგე იმ ქალმა საიდან გაუჩითა პასპორტის ასლი, არ ჩანდა ეგ. გასაოცარი იმიტომ იყო რომ ბოლომდე ვერ ხვდები რა ხდება, სულ დაძაბული ხარ და ცდილობ არცერთი ფრაგმენტი არ გამოგეპაროს. მასე თუ მიუდგები გასაოცარი და არაამქვეყნიური დღევანდელობაში აღარაფერია.
    2 points
  13. ქალს მაგხელა ძალაუფლება ვინ მისცა oh wait.... what have I done.... მე, ალექსა და კესარელი
    2 points
  14. აუ რა კარგი გოგოა :ს
    2 points
  15. პროგრამების ბაზა CPU Benchmarks: Disk Drive Benchmark: GPU Benchmarks: Monitoring & Info Tools: Overclocking Tools: GPU Overclocking Tools: VGA BIOS Tools: Stability & Stress Tests: Program Versions: მოკლე ბმული ამ გვერდზე: http://bit.ly/ocsoft
    1 point
  16. E3 2011 გამოფენაზე კომპანია SONY იმ წარადგინა ახალი მინი ( Portable ) სათამაშო კონსოლი - PlayStation Vita .იგი თავის წინა მორებდებს როგორიცააა SONY PSP სერიის მინი კონსოლი აღემატება თავისი შესაძლებლობებით.ამ ახალ მინი კონსოლ ექნება Wireless და 3G ქსელის მხარდაჭერა რაც ზრდის მის შესაძლებლობებს,თუმცა რაც ყველაზე მთავარია მისი ტექნიკური მახასიათბელბი მართლაც რომ შთამბეჭდავია. PS Vita პრეზენტაცია E3 ზე . http://www.youtube.com/watch?v=dVlQuyIoRQI&feature=related პირველ რიგში დავიწყოთ იმით რომ PlayStation Vita ს აქვს 5 ინჩიანი მულტი სენსორული OLED ეკრანი 16 მილიონი ფერით და რეზოლუციით 960 x 544 ( 16:9 ) . მასში გამოყენებულია იმავე პროცესორი და გრაფიკული ჩიპი რაც PSP GO მინი კონსოლში,ანუ ამ ახალ კონსოლსაც აქვს ARM Cortex-A9 4 ბირთვიანი პროცესორი და SGX543MP4+ გრაფიკული ჩიპი. გარდა ზემოთ აღნიშნულისა იგი აღჭუვილია კამერით ( 60fps@640x480(VGA) ) და მისი უკანა ზედაპირი გახლავთ სენსორული რაც გამოიყენება თამაშებში.ჩაშენებული აქვს Stereo სპიკერები და მიკროფონი,გარდა 3G/Wireless კავშირების იგი აღჭუვლია სანავიგაციო სისტემით ანუ GPS ით და Bluetooth 2.1+EDR ით. მასში რა თქმა უნდა თავსდება SIM ბარათი 3G ქსელისთვის და მეხსიერების ბარათი ,ასევე აქვს Lithium-ion ტიპის ბატარეა. მისი აუდიო,ვიდეო და ფოტო ფორმატები ასეთია: - Music: - MP3 MPEG-1/2 Audio Layer 3、MP4 (MPEG-4 AAC)、WAVE (Linear PCM) - Video: - MPEG-4 Simple Profile (AAC)、H.264/MPEG-4 AVC Hi/Main/Baseline Profile (AAC) - Photo: - JPEG (Exif 2.2.1), TIFF, BMP, GIF, PNG რაც შეეხება გეიმინგს და ღილაკებს რომელიც საჭიროა ამისთვის ,მათი ხილვა შეგვიძლია ვიდეოში რომელიც ქვემოთ არის მოცემული და აუცილებლად უნდა უყუროთ: PlayStation Vita is Here! აღნისნული მინი სათამაშო კონსოლი PlayStation Vita ს ვერსია რომელი აღჭუვლია Wireless კავშირით ღირს 250 ევრო ხოლო Wireless/3G ით აღჭურვილი ერთად 300 ევრო . მისი ხილვა 360 გრადუსით შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე
    1 point
  17. ესაა პლანტშეტი,კომპიუტერი,კონსოლი.ის ყველაფერია ჩამოთვლილთაგან.ყოველნაირი სახლის კომპიუტერის ფუნქციით აღჭურვილი და ყველაზე ძლიერი პლანტშეთი სამყაროში.ამ პლანშეტს ოთხი მუშაობის სახეობა აქვს და ამ პლანშეტს შეუძლია ყველანაირი Windows-ზე დაფუძვნებულ პროგრამასთან იმუშაოს.ეს Razer Edge-ა,ადრე "Project Fiona"-ად წოდებული. ამ პლანტშეტს როგორც ვთქვი,ოთხ სამუშაო რეჟიმში შეუძლია მუშაობა,პირველი - ჩვეულებრივი პლანტშეტი,მეორე რაჟიმში გვერდზე კონტროლერები უმაგრდება,მესამეში კლავიატურა უერთდება და გადაიცება ნოუთბუქად და ბოლო რეჟიმია სახლის კონსოლის რეჟიმი.ეს პლანტშეტი მუშაობს Windows 8 ოპერაციულ სისტემაზე,ის იქნება ორი სახის,Standart და Pro სახის მისი მონაცემები კი შემდეგია : 10ინჩიანი IPS 1366X768 რეზოლუციის ეკრანი Intel Core i5 1.7GHZ (2.6GHZ Turbo Boost-ით) Standard მოდელისთვის Intel Core i7 1.9GHZ (2.6GHZ Turbo Boost-ით) Pro მოდელისთვის Nvidia Geforce GT640M LE ვიდეო კარტა 4GB DDR3 ოპერატიული მეხსიერება Standard მოდელისთვის 8GB DDR3 ოპერატიული მეხსიერება PRO მოდელისთვის 64GB SSD ექნება Standard მოდელს 128-256GB SSD ექნება PRO მოდელს მას ასევე აქვს Wi-FI 802.11b/g/n,Bluetooth 4.0,HDMI ტექნოლოგიების მხარდაჭერა,აქ 2მეგაპიქსელიანი წინა კამერა,Dolby Home Theater V4 ხმა და ერთი USB 3.0 პორტი. ორივე მოდელი გაყიდვაში 2013 წლის პირველ კვარტალში გამოვა,Standard მოდელის ფასი 999$ იქნება,კონტროლერი 250$ ეღირება,Docking Station 99$ ხოლო Extended ბატარეა 70$-ად შეგიძლიათ შეიძინოთ
    1 point
  18. გ ა დ ა ი დ ო 20-21 მდე!!! ვისაც უნდა წამოვიდეს არააქ მნიშვნელობა ახალი იუზერია თუ ძველი. ამას იმიტომ ვწერ რომ წინა თემაში იყო ასეთი კითხვები ვისაც უნდა წამოვიდეს. წამომსვლელებმა გამოიყოლეთ 25-30 გელ :დ დაწერეთ თემაში და ჩაგამატებთ სავარაუდოდ წამომსვლელთა სია : Lomsa F22-Raptor Shopen Vako Skinhead L3onidas საბა Abun1s & Nikki L1nux (Diesel ) შაკო Jumper Extrem-Hunter Tassoti Kashmir Razer mishonacro kloud Fc Barcelona ბექა გათი GTA Jakuta4ever Garwa AL1eN Kemo
    1 point
  19. დაანონსა ახალი კვების ბლოკი GreenMax რომელსაც 80 Plus Bronze სერთიფიკატი აქვს 87% ეფექტურობით, მისი სიცოცხლის დრო 120 000 საათია, დაცვა OVP / OCP / OPP / OTP / SCP და უახლესი Intel ATX 12V V2.3 დიზაინი. GreenMax ასევე აკმაყოფილებს უახლეს EuP / ERP და RoHS წესების, GreenMax-ის 750W / 650W / 550W / 450W მოდელებს 5 წლიანი გარანტია აქვს. ფასი უცნობია
    1 point
  20. შედუღდა :D
    1 point
  21. მაგრამ ესეთი ვარიანტიც არის... ხო თქვა კობმა რომ შვილები აუცილებლად რეალობაში უნდა ვნახოო, რომ შემდეგ არ დავკარგო რეალობის შეგრძნება და სიზმრისო... ხოდა მგონი ტოტემს უკვე გა**ლევებული აქვს ბოლოს და შეიძლება დაიკიდა კობმაც და ისე ნახა შვილები in da dream დარჩა და დარჩა მერე ეს უბრალოდ ვარიანტი.. ესეთიც არის.
    1 point
  22. არა არაა მაღალი. დატოვე სტოკ ტაიმინგებზე
    1 point
  23. გასულ თვეში კომპანია HTC-მ დააანონსა SV სმარტფონი. რომელიც იქნება პლატფორმა Android 4.0 ოპერაციულ სისტემაზე და დამყარებული იქნება 2 აქტიურ იმბარათზე. პირველად სამარტფონი გაიყიდება ევროპაში:დიდ ბრიტანეთშI და გერმანიაში. ამ მოდელის ზომებია 128 x 66,9 x 9,2 მმ, და იწონის 122 გრამს სმარტფონი მუშაობს GSM (850/900/1800/1900 MHz), HSDPA (900/1900/2100 mhz) და LTE (800/1800/2600 mhz) ქსელებში. მას ექნება Dual-Core პროცესორი ტაქტური სიხშირით 1.2 GHz და 4.3-inch multi-touch ეკრანი Super LCD2, 480 x 800 პიქსელით და მას იცავს Corning Gorilla Glass 2 დაკაწვრისგან აგრეთვე ექნება 1GB ოპერატიული მეხსიერება და 8GB შიდა ფლეშ მეხსიერება აგრეთვე შესაძლებელია ფლეშ მეხსიერების გაზრდა მიკრო სიდი ბარათებით microSD / SDHC-Card 32GB-მდე. აქვს 5 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა ავტოფოკუსით LED flash, და აქვს უნარი მიიღოს ციფრული ფოტო მაქსიმალური გაფართოებით 2592 x 1944 ხოლო ვიდეო გადაღება აქვს Full HD 30FPS. აუდიო ტექნიკა Beats Audio რაც შესაძლებლობას გავძლევს ვისიამოვნოთ მუსიკის მაღალი ხარისხით. აქვს მოდულები Wi-Fi 802.11a/b/g/n და Bluetooth v4.0 და Chip NFC აგრეთვე ერთიცალი პორტი მიკრო USB 2.0 და ინტეგრირებული მედია ფლეიერი, მოქმედი ფორმატებით MP4/H.263/H.264/WMV და MP3/eAAC + / WMA / WAV ეს კი მხარდაჭერები GPRS, EDGE, SMS, MMS, Email, Push Email, HTML5, A-GPS, GLONASS და Java MIDP ხოლო Lithium-Ion ბატარეის ტევადობა არის 1800 mAh
    1 point
  24. twitter - DayZRussia ვულოცავ ბიჭებს :|
    1 point
  25. იყიდეთ რა ონლინე უმაგრესი რამეა მეგონა მომბეზრდებოდა,მაგრამ მაგარია ძაან თან ისეთია რო მთელი დღეც ვერ დააკვდები დაგღლის ზედიზედ თამაში
    1 point
  26. არა მაღაზიის არაყს რო ჭაჭა ჯობია ხოიცი ? ^_________^
    1 point
  27. მაღაზიისას ბევრი ჯობია :)
    1 point
  28. არყებში დისერტაციას დავიცავ მალე და ვიცი რომ საშუალო დონის არაყს კარგი ჭაჭა მირჩევნია ასე რომ მგონი არაა ცუდი ვარიანტი.
    1 point
  29. http://gitec.ge/p/10155/tenda-w322p-v20 ეს არ გამოდგება?
    1 point
  30. 650 TI ვერსია მართლა კარგია ჯერ ერთი ახალი მოდელია, გრილი და ენერგოეკონომიურია. ახლობელმა დააყენა ეხლა და ძალიან მაგრა უბერავს ...560-ს კიდევ ალბათ ეყოფა შენი კვება? მე მგონი ზღვარზეა ...საკითხავია ...რა ვიცი უფრო კომპეტენტურები გეტყვიან ... წარმატებები
    1 point
  31. რომ არაა იმიტომაც მომეწონა მეოთხე მაგრამ ყბა ტიპს მოგრეხილი ექნება და პედიკს ემსგავსება თუ ანგელს ეგ სულ ცალ ფეხზე მკიდია თუ გეიმპლეი უვარგა და ცოტა ნორმალური სიუჟეტი აქვს ამ ახალს, აცენკებიდან გამომდინარე მემგონი ცუდი არ გამოსვლიათ და მაგის ფიზიანომიას როგორმე ავიტან, ხო ანიმეები და ეგენი არ მაქვს ნანახი ნამდვილათ ასე რომ სიუჟეტურ გლუბოკი სმისლს მაგ სერიაში არ ვეძებ საერთოდ
    1 point
  32. sakaifo musika aqvs eddy vedder-s
    1 point
  33. სასუსნავის პატარა მაგიდა გადავწყვიტე დამემზადებინა, წინა, ის, სურო რომ ჰქონდა შემოხვეული, რაღაც ძალიან თბილ სტილში იყო. მოკლედ არ ვუღალატე ტრადიციას და დავამზადე მსგავს სტილში: ამ ადგილას, სადაც ბროწ/ფორთოა შუშას გამოვიყენებ, ეს არაა საბოლოო ვარიანტი ჯერ ჯერობით. შუშის ზედა ოთხივე სამაგრზეც (შუშა ოთკუთხა რკინას რომ ედება) გრავირება გავაკეთე, არაა ლამაზი შაბლონური "ალოპეცია" , რომლებიც სერიულ სამაგრებზეა. ერთერთი სამაგრი: კონსტრუქცია მაცდურად ჰგავს სუსტს,ზედ დავდექი კიდეც და არაფერი.
    1 point
  34. http://www.myvideo.ge/?video_id=1893213
    1 point
  35. Z წყალ და მტვერშეუღწევადია და მთელი 1.9 მილიმეტრით ნაკლებია სისქეში, რაც ძალიან დიდი სხვაობაა სმარტფონებისთვის. ასევე 5 გრამით ნაკლებია მიუხედავად დაცული კორპუსისა
    1 point
  36. კაროჩე განბაჟებას თუ არ აცდება რომ გამოვა, ალბათ გავტესტავ რამე ტოპ ვერსიასაც ამ კარტის, ვნახავ ერთი რისი ტრაკი ექნება, ცუდი კარტა არ უნდა იყოს ესეც...
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.