Jump to content

daviti-q

Showing all content posted in for the last 365 days.

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. აპრილში სპოტ და დერივატივების კრიპტო ბაზრების ჯამური მოცულობა 43.8%-ით, 6.58 ტრლნ აშშ დოლარამდე შემცირდა მარტის რეკორდულად მაღალი 9.12 ტრლნ აშშ დოლარის შემდეგ. ასეთ მონაცემებს აზიარებს CCData. დადებითი ტენდენცია შეწყდა ექვსი თვის შემდეგ. წყარო: CCData. ექსპერტები ტენდენციის შეცვლას მიაწერენ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციას და სპოტ ETF-ებში თანხების ნაკადის შემოდინების შენელებას. ოპტიმიზმს ასევე ძირი გამოუთხარა წელს ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის შერბილების ალბათობამ. კრიპტო დერივატივების ბრუნვა 47.7%-ით შემცირდა 4.57 ტრლნ აშშ დოლარამდე, ხოლო სპოტ კონტრაქტები - 32.6%-ით, 2.01 ტრლნ აშშ დოლარამდე. Binance-ის წილი შემცირდა 2.41%-ით 41.5%-მდე, მათ შორის სპოტ ბაზარზე - 3.69%-ით 33.8%-მდე (679 მლრდ აშშ დოლარი). წყარო: CCData. პოზიციების გამყარება მოახერხეს Gate.io-მ, BitMart-მა, BitGet-მა, WhiteBit-მა, HTX-მა და Bybit-მა. CryptoQuant-მა ყურადღება გაამახვილა სპეკულანტთა გაზრდილ შიშებზე. ამაზე მიუთითებს NUPL-ის უარყოფით ტერიტორიაზე გადასვლა. ექსპერტების აზრით მსგავსი ვითარება ბოლოს 24 იანვარს დაფიქსირდა Spot Bitcoin ETF-ების დამტკიცების შემდეგ. მაშინ ციფრული ოქროს კურსი 49 ათასი აშშ დოლარიდან 38 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა. ფასის ეს დონე შეიძლება წარმოადგენდეს მხარდაჭერის მნიშვნელოვან ხაზს. NUPL-ის ნეგატიურ პოზიციაზე არსებობა საშუალოვადიანი მფლობელებისთვის იქნება სიგნალი შიშის ფართო გავრცელების შესახებ - გაფრთხილებას გამოთქვამენ ანალიტიკოსები. შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის ოფციონების ბაზრის მონაწილეებმა დადეს ფსონები 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდაზე. მანამდე ტრეიდერმა და ანალიტიკოსმა Rekt Capital-მა განაცხადა, რომ პირველი კრიპტოვალუტის კურსმა მიაღწია ადგილობრივ ფსკერს 57 ათასი აშშ დოლარის დონეზე და შევიდა დაგროვების ფაზაში. BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ ჰეიესმა დაუშვა, რომ ციფრული ოქრო ფასი გადალახავს 60 ათას აშშ დოლარიან დონეს და აგვისტომდე ავა 70 ათას აშშ დოლარამდე. https://tinyurl.com/3ryxrnjz
  3. Minisforum-მა გამოუშვა ჯიბის კომპიუტერი S100, რომელიც CES 2024-ზე დაანონსდა. კომპაქტურ კომპიუტერს შეუძლია დენის წყაროსთან დაკავშირების გარეშეც კი იმუშაოს, რადგან მხარდაჭერილია PoE. ფოტოს წყარო: Minisforum Minisforum S100 სმარტფონის მსგავსია ზომით, მისი გაბარიტები შეადგენს 152 × 58 × 19.5 მმ-ს. კომპიუტერში წარმოდგენილია Intel N100 პროცესორი (Alder Lake-N) – ეს არის 6-ვატიანი ოთხბირთვიანი ჩიპი HyperThreading-ის მხარდაჭერის გარეშე, მისი ტაქტის სიხშირე 3.4 გჰც-მდეა. ასევე წარმოდგენილია 8 გბ LPDDR5-4800 მეხსიერება ერთარხიან კონფიგურაციაში. გაგრილების სისტემას წარმოადგენს რადიატორზე მიმაგრებული პატარა ქულერი - უმოქმედო მდგომარეობაში მისი ხმაურის დონეა 24 დბ, ხოლო სრული დატვირთვისას შეიძლება მიაღწიოს 43 დბ-ს. კომპაქტური ზომის გამო შეუძლებელი იქნება ჩაშენებული მეხსიერების შეცვლა და მომხმარებლებს 256 გბ UFS 2.1 მეხსიერებით დაკმაყოფილება მოუწევთ - ეს ნიშნავს სიჩქარეს 850 მბ/წმ-მდე და 260 მბ/წმ-მდე თანმიმდევრული წაკითხვისა და ჩაწერისას, შესაბამისად, რაც გაცილებით დაბალია SSD PCIe 3.0-თან შედარებით. კვებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ USB 3.2 Gen 2 Type-C ან Ethernet პორტი (2.5 Gbps), რადგან მხარდაჭერილია Power over Ethernet (PoE). კორპუსზე მოცემულია ერთი HDMI 2.0 პორტი, ორი USB Gen 2 Type-A პორტი და გადატვირთვის ღილაკი მოწყობილობის default-პარამეტრებზე დასაბრუნებლად. მხარდაჭერილია უსადენო სტანდარტები Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2. Minisforum S100-ს შეუძლია ერთდროულად ორ ეკრანთან დაკავშირება HDMI 2.0 და USB 3.2 Gen 2 Type-C-ის საშუალებით - ამ უკანასკნელს ასევე შეუძლია დისპლეისთვის ენერგიის მიწოდება, რადგან აქვს 65 ვატამდე სიმძლავრის მხარდაჭერა. კომპიუტერს, რომელზეც წინასწარაა დაინსტალირებული Windows 11, მოყვება ადაპტერი და კვების სადენი, HDMI სადენი და გამოყენების სახელმძღვანელო. იაპონიაში Minisforum S100 იყიდება 29980 იენად (193$) - 7000 იენის (45$) ფასდაკლების შემდეგ. https://tinyurl.com/33jer892
  4. Today
  5. ცოტა ხნის წინ Apple-მა წარმოადგინა ახალი მობილური პროცესორი M4 ძლიერი AI ძრავით. ჩიპის დებიუტი შედგა ახალ ფლაგმანურ iPad Pro პლანშეტებში, რომლებიც OLED ეკრანითაა წარმოდგენილი. პროცესორი უკვე გამოჩნდა წარმადობის ტესტ Geekbench v6-ის ბაზაში. ფოტოს წყარო: Apple შეგახსენებთ, რომ Apple M4-ს 28 მილიარდზე მეტი ტრანზისტორი აქვს და იწარმოება TSMC-ის მეორე თაობის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. მასში შედის 10 CPU დამუშავების ბირთვი (4 მაღალი წარმადობის და 6 ენერგოეფექტური) და ახალი არქიტექტურის 10 GPU გრაფიკული ბირთვი დინამიური ქეშ-მეხსიერების მხარდაჭერით, ასევე მხარდაჭერილია ბადისებრი დაჩრდილვის ტექნოლოგიები და რეითრეისინგის აჩქარება. Apple M4-ს აქვს ახალი 16-ბირთვიანი AI ძრავი (NPU) 38 TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში) წარმადობის მაჩვენებლით. M4 პროცესორის წარმადობის ტესტირების პირველი შედეგები პერსპექტიულად გამოიყურება. მან დააგროვა 3767 ქულა ერთბირთვიან ტესტში და 14677 ქულა - მრავალბირთვიანი წარმადობის ტესტში. Apple M3 პროცესორთან შედარებით, რომელმაც ანალოგიურ ტესტებში 3087 და 11702 ქულა დააგროვა, ახალი ჩიპი დაახლოებით 22% და 25%-ით უფრო სწრაფია. რა თქმა უნდა, სინთეტიკური ტესტის შედეგები არ ასახავს მთლიან სურათს, მაგრამ ისინი მიანიშნებენ იმაზე, თუ რა პროგრესს მიაღწიეს Apple-ის ინჟინრებმა ახალი პროცესორის შემუშავებაში. ახალი ჩიპის წარმადობის შესახებ საბოლოო დასკვნების გამოტანა შესაძლებელი გახდება მასზე დამყარებული მოწყობილობების პირველი დამოუკიდებელი მიმოხილვის შემდეგ. https://tinyurl.com/m9wactpz
  6. Yesterday
  7. ეგარმესმის გინდა 2015 წელს როცა ორიგინალი გამოვიდა გინდა ბოლოს 77 რო გამოვიდა 60 კადრზეა ჩაკეკეტილი ისევე როგორც სკაირიმი 55 კადრით ვთამაშონ 4 ნაწილს და 77 ს ამ სისტემაზე საცოდაობააა პროსტა ძალით იცალიჩებ და ანიმაციები ირევა კიდე
  8. ბიოსიდან აბა ლეგასიზე თუა უეფაიზე გადართე თუ პირიქით რაღაცა ეგეთი მახსოვს უნდა
  9. ერთი ტიტლიკანა დარბოდა, სულ გამოYლევდნენ, არაფერი წმინდა არ დარჩა ამ ხალხს.
  10. მაქვს მონიტორი Asus MS228H რომელიც დესკტოპ კომპიუტერზე რო დავაერთე HDMI კაბელით მუშაობდა უპრობლემოდ. შემდეგ იგივე მონიტორი დავაერთე ლეპტოპზე thunderborlt კაბელით ლეპტოპი აშკარად ხედავს რომ მონიტორი დაერთებულია გამოსახულება მონიტორზე არის მთლიანად შავი. კურსორიც კი გადადის მეორე ეკრანისკენ. რისი ბრალი შეიძ₾ება იყოს და როგორ შეილება მოგვარდეს პრობლემა ხომ არ იცით?
  11. Fallout 4 Prepares for Major Update: New Graphics and Performance Settings https://gamegpu.tech/game/fallout-4-prepares-for-major-update-new-graphics-and-performance-settings
  12. Continued Regional Availability Issues for Ghost of Tsushima https://gamegpu.tech/game/continued-regional-availability-issues-for-ghost-of-tsushima
  13. RDNA5 Architecture Rumors: AMD’s Next-Gen GPU and Potential Rebranding https://gamegpu.tech/hardware/rdna5-architecture-rumors-amd-s-next-gen-gpu-and-potential-rebranding
  14. ინტელის ტოპ-8 პროცესორის მოდელი დაასახელეს ყველა კატეგორიის რუსულ ოვერებზე გეიმინგში რაც გამოდგება: https://overclockers.ru/blog/Zeroblog/show/157323/TOP-9-processorov-Intel-dlya-igr-ot-bjudzhetnyh-do-flagmanskih-rejting-2024-goda მე 14600KF მომწონს მაქედან, რომლის დატვიკვაც შენ გემოზე შეგიძლია, მულტიშიც საკმარისი სიმძლავრე აქვს მაგაზე 8 პატარა ბირთვის ხარჯზე თუ დაგჭირდა დამატებითი აბაროტები რამეში, რაც მთავარია ძალიან მურტლათ არ გაიწეწები მაინც, პერფორმანსი კი საკმარისი აქვს გეიმინგში მაგასაც, მითუმეტეს თუ 4090 ან თუნდაც 4080-7900XTX არ გიყენია, სხვას ყველაფერს კარგათ ამუშავებს დიდი ჩავარდნების გარეშე 2K გაფართოვებაზე თუნდაც
  15. DDR5-4800 vs DDR5-8400 დააჯახეს ერთმანეთს რუსულ ოვერებზე: https://overclockers.ru/blog/cool-gadgets/show/157193/DDR5-4800-vs-DDR5-8400-kakoj-komplekt-OZU-nuzhen-razumnomu-gejmeru-dlya-polnogo-schast-ya ჩემი აზრით დაახლოებით 6000-6400MHZ კიტები საკმაოთ კარგი ვარიანტი, თუ გაქვს საშველება 64გბ უნდა აიღო თუ არა და მინიმუმ 32გბ, კი შეიძლება ალბათ 7000 და უფრო მაღალ სიხშირიანის აღებაც, მაგრამ ან დადგება მაგხელაზე ან არა, 6400 კიდე ყოველთვის შეგიძლია დაუკლო ტაიმინგები და ცოტა უფრო დაბალ სიხშირეზე დასვა თუ გაახურა მაინც, ისე ძალიანაც არ გაიწეწები თან
  16. HDD vs SSD SATA 3 vs SSD PCIe 4.0 დააჯახეს ერთმანეთს რუსულ ოვერებზე: https://overclockers.ru/blog/cool-gadgets/show/157037/HDD-vs-SSD-SATA-3-vs-SSD-PCIe-4-0-pochemu-dlya-igr-net-smysla-v-pokupke-dorogo-nakopitelya-za-55-000r ისე კი ყოველთვის შეიძლება მინიმუმ 512გბ მოცულობის ნორმალური gen 4 ssd ყიდვა, არ გაგატყავებს ნამდვილათ რამე ძალზე ნავაროჩენი ვარიანტი თუ არ დაითრიე
  17. რიზენების შემთხვევაში თუ რამე ექსტრაც გაქვს გაშვებული ჯობია 8 ბირთვიანი აიღო, ინტელებზე 6 ბირთვიანიც გეყოფა, მელკი რაღაცეებზე პატარა ბირთვებიც ეყოფა დიდები კი გეიმინგს მოხმარდება უკვე ძირითადათ პარალერულათ, კეშიც მოქმედებს რა თქმა უნდა, განსაკუთრებით low 0.01-0.1%-ზე და მინიმალურ ფპს-ზე
  18. Shôgun პირველი სეზონის (თუმცა იძახიან მეორეს აღარ გადაიღებენო და მაგითი დასრულდა ეგ სერიალი) ყურებას მოვრჩი გუშინ Web-dl 2160P, sdr ტრანსფერში გადმოვიწერე მარტო და თან ბოლო ორი ეპიზოდი ვსტროენი ჰარდსაბით დაიდო სდრ-ში და მომიწია Web-dl 1080P ვარიანტის გადმოწერა RHS რუსული დუბლაჟით, ისე კი შიკარნი მაღალი დონის FX-ის და ჰულუს სათავგადასავლო ისტორიული დრამაა ჯეიმს კლაველის რომანის მიხედვით, ნუ დისნეი+ გადიოდა კიდე პარარელურათ ეგ სერიალი, კოსმო ჯარვისი,ანა სავაი, ტადანობუ ასანო და ჰირაუკი სანადა თამაშობენ, ისე რომანში ბევრი გადახვევები ყოფილა რეალურ ისტორიიდან, ამიტომ სცენარისტებმა უფრო რეალისტიკურ სტილში გადაიღეს ეგ სერიალი ნაკლები რასხაჟდენიებით იაპონიის ისტორიასთან, აქაა სხვათაშორის საკმაოთ კარგი გარჩევა მაგ სერიალის და შოგუნის ისტორიის https://screenrant.com/shogun-episode-10-ending-explained/ ანუ ტარანაგა რეალურათ გამხდარა შოგუნი, თუმცა მაგ სერიალში ეგ არ უჩვენებიათ, არც ბრძოლა ყოფილა, რომელიც არ შემდგარა მგონი არც ისტორიულათ, ანუ ბრძოლის გარეშე გაიმარჯვა ტარანაგამ, ეგ კი არა მანდ წერია ნასლედნიკსაც ჰარაკირის ჩატარება დაჭირდა და მაგის დედა მონახინა გამხდარა მოგვიანებით, მაგრამ ნასლედნიკის დედამ ტარანაგას მხარე დაიჭირა თავისი ძველი პადრუგა მარიკო რომ დაიღუპება მაგის შემდეგ, ეგ ყველაფერი აღარ უჩვენებიათ საერთოდ სერიალში, პრინციპში არც რომანში არაა ეგ აღწერილი, ენდინგი არ მოეწონებოდა ბევრს, ალბათ არც მარიკოს სიკვდილი გაუსწორდა მაყურებელს, მაგის გამო შეიძლება დაუკლო აცენკა მაგ სერიალს, სხვა ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო გადაღებული, აქტინგიც ძალიან მოშნი ქონდა, განსაკუთრებით მომეწონა ტარანაგას როლში ჰიროუკი სანადა, ყველაზე მაგრა ეგ ასრულებდა, მაგრამ ანა სავაიმაც კარგათ ითამაშა და მაგ დონის როლი თან მაგ აქტრისას აქამდე არც კი ქონია, მაგათ გარდა მომეწონა კიდე სანადას ვასალი კაშიგი იაბუშიგე, ბოლოს რომ თავი მოჰკვეთეს, საქმე იმაშია რომ იმსახურებდა სიკვდილს ეგ პერსონაჟი, მაგის გამო კვდება მარიკოც ბოლოს, თუმცა მაინც ტარანაგა გამოდის გამარჯვებული და უყვება ყველა დეტალს ბოლოს სანამ მოკლავს თავის ვასალს, კი შვილიც დაეღუპება და თავისი ახლო ამხანაგიც ჰარაკირის გააკეთებს, მაგრამ მაინც ტარანაგა იმარჯვებს და სერიოზული სისხლისღვრის გარეშე თან, ზემოთ რომ დავაგდე ლინკი მანდ ყველაფერი დეტალებშია აღწერილი, ედოს მართავდა კიდე შოგუნი რომ გამხდარა მოგვიანებით, სამურაებზე ვისაც უყვარს სერიალები ეგ ახალი სერიალიც მოეწონება, მე 9 ბალს დავუწერდი, ეგეც ენდინგის გამო, თუმცა რომანშიც შეიძლება ეგრე სრულდება არ ვიცი, ისე მე ძველი 1980 წლის სერიალიც ნანახი მაქვს, ჩემი აზრით ახალი ჯობია მაინც ძველს, ეს უფრო მაღალ დონეზეა გადაღებული და ძლიერი სპეცეფექტები იყო გამოყენებული თანამედროვე, რაც ძველში არ ყოფილა, მე ახალი უფრო მომეწონა, მაგრამ ძველიც საინტერესო საყურებელი იყო, უფრო სათავგადასავლო სტილშია ის გადაღებული და ეკშენიც მეტი იყო მგონი თან ძველში, დაჟე პუშკებსაც მეტს ისროდენ მგონი, ლოლ ეხლახან დაიდო ინფო რომ სანადა ახლოს არისო ახალ კონტრაქთან https://screenrant.com/shogun-season-2-renewal-hiroyuki-sanada-return-deal/ და მეორე სეზონიც გამოვაო შოგუნის FX-ზე, მე რაც დავწერე ზევით შეიძლება ეგ ყველაფერი დეტალებში იყოს აღწერილი და ამჯერათ გემებით ბრძოლაც აჩვენონ თუ აღადგინეს ჩაძირული გემი ბოლოს რომ ამოყავთ წყლიდან, მაგის გარეშე ჯონ ბლეკტორნს მოკლავდენ, ანუ ტარანაგას მოუწია გემის დაწვა, მარიკო ეგრე მოელაპარაკა კათოლიკებს
  19. მეც მოყვარული ვარ ძველი სისტემების , უფრო 775 , Q6600 რო ვიყიდე პირველად აუ რა მაგრა გამისწორდა თან მაშინ 1 და 2 ბირთვიანი პროცები იყო და ეს ქუადი , მთელი 4 ბირთვი ეხლა ვაწყობ მეც სისტემას , დამიგროვდა ძველი ნაწილები და მინდა რაიმე რეტრო ავაწყო , E8500 პროცზე , 3 გბ ოპერატიული , 32 ბიტიანი ვინდის სიეტემაა და მაგრა მევასებოდა ვისტა ულტიმეტი , ეგ უნდა დავაყენო 32 ბიტიანი , xp არ მიყვარდა , საშინელი ხმები ქონდა , ჩართვის დროს და რაიმე ერორზე და დააძახებდა ხოლმე , თან ვიზუალიც ვერ იყო რა , აი ვისტა კიდე სხვა პონტი იყო
  20. დღეს ორ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე, ისევ სკაისპორტის ტრანსფერი დაიდო ინგლისური კომენტარით, ძალიან ახლოსაა აჩერედნოი ჩემპიონობასთან სიტი, თუმცა მაქსიმალურათ ებღაუჭება არსენალი პირველ ადგილს, ყველაფერი დღეს უნდა გადაწყვეტილიყო მანჩესტერის და არსენალის შეხვედრაში და თუ იმარჯვებდა არსენალი მერე უკვე ტოტენჰემის და სიტის გამოტოვებულ შეხვედრაში მიდვიკზე, მანდ უნდა მოეგო სიტის და 2 ქულიანი უპირატესობა რჩებოდა არსენალთან, ეგ თან მარტო იმ შემთხვევაში დღეს თუ ამარცხებდა არსენალი ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერს, ისე ყველა ვარიანტში სიტი ხდებოდა ჩემპიონი ტოტეჰნემთან გამარჯვების შემდეგ და ისედაც მეტი შანსები რჩებოდა შემდეგ ვიკენდზე ეგ თამაში რომც წაეგო ალბათ, დაჟე ფრეც არ აწყობს არსენალს დღევანდელ თამასში, ისე კი ჩელსი მოვიდა მაგარ ფორმაში სეზონის ბოლოს, უკვე 6 ადგილზეა ეგ გუნდი და პაჩიტინოს ალბათ აღარ გააგდებენ ჩელსიდან, ყველა კლუბებს ლამის რაზგრომით ამარცხებენ ბოლო ტურებში, ვესტ ჰემიც არ დაინდეს და 5-0 გაუნადგურებიათ, მანჩესტერი კი უკვე 8 ადგილზეა, ასტონ ვილამ კი ფაქტიურათ გაინაღდა მეოთხე ადგილი და ლიგაზე გამოვა ფაქტიურათ პირველათ ეგ კლუბი, ნუ გამოდიოდენ ჩემპიონთა თასზე 80-70 წლებში მგონი, მაგის შემდეგ მაგ ტურნირზე აღარცერთხელ აღარ გასულან, დაჟე თბილისის დინამომ რომ გაიმარჯვა თასების თასზე დაახლოებით მაგ პერიოდში ვილას ჩემპიონთა თასიც აუღია 1982 სეზონში, უნაი ემერიმ კარგათ ამოაქაჩინა წელს, თუმცა ქონდათ გარკვეული პრავალჩიკებიც, რახან ეგ გუნდი ერთი პერიოდი ისეთი ტემპი ქონდა აკრეფილი რომ ყველა ლიდერებზე წინ გავიდა და დაეწია ლივერპულსაც მახსოვს, თუმცა მერე ისევ გაუსწრო ლივერპულმა და მერე უკვე თვითონ ქონდა ჩავარდნა მაგ კლუბს და დაკარგა უკვე შანსები ჩემპიონობაზე, ატლანტა-მარსელის ატვეტნი ნახევარფინალიც ვნახე, არ გამოვიდა მაგ შეხვედრაში სერიოზული ბრძოლა, იტალიელებმა საკმაოთ კარგი თამაში აჩვენეს და გრუბი შეცდომები დაცვაში არ დაუშვიათ, მაგ ტურნირში ვინც გაიმარჯვებს გადის ლიგაზე შემდეს სეზონში, ატლანტა თუმცა შეიძლება მაინც მოხვდეს მეხუთე ადგილიდან იტალიის ჩემპიონატიდან ლიგაზე, რახან იტალიელები პირველზე მიდიან ამ წლის კოეფიციენტებით და მაგ შემთხვევაში 5 კლუბის გამოყვანა შეუძლიათ უკვე ლიგაზე 4-ის მაგივრათ, 30 წუთზე გახსნა ანგარიში ლუკმანმა, 52 წუთზე მატეო რუჯერიმ მეორე გოლიც შეაგდო, მარსელს უკვე მინიმუმ 2 გოლის შეგდება ჭირდებოდა, უკვე რომ სრულდებოდა დამატებითი დრო ელ ბილალ ტურემ მესამე გოლიც გაიტანა და 3-0 განადგურდენ ფრანგები, ვნახე აგრეთვე დარჩენილი ორი შეხვედრის მიმოხილვაც, ოლიმპიაკოსმა მეორე თამასშიც გაიმარჯვა 2-0, თუმცა ვილას პენალტი არ გაუტანია მანამდე, აი ლევერკუზენმა კინაღამ გააფუჭა თავისი წაუგებელი საოცრათ გრძელი სერია, მაგრამ მაინც გადაარჩიეს ეგ შეხვედრა, ნუ მოულოდნელათ რომა უგებდა ლევერკუზენს 2-0 მეორე ტაიმის ბოლოსკენ, თან ლევერკუზენმა არაერთი მომენტი შექმნა მანამდე, თუმცა მაინც შეძლეს ჯერ ერთი ბურთის გაქვითვა და უკვე რომ სრულდებოდა ეგ შეხვედრა ანგარიშის გათანაბრებაც და 2-2 დასრულდა ეგ თამაში, ლევერკუზენმა გადაუსწრო მაგ ფრეს შემდეგ ბენფიკას ვეჩნი წაუგებელ სერიას ერთ სეზონში, 49 თამაშია არ წუაგია ლევერკუზენს და ეხლა ნევერკუზენის მაგივრათ ნევერლუზერს ეძახიან მაგ კლუბს ლოლ, ისე კი მგონი მაგ თამაშისთვის ჯობდა მეყურებინა ვიდრე მეორე ნახევარფინალისთვის, რომელშიც არ გამოვიდა სერიოზული ბრძოლა, მოკლეთ წელს ოლიმპიაკოსი ხვდება ფიორენტინას ათენში კონვეფერნციის ლიგაზე და მანდ გაითამაშებენ ევროპალიგის საგზურს მარტო, თუმცა შეიძლება ოლიმპიაკოსი ისედაც გავიდეს მაგის გარეშე მაგ ტურნირზე, აი ფიორენტინა ვერ გადის მგონი თუ არ გაიმარჯვეს, ლევერკუზენი კი ხვდება ატლანტას და მანდ ალბათ უფრო ატლანტას ჭირდება გამარჯვების მოპოვება, თუმცა მაგ დროისთვის ალბათ გახდება ცნობილი უკვე გადიან მეხუთეზე თუ ვერა იტალიის ჩემპიონატში, თუ გადიან ბანალურათ ტიტულზე იბრძოლებს ორივე კლუბი, ლიგაზე ისედაც გავლენ მაგ ტურნირის მოგების გარეშეც, ისე კი ოლიმპიაკოსი პანატინაიკოსის შემდეგ პირველი კლუბია საბერძნეთიდან ვინც ევროკუპკების ფინალში მიიღებს მონაწილეობას, მგონი 1971 ჩემპიონთა თასის ფინალში დამარცხდა პანატინაიკოსი, ჩავუჯექი დღეს ჰოკეის ჩემპიონატსაც, ჩეხების და ფინების თამაში ვნახე, 0-0 დასრულდა ასნავნოი დრო და მერე ბულიტებით ჩეხებმა გაიმარჯვეს, თუმცა ფინებს ვერცერთი ბულიტი ვერ შეუგდიათ, შვეცია-შტატების თამაში არ გადმომიწერია, ეხლა საინტერესო რამდენიმე შეხვედრა ტარდება ფეღბურთში და ჯობია მაგეებს ვნახავ ჯერ, შეიძლება ჩავუჯდე ნბა ფლეიოფსაც ცოტა მოგვიანებით, რახან ევროკუპკების ფინალები ჯერ არ ტარდება და დანარჩენებს უკვე ვუყურე, როლან გაროსიც არ იწყება ჯერ, თუმცა შემდეგ ვიკენდზე რომის ტურნირის ფინალური შეხვედრები ჩატარდება კიდე, ჰოკეიშიც ვნახავ ტოპოვი შეხვედრებს, მატჩის ტრანსლიაციები იდება, თუმცა რომ ვნახე ქართულ ენაზეც ყოფილა სეტანტაზე ეგ ტურნირი
  21. ორ დღიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა მეტ–ნაკლებად მოვარჯულე დააპგრეიდებული Overkill რეტრო სისტემა შევცვალე დედადაფა და პროცესორი Asrock X79 Extreme 6 ბოლო High End ვორქსტეიშენის პლათფორმაა X79 რომელსაც XP-ს ოფიციალური მხარდაჭერა აქვს Xeon E5-2643-V2 პროცესორი (6C/12T 3.8 Ghz) RAM გავზარდე 16 გბ–მდე, რომ Quad Channel მქონოდა, XP–ს ინსტალაციამ ძალიან გამაწვალა: ცოცხალი თავიდ არ დაყენდა AHCI რეჟიმში, ვცადე ოფიციალური დრაივერები (დისკიდან, ინტეგრირებული, ფლოპიდანაც) მაგრამ დრაივერების ჩატვირთის ეტაპზე აბლუსკრინებდა, მრერე ვცადე და დავაყენე XP Integral Edition , სადაც ინტეგრირებულია თითქმის ყველა აპდეითი, ასევე ბევრი AHCI/SATA და NVME დრაივერებიც, ეს კი დაყენდა, მაგრამ რესტარტის მერე ჩატვირთვისას აბლუსკრინებდა, საბოლოოდ IDE რეჟიმზე გადავრთე კონტროლერი და დავაყენე ისე, იდეაში დიდად ვერ ვგრძნობ რომ სიჩქარე ნელია (არადა Cristal Disk Mark ზომავს რომ ნელია SATA3 თან შედარებით) შემდეგი პრობლემა ჩემი მონიტორი იყო, GTX 980 Ti-ს მოდიფიცირებული დრაივერის დაყენების მერე მაქსიმალურ რეზოლუციას და refresh rate აყენებდა (2560x1440@144Hz) შემდეგ მივაგენი ამ ძალიან კარგ გარჩევას XP-ს მაღალი რეზოლუციების შესახებ: http://wp.xin.at/archives/5616 ანუ XP–სთვის Nvidia-ს დრაივერები მუშაობენ HBR1 პროტოკოლით, რომელიც შეესაბამება 8.64 Gb/s ხოლო ჩემი მონიტორის სპეციფიკაციებს ესაჭიროება 11.9 Gb/s 2560x1440x(3x8[RGB პიქსელები 8 ბიტიანი თითო])x 144[ჰერცი] / (1024^3[Gb/s გადასაყვანად] ანუ 60 ჰერცზე იგივე გათვლებით სჭირდება 4.9 Gb/s მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ავტომატურად აყენებდა 144 ჰერცს და ვერ აჩვენებდა გამოსავალია, მეორე მონიტორის შეერთება და იქედან შეცვლა (ასე გავაკეთე წინაზე) თუმცა ახლა რატომღაც მხოლოდ ამ მონიტორს რომ ვტოვებდი, ისევ 144 hz დგებოდა, ბევრი წვალების მიერე მივაგენი MSFN ფორმუმზე პოსტს, სადაც რეზოლუციის Windows Registry -ში მითითებაზე იყო საუბარი HKCC\System\CurrentControlSet\Control\Video\ თუ დაგჭირდათ, აქ ნახავთ საჭირო განყოფილებას (მიხვდებით რეზოლუციის და რეფრეშის მიხედვით რომელია და რომელი უნდა შეცვალოთ) ასევე xin.at ბლოგპოსტის მიხედვით ბოლო დრაივერი აღარ დავაყენე, არამედ რეკომენდირებული 355 ვერსია და Custom resolution-იც ამუშავდა (ბოლო დრაივერში გაბაგულია) შემდეგი პრობლემა იყო PAE, წინა დედაპლატაზე ASROK Xfast RAM საშუალებით ვრთავდი PAE და ვაყენებდი RAMDisk-ს, აქ კი ეს უტილიტა რატომღაც არ მუშაობს გამართულად, მომიწია Windows XP x86 64gb Ram Patch დაყენება, მაგრამ მთლად სტაბილური არაა, ramdiks კი მუშაობს ახლა, მაგრამ მაგალითად CPU-z გაშვებისას იქრაშება, სხვა პატჩებიცაა მაგ საიტზე და ვნახავ რადგანაც RAM გავზარდე, Vista და 7 გადავყწვიტე 64 ბიტიანი დამეყენებინა, მთელ რესურსებს ავითვისებ და თავსებადობაც მშვენიერი აქვს, თუ რამე XP-ს გამოვიყენებ იმ თამაშებისთვის და პროგრამებისთვის რომლებიც არაა თავსებადი 64 ბიტიანთან. Windows Vista-ს ინსტალაცია და დრაივერები რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ყველაზე უმტკივნეულო იყო, ყველაფერმა იმუშავა პირველივე ცდაზე, აპდეითებს ვერ ვაკეთებ ჯერ (DX 11 მხარდაჭერა მინდა) თუმცა არაა დიდი პრობლემა, მუშაობს ძალიან კარგად და სტაბილურად Windows 7-მაც ცოტა გამაწვალა, მაგალითად Nvidia-ს ბოლო დრაივერზე Error 52 წერდა (დრაივერის ფაილები არ არის სწორად ხელმოწერილიო, ანუ digital signature უფრო ახალი იყო, ვიდრე შესაბამისი შემამოწმებელი მოდული 7–ში და ამიტომ არ მოწონდა, Driver Signature check თუ გაუთიშავდი (F8 ჩართვისას და მენიუში ჩანს) მაშინ მუშაობდა, შეიძლებოდა პერმანენტულადაც ამის გაკეთება, მაგრამ უსაფრთხოების რისკებს ზრდის (ისედაც უკვე ვადაგასულ OS-ზე დამატებითი ხვრელები არაა საჭირო) გამოსავალი კი 472.22 დრაივერის დაყენება იყო, რომლის ციფრულ ხელმოწერაზე არ ქონია პრობლემა. გარკვეული პრობლემები იყი Creative-ის X-fi ხმის ბარათზე: რატომღაც ოფიციალური საიტიდან აუღიათ დრაივერების ლინკები, Snappy Driver Installer Origin –ით კი მოვძებნე და დავაყენე მოკლედ რთულდება სიტუაცია Retro კომპიუტერებზე, მწარმოებლები დრაივერებსაც კი იღებენ საიტიდან, ბენჩებზე რომ მოვახერხებ დავწერ, თან მინდა დავარაზგონო 4 გჰზ–მდე მაინც, 25 მბ L3 ქეში და ოთხ არხიანი მეხსიერება მგონია რომ წაადგება წარმადობაში (p.s HT გათიშული მაქვს ჯერ ჯერობით და მეეჭვება ჩავრთო, 6 ბირთვიც საკმარისზე მეტია)
  22. ისე იუთუბზე ვნახე სატანისტებიც იყვნენ , საულ გაუბერეს მაგ ევროვიზიაზე აი ამათ რო ამღერებ რაღაზე უნდა ელაპარაკო ევროვიზიაა რა მეტს არც უნდა ელოდო
  23. მოკლეთ დასრულდა პირველი ეტაპი ჭიდაობაში დღეს, ძლიერი თურქი ვინც პოტენციონალურათ გამყრელიძეზე მიდიოდა ფინალურ ბრძოლაში მძიმე ბრძოლაში გამოვარდა 8-7 პოლონელთან, ეხლა პოლონელი ხვდება უკრაინელს, აგრეთვე გახდა ცნობილი გამყრელიძეს ვინც უნდა შეხვდეს პირველ შეხვედრაში, მოლდოველმა ჯერ ლატვიელი დაამარცხა და მერე იტალიელიც გამოაგდო საკმაოთ ადვილათ 7-2, ამიტომ რუბიევი ხვდება დაახლოებით 1 საათში გამყრელიძეს, მოლდოველმა დღეს უკვე ორი შეხვედრა მოიგო უკვე, გამყრელიძე კი დასვენებულია, მაგ მხრივ უნდა ქონდეს გარკვეული უპირატესობა, თუმცა თვითონაც კარგათ უნდა იჭიდავოს, ისე რუბაევი 33 წლის ყოფილა, ანუ ვეტერანი მოჭიდავეა, გამყრელიძე კი ჯერ 22 წლისაა მარტო, 18.09 იწყება მგონი ეგ შეხვედრა სადღაც ნახევარ საათში უკვე ცოტა დაგვიანდა გამყრელიძეს შეხვედრა, გვიან დაიწყო უბრალოთ + 6 წუთი გაგრძელდა, თუმცა ადვილათ გაუმარჯვია ჩვენ სპორცმენს 9-2 მოლდოველთან, მეორე შეხვედრაში უკრაინელს დაუმარცხებია პოლონელი 3-1 არც თუ ისე ადვილათ მაინც, 2 ან 1 ქულიანი სხვაობა ჭიდაობაში მცირე უპირატესობაა, როგორც ალბათ როცა თანაბარი ქულებით იგებს ერთ-ერთი მაინც, მანდ კიდე რაღაცა დამატებითი უპირატესობა ქონდა და მაგის ხარჯზე იმარჯვებენ ხოლმე, ანუ მცირე ნუანსები წყვიტავს ყველაფერს, ჯერ არ დაუდიათ ზუსტი დრო როდის გამოვა უკრაინელი და გამყრელიძე, ლოლ საიტმაც გაუბერა მგონი, აღარ ფიქსირდება Paris Olympic Playoff შეხვედრების რასპისანია, ანუ ეგეთი შეხვედრა არ დაუმატებიათ არცერთ წონაში ჯერ, თუმცა თითქმის ყველა წონაში გათამაშდა უკვე მაგის ადგილები, თუმცა ეხლა მორჩება პეტრიაშვილის წონაც და დაიდება მგონია ყველა ერთად უკვე, დაახლოებით 1 საათში გამოვა მემგონი გამყრელიძე და მიხაილოვი, აი დაიდო რასპისანიაც, რავი 19.24-იო თუ ნაღდია და ცოტა არ დაიგვიანდა ისევე შეხვედრის დაწყება მოკლეთ გამყრელიძემ მაინც მოიგო საკმაოთ ადვილათ თან მიხაილოვთან 8-2, სხვათაშორის თავისუფალში ალბათ გვქონდა შანსები დაჟე მეხუთე კაციც გამოგყვევანა ამ ოლიმპიადაზე 6 წონიდან ეგ, საქმე იმაშია რომ ჩვენებმა მთლიანათ ჩააგდეს მჩატე წონებში გამოსველბი, მემგონი მსოფლიოზეც ეგრე იყო და ამ ორ ატბორზეც, ვერაფერი აჩვენეს და მერე მოუწიათ უფრო დიდ წონებში ამოქაჩვა, ერთი სიტყვით ერთი მოჭიდავით ნაკლები გვეყოლება ამ ოლიმპიადაზე გრეკო-რომაულში 2 მოჭიდავით ნაკლები და თავისუფალში 1 მოჭიდავით მეტი, ჯამში 6 კაცი, თუმცა ძიუდოისტები მაგას აანაზღაურებენ, წინა ოლიმპიადაზე 7 კაცი გამოდიოდა და ეხლა ჯერ 10 გადის 3 ქალი და 7 კაცი, ანუ ყველა წონებში გადიან ჯერ კაცები, ბოქსშიც უნდა გავიდეს ეხლა ვინმე ტაილანდის ატბორზე, მინიმუმ მემგონი 5 ბოქსიორი მიიღებს 6 წონიდან მონაწილეობას მაგ ტურნირზე, ძიუდოში კი ჯერაც 10 კაცი გადის ჩვენი სასტავიდან, ანუ ფაქტიურათ 15 მედლიდან 11 ვიასპარეზებთ მაგ სახეობაში, 7-7 მედალი ქალებში და კაცებში + მიქსტი გუნდური, სადაც აგრეთვე გამოვდივართ, ისე ცურვაში და ათლეტიკაში კი გვყავდა წინა ოლიმპიადაზე ასე 7 კაცამდე, მაგრამ საქმე იმაშია რომ პირდაპირი ატბორით მგონი არცერთი არ გასულა დიდათ მაქედან, რაღაცა ექსტრა მაჩვენებლებით მოგვიწვიეს მგონი მაგ სახეობებში, 5 სპორცმენი ათლეტიკაში გამოდიოდა და 2 სპორცმენი ცურვაში ტოკიოში, მგონი თითქმის ყველა university place თუ რაღაცა ეგეთი მეთოდით მოხვდენ და არა მაღალი რეიტინგით და რეზულტატებით, შეიძლება ეხლაც მოიწვიონ ეგრე ვინმე, ყველა სახეობებში ეგ სისტემა არაა, მგონი ათლეტიკაშია, გიმნასტიკაში და ცურვაში ძირითადათ ეგეთი ექსტრა მოწვევები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ანუ ვინც ვერ ხვდება სპორტული პრინციპით ნაწილს ეგრე აძლევენ საშვალებას გამოვიდენ ოლიმპიადაზე, ისე კი ფორმალურათ ჯერ 23 კაცი გადის ჩვენი ქვეყნიდან ოლიმპიადაზე, თუმცა მაგ 23-ან 10 ძიუდოში, ანუ მაგ სპორცში ფაქტიურათ მსოფლიო დონის რეზულტატებს ვაჩვენებთ და ძალიან სტაბილურათ გამოვდივართ ბოლო სეზონებში, ისე ფინალები ჩაუგდიათ ნადირაძეს,კაველაშვილს და წივწივაძეს, სამეულში ვერცერთი ვერ მოხვედრილა გუშინ და დღეს თავიანთ ზაპლივებში, თუმცა წივწივაძე მგონი არაა ჯერ ოპტიმალურ ფორმაში, შემდეგ ოლიმპიადაზე უფრო მეტი შანსები ექნება ალბათ და შეიძლება გაიაროს ატბორიც, არაა გამორიცხული დააბრუნონ სპრინტიც 200 მეტროზე ოლიმპიადაზე, მაგ შემთხვევაშიც გაიზრდება ჩვენი შანსები ოლიმპიადაზე მოხვედრის მაგ სახეობაში, ლოლ ჭადრაკი რომ ყოფილიყო და თან ცალკე ქალები ოლიმპიადაზე მანდ გვექნებოდა დიდი მიღწევები, თან ბევრი სპორცმენების გამოყვანასაც შევძლებდით გუნდურში, მაგრამ მანდ ცალკე ტარდება ოლიმპიადა და არც მანდ ვართ ქალებში სტატისტები, მედლებში ხშირათ გავდიოდით წლების მანძილზე, ადრე გვყავდა კარგი ისროსნებიც, თუმცა მანდაც სერიოზული რეგრესი მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თუმცა კანოე-ბაიდარკაში ნელ-ნელა ამოვქაჩეთ მემგონი მაინც, უბრალოთ ის სახოებები არაა მაინდამაინც ოლიმპიადაზე რაშიც გვყავს ძლიერი სპორცმენები, წივწივაძე ისე 1000 მეტროში მგონი უფრო სუსტია ვიდრე 500, მანდ კი გავიდა ფინალში, სხვათაშორის ჰელბურთშიც ამოგვიქაჩია კიდე არა მარტო ვატერპოლოში, ეხლა ავსტრიელებს ვხდებოდით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე და დავმარცხდით პირველ შეხვედრაში 2 ბურთიანი სხვაობით და მცირე შანსები დაგვრჩა
  24. It works! It was easier than I thought. I had different lan ip (*.*.100.1 vs *.*.1.1) so when I turned GM203-7B in bridge mode and connected everything it started to work right away. Only after I disabled DHCP and wi-fi in cabsat, to not clog the neighbourhood with unnecessary wi-fi signal. Thank you very much, დიდი მადლობა
  1. Load more activity
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.