xanax onlineAdderallLevitraCialis onlinepuppies for sale

Nvidia GT200

გავრცელდა ინფორმაცია, რომ Nvidia-ს შემდეგი ჩიპი, კერძოდ G100 ან GT200, გამოიყენებს ერთ PCB-ს. 9800GX2 წარმოადგენს ორ PCB-ს რომლებზეც დგას G92-ები. აგრეთვე ცნობილია რომ GT200-ის PCB-ს ზომა კვლავ საკმაოდ დიდი დარჩება, დაახლოებით დღევანდელი 8800GTX-ის ზომის. აგრეთვე ცნობილია რომ მას ერთ ბილიონზე მეტი ტრანზისტორი ექნება.
დენ ვივოლის, Nvidia-ს მარკენიტნის ვიცე-პრეზიდენტის, ძალიან უყვარ “GT”, ამიტომ არ არის გასაკვირი რომ მან ჩიპს ასეთი სახელი შეურჩია.
ჩემი აზრით სწორედ GT200-ი იქნება 9800GTX-ის გული.

განიხილეთ ფორუმზე

R700-ის მეხსიერება

ჩვენ არ გვაქ ზუსტი ცნობები იმის შესახებ, ექნება თუ არა Nvidia-ს ვიდეო კარტების შედეგ თაობას GDDR5-ის მეხსიერება. მაგრამ ATi-ს შეუძლია პირველი იყოს ბაზარზე ამ ტიპის მეხსირებით.
GDDR5 რა თქმა უნდა უზრუნველყოფს უფრო მაღალ მონაცემთა გადაცემის სისწრაფეს, ამავე დროს ზოგავს ენეგრიას. აგრეთვე იგი გამოირჩევა თავისი სიგრილით.
თქვენ იცით რომ GDDR5-ის წარმოება უკვე დაწყებულია, და Nvidia-ც და ATi-ც თამაშობენ ახალ მეხსირებასთან. ყველაზე ბევრს ამაზე საუბრობს Qimonda.

 განიხილეთ ფორუმზე

Powercolor აპატარავებს HD3870X2-ს

Powercolor ამზადებს ძალიან საინტერესო HD3870X2-ის ვერსიას. ეს ვერსია გაცილებით მოკლეა ჩვეულებრივ ვერსიასთან შედარებით. აგრეთვე ამ ვიდეო კარტას აქვს ახალი გაგრილების სისტემა, რომელიც აგრეთვე შემცირებულია ზომაში. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ეს ვიდეო კარტა დარაზგონებული ვერსიაა. საინტერესო ფაქტი გახლავთ ის რომ მას აქვს ორი 6 პინიანი კვების შესაერთებელი.

ვიდეო კარტის ზომის შემცირება შესაძლებელი გახდა PLX-ის გადაადგილებით. ვინაიდან იგი არ საჭიროებს გაგრილებას, იგი გადაადგილეს პირდაპირ PCI-თან(იგი კარგათ ჩანს ზედა სურათში), და ამის შედეგად განთავისუფლდა ადგილი ორ R670 ბირთვს შორის, რომლებიც შემდგომ ერთმანეთთან მოწიეს

Futuremark

აი რეალური სქრინები 3Dmark-ის ახალი ვერსიიდან. მისი სახელი იქნება Vantage და არა 2008 ან 08
ეს არის ოფიციალური სქრინშოთები. უცნობია ეს DX10-ია თუ DX9.ნუ რაც მე პირადად შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, კარგათ არის გამოყენებული HDR, Moton-Blur, Dinamic Lighting

კიდევ დამაფიქრა ერთმა დეტალმა, როგორც ხედავთ სურათების ზომააა 1440×900(Wide)… ამან იმ აზრამდე მიმიყვანა რო სწორედ ეს რეზოლუცია შეიძლება გახდეს Default. მომავალი ხომ Wide Screen-შია…

აქვე დავამატებ იმ ინფორმაციას რომ Futuremark-მა ოფიციალურად განაცხადა რომ ისინი დაიწყებენ (როგორც იქნა) თამაშებზე მუშაობას. როგორც იცით Futuremark-ის სპეციალსტები უკვე 10 წელზე მეტია მუშაობენ გრაფიკულ ძრავებთან, მათ იმხელა გამოცდილება აქვთ რომლითაც ვერც ერთი სხვა კომპანია ვერ იტრაბახებს. Futuremark-ის მთავარმა CEO-მ განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ ისეთ ძრავაზე რომელიც გაგვაოცებს თავისი გრაფიკით და აგრეთვე დაბალი მოთხოვნილებებით. რა თქმა უნდა მათ ეს არ გაუჭირდებათ, ვინაიდან მათ hardware-ის ტესტების იმხელა მონაცემთა ბაზა აქვთ რომ არ გაუჭირდებათ ყველა მათგანისთვის კარგი setting-ების შერჩება.

 განიხილეთ ფორუმზე

Phenom 9600 Black Edition – NO OC

ჯერ კიდევ ნოემბერი-დეკემბრიდან მოყოლებული ამ სერიის ცენტრალუტი პროცესორებს არაერთი ჩავარდნა ქონდა. ნოემბრის ბოლოს როდესაც ”Phenom 9900” გაიტესტა ”რაზგონში” 2.4GHz-იდან ავიდე 2,8Ghz-ზე (2.92Ghze იყო არასტაბილური). რამდენიმე დღეა არენაზე 9600 BE გამოვიდა. (BE=გახსნილი ნამრავლი), მაგრამ ვერც ნამრავლმა ვერ უშველა პროცესორს… 2,3დან 2,6Ghz.

OverClocker-მა ცალსახად განაცხადა რომ ფენომი 9600-ის მაქსიმალური სიმძლავრე არის Q6600-ის STOCK სიხშირე.

ექსპერტების ვარაუდით ასეთი ტენძენცია საბოლოოდ ჩამოაშორებს Gaming სამყაროს AMD-ეს, Overclocker-ებთან კი უკვე რამდენიმე წელია დიდი რესპექტით არ სარგებლობს.

Geforce 9600 – 21 თებერვალს

nVIDIA Corp-დან რამდენიმე დღის წინ გავარდა ხმები რომ პირველი 9 სერიის GeForce-ის 9600-ის რელიზი გადაიდებოდა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, კომპანია იმიზეზებდა ჩინურ ახალწელს. (რომელიც მართლა ამას ემთხვეოდა). სინამდვილეში კი ტექნიკური ხარვეზები და ე.წ. Bug-ები აღმოჩნდა.

ყველა პრობლემა გამოსწორებულია, და უკვე რამდენიმე ვენდორი ემზადება 21 თებერვლისთვის. @Forum

PowerColor Radeon HD 3870 პასიურ გაგრილებაზე!

PowerColor წარმოადგენს Radeon HD 3870-ს პასიურ გაგრილებაზე. ნათელი ხდება რომ ამ ვერსიას, რადიატორი უყენია არა მხოლოდ წინა მხრიდან, როგორც უმეტესობა ვიდეოკარტებს აქვთ, არამედ უკანა მხარეზეც. რადიატორტან დაკავშირებულია ოთხი სითბური მილი, რომლებიც ფორმიტ მოგვაგინებენ ასო “X”-სს.

ამ სისტემას მიიღო სახელწოდება SCS3, სწორედ მაგითი შეიძლება იცნოთ ვიდეოკარტა price-list-ებში. ნომინალური სიხშირეები წარმოადგენს 775/2252 MHz, ამ მხრივ ვიდეოკარტა არ განსხვავდება ჩვეულებრივი ვერსიისგან. ამ დრომდე მწარმოებლები აყენებდნენ რადიატორს ან ერთი მხრიდან ან შემოიფარგლებოდნენ მოკრძალებული რადიატორით რომელიმე მხრიდან. ზემოთ განხილული ვიდეოკარტა კი რომელიც წარმოადგინა PowerColor-მა, არის აღჭურვილი რადიატორით ორივე მხრიდან, რაც მთელ კონსტრუქციას ხდის “სედნვიჩის” მსგავსს.

By anzori88 (ანზორ ჩხიკვაძე)
მხოლოდ Overclockers.ge-სთვის!

ჩვენს ფორუმზე ბევრი მითქმა-მოთქმა მიდიოდა ამ დედაპლატის, კერძოდ Skulltrail შესახებ. ზოგმა გამოთქვა მოსაზრება 4 Way-SLI-ის შესახებ, ზოგმაც კი Tri-SLI-ის. როგორც ხედავთ დედაპლატას 4 PCI-E სლოტი გააჩნია. როგორც იცით ის იყენებს nforce 100 ჩპიპებს, რომლებსაც სამწუხაროდ მხოლოდ Dual SLI-ის მხარდაჭერა აქვთ. მაგრამ ამავედროს ამ დედაპლატას ასეთი ორი ჩიპსეთი აქვს, რაც თეორიულად გულისხმობს Quad-SLI-ის შესაძლებლობას.
თუმცა ეს დღემდე უცნობი რჩება, ვინაიდან არ არის ზუსტი ცნობები. შესაძლოა ეს nForce 100-ები ერთმანეთთან დაკავშირებულნი იყვნენ, მაშინ Quad SLI აბსოლუტურად რეალური იქნება.

განიხილეთ ფორუმზე

Page 142 of 163« First...«140141142143144»...Last »