Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო წლების განმავლობაში გაყიდვაში არსებული ერთადერთი სმარტ-ბეჭედი იყო Oura Ring, თუმცა მიმდინარე წლის გამოფენა CES-მა ამ ტიპის გაჯეტების წარმოუდგენელი ზრდა აჩვენა, აცხადებს რესურსი The Verge. მოსალოდნელია, რომ სმარტ-ბეჭდების სეგმენტში რეალური კონკურენცია მწიფდება, რომელიც ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: theverge.com 

სმარტ-ბეჭედი წარმოადგენს თან სატარებელი მოწყობილობების პერსპექტიულ ფორმას, მაგრამ მისი სწორად დამზადება ადვილი საქმე არ არის. პულსის და სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა თითის უკანა მხარეს უფრო მოსახერხებელია, ვიდრე მაჯაზე. მაგრამ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს მიმზიდველი დიზაინი, რისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მეტად კომპაქტური კომპონენტების საშუალებით - შედეგად, ბეჭდები უფრო ძვირი და ნაკლებად ფუნქციონალური სმარტ-საათებთან შედარებით.  

გაყიდვების დაწყებასთან ყველაზე ახლოს არსებული მოწყობილობა Movano Evie Ring, რომელიც პირველად CES 2022-ზე წარადგინეს, ხოლო ბაზარზე მიმდინარე თვეში გამოვა. 269 აშშ დოლარიანი გაჯეტი, პირველ რიგში, ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მწარმოებელი ირწმუნება, რომ მისი გამოყენება ყველას შეუძლია. მას მოყვება გამარტივებული აპლიკაცია, რომელიც აკონტროლებს სისხლში ჟანგბადის დონეს, გულისცემას, აქტივობას და ყოველთვიურ ციკლებს - ამ ყველაფრის ანალიზი ხდება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით. Evie Ring-ს აქვს მიმზიდველი, ღია დიზაინი და მისი ზომა შეიძლება დარეგულირდეს სხვადასხვა ზომის ითზე მოსათავსებლად. Movano ასევე გეგმავს FDA სერთიფიკატის მიღებას, რათა ხაზი გაუსვას ჩაშენებული სენსორების მაღალ სიზუსტეს. 

image.jpeg 

სევე პერსპექტიულად გამოიყურება Amazfit Helio Ring, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სმარტ-ბეჭედი, რომელიც თვალყურს ადევნებს აღდენის ციკლებს.გი სინქრონიზდება მფლობელის Amazfit-ის სმარტ-საათთან, რომელიც შეგიძლიათ ღამით მოიხსნათ და გეცოდინებათ, რომ ყველა საჭირო მაჩვენებელს ბეჭედი მიადევნებს თვალყურს. მწარმოებელი ცნობილია თავისი უნარით - აწარმოოს ფუნქციური მოწყობილობები მოკრძალებულ ფასებში - სავარაუდოდ Helio Ring-საც ექნება ასეთი უპირატესობა. იგი ბაზარზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოვა. 

image.jpeg 

CES 2024-ზე წარმოდგენილი იყო მრავალი სხვა, მეტ-ნაკლებად ნიშური მოწყობილობა. მაგალითად, მუსლიმებისთვის განკუთვნილი ბეჭედი Zikr Ring, რომელსაც შეუძლია მფლობელს შეახსენოს დღიური ხუთი ლოცვის დრო და აქვს ტასბიჰას ციფრული მრიცხველი. მოწყობილობა RingConn-ს აქვს Oura Ring-ის მსგავსი ფუნქციები, მაგრამ უფრო მოკრძალებულ ფასად. სეგმენტით დიდი ბრენდებიც არიან დაინტერესებული - ადრე ცნობილი გახდა, რომ Samsung Galaxy Ring-ის სმარტ-ბეჭედზე მუშაობს. შესაძლოა, შემოთავაზებების გარკვეული კრიტიკული მასა უნდა დაგროვდეს, რაც გამოიმუშავებს ჯანსაღ კონკურენციას, რომელიც აუცილებელია ამ ტიპის მოწყობილობების განვითარებისთვის. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.