მათე
მოდერატორი-
Posts
15264 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
128
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
U2725QE გამოვიდა backlight bleed და coil wine-ს საშინელი პრობლემა აქვს. კიდევ აქვს რაღაც პრობლემები მაგრამ ეგ ძალიან გავრცელებულია. მე რასაც ვუყურებ ეს იაფიანი მონიტორები გაცილებით უპრობლემოდა ვიდრე ესეთი ფიჩერებით გატენილი და მაგრად მიკვირს ასეთი უხარისხოები რომ არის ამოდენა ფასის მქონე მოდელები. მე სრულად ბნელ ოთახში ვმუშაობ ხოლმე ღამე მიყვარს ხოლმე მუშაობა და აბა მანდ სულ უნდა ვუყურო. იმ ბენქს ისე არ ქონდა ეგ გლოუ პრობლემა და არც backlight bleed ქონდა.
-
27-იანზე 1080-ზე თავისუფლად ვხედავ პიქსელებს. კი არადა პიქსელების მეტს ვერაფერს ვხედავ ლოლ ოო ეგ საინტერესო მოდელია ზუმერში 1000 ლარად დევს https://zoommer.ge/en/monitors/dell-ultrasharp-27-monitor-u2724d-210-bkvb-ge-silver-p42435?srsltid=AfmBOorG5zTkH-phKjliOaUI6jCeoQCnhhukrk--LAJk9mpMASVvdg1B მაგრამ რაც ზემოთ ზუმერზე დავწერეთ როგორია მანდ მაგის შეძენა. Sleep/Wake Problems: A number of users find that the monitor won’t reliably wake from sleep—once it goes to standby it often stays blank until you unplug/re-plug the video cable or power-cycle the display. Dell Auto-Brightness & Auto-Input Bugs: The built-in Auto Brightness feature only toggles between very narrow brightness levels (e.g. 0 % vs. ~10%), making it too dark in both bright and dim rooms. Likewise, “Auto Input” switching can fail to detect active sources. Many have asked for a firmware update to better scale brightness ranges (high/med/low) and smooth out input detection. Dell IPS Glow, Backlight Bleed & Edge Darkening: As with most IPS panels, you’ll see corner glow in low-light scenes and occasional mild backlight bleed. Some units also exhibit a slightly darker “lip” at the very bottom edge when viewed from below. PC Monitors Forum Dynamic-Interlace / Inversion Artifacts: Under certain static patterns or rapid dark-to-light transitions, faint interlaced or inversion-type line artifacts can appear—more noticeable in tests than in normal desktop use. PC Monitors Forum ესენი ჩამომიწერა მაგ მონიკის პრობლემებში ისე. არ ვიცი რამდენად გავრცელებულია.
-
@George https://forum.ge/?f=12&showtopic=35296020 ზუსტად ეგ dell-ს მოდელი შევარჩიე დავურეკე და აღარ მაქვსო. კი გეტყვიო თუ მექნებაო, მაგრამ რამდენ ხანში ექნება არ ვიცი. 1600-მდე მივეცი იმას წინაზე რომ ვიყიდე და მართალი გითხრა დამატება კიდევ არ მინდა. ეს ფლიკერინგ პრობლემა რაც ამ მოდელს აწუხებს მაკებზე ამბობენ type C-ს alt mode-ს გამოაო და ამაზეც რომ ეგ პრობლემები დაეწყოს ჩემთან (მაკს არ ვიყენებ) მერე უკვე აღარ ვიცი. ასე რთული ნაღდად არ მეგონა უპრობლემო მონიტორის შერჩევა. ასეთ პრობლემურებს რანაერად ყიდიან. იმ წინა ბენქზეც არ მოვსერჩე კარგად თორემ ბევრი წერს ბარნ ინი აწუხებსო. ძალიან ცუდი პანელები ქონია ბენქის მონიტორებს მაგ სერიებს PD2700 ებს და სხვა მაგის ზომებს image retention-ს პრობლემებითაა სავსე. თან იმას ვფიქრობ 2k 27" ოღონდ 120 hz-იანი ხომ არ ჯობია. უბრალოდ 27-იანზე 2k-ზე მგონია კოდინგისას პიქსელებს დავინახავ არ იქნება ისეთი სმუზი დახრილ ხაზებზე წარწერებში როგორც 4k-ზეა და ამიტომ.
-
კი 4k 120 ოხრად ფული ღირს გაფართოების პონტში შევწირავდი მაგ ჰერცობას. KVM switch-ც ქონია როგორც ვნახე. ChatGPT-ს ვეკითხები უკვე მონიტორების common problem-ებზე. ამაზე საკმაო პრობლემები ჩამომიწერა მარკეტიდან რაც დალინკე. იმ დელზე მარტო მაკებთან აქო პრობლემა. მაკი არც მჭირდება.
-
@Gogla1990 https://forum.ge/?f=12&showtopic=35296020 ამათში ეს 700 ლარიანი მომეწონა DELL P2723QE ხვალ დავურეკავ აბა თუ აქვს და რამდენად გამოვა. გადავხედე პრობლემებს და M სერიის მაკებზე ქონია რაღაც უცნაური ფლიკერინგ პრობლემა ნაცრისფერზე. ამბობენ გაასწორესო. სხვა ვერაფერი ვნახე. image retention-ს დაცვა ამასაც აქ მენიუ. რა ხდება IPS-ებშიც დაიწყო ეს image retention ს პრობლემები? burn in-ს მსგავსი ოღონ გადის? IPS-ები მქონდა რაც თავი მახსოვს სულ. უბრალოდ 4k-ები და ნავაროტკებით არ მქონია ჯერ და ასე ცუდადაა საქმე ახალ მონიკებში? @david_888 ახლობელმა მარშალის ნაუშნიკები მიყიდა ავსტრიაში. დამირეკა მაგით და ცუდად ისმოდა მიკროფონიდან. აშკარად რაღაც ჭირდა. მენიუები ყველაფერი დავათვალიერეთ. მიიტანა გამყიდველთან და უთხრა რაღაც ჭირსო მიკროფონიდან არ ისმის კარგადო და ჟღრიალებსო. იმან ეგრევე გამოართვა და კითხა შეგიცვალოთ თუ თანხა დაგიბრუნოთო. არც კი ჩაურთია ან რამეო. ეგრევე მისცეს ახალი, რომელიც კარგი აღმოჩნდა და წამოვიდნენ. აქ ზუსტად მასე ზუმერში ნაყიდ ტელეფონს ხარვეზი ეკრანზე მაღაზიის გარეთვე ვუპოვე. რაც მე მანდ ვიჩხუბე მენეჯერი ამტკიცებდა ფუნქციააო კუთხეში ლურჯად ნათება გამორთულ ეკრანზე გამოცვლილ ტელესაც ჭირდა იგივე. კონსულტანტი ვერ ბედავდა რამის თქმას, მერე ცალკე მითხრა ეგეთი არ მინახავსო მაგრამ პრობლემაა რათქმაუნდაო. 2 ცალი ქონდათ ეგ მოდელი 2-ვე ბრაკი. ალტაში ვიყიდეთ მერე.
-
@George სალამი იქნება ისევ დამეხმარო მონიტორის შერჩევაში. წინა ნაყიდმა არ გამიმართლა ბრაკი აღმოჩნდა დაბლა დავწერ რა იმაიმუნა ულტრამ მაგ მონიტორზე. 27" იანი მინდა benq-ს აღარ ვეკარები მაგარი პრობლემული მონიტორები ჰქონია რომ გადავხედე რედდიტს. მოკლედ Dell-ს მონიტორი მინდა. 2k რომ ქონდეს გარჩევადობა და 120 hz-იანი მაინც რომ იყოს, აუცილებლად IPS მატრიცაზე. ძირითადად პროგრამირება + მედია კონტენტის მოხმარება + ძააან იშვიათად თამაში. თუ რამე მოდელი გეგულება ასეთი მირჩი. მადლობა წინასწარ. აი ესეთები იკადრა ულტრამ. მაგათ არც კი გავეკარები მომავალში. ნახმარ მონიტორს მტენიდნენ ახლად. მოკლედ burn in-ს პრობლემა დაემართა ჩემს ველი სტორში ნაყიდ ბენქს მონიტორის. ცხოვრებაში პირველად ვნახე IPS მონიტორზე burn in. მენიუ რომ ვნახე მონიტორის burn in cleaner ქონდა და კი გამიკვირდა რატომ აქვსთქო. 6 თვეში შევნიშნე გამოსახულება რჩებოდა. ოფიციალურ benq-საც მივწერე და პარალელურად წავიღე საგარანტიოში სადაც ულტრას სერვისი იყო მითითებული, ჩემი mini pc-თ. ვაჩვენე პრობლემა სურათებიც გავუგზავნე. მითხრეს benq-ს უნდა მივწეროთო და მათ უნდა გადაწყვიტონო რა ვქნათო. benq-დან მომწერეს case number გვითხარიო. ვუთხარი დაველოდები სერვისის პასუხს ეგენიც მოგწერენ და case number-ს გამოვართმევ და გეტყვითთქო. მეუცნაურა ის რომ ადგილზე გავარკვიე 2 წლიანი გარანტია მქონდა ველი სტორზე ნაყიდზე და 3 წელი აქვს ულტრას იგივე მოდელზე. რომ ვიკითხე ტექნიკოსმა მითხრა ველი რომ იღებს ჩვენგან მანდ იწყება საგარანტიოს ათვლაო. მენეჯერს რომ ვკითხე დაედასტურებინა უარყო ეგ. მენეჯერმა ჩვენ ვართ ერთდაერთი ოფიციალური შემომტანიო ასე მითხრა, რასაც მომავალში შეცვლის 2 დღეში მირეკავენ 2 დღეა ვტესტავთო 2 ტექნიკოსიო და არ აქვს პრობლემაო, შენი კომპიუტერი შვებაო. ვეკითხები ტექნიკურად როგორ წარმოუდგენიათ. კომპი მივუერთე ვუთხარი 5-10 წუთი სტატიკურ გამოსახულებას ვუყუროთ და გადავრთოთ ნაცრისფერ ფონზე და შევნიშნავთთქო. ვეკითხები როგორ წარმოიდგენიათ ანუ კომპი რას შვებათქო. ნუ უკვე ჩანს არაკომპეტენტურობა. კარგი მოვიტან ორივე კომპს ლეპტოპს და მინი პს და მივაერთოთ სხვა მონიტორზე და ვნახოთ მასე თუ იზამსთქო. მივედი მესამე დღეს. შეერთებული ქონდათ ჩემი მონიტორი უკვე თავის პცზე და ბარემ დავჯექი და ზუსტად 5 წუთი გავაჩერე გუგლში სურათებზე და გადავრთე ნაცრისფერ ფონზე ჩვეულებრივად დაიტოვა გამოსახულება. ვაჩვენე და გაეღიმათ აუო 2 დღეა 2 ტექნიკოსი ვამოწმებთო და ვერ ვნახეთო. ეს ფაქტი ლაპარაკობს თუ როგორც გატესტეს, ან საერთოდ გატესტეს თუ არა. მოკლედ ეს მენეჯერი გოგო გავიდა და ახლაო მოვიტანო ახალ მონიტორსო ასეთსო რითიც შეგიცვლითო. მეთქი კარგი. გადის 2 წუთი და მოაქვს მხოლოდ მონიტორი ამოღებული ყველაფრიდან არც პარკები აკვრია არც არაფერი. ჩემსას უკან benq-ს წარწერაზე პარკი აკვრია დამრჩენია უკვე ვაპროტესტებ რატომ ჩემ წინ არ გახსენითთქო. ან პარკები მაინც რატომ ააძრეთთქო. როგორ გავიგო ეხლა ახალია თუ არათქო. მშვიდად იმიტომ ვარ რომ ჯოკერი მაქვს ხელში და არ იციან ამ მონიტორს ფუნქცია აქვს სსდ/ჰდდ ვით იწერს ნამუშევარ საათებს. ჩავართვევინე და შევაჭერი ეგრევე მენიუში და რას ვხედავ 238 საათი აქვს ნამუშევარი. ვეძახი ამ მენეჯერ გოგოს და ვეუბნები ნახმარიათქო. არაო საწყობიდან მოვიტანეთ ეხლა გავხსენითო. მეთქი შეხედე 238 საათი აქვს ნამუშევარითქო. უი ალბათ დახლის პროდუქტიაო. წარმოიდგინეთ რომ არ ქონოდა ეგ ფუნქცია. ანუ ტიპი ადგა და 1600 ლარიან მონიტორს მტენის ნახმარს!!! ნაბოზარის მეტი არავინ იზამს ამას! მეთქი დახლის თუა აბა საწყობში შეფუთული რას აკეთებდათქო. დაიწყეს ბლუყუნი და უცებ გადაიტანეს თემა. აღარ მივაწექი მაგაზე. უბრალოდ უარი განვაცხადე მაგ მონიტორზე. მეტი არ გვაქვსო. დოკუმენტს მოცემთო რომ გამოსაცვლელია და დავიტოვეთ და მიიტანეთ ველი სტორშიო. წამოვედი. 2 წუთი გამოსული ვარ და ვურეკავ გამახსენდა რომ case number მინდოდა benq-სთვის გასაგზავნად. მეორე გოგო მპასუხობს და როგორც კი მოვითხოვე case number მენეჯერიო გავიდაო და რომ მოვა ვეტყვიო. იქვე ვიყავი და ეგრევე დავბრუნდი, უკვე მოვწვი რომ გამიწელავდნენ. მივედი. ამ გოგომ დაიწყო ტელეფონზე წერა ხან რას მეუბნება ხან რას. იქიდან მოდიოდა ეტყობა ინსტრუქციები. ჯერ რად გინდაო case number-ო. მერე არ გვაქვსო. მეთქი თქვენმა მენეჯერმა მითხრა 3 დღის წინ რომ benq-ზე მიწერის გარეშე და პრობლემის დაფიქსირების გარეშე ვერ მიიღებდით გადაწყვეტილებას და ეხლა როგორ გამოდის თქვენით გადაწყვიტეთთქო? კარგი დაველოდები მენეჯერსთქო და დავჯექი. 5 წუთში გამოდის მეორე ოთახიდან რად გინდაო case number-ო. მეთქი benq-თან კონტაქტზე ვარ და მომთხოვესთქო. არ გვაქო ჩვენო და არც გვექნებაო. ვა მეთქი თქვენ მითხარით რომ benq-ს უნდა მივწეროო. ამ დროს მოიფიქრა Vertex-აო ოფიციალური შემომტანიო ერთადერთი ოფიციალურიო და მათ მივწერეთო და ისინი მიწერდნენ benq-სო. მაშინ მათ კითხეთ და მითხარითთქო. ვერ დავუკავშირდებითო. მეთქი ვინ შეძლებს დაკავშირებასთქო და ველი სტორიო. კარგი მაგათ ვკითხავთქო. წამოვედი გზაში მივწერე ველი სტორს ჩავუგდე ეს დოკუმენტი რომ ულტრამ დაიტოვა და პასუხი იყო განვიხილავთ და მოგწერთ 24 საათშიო. ზუსტად 10 წუთში მირეკავენ ველი სტორიდან და მეუბნებიან სრულად გინაზღაურებთ ფულსო, ზემოდან 50 ლარიან ვაუჩერს გაძლევთო. მეთქი კარგი მადლობა. მაგრამ იმდენი რედ ფლეგი იყო ფაქტია რაღაც ხდება და დაშინდნენ benq-ს ოფიციალურ პირებთან რომ ვიყავი კონტაქტზე. მოგვიანებით გადავამოწმე კიდეც და ბენქის საიტზე ეს კომპანიაა მითითებული საქართველოში https://muk.group/rs/country/ge მისამართს თუ დააკვირდებით ზუსტად იგივეა სადაც ულტრას მაღაზია და სერვის ცენტრია.
-
ნამდვილად მასეა. ნუ მე გეიმინგ პც 2015-ში რომ მივაყიდე მას მერე დესკტოპი აღარ ამიწყია ჩემთვის. სულ ლეპტოპებზე ვარ. ჰოუმლაბი რომ ავაწყე 1 ლიტრიან mini pc-ებს რომ ეძახიან ეგენი გამოვიყენე. ეხლანდელი mini PC-ები კიდე მაგ ახალი amd-ს ინტეგრირებულით იდეალურია სათამაშოდაც კი. ერთი ბეწოა და იმოდენა პერფორმანსი აქვს რავიცი. თან მაგარი ენერგოეფექტურია. ეგ mini pc და 1 ულტრაბუქი იგივე ჩიპზე კისრამდე სამყოფია დღეს. აღარაფერშია საჭირო დიდი ჯაბახანა PC-ს აწყობა ან ჯართი გეიმინგ ლეპტოპის ყიდვა. მითუმეტეს m4 mini რაც დადო ეფლმა მაგის მერე lol 600$-დ სერიოზული ჰარდი აქვს. 1000$-იან PC-საც გაუჭირდება მაგასთან ჭიდილი სამუშაო პროგრამებში. local AI-ს თუ უშვებ ხომ საერთოდ მგელია apple თავისი უნიფაიდ მემორის წყალობით რომელიც საოცრად სწრაფია.
-
არა იმას FL რომელიცაა იმაზე არ მაკლებს მაგრამ 10 ფილმიდან 5 თუ ეგეთია 5 ჩვეულებრივია და 15 GB-ს კი იწონის ფილმი ეგეთი თითო. 1.2-მდე დამივარდა უკვე ratio. სიდირებით რომ არავინ იწერს ეგ მთლად ტეხავს. 15 დღეში 500 MB ატვირთა ამ ფილმებზე საშუალოდ. სერიალის ეპიზოდზე მაგალითად dexter-ს უფრო მეტს ტვირთავს ვიდრე ამ ახალ ფილმებზე kraven მაგალითად. საქმე ისაა რომ მე არ ვირჩევ მანდ რა გადმოწეროს. ის პროგრამები მაქ დაკონფიგებული რომ ინგლისური 4k გადმოწეროს და რა ფილმსაც ვამატებ იმას იწერს მისით. 6 ტორენტი მაქვს დამატებული, მაგრამ ძირითადად სულ აქედან იწერს. ეტყობა აქ ემატება ყველაზე ადრე.
-
hit and run საერთოდ არ მაქვს. ყველა რაზდაჩას ასიდირებს მაგას არც ვუყურებ. სისტემა მაქ მოწყობილი. ფილმებს ვირჩევ და ვამატებ და მერე ეს მისით იწერს სასურველ ხარისხს და მობილურზე მწერს როცა გადმოწერს და მერე ვუყურებ ხოლმე jellyfin-ში. ასეთი ტიპია request-ს დააჭერ და ემატება სიაში. სხვებისთვისაც მაქვს მიცემული უზერი და ისინი რომ ამატებენ მე უნდა დავუდასტურო. სტორეჯი რომ ივსება მერე თუ გავასუფთავებ მხოლოდ მანამდე არ ვშლი. ასე რომ 10 დღეზე გაცილებით მეტი გამოდის. სიდირებით არ იძლევა საკმარის ქულებს. ძაან ცოტას იძლევა. 4k ფილმებს ვამატებ და მაგათ იწერს სულ და დიდია ზომაში. სერიალებიც 4k-ში მოდიან და ეგენი მთლად სასწაული ზომებია და სახე ძვრება მასე ratio-ს და ქულებით მაგის ამოღება შეუძლებელია. უნდა იყოს ის გათვალისწინებული რომ 10 და 20 დღე ვასიდირე და არავინ გადაწერა და რა ჩემი ბრალია არ უნდა ითვლებოდეს ეგეთი რეშიოში ნეგატიურად.
-
მაგარი საზიზღარი ტორენტია რა ფილმებს კი დებენ, მაგრამ ratio მაგრად მიფუჭდება რა. კაციშვილი არ იწერს. 10 კი არა რაც გადმოვწერე იმის მერე ვასიდერებ და ჩემი ფეხები არ იტვირთება. ძაან უსამართლოდ აქვთ გაკეთებული. 10 დღე რომ ვასიდირებ და არ იტვირთება არაფერი რატომ მითვლიან მაინც გადმოწერილში და მიფუჭებენ ratio-ს.
-
გადახედე ჩემს ძველ თემას openwrt თუ დაყნდება ნებისმიერ როუტერზე შეძლებ.
-
მონიტორები - სიახლეები / განხილვა / დახმარება
მათე replied to GIBSON's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
მე ეგ DCI-P3 mode ძაან მომწონს ვიდეოების და ფილმების საყურებლად ჩემ მონიკზე. Display P3-ც აქვს ზუსტად ეფლის გამო 1-1ში ასინქრონებს ეფლის ახალ მაკბუქებთან ფერებს https://www.benq.com/en-us/campaign/monitor-for-mac/articles/a-monitor-that-matches-the-colors-of-your-mac.html ფერები ასე გამოიყურება 99% sRGB, 99% Rec.709, 95% P3 HDR-ში გაცილებით მაღალი კონტრასტი აქვს. Contrast is high for IPS at around 1,200:1 native. HDR signals get a nice boost thanks to a field-dimming backlight which ups the ratio to over 5,300:1. შავი ფერიც გაცილებით კარგად გამოიყურება ისედაც და HDR-ში მითუმეტეს ვიდრე უმეტეს სხვა ips მონიტორებზე. ალბათ IPS black თუ დაეწევა. მეორე ვარიანტად მასეთს განვიხილავდი შენ რომ დამიდე 3000 ლარიანი რომ იყო 34 იანი დელი , თუმცა ულტრავაიდობის გამო დავიწუნე არ ვარგა ეგენი მითუმეტეს მოღუნულები პროგრამირებისთვის. VA-საც არ ჩამორჩება HDR-ში ამოდენა კონტრასტის ხარჯზე შავი ფერით. 2000 ლარად იდო კიდე 34-იანი VA პანელით და მან ბრაუზერი რომ ავსქროლე ლამის გული ამერია კვალს ტოვებდა წარწერები. მაგაზე მომკალი და ვერ დავწერ კოდს. სქროლვა ხშირად მიწევს ხოლმე მითუმეტეს კოდინგის დროს. ზოგადად რომ ვთქვათ მაგ ტექნოლოგიებზე ასე გამოიყურება მათი შედარება. VA ზოგადად სუსტია დანარჩენ ორთან შედარებით. ფერების სიზუსტე გაცილებით დაბალი აქვს ვიდრე IPS-ს ან OLED-ებს. ხედვის კუთხეებიც ცუდი აქვს. შუაში რა ფერიცაა კიდეში აღარაა მასეთი. ზოგადად ფოტო ვიდეო ედიტინგისთვის მაგ პრობლემების გამო არავინ იყენებს VA-ს. არც მედია კონტენტის მოხმარებისთვისაა კარგი, IPS ან OLED-ზე უფრო ისიამოვნებ მედია კონტენტითაც ვიდრე VA-ზე. va-ს მოძრაობისას რომ მიყვება კუდები საშინელებაა. როგორც ვნახე 2000 ლარიან მონიტორზეც კი მაგრად ეტყობოდა ტექსტის სქროლვისას და ეგაა ჩემი მთავარი საქმე. ფერებში და ხედვის კუთხეებშიც ვერ ქაჩავს VA მატრიცა. თავისუფალ დროს კიდევ ვიდეოებს და ფილმებს ვუყურებ ხოლმე. ამიტომ არ ვეკარები va მატრიცებს მე. მუდამ IPS-ები მქონდა. OLED-ზე ვფიქრობ ყიდვა ჯერ ადრეა. თუ იყიდი კიდე ხარისხიანი კარგი უნდა აიღო და ეგენი საკმაოდ ძვირებია და ოლედის პრობლემებიდან გამომდინარე დიდად არ მინდა. თვალებს კიდევ მაგ მაღალი კონტრასტულობის გამო ღლის ოლედი, ფლიკერთან ერთად. Dark mode ვისაც ევასება მიხვდება შავი რომ არის და წარწერები რომაა ასე კონტრასტული საშინელებაა თვალებისთვის ეგ. -
მონიტორები - სიახლეები / განხილვა / დახმარება
მათე replied to GIBSON's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
თვეზე მეტი გავიდა რაც ეს მონიტორი ვიყიდე Benq PD2706U თამაშები არ მაინტერესებდა ამიტომ ვიყიდე სამუშაოზე გათვლილი 60 HZ-იანია. ვინც არ იცით ამ მოდელებს ინდივიდუალური კალიბრაცია უკეთდებათ და ყუთშივე მოყვებათ შედეგი ფერებზე ტესტირების. Delta E ჩემსას 1.26 აქვს რაც ძალიან კარგი შედეგია და პროფესიონალური სამუშაოს შესრულებაც თავისუფლად შეიძლება ამ მონიტორზე ვგულისხმობ ფოტო ვიდეო დამუშავებას. ასე რომ ფილმებზეც არ ინანებთ. თამაშიც შეიძლება რათქმაუნდა მითუმეტეს ისეთი კარგი ფუნქცია აქვს KVM switch-ს სახით მიუერთებთ თქვენს xbox-ს და დატოვეთ მიერთებული გადართავთ გადმორთავთ ))) ნუ პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ 27" იანზე 4k-ზე ნაკლებს არ გავეკარებოდი. 125%-ზე მიყენია scaling და კოდიც ბევრი მეტევა და side by side browser + IDE მუშაობაც არაა პრობლემა. ფერები იდეალური აქვს mac-ს ფერების სპეციალური მოუდი აქვს და 1-1ში ახალი macbook-ების ფერებში ანახებს. კონტრასტი სტანდარტულზე მაღალი აქვს ამიტომ შავი ფერიც საკაიფოა. განათებაც მაღალი აქვს SDR მოუდშიც კი მე რადგან linux-ზე ვარ მანდ არ მაქ HDR, თუმცა რომ ვცადე HDR განათება კიდევ უფრო მაღალი აქვს მაგაზე და ფერებიც უკეთესად გმაოიყურება. სპეციალური რეჟიმები აქვს თვალისთვის, სამუშაოდ გათვლილი მონიტორია და ჩემი საქმეც ძირითადად ტექსტის კითხვაა. საათები ვზივარ ხოლმე ბნელ ოთახშიც, თუმცა თვალი საერთოდ არ მეღლება და სიწითლეც აღარ მაქ თვალებში. ნუ ამ საქმისთვის VA-ს და OLED-ებს არ გაეკაროთ თვალებს დაგთხრით ერთიც და მეორეც. ჩაშენებული KVM switch სულ მთლად გადასარევია. USB პორტებიც საკაიფოდ აქვს, დინამიკებიც კარგი ბასებითაა, თუმცა ცოტა დაბალი ხმით, 3.5 ჯეკიც აქვს. ლეპტოპი 1 type C კაბელით მაქვს მიერთებული ყველაფერს ეგ შვება თან ტენის თან ვიდეო დატას ატარებს. კლავა მაუსიც მაგით გადის. მონიტორზე მაქვს მიერთებული და მეორე კომპიც მონიტორზე ზის და ერთი ღილაკის დაჭერით ვრთავ იქეთ აქეთ. შეგიძლია ფლეშკები და გარე სტორეჯებიც პირდაპირ მონიტორს მიუერთო, რომელ კომპზეც გადართავ იმას დააკავშირებს ავტომატურად. შემიძლია ორივე გამოსახულება გვერდიგვერდაც ჩავრთო ან ერთი დიდად იყოს და მეორე ფანჯარასავით ჩანდეს. ჯოისტიკივით სამართავი პანელი აქ. 3 ღილაკი ფერების პროფილზე მიყენია. 1 kvm switch-ზე. 1 ინპუტ სორსზე და სატრიალებელი ხმა + დაჭერაზე მენიუ. უკანაც აქ ღილაკები მონიტორს მაგათაც აპროგრამებ რა გააკეთონ. მოკლედ მაგარი კმაყოფილი ვარ შენაძენით. სამუშაოდ ვისაც გინდათ 34 იანი ვაიდი მინდოდა მეც თავიდან და არ გაეკაროთ კისერს მოიტეხავთ რასაც ქვია. თან მსგავსი პანელის შოვნა გაგიჭირდებათ IPS-ები 2-3 ჯერ ძვირია მსგავსი ფუნქციებით 34-იან ულტრა ვაიდებში. ზომა 27-იანი იდეალურია. 32 უკვე ძალიან მაღალია და ეგეც ცალკე კისრის ტკივილია. -
ვა ახალმოსულებს უფრო ასაჩუქრებენ ეტყობა. ნახე რამდენი VIP მომცა. წეღანაც დავაჭირე და კიდე vip ამოვიდა. 3 დღე გავმაზე
-
lol კიდევ ერთი VIP მომცა წეღან უკვე 2 invite მაქვს.
-
მომცა ეგ 1 დღიანი VIP გუშინ. დღეს რაღაც ქულები დამიმატა. 1 invitation მაქვს მეც torrentleech-ზე.
-
ვაა ტორენტლიჩზე 10 GB upload credit მომცა. ტორენტდეიზე კი 1 ფილმზე You have 59.8 Bonus Points and 8.14 GB Surplus Upload Credit ესეთი სიტუაცია მაქვს და 3 ფილმზე 72 საათი გადის მალე ბლომად ქულებს დავაგროვებ მანდ. როგორც ვხვდები 3 დღის მერე არ აქვს აზრი დატოვებას და ალბათ მასეც დავაყენებ რომ მიაშალოს 3 დღის მერე ტორენტები.
-
3 ფილმი გადმოვწერე იმ დღესვე რომ მომეცი მოწვევები და მას მერე დატოვებული მაქვს 40 GB გადმოვწერე და უკან 4 GB ატვირთა მარტო რა ჭირთ ასე ცოტა მომხმარებელი ყავთ რომ არაა გადამწერები? სისწრაფე კი მაქვს 80 და საკაიფოდ წაიღებდა რომ იწერდეს ვინმე. ასე არ დამბლოკონ, მიუხედავად იმისა რომ არ ვშლი გადმოწერებს კაი ხანს. კინოზალს ვიყენებდი ხოლმე და იქ ატვირთული 2-ჯერ მეტი მაქვს ვიდრე გადმოწერილი.
-
@George გაიხარე მადლობა! Torrentday-ს მხოლოდ შეგიძლია ერთი ინვაითი პირადში მოწერილ მეილზეც რომ გაგზავნო?
-
იქნებ ჩამიგდო torrentday-ს ინვაითი? მეილი ჩემს პროფილშია დაინახავ შენ. მადლობა წინასწარ. CHRISTMASISCOMING ეს ვცადე და არ იმუშავა და მაგ leech-ს ინვაითიც მომწერე თუ შეძლებ? ფილმების და სერიალების ავტომატური სერვისები მაქვს დაყენებული მისით რომ იწერენ და კაი ტრეკერები მინდა ჩავყარო უფრო ფრაივათები.
-
https://www.techpowerup.com/ssd-specs/crucial-bx100-500-gb.d104 ესაა 256 GB-იანი. ყველა SSD Crucial-ს მაქვს. ფასი/პერფორმანსით სამსუნგზე მაღლა დგას. სამსუნგმა Pro სერია გააფუჭა 970-ს მერე აღარ გამოუშვია ნაღდი Pro. @david_888 კი ნამდვილად მასეა. ხარისხიანი ssd თუ გაქვს მართლაც დეკადები იმუშავებს. თუმცა backup მაინც გამუდმებით უნდა აკეთო.
-
უკვე 6 ssd კი მაქვს, მაგრამ ისევ იმ ssd-ს მონაცემებს დავდებ, რომელიც წინა გვერდებზე მიდევს. ჩემი პირველი ssd-ა და ისევ ვიყენებ სახლის სერვერის სისტემა დგას ამაზე ))) სულ 3326 დღე (on + off) სულ 179 დღე (on) -> არასწორად თვლის 10 წელია ლამის მუშაობს და რანაერად არის 4304 საათი? თან 1 წელია non-stop სერვერი 24/7 ჩართულია მეორე ssd რომელიც იმავე სერვერში (ახალი იყო რომ ჩავდე) დგას 8,827 საათი უწერია ნამუშევარი ანუ 367 დღე. ამ ssd-ს ყველაზე მინიმუმ 35/40 K საათი მაინც ექნება ნამუშევარი. სულ ჩაწერილია 71.21 TB საშუალო 17.8 GB/day MLC ჩიპებზეა ეს ssd. ეჰ სადღაა ეგეთი ssd-ები. TLC სანატრელია უკვე
-
მქონდა lenovo-ს ლეპტოპზე მსგავსი შემთხვევა. დამტენის კაბელი გამოაძრე ხოლმე ყველა დენი ჩახსენი და ისე ცადე ჩართვა. რესტარტი არა იმენა შათდაუნი და ყველა დენის ჩასნა. როცა ჩაირთო რა სიხშირეზე მუშაობდა cpu? თუ დაბალზე და არ ადიოდა მაღლა windows-ში throttlestop არის ეგეთი პროგრამა და BD_PROCHOT უნდა გათიშო.
-
გაუმარჯოს, სიმ ლინკი გააკეთე მაგ ფოლდერის /Download ამაზე თუ გინდა და ეგ გამოიყენე გადმოსაწერად. დამაუნთებაც შეგიძლია ერთი ფოლდერის მეორეზე. მე დოკერში მიყენია qbittorent. ყველა სერვისისთვის დოკერებს ვიყენებ ჩემს სახლის სერვერზე. ჰოსტზე აბსოლუტურად არაფერი მიყენია.
- 1 reply
-
- 1
-
-
დაიდო უკვე https://kinozal.guru/details.php?id=1977528
- 3412 replies
-
- 1
-
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
