Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15278
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    128

Everything posted by მათე

  1. არც შენ გცოდნია როგორ მუშაობენ ეგენი. დაბალ ღობესთან არიან მარტო მაგრები. როგორც კი ჩინეთმაც გააკეთა ამერიკული ბრენდების შავი სია ეგრევე ბოდიშები უხადეს ჰუავეის და კვლავ აღუდგინებს აბსოლუტურად ყველაფერი. ახლა თავის პირველ 5G სმარტფონს უშვებს და მონაკოსაც სრულად ფარავს 5G-თ. მომავალში ბევრად მეტ ტერიტორიებს დაფარავს. სმარტფონებში სულ მალე გადაუჯოკრავს ამერიკულ კომპანიებს, სწორედ ამიტომ უნდოდათ მისი მოსპობა, მაგრამ ამხელა კომპანიაა და ამხელა ქვეყანა უდგას უკან. ფაქტობრივად იმ ტოტს ჭრიდა ამერიკა რაზეც ზის, მთელი ქარხნები მანდ აქვთ AMD-ს რაც შეეხება 7nm CPU-ები აქვს უკვე და INTEL-ს 10 სერია როგორც ჩანს ისევ 14 nm-ზე იქნება. ეს ძალიან დიდი ჩამორჩენაა. ამდენი წელია 14 nm-ზეა და 14 nm+++ ქვია უკვე LOL boost-ს ტექნოლოგიითაც AMD ჯობს, ბუსტავს სტაბილურად მაღლა, ინტელს timeout აქვს ტურბობუსტში, წამიერად ყრის სიხშირეებს და მერე ისევ ბუსტავს. TDP-საც სხვადასხვანაერად ზომავენ ვინც არ იცის. AMD-ს ინტელზე გაცილებით დაბალი აქვს. ინტელის top პროცებს 95-105 W-ები რო უწერია ტურბო ბუსტზე 180-200 W-ს ურტყავს მაგათი ენერგომოხმარება. ეხლა უკვე IPC-შიც ძალიან მაგარია AMD მოკლედ უდაოდ ერთადერთი სწორი გზა თუ ახალი კომპი გინდა არის AMD-ს ყიდვა. ინტელს ისევ ნაკლებად გარკვეული ან უბრალოდ ინტელის ფანატი თუ იყიდის, რადგან უფრო იაფად მოგდის უკეთესი AMD-ს პროცესორი. მაზერებიც ძველები გამოიყენება და ინტელის შემთხვევაში მაზერიც უნდა შეცვალო. მე პირადად დესკტოპი კარგახანია აღარ მაინტერესებს, მაგრამ სიამოვნებით ვიყიდი ჩემს პირველ ლეპტოპს AMD-ს პროცესორით. ველოდები კარგ iGPU-იან thinkpad-ს AMD-ზე.
  2. Windows 10 1903 breaks VPN connections if you have telemetry disabled აი ეს უკვე მესმის. ანუ თუ ტელემეტრია (ის ნაწილიც კი რისი გათიშვაც შეგიძლია) გათიშული გაქვს მაშინც VPN არ მუშაობს 1903 build-ებზე https://www.windowslatest.com/2019/07/01/microsoft-acknowledges-new-bug-in-windows-10-may-2019-update/ Bug-ა თუ Feature ჰა MS? 50 მილიონამდე მომხმარებელი კი ყოლია windows 10-ს და რამდენი იფიქრებდა VPN ჩართული მაქ დაცული ვარ შედარებითო და სინამდვილეში რომ ეგ სერვისი დაქრაშულია და არ მუშაობს
  3. მომწონდა ადრე. მერე ძმაკაცს კომპი ვაყიდინე მანდ და ნახმარი HDD-ს შეტენვა ცადეს. რათქმაუნდა შევამოწმე და გამოვიჭირე, იბოდიშეს ყველაფერი მაგრამ ჩემ თვალში დაკარგეს ნდობა. ისე კი slimport adapter-ს ვეძებდი ყველგან და არსად არ ქონდათ, მანდ საერთოდ არ იცოდნენ რა იყო slimport adapter. კომპიუტერულ მაღაზიაში რომ მუშაობ ჩემი აზრით არ გეპატიება კლიენტი slimport adapter-ს გთხოვდეს და შენ USB შესთავაზო
  4. არის უკვე ეგ ბიბლიოთეკა იმ კოდში #include <Joystick.h> HID-ს ემულაციას გააკეთებს. ფაქტობრივად მზადაა ეგ კოდი, უბრალოდ ჩაწერე და დატესტე აბა.
  5. @STI-228 კოდის ამოღება მარტივი არ არის. თუ შეძელი ასამბლერში გექნება მხოლოდ. ისიც თუ stop bit აყენია, მეხსიერებიდან ვეღარ ამოიკითხავ ამ შემთხვევაში. მაგას დაანებე თავი. არ ჩანს ისე რთული მოწყობილობა მხოლოდ ერთი სენსორი აქვს. HID ემულაცია უნდა გააკეთო და მარტივად 0-1023-მდე ან რამე მსგავსი მგრძნობელობის დონეები გაუგზავნო კომპიუტერს სენსორიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით. მარტივად უნდა გააკეთო წესით შენითაც. კოდი გინახავს თან უკვე https://github.com/AM-STUDIO/Analog-E-Brake მანდ map ფუნქციას იყენებენ ინტეჯერებში ხდება კალკულაცია ამიტომ დიდი სიზუსტე არ ექნება, თუმცა შენ რაშიც გინდა უნდა გეყოს წესით, თუ უფრო დაგჭირდება სიზუსტე მაშინ უნდა შეცვალო ეგ კოდი map ფუნქცია უნდა ამოიღო. არამგონია დაგჭირდეს. შენი სენსორი მაგნიტურ ველს ზომავს და ანალოგურია, მაგ პროექტში პოტენციომეტრს იყენებდნენ, თუმცა პირდაპირ უნდა იმუშაოს შენ შემთხვევაშიც. ცადე სენსორიც და პრო მიკროც თუ გაქვს.
  6. კალა თუ გაქვს ზედ დაადნე და ის გაახურებს ძველ კალას და გადნობაში დაგეხმარება. თუ გინდა სამივე ფეხი გადააბი კალით და ერთდროულად გაადნობ სამივე ფეხს და პინცეტით ან რამით მარტივად ამოიღებ მაგ ღილაკებს.
  7. Thinkpad-ებში ჩადეს უკვე ძირითად T სერიაშიც AMD-ზე მოდელები up-to Ryzen 3700U, ეს უკვე იმას ნიშნავს რომ საკმაოდ გაქაჩულია AMD. მანამდე T სერიაში არ დებდნენ ცალკე A სერია ქონდათ. ენერგომოხმარება საკმაოდ გაუმჯობესებულიაო 12 nm-ა და თან 18% performance მატებაც აქვსო. მაგათში VEGA 10 iGPU-ები დევს 3700U-ებს ვგულისხმობ Ryzen 5-ში წესით VEGA 8 იქნება სავარაუდოდ. დიდად არა მარა ელემენტარულ თამაშებს კი ითამაშებს კაცი მაგით BF3 და მსგავსებს, სიამოვნებით ვიყიდდი, მაგრამ ძალიან ძვირებია ჯერ-ჯერობით ისევე როგორც სხვა thinkpad-ები როცა გამოდიან. 1 წელში საკმაოდ დაეცემა ფასები და მერე შეიძლება ფიქრი დათრევაზე, თანაც მანამდე გამოჩნდება კიდეც რამე ხარვეზები თუ აქვთ linux-ზეც დაიფიქსება, მასეთი ახალი ჰარდი არ მუშაობს ხოლმე კარგად linux-ზე ეგრევე, დრო უნდა დაფიქსვას, ასე რომ ჯერ არც აქ აზრი მაგის ყიდვას ჩემთვის.
  8. ზუსტად რა მოდელი გაქვს? Windows 10-ს ბრალია ეგ. რაც გირჩიეს ეგაა ერთადერთი გამოსავალი თუ 10 გინდა რომ გეყენოს.
  9. http://net.adjara.com/Movie/main?id=25006&amp;q=HD&amp;s=English avengers endgame-ს თუ არ ჯობდეს მე ვიყო კაჭკაჭი.
  10. თუ რამე გაინტერესებს გვაქვს მაგის შესაბამისი თემა სადაც Proton-ზეც წერია ინფო. შთაბეჭდილებაც გაზიარებულია მანდ. თუ დახმარება გინდა დასაყენებლად ან რამე მაგისთვისაც გვაქვს linux-ში შესაბამისი დახმარების თემა! ასე არ შეიძლება შემოსვლა და დალაგებულ განყოფილებაში მსგავსი უაზრო თემის გახსნა! ამჯერად სიტყვიერი გაფრთხილებით შემოვიფარგლები!
  11. Paypal https-ა მანდ რატომ წერია http ფრთხილად იყავი ვიღაცა რაღაცას არ გიჩალიჩებდეს ან ვირუსი არ გეჯდეს კომპში.
  12. მე რანაერად ვიყენებ? linux-ზე არაა ეგ windows-სთვისაა. linux-ში ისედაც გვაქ მაგ დაცვის გასათიში მარტივი საშუალებები, რაღაცა პროგი არ უნდა
  13. აი რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა და რამდენი შეუსაბამობაა ამ ფილმში! https://www.kinonews.ru/article_86926/
  14. Microcode update available: YES რას ნიშნავს? მიკროკოდის განახლება შესაძლებელია: კი. ამ დროს უკვე გიყენია ბოლო ვერსია, ანუ შეუძლებელია განახლება! მერე იქნებ არ მიყენია ეგ განახლება და მანდ მაინც მწვანედ დამიწერს. რომც მეყენოს მაინც მწვანედ დამიწერს ზოგადად თუ არის განახლება ეგაა უაზრობა. აი წარმოიდგინე windows 10 გიგდებს update available. დააყენებ და მერე ისევ გიგდებს update available არადა უკვე ბოლო განახლება გიყენია! განა უაზრობა არ არის? ძაან low level-ა. პროცესორშია სწრაფ მეხსიერებაში და ინსტრუქციების სეტია რა. ეს ბოლო პრობლემები რომ არსებობს ნაწილი მაგის განახლებით იფიქსება. არ არის სულერთი! windows-ში არ ვიცი როგორ ახლდება. linux-ში intel-ucode პროგრამა გვაქ და ანახლებს სისტემის განახლების დროს მისით, შეგიძლია ცალკე ხელითაც განაახლო მარტო ეს.
  15. მაგიტომ არ დავწერე, მაგათ რომ თიშავს გასაგებია. სხვა რაღაცის გამო დავწერე და განვმარტე კიდეც. მიკროკოდს იმას კი არ ამოწმებს ეხლა რომელი გიყენია, არამედ არის თუ არა გამოსული საერთოდ დასაფიქსი მიკროკოდი იმას ამოწმებს. ხოდა რომ გეყენოს ძველი დაუცველი მიკროკოდი და გამოსული იყოს დაცული კარგი მანდ გიწერს მწვანედ YES-ს. შენ კიდე ხარ წყნარად მწვანეა ყველაფერიო. რეალურად შენ შეიძლება ძველი დაუცველი გეყენოს ამ დროს აი ამიტოა ტუპოი უტილიტა. ახლა გასაგებია?
  16. avengers: endgame უბანძესია. ძალით გაწელილი და თავისივე შემოღებულ დროში მოგზაურობის ლოგიკებს არ ემორჩილება. მოკლედ მაგარი სულელური ფილმია. 5 წლის ბავშვებზე გათვლილი. კომიქსების მოყვარულს არამგონია მოეწონოს გადამკვდარი ფანატი თუ არაა, რომელსაც კიდია ყველაფერი მთავარია ეკრანზე ნახოს ესენი.
  17. წავიკითხე ინფო მაგ პროგრამის შესახებ ეგ პროგრამა კომპში არაფერს ამოწმებს მაგ ოფციისთვის, უბრალოდ იგებს intel-ს გამოშვებული აქვს თუ არა microcode რომელიც აგვარებს ამ პრობლემას. მოკლედ რაღაცა ტუპოი უტილიტაა რა. ეს ჯობია პირდაპირ დაგიწერს რა სისუსტე გაქვს კომპიუტერში და არის თუ არა მიკროკოდი ბოლო ვერსია. https://mdsattacks.com/files/mdstool-win.zip
  18. @Extreme Gamer მანდ NO წითლად რატოა და YES მწვანედ? მიკროკოდის ბოლო ვერსია თუ გაქვს ე.ი. აფდეითი არაა და ანუ ბოლო დაცვა გიყენია ისევე როგორც მე. YES თუ წერია ანუ ბოლო ვერსია არ გიყენია ანუ ბოლო დაცვა, რადგან ჩემთან 0x25-ა ბოლო და არის დაცვა 0x24 ბოლოს წინაა და არ არის დაცვა! ასე რომ იმათ იდარდონ ვისთანაც YES-ს წერს
  19. @david_888 ესაა სანდო https://mdsattacks.com/files/mdstool-win.zip
  20. @jomardi მაგის გამწვანება დაიკიდე. რეალურად ჩართული რომ გაქ ატყობ performance-ს ცვლილებას? შეგიძლია მაგის ჩართულზე და გამორთულზე დატესტო რამდენიმე თამაში და საშუალო FPS-ები დადო? საინტერესო ინფორმაცია იქნება ძალზეც. მე მაინც გირჩევდი ჩართვას მანდ spectre-ს ერთ ერთი ვერსია javascript-დანაც კი მუშაობს და MDS-ც ასევე. მე მაგალითად ყველა დაცვა ჩართული მაქვს და HT გამორთული. ვერაფერი დიდი სხვაობა ვერ ვნახე მარტო router-ს firmware-ს კომპილაციას უნდა შედარებით დიდი ხანი. სხვა იგივეა Dod-შიც Counter-შიც და L4D2-შიც რომლებს იშვიათად თუ ვითამაშებ იგივე FPS-ები მაქვს HD 4400-ზე ვთამაშობ
  21. შეგიძლია გქონდეს კიდევ განახლებები 7-ზე ოღონდ ფული უნდა გადაუხადო MS-ს. მისი პროდუქტია და რასაც უნდა იმას უზამს. მასე რასაც შექმნის ყველა ვერსიაზე ხომ არ უნდა იმუშაოს მთელი ცხოვრება? უფასო ლინუქსს რაც შეეხება MS-ზეც და Apple-ზეც მეტი support-აქვს და ბევრი ფიქსი მაგათზე სწრაფად მოდის რადგან რეალურად ის ყველაზე მეტ რაღაცაში გამოიყენება. ბევრად მეტ მოწყობილობაში ვიდრე მაკი ან ვინდოუსი. არც ძველის დატოვების აუცილებლობაა ლინუქსში, რადგან ხდება მუდმივი დახვეწა და არა ms-მა რაც ქნა 10-თ რომ გაასაზიზღრა სულ windows.
  22. @barbare ჯერ ის მოვაგვაროთ ქართველების 95%-ს მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებშიც რუსების გატეხილი windows-ები და ასევე მათი გატეხილ დაკრეკილი სოფტი და თამაშები რომ უყენია და ამ გატეხილი სოფტის დაყენების რეკლამები ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომაა გამოკრული 10-15-20 ლარებად და dnssec-ებზე და მისთანებზე მერე ვისაუბროთ ჯობია. არარეალურია დღეს ლიცენზირებული სოფტის ყიდვა საქართველოში რადგან სიდუღჭირეა და სოფტი ძვირია და იმის ნაცვლად სკოლებიდანვე აუხსნან რომ არსებობს უფასო ბევრად კარგი გამოსავალი და ასწავლონ ბავშვებს linux და კომპიუტერები სკოლაშივე იქაც windows-ებიანი ნაგავი ლეპტოპები შეტენეს რომელსაც მთელი ოჯახი მოიხმარს და 1000 ნაგვით არის გამოტენილი. ირმის ნახტომი რომ იყო ლინუქსებს რო აყენებდნენ სკოლებში მეც მოვესწარი. აი ეგ უნდა განახლდეს და გავრცელდეს ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა. უნდა მოხდეს სპეციალისტების დასაქმება და კარგი კომპიუტერული თაობის აღზრდა. იმენა კომპიუტერიზაციის მხრივ საქართველო მაგარი ჩამორჩენილი ქვეყანაა. სპეციალისტების სასტიკი ნაკლებობაა. ეგერ რუსები რა დღეში არიან ჩინელებმაც კი დაამუღამეს სოფტი ჰარდში ისედაც სახეს იხევენ ისეთ მოწყობილობებს ამზადებენ. ნუ ამერიკელები ხომ ისედაც გასაგებია. ყველა განვითარებული სახელმწიფოს ნაწილია ეს და საქართველოში ესეც ჩამკვდარია სხვა სფეროებთან ერთად.
  23. არ გაქვს ტყუილად ჩართული. ეს ბოლო MDS და spectre-ს ერთ ერთი ვერსია არის ისეთი სისუსტე რომ მისი გამოყენება javascript-დან შეიძლება. ეს MDS ბევრად უფრო ცუდია ვიდრე ის spectre. ეს კი ნიშნავს რომ ნებისმიერ ვებსაიტს შეუძლია გამოიყენოს ეს სისუსტე. ასე რომ ჯობია რაც დაცვებია გააქტიურებული ქონდეს ყველას. ჩართეთ ყველამ ნახეთ თუ არ გაწყობთ და დიდ სიმძლავრეს გართმევთ უბრალოდ HT ჩართეთ და დანარჩენს გირჩევთ მაინც გქონდეთ ჩართული დაცვები. ეხლახან testing ვერსიის microcode დავაყენე arch-ს რეპოზიტორიდან რომ ეგეც მოგვარებული მქონდეს, ამჟამად ყველა დაცვა ჩართული მაქვს საერთოდ და ასევე HT-ც გამორთული. ჩემს სამუშაო გარემოს არაფერი დატყობია გარდა იმისა რომ როუტერის firmware-სა და linux-ს კერნელის კომპილაციის დრო საგრძნობლად გაიზარდა HT-ს გამორთვის გამო, თუმცა ეს ორი ისეთია რომ იშვიათად ვაკეთებ. კერნელის კომპილაცია არც დამჭირდება უბრალოდ როუტერის firmware-ს დავბუილდავ ხოლმე 3-4 კვირაში ერთხელ და დიდად არ შეეტყობა მაინც. სამაგიეროდ ბევრად დაცული ვიქნები ვიდრე სხვები ვინც დაიკიდებს ამ დაცვებს. ესეც შესამოწმებელი პროგრამის პაუხი. ყველა mitigation გააქტიურებულია და HT გამორთული.
  24. ძალიან საშიში რამეა. მე პირადად გამორთული მაქვს HT. მხოლოდ კომპილაციების დროს მაქვს დიდი დარტყმა რომ მეტ დროს ანდომებს ისე კი ვერ შეეტყო ჩემთან დასუსტება დიდად. linux-ს კერნელს ან როუტერის firmware-ს openwrt-ს რომ ვაკომპილირებ ხოლმე 1.5-1.6-ჯერ მეტ დროს ანდომებს ეხლა ვიდრე HT ჩართულზე. მაგრამ აგერ ვიდეო დაიდო RIDL ატაკა javascript-დან შესაძლებელიაო და ჯობია გამორთო თორემ ნებისმიერ ვებსაიტს შეუძლია მაგის გამოყენება, ასევე ნებისმიერ guest OS-ს და ა.შ. მოკლედ ისეთი დაბალი დონის რაღაცაა კიდია guest-ა, hypervisor-ა რა არის.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.