Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15264
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    128

Everything posted by მათე

  1. მე რანაერად ვიყენებ? linux-ზე არაა ეგ windows-სთვისაა. linux-ში ისედაც გვაქ მაგ დაცვის გასათიში მარტივი საშუალებები, რაღაცა პროგი არ უნდა
  2. აი რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა და რამდენი შეუსაბამობაა ამ ფილმში! https://www.kinonews.ru/article_86926/
  3. Microcode update available: YES რას ნიშნავს? მიკროკოდის განახლება შესაძლებელია: კი. ამ დროს უკვე გიყენია ბოლო ვერსია, ანუ შეუძლებელია განახლება! მერე იქნებ არ მიყენია ეგ განახლება და მანდ მაინც მწვანედ დამიწერს. რომც მეყენოს მაინც მწვანედ დამიწერს ზოგადად თუ არის განახლება ეგაა უაზრობა. აი წარმოიდგინე windows 10 გიგდებს update available. დააყენებ და მერე ისევ გიგდებს update available არადა უკვე ბოლო განახლება გიყენია! განა უაზრობა არ არის? ძაან low level-ა. პროცესორშია სწრაფ მეხსიერებაში და ინსტრუქციების სეტია რა. ეს ბოლო პრობლემები რომ არსებობს ნაწილი მაგის განახლებით იფიქსება. არ არის სულერთი! windows-ში არ ვიცი როგორ ახლდება. linux-ში intel-ucode პროგრამა გვაქ და ანახლებს სისტემის განახლების დროს მისით, შეგიძლია ცალკე ხელითაც განაახლო მარტო ეს.
  4. მაგიტომ არ დავწერე, მაგათ რომ თიშავს გასაგებია. სხვა რაღაცის გამო დავწერე და განვმარტე კიდეც. მიკროკოდს იმას კი არ ამოწმებს ეხლა რომელი გიყენია, არამედ არის თუ არა გამოსული საერთოდ დასაფიქსი მიკროკოდი იმას ამოწმებს. ხოდა რომ გეყენოს ძველი დაუცველი მიკროკოდი და გამოსული იყოს დაცული კარგი მანდ გიწერს მწვანედ YES-ს. შენ კიდე ხარ წყნარად მწვანეა ყველაფერიო. რეალურად შენ შეიძლება ძველი დაუცველი გეყენოს ამ დროს აი ამიტოა ტუპოი უტილიტა. ახლა გასაგებია?
  5. avengers: endgame უბანძესია. ძალით გაწელილი და თავისივე შემოღებულ დროში მოგზაურობის ლოგიკებს არ ემორჩილება. მოკლედ მაგარი სულელური ფილმია. 5 წლის ბავშვებზე გათვლილი. კომიქსების მოყვარულს არამგონია მოეწონოს გადამკვდარი ფანატი თუ არაა, რომელსაც კიდია ყველაფერი მთავარია ეკრანზე ნახოს ესენი.
  6. წავიკითხე ინფო მაგ პროგრამის შესახებ ეგ პროგრამა კომპში არაფერს ამოწმებს მაგ ოფციისთვის, უბრალოდ იგებს intel-ს გამოშვებული აქვს თუ არა microcode რომელიც აგვარებს ამ პრობლემას. მოკლედ რაღაცა ტუპოი უტილიტაა რა. ეს ჯობია პირდაპირ დაგიწერს რა სისუსტე გაქვს კომპიუტერში და არის თუ არა მიკროკოდი ბოლო ვერსია. https://mdsattacks.com/files/mdstool-win.zip
  7. @Extreme Gamer მანდ NO წითლად რატოა და YES მწვანედ? მიკროკოდის ბოლო ვერსია თუ გაქვს ე.ი. აფდეითი არაა და ანუ ბოლო დაცვა გიყენია ისევე როგორც მე. YES თუ წერია ანუ ბოლო ვერსია არ გიყენია ანუ ბოლო დაცვა, რადგან ჩემთან 0x25-ა ბოლო და არის დაცვა 0x24 ბოლოს წინაა და არ არის დაცვა! ასე რომ იმათ იდარდონ ვისთანაც YES-ს წერს
  8. @david_888 ესაა სანდო https://mdsattacks.com/files/mdstool-win.zip
  9. @jomardi მაგის გამწვანება დაიკიდე. რეალურად ჩართული რომ გაქ ატყობ performance-ს ცვლილებას? შეგიძლია მაგის ჩართულზე და გამორთულზე დატესტო რამდენიმე თამაში და საშუალო FPS-ები დადო? საინტერესო ინფორმაცია იქნება ძალზეც. მე მაინც გირჩევდი ჩართვას მანდ spectre-ს ერთ ერთი ვერსია javascript-დანაც კი მუშაობს და MDS-ც ასევე. მე მაგალითად ყველა დაცვა ჩართული მაქვს და HT გამორთული. ვერაფერი დიდი სხვაობა ვერ ვნახე მარტო router-ს firmware-ს კომპილაციას უნდა შედარებით დიდი ხანი. სხვა იგივეა Dod-შიც Counter-შიც და L4D2-შიც რომლებს იშვიათად თუ ვითამაშებ იგივე FPS-ები მაქვს HD 4400-ზე ვთამაშობ
  10. შეგიძლია გქონდეს კიდევ განახლებები 7-ზე ოღონდ ფული უნდა გადაუხადო MS-ს. მისი პროდუქტია და რასაც უნდა იმას უზამს. მასე რასაც შექმნის ყველა ვერსიაზე ხომ არ უნდა იმუშაოს მთელი ცხოვრება? უფასო ლინუქსს რაც შეეხება MS-ზეც და Apple-ზეც მეტი support-აქვს და ბევრი ფიქსი მაგათზე სწრაფად მოდის რადგან რეალურად ის ყველაზე მეტ რაღაცაში გამოიყენება. ბევრად მეტ მოწყობილობაში ვიდრე მაკი ან ვინდოუსი. არც ძველის დატოვების აუცილებლობაა ლინუქსში, რადგან ხდება მუდმივი დახვეწა და არა ms-მა რაც ქნა 10-თ რომ გაასაზიზღრა სულ windows.
  11. @barbare ჯერ ის მოვაგვაროთ ქართველების 95%-ს მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებშიც რუსების გატეხილი windows-ები და ასევე მათი გატეხილ დაკრეკილი სოფტი და თამაშები რომ უყენია და ამ გატეხილი სოფტის დაყენების რეკლამები ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომაა გამოკრული 10-15-20 ლარებად და dnssec-ებზე და მისთანებზე მერე ვისაუბროთ ჯობია. არარეალურია დღეს ლიცენზირებული სოფტის ყიდვა საქართველოში რადგან სიდუღჭირეა და სოფტი ძვირია და იმის ნაცვლად სკოლებიდანვე აუხსნან რომ არსებობს უფასო ბევრად კარგი გამოსავალი და ასწავლონ ბავშვებს linux და კომპიუტერები სკოლაშივე იქაც windows-ებიანი ნაგავი ლეპტოპები შეტენეს რომელსაც მთელი ოჯახი მოიხმარს და 1000 ნაგვით არის გამოტენილი. ირმის ნახტომი რომ იყო ლინუქსებს რო აყენებდნენ სკოლებში მეც მოვესწარი. აი ეგ უნდა განახლდეს და გავრცელდეს ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა. უნდა მოხდეს სპეციალისტების დასაქმება და კარგი კომპიუტერული თაობის აღზრდა. იმენა კომპიუტერიზაციის მხრივ საქართველო მაგარი ჩამორჩენილი ქვეყანაა. სპეციალისტების სასტიკი ნაკლებობაა. ეგერ რუსები რა დღეში არიან ჩინელებმაც კი დაამუღამეს სოფტი ჰარდში ისედაც სახეს იხევენ ისეთ მოწყობილობებს ამზადებენ. ნუ ამერიკელები ხომ ისედაც გასაგებია. ყველა განვითარებული სახელმწიფოს ნაწილია ეს და საქართველოში ესეც ჩამკვდარია სხვა სფეროებთან ერთად.
  12. არ გაქვს ტყუილად ჩართული. ეს ბოლო MDS და spectre-ს ერთ ერთი ვერსია არის ისეთი სისუსტე რომ მისი გამოყენება javascript-დან შეიძლება. ეს MDS ბევრად უფრო ცუდია ვიდრე ის spectre. ეს კი ნიშნავს რომ ნებისმიერ ვებსაიტს შეუძლია გამოიყენოს ეს სისუსტე. ასე რომ ჯობია რაც დაცვებია გააქტიურებული ქონდეს ყველას. ჩართეთ ყველამ ნახეთ თუ არ გაწყობთ და დიდ სიმძლავრეს გართმევთ უბრალოდ HT ჩართეთ და დანარჩენს გირჩევთ მაინც გქონდეთ ჩართული დაცვები. ეხლახან testing ვერსიის microcode დავაყენე arch-ს რეპოზიტორიდან რომ ეგეც მოგვარებული მქონდეს, ამჟამად ყველა დაცვა ჩართული მაქვს საერთოდ და ასევე HT-ც გამორთული. ჩემს სამუშაო გარემოს არაფერი დატყობია გარდა იმისა რომ როუტერის firmware-სა და linux-ს კერნელის კომპილაციის დრო საგრძნობლად გაიზარდა HT-ს გამორთვის გამო, თუმცა ეს ორი ისეთია რომ იშვიათად ვაკეთებ. კერნელის კომპილაცია არც დამჭირდება უბრალოდ როუტერის firmware-ს დავბუილდავ ხოლმე 3-4 კვირაში ერთხელ და დიდად არ შეეტყობა მაინც. სამაგიეროდ ბევრად დაცული ვიქნები ვიდრე სხვები ვინც დაიკიდებს ამ დაცვებს. ესეც შესამოწმებელი პროგრამის პაუხი. ყველა mitigation გააქტიურებულია და HT გამორთული.
  13. ძალიან საშიში რამეა. მე პირადად გამორთული მაქვს HT. მხოლოდ კომპილაციების დროს მაქვს დიდი დარტყმა რომ მეტ დროს ანდომებს ისე კი ვერ შეეტყო ჩემთან დასუსტება დიდად. linux-ს კერნელს ან როუტერის firmware-ს openwrt-ს რომ ვაკომპილირებ ხოლმე 1.5-1.6-ჯერ მეტ დროს ანდომებს ეხლა ვიდრე HT ჩართულზე. მაგრამ აგერ ვიდეო დაიდო RIDL ატაკა javascript-დან შესაძლებელიაო და ჯობია გამორთო თორემ ნებისმიერ ვებსაიტს შეუძლია მაგის გამოყენება, ასევე ნებისმიერ guest OS-ს და ა.შ. მოკლედ ისეთი დაბალი დონის რაღაცაა კიდია guest-ა, hypervisor-ა რა არის.
  14. კიდევ ერთი და ამჯერად spectre-ზე და meltdown-ზე გაცილებით უარესი სისუსტე ნახეს ინტელის CPU-ებში. დაცვა მისგან მოითხოვს პაჩებს და ასევე HT-ს გამორთვას რაც ჯამში 40%-მდე სიმძლავრის დაკარგვას იწვევს რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით მრავალნაკადიან workload-ებში. "We conclude that disabling hyperthreading, in addition to flushing several microarchitectural states during context switches, is the only possible workaround to prevent this extremely powerful attack." https://thehackernews.com/2019/05/intel-processor-vulnerabilities.html ეს ძალიან საშიშია და ყველას გირჩევთ დაიცვათ თავი ამ სისუსტისგან! თულებიც გახადეს ხელმისაწვდომი windows-სა და linux-სთვის რომ მომხმარებლებმა თავად შეძლონ დატესტვა ამ სისუსტის. https://mdsattacks.com/files/mdstool-win.zip https://mdsattacks.com/files/mdstool-linux.zip MS-მა გაუშვა update-ბი, ასევე apple-მაც დაფიქსა 10.14.5 ვერსიაში, intel-მაც გაუშვა microcode update. linux-შიც მოგვარებულია თუმცა აუცილებელია ყველგან HT-ს გამორთვა! P.S. AMD და ARM ჩიპებს ეს პრობლემა არ აწუხებთ.
  15. @eolsori კარგი რა თუ ძმა ხარ. მე გადავდივარ კიდე უკიდურესობაში? ნებისმიერს კითხე აქ ნახმარი ახალს რატომ უნდა შეადარო? მაგ ლოგიკით ახალი არასოდეს არაფერი უნდა იყიდო, რადგან ნახმარი ფასი/წარმადობით ყოველთვის აჯობებს და შენ ყველაფერს ნახმარს ყიდულობ? არასოდეს მოგდომებია ახლის ყიდვა? CPU-ზე x86 რო ჯობია ფაქტია, მაგრამ დანარჩენი მონაცემები დამიდე იგივე რომ ქონდეს ახალ იგივე ფასის ლეპტოპს! საუკეთესო linux laptop მაქვს thinkpad და არ ვაპირებ შეცვლას თუმცა მსგავს ლეპტოპს სიამოვნებით ვიყიდდი, რადგან ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია და აშკარად thinkpad-სგანაა აღებული ყველაფერი, შენადნობიც კი. მაგ ლეპტოპში ჩემთვის უცხო არაფერი არაა! დევს სტანდარტული ROCKPro64 (თუ არ იცი გეტყვი single board computer-ა raspberry pi-ს მსგავსი) და სხვა ნაწილები, კონექტორები, ეკრანი, ელემენტი და კარგი ვიზუალურად დამუშავებული ჩარჩო. მსგავს single board computer-ებთან მქონია შეხება და ვიცი რასაც წარმოადგენენ, ანუ იდეაში მსგავსი კომპი მაქვს გამონაცდელი ეს უბრალოდ ერთად კარგად შეკრული კომპიუტერია და ცალკე შენით რო ააწყო მაგაზე ძვირიც კი დაგიჯდება თუ სახლში არ გაქ 3დ პრინტერი და სხვა ნაწილები, მაშინაც კი მსგავს ხარისხს რაც ვიდეოში ჩანს მაინც ვერ მიაღწევ უბრალოდ 3დ პრინტერით, აქედან გამომდინარე ვამბობ რომ კარგი პროდუქტია. გამოვა და ვნახავთ. X86-ს ARM ბევრად ჯობია ენერგოეფექტურობაში. სწორედ ამიტომ უნდა apple-ს ARM-ზე გადასვლა და სწორედ ამიტომ იქნება კარგი მსგავსი პროდუქტების მომრავლება. ეგეთები რომ საქართველოში შემოვიდეს ძალიან ბევრი იყიდის რომ ნახავს ქართველების 70-80% რომ მათ მოთხოვნებს (web browsing, ფილმების ყურება, მუსიკების მოსმენა, კაზინოების ონლაინ თამაშები, ლაითად ოფისში მუშაობა libreoffice და ა.შ.) 100% აკმაყოფილებს და ასეთი იაფი, ლამაზი, თხელი და უპრობლემოა (გადაყენება რო არ დაჭირდება არასოდეს, არ გაჭედავს ვირუსების მხრივ ვამბობ და ბატარეა დიდხანს გაძლებს.) ბევრი იყიდის, ძალიან ბევრი. მთავარია დაიწყოს ბევრმა ასეთი პროდუქტების წარმოება. ყველას i7 და windows არ ჭირდება. მე პირადად ბევრისთვის მაქვს linux დაყენებული და მაგიტომ ვლაპარაკობ აღმოჩნდა რომ ამ ადამიანებს სრულებით არ ქონდათ windows-ს საჭიროება, სამაგიეროდ ერთხელ დავუყენე linux და მას მერე კომპები მუშაობენ უპრობლემოდ მიუხედავდ ყველაფრისა, რადგან ვირუსების აკიდების შანსი linux-ზე უფრო ნაკლებია ვიდრე ჯეკ პოტში 20 მილიონის მოგება
  16. მეორადს ადარებ ახალს და სადაა აქ ლოგიკა? მეორადის ახალთან შედარება მე არ გამიგია. თანაც ეგ 500-600 ლარიანი მეორადი ასეთი თხელი და პორტატული 14" + 1080p IPS პანელით და ამგვარი ბატარეით ვერ იქნება. მაჩვენე მსგავსი მონაცემების ლეპტოპი მეორადი მაგ ფასად. ვერ იყიდი ამგვარს 500-600 ლარად მეორადს, ახალზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გამოუსვლელად გეუნები ამ ლეპტოპს მაგარი battery life ექნება. ARM-ზე 10 000 mah ბატარეა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს რომ მეორადი გახდება კიდევ ეგ ფასი ფაქტობრივად განახევრდება. ეხლა კი მოდი ახალი ახალს შევადაროთ აბა აჰა PCshop-ში რაც ვნახე ყველაზე იაფად 14"-იანი ლეპტოპი https://www.pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=19137&category_id=48&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en HDD უდევს, ეკრანი 1366x768 TN აქვს (უსაზიზღრესი) + დარწმუნებული იყავი რომ მაგ 30 wh ბატარეით ბევრად ნაკლებს გაძლებს ვიდრე ეგ linux laptop რადგან x86 vs ARM.
  17. ძალიან მაგარი რაღაცა იქნება. აი ეს არის linux-ს პლიუსი. ყველა არქიტექტურაზე და ყველა მონაცემებზე შეგიძლია ამუშაო. როუტერით დაწყებული, სუპერკომპიუტერებით დამთავრებული. მაგაზე სხვა დისტროებიც ჩაიწერება სავარაუდოდ, მე პირადად arch-ს ჩავწერდი და შედარებით მსუბუქი იქნებოდა, ან lubuntu-ს არა advanced მომხმარებლებისთვის. მონაცემები მშვენიერია. განსაკუთრებით FHD ეკრანი რომელიც IPS-ა. ელემენტიც საკმაოდ დიდხანს უნდა ეყოს, ამ ფასად ზეიდეალური მოწყობილობაა.
  18. ვისაც ედონები გაგეთიშათ, მცირე ხარვეზია სერტიფიკატებში და ეს მოაგვარებს პრობლემას სანამ დაფიქსავენ. ctrl+shift+j თუ არ იხსნება ეს ოპცია გააქტიურეთ devtools.chrome.enabled about:config-ში // Re-enable all extensions async function set_addons_as_signed() { Components.utils.import("resource://gre/modules/addons/XPIDatabase.jsm"); Components.utils.import("resource://gre/modules/AddonManager.jsm"); let addons = await XPIDatabase.getAddonList(a => true); for (let addon of addons) { // The add-on might have vanished, we'll catch that on the next startup if (!addon._sourceBundle.exists()) continue; if( addon.signedState != AddonManager.SIGNEDSTATE_UNKNOWN ) continue; addon.signedState = AddonManager.SIGNEDSTATE_NOT_REQUIRED; AddonManagerPrivate.callAddonListeners("onPropertyChanged", addon.wrapper, ["signedState"]); await XPIDatabase.updateAddonDisabledState(addon); } XPIDatabase.saveChanges(); } set_addons_as_signed();
  19. რაც ტესტები მინახავს და ჩემითაც გამიტესტია native თამაშები უკეთ მუშაობს ვიდრე windows-ზე. Proton ისე დაიხვეწა რომ საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა უკვე და შეუძლებელი არაა გადასვლა. MSI afterburner-ს რაც შეეხება პატარა სკრიპტით იზამდი ყველაფერს მაგრამ გეზარება და....
  20. @George არა მე რამდენიმე წელია ვინდს საერთოდ არ ვიყენებ. ეგ აქ დავწერე ინფოსთვის. 7-ზე მქონდა ეგ ნაჩალიჩარი როგორც ზემოთ დავწერე. ტესტვა ბევრი უნდა კი 2 კვირა ვეჩალიჩე თავის დროზე ვირტუალ მანქანაზე ვტესტავდი ხოლმე. საბოლოოდ ძალიან მაგარი შედეგი მივიღე. აბსოლუტურად რაც შეილებოდა ამოვჭერი და მარტო ჩემი კომპის დრაივერები დავტოვე + პროგრამებიც ჩავაშენე. ბოლოს რაც მივიღე სხვა კომპზე არც ყენდებოდა, ზუსტად ჩემნაერი თუ არ იყო. ვისაც არ ეზარება ამას რომ დაეჩალიჩოს ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებს ვიდრე მასე გადმოწერილში. მაგათში იმდენი ნაგავია კიდე დატოვებული დრაივერები, ენების მხარდაჭერები, ზედმეტი სერვისები. შენც გედო ადრე სკრინი 100+ სერვისი გქონდა მოლხერის ზბორკაზე იდლეზე ადრე გთხოვე რომ დაგედო. 100+ სერვისი არის ძალიან ძალიან ბევრი. ის 7 მახსოვს ჩემთან 30-ზე ნაკლებზე იყოს სერვისები მე რაც ავაწყე. 10 შეილება მასე ვერ შეკვეცო, მაგრამ 50-ს ნამდვილად უნდა ჩამოცდეს თუ კარგად დააპატარავებ. 100+ თან შედარებით კი ეგ დიდი ნახტომი იქნება. კიდე უფრო რესპონსივი გახდება და მსუბუქი.
  21. ისე ვისაც მინიმალ ინსტალი გინდათ მაგ მოლხერებს და ზვერcd-ებს და სხვა რუსების ნაჩალიჩარ iso-ებს ჯობია ეს guide გამოიყენოთ. https://www.ntlite.com/tutorial-for-creating-and-testing-a-700mb-windows-10-iso/ თანაც მაგათზე ბევრად მსუბუქს მიიღებთ და ბევრად ნაკლები პროცესები იქნება თქვენსაში ასევე ბევრად ნაკლებ ადგილს დაიკავებს დისკზე თუ კარგად დააპატარავებთ და ამოჭრით ყველაფერ არასაჭიროს. ძაან ადრე 7 მქონდა მასე გაკეთებული. NT7lite ერკვა მაგ პროგრამას ადრე. ამოღებული მქონდა უამრავი ფუნქციონალი და ძალიან ბევრი სერვისი გათიშული iso-სშივე. ჩემი კომპის დრაივერები მქონდა დატოვებული მარტო და ყველა ჩემთვის საჭირო პროგრამა ჩაშენებული. ძალიან მაგარი იყო 700-800 MB იწონიდა iso და დაყენება 3-4 წუთში ხდებოდა და დაყენებულზე ფაქტობრივად ყველა პროგრამა ეყენა ეგრევე. დისკზეც ძალიან ცოტა ადგილს იკავებდა და RAM -ც ძალიან ცოტა მიქონდა. მანდ როგორც ავტორს უწერია 700 MB-მდე დაიყვანა windows 10 iso. მაგის გარდა კიდე შეიძლებაო რაღაცების გათიშვა, დრაივერები არ ექნება ამოჭრილი თქვენ კი შეგიძლიათ მარტო თქვენი კომპის ყველა კომპონენტის დრაივერი დაუტოვოთ დანარჩენი ამოიღოთ. 650-600-მდე მაინც შემცირდება. ესეც კარგი პროგრამა ჩანს Winreducer
  22. აი ვუყურებ და იმაზე მეტი პრობლემები იჩითება ვიდრე გვარდება. ზოგი მათგანი თვეებია არის და თვითონ ნუთუ ვერ ხვდებიან იმას რომ დიდ სისულელეს შვებიან? დაელოდე 1-1.5 წელი და გამოუშვი დიდი აფდეითი feature-ებით და ა.შ. მანამდე კი პატარ პატარა ფიქსები, security update-ბი. ესენი სულ რაღაცას უმატებენ, სულ რაღაცას ცვლიან და ბოლოს არაფერი არ მუშაობს გამართულად.
  23. 5 წამი არც უნდა ბიოსის ეკრანის მერე ჩემსას login screen-მდე 3-4 წამში მანდაა Legacy mode-ზე. UEFI სადაც სწრაფია არის კაკრას bios-ს სკრინზე. ანუ სულ თავიდან რო ირთვება და hardware initialization რომ ხდება.
  24. systemd-boot-ს იყენებს POP os default-ად. V-ს დააჭირე ჩართვის დროს და აირჩიე windows. თუ ერთ ESP partition-ზეა ორივე იმუშავებს ეგ ხერხი. https://www.phoronix.com/scan.php?page=news_item&px=Pop-OS-systemd-boot რად გინდოდა ეგ დისტრო? რა მოუვიდა მანჯაროს ეგეთი რო ვერ გააკეთე? წლებია დუალ ბუთი არ გამიკეთებია. როცა ვაკეთებდი არ იყო პრობლემები. MS-მა წარმოშვა პრობლემები მისი 10-თ და UEFI-თ. მე ჩემ arch-ს legacy-ზე ვიყენებ და მუშაობს ხოშიანად. UEFI ერთადერთი გამართლებულია თუ გინდა 2 TB-ზე დიდი ჩამტვირთავი partition ან linux-ს kernel-ს პირდაპირ ჩატვირთვა bootloader-ს გარეშე რაც uefi-ზე შესაძლებელია. დალშე სრული უაზრობაა ეგ uefi ზედმეტ პრობლემებს წარმოშობს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.