Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15280
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    128

Everything posted by მათე

  1. ჩემი დაცვა რად უნდა AMD-ს უბრალოდ ობიექტურად ვაფასებ სიტუაციას. მე ის უფრო მიკვირს ინტელზე რომ გაქვს ეგეთი დადებითი წარმოდგენა. AMD-მაც დადო მაგ პროცესორის კონკურენტი Ryzen 4900 HS, რომელიც მაგ ჩიპს თუ არ ჯობია არც ჩამორჩება მიუხედავად იმისა რომ 10 W-თ ნაკლები TDP აქვს 35W vs 45W და 1 GHZ-თ ნაკლები boost 4.3 GHZ vs ინტელის 5.3 GHZ + 2-ჯერ ნაკლები ქეში, მოკლედ აშკარად ტექნოლოგიურად AMD წინაა, წარმოიდგინე რას უზამდა პირიქით რომ იყოს 1 GHZ-ით მეტი ბუსტი რომ ქონდეს და მეტი power limit. 4900H-ს აქვს 45 W TDP და ეგ ჩიპი მაგ i7-საც დაჩაგრავს. ზუსტად მაგ ორის შედარება ვერ ვნახე მაგრამ აგერ 4900 HS vs 10875H. 5.1 GHZ აქვს ამ ინტელს ბუსტი და მაინც მაგ 4900 HS-მა აჯობა 7.34%-თ. შენი აზრით იქნება მაგხელა სხვაობა 10875H-სა და 10980HK-ს შორის? არამგონია. 200 MHZ boost მაგხელა წინსვლას ვერ მიცემს მაგ ინტელს. ძალიან ძლიერი IPC აქვს მაგ AMD-ეს ახალ სერიას, შეიძლება ინტელის 10 სერიას ჯობია კიდეც, რადგან სიხშირეში ამხელა სხვაობის მიუხედავად მაგ პროცესორის ჯობნა ხუმრობა არაა. ამ შედარებაში შენ ძალიან მნიშვნელოვან რამეს არ ითვალისწინებ, ფასს. AMD ზოგადად ძალიან იაფია და ლეპოტპებსაც ძალიან აიაფებს. რავი შენ თუ 2 ბირთვიან i3-ებში მოგწონდა 300 ლარების გადახდა და 4 ბირთვიან i7-ებში სამჯერ მეტის, მაშინ გასაგებია ინტელი რატომ მოგწონს, მაგრამ ობიექტურად რომ შევაფასოდ დღეს AMD გაცილებით უკეთესი არჩევანია და ამას აგერ უამრავი ტესტები ამტკიცებს. + ყველა ცნობილი ტექ youtube-რი ყველას AMDს ურჩევს, მაგათ კიდევ შენზე და ჩემზე გაცილებით მეტ მასეთ ტექნიკასთან აქვთ შეხება. ეს power limit გაზრდილი i7 სადაც მაინც აჯობა, თუმცა adobe premier ანუ intel quicksync რომ არა 3%-თ სწრაფი იქნებოდა, მაგრამ აქ ნახე რამდენ დენს მოიხმარს და როგორ ცხელდება დაბლა დავდებ სურათებს ეს ნახე რამხელა დენს მოიხმარდა მაგ ტესტში ინტელის ლეპტოპი ეს კიდევ რა ტემპერატურებზე მუშაობდნენ
  2. შენ არ იყენებ ალბათ ბევრ რაღაცებში და მასე ვერც შეატყობდი. აი კომპილაციაში ძალიან ეტყობა. router-ს OS-ს რომ ვბილდავ ან kernel-ს რასაც საათზე მეტს უნდება ხოლმე მანდ დიდი სხვაობაა საკმაოდ მაგ დაცვებით და დაცვების გარეშე. მე უფრო ენერგოეფექტურ ულტრაბუქებზე ვაკეთებ აქცენტს, რადგან ეგენი გაცილებით მეტი იყიდება გინდაც ბიზნეს კლასში, ოფისებში და ა.შ. და ისე, ვიდრე gaming. სტუდენტებიც და ზოგადად ვისაც სატარებლად უნდა არავინ იყიდის 2-3 კილოიან gaming ლეპტოპს რომელსაც ნახევარკილოიანი დამტენი უნდა. მაგ ულტრაბუქებს კიდე მე რაზეც ვსაუბრობ 45-65 W-იანი დამტენები მოყვება სულ. ეგ AMD 15 W-იანი პროცესორები კი OEMზეა დამოკიდებული ან 15 W-ს იყენებენ მართლა ან 25 W-ს მაგაზე მეტს არცერთი ეგ პროცესორი არ და ვერც გამოიყენებს, რადგან ძალიან დიდი შეზღუდვები ადევს მაგ ულტრაბუქებში. 0.5 W-თაც კი ვერ გადაცდება, დესკტოპი სხვა თემაა მანდ არაა შეზღუდული და მაგიტომაცაა 65 W აწერიათ და 150-ს რომ მოიხმარენ. dGPU ვიდეობი არ აქვს AMD-ს დიდი სიმძლავრეების კი, თუმცა ისევ იმას ვიტყვი რომ ინტეგრირებულებით გაცილებით მეტი იყიდება ვიდრე ძლიერი ვიდეოებით. სატარებლად ლეპტოპი რომ გინდა არ იყიდი ვიდეოიანს, რადგან მოგიწევს ხშირად დატენვა. მაგიტომაცაა ეგ AMD ბევრად უკეთესი ინტელზე. ანუ ძალიან იაფად იღებ 6 ან 8 ძლიერ ბირთვს, 12-16 ნაკადს + საკმაოდ ძლიერ ინტეგრირებულს, რომლითაც ულტრაბუქზეც კი ითამაშებ თუ მოგინდება. ყველაფერთან ერთად გი ენერგოეფექტურია და ბატარეაზე საკმაოდ დიდხანს გაძლებს. ისე gaming ლეპტოპებისთვის AMD-ს ძალიან ძლიერი პროცესორები აქვთ აი მაგალითად AMD Ryzen 4800H Laptops just hit retail: world's fastest mobile CPU demolishes top-end Intel i9-9980HK in Cinebench, Blender, AND Passmark with 40 percent lower power draw. თან აჯობა და თან 40%-თ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, არა შედარებაც კი არ შეიძლება იმხელა სხვაობაა. https://www.notebookcheck.net/AMD-Ryzen-4800H-Laptops-just-hit-retail-world-s-fastest-mobile-CPU-demolishes-top-end-Intel-i9-9980HK-in-Cinebench-Blender-AND-Passmark-with-40-percent-lower-power-draw.459423.0.html ძალიან ჩაგრავს ამ high end intel-ს ფასებზე რომ არაფერს ვიტყვი, მაგ ინტელით ლეპტოპი მანქანის ფასი დაგიჯდება, როცა მაგ AMDზე + 2060-ებით ლეპტოპები 1200$-ზე ნაკლებადაც კი შეგიძლია იყიდო ახალი.
  3. ეგ პროცესორები მიღწევა უფრო ულტრაბუქებისთვისაა ვიდრე gaming-სთვის თუმცა gaming-შიც კარგებია. მაქსიმუმ ენერგომოხმარება მაგ პროცესორებს აქვთ 25 W gaming-ში, ლეპტოპები დესკტოპი არაა 100 W რომ ეწეროს და 350 W-ს მოიხმარდეს. აქ ენერგომოხმარება ბევრად უკეთ კონტროლდება. ჭკვიანი სისტემებიც აქვთ gaming-ში package-ს ჯამური მოხმარება 25 Wს არასოდეს ცდება ხან CPUს აძლევს მეტს და ხან iGPUს. ზოგი OEM არც აძლევს 25W-დე დაბუსტვის საშუალებას და მაგ მოდელებზე დიდი დანაკარგია ხოლმე ეგ, review-ებშიც აძაგებენ მაგ მოდელებს, მაგრამ მაგას უფრო ძალიან თხელ ულტრაბუქებში შვებიან. ჯამში ენერგიის უკმარისობა ალიმიტებს თორემ რეალურად მაგ ლეპტოპის 15 W-იან პროცესორებს გაცილებით მეტი FPS-ს მოცემა შეუძლია, რადგან ძალიან ძლიერი ინტეგრირებული აქვთ. თუმცა ინტელებს ძალიან ჩაგრავენ, მითუმეტეს ფასს რომ შეხედავ. მაგ მოდელების ლეპტოპები 3-ჯერ ძვირიან ინტელებს ჯობნიან. აი ზუსტად ეხლა ვნახე დადებულა 100-ზე მეტი ბენჩი AMD Ryzen 7 4700U vs. Intel Core i7 1065G7 როგორც ვამბობდი ძალიან დაჩაგრა მაგ AMD-მ 131-ში მოუგდო 149-დან და წარმოიდგინე უკვე დევს ორი ლეპტოპი მაგ პროცესორებზე 700$-მდე https://www.phoronix.com/scan.php?page=news_item&px=149-Benchmarks-Renoir-IceLake 3300x-ს რაც შეეხება, ინტეგრირებული რომ არ აქვს რათქმაუნდა ცუდია, თუმცა AMD-ს აქვს საკმაოდ კარგი მოდელი 3400G ვისაც ულტრა ბიუჯეტურად უნდა ინტეგრირებულზე თამაში. აგ პროცესორით საკმაოდ პატარა კომპს ააწყობ და medium low-ებზე 1080p-ზე კაი ხოშიანი FPSთ კი ითამაშებ, ბევრს შეილება ეგეც ეყოს, ჩემსავით. ნუ მე დესკტოპებში ინტერესი აღარ მაქვს უფრო ლეპტოპებზე გადავედი და რაც შევატყე ფასებზე ძალიან მოქმედებს AMD და მაგიტომ დავწერე ეგეთი აღფრთოვანებით. 4500uსა და 4700u-ს მსგავს ინტელს 1400-1500$-ზე ნაკლებად ვერც ნახავ, მითუმეტეს ეგეთი ძლიერი ინტეგრირებულით. სხვას რაც შეეხება მანდ ინტელი ზედმეტად აკონტროლებს ლეპტოპების ბაზარს, სწორედ მაგის გამოა 2060-ზე უკეთესი კარტა თუ არ უყენია. მარტო ეგ არაა. იგივე მოდელებში intelს უფრო განსხვავებულ რაღაცებს აძლევენ ხოლმე. მაგალითად ამასწინათ ერთიდაიგივე მოდელი დაანონსდა ლეპტოპის არ მახსოვს კონკრეტულად, მაგამ ინტელზე 3:2 ეკრანიანი (საკმაოდ კარგია სამუშაოდ ზოგადად, პროგრამირებისთვის) ვარიანტიც იყო როცა AMD-ზე ეგ ვარიანტი არ გამოუშვეს. ამდენი წლების მანძილზე დაკარგულ ბაზარს ასე ერთი ხელის მოსმით ვერ დაიბრუნებს ჯერ AMD თუმცა ჯერ-ჯერობით საკმაოდ კარგ გზას ადგას. მაგ performance-ში ისე ისიც გასათვალისწინებელია რომ ინტელს უამრავი ხვრელი უპოვეს, რაც ზოგი AMDს არც შეხებია. პროცესორებმა წარმადობა დაკარგეს. ჩემთან მაგალითად ისეთ სუსტ პროცესორზეც კი როგორიც i5 5300u-არის მაგ დაცვებს თუ უთიშავ 1.3 წამით უფრო ადრე ირთვება, ეგ დიდი დროა რადგან მთლიანად 7.6 წამში ირთვება ჩემი ლეპტოპი. ეგ განსხვავება კიდევ უფრო იზრდება როუტერისთვის თუ ვბილდავ სისტემას, რასაც 1 საათზე მეტი უნდა, დაცვების გარეშე ბევრად მალე ამთავრებს. ამას დაუმატე ბოლოს iGPUების პრობლემა რომ ნახეს მაგან მთლად გაანადგურა ძველი თაობის iGPUები. 40% performance დაკარგეს 3-4 თაობებში. ახლებს ნაკლებად დაეტყო რადგან 8%-მდე იყო დანაკარგი, და 10 სერიაში მგონი არც აქვთ ეგ პრობლემა, თუმცა მაგათი iGPU-ები ძალზედ ჩამორჩება AMD-სას. ნუ AMD-ს რაც შეუძლია მაგ მხრივ გამოჩნდა როცა ინტელმა AMDს ინტეგრირებული ჩადგა მის პროცესორებში რომლებიც GTX 1050 -ების დონის იყო და ერთი მოდელი ჯობდა კიდეც მაგ ბარათს, ეგ სერიოზული performance-ა ინტეგრირებლისთვის, intel-ს მსგავსი არ შეუძლია ჯერ, რომ შეეძლოთ AMDს არ გააკეთებინებდნენ, თანაც gaming-ში ოპტიმიზაციაში უჭირთ ინტელის კარტებს. ეხლა შემდეგ AMDს სერიაში ახალი არქიტექტურის iGPUები დაანონსდა და ეგ საკმაოდ წინ წაწევს.
  4. დადგა AMD-ს აღზევების დრო. დღეს ისეთი დროა ინტელს მარტო ტექნიკაში გაურკვეველი კაცი თუ იყიდის ან ურჩევს სხვას. ყველა სეგმენტში სერიოზული პროცესორები აქვს AMD-ს. ბიუჯეტურებში 3100 და 3300x. ეს უკანასკნელი 120$ ახალი ღირს და 7700k-ს დონეა ხან ჯობია ხან ჩამორჩება, რომელიც ნახმარი ლამის 3-ჯერ ძვირი ღირს. ლეპტოპებში ეგერ 15 W-იანი 6 და 8 ბირთვიანები დადეს 4500U და 4700U ძალიან ძლიერი ინტეგრირებულებით. მაგათ სიიაფის გამო გადახედეთ acer swift 3 და lenovo ideapad 5 700$-ზე ნაკლები ღირს ორივე. ეგეთი მონაცემების ინტელი მინიმუმ 2-ჯერ ძვირი იქნებოდა. performance-ზე ხომ არაფერს ვამბობ. low end nvidia-საც კი უტევს უკვე მაგათი ინტეგრირებულები. 3990x-ს მსგავსი ინტელს მგონი დღემდე არაფერი აქვს https://www.amd.com/en/products/cpu/amd-ryzen-threadripper-3990x ამან მახსოვს ორ ძალიან ძვირიან xeon-ს რომ აჯობა, რომლებიც dual socket სისტემაში მუშაობდნენ ერთდროულად. desktop-ების 4xxx სერია რაღაც სასწაული იქნება. 3400G დაბალბიუჯეტურში სადაც dGPU არ მოისაზრება დაუმარცხებელია UHD 630-ზე 2-3 ჯერ სწრაფია მაგის ინტეგრირებული. მსგავსი ინტელს არაფერი აქვს. 1080p-ზე medium low gaming-ზე იდეალურია. socket-ს სიცოცხლის ხანგრძილოვბა ცალკე თემაა AM4-ზე პირობა დადეს 2020-მდეო და შეასრულეს. მომავალი სოკეტი ვნახოთ რამდენ ხანს იცოცხლებს. მე ვფიქრობ 2 წელი, რადგან PCI 5 და DDR5 ალბათ მზად იქნება 2 წელში უკვე. 3400g, 3600, 3600x 3700x 3900x 3950x, 4500U, 4700U მოკლედ დაუმარცხებელი სერია აქვს AMD-ს. ლეპტოპებში ნელ-ნელა მოიკიდებს ფეხს. უეჭველი უნდა დავითრიო 4500U ან 4700U-იანი ლეპტოპი სასურველია thinkpad ცოტა მოგვიანებით ფასები რომ ჩამოიწევს. მისწრებაა ჩემთვის. linux-თან გადასარევად იმუშავებს და თან საკმაოდ ძლიერი iGPU მექნება და 6 ან 8 საკმაოდ ძლიერი ბირთვი რაც რაღაცების კომპილაციაზე სერიოზულად დამეხმარება.
  5. დაივიწყე ეგ ალერგია დამიჯერე. ryzen 3 3100 და 3300x უძალიანმაგრესი პროცესორები გამოუვიდა. 99-120$ ღირს შესაბამისად. 7700k-ს დონეზე არიან 65 W-თ თან, საერთოდ არ ცხელდება, ეგ ინტელი გაცილებით ცხელია. ძველ თაობებს ხო გადაუარა.
  6. ისედაც manjaro-ს ვურჩევ ხოლმე ყველას და თამაშებისთვისაც აქებენ მაგ დისტროს, ასე რომ თამაშებისთვისაც გამოდგება და ისეც.
  7. სხვა გზა -> https://www.overclockers.ge/index.php?/forum/47-linux-სისტემები/
  8. ცალკე partition გამოუყავი მანჯაროს და მანდ დააყენე. windows უკვე გიყენია და dual boot-ზე პრობლემა არ შეგექმნება. ასე 25-30 GB მიეცი ეყოფა. თუ ბევრ პროგრამას და ფაილებს ჩაწერ მაშინ მეტი მიეცი. ჰარდს რანაერად დატვირთავს ერთდროულად ვერ იმუშავებენ. ან ერთი გექნება ჩართული ან მეორე. ისე კი windows 10 გაცილებით მეტად ტვირთავს ჰარდს, SSD-საც გაცილებით უარესად ხმარობს ვიდრე manjaro ან ნებისმიერი სხვა linux.
  9. ამაზე ცუდი, არასტაბილური და არასანდო სისტემა მეორე თუ არსებობდეს დედამიწაზე რა. bios-ს უფდეითზე გავუშვი ერთი ლეპტოპი და რესტარტისას update დაიწყო. 4 საათია 12 ოფ 20... ზეა გაჭედილი თავიდანვე 12-ზე დაიწყო და არ შეცვლილა 4 საათია!!!
  10. მაგ ნაჩალიჩარ windows-ებს რო აყენებთ იმის ბრალია ბევრი რამე რო ასხავს აფდეითები და სხვები. როგორც ვუყურებ აქ თემაში ვინც კი მაგ მოლხერს ხმარობთ ყველამ დაწერეთ რომ გქონდათ ეგ პრობლემა. აიღეთ ორიგინალი და 10-ობით open source პროექტია github-ზე, რომელიც windows-ს წმენდს. ხო ისე თუ spyware-ს შემცირება გინდათ შედარებით უკეთესი ვერსია არის ენტერპრაიზი. გამოკვლეულია გერმანიის მიერ და დამტკიცებული რომ ყველაზე ნაკლებად ენტერპრაიზ ვერსია უთვალთვალებს, მაგრამ linux-თან შედარებით მაინც სასაცილო დონეებზეა თუნდაც ენტერპრაიზის თვალთვალი.
  11. ეს აგერ ჩემთან ახალჩართულზე 150 MB-ს მოიხმარს სულ
  12. @George 17.4 რომ გეწერა მარტო მაგიტომ ვიფიქრე მეორე უყენიათქო. მაგხელა რიცხვებით ვერსიები იმ მეორეს აქ. ორიგინალი თუ გიყენია 1.24.4-ა ბოლო ოპერაში -> https://addons.opera.com/en/extensions/details/ublock/ Firefox-ში 1.25.2 ვერსიაა უკვე. Firefox-ს DNS API-ს წყალობით subdomain-ებით დამალულ რეკლამებსაც კი ბლოკავს უკვე 1.25 ვერსიიდან. ეგ feature სამწუხაროდ არცერთ სხვა ბრაუზერში არ მუშაობს მარტო firefox-ში. ამიტომ საუკეთესო შედეგს firefox-ში დებს ეს addon https://www.ghacks.net/2020/02/26/if-you-run-ublock-origin-use-the-firefox-version-as-it-offers-better-protection/
  13. რომ იცოდე ნაქურდალი და ცუდი ვერსია გიყენია ublock-ს. 17.4 ვერსია არ აქვს ორიგინალს. ორიგინალს ბევრად მეტი ფუნქციები აქვს და ბევრად უკეთ მუშაობს. საქმე იმაშია რომ შემქმნელმა რეპოზიტორი ჩააბარა სხვას, რადგან მობეზრდა პრობლემების წერილები და თვითონ bug-ებს fix-ვდა და ხვეწდა პროგრამის კოდს. ამ ტიპმა ვისაც გადასცა მოსავლელად დაფორკა donation-ს ღილაკი დაამატა და მთელი ეს საქმე მის თავს მიიწერა, ფაქტობრივად მოპარა პროექტი შემქმნელს და თან ფულს აკეთებდა შემოწირულობებით იმათგან ვინც არაფერი იცოდა. ორიგინალის შემქმნელი ადგა და გადაარქვა პროექტს სახელი. ამიტომაც ქვია ნამდვილ ublock-ს ublock origin. ეს არის ნამდვილი ublock - > https://github.com/gorhill/uBlock chrome web store - > https://chrome.google.com/webstore/detail/ublock-origin/cjpalhdlnbpafiamejdnhcphjbkeiagm?hl=en Firefox - > https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/ublock-origin/?src=search ეს ვიკიპედიიდან კარგმა ხალხმა დაწერა რომ სიმართლე ყველას ცოდნოდა https://en.wikipedia.org/wiki/UBlock_Origin#History შენი ვერსია Adblock Plus-ს აქვს ნაყიდი და "Acceptable Ads"-ებს უშვებს. ჩემი რჩევა იქნება მოიშორო ეგ ნაგავი და ნამდვილი ublock origin დააყენო, რომელიც რეალურად არავის ეკუთვნის ნამდვილი ავტორის გარდა და არავითარ შემთხვევაში არ უშვებს არცერთ ads-ს როგორც ამას ublock და adblock plus და სხვები აკეთებენ
  14. ოპერა ის ოპერა არაა რაც იყო. ჩინელებმა იყიდეს უკვე და დატა სად მიაქვთ ხ.ზ. ან საერთოდ რას აკეთებენ. მე უკვე ბევრი წელია firefox-ზე ვარ, ინტერფეისსაც მარტივად ცვლი აქ, რასაც ვერც ქრომში, ვერც ედჯში და ვერც ოპერაში იზამ. მორგებული მაქვს ყველაფერი ჩემ გემოზე. ძალიან მსუბუქია და სწრაფი. ასევე უკვე საკმაოდ დაცულიც.
  15. privacy თულებს ვეძებდი ნორმალური დეველოპერებისგან open source-ბს და ამას გადავაწყდი. გატესტეთ აბა windows 10-ებზე, წესით უნდა გამოგადგეთ :) https://github.com/Mirinsoft/Debotnet/releases
  16. 2020 წელია უკვე დრო იყო მოეკლათ ეს windows, მაგრამ 10 არ არის ისევე დახვეწილი როგორც 7 იყო. ძალიან არეულ-დარეულია, თანაც ძალიან მძიმეა. ამასწინათ მომიწია დაყენება ლეპტოპზე და 4 RAM-დან 1.7 GB ჩართვისას მიაქვს. HDD-ზე ხომ საერთოდ ვერც კი გამოიყენებ. ასეთი მძიმე OS ნამდვილად არ უნდა იყოს. ისე უკვე საკმაოდ ბევრი გადავიყვანე linux-ზე და აქაც 7-ს მოყვარულებს მაგას გირჩევთ, მითუმეტეს თუ სუსტი კომპიუტერები გაქვთ. უკვე ისეა დახვეწილი ბევრი linux-ს დისტრო (ვერსია) რომ მაქსიმალურად გაგიმარტივებთ გადასვლას windows -> linux.
  17. ესეც ჩემი მგელი. მე 3 თუ მე 4 წელია რაც მიყენია თვლა ამერია უკვე. რამდენი რამ აქვს გამოვლილი და დღესაც ისევ ისეთი სწრაფია როგორც პირველ დღეს. BTW arch linux (dwm, st, dmenu, slock) მოკლედ სულ suckless software მიყენია...
  18. რა გაინტერესებს? კითხულობ ინეტშიც? ძალიან ბევრი ინფოა ნეტში. თუ რამის გაკეთება დაგჭირდება აქაც შეიხედე ხოლმე arch wiki-> https://wiki.archlinux.org/ ასევე ლინუქსის სასწავლად აუცილებელია მისი გამოყენება. თავიდან virtual მანქანაზე დააყენე თუ დუალ ბუთი არ გინდა და იოლად დაამუღამებ.
  19. აუ ამათ კიდე ვერ მოაგვარეს სისტემის განახლების პრობლემები? რა ჭირთ ასეთი მოუგვარებელი. იმდენი ნიუსი მხვდება ხოლმე ხან ეს მოუვიდა ხალხს, ხან ის. აღარც ღირს აქ ნიუსად დადება ყოველ აფდეითზე რაღაცა ასხამს. ერთი რაც არის ლოკალურ ექაუნთს უზღუდავენ ხალხს თურმე. ინტერნეტთან არ უნდა დააკავშირო და მარტო მაგ გზით შეილება შექმნა ლოკალური ექაუნთი. მომავალში ალბათ სულ ამოიღებენ ასე თუ განაგრძეს. რა უნდა ამ მაიკროსოფტს არ ვიცი რა. ერთხელ ვერ მოხოდა ამხელა კომპანიამ ერთი ნორმალური OS, არადა რამხელა რესურსები აქვთ.
  20. .desktop ფაილი შორთქათია ფაქტობრივად. ჩაიხედე შიგნით გამშვებს ეგ უშვებს. ესე ცადე აბა დაყენება. sudo apt install -y torbrowser-launcher და მერე გაუშვი ეგ და ნახე თუ იმუშავებს. მეორე ვარიანტია ნახე ბიბლიოთეკები ხომ არ აკლია strace-თ გაუშვი ან თუ დინამიური გამშვები აქვს ldd-თ და დაგიწერს რის გამო არ ეშვება.
  21. სწორ ადგილას კი გაგიხსნია თემა, თუმცა სათაური არასწორია, ინფორმაციული უნდა იყოს. ხო და აქ ქართულად ვწერთ ქართული ასოებით. პრობლემას რაც შეეხება. ერთადერთი რაც მივხვდი არის ის, რომ ანდროიდი გაქვს. მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდო. რა ტელეფონია და როგორ დაგებლოკა.
  22. @STI-228 @Gogla1990 გაიხარეთ! დღეს შემოვედი დაბ დღის მერე პირველად. ეხლა ვნახე და გამიხარდა. მეც გილოცავ მოგვიანებით ლექსო. ასევე ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესაც! მრავალს დაგასწროთ ღმერთმა.
  23. მოგესალმებით. დღეს წარმოგინდეთ უახლეს ოპერაციულ სისტემას (ნამდვილ Linux-ს) სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის. ეს არის Postmarket OS. ის არის Pure linux დისტრო, რომელიც დაფუძნებულია Alpine Linux -ზე. ის ოფიციალურად გამოვიდა 2017 წლის 6 მაისს, არის open source და მისი კოდი ხელმისაწვდომია GitLab -ზე. ის მუშაობს სხვადასხვა X და Wayland -ზე დაფუძნებულ user interface-ზე, როგორებიცაა Plasma Mobile, Hildon, MATE, GNOME 3, XFCE, Unity8, Phosh და i3 WM (Window manager). პროექტის მთავარი მიზანია მოწყობილობების მხარდაჭერის გახანგრძლივება 10 წლამდე! ყველაზე საინტერესო რაც ამ პროექტშია არის ის რომ სხვა ნებისმიერი პროექტისგან განსხვავებით, როგორიცაა Ubuntu phone, Sailfish OS, firefox OS (აღარ არის development-ში) და სხვები, Postmarket OS არ იყენებს არც Android Build System-ს და არც userspace-ს. ყოველ ტელეფონს გააჩნია მხოლოდ ერთი უნიკალური package და flashable image-ს ბილდავთ pmbootstrap tool-ს გამოყენებით მისი ზომიდან გამომდინარე თითოეული მოწყობილობისთვის სისტემის დაბილდვა სუსტი კომპიუტერითაც კი სულ რამდენიმე წუთს საჭიროებს. პროექტის მიზანია რომ mainline Linux kernel -ს მხარდაჭერა ქონდეს ყველა მოწყობილობაზე. დღეს ანდროიდის მოწყობილობები იყენებენ ძალიან ძველ Android specific fork-ს Linux kernel-ს. მაგალითად ანდროიდზე და სხვა ნებისმიერ ალტერნატიულ ოპერაციულ სისტემაზე ჩემი Nexus 5 იყენებს Linux kernel-ს ვერსია 3.4-ს. რომელიც ძალიან ძალიან ძველია. ამ წუთას 5.2.8 ვერსია მიყენია ჩემს კომპიუტერზე, რომელიც არის უახლესი სტაბილური ვერსია. საერთოდ ანდროიდის მოწყობილობა რომელი კერნელის ვერსიითაც გამოდის მუდამ იმ ვერსიაზე რჩება. Postmarket OS კი ამას ცვლის და ყველა მხარდაჭერილ მოწყობილობას ახალ სიცოცხლეს აძლევს. Alpine Linux ამორჩეული იყო მისი low storage მოთხოვნების გამო, რაც უფრო თავსებადს ხდის ძველი მოწყობილობებისთვის. kernel-ს გამოკლებით, base სისტემა დაახლოებით 6 MB-ს იკავებს. მიუხედავად იმისა რომ ის ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, ის უკვე მუშაობს 100-ზე მეტ მოწყობილობაზე. იხილეთ მხარდაჭერილი მოწყობილობების სია: https://wiki.postmarketos.org/wiki/Devices ამ სისტემის დახმარებით კი ჩემი Nexus 5 ამ წუთას მუშაობს 5.2.0 ვერსიაზე. მაშინ როცა დღეს ბოლო სტაბილური linux-ს კერნელის ვერსიაა 5.2.7 ესეც სურათი ჩემი სატესტო nexus 5-ს XFCE4 ინტერფეისით. ამ წუთას Nexus 5-ზე დაყენების ინსტრუქციისთვის და მხარდაჭერილი ფუნქციონალის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ეს გვერდი https://wiki.postmarketos.org/wiki/Google_Nexus_5_(lg-hammerhead) სისტემა მაქსიმალურად იყენებს open source software-ს. მათ შორის bootloader-სა და modem-სთვის. თუმცა proprietary code-ც საჭიროა ჯერ-ჯერობით სხვადასხვა ფუნქციონალის არსებობისთვის. ეს მისი ოფიციალური ვებ გვერდი: https://postmarketos.org/ მისი source code განთავსებული GitLab-ზე: https://gitlab.com/postmarketOS pmbootsrtap-ს პროგრამა: https://gitlab.com/postmarketOS/pmbootstrap WiKi - https://wiki.postmarketos.org/wiki/Main_Page FAQ - https://wiki.postmarketos.org/wiki/FAQ თემა მოამზადა @მათე -მ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.