მათე
მოდერატორი-
Posts
15287 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
130
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
LOL იმხელა ენერგომოხმარებები აქ ამ ბოლო ინტელებს ზოგი მაზერი thermal throtelling-ზე გადის 10900k-ზე და 10600k-ზე რაზგონისას. ტესტები ჩატარდა ასე i9-10900K (stock, non power-limited, overclocked) და the i5-10600K (overclocked to 5.0 GHz) ამ მაზერებზე ASUS Prime Z490-P, MSI Z490-A Pro, Gigabyte Z490 UD, ASRock Z490 Phantom Gaming 4 და ASRock Z490 Pro4. ბოლო სამი ვერ უქაჩავდა და ტროტლინგზე მიდიოდა VRM-ები რიგ შემთხვევებში კი სულაც იქრაშებოდნენ. 14 nm არამარტო მორალურად არამედ ტექნიკურადაც მაგრად მოძველებულია უკვე. ინტელს გამოწურული აქ ბოლომდე ყველაფერი და სასაცილოა უკვე მათი ამდენი +++-ები 14 nm-თან.
-
ეგ overall არ მოაკლებს დიდად ალბათთქო ამ ბოლო აღმოჩენილ სისუსტეზე ვთქვი და არა წინებზე. წინები ყველგან და ყველაფერში აკლებენ პერფორმანსს. მასეთი ჰარდვეარ პრობლემების გვერდის ავლა იოლი არაა და სოფტს ანელებს. ეგ ვისაც პროგრამირება ესმის უფრო მარტივად გაიგებს. mitigations=off-თ ეკ ჩატვირთვიდანვე ჩანს კომპზე. სისტემა უფრო სწრაფად იტვირთება, ბრაუზერი, პროგრამები უფრო მალე ეშვება. იმ ერთ იგრაშიც რასაც ვთამაშობ fps უმჯობესდება. რაც უფრო ძლიერია კომპიუტერი მით უფრო დაეტყობა ეს. ამის ბევრი პროფესიონალური ტესტი მაქვს ნანახი და ჩემითაც ჩატარებული ასე რომ საწინააღმდეგოს მტკიცება მარტო სიტყვით არ გამოვა. multi threading-ში მითუმეტეს იმინა ბრმა ვერ დაინახავს მარტო სხვაობას. კოლოსალურია მულტითრიდინგში სხვაობა ყველა დაცვა ჩართულზე, მაგაში HTს გამორთვასაც ვგულისხმობ. თუმცა ეგ random number დესკტოპზეც იმაზე მეტგან გამოიყენება ვიდრე მეგონა. ვნახოთ კიდევ ტესტები რა გავლენას იქონიებს დესკტოპზე.
-
ვერ დაგიჯერებ, რადგან 10-ობით დეტალური ტესტები მაქვს ნანახი პროფესიონალების ჩატარებული და ჩემითაც მაქვს რამდენჯერმე გაკეთებული ახალ ახალ კერნელებზე. linux-ზე ერთი მარტივი kernel parameter-თ ითიშება ყველა დაცვა mitigations=off. ხოდა ამით და ამის გარეშეც დატესტილი მაქ და სინგლში 12-13% მულტითრიდში 36-38%-მდე აკლებს performance-ს ყველა დაცვა HT-ს გათიშვიანად. მანდ მარტო L1 cache-ს clear on context switch არ შედის. მაგას კიდე ცალკე სერიოზული დარტყმა აქვს და არც კი ჩადეს მაგის დაცვა linux-ს kernel-ში. ასე რომ ისევ პროფესიონალებს და linux-ს დეველოპერებს ვენდობი და ასევე ჩემი ხელით ჩატარებულ ტესტირებებსაც. ელემენტარული kernel-ს კომპილაციაზე იმხელა სხვაობას მაძლევს multithread-ში რომ ეგრევე გასაგებია რამხელა performance hit აქვს ამ დაცვებს. HT-ს გათიშვა აქ სოფტითაც შეიძლება თუ გინდა სისტემის ჩართვისას, თუ გინდა სისტემის ჩართვის მერეც. ეს ბოლოს აღმოჩენილი სისუსტის განხილვა უფრო დეტალურად. HT გათიშულზეც კი რჩება პრობლემა ფიზიკურ ბირთვებზეო. მოკლედ ინტელს არქიტექტურაში სერიოზულად უჭირს და ჯობია როგორც AMD-მ ქნა ryzen-ზე ეგრე დაიწყონ 0-დან და გააკეთონ რამე ახალი. ამ სისუსტეებიდან რაც ბოლო დროს აღმოაჩინეს საკმაოდ ბევრი ეხება ინტელს და ძალიან ცოტა ეხება AMD-ს ryzen პროცესორებს. ინტელმა მიკროკოდის update გაუშვა haswell-დან დაწყებული Coffee lake-ს ჩათვლით ყველაზე linux-ზეც უკვე. ცოტა ხანში დადებენ მაგ საიტზე პროფესიონალურ ბენჩებს ამ სისუსტესთან დაკავშირებით. ეს კონკრეტული სისუსტე ცალკე აღებული რამდენიმე ინსტრუქციას ეხება ამიტომ overall არ უნდა ქონდეს დიდი დარტყმა. მაგრამ თუ ასე გააგრძელეს მართლა სერიოზული პრობლემაა უკვე ასე mitigation-ებით გამოტენილი პროცესორი. sandy bridge რომ მდომოდა ვიყიდიდი მაგას და არა 6 თაობის ინტელს, რომელიც ყველა დაცვით თუ HT-ც აქვს პროცესორს საკმაოდ სუსტდება. https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=crosstalk-srbds-vulnerability&num=1 აგერ დადეს უკვე ტესტები https://www.phoronix.com/scan.php?page=news_item&px=RdRand-3-Percent 97% performance hit აქვს ამის დაცვის გააქტიურებას Rdrand-ზე . ანუ ორიგინალი წარმადობის დაახლოებით 3%-ღა შემორჩა ამ fix-ს მერე. ეგ არის random number generator. საბედნიეროდ ეგ overall არ იმოქმედებს დიდად დესკტოპებზე, მაგრამ იმედია მომავალში არ გამოჩნდება რამე რაც იმოქმედებს. ეს პრობლემა სერიოზულად დაურხევს სერვერებს სადაც Rdrand გამოიყენება. თანაც memory bus-ს lock-ვს ეს ანუ სხვა რაღაცაც დატორმუზდება სანამ ეს არ მორჩება და სრული სიჩქარის 3%-თ საკმაოდ შეანელებს ყველაფერს სადაც ეს გამოიყენება. ამხელა დარტყმა მგონი აქამდე აღმოჩენილ არცერთ სისუსტეს არ ქონია.
-
კიდე უნახავთ რაღაც სისუსტე ინტელებში https://www.phoronix.com/scan.php?page=news_item&px=CrossTalk-Buffer-Data-Sampling მანდ სხვათაშორის ყველა დაცვის გააქტიურება იმაზე უარეს პერფორმანსს იძლევა ვიდრე ბევრს გონია. დაცული ვარო და მაქსიმუმ 10% დავარდესო. დავიწყოთ იმით რომ მინიმუმ 2 დაცვა არცერთ მათგანს არ აქვს გააქტიურებული ერთია HT-ს გამორთვა. ეს ეგრევე 33%-მდე performace-ს აგდებს multithread-ში და მეორე რომელსაც დეფოლტად არ რთავენ linux-შიც კი, L1 cache-ს გასუფთავება ყოველ context switch-ზე. ეს იმდენად დამრტყმელია რომ patch რომელიც ამ ოპციას არჩევადს ხდიდა linux-ს კერნელში, მისმა შემქმნელმა სულ ამოშალა. ანუ იმის საშუალებაც არ დატოვეს რომ ვისაც უნდოდა ჩაერთო. რადგან დიდ პრობლემებს გამოიწვევდა ეგ ბევრ სექტორში. ასე რომ რაც სისუსტეებია აღმოჩენილი ყველაფერი რომ ჩართო სერიოზულ დარტყმას მიაყენებს performance-ს, განსაკუთრებით ძველ თაობებში. 3-4 თაობებში iGPU-ს ისედაც უტირეს დედა უკვე 40% პერფორმანსის მოაკლდა ბოლო სისუსტის ფიქსით. ეგ ისეთი სერიოზული იყო linux-ზე დიდი კომპანიები რეკომენდაციებს იძლეოდნენ i915 driver blacklist დაგემატებინა. ეგ კი ნიშნავს იმას რომ რეკომენდაციას იძლეოდნენ გრაფიკული გარსის გამორთვაზე lol სანამ ეგ პრობლემა არ დაიფიქსებოდა იმდენად სერიოზული პრობლემა იყო. ჯამში თუ დიდ პერფორმანსს არ კარგავ ე.ი. ყველა დაცვა არ გაქ გააქტიურებული.
-
-
ნუ ვიღაცების ნაჩალიჩარზე არ უნდა გაგიკვირდეს ეგეთი პრობლემები. სტაბილურობა თუ გინდა ორიგინალი უნდა გამოიყენო. MS-ზე უკეთ არავინ იცის მისი windows როგორ ფუნქციონიერებს და update-ების მერე რა მოუვა. მაქსიმუმ სუფთა სისტემაზე რაღაც სერვისები გამოურთო ხელით open source პროექტები საკმაოდ ბევრია რაც მაგას აკეთებს. სხვა მხრივ მანდ რას მიხვდები? კოდი დახურულია და აშკარად ბიბლიოთეკა აგდებს ერორს. ვერაფერს გაარკვევ.
-
ისე ჰარდის vs თემები რომ არის soft-ს vs თემებიც რომ იყოს არ იქნებოდა ცუდი. https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=windows-may2020-linux&num=9 ეს windows 10-სა და რამდენიმე linux-ს დისტროს შედარებაა, სადაც ბოლო ადგილზე რათქმაუნდა windows 10 გავიდა 114 ტესტი გატარდა, ტესტები AMD Ryzen Threadripper 3970X-ზე ტარდებოდა.
-
ესეც Ryzen 7 4700u vs Ryzen 5 4500u vs i7 9750h vs i7 8565u vs i7 1065G7 https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=141-benchmarks-laptops&num=1 4700u არის Lenovo Ideapad 5-ში და 4500u Lenovo Flex 5-ში. ორივე ულტრაბუქებია. შედარებული იყო 816$-იანი Ryzen 7 ლეპტოპი 599$-იანი ryzen 5 ლეპტოპი და 2000$ იანი i7 9750h ლეპტოპი lol 4700u და 4500u არის 15 W-იანი პროცესორები და მათი ენერგომოხმარება არასოდეს ცდება 25 W-ს! i7 9750H კი არის 45 W-იანი CPU ჩატარდა 141 ბენჩმარკი და შედეგები ასეთია ანუ ryzen 7 4700u აღმოჩნდა ყველაზე ძლიერი. საინტერესო ის არის 2000$-იანმა ლეპტოპმა წარმადობით 599$-იანს მხოლოდ 10%-თ აჯობა, ხოლო 816$-იანმა დაამარცხა ეგ 2000$-იანი. i7 8565u და i7 1065G7 ხო საერთოდ არც ღირს განხილვად lol. მობილურ სეგმენტში AMD-მ უდიდესი ნახტომი გააკეთა და დღეს ძალიან იაფად შეიძლება მაგარი პერფორმანსის მქონე ულტრაბუქის შეძენა.,
-
ეგ ლეპტოპი ქრომბუქი არაა ჩვეულებრივი 2 in 1-ია კაკრას მაგითაა მაგარი. gaming რაშუაშია ულტრაბუქთან? ? შენ იმენა გეიმინგი ზომავ არა ყველაფერს? ძალიან მაგარი ულტრაბუქია მაგ ფასში. მაგის ფასის მქონე ინტელებს ბევრად ჯობია და თამაშითაც საკმაოდ ბევრ რამეს ითამაშებ გასართობად იშვიათად რომც მოგინდეს იმიტომ რომ ბოლო თაობის intel-ს ინტეგრირებულსაც კი საკმაოდ ჯობია და 1080p-ზე low-ზე თავისუფლად გაქაჩავს ბევრ თამაშს. 14"-ზე 1080p-ზე კიდე დიდად არ ეტყობა ცუდი გრაფიკაც რო ქონდეს. ეგ კი არა ტელეფონებზე ისეთი გრაფიკები ჩანს გეგონება PC-ს ჯობიაო, მაგრამ ეგ ეკრანის ზომის დამსახურებაა. 25"-ზე რო გაშალო ცუდი გამოჩნდება. აი რისი თავი აქ მაგ 4500u-ს. ასეთი შედეგები რომ მოგცეს ინტელის ულტრაბუქმა მინიმუმ 1000$ კი მოგიწევს და უეჭველი დისკრეტული კარტა დაჭირდება mx250 ან რამე რაც თავისთავად ენერგომოხმარებას ზრდის, ხურდება და ლეპტოპიც ვერ იქნება ეგეთი პატარა.
-
linux-ზე gaming-ს სიახლეებს ეხება თემა და თუ შეიძლება რაღაც თეორიულ სამსჯელო vs თემად ნუ გადააქცევ, მითუმეტეს როცა ვერ ერკვევი linux-ში ამასობაში ერ-ერთმა ჯგუფმა linux-ს kernel-ში გააგზავნა ახალი patch რაც windows-ს პროგრამებს საშუალებას მიცემს უკეთესი performance ქონდეთ wine-ში ანუ proton-შიც. https://www.gamingonlinux.com/2020/06/linux-kernel-gets-a-patch-to-help-windows-games-run-in-wine ლაპარაკია იმაზე რომ ახალი syscall-ების გაგებას ასწავლიან ამ layer-ს რომელიც ჯერ არ არის linux-ში. ასევე ლაპარაკია იმაზე რომ ეს patch დაეხმარება anti-cheat სისტემებსაც.
-
14nm+++++++++++++++++++ ?? AMD-ს 2021-ში უკვე 5nm ექნება წესით. TSMC-ს huawei-ს შეკვეთები ჩამოშორებია და გამოთავისუფლდა ეგ ადგილი. 2023-მდე წესით 3nm-ც ათვისებული ექნებათ. AMDს ეხლანდელი 7nm-ც კი intel-ს 14 nm-ს ჯობია clock for clock. ერთ ბირთვზე ნაკლები სიხშირითაც კი უკეთეს წარმადობას იძლევა და ეგ ძალიან ბევრ ტესტებში ჩანს. EUV 7nm+-ები რომ დაიდება კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ინტელმა თუ 2023-მდე თუ 14nm-ები უშვეს კარგად ქონიათ საქმე მაშინ.
-
AMD Ryzen 5 4500U Benchmarks - Previously Unimaginable Performance For Sub-$600 Laptops ესეც 4500u-სა და 4700u-ს ტესტების შედეგები. Lenovo Flex 5 14-inch 1080p display, 16GB dual channel memory, 256GB SSD, Ryzen 5 4500U = $599! CPU GPU
-
დამიჯერე microsoft-ს უკვე ძალიან ეშინია linux-ს და სხვადასხვა დიდი კომპანია რომ არის დაინტერესებული მისით. Google და valve ეყოფა მარტო gaming service რომ linux-ს ბაზაზე უშვებს google და valve-მა საერთოდ proton ჩადო steam-ში. პროსტა აყენებ სტიმს და ეგრევე windows-ს თამაშის დაყენება და თამაში შეგიძლია. უკვე 1000-ობითაა ეგეთი თამაშები. ბევრში საკმაოდ 80-90%-შია performance. ეგ იგივეა გრუბად რო თქვა რომ windows-ზე თუ 1060 გაქ ანუ linux-ზე 1050 ti გაქ. მაგრამ ზოგ თამაშში პირიქით გამოდის და 1070 გაქ. ზემოთ დავდე სადაც linux-მა აჯობა საგრძნობლად windows-ს. არ ხარ შენ გარკვეული linux-ში და ამიტომ არ გეცოდინება რომ MS-ს უნდა ეხლა dx-ს ჩატენვა linux-ს კერნელში მხოლოდ wsl-სთვის. მაგრამ მაგით ცდილობს dx-ს პოპულარიზაციას და vulkan-ს მოკვლას. EEE დევიზს ვერ ეშვება MS. მაგრამ მასე იოლად არავინ მიცემს მაგის გაკეთების საშუალებას. linux kernel mailing list-ში იყო მაგ გადაწყვეტილებებზე საუბარი. თავისუფლად შეუძლია wsl-ზე vulkan გამოიყენოს GUI-სთვის მაგრამ უფრო რთულ გზას ირჩევენ და თანაც ბოლომდე არ ხსნიან ანუ closed source DX-ს ნაწილების ჩატენვა უნდათ. vulkan-ს რაც შეეხება უკვე საკმაოდ დახვეწილია და ეგ იმაზეც ეტყობა, რომ რამდენიმე თამაშში ამ wine-ში + DXVK layert-თ უფრო მაგარი შედეგი აქვს ვიდრე windows-ზე native-დ გაშვებულ თამაშს lol. ეგ ძალიან სერიზული მიღწევაა, ვინც ვერ ერკვევა ვერ მიხვდება. ეგ ისევ linux-ს kernel-ს უკეთესი resource management-ს დამსახურებაა და იმის რომ გაცილებით მსუბუქია. ერთი რამე ეშლება ხალხს წარმოდგენებში DXVK ემულატორი არ არის translation layer-ა. emulator-ს დიდი performance დარტყმა აქვს რადგან ახდენს არქიტექტურის ემულაციას. DXVK კი სისტემურ call-ებს გარდაქმნის. dx call-ს vk-ს გასაგებ ენაზე, ეგ გაცილებით უფრო სწრაფია და ეფექტური ვიდრე ემულაცია. ემულატორი ვერასოდეს მოგცემს native-ზე უკეთეს შედეგს. DX 12 ჯერ არ არის დახვეწილი DX11 უკეთეს შედეგებს დებს, აგერ მაგალითად. ასევე DXVK-ში FPS თითქმის იგივეა და CPUს მოხმარება გაცილებით დაბალია linux-ზე აგერ doom უკეთ უბერავს linux-ზე ვიდრე windows-ზე
-
დიდი სიახლეებია. რამდენიმე თამაშში დაიტესტა linux და windows. ესეც საკაიფო პროგრამა overlay-ა რომ თამაშებში ანახოს CPU და GPU ტემპერატურა დატვირთვა VRAM და RAM-ს მოხმარება FPS და frametime https://github.com/flightlessmango/MangoHud ეს World of warcraft ტესტები სადაც linux-მა 20%-თ უკეთესი შედეგები ანახა ვიდრე windows-მა https://flightlessmango.com/benchmarks/V2_LlSaYNUo Doom native-დ vulkan-ზეა ამიტომ ამ დრაივერის დახმარებით 6%-თ გადაასწრო performance-ში windows-ს linux-მა. wine დამოკიდებულია DXVK-ზე რადგან DX 9 10 11 ითარგმნება vulkan-ზე რაც თავისთავად vulkan-ს დრაივერზეა დამოკიდებული, რამდენად კარგი იქნება. ამ ახალმა დრაივერმა სერიოზული მატება მოიტანა vulkan-ს დახვეწის გამო. arch linux-ზეა ეგ ტესტები ჩატარებული სხვა თამაშებს რაც შეეხება საკმაოდ ახლოსაა უკვე ზოგში უსწრებს კიდეც. DXVK საკმაოდ დახვეწილია. VULKAN მართლა მაგრად გამოიყურება და იმედია მეტი დეველოპერი გამოუშვებს მასზე თამაშებს. DX-ზე ნაკლებად დამოკიდებული იქნება და ხალხიც მაგრად იხეირებს. Linux-ზე უკეთეს performance-ს იძლევა დაჟე DX-დან ნათარგმნი vulkan-ზე და native-დ რო იყოს და დრაივერებსაც რომ კიდევ გააუმჯობესებს nvidia და amd მერე ნახეთ თქვენ. თანაც აქ გაწილებით მეტად შეიძლება სისტემის დატვიკვა. იმდენი რაღაცა შეგიძლია შეცვალო კერნელში.CPU scheduler, fsync patch (valve-ს რომელიც 3-5% აუმჯობესებს) მოკლედ იმდენი რაღაცის გაკეთება შეგიძლია საკაიფო იქნება. linux-ზე gaming-ს აშკარად ნათელი მომავალი აქვს. უკვე შეიძლება თავისუფლად გადასვლა, აგერ დაბლა გადახედეთ რა პერფორმანსი აქვს უკვე თამაშებს. თან steam-ს proton-ს მეტი პაჩები აქვს wine-თან შედარებით, იქ უფრო დახვეწილია და ცალკე არაფრის ჩალიჩი არ უნდა აყენებ steam-ს და პირდაპირ თამაშობ linux-საც და windows-ს თამაშებსაც. Resident Evil 2 at 93% https://flightlessmango.com/benchmarks/TijlTJC7KYc Deus Ex: Mankind Divided at 96% https://flightlessmango.com/benchmarks/mQZd-pA21CY Control at 97% https://flightlessmango.com/benchmarks/1D82_XEwvpA Rage 2 at 100% https://flightlessmango.com/benchmarks/4BmZt7v8dpY Assassin's Creed: Odyssey at 84% https://flightlessmango.com/benchmarks/3dyQUMebYGc A Hat in Time at 148% https://flightlessmango.com/benchmarks/2YXm3Okfs0M Minecraft at 122% https://flightlessmango.com/benchmarks/ytgDMgYL0eo
-
აგერ ნახე კიდე რეებს აკეთებს ინტელი https://www.techpowerup.com/267757/psa-there-are-two-steppings-of-non-k-10th-gen-core-i5-in-circulation-only-one-comes-with-stim მოკლედ 10 სერიის i5-ებში ნახეს რომ სხვადასხვა ტიპის პროცესორებს ყიდის ერთიდაიგივე მოდელებს. ანუ ზოგს თხელი die აქვს. ზოგი მოდელი არის 10 ბირთვიანი გამორთული 4 ბირთვით და დატოვებული 6-თ ესენი იყენებენ ინტელის ახალ ტექნოლოგიას soldered thermal interface material (STIM). ასევე არის მეორე ვარიანტი იგივე ჩიპების რომელიც არის დაფუძნებული 6 ბირთვიან ჩიპზე. ანუ გამორთული ბირთვები არ აქვთ. ასეთებს სქელი die აქვთ და იყენებენ თერმოპასტას და არიან გაცილებით ცხელები ვიდრე ის პირველი ვარიანტი თხელი die-თ და STIM-თ. ჯერ ჯერობით სხვა მოდელებზე არაა ნანახი ეგ. აქ G1 stepping-ს არ აქვს ეგ STIM ასე რომ არიან ცხელები შედარებით. lol 10600-ს ყიდვა მითუმეტეს აღარ ღირს ასეთი მამაძაღლობის მერე.
-
Intel kabylake-X და Skylake-X, Core i9-სთან ერთად
მათე replied to Barca's topic in Intel & დედა დაფები
10900k დატესტეს vulnerability-ების დაცვების გათიშვისას, რომ ენახათ რამდენ %-ს კარგავდა performance-ს. https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=intel-10900k-mitigations&num=1 მაგ პროცესორის default state ასეთია: itlb_multihit: KVM - Mitigation of Split huge pages l1tf: Not affected mds: Not affected meltdown: Not affected spec_store_bypass: Mitigation of SSB disabled via prctl and seccomp spectre_v1: Mitigation of usercopy/swapgs barriers and __user pointer sanitization spectre_v2: Mitigation of Enhanced IBRS IBPB: conditional RSB filling tsx_async_abort: Not affected ანუ უკვე რამდენიმე პრობლემა მაგ ახალ თაობას არ აწუხებს. ტესტებში HT გამორთული არ ქონდათ. მიუხედავად ამისა მაინც 6%-ს კარგავს performance-სას ეგ 10-ე თაობაც კი. ნუ HT რომ გამოურთო გასაგებია რომ multithreading-ში სადღაც 30% კიდევ მოაკლდება. აი ძველი პროცესორები კი იგივე haswell-ს ან skylake-ს თაობები გაცილებით მეტ performance-ს კარგავენ იმ დანარჩენი პრობლემების გამო რაც აწუხებთ. დატესტილი მაქ ძირეულად 4600u და 12%-ს აკლებს performace-ს. კომპილაციაზე, დაჰეშვაზე, ბრაუზერებში და ბევრგან გავატარე ბენჩები. 3-4 თაობებში კი ინტეგრირებულ ვიდეოს 40%-ს აკლებს fix. ნუ ინტეგრირებულს მთლად ანადგურებს ისედაც დიდი არაფრის თავი არ აქვს. ასე რომ ვისაც ძველი თაობები აქ ინტელები სერიოზული performance-ს ვარდნა აქვთ ამ fix-ებით, თუმცა ყველა დაცვა მაინც არ აქვთ გააქტიურებული რადგან არამგონია HT გამორთული ქონდეთ. მაგ პროცესორებზე 4770-ზე და ეგეთებზე ყველა დაცვა რო გააქტიურო HT-ს გათიშვიანად 3 თაობის i5 შეგრჩება lol. ამ სისუსტეებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ძველ თაობებს. -
არ ჯდება ძვირი მაგაზე დავწერე ზემოთ. შენ ეტყობა საერთოდ არ კითხულობ ხოლმე ჩემ პოსტებს. ინტელზე სულ მაზერები უნდა იცვალო და უკვე საკმაოდ ფასიანი გაგრილებაც გინდა და AMD-ზე ეგე 4 წელია იგივე მაზრზე ზის ხალხი. ეხლაც 4000 სერიის მხარდაჭერა ექნებაო ზოგ 4xx სერიის მაზერზე, უფრო სადაც 32 MB bios -ა, რადგან ადგილი არაა და იმასაც ამბობდნენ ძველ რაიზენების საპორტს ამოვიღებთ და მაგით ახალი სერიის საპორტს ჩავუდებთო ზოგი მწარმოებელი. ფასებიც უცებ ვარდება ეგერ 380$-დ 3900x იჩითებოდა უკვე 12 ბირთვიან და 24 ნაკადიანი პროცესორი. 400$-მდეა ეხლა მაგის ფასი. იდეალური რამეა მაგ ფასად. ეხლა რო გადავხედე მაგარი უაზრობა კაკრას 25%-თ ნაკლები რაოდენობის ბირთვების მქონე პროცესორის ყიდვაა მე თუ მკითხავ რადგან გეიმინგში უმნიშვნელო სხვაობა ყოფილა რო გადავავლე youtube-ზეც თვალი. სამაგიეროდ დანარჩენ ყველაფერში ryzen ჯობია და მაგას ყველა ამბობს რომ productivity-ში amd 100% ჯობია.
-
მაგაშია მერე საქმე. თამაშებშიც ხედავ 3700x-სა და 10600k-ს შორის სხვაობა 1-5 FPS-ა გინდა საშუალო აიღე და გინდა მინიმუმი, მანდ ლაპარაკია 80-120 FPS-ებზე. ასე რომ დიდი არაფერი ჯობნა ეგ არაა. ვერც შეამჩნევ, მაგრამ კაი შენ გირჩევნია რადგან მარტო თამაშობ. შენნაერი ძალიან ძალიან ცოტაა. დაჟე ვინც თამაშობს ბევრი სტრიმავს ხოლმე და მაგათთვისაც კი AMD ჯობია მეტი core-ბის და thread-ების გამო. ყველა დანარჩენისთვის ელემენტარულად რენდერი რომ უნდოდეს, ფოტოშოფი რომ უნდოდეს, კომპილაცია რომ უნდოდეს, ვირტუალიზაცია რომ უნდოდეს, რავი 1000 რამის ტესტია ზემოთ დავდე კიდეც ყველაფერში 3700x-მა აჯობა. ამიტომ ვისაც სხვა რამეც უნდა გარდა თამაშისა ნებისმიერ შემთხვევაში 3700x ჯობია თანაც ბევრად მაგ 10600k-ს. ძველ პროცესორზე და ახალზე ვლაპარაკობთ თან. შენ კი გიყვარს მანდ ნამეტანი დეტალებში წერა, მაგრამ როგორც ხედავ რეალურ ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფერში საგრძნობლად ჯობია 3700x 10600kს. ეგ 1-5 FPS მოაქვს რეალურად მაგ მაღალ სიხშირეებს და latency-ს რასაც ქართულად ლატენტობა ქვია ლატენტურობა სულ სხვა რამეა
-
აგერ შენივე დადებული ვიდეოა და ჯერ ერთი სადაა მანდ 20% სხვაობა. 10 FPS -ა ჰაჰა სხვაობა, იშვიათად ოდნავ მეტი მანდ ლაპარაკია 100+ 140+ FPS-ებზე როგორც შენივე ვიდეოში ჩანს. ყველაზე მთავარი კი რაცაა ეგ 3600-ა. 190$-იანი პროცესორი 260$-იანის წინააღმდეგ. აგერ 3700x-თან 1-5 FPS-იან სხვაობაზე ამბობ 20% ჯობიაო? ზოგან აქეთ 3700x-მა აჯობა 10600k-ს მაგ 1-2 FPS-თ. აი ყველაფერ დანარჩენში კაკრას 20%-თ ჯობია 3700x განსაკუთრებით მულტიკორში დავდე ზემოთ სპოილერში ბევრი ტესტი. შენ რომ აქცენტს აკეთებ მინიმალური FPS ეგეც აღნიშნულია და მაგაშიც 1-5 FPS-ა მარტო სხვაობა. ეგ 90-120 FPS-ებში.
-
იგრები, იგრები, იგრები, სულ იგრები :D. გახედე ზემოთ რამდენი ტესტი დავდე ეგერ ყველაფერში გააძრო სახე ძველმა 3700x-მა 10600k-ს გაცილებით ნაკლები ენერგომოხმარებით. მაგ იგრებში დავდე ეგერ 7 თამაშში 6%-თ აჯობა 3700x-ს მარტო 10600k-მ თან RTX 2080 TI-ზე 1080p-ზე. 1440p-ზე კიდევ უფრო შემცირდა სხვაობა 3%-მდე. დღეს ისეა 130 FPS-ს ნაცვლად 140 რომ გინდა კაცს და intel-ს იღებ ამ დროს უარს ამბობ ყველაფერ დანარჩენში უკეთეს პროცესორზე. ყველაზე მეტად ღადაობა ისაა რომ 130-140 FPS-ებზეა ლაპარაკი. 30-60-ზე კი არა lol Photoshop გინდა, რენდერი გინდა, კომპილაცია გინდა, სხვადასხვა პროგების დაბილდვა, ვირტუალიზაცია (მეტი ბირთვების და ნაკადების ხარჯზე), აი რასაც ქვია ყველაფერში ჯობია იგივე ძველი 3700x 10600k-ს. მოვიდეს ეგ რეფრეში და შეიძლება ეგ იგრებიც კი აღარ დარჩეს intel-ს ასე ფორუმებზე ჯერ კიდევ სალაპარაკოდ. მერე მართლა აღარანაერი არგუმენტი არ იქნება დარჩენილი. TSMC უკვე 5nm ჩიპებს აწარმოებს და არაოფიციალურად გაიჟღერა zen3 შეილება 5nmზე იყოსო. https://www.guru3d.com/news-story/ryzen-4000-desktop-processors-moved-to-5nm-process-and-released-in-late-2020.html თუმცა დაჟე 7nm EUV-ც საკმაოდ წინაა intel-ს მრავალტანჯულ 14nm+++++++++++ებზე lol. ჯერ 10nm-ც ვერ აითვისეს 2021-სთვის ელოდებიან მაგის ათვისებას და 2022-ში TSMC-ს 3nm აქვს დაგეგმილი.
-
რათქმაუნდა ზღაპარია 20%. არ მიყვარს ჰაერზე ლაპარაკი. ამიტომ აგერ დავდებ ტესტებს 10600k-ს ყველაფერში აჯობა 3700x-მა. დაჟე 2700x-ს ვერ ეწეოდა lol და ზოგან 2600-ს დონეზე იყო ნახე ყველაფერში გარდა თამაშებისა, თან ბევრად ჯობია 3700x 10600k-ს. მითუმეტეს რომ ბევრად ნაკლებ ენერგიას ხარჯავს. ეს ენერგომოხმარება ეს ტესტები ეს ტესტები მაგალითად 7 საკმაოდ ძლიერ თამაშში RTX 2080 Ti-თ და სულ რაღაც 6%-თ აჯობა 1080p-ზე 10600k-მ ძველ 3700x-ს. 1440-ზე 3%-თ აჯობა 3700x-ს. ამ სხვაობას ეგ refresh-ც ამოიღებს და 4000 სერია მართლა დამარხავს მაგ ინტელს. სამაგიეროდ ყველა დანარჩენ ტესტებში 3700x-მა აჯობა.
-
კი single thread-შიც ჩამორჩება ერთ სიხშირეზე. 4000 სერიაზეც თუ გაამართლა AMD-ს სიტყვამ მაშინ სერიოზულ შარშია ინტელი. ნუ აქამდე რაც თქვეს გამოდის zen, zen+, zen2-ში ანუ 3 თაობაში ამოიღეს ინტელის 8 თაობის წინსვლა. ბულდოზერი მგონი დაჟე ინტელის მეორე თაობის sandy bridge-ს დონეზეც არ იყო. ეს ბოლო კი აშკარად clock for clock ჯობია ინტელს. ინტელებს უბრალოდ ძალიან მაღალი სიხშირეები აქვთ, თუმცა ამავდროულად ბევრად მეტ ენერგიას მოიხმარენ და შესაბამისად ცხელდებიან. 10900k-ს ტესტები ვნახე წყლის 150$-იან გაგრილებაზე დატვირთვაზე 93 გრადუსზე ავიდა და 250 W-ს მოიხმარდა ფასები კი დააგდებინა AMD-მ ცოტა პროცესორებზე, მაგრამ მაგარი უაზრობაა ინტელი რა. სულ ახალ ახალი მაზერი უნდა იყიდო, პროცესორები მაინც ცოტა ძვირია AMD-სთან და ამას პლიუს ძვირიანი გაგრილებებიც უნდათ. ჯამში რას იღებ ოდნავ სწრაფია ზოგ თამაშში. ვსო. პროდუქტიულობაში AMD ბევრად ჯობია და ყველაფრის გათვალისწინებით AMD-ს აღება ჯობია ინტელისას.
-
Intel kabylake-X და Skylake-X, Core i9-სთან ერთად
მათე replied to Barca's topic in Intel & დედა დაფები
@George შენი გამკვირვებია. შენი პოსტებიდან ისე ჩანს ინტელს მაგრად გულშემატკივრობ. არადა ტექნოლოგიაში ჩახედული პირიქით უნდა იყო აქეთ AMD-ს უნდა გულშემატკივრობდე. 3 წლის წინ 4 ბირთვში იხდიდა მსოფლიო 350$-ს. ეხლა ეგერ 3900x 12 ბირთვი 24 ნაკადი 389$-დ უდევს AMD-ს. მაგას დაუმატე ის რომ ამდენი ხანია ასაფორთებს AMD ძველ მაზერებს. ეგეთი ინტელზე ბოლოს 775 სოკეტზე იყო ანუ 12-14 წლის წინ AMD-ს უმადლოდე იმ 10600-ს არსებობისთვის. ლეპტოპებშიც სულ 2 ბირთვიანები ქონდა i3- გინდა i5 გინდა თუ i7. მოვიდა amd და ინება კეთილი და 4 ბირთვიანი u სერიები დადეს 8250u და ა.შ. ჯერ ხალხი რამდენს აგინებდა. როგორია რამდენიმე თვის წინ რომ გაქ ნაყიდი კაი ძვირიანი ლეპტოპი 7 სერიის ინტელზე 2 ბირთვიანი i7-თ და უცებ ეძრობა i5 4 ბირთვიანი რომელიც 2-ჯერ ჯობია მაგას. ეგაა გაღორებული რომ იყო. შენს არგუმენტს რაც შეეხება მართლა მარტო თამაშებიღა დარჩა intel-ს ჯერ-ჯერობით რადგან 10 სერიის კონკურენტი არ დევს. თამაშების მეტს შენ თუ არაფერს აკეთებ კომპზე ხალხი 1000 რამეს აკეთებს და პროდუქტიულობაში AMD ჯობია საკმაოდ. ენერგომოხმარებაში ხომ კოსმოსშია უკვე გასული ინტელი ამ თავისი 14 nm ებით და 5 GHZ-ებით. 10 ბირთვი რომ 16-ზე მეტს მოიხმარს უკვე ნიტოდაა საქმე. სტოკზე რომ წყლის გაგრილება დაგჭირდება პროცესორისთვის რომ არ დაგიდნეს . ვნახე ტესტები 10900k წყალზე დასვეს სტოკზე და 93 გრადუსს მიუკაკუნა სტრესზე. ოღონდ ეხლა ისევ ის არ დაწერო ჩამოვყრი სიხშირეებსო. სიხშირეები თუ ჩამოუყარე რაღაც ყიდულობ მაგ მოდელს იყიდე უფრო დაბალი სიხშირის მოდელი. ვოლტაჟის დაკლებით კიდე მაგხელა სიხშირეს ვერ დაიჭერს 5.3 რო უწერია ბუსტი. მაგხელა სიხშირეებზე სერიოზული ძაბვები უნდა, იმიტომაცაა ენერგომოხმარება გაღმა გასული -
https://www.microcenter.com/product/608316/amd-ryzen-9-3900x-matisse-38ghz-12-core-am4-boxed-processor-with-wraith-prism-cooler lol 389$-დ 12 ბირთვი 24 ნაკადი 3900x. ზუსტად 3 წლის წინ გამოსულ 7700k-ს intel 4 ბირთვს ყიდდა 339$-დ. ხოო სწარფად იცვლება ყველაფერი.
-
100 არა 200 W-მდე ადიან ეგ ულტრაბუქები ეტყობა ძაან ჭღრპღრ საიტებზე ნახულობ ამ ინფოებს. ყველაფრის ნუ გჯერა რასაც წერენ, მობილური 15 W ძირითადად ულტრაბუქებში დგას ხოლმე. მაგათ დამტენები 45-65 W-იანები აქვთ და სულ რომ შუაზე გაიხენ 100W-ს ენერგომომარაგებას მაგის დედაპლატა ფიზიკურად ვერ გაუმკლავდება პროცესორისთვის და კომპი თუ არ დაიწვა იმ წამსვე გაითიშება გადახურებისგან, მაგის გაგრილების თავი არცერთ ულტრაბუქს არ აქვს. ეგ 15 w-იანი cpu-ები მაქსიმუმ 25w-ზეა cpu package ჩაკეტილი. ანუ ინტეგრირებულთან ერთად 25 w-ს არ ცდება მაგათი ენერგომოხმარება. ზოგი OEM 15 w-ზეც კი კეტავს ხოლმე. აგერაც ნახავ თამაშებშიც არ ცდება 25 W-ს სადაც CPUც და GPUც დატვირთულია.
