მათე
მოდერატორი-
Posts
15287 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
130
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
@Sabaton რაც თავი მახსოვს ყველა მაგას კითხულობს როდის დალაგდებაო ეს 10-იო გამოსვლის დღიდან როგორი არეულ დარეულიც იყო ეგეთია. ფაქტია არასტაბილური სისტემაა. აქაც კი ზოგი დაწერს ხოლმე ჩემთან კარგად მუსაობსო და მერე მის პოსტს ვნახავ ამან აურია ახლა მოვრჩი გადაყენებასო აფდეითს გააკეთებ და რაც ცვლილებები შეგიტანია ყველაფერს იკიდებს და მის გემოზე ალაგებს ისევ, არ ვიცი რა ნერვები გაქვთ ამას რომ გუობთ. თუ თამაში უნდა ან სპეციალური პროგრამა მე ასეთების ადგილას, მარტივად dual boot-ს გავაკეთებდი და windows-ში თითს არ დავაკარებდი არაფერს სტოკზე მექნებოდა ყველაფერი უბრალოდ იმ პროგრამებს და თამაშებს ჩავწერდი და ვსო, დანარჩენს ყველაფერს linux-ში ვიზავდი, არც აურდაურევდა ასე windows და დიდხანსაც გაქაჩავდა.
-
@George დატაცენტრები და სერვერები გვიან გადაეწყობიან ხოლმე და ნახავ ნელ-ნელა მაგათ შევიწროებასაც. დღეს ფაქტია რომ CPU-ებში უკვე გაჭირვების ხანა ეწყებათ. ისე ძაან არა ჯერ რათქმაუნდა როგორც AMD-ს უჭირდა თუმცა ნათელია რომ AMD უფრო წინაა. თანხებს კიდე მასე ვერ შეადრი. ერთი კომპანია 10-ჯერ დიდია მეორეზე, თან მისით აკეთებს R&D-ს და დანახარჯები გაცილებით მეტი აქვს ინტელს ვიდრე AMD-ს. თან უკვე ხვდებიან ხომ ერხევათ და nand-ს წარმოება გაუყიდია ინტელს, მანამდე მოდემები გაყიდა, რომელიც თუ სწორად მახსოვს ეფლმა იყიდა. ანუ იშორებენ ყველაფერს, რადგან ვერ ქაჩავენ ყველა ფრონტზე, მაგათი მოდემები ნაგავი იყო ისედაც და ეხლა ეფლი დახვეწავს. CPU-ები კიდე აჰა რაღამდენი + უნდა დაამატონ იმ 14 nm-ს ღმერთმა იცის.
-
@Gogla1990 რათქმაუნდა. მაღალი სიხშირის პროცესორების გამოშვება ადრეც მშვენივრად შეეძლოთ, მაგრამ რატომ უნდა ექნათ. ნუ AMD კი შვებოდა, მაგრამ არქიტექტურა არ უვარგოდა. ტემპერატურებზეც ეხლა მომხვდება ხოლმე თვალში აქ ზოგი რომ წერს 100 გრადუსი არაა პრობლემა მუშაობენ ეგ ახალი ჩიპებიო. რეალურად ყველა ძველი ჩიპიც იმუშავებს 100 გრადუსზე პრობლემა ეგ კი არაა პრობლემა ისაა რომ ეს ახალი ჩიპები იმდენად ცხელებია რომ ის თხელი ლეპტოპები, რომლებშიც დებენ ვეღარ ერევიან. რა უნდა ეთქვა მწარმოებელს, იმას ხომ არ იტყვის ეს სულ ასე იყო, მაგრამ ეხლა ვეღარ ვაგრილებთ და რამდენიმე წელი ესეც იმუშავებს ნორმალურად უბრალოდ ცოტა ადრე მოკვდება ვიდრე გრილად მომუშავე ჩიპებიო. სწორედ ამიტომ უშვებენ უკანასკნელ ლიმიტამდე ვოლტაჟის და სიხშირის მხრივ. ფაქტობრივად გამოწურულია უკვე რაზგონის პოტენციალი მაგ ჩიპებიდან. ES ვერსიებიც კი ადრე რომ მზადდებოდა საკმაოდ დაბალი სიხშირეები ქონდათ, ეხლანდელი ჩიპების ES ვერსიებს კი უზარმაზარი სიხშირეები აქვთ, სწორედ იმიტომ რომ ტესტავენ ჯერ რამდენი შეუძლია ამა თუ იმ არქიტექტურას.
-
https://linustechtips.com/main/topic/1258148-intel-rocket-lake-s-cpu-rumors-core-i9-chips-can-turbo-all-the-way-up-to-54-55-ghz-engineering-samples-already-reaching-53ghz/ ინტელს ეტყობა რომ პანიკაში არიან და სიხშირის გაზრდის მეტი აღარ დარჩენიათ არაფერი. 10nm-ზე ქონდათ გათვლილი Willow Cove არქიტექტურა რომელსაც 18% IPC uplift ქონდა skylake-თან შედარებით, თუმცა ეს ახლები ისევ 14nm-ზეა და ამიტომ მოუწიათ ცვლილებები, ამიტომ მატება მაგხელა ვეღარ იქნება. ახალ i7-ს და i9-საც რომ ორივეს 8 ბირთვი აქვს ეგეც სულელეობაა, დამაბნეველია. სხვაობა მარტო სიხშირეშია. i9-ს 5.4-5.5 ექნებაო single turbo და i7-ს 5.0-5.2. ES-ები 5.3-მდე ქლოქავენო.ES-ები როგორც წესი მაგხელა სიხშირით არ გამოდიოდა. ეგ ნიშნავს რომ სიხშირეებაც ტესტავენ, ანუ უკვე ზღვარზე არიან. მაგაზე მეტს სიხშირეში ვეღარ გაქაჩავენ მითუმეტეს ამ ტექპროცესზე. ფასებს დააგდებენ სავარაუდოდ, რომ მაგით მაინც გაუწიონ კონკურენცია. ერთადერთი gaming-ში ჯობდნენ ცოტათი და zen 3-მა ამოქაჩა როგორც ჩანს და ამით უნდათ ეგ სახელი მაინც შეინარჩუნონ, თუმცა მაგხელა სიხშირეზე რა ენერგომოხმარება ექნება და როგორ გახურდება ეგ კიდევ საკითხავია. ცალკე 100$-იანი გაგრილება თუ დაგჭირდა რაღა გამოვიდა
-
@George არ გინდა რომ ახალ თემაში დადო ხოლმე ეგ ნიუსები? ეს ძალიან ძველი vs თემაა...
-
-
სკრიპტი სადაც გინდა იქ დააგდე, თუ გინდა სადმე PATH-ში ჩააგდე ბარემ ბრძანებად რომ იყოს და systemd-ს პროცესიდან დაუძახე. მოდულები pulseaudio-სი ვიგულისხმე. მაგ პროგრამას უამრავი მოდული აქვს რასაც ტვირთავს და შეამოწმე კომპის ჩართვისას რა არის და შენ რომ არესტარტებ ხელით მერე რა ემატება. კონფიგში გაუწერდი თუ რამე აკლდა და ამუშავდებოდა კომპის ჩართვისასვე. KDE-ს მერე GNOME-ს ვერ ვიტან დიდებია, მძიმეები და კომპლექსურობიდან გამომდინარე ბევრი ადგილია რაც შეიძლება "გატყდეს" და არ იმუშაოს როგორც საჭიროა, მითუმეტეს აფდეითებისას. XFCE-ს რას ერჩი მშვენიერი გარსია, საკმაოდ დიდი ხანი ვიყენებდი და მუშაობდა ხოშიანად arch-ზე. რამდენიმე წლის წინ DE-დან WM-ებზე გადავედი და ეხლა DWM-ზე ვარ ეს კიდევ უფრო სანდოა, რადგან ძალიან მცირე კოდია. მაგ ღილაკებს რაც შეეხება, ეგეც kde-ს ბრალი იქნება. მაგეებს გარსები აკონტროლებენ. შორთქათებში უნდა ნახო ან კონფიგურაციებში. მე ეხლა kde არ ვიცი წლებია არ გამომიყენებია ამიტომ შენით ნახე სად აქვს კონფიგი. ან /etc-ში ექნება, ან home-ში .რამე ფაილში ან .config-ფოლდერში. მე ეგენი სულ event-ებზე მაქვს მიბმული და ჩემით მაქვს აწყობილი სტატუს ბარიც, რომ ხმის, აიპის, დროის, განათების, ენების და ა.შ. ცვლილება აისახოს სტატუს ბარში. ასე გაცილებით lightweight-ა და არც update უნდა და არაფერი ეგ ბრძანება რომ გაუშვი ეგ წარწერები როდის ქნა? დამტენი მიუერთე ან გამოაძრე? მე გითხარი რომ მაგას რომ ჩართავ დაელოდე. ბატარეას რომ მოაკლდება ან მოემატება პროცენტები თუ დაგიწერს რამეს ე.ი. event-ს ისვრის მაგ დროს და შეგეძლება მაგაზე მიაბა სკრიპტი /etc/acpi/handler.sh-ში სულ გაშვებული რომ არ იყოს აი event-ს თუ ისვრის ეს სკტიპტი რომ გააკეთო მაგალითად 5%-ზე და ნაკლებზე გაუშვებს hibernate-ს /etc/udev/rules.d/99-lowbat.rules # Suspend the system when battery level drops to 5% or lower SUBSYSTEM=="power_supply", ATTR{status}=="Discharging", ATTR{capacity}=="[0-5]", RUN+="/usr/bin/systemctl hibernate" ამეებს გადახედე https://wiki.archlinux.org/index.php/Udev#Testing_rules_before_loading https://wiki.archlinux.org/index.php/Laptop
-
დაადებაგე მოდულები? ჩართვისას და დარესტარტების მერე რომელი მოდულებია ჩატვირთული შეადარე? ისე pavucontrol დააყენე და იქიდან ცადე ხმის გასწორება. KDE-ს ქონდა პრობლემა კონფიგებს რომ არ ინახავდა. ისე სხვა გარსი რომ ცადო კარგი იქნება. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით ყველაზე ბანძია kde... ბატარეას რაც შეეხება event-ებს ჩაუჯექი თუ ისვრის პროცენტების მოკლებისას ან მომატებისას udevadm monitor -u -p თუ არა და არც threashold-ები ყენდება შენს ლეპტოპზე მოგიწევს systemd-ს პროცესის დაწერა. ყოველ 2 წუთში ამოწმე პროცენტები და 80-ს ტოლი ან მეტი თუ იქნება გაუშვი ნოტიფიკაცია.
-
გაიხარე, ლექსო, შენც გილოცავ მრავალს დაესწარი! @GIVI-1990 გაიხარე, მადლობა დიდი!
-
წინა თემა 2010 წლისაა და საკმაოდ მოძველებულია, ისევე როგორც ინფო რაც მანდ წერია, ამიტომ მოდით ახალი თემა გავხსნათ და ახალი გამოკითხვა ჩავატაროთ ვის რომელი გირჩევნიათ და რატომ.
-
ლეპტოპებშიც მოვიდა AMD-ს ხანა. ნაკლებ დენს მოიხმარს, ბევრად სწრაფია ჯამში 19% და ბატარეა 25%-თ მეტხანს ძლებს და ეს ყველაფერი ნაკლებ ფასად. მაგრამ სერვერებში მეტ ფულს აკეთებს ინტელი ამიტომ მე ისევ ინტელს ვიყიდი
-
ინტელს სერიოზულად დაერხა. 20 GB-ს საიდუმლო მასალები გაილიკა აი ამ ინფორმაციაზეა საუბარი. Intel ME Bringup guides + (flash) tooling + samples for various platforms Kabylake (Purley Platform) BIOS Reference Code and Sample Code + Initialization code (some of it as exported git repos with full history) Intel CEFDK (Consumer Electronics Firmware Development Kit (Bootloader stuff)) SOURCES Silicon / FSP source code packages for various platforms Various Intel Development and Debugging Tools Simics Simulation for Rocket Lake S and potentially other platforms Various roadmaps and other documents Binaries for Camera drivers Intel made for SpaceX Schematics, Docs, Tools + Firmware for the unreleased Tiger Lake platform (very horrible) Kabylake FDK training videos Intel Trace Hub + decoder files for various Intel ME versions Elkhart Lake Silicon Reference and Platform Sample Code Some Verilog stuff for various Xeon Platforms, unsure what it is exactly Debug BIOS/TXE builds for various Platforms Bootguard SDK (encrypted zip) Intel Snowridge / Snowfish Process Simulator ADK Various schematics Intel Marketing Material Templates (InDesign) https://www.tomshardware.com/news/massive-20gb-intel-data-breach-floods-the-internet-mentions-backdoors
-
Windows 10: HOSTS file blocking telemetry is now flagged as a risk https://www.bleepingcomputer.com/news/microsoft/windows-10-hosts-file-blocking-telemetry-is-now-flagged-as-a-risk/ Windows 10 1909 and 2004 ამ ვერსიებში უკვე დადასტურებულია ეს ფუნქციონალი. ეს ნიშნავს რომ hosts ფაილით თუ ბლოკავდი ტელემეტრიას ანუ microsoft-ს სერვერებს. ეხლა დეფენდერი დაასკანერებს მაგ ფაილს და თუ ბლოკავ ms-ს სერვერებს წაგიშლის ფაილს და დეფოლტ hosts ფაილით ჩაგინაცვლებს, რომელიც არაფერს ბლოკავს ტიპები ყველანაერად ხმარობენს მომხმარებლების კომპიუტერებს, არ მესმის ამ სისტემას რატომ იყენებს ხალხი...
-
@მშვილდოსანი Z-ს თუ არ იყიდი მაღალსიხშირიან ოპერებს ვერ ამუშავებო intel-ებზე იყო news. ეგ კიდე fps და ზოგადად performance-ს აკარგინებს თანამედროვე პროცესორებს. ადრე რომ არ ქონდა სხვაობა ისე აღარაა. 5-7% თ ნაკლები ექნება. Z-ზე აიშვებდა უფრო მაღალი სიხშირის ოპერების გამო.
-
ინტელს მაგრად დაერხა. TSMC-მ არაო Intel Shortages Could Last Until 2023 as TSMC Reportedly Won't Make Extra Capacity https://www.tomshardware.com/uk/news/report-intel-shortages-could-continue-until-2023-as-tsmc-wont-make-extra-capacity თან ვიღაცა მთავარი ინჟინერი მიდისო https://www.cnbc.com/2020/07/27/intel-engineering-executive-murthy-renduchintala-will-leave-company.html
-
ცოტა ზემოთ მიდევს 4750G-ს vega 8-ს შედეგები სადაც მაგ 3400g-ს vega 11-ს საკმაოდ აჯობა. მალე დაიდება დეტალური ტესტირება. intel-ს 10700k-ს სახეს ახევს. 3-4-ჯერ სწრაფი გრაფიკა აქ. პროცესორი ხომ ძაან მაგარია და ბონუსად RX 550-ს დონის გრაფიკა უდევს. ბევრად უკეთესი არჩევანია ვიდრე ნებისმიერი ინტელი.
-
მე როცა ვამბობ რომ ძლიერია 10700-ზე ვგულისხმობ თამაშების გარდა ყველაფერს, შენ როცა ამბობ 10700 ჯობიაო მაგასო გულისხმობ მარტო თამაშებს ეგერ ზემოთაც დევს single thread, multi, 7zip და ა.შ. კომპილაციებზეც მაგრად ჯობნის AMD. განსხვავებას ხომ ხედავ? თამაშები აინტერესებს ალბათ 10%-ს მაგ დონეზე რომ ეგ განსხვავება ადარდებდეს, მითუმეტეს მაგ 10%-შიც იქნება ხალხი ვინც საქმესაც აკეთებს 24 საათი თამაშის გარდა ასე რომ overall ryzen-ზე ისედაც ყველა reviewer ამბობდა რომ სამუშაოდ ჯობია საკმაოდ, მხოლოდ თამაშებში ჩამორჩებიანო intel-ებსო. ეხლა ფაქტობრივად RX 550-საც ყიდულობ მაგ პროცესორთან ერთად ისეთი ძლიერი iGPU აქ. ძალიან მაგარი პროცესორია. მაგაშია საქმე თამაშები საერთოდ არ მაინტერესებს და დანარჩენში ყველაფერში AMD ჯობია. ამიტომაც მირჩევნია და უმეტესობა მასე იქნება. მასეთ high ultra გრაფიკებზე gamer-ებზე ბევრად მეტი არაგეიმერები არიან. მანდ ბევრი ისეთიც იქნება ვინც თან თამაშობს და თან მუშაობს, მაგათაც AMD ერჩივნებათ. ასევე არის ღორი კომპანიის ფაქტორი. ოდნავადაც რომ ჩამორჩებოდეს მაინც AMD-ს ავიღებდი. ოდნავში 2-5%-ს ვგულისხმობ და არა ბულდოზერისნაერ fail-ს
-
For HK$280 / US$36 when compared to the 3700X, you get a GPU which can handle basic 1080p gaming, satisfying needs for light gaming between work or study sessions. When compared to the 10700, the 4750G is HK$110 / US$14 more expensive, but what you get is a significantly more capable CPU and GPU, CPU/GPU/RAM overclocking support and more. There is simply no reason to buy the 10700 as it is basically irrelevant in the competition. მართლაც რომ სრული უაზრობაა მაგ 10700-ს ყიდვა. თან სწრაფ RAM-ებს ვერ გამოიყენებო თუ Z ჩიპსეტი არ გაქო და Z რად გინდა მაგასთან მაინც არ რაზგონდება, მოკლედ ძალიან მაგარი არჩევანია ეს AMD 4750G. ინტეგრირებული ვიდეო RX 550-ს დონეზე უბერავს მაგის VEGA 8. ინტელის UHD 630-ს სახეს ახევს 3-4 ჯერ სწრაფია.1080p-ზე ითამაშებ კიდეც და თან საქმესაც ხოშიანად გააკეთებ. მე ეხლა რამე მსგავსი მინდა ლეპტოპებში და ეგაა, უკვე მეცოდინება რაც უნდა ვიყიდო. iGPU-ებე მევასება ენერგომოხმარება, ტემპერატურა, დრაივერებზე პრობლემები linux-ში, ყველანაერად ჯობია iGPU-ები და ასეთი ძლიერი თუ იქნება ისედაც არ იქნება საჭირო eGPU თუ 2k 1080p-ებზე ultra-ებზე არ გინდა თამაში. 4750G 3700X 10700 R20 1 Core CPU 503 506 495 R20 All Core CPU 4765 4896 3779 7Zip Compression 63293 63363 58323 7Zip Decompression 92501 96501 76234 CPUID 1 Core 540.6 533 508.5 CPUID All Cores 5772.2 5686.4 4038.9 FireStrike FireStrike Extreme Time Spy APEX Legends 1080p low DOTA 2 1080p low Fortnite 1080 low Unigine Heaven 4.0 1080p low Radeon RX 550 3924 1899 1299 42.2 65.4 67.2 36.1 UHD Graphics 630 1228 572 456 8.6 19.6 22.1 5.6 RX Vega 11 (3400G) 3425 1804 1307 37.9 55.2 57.9 31.5 RX Vega 8 (4750G) 4152 1872 1586 41.6 62.5 65.8 51.9 GeForce GT 1030 3443 1704 1247 39.5 61.4 63.4 34.1
-
ეს ვინც კიდე იმას ამტკიცებს რომ AMD-ს მაზერები ძვირიაო. თურმე ნორმალური სიხშირე თუ გინდა Z ჩIპსეტი უნდა იყიდო დანარჩენებზე ინტელი ბლოკავს RAM-ს სიხშირეებს, ამავდროულად კარგავს performance-ს. როცა AMD-ს მხარეს ნახევარი ფასის მქონე მაზერები გაძლევენ ყველაფერს რასაც Z ჩიპსეტი ჭირდება. რომ შეკრიბო AMD ფასი წარმადობით ყველანაერად უკეთესი გამოდის მათ შორის თამაშებშიც და ისე კი პროდუქტიულობაში ისედაც და ასედაც უფრო სწრაფია ვიდრე ინტელები, მარტო თამაშები აქ დარჩენილი იქაც სხვაობა 2-3% lol.
-
130+ ბენჩმარკის შედეგები ახალ XT სერიებსა და intel-ებს შორის https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=amd-ryzen-3000xt&num=9 Of the 134 benchmarks ran in total, when just looking between the Ryzen 5 3600XT and Core i5 10600K, the AMD part was 4.6% faster than the Core i5 10600K. The Ryzen 9 3900XT meanwhile came out less than 1% faster than the Core i9 10900K with this mass array of benchmarks but with significantly lower power use. Obviously if breaking it down to just the multi-core results and other areas is where the Ryzen 9 3900XT delivered the biggest blows over the Core i9 10900K while the Intel Comet Lake CPU tended to lead in a number of the single-threaded workloads. თან აჯობა XT-ებმა და თან ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარდაო Gaming-ში ის მცირე სხვაობაც ამოუქაჩია მაგ XT სერიას. აგერ 3600 XT vs i5 10600k minimum-ებშიც კი ბევრი რომ ყურადღებას ამახვილებდა ზოგან ჯობია ეგ XT.
-
It gets hotter than than the sun for a few seconds just enough to win in G(c)eek(rap)bench. ეგ ინტელის ახალი სერიები მართლა დუხოვკებია
-
მაგის key 10-ზეც უნდა წავიდეს. მქონია შემთხვევა laptop-ს 7-ს key ეწერა უკან და 10 გააქტიურა რომ შევიყვანე. ლეპტოპი მეორე მაქ 10 სანამ გამოვიდა იქამდე გამოუშვეს და ეგეც ააქტიურებს 10-ს უპრობლემოდ.
-
ხედავ, იაპონიაშიც კი სადაც შენი თქმით ათწლეულები ერთ ბრენდს ეტრფიან ხედავენ იმას რომ AMD-მ სერიოზული პროცესორები დაამზადა და აქტიურად ყიდულობენ AMD-ს პროცესორებს. ეგ გარდაუვალია რათქმაუნდა, როცა წარმადობით აშკარად ჯობია AMD არქიტექტურითაც, რადგან ნაკლები სიხშირით ჯობნის. 4xxx სერია კიდევ უფრო გაამყარებს მაგ პოზიციებს. 10 სერიამაც კი არ უშველა ინტელს. თუ ასე გააგრძელა ინტელმა ჩამორჩენა ეგ 67.4% კიდევ უფრო გაიზრდება AMD-სთვის და ინტელის 32.6 კიდე შემცირებას განაგრძობს.
-
აი აქ ჩანს რაშიც ძალიან ცდები ესე ტექნოლოგიებში ჩახედული არ იზამს, რადგან CPU-ს არჩევისას კომპანიის დახოდებს არ გაითვალისწინებს არავინ. მაღაზიაში ტიპი რო შევა კონსულტანტს იმას ხომ არ ეკითხება არა ეს ლეპტოპი რომ dell-მა გამოუშვა, რამდენი აქვს market share, კონკურენტებს ხომ ჩაგრავს 2020-წლის Q3-ში შემოსავლებშიო? აა ვერა? Lenovo ჩაგრავს Q3-ში დახოდებით? მაშინ lenovo-ს ავიღებო intel-ს 4 ბირთვს არ ამჯობინებს AMD-ს 12-ს იმიტომ რომ intel-ს 98% სერვერების ბაზრის წილი აქვს. lol მაგარ სისულელეზე ვლაპარაკობთ რა უკვე. სად დახოდები და სად CPU რომელი ურჩევნია მომხმარებელს წარმადობით. ვაახ მსგავსი მართლა არაფერი წამიკითხავს ტექფორუმებზე. linus-ც დებილი ყოფილა AMD-ზე რომ გადავიდა, ეტყობა არ იცოდა რომ intel-მა 19 მილიარდი მოღუნა უკვე და AMD-მ 1.4 ესე ძალიან თუ მოგწონს წარმატებული ბრენდები ტელეფონი რა გაქვს? უეჭველი iphone უნდა გქონდეს. მაგაზე უფრო ფინანსურად წარმატებული ბრენდი არ არსებობს მობილურების ბაზარზე.
-
ჩაისვრის და გადავალ უკეთეს ვარიანტზე რა პრობლემაა ვერ ვხვდები? amd-ს ფანი კი არ ვარ intel-ს და nvidia-ს რო ფანები ყავს ისეთი lol. იაფი როა და რომ ვხედავ რომ ჯობია იმიტომაც მომწონს მეც და სხვებს. ჩაისვრის? გამოუშვებს ბულდოზერებს ისევ? აღარ მომეწონება და აღარც ვინმეს ვურჩევ. იმას კი არ დავიწყებ აი იცი რა amd-მ სერვერებში წილი ვერ დაიბრუნა 2-%ზეა და მოდი არ იყიდო, ან აი Amd-ს დაფინანსება არ აქ და არ იყიდო. მე მაინტერესებს cpu. ეხლა 100% amd ჯობია ჩემთვის და ბევრი სხვისთვის. ბევრად უკეთესი ვარიანტია overall. ხოდა ყიდულობს ხალხი amd-ს. საქართველოშიც კი მაღაზიებს შემოაქვთ. ეს ხომ წარმოუდგენელი იყო? ეს არის 99.9% მომხმარებლების ხედვა.
