Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15287
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    130

Everything posted by მათე

  1. ვერ გაქაჩა ინტელმა და საბოლოოდ მაინც დანებდა TSMC to Kick off Mass Production of Intel CPUs in 2H21 as Intel Shifts its CPU Manufacturing Strategies, Says TrendForce TSMC-ს 5nm ინტელის 10 nm-სას ბევრად ასწრებს, სწორედ ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, თორემ amd-ს უკვე სერიოზულად ჩამორჩა მაგ მხრივ.
  2. Intel მუშაობს iGPU-ს patch-ების გამორთვის შესაძლებლობაზე. ეს იმ vulnerability-ებს ეხება haswell-ს iGPU-ებს სახე რომ გააძრო 52% performance რომ დარჩა და ფაქტობრივად ivy bridge-ს iGPU-ს დონეზე რომ ჩამოწია სიმძლავრით. https://www.phoronix.com/scan.php?page=news_item&px=Intel-i915-mitigations-off-Opt CPU-ს სისუსტეების გამორთვაც შესაძლებელია საბედნიეროდ ნუ linux-ში mitigations=off კერნელის პარამეტრით ირთვება მარტივად. იმ ადგილებში სადაც ეგ სისუსტეები იქნა აღმოჩენილი ჩატარებულია დეტალური კვლევა და haswell-დან მოყოლებული 9 თაობის ჩათვლით ძალიან დიდია performance დანაკარგი, ეს პარამეტრი კი დაცვებს თიშავს, თუმცა რათქმაუნდა უსაფრთხოების დაქვეითება ხდება. მანდ რამდენიმე საშიშია საკმაოდ, რადგან მაგ სისუსტეების exploit javascript-დანაც შესაძლებელია, ეს კი ნიშნავს, რომ საიტზე უბრალოდ შესვლაც კი საკმარისი იქნება მათ გამოსაყენებლად, ბოროტმოქმედების მიერ. სასურველია თუ მაინც გინდათ გამორთოთ დაცვები სათითაოდ ქნათ ეს და javascript-თ მარტივად exploit-რებადი სისუსტეების patch-ები დატოვოთ ჩართულ მდგომარეობაში. ხო მანდ დაცვებში იდეაში HT-ს გამორთვაც იგულისხმება, ბევრ რომ გონია დაცვები ბოლომდე მაქ ჩართულიო და მიკროკოდიც დააფდეითებულიო HT ჩართული თუ აქვს მაინც არაა ბოლომდე დაცული, საჭიროა HT-ს გამორთვა ამისთვის.
  3. ამის გამო იყო ლეპტოპებში AMD-ზე ვიდეობარათები ლიმიტირებული და high end-ებს რომ ვერ აყენებდნენ. ეხლა ეგ პრობლემაც მოგვარდა და ლეპტოპებშიც დაიწყებს ამოქაჩვას AMD, როგორც დესკტოპებში რომ გადაასწრო უკვე ინტელს და დატოვა ინტელის fanboy-ები გაღიმებული :D
  4. ჩინური კიდე ხო მაგრამ რუსული ნაღდად არ გვაწყობს, ისედაც მაგათ ხელშია მთელი ქართული ინტერნეტსივრცე და მოსახლეობის კომპიუტერები ეს 2008-შიც ნათლად გამოჩნდა. პირიქით უნდა ვიშორებდეთ მაგათ კრეკებს და გატეხილ სოფტს, ასევე mail.ru-ებს და ა.შ. ყველაფერს. ეგღა გვაკლია ეხლა hardware backdoor-ებიანი მაგათი წარმოების ტექნიკაზე გადავიდეთ. Sailfish OS არის ასეთი მობილური ოპერაციული სისტემა linux-ზე დაფუძნებული, რომელიც ძალიან დახვეწილია, მითუმეტეს ანდროიდის პროგრამებს თავისუფლად უშვებს, მაგრამ რაც რუსებმა დაიწყეს ფათური მაგაში დავანებე თავი, close source ნაწილები აქ და მირჩევნია არ მეყენოს, არადა ქართული კლავიატურა გავაკეთე მაგ სისტემისთვის არ ქონდა და რამდენიმე სხვა პროგრამაც დავწერე და რეპოზიტორიც მქონდა რომ მაგ სისტემის მომხმარებელს დაეყენებინა, მთლიანად სისტემის გადმოქართულებაზეც ვმუშაობდი, მაგრამ გამიქრა ინტერესი საერთოდ მაგ მიზეზით. ალტერნატივაც გამოჩნდა მითუმეტეს სუფთა ლინუქსის სახით მობილურებზე postmarket OS. ისე კი სანამ ჩინურები და რუსულები წამოვა მანამდე ARM-ზე გადავა ყველა. ეხლახანს ჰუავეიმაც დადო დესკტოპები რამდენიმე ARM-ზე საკმაოდ ძლიერები. ლეპტოპებში ARM დაუმარცხებელი იქნება apple M1-ს რასაც ვუყურებ მაგის შემხედვარე ვამბობ. AMD-ს ეგ წლები უფრო მაყუთის მოსაგროვებლად და სასერვეროებში წილის გასაზრდელად დაჭირდება, თორემ თვითონ პროცესორებით IPC-თ უკვე უფრო წინაა ვიდრე intel ანუ თვითონ არქიტექურა intel-ზე გაცილებით დახვეწილი და სწრაფია.
  5. მობილურ სეგმენტში შედარებით გვიან აისახება. დესკტოპებში ძალიან მარტივია upgrade ფაქტობრივად დედაპლატას და პროცესორს გამოცვლი და ვსო, მეტი არაფერი უნდა და ლეპტოპი ახალი უნდა იყიდო CPU რომ შეცვალო, თანაც ბევრს წლები ერთიდაიგივე ლეპტოპი აქვს ხოლმე. ბიზნესებიც კაი ხანი იტოვებენ და ხშირად ლეპტოპებს ყიდულობენ ხოლმე უფრო ბიზნესკლასისას thinkpad-ებს და dell-ებს. ნელ-ნელა ლეპტოპებში წამოვა ჯერ AMD-ს ლიდერობა და სერვერული სეგმენტი ყველაზე გვიან ასახავს AMD-ს წინსვლას. მანდ კიდევ უფრო უარესადაა და უფრო დიდი დრო უნდა cpu-ს შეცვლას. ნუ რეალობა ისეთია რომ დღეს amd ინტელს უსწრებს მაგრამ ზოგ ინტელის ფანს რაც დაელაპარაკები. სერვერშიო 98% აქო და amd-ზე მეტ ფულს აკეთებსო დაწერენ და ამიტომ ინტელი ჯობიაო ანუ მეტ ფულს თუ აკეთებს ამიტომ ჯობია
  6. სასაცილო უფრო იმის მტკიცებაა, რომ ეგ ტესტები რასაც წერ თან ბენჩებს ისეთ ""სტაბილურ" სისტემაზე აღწერ რომ მეტი არ შეიძლება, ვიღაცის ნაჩალიჩარი ზბორკაო, ეს ამოვჭერიო ის მივჭერიო. სხვაობას performance-ში და ცდომილებებს მარტო ეგ გარემოებები მოგცემს. მაგ დაცვების შემქმნელები mailing list-ებში წერენ იმას რომ ძველ სერიებზე სერიოზული დანაკარგი აქვს. მანდ პროცესორების გარდა ძველი სერიის iGPU-ებსაც აეხათ სახე ისე რომ იცოდე, განსაკუთრებით კაკრას haswell-ს iGPU-ს რომელმაც პერფორმანსის 42% დაკარგა და წინა თაობის iGPU-ს დონეზე დარჩა https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=intel-gen7-hit&num=1 When taking the geometric mean of all graphics tests ran, the Core i7 3770K was 18% lower from this lone mitigation while the Core i7 4790K fell by 42%! The mitigated i7-4790K HD Graphics 4600 performance basically put the performance in line with the pre-mitigated i7-3770K graphics performance. Haswell (or at least the Core i7 4790K) appears to get hit particularly hard, more so than the Core i7 3770K. KVM: Mitigation: VMX disabled -> https://lkml.org/lkml/2019/11/12/1129 Full generic retpoline, IBPB: conditional, IBRS_FW, STIBP: conditional, RSB filling -> https://lkml.org/lkml/2018/1/4/615 კიდევ ათობით ეგეთი მიმოწერა და განხილვებია, ვისაც დააინტერესებს შეუძლია თავად მოძებნოს lkml-ზე, მანდ intel-ს redhat-ს, google-ს და სხვა დიდი კომპანიების თანამშრომლები მუშაობენ, ვინც ხელფასზეა linux-ს kernel-ზე, ასევე 1000-ობით ენთუზიასტი, თუმცა კოდის review რათქმაუნდა ხდება სანამ დაიმერჯება master-ზე. ასე რომ შენი "არგუმენტები" ბრაუზინგი კარგად მუშაობსო და თვალით ვერაფერს ვამჩნევო სასაცილოდ არ ეყოფათ მაგათ. მე გავათავე ამაზე წერა, თუმცა მე არც დამიწყია, უბრალოდ პროფესიონალების მიერ ჩატარებული ბენჩები დავდე და შესაბამისი აღწერაც სადაც ნათელია საკმაოდ დიდი პერფორმანს დანაკარგი ინტელის 4 სერიიდან მოყოლებული 9-მდე. თუ საპირისპიროს მტკიცება გინდა გითხარი ეგერ დეველოპერებს მიწერე და ჩემზე გაცილებით კომპეტენტურები არიან, მათი დაწერილია ეგ დაცვები და აგიხსნიან და გაგარკვევენ მაგ საკითხებში, მანამდე კი არ მგონია მაგაზე დისკუსია სწორი იყოს.
  7. რა დავწერე და შენ რას წერ. არ მესმის კონკრეტული ზოგი mitigation თორემ რამდენიმე მათგანის დოკუმენტაცია დეტალურად მაქ წაკითხული და დეველოპერების მიმოწერაც ნანახი ვინც ეგ დაცვა დაწერა. არ მგონია შენ მაგ დაცვებით დაინტერესებულიყავი... დავიწყოთ იმით რომ ძირეულად არასტაბილურ სისტემას იყენებ და თან ანახლებ ხოლმე, რასაც კიდევ უფრო მეტი არასტაბილურობა შემოაქ. რა KIS,რა დეფენდერი, რის update 1809 1903 თუ მოლხერის ზბორკა და nlite და game mode. არ არის ეგ ის გარემო სადაც მსგავსი დაკვირვებების განხორციელება შეიძლება. ამ ხალხმა სტაბილური გარემო გააკეთა linux-ზე და ის კონკრეტული CPU-ს ნაწილი დატესტა რაზეც ეგ კონკრეტული mitigation-ები მოქმედებენ, სათითაოდ ჩამოთვალეს თანაც. მე კი უბრალოდ მათი გატარებული ტესტები დავდე. საერთოდ რა აზრი ქონდა შენგან ამ დისკუსიის დაწყებას, თუ გინდა მოგცემ მაგ დეველოპერების მეილებს და შენით მიწერე რომ აზრზე არ ხართ თქვენთქო აგერ მე თვალით ვერაფერს ვამჩნევ და საერთოდ არ აქვს დანაკარგითქო. მერე თუ დაგბლოკეს მე არ დამაბრალო
  8. @George მე რაში მანაღვლებს შენ გჭირდება თუ არა, ან იმათ, როცა მაგ ტესტის გაკეთება გადაწყვიტეს? ფაქტი სახეზეა და რომ იცოდე მანდ შენზე და ჩემზე ბევრად უფრო მცოდნე სასტავი ზის და მაგ ტესტებს ატარებს, თავადაც იღებენ ხოლმე დეველოპმენტში მონაწილეობას და სრულიად შესაძლებელია, რომელიმე მათგანი რომელიმე ფიქსზეც კი მუშაობდა და ძირეულად ესმის პრობლემა რას ეხება და რა პერფორმანსი იკარგება, შენსავით თვალით კი არ აფასებენ მაგას მე რა ბეჩებიც ჩავატარე მაგ ბენჩების გადმოწერა მაგ საიტიდან შესაძლებელია mitigations=off სულ ყველაფერს რომ თავი დაანებო კომპის ჩართვაზეც კი ეტყობა რომ აჩქარებს. 6.9 წამი უნდა ხოლმე როგორც წესი ჩემთან, ხოლო დაცვებ გამორთულზე 6.2 წამში ეტევა. 0.7 წამი კიდევ მაგ დროებში საკმაო სხვაობაა მარტო ჩართვაზეც კი ეტყობა. სახის ახევა ქვია მაგდენ ბენჩებში performance-ს 75% რომ დარჩა ეგეც HT ჩართულზე. ბოლომდე რომ ჩართო ყველა დაცვა და HT გათიშო რადგან HT-შია ერთ-ერთი სისუსტე და სხვანაერად არ იფიქსება დაგრჩება 65-70% მაქსიმუმ მაგ შენი 4770-ს სრული პერფორმანსის. სად რას იყენებ, რომელ CPU-ს ნაწილზე როგორ მოქმედებს 1000 რამეა მანდ, ერთმა ბენჩმა შეიძლება არ გამოავლინოს დანაკარგი, მეორემ კი. სწორედ მაგის გათვლითაა ეგ ტესტები გაკეთებული, მაქსიმალურად დაგანახეს რომ აი ამდენი performance იკარგება ამ დაცვების გამო. რომ გესმოდეს რას შვება ეგ mitigation-ები მიხვდებოდი რომ performance-ს დანაკარგის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია მათი მუშაობა. მეც არ მესმის ყველა მათგანი, თუმცა ზოგიერთის რაც დამაინტერესა დოკუმენტაცია წაკითხული მაქვს და LKML-ზე თვალყურს ვადევნებდი დეველოპერების განხილვას როცა ამ mitigation-ებზე მუშაობდნენ, რომ linux-ს kernel-ში ჩაედოთ, მათ შორის თვითონ linux-ს კერნელის შემქმნელის წერილებსაც, ასე რომ მაპატიე, მაგრამ linux-ს kernel-ს შემქმნელის და დეველოპერების უფრო მჯერა ვიდრე შენი
  9. CPU-ს vulnerability-ების აღმოჩენიდან 3 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა https://www.phoronix.com/scan.php?page=article&item=3-years-specmelt&num=1 როგორც მოსალოდნელი იყო სახეს ახევს ძველ 4,5,6,7,8,9 სერიების intel-ებს. From the tests run for this article, the Core i7 7700K and 8700K were seeing around 75% the performance of the unmitigated (mitigations=off) ანუ 25%-ს კარგავს 7700k-ც და 8700k-ც მაგ fix-ებით. ასევეა 9900k-ც. აქ HT-ს გამორთვა არ იგულისხმება, თორემ ეგ რომ გამორთო და 4/4 ბირთვი/ნაკადზე დასვა ფაქტობრივად ორიგინალი performance-ს ნახევარიღა დაგრჩება. ბოლო 10 სერიის ინტელი ორიგინალის 95% პერფორმანსს იჭერს და AMD 90%-ს. რასაც ბენჩებში და ტესტებში ხედავთ ეგ mitigated პერფორმანსია და როგორც ჩანს ახალ სერიებში ყველას ისედაც მოწონს. აი ჰასველიდან მოყოლებული 9 სერიის ჩათვლით კიდევ სახე ეხევათ ინტელებს lol
  10. გაღვიძებაც მარტივია ნებისმიერ ტელეფონზე, უბრალოდ სადაც სპეციალური hardware არ აქვს ელემენტს დახარჯავს, რადგან digitizer უნდა იყოს აქტიური. ბევრ სხვა ტელეფონსაც აქვს ორიგინალ სისტემაზეც, მათ შორის ჩემ pixel-საც და ზოგადად როგორც ზემოთ დავწერე ნებისმიერ ტელეფონზე შეგიძლიათ მაგ ფუნქციის დამატება. საკმაოდ ბევრ custom rom-შია ეგ ფუნქცია ჩადებული.
  11. Running ChkDsk on Windows 10 20H2 may damage the file system and cause Blue Screens https://www.ghacks.net/2020/12/19/running-chkdsk-on-windows-10-20h2-may-damage-the-file-system-and-cause-blue-screens/?amp ძაან ბანძები არიან. არ მესმის ამხელა კომპანიამ ერთ სისტემას როგორ ვერ უნდა მიხედო. ყოველ განახლებაზე უაზრო ბაგებით შეიძლება გამოტენო სისტემა?
  12. პირდაპირ კალი ლინუქსით დაწყება არამგონია კარგი იყოს. მანდ თან default-დ root უზერით ხარ ხომ? ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვნახე kali. მას მერე აღარ მყენებია debian-ს ოჯახიდან სისტემა. linux mint-თ დაიწყე შესწავლა. პენტესტინგში გაქვს გამოცდილება თუ linux-ს და პენტესტინგის შესწავლას ერთდროულად იწყებ? მიყევი რიგ-რიგობით. ინფორმაცია ნეტში საკმაოდაა. linux-ს რაც შეეხება https://wiki.archlinux.org/ აქ ყველაფერი წერია, უბრალოდ arch based-ა manjaro-ა იდეაში ეგეთი მარტივი, მაგრამ აქვს რაღაც მინუსები. youtube-ზე უნდა ნახო ძირითადად beginer-ებისთვის საკმაოდ ბევრი ვიდეოა linux-თან დაკავშირებით. თუ ინფორმაციის მოძიება იცი ნეტში არ გაგიჭირდება ფუნქციონალის შესწავლა. reddit-ც საკმაოდ დიდი წყაროა ინფორმაციის და ლამის ყველა დისტროს აქვს მისი subreddit მანდაც დარეგისტრირდი გამოგადგება. askubuntu-ზეც ბევრ რამეს ნახავ. ნელ-ნელა უნდა მიყვე ყველაფერს ერთდროულად ნუ დაუწყებ ჩალიჩს, ჯერ ლინუქსი დაამუღამე terminal-თან კომფორტულად გახდი და მერე გადადი პენტესტინგზე.
  13. @Dachiეს თემა linux gaming-ს ეხება და არ გააოფო! დახმარების განყოფილებაში გახსენი თემა -> https://www.overclockers.ge/index.php?/forum/87-დახმარება/ https://www.gamingonlinux.com/2020/12/direct3d-12-to-vulkan-translation-layer-vkd3d-proton-version-21-is-out VKD3D ჩაუშენებიათ proton-ში. vulkan-ს layer-ია. მაგაზე ერთი ტიპი მუშაობდა მარტო და სერიოზული შედეგები დადო. მერე valve-მა გადაწყვიტა რომ დაეფინანსებინა ეგ ტიპი და ეხლა ფაქტობრივად valve-ს დაფინანსებით მუშაობს უკვე. მასეთი რესურსებით ეგ ტიპი კიდევ უფრო კარგ შედეგებს დადებს. 90%-ზე იყო ორიგინალი performance-ს როცა დაფინანსება დაიწყეს, მანამდე ფაქტობრივად მისი ძალებით მივიდა. linux gaming-ს ძალიან წაადგება მისი ნამუშევარი.
  14. თამაში რამდენიმე დღეა გამოვიდა და day 1 support ქონდა უკვე linux-ზე. საკმაოდ კარგ პერფორმანსსაც იძლევა. ეგ სხვაობა კიდევ შემცირდება 5.10 kernel-ში ახალი system call-ები ემატება. ძალიან შთამბეჭდავია 2 layer-ში გადის ფაქტობრივად და მაინც ასეთ კარგ შედეგს დებს ამ დრონის თამაში windows-სთან შედარებით. კომპიუტერის მონაცემები: Benchmark Info: Resolution 1920x1080 Linux Driver: mesa-tkg-git 21.0.0_devel.132121.9d22c438cba-1 Windows Driver: 20.12.1 Windows Version 1909 (OS Build 18363.836) Proton 5.13-4 System: Cpu: i7 8700k @ 4.7Ghz Memory: 16GB G.Skill Trident Z 3200 Mhz Graphics Card: Vega 56 Motherboard: Asus Rog Strix Z370-E Gaming Operating System: Arch Linux 5.9.13-98-tkg-cfs
  15. აი ამას ვამბობდი. ეგ M1 x86-ებს ჩაანაცვლებს მეთქი. ინტელის i9-ებს ჯობია ბევრგან და რა გასაკვირი ეგ იყო, მაგრამ ბევრს გონია რატომღაც რომ arm ჩამორჩება x86-ს, არადა იმდენი hardware accelerator აქ რომ ბევრ საქმეში უკვე უკან ჩამოიტოვა. GPU ძალიან ეხმარება მაგ M1-ს. ინტელზე გაცილებით ძლიერი GPU აქვს. 15%-დან 2 კვირაზე ნაკლებ დროში 27.1%-მდე ასულა market share იაპონიაში დესკტოპებში apple. M1 Mac mini overtakes entire Japanese desktop market in less than 2 weeks https://appleterm.com/2020/11/30/m1-mac-mini-desktop-market-share-japan/
  16. ეს არის ძალიან კარგი ვერსია 10-ს ვისაც გინდათ gaming იქნება თუ ისე https://www.ntlite.com/community/index.php?threads/windows-10-ltsc-1809-optimize-gaming-poweruser-runtime-profile-retaining-maximum-compatibility-for-x64-uefi-systems.771/ ntlite-ს ფორუმია. LTSC 1809 ვერსიის preset-ა და მარტივად ჩააიმპორტეთ და დააპატარავეთ.
  17. ერთი უცნაურობა ისაა რომ 4 GB RAM რომ მივეცი პროცესების რაოდენობა 73 გახდა და 700-800 MB-ს იყენებს. windows-ს დებილი დედაც. აი რა შუაშია პროცესების რაოდენობა RAM-თან? ჩემი linux 13324235 TB RAM-ზე რომ ჩართო შეილება 160-ს ნაცვლად 200-220 გამოიყენოს კარგი მაგრამ რა 24 თუ რამდენი პროცესიც მაქ იმდენივე იქნება ზუსტად! არა რა 10 იმენა ნაგავი სისტემაა, მისით წყვეტს ფაქტობრივად ყველაფერს და შენ თუ გადაუწყვეტ რამეს მოვა update ბიძია და დედას ტირობს ყველა ნასტროიკას.
  18. ასე კარგად ვერ გამოშიგნავ მაინც.
  19. ჰაჰა დაჟე იმ intel-ს საცოდაობას რაც შეეხება, თავიანთი ლეპტოპი მოდიფიცირებული ყოფილა იმ ბენჩებში რომ გაცილებით მაღალ TDP-ზე ემუშავათ. ისე კარგი რეკლამა კი გაუკეთეს AMD-ს, რომ თურმე AMD მწარმოებლებს აძლევს არჩევანის უფლებას ლეპტოპებს ქონდეთ ძალიან მაღალი performance ან ქონდეთ დიდი battery life lol ამხელა კომპანია რომ ასეთ დონეზე დაეცემა. მაგათ ხომ არ დაავიწყდათ 28 ბირთვიან 5 ghz-იანი პროცით რომ ბლატაობნენ და გასაგრილებლად მაცივრის ხელა სისტემა რომ ეყენათ გვერდით lol.
  20. 1 ხმაურის დონე იმიტომ შემცირდა რომ ფანი საერთოდ არ აქვს 2 rosetta ძალიან მაგარი რამეა. ემულატორი არაა ეგ binary translation layer-ა. პირველი ვერსია PowerPC-დან თარგმნიდა intel-ზე და ეს მეორე intel-დან თარგმნის apple silicon-ზე. ეს layer დროებითია და იდეაში იმისთვისაა რომ დეველოპერებს დრო ქონდეთ საკუთარი სოფტი native-დ გააკეთონ apple silicon-სთვის. იდეაში არც CrossOver არაა ემულატორი, compatibility layer-ა როგორც wine. სწორედ ამ უკანასკნელზეა დაფუძნებული 3 Windows 10-ს დაინსტალირებისთვის mac მზადაა და apple-ს თქმით 10 თუ არ ყენდება ახალ მაკზე ეს მომხმარებლებმა MS-ს უნდა მოთხოვონ და არა Apple-ს. ისე კი windows ARM-ზე ძაან ბანძია. ვნახოთ MS თუ გახდის ამას შესაძლებელს.
  21. დავდე მაგაზე ზემოთ ინფო და განხილვა თუ როგორ ცდილობს ინტელი ამ ინფორმაციებით ლიდერობის შენარჩუნებას. საცოდაობაა უკვე ამის ყურება. მითუმეტეა ეგ delay AMDს კი არა კონკრეტული OEM ების ხელშია, ანუ optional ა და ვისაც როგორ უნდა ისე დააყენწბს.
  22. ხოდა ოს რომ 8 ჯერ სწრაფია მხოლოდ 1.6 ჯერ მეტი ენერგიით ჯობნაა აბა რა არის? ლეპტოპებში იკიდებს უკვე ფეხს. დიდი დრო არ დარჩენილა სანამ arm ზე დესკტოპ ტიპის პროცესორიც არ დაიდება. ეფლს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს და ნახავ დეველოპერებსაც და შენს მაიკროსოფტსაც როგორ გადაიბირებს ეგ კომპანია. ტელეფონების სამყაროც ეფლმა შეცვალა და ეხლა ლეპტოპებს და კომპიუტერებს მოადგნენ. ზისტად იმ დროს ინტელი რო ჩიხშია უკვე და ორივე კომპანია რო მარტო სიხშირეს და ბირთვებს აწვება. სხვა სიახლე რომ აღარ აქვთ. აქ მომხმარებელზე ძალიან იმოქმედებს ენერგომოხმარება. ეგ ეფლი ეგერ რა სწრაფია და რამდენ ხანს მუშაობს. ვინღა იყიდის ისეთს რომელიც იგივე სიმძლავრისაა და 2 ჯერ ნაკლებ დროს მუშაობს პლიუს ტვინს ბურღავს ფენი იმიტომ რომ პროცესორი 95 გრადუსზეა და დუღს? Os ებს რაც შეეხება ისევ უცნაური მსჯელობა. მხოლოდ დესკტოპებს განიხილავ შენ. დესკტოპები მსოფლიო მოწყობილობების მცირე ნაწილია და ჩაკეტილი წრეა. არ არის თამაშები/პროგრამები ამიტომ არ არიან მომხმარებლები ამიტომ არ არიან დეველოპერები რომლებოც ამ თამაშებს გააკეთებდნენ. მსოფლიოში ყველზე მეტად გავრცელებული os იცი რომელია? ალბათ ხვდები რომელიც. მაგ ტოპ 500 სუპერკომპიუტერშიც ყველა მაგ სისტემაზე მუშაობს. ამიტომ დამიჯერე ძალიან პოპულარულია სამყაროში ზოგადად linux. წინაზე რომ ახსენე iot მანდაც განსაკუთრებულად. დესკტოპია მხოლოდ რეალურად დარჩენილი, რომელიც ms ს უკავია, მაგრამ კი ხედავ შიშებს ლინუქსი ჩააშენეს მის სისტემაში და dx ჩაშენება უნდოდათ linux kernel ში. ლამისაა nt linux თ ჩაანაცვლონ. ამიტომ დესკტოპი ბოლო ფრონტად რჩება და ნელ ნელა ეგეც ირღვევა ვულკანის გამოგონებით რისთვისაც მადლობა amd ს. Arm თუ მოიხოდება კიდევ უფრო აჩქარდება linux ს გავრცელება რადგან ms მა ჩაისვარა arm არქიტექტურაზე სოფტით.
  23. @Georgeნამეტანი უცნაურად მსჯელობ მინდა გითხრა. ჯერ ერთი ეგ მაგალითი იმიტომ კი არ მოვიყვანე არიქა ინტელი გაქრა უკვეთქო. ეგ იყო მაგალითი იმისა შენ რომ თქვი x86-ს ვერ შეეჯიბრებაო. მარტო arm-ს პროცესორებიანი სუპერკომპიუტერი არის ნომერ პირველი მსოფლიოში და ბევრად ასწრებს მეორე ადგილოსანს. ეს ერთი. 30 000 kw დამიჯერე არაა ბევრი როდესაც მეორე ადგილოსან 13 000 kw-იანზე 3-ჯერ სწრაფი ხარ (ეგ მეორეადგილოსანი Power9 CPU-ებზეა და nvidia-ს GPU-ებზე ამიტომ ეგეც ენერგოეფექტურია) ან მესამეადგილოსან (ესეც Power9 CPU-ზეა და nvidia GPU-ებზე) 11 000 kw-იანზე 5-ჯერ სწრაფი. https://www.top500.org/lists/top500/2020/11/ intel-ებზე მარტო მეექვსე ადგილოსანიდან იწყება, რომელიც 8-ჯერ ნელია მაგ ARM-ზე და იცი რამდენი დენი უნდა? 18 500 KW. ანუ ეგ ARM 8-ჯერ სწრაფია და 1.6-ჯერ მეტ ენერგიას მოითხოვს. თან შენ გაგრილებაზე დანახარჯებს არ ითვალისწინებ. ალბათ იცი რომ arm ძალიან გრილია, იგივე M1 რომ ავიღოთ მაგალითად ბევრი i7-ებს აჯობა და ფენის ფრთაც კი არ გაუტოკებია, იმიტომ რომ სულ არ აქვს მერე მეორე ლამის ყოველ პოსტში რომ წერ ინტელსო შემოსავალი აქო ძალიან დიდიო მაქედანო. ალბათ არ იცი რომ ზოგადად სერვერები და სუპერკომპიუტერები ძალიან გვიან იღებენ კომპიუტერული hardware-ს სიახლეებს. ამას წლები ჭირდება ხოლმე. ARM-ც ახალი ხილია ჯერ, ვგულისხმობ ეგეთი ძლიერი რომელსაც x86-ს დამარცხება შეუძლია და ძალიან დიდი performance-ს მოცემა, რომ კონკურენცია გაუწიოს. მანდ ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული. მილიონების დაზოგვა arm-თ მარტო გაგრილებაში და დენის გადასახადში შეიძლება. ეჭვი არ შეგეპაროს ასე თუ გაგრძელდა arm-ზე აწყობილი სერვერებისა და სუპერკომპიუტერების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. თანაც ეგ პროცესორები წლიდან წლამდე გაცილებით დიდ მატებას დებენ ვიდრე ინტელი ან ამდ. რეალობა დღეს ის გვაქვს რომ apple-ს ARM M1-მა ინტელების i7-ები წაკუზა. ამიტომ ვიმედოვნებ რომ უფრო მეტი კომპანია გამოუშვებს ARM-ზე ლეპტოპებს. nvidia-მ რომ იყიდა arm ეგ ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ დაიხვეწება და GPU ექნება მაგარი. nvidia-მ მის დროზე რომ გამოუშვა shield gpu ყველაზე ძლიერი მაგას ქონდა. ისე samsung-საც აქვს წელს გამოშვებული მოდიფიცირებულ snapdragon-ს ჩიპზე ძალიან მაგარი ლეპტოპი 25 საათი video playback-თ, თუმცა windows 10 აყენია ზედ და ეგ ისეთი ნაგავი სისტემაა arm-სთვის რომ სოფტი ბევრი არ აქვს. აი linux რომ დააყენო მაგ ლეპტოპზე კანფეტივით მოიხმარს უამრავი მომხმარებელი.
  24. https://www.extremetech.com/extreme/317657-intel-is-spreading-fud-about-supposedly-huge-ryzen-4000-performance-drops-on-battery ქვეშაჯმია ინტელი! ეს უკვე დამარცხებულის საქციელებია.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.